სააღდგომო პასკის მორთვა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 тра 2021
  • მოგესალმებით ყველას ♥️
    დღეს ამ ვიდეოში უნდა გაჩვენოთ როგორ ვაფორმებ პასკას. რა თქმა უნდა პასკის გაფორმება არ არის აუცილებელი და ეს უფრო ესთეთიკეური მხარეა ვიდრე ტრადიციული.
    რადგან სააღდგომოდ მე ვაცხობ უამრავ პასკას, ძალიან ბევრ პასკას ვაჩუქებ ხოლმე, წარმოიდგინეთ როგორ უხარიათ როდესაც პასკა არამხოლოდ გემრიელი არამედ ულამაზესი ♥️
    მაშ ასე რა დამჭირდა 5 დიდი პასკის გასაფორმებლად, თითო პასკის წონა გახლავთ 1500 გ
    ბეზე
    ☘️2 კვერცხის ცილა (0 კატეგორია, ან L ზომა) წონით 90 გ
    ☘️120 გ შაქარი
    ☘️2 -3 წვეთი ძმარი
    ☘️საკვები საღებავი
    მინანქარი
    ☘️2 ცილა
    ☘️280 გ შაქრის პუდრა
    ☘️შოკოლადის კვერცხები -10-15 ც
    ☘️კანდურინი (ოქროსფერი)
    ☘️სპირტი 99% - 20 მლ
    მაშ ასე #მოხარშულიბეზესვიდეორეცეპტი მიდევს ბლოგზე, შეგიძლიათ ნახოთ და გაეცნოთ, ყველა დეტალი და ნიუანსი მიწერია იმ პოსტში
    მინანქრის მომზადება ხდება ამგვარად:
    ცილას ვუმატებ გაცრილ შაქრის პუდრას და ვურევ კოვზით, შემდეგ ვთქვეფავ მაღალ ბრუნვებზე 2-3 წუთის განმავლობაში, გაითვალისწინეთ ის მომენტი, რაც უფრო დიდხანს ათქვიფავთ მით უფრო გაიზრდება ზომაში, მაგრამ ნაწუწები არ ექნება თქვენს პასკას !
    კვერცხის შეღებვა:
    სპირტში ვამატებ კანდურინს და ფუნჯით ვურევ მასას, შემდეგ სწრაფი მოძრაობით ვღებავ კვერცხებს
    მინანქარს ვუსმევ ცივ პასკებზე და ვტოვებ 3-4 წუთით, რომ ოდნავ მაინც გამოშრეს ზედაპირი, შემდეგ კი ვიწყებ გაფორმებას, რა გამომივიდა იხილეთ ვიდეოში
    გამოიწერეთ ჩემი ყველა გვერდი თუ თქვენ თვლით, რომ მე ვარ ის ბლოგერი, ვისაც სჭირდება თქვენი მხარდაჭერა 🙏♥️ დიდი მადლობა ♥️
    ➡️ Instagram - kates.dinner?ig...
    ➡️ Facebook -
    / kates.dinner
    ➡️ UA-cam- / @kates.dinner4088

КОМЕНТАРІ •