ბერი იოსებ ვატოპედელი | ლოცვის მისტაგოგია (თავი I)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 10 лют 2024
  • ბერი იოსებ ვატოპედელი | ლოცვის მისტაგოგია (თავი I)
    შესავალი
    ლოცვა არის ქრისტიანის სულიერი ცხოვრების უმთავრესი ფაქტორი. სწორედ ლოცვით იწყებს მორწმუნე სინანულის გზას და ლოცვითვე წარემართება ცხონების, სიწმიდისა და განღმრთო- ბისაკენ. წმიდა მამები ხაზგასმით ამბობდნენ, რომ
    ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის მაჩვენებელი. ლოცვის შეძენისთვის აუცილებელი მოღვაწეობა წარმოადგენს ლოცვის ასკეტურ მხარეს, ხოლო მუდმივი და თვითმოქმედი ლოცვა ადა- მიანის გულში - მის ქარიზმატულ მხარეს, რომელიც თითოეულ თაობაში მხოლოდ თითო-ოროლა ადამიანს აქვს. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ასეთ კითხვას სვამს: „არსებობს კი ყოველ თაობაში ისეთი ადამიანი, რომელიც ვნებისმიერი აზრებისგან გათა- ვისუფლებულა და სუფთა და არამატერიალური ლოცვის ღირსი გამხდარა?“
    ჩვენი ცხონებული მოძღვარი, ბერი იოსებ ვატოპედელი, იმ მცირედთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც გაწმედილი, განუწყვეტელი ლოცვა შეეძინათ და ლოცვისმიღმა სულიერი მდგამარეობების ღირსნიც გამხდარიყვნენ. თუ როგორ მიაღწია ბერმა ამ საზომს და როგორ მოქმედებდა ლოცვა მის ცხოვრებაში, შევეცდებით ამ წიგნში წარმოვაჩინოთ. საფუძვლად გვექნება მისი სწავლება ლოცვის შესახებ, ჩვენი მასთან ცხოვრების ოცდაათწლიანი გამოცდილება და მის მიერ წარმოთქმული პირადი ლოცვები, რომლებსაც პირველად გამოვცემთ. მადლობას ვუხ- დით კვიპროსის ნათლისმცემლის „მესა პოტამოს“ მონასტრისმონაზონ ეფრემს, რომელმაც დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ეს ლოცვები ბერის აუდიოჩანაწერებიდან შეეკრიბა და ქაღალ- დზე გადმოეტანა. საკუთრივ ლოცვები წიგნის მეორე ნაწილშია.
    არავის ეგონოს, რომ ჩვენი ეს წამოწყება ადვილია, რამეთუ აუცილებელი ხდება გავაშუქოთ და სამზეოზე გამოვიტანოთ ბერის „ღრმა გული“, შინაგანი მდგომარეობა, ჩავეძიოთ მის ვას, გავიგოთ მისი ლოცვითი განცდები. პავლე მოციქული კი იტყვის: „ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის“.
    უფალმა ჩვენს მოძღვარზე დიდი წყალობა მოიღო: დაუმოწაფა ეკლესიის ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე წმიდანს, ღირს იოსებ ისიქასტს. სწორედ მისგან ისწავლა ლოცვის შეძენისთვის საჭირო ხერხები და მეთოდები, და მისგანვე დაიმკვიდრა ლოცვის ნიჭი. წმიდა იოსებ ისიქასტმა, თავის მხრივ, ლოცვის ნიჭი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისგან მიიღო და, როგორც სრულ- ყოფილმა დაყუდებულმა, ლოცვის საქმეს მთელი თავისი ცხოვრება შესწირა. იგემა და „დანაყრდა“ ლოცვის უტკბილესი ნაყოფებით: სიყვარულით, სიხარულით, მშვიდობით, სულგრძელებით და ა.შ. ანუ სული წმიდის ნაყოფებით. მაგრამ არც იმ მდგომარეობების უზიარებელი გახდა, რომლებიც ლოცვას მოსდევს: როდესაც ლოცვა ჩერდება და იწყება ჭვრეტა, საგრძნობელთა უმოძრაობა, გონების ატაცება, ადამიანისა და ღმერთის სრული ერთობა, ხელთუქმნელი ნათლის გამოცდილება. სურდა ეს ცოდნა თავისი მოწაფეებისთვისაც გადაეცა, გადაებარებინა. მთელი მისი სულიერი პედაგოგიკის მიზანი სწორედ ეს იყო · მის მორჩილებს ლოცვის სული მუდმივად ჰქონოდათ.
    ღირს იოსებს შეეძლო შეღავათი გაეწია მარხვაში, ფიზიკურ შრომაში, ზოგადად სხეულებრივ მოღვაწეობაში, მაგრამ ლოცვისა და მორჩილების საკითხებში უკიდურესად მომთხოვნი და შეურიგებელი იყო. სანიმუშოდ ჩვენი მოძღვარი ასეთ შემთხვევას გვიამბობდა: ნეა სკიტში” მოღვაწეობისას მ. ხარლამპისთან ერთად სეფისკვერის ბეჭდებს ამზადებდა. საქმის პროცესში ზოგჯერ ლოცვას წყვეტდნენ, რათა რაღაც ეთქვათ ერთმანეთისთვის (არა ამაოდმეტყველებისთვის). წმიდა იოსები, რომელიც მათ აივნი- დან ადევნებდა თვალს, როგორც კი შეამჩნევდა, რომ ლოცვა „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“ შეწყდა, კვერთხს იატაკზე დაარტყამდა და ქუხილივით დაიძახებდა: „ლოცვა! ლოცვა!“ აგრეთვე, თუ რამე საქმეზე კალივის გარეთ გავიდოდნენ (ჩვეულებრივ კი ორ-ორი მიდიოდნენ), მოძღვრისგან არ ჰქონდათ კურთხევა ერთმანეთში ელაპარაკათ, მხოლოდ უნდა ელოცათ. თუ გზაში ვინმე მონაზონსა თუ მომლოცველს შეხვდებოდნენ, მხოლოდ აუცილებელს ამბობდნენ: „დამლოცეთ“ და „ღმერთმა [დაგლოცოთ]“, მეტს არაფერს. თითოეული ზედმეტი სიტყვისთვის შესაბამისი რაოდენობის მეტანიები უნდა გაეკეთებინათ ეპიტიმიის სახით. წმიდა იოსებ ისიქასტის მკაცრი და უხეში მოპყრობა შეიძლება ვინმეს „არაადამიანური“ მოეჩვენოს, მაგრამ ამის მიზეზი ის იყო, რომ დიდმა ბერმა იცოდა, თუ რა ნაყოფს მოიმკიდნენ მისი მოწაფეები, თუკი ლოცვის შეძენისა და მოცემული მცნების დაცვას აიძულებდნენ თავს.
    ჩვენი მოძღვარი, მას მერე, რაც სტავროვუნის მონასტრის მონაზონი გახდა, მუდამ ცდილობდა ლოცვაში გაწაფულიყო, მაგრამ მეთოდური და უმაღლესი ხარისხის ლოცვა ათონის მთაზე ისწავლა წმიდა იოსებ ისიქასტისგან. ლოცვის ხელოვნება და მადლი თავისი გამოცდილი და ქარიზმატული დაყუდებული მა წავლებლისგან დაიმკვიდრა. მთელი მისი ცხოვრება ლოცვის მისტაგოგია იყო, ლოცვის მეშვეობით კი ცათა სასუფევლის საიდუმლოებისა.
    ბერი იოსებ ვატოპედელი სიმდაბლითა და უბრალოებით ამბობდა: „ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემს მონაზვნურ ცხოვრებაში რამეს მივაღწიე, რადგან უდებებას ვიჩენდი. მაგრამ, ღმერთის მადლით, ვიგემე ცათა სასუფევლის საიდუმლოები, ის, რაზეც უფალი ბრძანებს: «სასუფეველი ღმრთისავ შორის თქუენსა არს ». ეს რომ დავმალო, მატყუარა ვიქნები. ვიხილე და ხელით შევეხე ზებუნებრივ ცხოვრებას ისევე, როგორც ვხედავთ მატერიალურ სამყაროს და დარწმუნებულები ვართ მის არსებობაში. სტავროვუნის მონასტერში წმიდა ადამიანების გვერდით ვიცხოვრე. მოგვიანებით წმიდა მთაზე იმ დიდი გმირის [ღირს იოსებ ისიქასტის ფერხთით გავიზარდე, რომელიც, ჩემი აზრით, არის აღმოსავლური მონაზვნობის თანამედროვე განმაახლებელი“.
    (აღწერაში შესავლის მხოლოდ ნაწილის დაწერა მოხერხდა)

КОМЕНТАРІ • 8