ფოლკლორული მასალების ელექტრონული კატალოგი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 гру 2024
  • ფოლკლორული საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტის და საიტის პრეზენტაცია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.
    ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა არქივებში დაცული ფოლკლორული თემატიკის დოკუმენტების კატალოგიზაცია.
    პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ არქივში სრულად აღიწერა კინოფოტოფონოდოკუმენტების, უახლესი და საისტორიო არქივების კუთვნილი ფოლკლორული დოკუმენტები; ასევე დამუშავდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ნიკო ბერძენიშვილის კვლევით ინსტიტუტში, ბათუმის რადიოსა და საქართველოს რადიოს არქივებში დაცული ფოლკლორული მასალები.
    ჩატარებული სამუშაოების შედეგად აღინუსხა ფოლკლორული მასალების სოლიდური რაოდენობა.
    დადგა ფოლკლორული მასალების კატალოგებისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმის შექმნის საჭიროება და შეიქმნა ვებგვერდი folkcatalog.ge/.
    პროექტის ხელმძღვანელია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი, არქივარიუსი სანდრო ნათაძე;
    მთავარი სპეციალისტი - საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორი - თეონა რუხაძე.
    კატალოგიზაციის პროექტში აგრეთვე ჩართული იყვნენ ეკატერინე სანიკიძე, თეონა ბენაშვილი, ნანა გარსევანიშვილი, ნუნუკა შველიძე, თეა კასაბური, ლიკა ლიპარტელიანი, ტრისტან წიქარიძე.
    ფოლკლორული საარქივო მასალების კატალოგიზაციის პროექტს ანზორ ექრომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2021 წლიდან ახორციელებს.
    პროექტი უპრეცედენტოა და ხელს უწყობს ფოლკლორით დაინტერესებული მკვლევარების, სტუდენტების, ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელების და წევრებისთვის საჭირო მასალის მოძიებას და შესწავლას.

КОМЕНТАРІ •