მუზებს არ გვიკვდებიან პოეტები... 🎶🎙🔊©️სალო_𝕤𝕡𝕚𝕣𝕚𝕥𝕠✍️

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 жов 2024
  • შენი თმა მხრებამდე ავიჭერი.
    თვალებში ყვავილები მიჭკნება,
    სიგიჟე ნიჭია და ნაბიჭვრები
    დადიან გიჟების ჭინჭებით.
    ჩემი უშენობის სამარიდან
    სულს ვითბობ გაციებულ ძვლებზე და
    ვითომდა მეგობრები, არსაიდან
    მოდიან და უმალვე ვბეზრდები.
    შეშლილი დღეები მიმრავლდება,
    დღეები სახადივით მოსახდელი,
    დაღლილ თვალებიანს გიპოვნიდე,
    ალბათ რამდენ რამეს მოვასწრებდით.
    მაგ შენს ლექსებსაწერ თითებიდან
    პირჯვარს ვიპარავ თუმც არ მყოფნი,
    ჩვენი სიყვარული ლეგენდაა,
    ყველამ გააღმერთა სამყოფი.
    გზები არსაიდან მოვარდნილი
    ისევ არსაით გველიან,
    ჩემო ზღვისთვალებავ აგისრულდა,
    გვხატავენ გვწერენ და გვმღერიან.
    მხრებზე დაკოცნილი ლექსებივით,
    ფრთები შეგასხეს და გაგაფრინეს
    ნისლში ანთებული მინარეთი
    სულზე სიმშვიდედ რომ მოგეფინა.
    ჩემს ღმერთს სანთელივით მოგენთები,
    მუხლებზე მეტანიებს დავიმჩნევ,
    მუზებს არ გვიკვდებიან პოეტები,
    ლექსები ლოცვებად დაგვირჩნენ.

КОМЕНТАРІ • 73