გურამიშვილის მთავარი სიყვარული | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 1 гру 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დავით გურამიშვილზე, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება უცხოეთში გაატარა და რომ არა შემთხვევა, ჩვენ ვერასოდეს გავიგებდით, თუ როგორ გაატარა მან იგი მხოლოდ ერთი სიყვარულით, როგორ უერთგულა მან ამ სიყვარულს და როგორ იცხოვრა ამ სიყვარულით. დავით გურამიშვილის სიყვარულის ერთადერთი საგანი მისი სამშობლო იყო, ამ სიყვარულს მიუძღვნა მან მთელი ცხოვრება, აქცია
    თავისი სიყვარული სიტყვებად, სიტყვები - სტრიქონებად, სტრიქონები - პოემებად და ლექსებად, ყველაფერი ეს კი - წიგნად, დაარქვა ამ წიგნს „დავითიანი“ და მხურვალე სიყვარულის ეს კრებული გამოუგზავნა თავის სატრფოს, საქართველოს. დავით გურამიშვილი 22 წლამდე საქართველოში იმყოფებოდა, აქ დაიბადა თავადების, გურამიშვილებისა და ვახვახიშვილების, ოჯახში, აქ დაქორწინდა აზნაურ გარაყანიძის ქალზე და სწორედ მეუღლის მამულიდან გაიტაცეს ლეკებმა და დაიწყო მისი უცნაური, ტრაგიკული და პოეტურად მშვენიერი თავგადასავალი. გურამიშვილის პოეზიაში პოეტის თავგადასავალი არის საქართველოს თავგადასავალი. საქართველოცგურამიშვილივით არის შეუპოვარი, დაუმონებელი, დაუმარცხებელი. ასეა ეს მის პოეზიაში. გაიქცა საპყრობილიდან. დაიჭირეს. კიდევ ერთხელ გაიქცა. იომა რუსეთის სახელით. იჯდა ციხეში. და ყოველთვის და ყველგან, მაგდებურგსა და ფინეთში, მოსკოვსა და მირგოროდში ფიქრობდა მხოლოდ ერთ საგანზე, საქართველოზე. როგორ გადარჩა მისი პოეზია, რატომ ვერ ამაღლდა პორუჩიკის წოდებაზე მაღლა, რა შემატა მან ქართულ სულიერებას, როგორ გააგრძელა მან რუსთაველის შემდეგ გაწყვეტილი პოეზიის ხაზი, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

КОМЕНТАРІ • 18

  • @ninougrechelidze1950
    @ninougrechelidze1950 4 роки тому +22

    ილაპარაკეთ ბატონო ლევან,თქვენ ყველაზე დიდ საქმეს აკეთებთ ქართველი ერის ზნეობრივ აღზრდაში:*:*
    ქედს ვიხრი თქვენ წინაშე.....

  • @nika60
    @nika60 4 роки тому +8

    ძალიან მიყვარს გურამიშვილი მას ყოველთვის ვუტოლებდი რუსთველს..და კიდევ დავამატებდი რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანს განსაკუთრებით უმძაფრდება გრძნობები სამშობლოსთან მიმართბაში,განსაკუთრებულად გტკივა შენი ქვეყანა,ალბათ ამანაც დიდი გავლენა იქონია მის მწერლობაზე..

  • @Lali-gz4du
    @Lali-gz4du 5 місяців тому

    ბატონო ლევან,ვინც რა უნდა თქვა,მაგრამ თქვენ ხარ განათლებული,თავისი საქმის მცოდნე,ერთეულს შეუძლია გაიგოს.. მხოლოდ იმან,ვისაც აქვს არა ტვინი,არამედ გონება.თქვენ ნუ უსმენთ სხვებს...ისაუბრეთ,აკეთეთ ის,რაც მიგაჩნიათ მართალია .მე მოვისმინე თქვენი ლექცია თამარ მეფის და დემეტრეს შესახებ.ამას, თითქმის ვერსად წაიკითხავ.👏

  • @marikhutsidze4699
    @marikhutsidze4699 4 роки тому +9

    ემიგრაციაში მყოფმა ამდენი სიკეთე მოუტანო შენს ქვეყანას👏

  • @tinikogegidze2234
    @tinikogegidze2234 4 роки тому +5

    მადლობა👏👏👏❤❤❤

  • @AzaKodalashvili
    @AzaKodalashvili 4 місяці тому

    დიდი მადლობა ❤❤❤

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch3 4 роки тому +6

    respect levan batono

  • @Tamara-yo9md
    @Tamara-yo9md 2 місяці тому

    ❤❤❤

  • @Lali-gz4du
    @Lali-gz4du 5 місяців тому

    გურამიშვილს ჩვეულებრივ ვუტოლებ რუსთაველს და, ხანდახან, წინ ვაყენებ.😊❤

  • @vaso.zaqariadze1985
    @vaso.zaqariadze1985 2 роки тому +3

    ეს აუცილებელია ყველამ უნდა მოუსმინოთ

  • @ticambrolauri7070
    @ticambrolauri7070 3 роки тому +2

    გულისყურით მოსასმენია...

  • @tengotkhinvaleli6106
    @tengotkhinvaleli6106 4 роки тому +3

    საამაყო ქართლელი

  • @ekaiakobashvili8961
    @ekaiakobashvili8961 2 роки тому

    როგორ გააღწია სარუსეთოს და უფლის წყალობით,ის ყველგან აღნიშნავს ,.რომ თუ კაცი ღმერთს მიენდობა,ღმერთი მას განსაცდელში არ მიატოვებსო,ღრმად მორწმუნე ქრისტიანია გურამიშვილი,რატომღაც არ ამახვილებ ამაზე ყურადღებას

  • @lightfallonthehead3842
    @lightfallonthehead3842 2 роки тому

    +rep said gg

  • @mariburjanadze810
    @mariburjanadze810 2 роки тому

    სამწუხაროა, რომ ტყვეობიდან დახსნისას არ საუბრობთ განთავისუფლების მთავარ ხელშემწყობზე, - ღმერთზე. შესაძლოა არ გწამდეთ ღმერთის, მაგრამ თვითონ გურამიშვილი რასაც წერს, ამის შეცვლის ან უთქმელობის უფლება არ გაქვთ. მით უმეტეს, როცა გურამიშვილზე ვსაუბრობთ, რომელიც თავის ყოველ ნაბიჯს ღმერთს უკავშირებს.

  • @thomgeo8073
    @thomgeo8073 4 роки тому

    დაეგდე სავერძელზე ნორმალურად, რას
    გათხლაშურხარ ფინთი
    გოიმივით, არ ეგების
    გურამიშვილზე საუბარი
    ესეთ საზიზღარ პოზაში, თანაც ბოტასების სუნით
    გვაყროლებ.

    • @giorgitoklikishvili9586
      @giorgitoklikishvili9586 4 роки тому +11

      Thom geo რაყლე ყავხარ პატრონს

    • @leilaabuashvili7390
      @leilaabuashvili7390 4 роки тому

      gamogicnob sen xar is erti dislaiki 175 dan
      uxx es weteli kvercxi