ტყემალი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 сер 2023
  • ტყემალი
    გთხოვთ, არ აუაროთ ამ პოსტს ❗
    ინსტაგრამი მიმალავს ინფორმაციას😔, მინდა დავრწმუნდე, რომ ხედავთ ამ პოსტს 🙏⬇️ მომწერეთ ნებისმიერი სმაილი, ასე მივხდები ხედავთ თუ არა ჩემს ვიდეო რეცეპტს 🙏🙏🙏
    დამეხმარეთ 💜💜💜
    ეხლა კი გადავალ ტყემალზე, დღეს შემოგთავაზებთ ერთ ერთ ვარიაციას ჩემი კულაბიდან💚 გემრიელზე გემრიელი სოუზი, რომელიც მოუხდება ყველა საყვარელ კერძს 💚
    ☘️ 20 კგ ტყემელი
    ☘️ ქინძი - 1 დიდი კონა, პლიუს ქინძის თესლი 1 კონა
    ☘️ ომბალო - 3 კონა
    ☘️ კამა - 1 კონა
    ☘️ ნიორი - 600-700 გ
    ☘️ წითელი გაღერღილი წიწაკა დაახლოებით 100 გ
    ☘️ შაქარი გემოვნებით
    ☘️ მარილი გემოვნებით
    ☘️ ხმელი ქინძი გემოვნებით
    ☘️ ხმელი სუნელი გემოვნებით
    ➡️ პირველ რიგში გავრეცხოთ ტყემელი და დავდგათ წყლის დამატებით ნელ ცეცხლზე, დავამატე დაახლოებით 200 მლ წყალი. მე ვიყენებ სქელ ძირიან ქვაბს რომ არ დამეწვას ძირი. ხარშვის დროს ვამატებ ქინძის თესლს
    ➡️ როდესაც მარცვლები მოიხარშება დაგავიტანოთ საწურზე, გავაციოთ და კოვზით ან ხელით გავჭყლიტოთ მარცვლები, რათა კანი და კურკა დარჩეს დუშფალანგზე , ხოლო რბილობილი გაიწუროს 👌
    ➡️ რბილობილში დავუმატოთ ის სითხე რაც დარჩა ქვაბში, მიღებულ მასას დავუმატოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული მწვანილი და ნიორი, ასევე დაღერღილი წიწაკა, შაქარი გემოვნებით და სუნელები (ზოგი არ ამატებს, მე პირადად ვამატებ)
    შემდეგ დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ, ტყემალი უფრო გამჟავდება, ასე რომ ეცადეთ გააკონტროლოთ გემო, თუ ნაკლებად მჟავე გიყვართ დაამატეთ შაქარი.
    შემდეგ დავასხათ ბოთლებში და შევინახოთ ზამთრისთვის
    #ტყემალი #კატიასტყემალი #კატიასრეცეპტები #ვიდეორეცეპტები #katesdinner #tkemali

КОМЕНТАРІ • 1

  • @user-rc4li4tq5d
    @user-rc4li4tq5d 13 днів тому

    ყველაზე ნაღდი....დიდი მადლობა.