ტყის მდგრადი მართვა არაგვის დაცული ლანდშაფტისათვის

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 січ 2025
  • ფილმი “ტყის მდგრადი მართვა არაგვის დაცული ლანდშაფტისათვის” ასახავს ჩეხი ექსპერტების მიერ არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისთვის გაწეულ დახმარებასა და ძალისხმევას.
    პროექტი სახელწოდებით „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცული ლანდშაფტისათვის“ არის ჩეხეთისა და საქართველოს პარტნიორობის შედეგი საგარეო განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში. ფილმის მთავარი თემა და მიზანია საზოგადოებისთვის იმის გაცნობა, თუ რა იმალება ამ საკმაოდ რთული სათაურის ქვეშ.
    იმ გუნდის მეშვეობით, რომელსაც ტადეაშ შტერბა ხემლძღვანელობს, მაყურებელი მოხვდება ეგზოტიკურ მხარეში - დიდი კავკასიონის ქედზე და პირდაპირ რთულ რელიეფზე მოქმედებაში გაეცნობა იმ ცალკეული სპეციალისტების (ტიპოლოგების, ბოტანიკოსების, ტყის ეკოლოგიის ექსპერტების და სხვათა) მუშაობას, რომელთა შესახებ საზოგადოების უმრავლესობამ ძალიან ცოტა რამ იცის.
    ფესვები, საიდანაც მომავალი არაგვის დაცული ლანდშაფტი უნდა გაიზარდოს, მოიცავს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანებსაც, რადგან მთელი ტერიტორია უძველესი დროიდან იყო ხალხით დასახლებული. სწორედ ამიტომ, ფილმში აქცენტირებულია ადგილობრივი კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტები - მაგალითად სიუჟეტი მწერალ და პოეტ ვაჟა-ფშავალეზე, რომლის შემოქმედების მთავარი არსიც ბუნებასთან ურთიერთობაა. მხატვარი, მწერალი და ეთნოგრაფი შოთა არაბული ფილმში არაგვის ხეობის თავდაპირველ მცხოვრებთა შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ხეობიდან მოსახლეობის გადინების ისტორიის გაანალიზებაც მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან ამ მხარეში ხალხის დაბრუნება პროექტისა და არაგვის დაცული ლანდშაფტის ერთ-ერთი მიზანია. ამ კონტექსტში მაყურებლისთვის საინტერესო მოტივია ფილმში აღბეჭდილი ტყის პედაგოგიკის გაკვეთილი, რომელიც ქართველი ბავშვებისთვის ჩატარდა სკოლაში და რომელიც მიზანმიმართულია სწორედ იმ ბავშვებზე, რომლებმაც მომავალში არ უნდა დატოვონ არაგვის ტერიტორია.
    დოკუმენტური ფილმის მიზანია აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია გარკვეულ სფეროზე ორიენტირებულ პროექტს (და მის მსგავს პროექტებს) დაეხმაროს საქართველოს განვითარებაში, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ მათ არ გაუჩნდეთ საჭიროება მიატოვონ ის ადგილები, სადაც დაიბადნენ და ასევე როგორ შევინარჩუნოთ ეს ტერიტორია უცვლელი სახით მომავალში.

КОМЕНТАРІ •