ოკეანე - უღმერთო სულები (1990)

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 5 січ 2022
  • როკ-ჯგუფი "ოკეანე" 1990 წელს თბილისის "დინამოს" სტადიონზე გამართულ როკ-აქციაზე კომპოზიციას "უღმერთო სულები" ასრულებს.
    "ოკეანე" 1989 წელს თბილისში მერაბ მამულაშვილმა (ბასი) დააარსა. მის გარდა ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვახტანგ მაკალათია (ვოკალი), კაკო ვაშალომიძე (გიტარა), ბორის ძნელაძე (კლავიშებიანი ინსტრუმენტები) და დავით ტაბლიაშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები).
    კოლექტივის პირველი გამოსვლა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში 1990 წლის 1 იანვარს შედგა, რასაც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში კონცერტები მოჰყვა. ამავე წელს ჯგუფის ვოკალისტმა, ვახტანგ მაკალათიამ იურმალის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, 1991 წელს კი, ლიტვიის დედაქალაქ ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, "ოკეანე" მე-4 ადგილის მფლობელი გახდა. 1992 წელს აუდიოკასეტებზე გამოვიდა ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი, რომელშიც 12 სიმღერა შევიდა, რის შემდეგაც კოლექტივმა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობა შეწყვიტა. 2016 წელს კი ვახტანგ მაკალათია გარდაიცვალა.

КОМЕНТАРІ •