47 წელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან
Вставка
- Опубліковано 12 січ 2025
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მილოცვებს იღებს. ილია მეორის აღსაყდრებიდან 47 წელი გავიდა.
1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართული ინტრონიზაციით მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო. პატრიარქობის პირველი წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ეკლესია-მონასტრები დაკეტილი, საბჭოთა რეპრესიების გამო ტაძრების და სასულიერო პირების რაოდენობა კი შემცირებული იყო. ტაძრებს თითქმის არ ჰყავდა მრევლი. ერის სულიერი წინამძღოლის ძალისხმევით აღდგა და აშენდა არაერთი ეკლესია. პატრიარქის სახელს უკავშირდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, მრევლის და სასულიერო პირების და ეპარქიების რაოდენობის გაზრდა. განსაკუთრებულია ილია მეორის წვლილი სამეცნიერო-საგანმანათლებლო კუთხითაც. პატრიარქს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმიდა სამება. უწმინდესი და უნეტარესი სხვადასხვა საეკლესიო გალობისა და მუსიკალური ნაწარმოების ავტორია. აღსაყდრების 47 წელი ილია მეორეს პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და თბილისის მერმა მიულოცეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
დიდება ქრისტე ღმერთსა 🇬🇪 ☀️☀️☀️ მადლობა ჩვენს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მე2ეს ! მალე საქართველო გამთლიანებულიყოს პატრიარქის ა და ყველა მონაზონის და სასულიერო პირის ლოცვით და ღმერთის ნებითა ამინ 🇬🇪
♥️🙏♥️დიდება უფალს და წყალობა🌠 საქართველოს🇬🇪 უწმინდეს 🌟პატრიარქს მამა♥️ ილიას😔იცოცხლე ჯანმრთელად მამაო🥺 უფლის მეორედ მოსვლდე💝💞💝
🙏მადლობა უფალს რომ მოგვევლინა მართალი💒უწმინდესი🌟 ეპისკოპოსი ილია მეორე მშვიდობა და ჯამრთელობა უფლის მორწმუნე ერსა და ბერთან ერთად ტკბილი მამაო💝✝️♥️
♥️🕎♥️💒♥️🕊♥️😘💝
ჩვენო იმედო, ჩვენო პატრიარქო ჯანმრთელად და მხნედ გამყოფოს უფალმა. მადლობა ესოდენ დიდი სიყვარულისა და ღვაწლისათვის. ❤❤❤❤❤❤❤
ჩვენო საყვარელო და ტკბილო უწმინდესო უფალმა დიდხანს გააცოცხლოს უწმინდესო გილოცავ 47-დე აღსაყდრების ბრწყინვალე დღეს იცოცხლე და გაიხარე მრევლთან ერთად უწმინდესო
მიყვარხარ Ჩემო პატრიარქო❤❤❤
მიყვარხარ ჩემო პატრიარქო
დღეგრძელობა ...ჩვენს უწმინდეს პატრიარქს.მადლობა უფალო💗🙏🏼❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
უუსნე ტრაკსი ახალ მოჯლუმზე
მადლობა უფალს დიდება უფალს ჩვენს უწმინდეს ჯანმრთელობა დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს ამინ❤❤❤
ჯანმთელობა და გაძლიერება ჩვენს პატრიერქს❤ უფალი შეეწიოს🙏
❤❤❤
❤
მიყვარხარ პატრიარქო
თუ იცის ვინმემ დამოუკიდებლობის აქტზე ხელი ააქვს მოწერილიი??