აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - IV სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 жов 2020
  • ახალციხის ფაშების სათათბირო ოთახში ალექსანდრე ფრონელის წიგნის იმ ფურცლებს გადავხედავთ, ოსმალოს საქართველოს მივიწყებულ მოამაგეებს რომ მოიხსენიებს: ამათ შორის კი მიხეილ მეფისაშვილს - აჭარის უსისხლოდ გამოხსნის საქმეში დიდი ღვაწლის მქონე კაცს, რომლის დაკრძალვაც კი ახალციხის საფაშოს ქართველთა მწარე ცხოვრების გამოხატულება იყო.
    სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
    პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
    მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
    „დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
    პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
    რეჟისორი - გიორგი ებრალიძე
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/33kzDvm
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/33olCgk
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 11

  • @ketevannarimanidze9233
    @ketevannarimanidze9233 3 роки тому +8

    ...პოლიტიკა როცა ადამიანებს შეჭამს!!!
    სიმწრის სიცილით გვიყვება ჩვენი ტანჯული სამშობლოს ბედუკუღმართ ისტორიას...
    მადლობა😥❤

  • @mananachikvanaia8100
    @mananachikvanaia8100 2 роки тому +7

    არაჩვეულებრივი პოექტია. მთხრობელია უბრალოდ ჭირისუფალია იმ ამბისა, რასც ჰყვება...

  • @coolgiga
    @coolgiga 3 роки тому +4

    ძალიან კარგი ნამუშევარია!
    👍👍👌🎥

  • @tamarakldiashvili7184
    @tamarakldiashvili7184 3 роки тому +3

    ყოველთვის საკეთესო დოკუმენტური ფილმები აქვს პირველ არხს .

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili9470 2 роки тому +2

    საოცარი გადაცემა❤

  • @giorgiabuashvili8045
    @giorgiabuashvili8045 3 роки тому +3

    კარგი დოკუმენტური ფილმები გაქვთ

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili9470 2 роки тому +3

    მუსიკა რომ გაყვება გადაცემას,თუ ვინმემ იცით როგორ და სად ვნახო , გთხოვთ მომწერეთ❤

  • @ketitkhilaishvili746
    @ketitkhilaishvili746 2 місяці тому

    🌟

  • @giorgichankotadze7607
    @giorgichankotadze7607 3 роки тому +2

    👍