თბილისის სურბ სარქისის ეკლესიის მიწისქვეშა ნაწილი სარდაფი თუ სამარხი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 січ 2024
  • სურბ სარქისის სახელობის ეკლესია თბილისში, ხარფუხში მდებარეობს, ისტორიული წყაროების თანახმად პირველად ეკელსია აქ 1737 წელს იხსენიება და მისი აშენება ნორაშენის ეკლესიის დეკანოზს ტერ სუქიაზის მიეწერება, ეკლესია მოხსენიებულია ეგანტე იოსელიანთან 1837 წლით დათარიღებულ კატალოგში, თუმცა 1886 წლის პლატონ იოსელიანის ნაშრომში "აღწერა თბილისი სიძველეთა", სომხურ ეკლესიების ჩამონათვალში სურბ სარქისის ეკლესია არ გვხდება, მოხსენიებულია სურბ სარქისთან დაკავშირებული დღესასწაული 1887 წლის გაზეთ Кавказ ის 29 ნომერში. ეკლესია ყოფილა გუმბათიანია, საკმაოდ დიდი, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, აშენებული იყო კლდის ფენაზე და ჰქონდა სარდაფები ( სავარაუდოდ ან აკლდამების ფუნქციას, ანდა პროდუქტების შესანახ ფუნქციას ასრულებდა) მიწის დონიდან ჩვენ მიერ გამოვლენილი სარდაფის სიღმრმე , ათვლის წერტილად ვიღებ დღევანდელ, სურბ სარქისთან დაკავშირებული სამლოცველოს იატაკს, 2 მეტრზე ოდნავ მეტია, ზომა ორი მეტრი ნახევარ მეტრზე. ეს სარდაფი დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, ადგილობრივ მაცხოვრებელს გაუსუფთავებია ადრე, გაუწმენდია. ამ "სარდაფში" ( თუ აკლდამაში) რომ მოვხდეთ, სამლოცველოს დალუქული შიდა კარი გავაღოთ, გავიდეთ ბნელი დერეფნით პირველივე ხემლარცხნივ ოთახში შევიდეთ, სადაც ერთ ერთ მოსახლეს ღვინის სარდაფი აქვს მოწყობილი. ღვინის სარდაფის იატაკი ასევე მეტრანახევარ-ორმეტრზეა აწეული და მის ქვეშაც სარდაფებია. ჩვენს მიერ ნახსენებ "აკლდამაში" კიბეებით ჩვდივართ მიწურში.
    სურბ სარქისის ეკლესიის მხოლოდ ფუნდამენტი ნაწილი და ერთი სამოცველო ოთახია შემორჩენილი, დაუნგრევიათ 1936 წელს.
    სუბრ სარქისის ეკლესიასტან განსაკუთრებული ხალხმრავლობა იანვირის ბოლო , ან თებერვლის დასაწყის შაბათ დღეს ემთხვეოდა. ადიოდნენ გაუთხოვარი ქალები, უცოლო ვაჟებიც,ამასთანავე არა მარტო ქრისტიანები, მუსლიმებიც . გაზეთ კავკასში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე დღით ადრე ეკლესიის ეზოში კარვებსაც კი დგამდნენ და მარხვას იცავდნენო.
    პარასკევს მარილიან კვერებს ამზადებდნენ, რომლებიც ძილის წინ უნდა დაეგემოვნებინათ, თანაც ისე, რომ არავის დალაპარაკებოდნენ, სიზმარში საბედო გამოეცხადებოდა და წყალს დაალევინებდა, თუ საბედოს ხელში ოქროს სასმისი ეჭირა, ესე იგი საბედო მდიდარი იქნებოდა, თუ ხის სასმისი მაშინ ღარიბი. მარილიან კვერთან ერთად სომეხი დიასახლისები ფახნიდზად წოდებულ კვერებსაც ამზადებდნენ, რომელიც დაფქული ხორბლის, მასში აზელილი თაფლის, ქიშმიშის და ნუშის მიქსი იყო.
    სურბ სარქისი შეყვარებულთა მფარველად ითვლებოდა, ერთხელ სურბ სარქისი, ლეგენდის თანახმად, შეყვარებულ გოგოს გადაურჩენია სიკვდილისგან. სურბ სარქისზე ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია, ამიტომაც აქ არ შევჩერდები ამაზე.
    ეკლესიის ერთი ოთახი 1883 წელს თელავის მოქალაქე გრიგოლ არუთნიას ძე ოსკანოვს აუშენებია და ამის შესახებ სამლოცველოში შესასვლელის მარცხნივ არსებული ქვაზე გაკეთებული წარწერა გვიამბობს, სავარაუდოდ ამ შემორჩენილი ოთახის აშენებაზე უნდა იყოს საუბარი. ცალკე თემაა ოსკანოვის ვინაობის გარკვევა და მისი პიროვნების შესწავლა, ვფიქრობ ბევრ საინტერესო ფაქტს მოჰფენს ნათელს.
    კლდეში ჩაშენებულ წარწერიანი ქვის გარშემო, კედელზე უამრავი კენჭი გვხდება, რომელიც ან აგურებზე დევს, ან ცვილით არის კედელზე მიწებებული, თბილისური ტრადიციის თანახმად, აქ ადამიანები სურვილს ჩაუთქვამდნენ ( რადგან სურბ სარქისის ეკლესია იყო, შესაძლოა შეყვარებულები, გაუთხოვრები), თუკი კენჭი დამოუკიდებლად ჩამოვარდებოდა, ესე იგი შენი ჩაფიქრებული სურვილიც ასრულდებოდა. ( აქ საინტერესოა, გაგება იმისა, სომხეთში თუ არის მსგვავსი ტრადიცია კენჭებთან დაკავშირებით და ამით გასაგები გახდება, საიდან მოდის ეს ტრადიცია).
    საერთოდ თბილისში, კლდესთან ქვასთან ლოდებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ტრადიცია არსებობდა, რომლის შესწავლის პროცეში ვართ.
    მადლობა, რომ უყურებთ ჩემს არხს.
    კეთილი სურვილებით ვლასი ვაწაძე

КОМЕНТАРІ •