გიორგი სააკაძე, შაჰ აბასი და ქართველები სეფიანთა ირანში. მწარე პოდკასტი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 17 бер 2024
  • ▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
    პატრეონი: patreon.com/BitterPodcast515
    საქართველოს ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
    ------------------------------------------------------------------
    „მწარე პოდკასტის" 112-ე ეპიზოდში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ირანისტი გიორგი სანიკიძე გვესტუმრა გიორგი სააკაძეზე, სეფიანთა ირანის ისტორიაზე და შაჰ აბას I-ზე სასაუბროდ. როგორ გაძლიერდა სეფიანთა ირანი შაჰ აბასის დროს; რატომ მსახურობდნენ ქართველები ირანის სამსახურში; რამ გამოიწვია გამუდმებული დაპირისპირება სეფიანებთან; როგორი იყო გამუსლიმებისა და გადასახლების პოლიტიკა სეფიანთა ირანში; რა მასშტაბის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა იყო გიორგი სააკაძე; რა გავლენა ჰქონდა მას ირანსა და ოსმალეთში; რატომ უპირისპირდებოდნენ მეფეები და თავადები; რას წერენ სააკაძეზე უცხოელი ავტორები, როდის გაიზარდა მისი მნიშვნელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში - ამ ყველაფერზე, ჩვენს პოდკასტში მოისმენთ.

КОМЕНТАРІ • 106

  • @BitterPodcast
    @BitterPodcast  Місяць тому +3

    ▶️„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერისთვის
    საქ. ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
    patreon.com/BitterPodcast515
    PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)

  • @Ubermensch17
    @Ubermensch17 Місяць тому +12

    14 წლისამ წავიკითხე გიორგი სააკაძე და იმის მერე შემიყვარდა საქართველოს ისტორია ახლა დიდიხანი ველოდი ამ პოდკასტს და ვიცი რომ საინტერესო იქნება ჩავუჯდები აუცილებლად❤

  • @LordLevan
    @LordLevan Місяць тому +3

    ძალიან საინტერესო იყო როგორც ყოველთვის

  • @lashalashkarashvili5759
    @lashalashkarashvili5759 Місяць тому +8

    მეტ ინფორმაციას ველოდი. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სპეციალურად ხდებოდა თავის არიდება თემის გაშლისგან. არადა სააკაძის თემაზე ბევრი რამის თქმა შეიძლება

  • @unusualsuspect4043
    @unusualsuspect4043 Місяць тому +2

    დიდი მადლობა ✊🏻

  • @user-to9hp7eh8x
    @user-to9hp7eh8x Місяць тому +1

    ამას ალბათ ყოველთვის ველოდით მადლობა ამისათვის .

  • @ninotalakhadze
    @ninotalakhadze Місяць тому +1

    დიდი მადლობააა❤

  • @samossamoa2812
    @samossamoa2812 Місяць тому +1

    დიდი მადლობა.

  • @onisevardanidze3907
    @onisevardanidze3907 Місяць тому +3

    სპარსეთი ყოველთვის საინტერესო თემაა ❤ ირანის უახლეს ისტორიაზეც საინტერესო იქნებოდა. თუ როგორ მივიდა ეს ქვეყანა ისლამურ რევოლუციამდე.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +4

      მინდა ეგ თემა მეც და ალბათ გავაკეთებთ

    • @user-uj6gy8ub9c
      @user-uj6gy8ub9c Місяць тому

      იმედია ერნესტო ჩეგევარაზე იქნება პოდკასტი და ატომურ ბომბის შემქმნელებზე, მის გავლენაზე შემდგომ წლებში@@BitterPodcast

  • @ereklexurtsidze3437
    @ereklexurtsidze3437 Місяць тому +3

    ვაუუ.ამ პოტკასტს ველოდი დიდი ხანია..უმაგრესები ხართ

    • @ereklexurtsidze3437
      @ereklexurtsidze3437 Місяць тому

      არ იყო გაშლილი თემა,საოცრად არ მომეწონა ,, ავანტურისტად" შეფასება, ჩემი აზრით(შეიძლება ვცდები) გიორგი სააკაძე იყო იდეინი ფეოდალი,რომელსაც სურდა ძლიერი საქართველო; ფაქტია რომ იმხელა შური და დაპირისპირება იყო მასდა შადიმანის დას შორის,ორი მეფე და საკუთარი ცოლისძმა აუმხედრეს, როგორც საბოლოო ჯამში აღმოჩდა მისი ყოველი გეგმა ზუსტი იყო,სახალხო ტიპი რომ იყო წყაროებიდან ჩანს,როცა მარაბდაზე ალყაში მოქცეულმა არ მიატოვა და თეიმურაზთან ერთად იბრძოლა(ალბათ რაღაც ნაწილმა გაარღვია ალყაც),შემდეგ გიორგის დაუდგა გვერდით და არა თეიმურაზს,რის შემდეგაც მან ორი ჩასაფრება მოაწყო და ომის(და არა მარაბდი ბრძოლის) ბედი საქართველოს მხარეს დაატრიალა,ჩემი აზრით ეს ვერ აიტანეს თეიმურაზმა და შადიმანის დასმა და გააშავეს ისევ

  • @davidchilachava4111
    @davidchilachava4111 Місяць тому +1

    სანიკიძე პროფია 👍❤️ყოველთვის საინტერესოა მისი მოსმენა

  • @26may222
    @26may222 Місяць тому +2

    რა თქმა უნდა, საინტერესო თემაა... კარგი იქნება, გახმოვანებას თუ დაარეგულირებთ. და კიდევ - ჩემი აზრით, წამყვანმა უნდა დააცადოს მთხრობელს აზრის/ეპიზოდის ბოლომდე მიყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსმენელისთვის რთული ხდება შინაარსში გარკვევა, რადგან ასეთი საუბრისას ეპიზოდები ელვის სისწრაფით იცვლება და საბოლოოდ, ბევრი რამ გაურკვეველი რჩება

  • @gugak1371
    @gugak1371 Місяць тому +1

    მეღირსააააა 😂😂❤️❤️

  • @n.7539
    @n.7539 27 днів тому +2

    რა ნელა ლაპარაკობს და წელავს წინადადებებს სტუმარი

  • @zaalimazashvili6459
    @zaalimazashvili6459 Місяць тому +3

    კარგი პროექტია რაც შემიძლია გეხმარებით.გაზიარებით მოწონებით,გამოწერით

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      დიდი მადლობა ✌🏻

  • @Gigichanturia
    @Gigichanturia Місяць тому +1

    თქვენ გაიხარეთ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @tsotnechubinidze2816
    @tsotnechubinidze2816 Місяць тому +1

    სასწაულია ყოველი ვიდეო

  • @uchachubinidze7638
    @uchachubinidze7638 Місяць тому +1

    ❤❤❤

  • @paatatsirekidze6651
    @paatatsirekidze6651 Місяць тому +1

    👋🖤

  • @SWEETLIFE331
    @SWEETLIFE331 Місяць тому +2

    რელიგიების ისტორია საინტერესო იქნებოდა

  • @kakhaaleksidze2027
    @kakhaaleksidze2027 Місяць тому +1

    👍

  • @juanshery4414
    @juanshery4414 Місяць тому

    👏👏👏👏👏👏👏👏

  • @KakoTsophurashvili-qr3bf
    @KakoTsophurashvili-qr3bf Місяць тому

    ეს ბატოონი ისე გადგოვცემს ისტორიას თითქოს სპარსეთი იყო საქართველოს გადამრჩენი

  • @mindiamaisuradze5503
    @mindiamaisuradze5503 Місяць тому +9

    ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ეპიზოდი იყო. თემიდან თემაზე ისე გადადიოდით აზრს არ ამთავრებდით. თან მთავარ თემაზე გიორგი სააკაძეზე ალბათ მაქსიმუმ 20% ილაპარაკეთ, დანარჩენი ისეთ თემებზე ილაპარაკეთ, რაზეც უკვე ბევრჯერ გაქვთ წინა პოდკასტებში ნალაპარაკები. მოკლედ რა კითხვებიც სააკაძეზე მქონდა, ისევ ისე მაქვს, ბევრი არაფერი გამიგია ახალი

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +3

      ჰო ვაღიარებ რაღაც ვერ ავეწყეთ რა, გაფანტული გამოვიდა. მარა საკმარისად ბევრი საინტერესო რამე ითქვა მთლიანობაში და მაინც ავტვირთე.

    • @mindiamaisuradze5503
      @mindiamaisuradze5503 Місяць тому

      @@BitterPodcastარაუშავს, იმდენი კარგი ეპიზოდი გვახსოვს, აქა-იქ გამონაკლისის სახით ჩავარდნა იქნება 🙂

    • @shalvakobakhidze4464
      @shalvakobakhidze4464 Місяць тому +1

      ​@@BitterPodcastკი ბაზარი არაა ბევრი საინტერესო რამე ითქვა მაგრამ დაუკმაყოფილებლობის და გრძნობა გვაქვს და ეჭვიც იმის რომ თითქოს რაღაცას განგებ თავს არიდებდით და ეს მხოლოდ ამ ფილმში არა,სხვაგანაც.

  • @giorgishaburishvili926
    @giorgishaburishvili926 Місяць тому +1

    აი თემა !

  • @user-uk4yb3id7l
    @user-uk4yb3id7l 8 днів тому

    ლენგის შემისევებზეც გააკეთეთ ვიდეო

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  8 днів тому +1

      გვაქვს უკვე უზარმაზარი ეპიზოდი თემურ ლენგზე ua-cam.com/video/G6nGmsCNvl0/v-deo.html&pp=ygUf4YOX4YOU4YOb4YOj4YOgIOGDmuGDlOGDnOGDkuGDmA%3D%3D

  • @Gigichanturia
    @Gigichanturia Місяць тому +2

    გიორგი ჟუჟუნაშვილის სტატიის ნახვა სად შემიძლია?

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      გიორგი ჟუჟუნაშვილი, მონღოლების დროინდელი საქართველოს ისტორიიდან. კრებულში: „საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები" / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი. თბ., 2008. 1512-3553 [ტ.] IX, გვ.109-114

    • @Gigichanturia
      @Gigichanturia Місяць тому

      @@BitterPodcast მადლობაა

  • @sherxansherxan250
    @sherxansherxan250 Місяць тому +1

    როგორც იქნა დაიდო სააკაძეზე

  • @laskarilaskari6042
    @laskarilaskari6042 Місяць тому +1

    როცა 1 ლაპარაკობს ხმას უნდა ჩაუწიო, მეორეზე აუწიო

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      საველე პირობებში და 1 მიკროფონითაა ჩაწერილი. ორი აუდიო როცაა მაშინ კი. აქ ერთი იყო და ისიც არც ისე კარგი ხარისხის ტექნიკურად. პრობლემური დასამუშავებელი იყო.

  • @mindiamaisuradze5503
    @mindiamaisuradze5503 Місяць тому +3

    გიორი ბრწყინვალეზეც კარგი იქნებოდა

    • @user-uj6gy8ub9c
      @user-uj6gy8ub9c Місяць тому

      ძალიან საინტერესო იქნება, ასევე სიმონ 1 თუნდაც ლუარსაბ 1, იმედია იქნება

  • @nanachikvaidze2630
    @nanachikvaidze2630 Місяць тому +1

    ევროპამ დიდი შეცდომა დაუშვა როცა ოსმალეთს განვითარების და ბიზანტიის დაპყრობის საშუალება მისცა, თუნდაც დავით აღმაშენებლის დროს, გიორგი ბრწყინვალეს დროს, ოსმალეთი დღესაც ისევ ის არის და იგივე ამბიციები აქვს,

    • @besiktsamalashvili8123
      @besiktsamalashvili8123 23 дні тому

      ევროპას ოსმანეთი კიარა რუსეთი შეეშალა და ეშლება დღემდე... თურქეთი ცივილური სახელმწიფოა და არც მსოლიოს, არც რეგიონს პრობლემებს არ უქმნის

  • @raviavi121
    @raviavi121 Місяць тому

    სტუმარის ხმა ცუდად ისმის.

  • @shalvakobakhidze4464
    @shalvakobakhidze4464 Місяць тому

    მე მაინტერესებს ენობრივი ბარიერი ირანში და ოსმალეთში მისი მოღვაწეობის დროს

  • @mutisay1124
    @mutisay1124 Місяць тому

    საინტერესო თემაა ,მაგრამ უკმაყოფილების გრძნობა დამრჩა , ეს კინოც რომ გეყურებინა იქიდან ცანს მეტ ინფორმაციას ველოდებოდი.

  • @user-hd8sm8oz2c
    @user-hd8sm8oz2c Місяць тому +2

    სააკაძე ამოუცნობი პიროვნებაა, საქართველოს, ირანის ,ოსმალეთის ისტორიის დაწვრილებითი , ზუსტი კვლევაა საჭირო, სხვა უცხოური წყაროებიც საკვლევია. სააკაძე რაღაც ცვალებადი და მყისიერი , გარემოებების ამყოლი კაცია.

    • @besiktsamalashvili8123
      @besiktsamalashvili8123 23 дні тому

      საკაძის სახე რომელიც შეიქმნა სტალინის დიქტანტით, ფაქტიურად შესწავლილი არ არის..

  • @bogverius.i
    @bogverius.i Місяць тому +2

    თბილისი, რომ მარტო ეხლანდელ ძველ თბილისს არ მოიცავს , ალბათ არ იცის პატივცემულმა წამყვანმა. ეხლანდელი ავლაბარიც ( ისანი ძველად) , რომ თბილისი იყო, ალბათ ესეც არ იცის. მჯერა 13 მილიონი, რომ არ ვიყავით მაგრამ არც მილიონ ნახევარი ვიყავით. მონღოლების აღწერაში, საეკლესიო ქონება და საეკლესიო მოსახლეობა არ აღირიცხება რადგან რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, ისინი რელიგიურ ქონებას არ შეხებიან, მანამ სანამ ისლამი არ მიიღეს. ხოდა რავი...

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      კარგად იცის ავტორმა და ლიტერატურასაც მიგითითებთ და შედარებისთვის უცხოურ, სამეზობლოს, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებზეც დაურთავს მასალებს შუა საუკუნეების დემოგრაფიაზე. მილიონ ნახევარი არა, 4.5 მილიონამდეა როგორც მახსოვს ჟუჟუნაშვილთან სრული მოსახლეობა საქართველო თავის სომხური მიწებით და ა.შ. უშუალოდ მარტო საქართველო უფრო ნაკლები. დიდი მოსახლეობა მთაგორიან და ნაკლებ ურბანიზებულ ქვეყნებში არანორმალური მოვლენაა. რიცხვები ნაკვლევი მაქვს არმიებზე და თავისთავად დაკავშირებულია დემოგრაფიასთან და სოციალურ საკითხთანაც.

    • @bogverius.i
      @bogverius.i Місяць тому

      @@BitterPodcast რატოა დაუჯერებელი? ერთხელ გუბაზ სანიკიძემ თქვა, ჩვენ ჩვენი ისტორია არ ვიცით და არ გვჯერა მისიო. საქართველოს ისტორია უნდა გავყოთ ლენგამდე და ლენგის მერეო. სიმართლე გითხრათ სწორი შეფასებაა , რადგან მათ დროს მათ გაანადგურეს და დააქციეს სრულიად აღმოსავლეთი და სამხრეთი საქართველო. მერე საერთოდ არ განგიხილავთ სააკაძის გვარის წარმოშობა და ამ გვარის გაშლა სხვა გვარებად ( ბაბათაშვილი, სიამაშვილი, ჯავახიშვილი ) და ასე შემდეგ. წყაროებს რო მიუთითებ იქნებ ის ჟუჟუნაშვილი მთლიანად კორექტული არაა... ბოლო ბოლო დიდი ჯავახიშვილი ცდებოდა ხანდახან.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      ლოგიკა და შედარებითი მსჯელობა სჭირდება, მარტო აღწერის სხვადასხვაგვარი ტრიალით არ გამოვა დათვლა. მარტო საქართველო ხომ არაა დედამიწაზე და რეგიონიდან ამოვარდნილი ვერ იქნება, ამისთვის, არის უფრო მრავალრიცხოვანი და დიდი მცირე აზიის ქვეყნები, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, მათი დიდი ქალაქები, ევროპული ქალაქები და ხდება შედარებითი მსჯელობა მონაცემების, რადგან, ბევრგან უკეთესადაა შესწავლილი დემოგრაფიული საკითხები, საქართველოში ჭირს სამწუხაროდ, წყაროების და ეპოქის საბუთების ნაკლებობის გამო. მაგრამ როცა ასე დგას საქმე, ხდება შედარება და შევსება ადგილობრივი წყაროებით, ურბანიზების დონით, ქალაქებისა და სხვა დასახლებების მასშტაბებით, ლანდშაფტით და ა.შ. ამ საკითხის გამორჩეული მკვლევარია ჯოსია რასელი (Josiah Cox Russell), რომლის The control of late ancient and medieval population (1985), Medieval demography: Essays (1987) და ა.შ. ითვლება ნიმუშად დემოგრაფიის ისტორიული კვლევისა, რაც ჩვენთან, სამწუხაროდ დაბალ დონეზეა ძალიან. თბილისის ისტორიაზე, ბოლო დროს, სხვათაშორის საკმაოდ საინტერესო წიგნი გამოსცა ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ „ძველი თბილისი", ხელნაწერთა ცენტრის გამოცემულია და გირჩევთ, კარგი ენით დაწერილი და შეჯამებულია არსებული მასალები, მოსახლეობაზეცაა საუბარი, საუკუნეების მანძილზე განვითარებაზე და ქალაქის ზოგად ისტორიაზეც.

    • @raviavi121
      @raviavi121 Місяць тому +3

      მეთორმეტე საუკუნეში მთელს პლანეტა დედამიწაზე ცხოვრობდა 450 მილიონი ადამიანი. ჩინეთის და ინდოეთის გარდა ათეულობით მილიონი არ ცხოვობდა არც ერთ ქვეყანაში. პეტრე პირველის დროს რუსეთში ნამდვილი აღწერა ჩატარდა და იმპერიაში ცხოვრობდა 10 მილიონი. მეცხრამეტე საუკუნეში პლანეტის მოსახლეობა იყო 1 მილიარდი. ისტორიულ წყაროებში რა წერია მნიშვნელობა არა აქვს. უფრო ზუსტი მეცნიერბები და გამოთვლის საშუალებები არსებობს. 13, 6 და ა.შ. მილიონი საქართველოს მოსახლეობა აბსურდია. 2 მილიონზე მეტი არასოდეს ცხოვრობდა. მეოცე საუკუნემდე.

  • @bichikobochoridze3530
    @bichikobochoridze3530 20 днів тому

    შვილის გაწირვის ეპოზოდი არ გაიშალა და რითი მტკიცდება რომ არის ავანტურისტი მე არვიცი

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  20 днів тому

      ავანტიურისტი იყო აბა რა იყო, ორ სხვადასხვა იმპერიაში გადასახლდა და იმსახურა, ხან იმერეთის მეფის მხარეს იომა, ხან კახეთის, ხან ქართლის, თან თავის საქმესაც აკეთებდა, ყველაფერზე მიდიოდა და მეტი რაღა უნდა ქნას ავანტიურისტმა. ეს სიტყვა ნიშნავს რისკიანი ცხოვრებით მცხოვრებ ადამიანს, რომელიც დღევანდელი დღით ცხოვრობს და სააკაძე თუ არ იყო რისკიანი სხვა ვინ აბა.

  • @diegomaradona1550
    @diegomaradona1550 Місяць тому +1

    1:32:05 erterti mefis shviliooo? :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      ჰო, რა იყო მერე? დავით XI-ს უკანონო შვილი იყო ხოსრო მირზა. რომელი დიდი მეფე დაუდ ხანი იყო პირდაპირ ენაზე რომ გადგეს მისი სახელი. სიმონ I-ს მოღალატე ძმა. მიუხედავად მაგისა, დაზუსტებულია რამდენიმე წამის შემდეგ.

    • @diegomaradona1550
      @diegomaradona1550 Місяць тому

      @@BitterPodcast mgonia rom unda scodnoda da ese echvit ar unda etqva bolobolo karabadini targmna turqulidan :D vxumrob ratqmaunda mara mag logikit mogalate iyo da ese rato unda gvaxsovdeso dzalian bevria gamosarchen misaviwyebeli mara istoria istoriaa :)

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому +1

      ჰო, საქართველოს ისტორიაში მკაფიო იარლიყებია გმირების და მოღალატეების. მაგრამ დაუდ ხანი შეიძლება დაგავიწყდეს კაცს საუბარში და მერე გაიხსენო. ისტორიკოსი ფაქტების ენციკლოპედია ხომ არაა, აბსოლუტური ცოდნა არავის აქვს. მკვლევარია და საჭიროების შემთხვევაში იცის რა როგორ და სად მოძებნოს და დაამუშაოს, თორემ რაღაც რასთან შეხებაც დიდი ხანია არ გქონია, შეიძლება ამოვარდეს მეხსიერებიდან ან დრო დასჭირდეს გახსენებას, თან ექსპრომტად ჩაწერის დროს...

  • @giorginikolishvili2520
    @giorginikolishvili2520 Місяць тому +2

    მონღოლებმა დასავლეთ საქართველო ვერ აღწერეს,,,

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      კი, და პრობლემა იმაშიც არის რომ რაც აღწერეს, იმას აორმაგებენ ზოგჯერ როცა მოსახლეობის რიცხვის გამოყვანა უნდათ, რაც არ არის სამართლიანი. ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა საცა ცხოვრობდა და მდიდარი მხარეები და ეკონომიკური და დემოგრაფიული ბირთვი იყო - სამცხე-საათაბაგო, ლორე, ვრცელი სომხური ტერიტორიები საქართველოს საზღვრებში, ქართლ-კახეთ-ჰერეთი, აღწერეს მონღოლებმა და ერთი მაგდენი დასავლეთ საქართველოში არანაირი ლოგიკითა და არგუმენტით არ ცხოვრობდა, რაც ანტიკურიდან მოყოლებული, XIX საუკუნის ჩათვლით წყაროებში ყოველთვის იკითხება და ურბანიზაციის მასშტაბებიდანაც ჩანს.

  • @aurelianobuendia7183
    @aurelianobuendia7183 21 день тому

    პარადოქსი: არხის ერთ ერთი ყველაზე ცუდი ეპიზოდი, ყველაზე მეტი ნახვით.

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp Місяць тому +1

    სეფიანთა ირანი თუ აზერბაიჯანის სეფიანები ეგ მაინტერისებს სეფიანები აზერები იყვნენ თუ სოარსელები

    • @user-to9hp7eh8x
      @user-to9hp7eh8x Місяць тому

      არდებილის შეიხი იყო ისმაილოს მამა 1501წელს ქართლის და კახეთის მეფეები და სამცხის ათაბაგი დაეხმარა ირანის შაჰი რომ გამხდარიყო მაგათი წინაპარი დერვიშები იყვნენ აცტეკი მუსლიმი ბერები 13 საუკუნეში ქალაქ არდებილში ისმაელოს წინაპარმა დაარსა ორდერივით ეს იყო ეზოთერიკა მგონი ხუფიზმი მისი წინაპარი წმიდა კაცად ითვლებოდა მგონი ასეა გადაამოწმე უფრო უკეთესი იქნება.

    • @konstantinemandzulashvili
      @konstantinemandzulashvili Місяць тому

      თურქმანული, თურქულენოვანი, ანუ აზერბაიჯანული დინასტიაა. არაა სპარსული დინასტია.

  • @giorginikolishvili2520
    @giorginikolishvili2520 Місяць тому +2

    დაუდ ხანის შვილი იყო უკანონო... სიმონის ძმისშვილი გამოდის...

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp Місяць тому

    ხინკალი და პოტკასტი უხდება ერთმანეთს 😊😊😅😅😅😁😁😁

  • @altefritz6945
    @altefritz6945 Місяць тому +2

    სააკაძეზე და შაჰ აბასზე ნაკლებად გამოვიდა საბოლოო ჯამში..

  • @otari-otari
    @otari-otari Місяць тому +1

    ქალ ისტორიკოსებთან რატომ არ წერთ პოდკასტებს?

  • @vajagabinashvili3410
    @vajagabinashvili3410 Місяць тому

    სააკაძემ წერილი წაიკითხა და მეორე დღეს გაწყვიტა ირანის ჯარი ,ჯერ ერთი სადაოა წერილის არსებობა,ეს იყო წინასწარ მომზადებული დიდი ხნით ადრე ჩაფიქრებული .

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      ანუ მანამდე წლები შაჰი აოხრებდა ქართლ-კახეთს, გადაასახლა ნახევარი კახეთი, მოკლა ლუარსაბი, ამოწყვიტა თეიმურაზის ოჯახობა და სააკაძეს ხელი არ გაუნძრევია, ეგ კი არა ემსახურებოდა შაჰს ერთგულად მაგ წლებში, მათ შორის კავკასიაში და მაინცდამაინც მარტყოფთან გადაირია მერე? 1 და 2 დღეში არ მომხდარა არც ეგ ამბავი, სამხედრო კამპანია თვეები გრძელდება და სააკაძეს კი კონტაქტები მანამდეც ჰქონდა და მომხრეებიც ყავდა საქართველოში

  • @avtandilrukhadze219
    @avtandilrukhadze219 Місяць тому

    თეიმურაზ I-ზეც თუ მოამზადებთ რამეს კარგი იქნება. გიორგი სააკაძემ აშკარად დაჩრდილა ქართულ ისტორიოგრაფიაში, მაგრამ მასაც საკმაოდ საინტერესო ცხოვრება ჰქონდა.

  • @davidd3008
    @davidd3008 Місяць тому

    ცოტა შემოკლებით შეიძლებოდა და უფრო ლოკალურად და ცოცხლად. ასე დამღლელია ძალიან.

    • @BitterPodcast
      @BitterPodcast  Місяць тому

      ეს ეპიზოდები ექპსრომტია, არანაირ სისტემას და გეგმას არ მისდევს, უბრალოდ თავისუფალი საუბარია ორი ადამიანის. ასეთ საუბარს ეწოდება პოდკასტი. ზოგჯერ სხვანაირად მიდის და უფრო ენერგიულია, ზოგჯერ არ აეწყობა ხოლმე და უფრო დუნეა, ძნელია მაგის კონტროლი.

  • @user-cg9ey4ci8m
    @user-cg9ey4ci8m 24 дні тому

    ავტორს: დიდი მადლობა ასეთ მაგარ თემას რომ ააქტიურებ, მაგრამ... ეს ვინ გყავს მოყვანილი?! გიორგი სააკაძისა რა იცის?! რა თქვა? ძლივს დავასრულე... ინფორმაცია, ცოდნა სააკაძისა ნოლი. 😂😡🤬. რას ნიშნავს ისტორია არ სვამს კითხვას კარგი იყო თუ ცუდი? ანუ კონკრეტული ისტორიული პიროვნების მოღვაწეობა ისტორიაში არ ფასდება ან დადებითად ან უარყოფითად? დაგვცინის თუ აზრზე არ არის? მთავარი ვერ მოვისმინე ვერც შენგან: ისტორიულ კონტექსტში არის თუ არა დადებითი სააკაძის მოღვაწეობა საქართველოსათვის. ხო თუ არა? ძაან ბუქსაობთ...

  • @giorgi9594
    @giorgi9594 Місяць тому

    ბატონო ნიკა დასაწყისში რა მუსიკაა გამოყენებული? რაღაც ძალიან მეცნობა

  • @besiktsamalashvili8123
    @besiktsamalashvili8123 23 дні тому

    სააკაძის პიროვნება ფაქტიურად შესწავლილი არ არის, სააკაძის ის ვერსია რომელიც შეიქმნა სტალინის პერიოდში, ვფიქრობ არასრულყოფილია.და ზოგჯერ სუბიეკტური

  • @giorgi5463
    @giorgi5463 Місяць тому +1

    👍