როგორ ვისწავლოთ ამერიკაში და როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება?

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 бер 2022
  • მსოფლიოში სწავლის დაფინანსების საკმაოდ ბევრი ფონდი და ორგანიზაცია არსებობს. გაცვლითი პროგრამები, როგორც საზღვარგარეთ სემესტრულ სწავლას, ასევე სრულ კურსებს მოიცავს. სტიპენდიის მოსაპოვებლად, სტუდენტმა პირველ რიგში, პროგრამის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. შეერთებული შტატების მოწინავე უნივერსიტეტები კი, სხვადასხვა რეიტინგში ყველაზე მაღალ პოზიციებს იკავებენ და ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი ცდილობს სწავლა ჰარვარდის, სტენფორდის ან კოლუმბიის უნივერსიტეტში გააგრძელოს. თუმცა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი - დაფინანსება.
    თუ როდესმე გიფიქრიათ ამერიკაში სწავლის გაგრძელებაზე, ან თუ ის ახლა გაიფიქრეთ სა არ იცით როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი, მაშინ კომაროველი ლაშა შამუგია, რომელიც თავად 250 ათას დოლარიანი გრანტით პრინსტონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მოგვცემს რჩევებს, თუ როგორ ვისწავლოთ ამერიკაში. როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება და რა კრიტერიუმები უნდა დავაკმაყოფილოთ ამისთვის?
    სტუმარი: ლაშა შამუგია - ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტი.

КОМЕНТАРІ • 3

  • @user-sj5ew3zz9i
    @user-sj5ew3zz9i Рік тому

    რა აპლიკაციით

  • @user-sj5ew3zz9i
    @user-sj5ew3zz9i Рік тому

    რა სახის ინგლისური არის საჭირო ამერიკაში რომელს იყენებენ

    • @user-vz4gf1yj7y
      @user-vz4gf1yj7y 7 місяців тому

      რომელი სახის ინგლისურები არსებობს?