Zurab Tsıntskıladze "უჰუდი" ( Uhud )

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 10 чер 2023
  • KANALA ABONE OLMAYI UNUTMAYALIM ➤ ‪@marmaramuzik‬
    Dursun Ali Erzincanlı'nın "Uhud" adlı şiirinin Gürcü versiyonu...
    Şiir Fon Müziği ➤ • Dursun Ali Erzincanlı ...
    "MARMARA MÜZİK" SOSYAL MEDYA
    Web Site ➤ www.marmaramuzik.com
    UA-cam ➤ / marmaramuzik
    Facebook ➤ / marmaramuzik
    Instagram ➤ / marmaramusic
    Twitter ➤ / muzik_marmara
    "Zurab Tsıntskıladze" Şiirleri ➤ • Zurab Tsıntskıladze
    "Fon Müzikleri" Listesi ➤ • ENSTRÜMANTAL & FON MÜZİĞİ
    უჰუდი
    პარასკევი დღეა
    უჰუდისკენ მიემართებიან
    მედინას გზა მტვერშია გახვეული.
    უჰუდისკენ მიდიან
    ნეტა, გადაიწმინდოს ეს მტვერი
    და უჰუდისკენ მიმავალი ადამიანები დავინახოთ!
    ნეტა, დავინახოთ ღვთის შუამავალი!
    და ის მამაცი მეომრები
    ნახეთ, უკვე გამოჩნდნენ
    ცხენზე ამხედრებული სამყაროს ბატონია
    ის არის სამყაროს თვალის ჩინი
    უჰუდის საყვარელი ადამიანი
    მარჯვნივ და მარცხვნივ რჩეული მეგობრები
    წინაც ორი ადამიანი მოსჩანს
    ერთი სად ბინ მუაზია
    ხოლო მეორე- სად ბინ უბადე.
    ღმერთო ჩემო! ეს რა მოკრძალება იგრძნობა!
    ცხენებსაც კი თავები დახრილი აქვთ.
    შეხედეთ ამ ორ ახალგაზრდას.
    ორივე მათგანი თხუთმეტი წლისაა.
    ეს შედარებით ტანდაბალი, რაფი ბინ ჰადიჯია.
    ფეხის წვერებზე იწევა,
    რომ ტანმაღალი გამოჩნდეს.
    შუამავლს უთხრეს, რომ ისარს კარგად ისვრიდა.
    ამიტომაც აქ წამოსვლის ნება დართო.
    მეორე ახალგაზრდა კი სემურე ბინ ჯუნდუფია.
    ტირილით ეახლა შუამავალს...
    შუამავალო!
    რაფის ნება მიეცით და მე რატომ არ მიგყავართ?
    მე რაფის ჭიდაობაში ვამარცხებ.
    შუამავლს გაეღიმა.
    შემდეგ, აბა იჭიდავეთო, ბრძანა.
    სემურემ რაფი დაამარცხა
    და შუამავლმა მასაც მისცა წასვლის ნება.
    შაბათია...
    უჰდისკენ მიემართებიან.
    აი ის გორაც, რომელსაც მოისრეთა გორა ეწოდა.
    მხედრობას ერთი ჯგუფი გამოეყო.
    მათი მეთაური აბდულლაჰ ბინ ჯუბეირია.
    შუამავლის ბრძანებას უსმენენ.
    მტრის მარცხიც რომ ნახოთ, სანამ მაცნე არ მოვა
    ეს ადგილი არ დატოვოთ!
    რომც დამრაცხდეთ და ფრინველებმა
    ჩვენი უსულო სხეულების ძიძგნა დაიწყონ,
    სანამ ჩემგან გამოგზავნილი მაცნე არ მოვა,
    თქვენი მოვალეობის ადგილი არ დატოვოთ!
    ორივე ჯარი მზადაა
    ორივე ჯარი საბრძოლო მზადყოფნაშია.
    დედამიწას სუნთქვა შეეკრა და მხოლოდ უჰუდის გულისცემა ისმის.
    სიჩუმეს ყურეიშთა მედროშე არღვევს.
    ყოველი მისი სიტყვა შეურაცხმყოფელია.
    ჩემთან ორთაბრძოლისთვის რომელი გამოვაო, დაიძახა ბოლოს.
    ეს გამოწვევაა!
    ფეხის ხმა გაისმა.
    ყველანი მოლოდინით ელოდებიან, ვინ უნდა გამოჩნდეს.
    ვინ მოაბიჯებს ასე მედგრად, რომ მისი ყოველი ნაბიჯი ღმერთს ახსენებს.
    ეს ხომ ჰეზრეთ ალია.
    ორთაბრძოლა რამოდენიმე წამს გაგრძელდა.
    ღვთის ლომი ისევ მედგრად დგას.
    ყურეიშთა დროშა კი ძირს აგდია.
    ყურეიშთა დროშა სხვა მებრძოლმა აიღო.
    თუმცა მის წინააღმდეგ ჰამზა დგას.
    უჰუდი ახლა იწყება.
    შუამავლის ჯარი მტრის ჯართან შედარებით სამჯერ მცირეა.
    ისინი პირისპირ დგანან.
    თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ!
    უჰუდში მამაცები იბრძვიან...
    აი, ებუ ლუჯანე...
    მის ხმალს ასეთი რამ აწერია:
    სიმხდალე სირცხვილია, წინ წასვლა კი-ღირსება.
    აი, მუსაბ ბინ უმეირი
    აბჯარი რომ აისხა,
    გარეგნობით შუამავალს დაემსგავსა
    და ლომივით მეომარი ჰაზრეთ მაჰზა
    მე ღვთის ლომი ვარო, სჭექდა მისი ხმა.
    ებუ ქათადეს შეხედეთ...
    ურწმუნოთა მხრიდან ვიღაცამ ისარი ისროლა...
    ისარი მოაპობს ჰაერს
    მიზანი შუამავალია!
    ებუ ქათადემ რომ ეს დაინახა, ახსენა ღმერთი
    და შუამავალს გადაეფარა
    ისარი ებუ ქათადეს თვალში მოხვდა
    უჰუდში გმირები არიან!
    ურწმუნოთა ჯარი შეავიწროეს და უკან დახევა აიძულეს.
    ომარ ბინ ჰატტაბს შეხედეთ.
    თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს.
    ამავე დროს მის სახეზე წუხილიცაა.
    რა გჭირს, ომარ?!
    მტერი აირია და უკან იხევს.
    როცა გამარჯვება ასე ახლოსაა,
    შენ რა გემართება, ომარ?!
    მოისრეთა გორას რატომ მისჩერებიხარ?
    რა ხდება იქ?
    მოისრეები გორაკიდან რატომ ჩამოდიან?!
    შუამავალს მაცნე არ გაუგზავნია. რატომ მიატოვეს მოვალეობა?!
    ჰეი, აბდულლაჰ ბინ ჯუბეირ!
    შეაჩერე მოისრეები!
    შეჩერდით! ღვთის გულისათვის, შეჩერდით!
    თქვენს უკან მტრის რაზმია, ნუ მიატოვებთ თქვენს ადგილს!
    მთელი სამყარო გევედრება, ნუ მიატოვებთ თქვენს ადგილს!
    შუამავლის ჯარი ორ ცეცხლს შორის მოექცა.
    შუამავლის ირგვლივ მხოლოდ თხუთმეტი რჩეული მეგობარი იბრძვის.
    უეცრად შუამავლმა ხელები სახეზე აიფარა.
    ეს ხელები, სამყაროს გადარჩენისთვის მავედრებელი ხელები,
    ახლა სისხლითაა გაწითლებული.
    იჩქარე ებუ უბეიდე
    შუამავალს სახეზეც სისხლი სდის
    დრო გაიყინა, თითქოს
    ტუჩებს შორის მცირე ნაპრალიდან რაღაც ვარდება
    იაგუნდივით წითელი
    ეს, შუამავლის ძვირფასი კბილია
    უჰუდის მთა კანკალმა მოიცვა
    დრო გაიყინა, თითქოს
    ცა ხმაურით გაირღვა
    უჰუდის მთა შიშისგან აცახცახდა
    მუჰამმედის კბილი ძირს არ დაეცეს!
    ამ ბრძანებამ სამყარო შეაზანზარა
    და ანგელოზი ჯებრაილი
    თავისი გაჩენის დღიდან,
    ასე სწრაფად დედამიწაზე არ ჩამოსულა.
    ყოველი მხრიდან ისმოდა ეს ბღძანება.
    მუჰამმედის კბილი მიწაზე არ დაეცეს!
    უჰუდს შავი ღრუბლები გადაეფარა.
    ვიღაცამ დაიძახა:
    მუჰამმედი მოკლეს!
    მუჰამმედი მოკლეს!
    ის თუ მოკვდა, მე რისთვის ვიცოცხლო,
    დაიძახა ენეს ბინ ნადმა და მტრის ჯარში შევარდა.
    ამ დროს ქაჩ ბინ მალიქმა ხმამაღლადასჭექა
    შუამავალი ცოცხალია
    ღვთის შუამავალი ცოცხალია
    მე ის მანათობელი თვალებით ვიცანი
    შუამავალი ცოცხალია
    მე ის სიყვარულით სავსე თვალებით ვიცანი
    ...
    Şiir : Dursun Ali Erzincanlı
    Müzik : Mustafa Cihat
    Dijital Medya Yönetim - Tasarım
    Barış Abadan & Ruveyda Ebrar
    #ZurabTsıntskıladze
    #marmaramüzik
    #უჰუდი

КОМЕНТАРІ • 11