თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის არშემდგარი პროექტი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 30 вер 2024
  • ვიდეოში მინდა გესაუბროთ ერთ პროექტზე, რომელსაც ძველი თბილისი შესაძლოა მთლიანად შეეცვალა. 20 საუკუნის 30 წლებში გაჩნდა იდეა, თბილისში ბალნეოლოგიური უბნის აშენებისა, რომელსაც უნდა შეწირვოდა კრწანისის, აბანოთუბნის, ხარფუხის უბნები, ანუ ყველა იმ უბნის შენობები, რომლის გარშემოც თბილისი შენდებოდა და სადაც თბილისის ისტორია დაიწყო.
    ჩვენი ყურადღება მიიპყრო, თბილისის ბალნეოლოგიურ ცენტრში შემორჩენილმა ერთმა საპროექტო ჩანახატმა, რომლის ავტორიც ცნობილი მხატვარი ვ.სიდამონ ერისთავი გახლავთ, დათარიღებულია 1932 წლით, დამკვეთათ კი ცნობილი ქართველი ფიზიოთერაპევტი და კურორტოლოგი მ.ო. ზანდუკელია მოხსენიებული, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და საკურორტო საქმის ერთ-ერთი პირველი ორგანიზატორი იყო საქართველოში.რა თქმა უნდა ცნობილი ფიზიოთერაპევტს, სავარაუდოდ ზედა ეშელონებიდან დაუკვეთეს ამ იდეის ხორშესხმა, მაგრამ როგორც ჩანს, კომუნისტურ ზედა ეშელონებში მაშინაც იყო ის ხალხი, რომლისთვისაც ქალაქის ძველი სახის შენარჩუნება სულერთი არ ყოფილა.
    აი რას გადაურჩა კიდევ ერთხელ თბილისი 20 საუკუნის 30 წლებში. ფოტომასალა ხელმისაწვდომია ფეისბუქ გვერდზე ძველი თბილისი.OldTbilisi
    shalika studio ვიდეო

КОМЕНТАРІ • 1