ცეკვა "ქართული"- IBSU-ს "მედია ცენტრის" პროექტი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 лис 2024
  • ცეკვა "ქართული" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის შესახებ მინი ვიდეო ფილმი გადაიღეს IBSU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის მეოთხეკურსელებმა "მედია ცენტრის" ხელმძღვანელის ეკა ფირცხალავას მხარდაჭერით.
    მინი ვიდეო ფილმზე მუშაობდნენ: ლიკა ბახუტაშვილი, ანო ტვილდიანი, სალომე კაიშაური, მარიამ მერლანი და მართა ბეჭვაია.
    ფილმში მონაწილეობენ IBSU-ს ანსამბლის ქორეოგრაფი ზურაბ ფარჯანაძე და სოლისტები: ლიზი ბოჭორიშვილი და ლუკა ოდესიანი.
    ზურაბ ფარჯანაძე: "ქართული ცეკვა არის ადამიანის ცხოვრება. ურთიერთობის სისპეტაკეს გამოხატავს. რა თქმა უნდა, მიჯნურობაზეა დამოკიდებული, შინაარსობრივად ეს ცეკვა. მამაკაცი თავისი რაინდობით ცდილობს, რომ თავი მოაწონოს ქალს. არწივივით ჩამოუვლის, აწონებს თავს, ქალი თავშეკავებულია. ეს შინაარსი არც ერთ მსოფლიო ცეკვაში არ არის, ამიტომ არის უნიკალური ქართული ცეკვა. შესავალი, ვაჟი გამოდის, მიესალმება საზოგადოებას, მიესალმება მეწყვილეს. ცეკვავს, ერთ წრეს ჩამოუვლის, რაინდულად შეხედავს ქალს და სთხოვს, რომ ეცეკვოს.
    ქალი არ უყურებს, ამაყად დგას, ნელ-ნელა იწყებს ცეკვას. ქალის ცეკვა, ცეკვა ქართულში ჰგავს ტბაზე მოსრიალე გედის ცეკვას, ხოლო მამაკაცი არწივივით, რაინდულად, მიჰყვება უკან და თავს აწონებს. იწყება ვაჟის გასმა, სადაც ამ რაინდობას კიდევ უფრო კარგად აჩვენებს. გოგოს სოლო რომ იწყება, აქ ჩანს მისი სინარნარე, სინაზე. გოგო მიდის, ბრუნს აკეთებს, ნელ-ნელა შეხედავს ვაჟს და ამით მიანიშნებს, რომ თანახმაა ცეკვაზე. ამის მერე უკვე მიდის ვაჟის და ქალის ცეკვა, გაქცევები, დოზადო და ბოლოს დასასრული ცეკვის.
    არის ერთი უნიკალური თვისება ამ ცეკვის, როცა ქალი და კაცი ერთმანეთს ეცეკვებიან, ვაჟის კალთაც კი არ უნდა შეეხოს ქალის კაბას, მთელი ცეკვის განმავლობაში. ამით გამოიხატება, ქართველი რაინდის პატივისცემა ქართველი ქალის მიმართ.
    ქართული ცეკვა არის ადამიანის ცხოვრება. ვაჟი მიდის ერთ წრეზე, მიდის, მიდის, შემდეგ ჩავიდა დიაგონალზე, შეხვდა თავისი ცხოვრების ნახევარს. თავი დაუკრა, მიესალმა. მეორე ნახევართან ერთად განვლო ცხოვრების კიდევ ერთი გზა. მიდის ცხოვრების ჭიდილში, ქალბატონთან ერთად.
    თუმცა მას არ აგრძნობინებს ცხოვრების სირთულეს, რადგან რაინდია. ბოლოს დასასრულია ცხოვრების, ლაღი, ლამაზი. ასე აღწერდა ამ ცეკვას კონსტანტინე მანჯგალაძე. ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენი შეხედულება გვქონდეს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ესაა სისპეტაკეზე, რაინდობაზე აგებული ცეკვა, რომელიც ერთადერთია მთელ დედამიწის ზურგზე.
    სხვაგან არ არსებობს ასეთი შინაარსის ცეკვა."

КОМЕНТАРІ •