ბერი იოსებ ვატოპედელი | ლოცვის მისტაგოგია | თავი II (ნაწილი პირველი)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 вер 2024
  • თავი მეორე
    „გუასწავე ლოცვაჲ...“
    შესავალი
    „და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ“. ახალგაზრდული გამოუცდელობის პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ და იმის კადნიერება და წადილი გვქონდა, რომ ღმრთისმეტყველება გვესწავლა და გვესწავლებინა, ბერ იოსებს ვთხოვდით, ჩვენთვის ლოცვა ესწავლებინა. ისიც, როგორც მოსიყვარულე მამა, არ იზარებდა და რაც კი რამ ესწავლა და გამოეცადა უდაბნოს უნივერსიტეტში, ცდილობდა ჩვენთვისაც გაეზიარებინა. ცდილობდა, ლოცვის მადლი, ლოცვის სული, ლოცვის საიდუმლოები გადმოეცა - ის, რაც, მიუხედავად ჩვენი უდებებისა, ძალიან გვსურდა. თავი ვერ გავართვით, მაგრამ წადილი და კეთილი განწყობა გვქონდა. მოძღვარი, თავისი სიტყვითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, ჩვენთვის ლოცვის საიდუმლოს მასწავლებელი გახდა.
    სახარებაში ვკითხულობთ: „ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ ბერი იოსები ლოცვაში ღმერთს ყოველთვის მიმართავდა როგორც მამას. აცნობიერებდა, თუ რა დიდი წყალობაა, რომ ვამბობთ: „ჩვენო მამაო, რომელიც ცაში ხარ“ და ამიტომ ამ სიტყვების წარმოთქმისას ცრემლებს ვერ იკავებდა. ზოგჯერ კი, საძმოს კრებებზე, ლოცვითი განწყობითა და გაოცებით გვახსენებდა იმას, რასაც თვითონ უმაღლეს ხარისხში სწვდებოდა - ღმერთკაც ქრისტეს ლოცვას მამისადმი. უფლის მღვდელმთავრული ლოცვა ბერი იოსებისთვის სახარების ყველაზე საყვარელი საკითხავი იყო. „თავისი დიდება მოგვცა! აი, რაში მდგომარეობს ჩვენი დანიშნულება. «მე მათ შორის, და შენ ჩემ თანა, რაითა იყვნენ სრულ ერთობითა, და რაჯთა უწყოდის სოფელმან, რამეთუ შენ მომავლინე მე და შეიყუარენ იგინი, ვითარცა მე შემიყუარე. მამაო, რომელნი-ესე მომცენ მე, მნებავს, რაითა, სადაცა მე ვიყო, იგინიცა ჩემ თანა იყვნენ, რაითა ხედვიდენ დიდებასა ჩემსა, რომელი მომეც მე, რამეთუ შემიყუარე მე უწინარეს სოფლის დაბადებისა». ეს ყველაფერი ერთი წამითაც ნუ დაგავიწყდებათ. ეს ყველაფერი, თქვენ, როგორც მონაზვნებმა, ზეპირად უნდა იცოდეთ, სისხლ-ხორცში უნდა გქონდეთ გამჯდარი. აბა როგორ? ესაა მთელი ჩვენი იმედი, ესაა მთელი ჩვენი საფუძველი. ქრისტე ჩვენი მამაა. სხვა არაფერს აქვს მნიშვნელობა ამ სამყაროში. ფაქტობრივად, სამყაროც არ არსებობს; თუ არსებობს, მხოლოდ იმიტომ, რომ [უფალს] სურს: უნდა და არსებობს. მაშასადამე, სამყაროს არსებობის საფუძველი არის ღმერთის ბრძანება, ხოლო ეს ღმერთი ჩვენი მამაა. შესაბამისად, მისი სიტყვები, მისი წადილი, მისი აღთქმები მუდამ გონებაში უნდა გვიტრიალებდეს, ჩვენ ხომ მხოლოდ ეს გვაინტერესებს! ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციეთ, რადგან ისინი მოშურნეობასა და მხურვალებას, სითბოს აღძრავენ ჩვენში“.
    ჩვენს მოძღვარს ლოცვის ღრმა საკითხებში სხვათა სწავლა - დამოძღვრაც შეეძლო, რადგან მანამდე თავისი წმიდა მოძღვრისგან ესწავლა ეს საიდუმლოები. ღირსმა იოსებ ისიქასტმა ყველა თავის მორჩილს შთააგონა, შთაუნერგა განუწყვეტელი ლოცვის წადილი, სული. ვფიქრობ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ წმიდა იოსებ ისიქასტის ლოცვით მისი საძმოს ყოველ წევრს ჰქონდა გონებისმიერი ლოცვის ნიჭი: ბერ არსენს, ბერ ეფრემ არიზონელს, ბერ ხარლამპი დიონისიელს და ჩვენს მოძღვარს. მახსოვს, ერთხელ, ჯერ კიდევ ერისკაცი, ბერ არსენს შევხვდი და გონებისმიერი ლოცვის შესახებ დავუსვი კითხვა. მან ჩვეული უბრალოებით მომიგო: „მე ახლა შენ გელაპარაკები, მანქანა კი [თავისით] მუშაობს“, და საჩვენებლით გულზე მიმითითა. იმის თქმა სურდა, რომ იესოს ლოცვა უკვე მისი მცდელობის გარეშე მოქმედებდა მის გულში, უშრომელად და მოუკლებლად, „თვითმოქმედად“.
    ჩვენი ბერი ყოველთვის განუწყვეტელი ლოცვისკენ მოგვიწოდებდა. არ უნდოდა, რომ მხოლოდ პირად ლოცვით კანონსა და ღმრთისმსახურებას დავჯერებოდით. მახსენდება წმიდა ეპიფანე კვიპრელის საუბარი თავის მოწაფეებთან. ერთხელ წმიდა მამამ ჰკითხა, როგორ ლოცულობდნენ. მათ მიუგეს: „შენი ლოცვით მწუხრს ვკითხულობთ, ჟამნებს და ა.შ.“ მაშინ წმიდა ეპიფანემ გაიკვირვა: „მეტს არაფერს?“ - გულისხმობდა იმას, რომ მათი ლოცვა განუწყვეტელი უნდა ყოფილიყო და არამარტო დაწესებული საათებით, ღმრთისმსახურებით შემოფარგლულიყო.
    ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ სამონაზვნე მორჩილი ვიყავი, აღსარებაში ბერს ვთხოვე, გონებისმიერი ლოცვა ესწავლებინა, მან კი ასეთი პასუხი გამცა: „გონებისმიერი ლოცვა გინდა გასწავლო? ისწავლი, თუკი ამის მონდომება გექნება, მაგრამ პირველ რიგში უნდა მოაკვდინო საკუთარი ნება-სურვილები, გულის თქმები და აზრები; დაკისრებული საქმის მიმართ გულმოდგინება გამოიჩინო, ხოლო ამის შემდეგ ისწავლი გონებისმიერ ლოცვასაც“. ორ რამეს მიიჩნევდა იესოს ლოცვის შეძენისთვის ძირითად წინაპირობად: საკუთარი ნება-სურვილების მოკვეთასა და სუფთა აღსარებას. მორჩილებიდან იშვება ლოცვა.
    სხვა დროს, ახალბედა მონაზონი რომ ვიყავი, გამანდო, თუ როგორ წარდგებოდა ხოლმე ღმერთის წინაშე ლოცვის დროს „როდესაც ვლოცულობ, თავს ვგრძნობ, როგორც სიკვდილმის ჯილი ადამიანი სასამართლოს წინაშე“. ხოლო როდესაც ვკითხე, რატომ ტიროდა ამდენს ლოცვის დროს, მიპასუხა: „თუ თავს სიკვდილმისჯილად ჩათვლი სასამართლოს წინაშე, შენც ჩემსავით იტირებ“. ასეთი „სიკვდილმისჯილის“ შეგრძნება მუდმივად ჰქონდა. ამბობდა: „ყველაზე ძალიან ის კი არ გამიჭირდება, რომ სასიკვდილო განაჩენს გამომიტანენ, არამედ ის, რომ ქრისტეს ვაიძულებ ჩემი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანოს“. ამიტომ ასე ლოცულობდა: „ჩემო ქრისტე, თუ სასიკვდილო განაჩენი უნდა გამომიტანო, სხვისი პირით მითხარი, შენ თვითონ ნუ მეტყვი. ამას ვერ ავიტან. მიყვარხარ და გიყვარვარ - როგორ გაიძულებ, რომ ასეთი რამ წარმოთქვა!“

КОМЕНТАРІ • 5

  • @reggiocalabria8640
    @reggiocalabria8640 6 місяців тому +2

    დიდება უფალს🙏❤❤❤

  • @zurajavaxishvili2320
    @zurajavaxishvili2320 6 місяців тому +1

    უფალო, იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ!!!😇❤🙏💒

  • @თამარიშუკვანი-ქ2პ

    უფალო შემიწყალე,შეგვიწყალე,გთხოვ!😭💖🙏დიდება შენდა!💖🙏

  • @Georgian_Gorgy
    @Georgian_Gorgy Місяць тому

    მადლობა და გთხოვ იქნებ კიდევ განაგრძო ამ წიგნის კითხვა 😊❤