აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - II სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 18 вер 2020
  • ვარძია - ძველი საქართველოს საოცრება, თამარის საგულე, საუკუნეთა შემდგომ ერთ მივიწყებულ, გაპარტახებულ ადგილად დაუხვდა ალექსადრე ფრონელს. მარიამობის დღესასწაულზე დასასწრებად, ვარძიაში ასული ავტორი „დიდებული მეხეთისა“, ღრმა სევდითა და მძიმე ფიქრებით სავსე ღამეს ატარებს კლდეში ნაკვეთ მონასტერში.
    სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
    პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
    მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
    „დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
    პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
    რეჟისორი - გიორგი ებრალიძე
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/33kzDvm
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/33olCgk
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 22

  • @ninodolidze8454
    @ninodolidze8454 3 роки тому +18

    აკა ღმერთმა გადღეგრძელოს და უმრავლოს ჩვენს სამშობლოს შენნაირი შვილები. მადლობა არხს ძვირფასი გადაცემისთვის

  • @karlokhutsishvili6929
    @karlokhutsishvili6929 3 роки тому +14

    აღფრთოვანებული ვარ ამ გადაცემით. ასეთი გადაცემა დღეს იშვიათობაა ქართულ ტელესივრცეში, ასეთი გადაცემები გვჭირდება ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს. დიდი მადლობა ტელევიზიის ყველა თანამშრომელს, ვინც ეს გადაცემა მოამზადა და გადასცა, განსაკუთერბული მადლობა დღევანდელი ეპოქის უდიდეს
    ადამიანს , დიდებული მესხეთის დიდებულ მთხრობელს, ცნობილ მწერალს აკა მორჩილაძეს. მადლობა ამ დაუვიწყარი 25 წუთისათვის!

    • @epoqagpb
      @epoqagpb 3 роки тому +3

      დიდი მადლობა :)

  • @user-sw6cx2ei1o
    @user-sw6cx2ei1o 3 роки тому +6

    ნამდვილად დიდი მადლობა პირველ არხ ასეთი მეტად საინტერესო და საჭირო პროექტისთვის💪💪💋💋❤❤👍👍.

    • @epoqagpb
      @epoqagpb 3 роки тому +2

      მადლობა თქვენ, რომ გვიყურებთ :)

  • @ingabalakhashvili2633
    @ingabalakhashvili2633 3 роки тому +2

    საოცარი ადამიანი, საოცარი გადაცემებით. ყველას დიდი მადლობა ამ საინტერესო გადაცემების გადაღებისთვის.

  • @maiagedevanishvili1785
    @maiagedevanishvili1785 3 роки тому +3

    ძალიან საინტერესო პროექტია...დიდი მადლობა....ყველაფრისთვის რაც გაგიკეთებიათ ქარტული ისტორიის, მწერლობის , ადამიანების თაობებისთვის შესანარჩუნებლად....

  • @tinatini3940
    @tinatini3940 2 роки тому +2

    უღრმესი მადლობა ისტორიის თხრობისთვის❤️

  • @giorgilagidze6015
    @giorgilagidze6015 3 роки тому +2

    დიდი მადლობა ამ გადაცემებისთვის!

  • @nodovicosettembrini7936
    @nodovicosettembrini7936 2 роки тому +1

    ძალიან სიღორეა, საზ მაუწყებელს რომ რეკლამა აქვს ტელევიზიაში და მითუმეტეს იუთუბზე.

  • @khatunajalagania5561
    @khatunajalagania5561 3 роки тому +2

    ნამდვკლად იმას ვისმენ რაც მაინტერესებს და მიხარია რომ მოგაგენით . ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი ამ დიდებული პროექტის შესახებ ,კარგი მოსასმენია მადლობა დიდი

  • @coolgiga
    @coolgiga 3 роки тому +2

    მაგარია! 👍👍👌

  • @ketitkhilaishvili746
    @ketitkhilaishvili746 Місяць тому

    🌟

  • @lashabirchadze6304
    @lashabirchadze6304 3 роки тому +6

    მესხური მუსიკის ლინკი ან სახელი რო დადოთ❤❤

    • @epoqagpb
      @epoqagpb 3 роки тому +4

      ეს მუსიკა, სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა ნიაზ დიასამიძემ. ტიტრებში მითითებულია კომპოზიტორი. ცალკე მუსიკის ლინკი არ არსებობს.

  • @davitsute9511
    @davitsute9511 Рік тому

    კინკილა გმირების შემონახული საქართველო

  • @tamtatsereteli2071
    @tamtatsereteli2071 3 роки тому +2

  • @valeritabatadze9396
    @valeritabatadze9396 2 роки тому +2

    Shen gagaxaros magalma gmertma samotxeshi var Roca giyurebt ,gisment ,gaagrdzelet Ra es emigrantistvis dzalian dzalian bevr rames nishnavs . gaagrdzelet 5 jer da metjer uyureb erti da igives .

  • @nathaliegagnidze9383
    @nathaliegagnidze9383 3 роки тому +3

    დაწერეთ ტექსტი თქვენი ოქროს კალმით - მოიყვანეთ სისტემაში ეს ყველაფერი, მიეცით აკადემიური სახე - მოსასმენადაც უკეთესი იქნება და დროსაც დაზოგავთ... თქვენი ინტონაცია ისეთია, თითქოს ამ თქვენს მონათხრობს დიდი მნიშვნელობა არა აქვს... ჰოდა როგორც აქამდე არ იცოდა არავინ ეს ძვირფასი ამბები, ისე არ ეცოდინებათ თქვენს შემდეგაც - არ გაჩერდება გონებაში - სიმძაფრეა საჭირო, მეტყველი ტკივილი... პროგრამას გაკეთება უნდა...

  • @ig1587
    @ig1587 3 роки тому

    After