ტაქსი - ზამთარი (Kutaisi Live 1992)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 9 вер 2024
  • ჩაწერილია ქუთაისში 1992 წლის 12 ივლისს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ როკ-აქციაზე "როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ". ეთერში მოხვდა გადაცემა "კედელის" საშუალებით.
    სიმღერა „ზამთარის“ ტექსტი:
    შენ მაძლევ იმედს, რომ მზე ამოვა,
    რომ ხვალიდან ჩვეულებრივად გათენდება დილა,
    მე შენი სიტყვები მესიამოვნა,
    მაგრამ მე სადღაც გულთან ახლოს მტკივა.
    რადგან მე შენი აღარ მჯერა,
    ჰო, მე, შენი აღარ მჯერა,
    რადგან მე შენი აღარ მჯერა,
    ჰო, მე, შენი აღარ მჯერა.
    მე მინდა ბავშვს, რომელიც ჩნდება, ჰქონდეს ჰაერი,
    მე მინდა ქალს, რომელიც ცდება, ჰყავდეს მომვლელი,
    მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის, ჰქონდეს რწმენა,
    მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება.
    მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა,
    ჰო, მე, თქვენი აღარ მჯერა,
    მაგრამ მე თქვენი აღარ მჯერა,
    ჰო, მე, თქვენი აღარ მჯერა.
    შენ მაძლევ იმედს, რომ მზე ამოვა.

КОМЕНТАРІ • 67