"წინანდლის პრემია 2018" დაჯილდოების ცერემონიალი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 вер 2024
  • "წინანდლის პრემია 2018" დაჯილდოების ცერემონიალი
    "Tsinandali Award" The Annual Awarding Ceremony, Republic 2018
    12 ოქტომბერს „რესპუბლიკაში“ შედგა წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის „2018 წლის წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და გალა კონცერტი.
    ✔ ღონისძიებაზე გამოვლინდნენ „2018 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში.
    „2018 წლის წინანდლის პრემია“ მიენიჭათ:
    ⦿ თეატრალური ხელოვნება: ნატალია ყულოშვილი
    ⦿ კინოხელოვნება: გიორგი თავართქილაძე
    ⦿ მხატვრული ლიტერატურა (პროზა):თორნიკე გოგნიაშვილი
    ⦿ მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
    • ალექსანდრე ლორთქიფანიძე
    • ნიკა ლაშხია
    ⦿ მუსიკა: ანზორ ღუდუშაური
    ⦿ სახვითი ხელოვნება: ნიკა ქუთათელაძე
    ⦿ საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ალექსანდრე ჯაფარიძე
    ⦿ ჰუმანიტარული მეცნიერებები: კახაბერ ყალიჩავა
    ✔ წინანდლის პრემიის ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.
    ► წინანდლის პრემიის „საუკეთესო ნომინანტს“ - ლევან ბებურიშვილს (ჰუმანიტარული მეცნიერებები) გადაეცა კომპანია „ბადაგონის“ და მისი ახალი ღვინის ბრენდ GAU#5 -ს სპეციალური პრიზი 2000 ლარიანი ფულადი პრემიის ოდენობით;
    ►2018 წლის VIII „წინანდლის პრემიის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალსა და გალა კონცერტზე მონაწილეობდნენ: გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი კახი სოლომნიშვილი, ანა ჭანია, სანდრო ნებიერიძე და ეკა გორგაძე;
    საღამოს უძღვებოდა ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ია სუხიტაშვილი;
    ► პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით;
    ► პრემიის მხარდაჭერებია: „სილქ როუდ ჯგუფი“, სახელოვნებო სივრცე „რესპუბლიკა“, კომპანია Yamaha და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი;
    პროგრამა
    1. ი. სტრავინსკი - „ფასკუნჯი“ (ფინალი)
    ასრულებს სიმფონიური ორკესტრი
    დირიჟორი „2017 წლის წინანდლის პრემიის“ ლაურეატი კახი სოლომნიშვილი
    2. პ. სარასატე - „კარმენ ფანტაზია“ ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის თხზ. 25
    სოლისტი - ანა ჭანია
    3. ს. ნებიერიძე - საფორტეპიანო ტრიო „ელემენტები“ (ფინალი)
    ასრულებენ სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ანა ჭანია (ვიოლინო) და ეკა გორგაძე (ჩელო)
    4. გიორგი ალექსიძის სახელობის "თბილისის თანამედროვე ბალეტის" დასი
    მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული კომპოზიცია "მეტრონომი"
    ნატალია ბერიძისა და ნიკა მიჩაიძის მუსიკაზე
    ► დამატებითი ინფორმაცია:
    💻 www.zurabzhvania.ge
    📧 tsinandlispremia@yahoo.com
    12.10.2018

КОМЕНТАРІ •