ზურა ბენიაიძე - ვახ, შენ ქართველო, რომ ემიგრანტობ /Zura Beniaidze - Vax Shen Qartvelo Rom Emigrantob

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 7 лют 2025
  • მეგობრებო,
    ეს გახლავთ ზურა ბენიაიძის ოფიციალური არხი,
    ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ,
    სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება.
    პატივისცემით,
    ზურა ბენიაიძე
    ეძღვნება ემიგრაციაში გადახვეწილ ქართველებს.
    ტექსტი: ზურა ბენიაიძე
    ტექსტის ფრაგმენტები - დათო კრაწაშვილი (ემიგრანტი), ვანო კობაიძე
    მუსიკა: ზურა ბენიაიძე
    გარმონი: ბუღა ბაღდავაძე
    ფანდური: გიორგი გოგინავა
    არანჟირება: ბექა გაბუნია
    ტექსტი:
    ვახ ფიქრო, ფიქრო თან რომ დაგყავდე,
    რას არ შევძლებდი, რას არ ვნახავდი,
    ალბათ ზემოდან მე ჩემ სამშობლოს,
    იმ ლამაზ ხატად დავინახავდი.
    ის ხომ სამყაროს არის შედევრი,
    და ღვთისმშობელი მისი პატრონი,
    მაინც განაგებს, მაინც ხომ იბრძვის,
    აღმოჩენების არის ბატონი.
    ვახ შენ ქართველო, რომ ემიგრანტობ,
    ვახ როგორ გიძლებს, სხვის მიწას გული,
    ფრინველმაც იცის თავის სამშობლო,
    არ ეშინია, გზები აქვს რთული.
    შორეულ ქვეყნიდან წერონი ბრუნდებიან,
    და სამშობლოს ნახვას თვეები უნდებიან,
    ემიგრანტებო ეს მისაბაძი გუნდებია,
    რადგან მონატრების დღეები თქვენში ხუნდებიან.
    დაბრუნდით, დედა სამშობლო გელოდებათ,
    და თქვენს ნაკვალევს თავის მიწაზე ელოდება,
    დაბრუნდით, დედა შვილებს გელოდებათ,
    დაბრუნდით, სამშობლო არ მეორდება.
    ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
    მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი და მიწა მარადის,
    შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან,
    და მიწავ ჩემო მაგიტომაც დაპატარავდი.
    და ბოლო მაინც ღვთის წყალობით კარგად იქნება,
    ასე მღერიან ფერეიდანშიც ის ქართველები,
    კვლავ მუჭა-მუჭა გამთლიანდება ისევ ქვეყანა,
    შემოგყმუვლებენ დედაო ღვთისავ გურჯისტნის მგლები.

КОМЕНТАРІ • 571

  • @Natinat-57
    @Natinat-57 Рік тому +21

    რა საცოდავია ეს კაცი, როგორ ტირის! დავიწვი ცოდვით. ჩვენც ასე არ მოგვივიდეს ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო. ფული არასოდეს საკმარისი არ გვექნება. რომ ვთქვათ, ეხლა მეყოფაო, ისე რომ თავს ძალა დავატანოთ და დაავბრუუნდეეთ!!!

  • @Natinati814
    @Natinati814 11 місяців тому +13

    ამ ბიჭის ხმა სულში ჩამწვდომია.... დაუსწრებლად მიყვარს... წარმატებებიიიიიი ... გულით და სულით ვუსმენ ყოველთვის❤

    • @Shala-i4y
      @Shala-i4y 8 днів тому

      Es magari qartveli momgerali da jigaria.

    • @Shala-i4y
      @Shala-i4y 8 днів тому

      Es qartveli tqveni momgeralia.❤

  • @ZuraBeniaidzeOfficial
    @ZuraBeniaidzeOfficial  3 роки тому +130

    დაბრუნდით დაბრუნდით უკვე დროა , თორე მანდ უფრო ბევრ გაჭირვებას და დევნას იხილავთ ☝️

    • @torgvashvilitorgvashvili3608
      @torgvashvilitorgvashvili3608 3 роки тому +11

      ღᲛერთმა დაგლოცოს ძმაო შენნაირი ვაჟკაცები გვიმრავლოს ღმერთმა და მალე გამოღვიძებოდეს ჩვენს ერს სულიერად შენ კი ასე განაგრძე ღვთის საქმის კეთება მთელი ზეციური საქართველო გლოცავს მათ შორის წმინდა მეფენიც ✊✊👑👑

    • @iam3174
      @iam3174 3 роки тому +11

      ფიზიკურად არ ვიცი ყველა ემიგრანტი სულიერად დევნილია სამშობლოდან არ არსებობს არანაირი ფასეულობა საზღვრებსგარეთ რაც საქართველოს, ოჯახის , ტრადიციის და უფლის სიყვარულს გადაწონის . ემიგრანტის ერთადერთი ნატვრაა სამშობლოს მიწაზე ფეხი დადგას. უფალი გვფარავდეს და გვაძლიერებდეს უფლის რწმენით და სამშობლოს სიყვარულით

    • @bmwbmw6915
      @bmwbmw6915 3 роки тому +7

      Genacvale dzmao shen sheni simgerebit bevrsaketeb esmxolod simgera araris shen im qartul suls agvidzeb qartvelshi romlis chakvlasac ase gulmodgined cdiloben magram gmertis wyalobit sanam shennairi shvilebi isev ebadeba saqartvelos eseigi jerkidev uyvarvart gmerts da qartulisuli isev ifetqebs❤❤❤

    • @tamarigaribashvili1463
      @tamarigaribashvili1463 3 роки тому +4

      მართალი ხარ,მოგვიწევს ალბათ აქედან გამოვასწროთ.მე იმასაც ვფიქრობ მთიულეთს ხომ არ გავეშურო თქო,მთიული ქმარი მყავს,ფესვები მანდა აქვთ,მაგრამ ნასახლარიღაა დარჩენილი.მართლაც სამოთხეა თქვენი მხარე❤️

    • @elieli4746
      @elieli4746 2 роки тому +3

      როგორი საყვარელია შენი მუსიკა,ნებისმიერი 💖💖💖💖💖

  • @tornikegugava1639
    @tornikegugava1639 Рік тому +11

    ზურა კაი კაცი ხარ შენ, მადლობა რო გახსოვართ

  • @shmagialaverdashvili1380
    @shmagialaverdashvili1380 3 роки тому +61

    საგოლ ამ კაცს! ამ კაცმა ახლიდან დაწერა ისტორია და სამუდამოდ დარჩება ისტორიას .ამ კაცმა ქართველების მიძინებული სისხლი აჩქეფა.

  • @gastonglock9213
    @gastonglock9213 3 роки тому +268

    ათასჯერ დაბადების უფლება რომ მქონდეს....ათასივეჯერ ქართველად დავიბადებოდი !!!!სახელითა მამაისათა და სულისაისათა ამინ!!!!

    • @ZuraBeniaidzeOfficial
      @ZuraBeniaidzeOfficial  3 роки тому +34

      შემთხვევით არაფერი ხდება , მოუწოდე ყველას დიდსა თუ პატარას ქართული სულის გამოღვიძებისკე , ალბათ ეგაა შენი ვალი , ვისთანაც ხმა მიგიწვდება , დაბადებაში ჩამოდიან უკვე ხვთის სადიდებლად და ხვთის შიშით შემკობილი სულები , (((საქმემ გამოჩინოს და იცანით დრო ჟამზე ))))

    • @mananakopadze7222
      @mananakopadze7222 2 роки тому +4

      გაიხარეთ ბატონო გასტონ,მეც იგივე თვალსაზრისი გამაჩნია,ჩემი გვარი ბუაჩიძეა.

    • @gastonglock9213
      @gastonglock9213 2 роки тому +7

      @@mananakopadze7222 უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ

    • @mananakopadze7222
      @mananakopadze7222 2 роки тому +5

      @@gastonglock9213 უღრმესი მადლობა გაიხარეთ

    • @gioivanishvili3911
      @gioivanishvili3911 2 роки тому +6

      Გენაცვალე!

  • @Natinat-57
    @Natinat-57 Рік тому +20

    მეექვსე წელია საქართველო მენატრება და გულს შეეხო ტკივილამდე სიტყვები. " შენ მუჭა- მუჭა გაგიტანეს და ამიტომაც დაპატარავდი!" იმედით ვცოცხლობ რომ მალე და ვბრუნდები. მადლობა ზურა, შვილო, ძალიან მიყვარხარ.

  • @annachitadze6797
    @annachitadze6797 3 роки тому +76

    გული გამიჩერდა 💔 უფალმა დალოცოს ჩვენი სამშობლო და მალე დავბრუნებულიყავით💖

  • @zoiakheladze4417
    @zoiakheladze4417 3 роки тому +41

    ჩემი საქართველო სამოთხეა დედამიწაზე🥰რამდენ ტკივილს და ცრემლს მალავს ყველა ემიგრანტი😥😥უცხო მიწაზე,იმედია დავბრუნდებიტ მალე,ბრავო კარგია🇬🇪🇬🇪🇬🇷🇬🇷

  • @shavikvatashidze-ib3vg
    @shavikvatashidze-ib3vg 10 місяців тому +2

    ყველა სომღერა გულიდან მოდის.იმ სუფთა გულიდან სისხლიდან.რასაც ქართველი კაცმა უნდა ატაროს იცხოვროს სხვას გადასცეს.ეს სისხლი ეს გული აქვს ამ ბიჭს.გაგაძლიეროს უფალმა ძმაო.მალადეც

  • @ninokhinchagishvili5984
    @ninokhinchagishvili5984 3 роки тому +30

    ,,შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან, და მიწავ ჩემო მაგიტომაც დაპატარავდი..." 😥😥😥
    რა ტკბილი ხარ ბიჭოო, ცრემლი მადინე ასჯერ... ზურა❤❤❤❤❤❤❤

  • @zurazura3528
    @zurazura3528 3 роки тому +20

    მიყვარხართ ჩემო ძვირფასო ქართველებო ჩვენ გადაგვარჩენს გაერთიანება და ურთიერთსიყვარული იცოდეთ ჩემო ძვირფასებო

  • @makategerashvili9683
    @makategerashvili9683 3 роки тому +24

    "დაბრუნდით დედა შვილებს გელოდებათ" ღმერთო ჩემო, რანაირი სიტყვებია 😥😥 დაბრუნდით რაა ვისაც დედა გელოდებათ.🥺🥺🙏🙏♥️♥️

  • @iam3174
    @iam3174 3 роки тому +18

    გაიხარე, უფალი გვფარავდეს ყველა სულით ქართველს.

  • @natoadamia3421
    @natoadamia3421 2 роки тому +24

    ყველა ამ ბიჭის ნამღერი სულში და გულში ჩამწვდომია,დაგლოცოს და გაგაძლიეროს უფალმა,გვიმრავლოს თქვენნაირი ქართველები♥️

  • @temoshkubuliani1807
    @temoshkubuliani1807 2 роки тому +14

    ქართველები მიყვარხართ,და ყველა ვისაც უყვარს საქართველო 🇬🇪👌⛪🙏💒

  • @НонаПавлиашвили
    @НонаПавлиашвили 11 місяців тому +4

    Будь счастлив дорогой , пусть все вернутся свои дома , это песню без слез невозможно слушать , спел песню от души , пусть бог благословит тебя и твою семью 🙏❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @mananazveadi1704
    @mananazveadi1704 3 роки тому +11

    გაიხარე ჩემო კარგო .
    უამრავ ქრისტეშობას დაესწარი .როგორ გვინდა როგორ გვტკივა ყველა სიტყვაა .მანდ ისე ვერავინ იგრძნობს სიყვარულს ქვეყნისას როგორც ემიგრაციისან გვენატრება და გვეტირება . ღმერთმა არავის აცდევინოს ეს მონატრება . და ვინც გარეთ ვართ ქვეყნიდან .
    ღმერთმა ყველა მშვიდობით დაგვაბრუნოს ❤️❤️❤️ .
    დაგლოცოს ღმერთმა.

  • @თეკოცქიტიშვილი

    მრავალჟამიერ ქართულ გენს და ჯიშს 🇬🇪
    მთავარია დაბრუნების დრო არ გამოგეპაროთ♥️იხარეთ ქართველებო სადაც არ უნდა იყოთ ❗❗❗♥️🇬🇪

  • @SvetaJaxaia
    @SvetaJaxaia 8 місяців тому +4

    ვაიმე რამდენი ვიტირე, მე აფხაზეთიდან ვარ და ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა. ცრემლმა შვება მომგვარა!.......

  • @leilasisauri1917
    @leilasisauri1917 3 роки тому +27

    ვიტირე...წარმატებები შვილო,ყველა შენი სიმღერა სასწაულია,გულის გავლით სულამდე ხვდება.

  • @ლელა-ზ2ძ
    @ლელა-ზ2ძ 2 роки тому +16

    ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ტანჯულ სამშობლოს, შენნაირი საამაყო შვილები !!!
    ❤️❤️❤️❤️👍
    მადლობა შენს მშობლებს, სასახელო ვაჟკაცის აღზრდისთვის ❤️❤️❤️❤️გაიხარე ❤️❤️❤️❤️

  • @angelinavaxtangishvili404
    @angelinavaxtangishvili404 3 роки тому +6

    ზურა ღმერთმა უმრავლოს სამშობლოს ჩვენსას შენაირი ჭირვარამის

    • @angelinavaxtangishvili404
      @angelinavaxtangishvili404 2 роки тому

      @ რაც არ უნდა რთულიმდგომარეობა შეიქმნას ღმერთის იმედი არ დაკარგოთო

    • @angelinavaxtangishvili404
      @angelinavaxtangishvili404 2 роки тому

      იყავით ციხის გუშაგებივით ფხიზლად მტერი არ შემოგეპაროთო

    • @angelinavaxtangishvili404
      @angelinavaxtangishvili404 2 роки тому

      @წმინდა მამები გვაფრთხილებენ

    • @angelinavaxtangishvili404
      @angelinavaxtangishvili404 2 роки тому

      თქვენ გაგიმარჯვოთ ღმერთმა ახალგაზრდებო

    • @angelinavaxtangishvili404
      @angelinavaxtangishvili404 2 роки тому

      @ამინ ჩვენთან არს ღმერთი არის და იყოს

  • @სამასმეერთეარაგველი-ნ6ჩ

    მე უახლოეს მომავალში ვბრუნდები და სხვებსაც იგივეს ვუსურვებ ძმობილო! ✊✊✊🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @zhanaormotsadze
    @zhanaormotsadze 4 місяці тому +1

    2 თვეშიი ვბრუნდები ❤❤ ღმერთო ჩემო ჯოჯოხეთური 5 წელი გავიარე … მინდა უბრალოდ
    ქართულ მიწას დავადგა ფეხი ჩემი სსაოცარი სამშობლო მინდა უბრალოდ გულში ჩავიკრაა !!!!

  • @Правдаглазаколет-ф2м

    მსოფლიოში!!გაფანტული ქართველი ემიგრანტების სახელით მინდა ვუსურვო ჩვენს დედა სამშობლოს საქართველოს მშვიდობა ბედნიერება!!
    ასევე საქართველოს ყველა მაცხოვრებელს მინდა მოვულოცო დამდეგი შობა ახალი წელი ვუსურვო ჯანმრთელობა ოჯახების ბედნიერება!!გაგიმარჯოთ ჩემო ძმებო და დებო !!ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს და თქვენი სახლ კარის მფარველი!!🙏🙏🙏.
    დიმა ქართველი საქართველოდან წასული ქართველი ოფიცერი მცხოვრები ყაზახეთში!!🙏🇬🇪🇰🇿🍷🍷🖐🖐.

  • @mtewli
    @mtewli 2 місяці тому +1

    ზურა, დიდი მადლობა! ხშირად ვუსმენ ხოლმე შენ სიმღერებს და გამიხარდა რომ მამაჩემის, კობაიძე ვანოს, სიტყვებიც ჩაგირთია ამ სიმღერაში. ყველაფერს კარგს გისურვებ!

    • @ZuraBeniaidzeOfficial
      @ZuraBeniaidzeOfficial  2 місяці тому

      @@mtewli გაიხარეთ ❤️ სიმღერის აღწერაშია მამათქვენის სახელი და გვარი მითითებული , მამათქვენმა წიგნი გამომიგზავნა თავისი ხელ მოწერით საჩუქრად ❤️. ღმერთმა გაანათლოს

    • @mtewli
      @mtewli 2 місяці тому +1

      @@ZuraBeniaidzeOfficial იცოცხლე, ზურა, შეგეწიოს წმინდა გიორგის მადლი. გამრავლდი და გაიხარე!

  • @nino949
    @nino949 2 роки тому +1

    ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე დედა თქვენს!.. ამ დედა -ქალბატონმა უნდა თქვას შვილი გამიზრდიაო!!!

  • @tamunabedianashvili2589
    @tamunabedianashvili2589 2 роки тому +2

    უფალი საჭირო დროს რომ საჭირო ადამიანებს გზავნის დედამიწაზე ასეთი ადამიანია ზურა სანამ ასე იმღერებენ საქართველოს გადაშენება არ ემუქრება გაიხარე საქართველოს საამაყო ადამიანო!

  • @temurivashakidze5560
    @temurivashakidze5560 3 роки тому +10

    რამხელა გულისტკივილია, მაგრამ სიკეთით, იმედით და ოპტიმიზმით აღსავსე. გაიხარე ზურა და მაღალმა ღმერთმა დაგლოცოს სიკეთისა და სამშობლოს სიყვარულისთვის.

  • @melsiqavtaradzemelsi3502
    @melsiqavtaradzemelsi3502 3 роки тому +27

    🙏🙏🙏 უფალმა დაგლოცოს შვილო არა არ ხუნდება სული მეკუმშება ისე მენატრება ჩემი სამშობლო და თქვენ გენაცვალე ზურა ხმაში და გულში გულით რომ მღერიხარ კარგადაც ვიტირე 🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪❤️❤️❤️❤️

  • @zoiakheladze4417
    @zoiakheladze4417 3 роки тому +39

    უფალი გფარავდეტ თქვენც და ჩემს მონატრებულ სამშობლოს.ჩვენ დავბრუნდებით😥იმედია.

  • @GaboSalotchintcharauli
    @GaboSalotchintcharauli Рік тому +6

    Ღმერთო რანაირი ხმა აქვს ამ ბიჭს.... პირდაპირ სულში ჩაგწვდება :( ყველა ისეთი იმღერა აქვს აგატირებს 😥❤❤

  • @marigulagashvili1164
    @marigulagashvili1164 Рік тому +2

    ამ სიმღერას ნეტა ჩემნაირი სიხშირით თუ უსმენს ვინმე და თან ყველა ჯერზე რომ ცრემლები მცვივა ❤ უბრალოდ არ მბეზრდება

  • @NatelaOqroashviliმაგრამმორიდებ

    ამ სიმღერას რომ არ გაუკეთო კომენტარი
    არ შემიძლია ვგიჟდები ისე მღერით მიყვსრხართ სუყველა და დამჭკნარ იებს ვეფერები 😢❤❤❤ შენახული. მაქვს😢და ვესაუბრები დამჭკნარ
    იებს❤❤❤😢😢ისე კი ყველას პატივს გცემთ ყველა მიყვარხართ ძალიან გაიხსრეთ ჩემო ქვეყანავ❤❤❤❤

  • @МурадКаралидзе
    @МурадКаралидзе 3 роки тому +12

    დიდება და სიძლიერე ჩემს საქართველოს🇬🇪🇬🇪🇬🇪👏👍💓

  • @Nukri-z7q
    @Nukri-z7q Рік тому +1

    ეხ საქართველო ათი წელი მესიზმრები და მენატრები ცრემლებით სავსე😢😢 ღმერთმა ინებოს ყველა ქართველი დაუბრუნდეს საკუთარ მიწას ამინ🙏

  • @JagaBegashvili
    @JagaBegashvili 3 місяці тому +1

    Любить свою родину ета настоящее счастье

  • @Шакро-э6э
    @Шакро-э6э 3 роки тому +49

    Грузини это легендии💖💖💖🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @fiqrianozadze695
    @fiqrianozadze695 Рік тому +9

    იმრავლეთ ასეთმა ხალხმა ვისაც სამშობლოს სიყვარული და და სითბო იცისსს❤❤❤❤❤❤

  • @irmakobakhidze2040
    @irmakobakhidze2040 3 роки тому +12

    შემოგევლოს ჩემი თავი ზურა💥💖 მადლობა სიმღერისთვის, მადლობა ქართული სულისთვის🙏უფალი გფარავდეს შენ და სრულიად ჩემ ერს🇬🇪გისმინოს უფალმა და მალე დაგვაბრუნოს სუყველა სამშობლოში მშვიდობით🙏💖🇬🇷

  • @qristinazhvania981
    @qristinazhvania981 2 роки тому +4

    ღმერთო ჩემო მტკივა და მენატრება ჩემი საქართველო.ვუსმენ და ვიხრჩობი ცრემლში.გაჩერდა გული, შემეკრა სუნთქვა.რა ტკბილი ხარ ჩემო სამშობლო,რა ტკბილი

  • @temurivashakidze5560
    @temurivashakidze5560 3 роки тому +5

    ზურა, ძალიან ძლიერი და მაგარი, კარგად შესრულებული სიმღერაა, გაიხარე, ოღონდ ერთი მითხარი, ტექსტი ც შენია? თუ შენია გენიოსი ყოფილხარ ძმაო. გაიხარე ნაღდი ქართველო და უნიჭიერესი ადამიანო. დაგლოცოს მაღალმა ღმერთმა. მრავალჟამიერ!

  • @davit5689
    @davit5689 3 роки тому +4

    ვდგევარ შუა ამერიკაში და ვუსმენ სიმღერას, რთული მოსასმენია, ბევრი მიზეზების გამო, ემიგრანტი არ ხარობს, შეიძლება იცინოდეს და გულში ტიროდეს, როგორც მე, ბევრი რამე მინდა რო ვთქვა, მაგრამ აქ ყველაფერს ვერ დავწერ ლოგიკურია, მონატრება აღარ ქვია იმას რასაც განვიცდი ეხმა მე აქ... სიმღერა ხმა და ტექსტი კარგია როგორც ყოველთვის, წარმატებები👏👏❤🇬🇪

  • @jigarson88888
    @jigarson88888 2 роки тому +4

    სასწაული კაცი ხარ ძმაო! შენ გენაცვალე უძლიერესი სულის პატრონი ხარ. გენაცვალე ზურა. რომ ჩამოვალ საქართველოში მინდა რომ გაგიცანო და გნახო ძმაო. 👍🇬🇪👍🇬🇪👍🇬🇪👍🇬🇪

  • @aniii.3516
    @aniii.3516 3 роки тому +21

    ზურა შენ გენაცვალე ჩემო მთიულო შენ გაიხარე.გული ამომვარდა ტირილით🙏🙏❤მოვა დრო ჩვენც დავბრუნდებით ალბათ უფლის იმედით🙏🙏❤❤❤

  • @მარიამი-პ7ქ
    @მარიამი-პ7ქ 3 роки тому +17

    ეს ხმა "სულს მიძრავს"!❤

  • @temoberidze4624
    @temoberidze4624 3 роки тому +6

    ეს სიმღერა ემიგრაციის დროს რომ მოესმინა, ალბათ ტირილისგან მოვკვდებოდი, ისე გულიანად მღერიხარ ზურა, ეს სიტყვები კი ყველა ემიგრანტის სათქმელი თქვი.👏❤
    ყოჩაღ შენ ზურა დიდი წარმატებას გისურვებ ცხოვრებაში.👍👏❤

    • @ლელაბანძელაძე
      @ლელაბანძელაძე 3 роки тому +3

      ამ სიმღერას რომ უსმენ ტირილით ვკვდები გამძლეობა ემიგრანტებს ვკვდები მონატრებით ისე მენატრება ჩემი შვილები❤❤

  • @elzachikhoria3706
    @elzachikhoria3706 Рік тому +5

    ღმერთო როგორ მენატრება ჩემი საქართველო❤

  • @giorginavrozashvili5985
    @giorginavrozashvili5985 2 роки тому +4

    ამ ბიჭმა ქართული სიმღერა გააცოცხლა. ძაან სასიამოვნო მოსასმენია ყველა სიმღერა

  • @khatunachelidze5413
    @khatunachelidze5413 3 роки тому +5

    კარგია ოცნების ნიჭი და ბედი მაინც რომ შემოგვრჩა. საქართველო ჩემი სამშობლო ..რთული ყოფილა ემიგრანტობა..

  • @nukrilatsabidze8745
    @nukrilatsabidze8745 2 роки тому +4

    ვაახ როგორ მომინდა სახლში... როგორც არასდროს შემოგევლე ძმაო .. ჩვენ დავბრუნდებით !! ❤️🇬🇪🇮🇱

  • @ninigiorxelidze8600
    @ninigiorxelidze8600 Рік тому +1

    შორიდან უფრო დიდი ტკივილი ყოფილა ამ პატარა სამოთხის მონატრება, გაიხარე ზურა ,მალე გემღეროს საქართველო ივსება და ემიგრანტები ბრუნდებიან, იცოცხლე დიდხანს საქართველოს სასახელოდ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @nino949
    @nino949 2 роки тому +1

    გურამ ქართველიშვის აქვს ერთ ლექსი…შარშან დაწერა…..მას ვერავინ აამღერებს ისე როგორც თქვენ ზურა!!!

  • @მაკაჩარგეიშვილი

    სულიერად როცა მიჭირს, მაშინ უსმენ და უკვე იმდენჯერ, რომ სათვალავი ამერია.
    დაბრუნების დროა, ასეთი დრო აღარ იქნება, მარტო თქვენ არა ჩემო ემიგრანტებო, ჩემს თავსაც ვეუბნები.
    მშვიდობა ყველას და შინ დაბრუნება❤
    ზურა, მადლობა შენ, გვაფხიზლებ თითოეული შენი სიტყვით.❤

  • @beardie85
    @beardie85 Рік тому +1

    ეხ რა ძნელია ემიგრანტობა ჩემო საყვარელო ქართველნო😢😢😢❤❤❤

  • @nanagorgaslidze7411
    @nanagorgaslidze7411 3 роки тому +4

    უფალი გფარავდეს არასიდეს მწყინდება თქვენი სიმღერების მოსმენა საუკეთესო ხარ ემიგრანტების სიმღერას უცრემლოდ ვერასოდეს ვისმენ

  • @natiabukia
    @natiabukia 2 роки тому +3

    რა ბედნიერებაა შენ რომ ჰყავხარ საქართველოს , გისურვებ შენ რომ წარმოგიდენია ისეთ გამთლიანებულ ქვეყანაში ბედნიერად და ჯანმრთელად გეცხოვროს . მთელი შენი ოჯახის წევრებთან ერთად. წარმატებულ მომავალს გისურვებ. ღმერთმა დაგლოცოს!

  • @mariami5799
    @mariami5799 2 роки тому +2

    ძალიან პატარა ვიყავი საქართველო რომ დავტოვე მას შემდეგ არ ვყოფილვარ , თქვენს სიმღერებს რომ ვუსმენ მეტირება და მეამაყება ჩემი სამშობლო , ჩემი ხალხი , ის მთები მიყვარს რომელიც არ მინახავს , ის ქუჩები რომელიც ბუნდოვნად მახსოვს, მიყვარხარ საქართველო და მეამაყება რომ შენი შვილი ვარ🇬🇪

  • @xaraxarula7564
    @xaraxarula7564 Рік тому +1

    საოცარი სიმღერაა,ბრავოო თქვენ, სულ მაჟრიალებს ამ სიმღერაზე და კლიპზე,18 წელი ემიგრანტი ❤

  • @natianatia451
    @natianatia451 3 роки тому +3

    შენისთანა ვაჟკაცებით უნდა იამაყოს ქვეყანამ ღმერთო რა სიტყვებიაა გულს რო გაგიხლეჩს და აგატირებს რამდენ უბედირებას უძლებს ჩვენი პატარა საქართველო

  • @ninaalimbarashvili527
    @ninaalimbarashvili527 3 роки тому +30

    როგორ მიყვარს შენი სიმღერები და შემოძახილები ! გესალმები გერმანიიდან . იმედი მაქვს მალე საქართველოში დავბრუნდები ❤️

    • @nodo1463
      @nodo1463 3 роки тому +2

      აუცილებლათ❤❤❤🇬🇪

  • @iaiabegashvili2431
    @iaiabegashvili2431 Рік тому +1

    გენაცვალე ❤️ ❤️❤️ ღმერთოოოო რამდენი ვიტირე. 15 წელია ემიგრანტი ვარ 😢😢

  • @likokeli1963
    @likokeli1963 3 роки тому +13

    შენ, მიწავ ჩემო, წმინდაზე წმინდავ,
    ეს მწირი გულიც შენთვის მიძღვნია,
    ეს ყველა ლექსიც, სულის ცრემლებად,
    შენთვის მითქვამს და შენთვის მიღვრია
    ყველა ემიგრანტს უსურვებ ბედნიერებით და სიხარულით შეხვედრიყოს დამდეგ ახალ წელს სამშობლოში გფარავდეთ ჩვენი წმინდა სალოცავები

  • @nightxodzeaesnubi
    @nightxodzeaesnubi Рік тому +1

    ბრავო 14 წლის ემიგრანტი ვარ და ჩემი ქვეყნით ძალიან ვამაყობ რომ ასეთი მაგარ ერი ვართ ❤❤❤

  • @ekaberidze3193
    @ekaberidze3193 Рік тому +1

    ამ სიმღერით იწყება და მთავრდება დღეე!!! ოხ ფიქრო ,ფიქრო თან რო დაგყავდე!! ბრავო
    სულ გულს წვდება …❤

  • @TK-pz5yx
    @TK-pz5yx 3 роки тому +10

    სასწაული ხარ უფლის, შენივე შემოქმედებით ♥️
    გული ხარ ძმა, შემოგევლე🙏

  • @nanamamulashvili8649
    @nanamamulashvili8649 3 роки тому +3

    რამდენს აუტირე მონატრებით გაწამებული სული😢😢ღმერტმა უმრავლოს ტქვენნაირი შვილები ჩემ ქვეყანას.

  • @MnatobishviliNato
    @MnatobishviliNato 3 роки тому +42

    ეს ბიჭი რა სასწაულებს ქმნის 😊♥️ ბრავო! 👏🏻

  • @nadjanadja6683
    @nadjanadja6683 2 роки тому +6

    ბრწყინვალე მომღერალი ხართ , გამორჩეული ხმის ტემბრით . მადლობა ამ სიმღერისთვის. ამეტირა გერმანიაში ახლა 😘

  • @temosirbilashvili93
    @temosirbilashvili93 Рік тому +1

    საქართველოდან წასული ვიყავი 19 წლის პირველად 26 წლამდე ვიცი რაც არის ემიგრანტობა ძაან ძნელია 😢❤

  • @iamzetutisani9554
    @iamzetutisani9554 Рік тому +2

    ღმერთო მალე დაგვიმთავრე ქართველებს ემიგრანტობის მწარე დღეები. უფალო გააძლიერე ჩემი საქართველო და აბედნიერე ქართველი ერი

  • @madlenaghvaladze2650
    @madlenaghvaladze2650 2 роки тому +5

    უფალმა გაგახაროს ზურა🙏🙏🙏ეს სიმღერა😍😍

  • @tamaritamo3367
    @tamaritamo3367 3 роки тому +4

    როგორ მიყვარხარ საქართველო და ჩემო ემიგრანტებო😥❤🧡💖

  • @Shmagi-n6b
    @Shmagi-n6b 3 місяці тому +1

    ნებისმიერი სიმღერა ძალიან მაგარი გაქვს, მაგრამ ეს საუკეთესოა მათ შორის

  • @tamunafifia9447
    @tamunafifia9447 2 роки тому +2

    ვუსმენ და მახსენდება 15 წლის წინ როგორ გახდა დედა ემიგრანტი და დღემდე ემიგრანტია,,, 15 წელია სულ მენატრებააა 😰😰😰❤️❤️ სასწაული სიტყვებია ბრავო👏

  • @billimiligan643
    @billimiligan643 2 роки тому +1

    ზური რა მაგარი ხარ ბევრგან დაგიწერე ძმაო ეს სიტყვები მაგრამ სხვა არ მომდის თავში შენ ნამღერს რომ ვუსმენ შენ გაიხარე✋✋

  • @DimitriSvianadze
    @DimitriSvianadze 14 днів тому +1

    შენ გენაცვალე ძმა ყველა შენს ს სიმღერი

  • @shakomagaldadze9010
    @shakomagaldadze9010 3 роки тому +2

    შენ გენაცვალე ძმაო მაგარი კაციხარ უფალი გფარავდეს შენ და ყველა ემიგრანტს რავქნათ ცხოვრებამ მოიტანა ასე

  • @maiacxvedadze6195
    @maiacxvedadze6195 3 роки тому +3

    აუუუ რა სიმღერააა❤️❤️❤️როგორ მატირეთ. სასწაული ადამიანი ხარ ზურა შვილო, უფალმა დაგლოცოს.🙏🙏
    განსაკუთრებული ხმა, სულამდე რომ აღწევს😢

  • @giorgigvasalia7180
    @giorgigvasalia7180 2 роки тому +1

    ვინც ქართველ ერს ერთობა წაართო და ართმევს ერთობას ხალხმა გონზე მოგებით უნდა აგებინოს პასუხი. ვინც ხალხის შრომას აუფასურებს უნდა აგოს პასუხი. ყველა გზის თანამდებობის პირის შვილებმა უნდა იმსახურონ ქართულ ჯარში ქართული ჯარის კანონის ქვეშ და არა მხოლოდ უბრალო ხალხის შვილებმა. ტირილი და ცრემლი დაკარგულ მიწას ვერ დააბრუნებს ხოლო აბჯარი უნდა აისხა და თავი უნდა გაწირო და ეგრე უნდა დაიბრუნო მიწა. ვინც დაიმალება და არ იომებს არც ის არა ჭირდება საქართველოს, ვინც საქართველოსთვის აერიდება ომს ის გამყიდველია და ის საქართველოს არა ჭირდება. თუ გიყვარს შენი ოჯახი ხოლო მისთვის თუ არა ლოცულობ არ გიყვარს. თუ გიყვარს შენი ერი ხოლო თუ მისთვის არა ლოცულობ არ გიყვარს. გამოგცდის სატანა და როგორი სიყვარული გაქვს ერისა მამულის და ოჯახის და ღმერთის ნახავ საკუთარ თავს ვინა ხარ სინამდვილეში. ვისაც უყვარს ის ჯვარს და ღვთის კანონის მორჩილებას არასოდეს არ დატოვებს და არ დათმობს. ღმერთის მორწმუნე ბევრია ხოლო აქედან ღმერთის მორჩილი მცირედია, აი ესაა საქართველოს დამღუპი უბედურება

  • @ОмарГвиниашвили
    @ОмарГвиниашвили 2 роки тому +4

    Моя маленькая но гордая страна моих предков! 💋💋💋👍👍👍🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @marichubini7982
    @marichubini7982 3 роки тому +10

    მთიულების ნამღერს გული ცნობს.. არ შეიძლება უსმინო და ვერ მიხვდე სადაურია.. 👏👏💜

  • @ninosandroshvili6492
    @ninosandroshvili6492 2 роки тому +2

    მაგარი კაცი ხარ, ღმერთმა გისმინოს,გვენახოს ყველა სოფელი ყველა კუთხე ქართველი ხალხით გავსებული

  • @mtvarisaxarabadze2597
    @mtvarisaxarabadze2597 3 роки тому +2

    Ramdeni sevda momereva syl vysmen da gyli cremlebit mevseba. Chemi didi saxlia saqartvelo sadac chemi ojaxi melodeba. Madloba zyra am simgeristvis💕💕💕

  • @giorgigio885
    @giorgigio885 2 роки тому +7

    ღმერთო გადაარჩინე ჩვენი სამშობლო ჩვენი ქვეყანა შინა თუ გარე მტრებისგან❤❤

  • @makafxikidze2130
    @makafxikidze2130 3 роки тому +6

    შენ გაიხარე წარმატებები ვაჟკაცო ბიჭო ამატირა შენმა სიტყვებმა მართლაც ძნელია ემიგრანტობა და ჩვენ ემიგრანტები აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ კერას

  • @Mari-m9o2i
    @Mari-m9o2i 2 місяці тому +1

    ვინ არის ეგ კაცი სცენაზე რა გულის ამაჩუყებელია.😢

  • @ეკაწიკლაური
    @ეკაწიკლაური 2 роки тому +4

    გაიხარე მართლაც სასწაულია ♥️ საქართველოში ვარ და ამ სიმღერაზე მე ვტირივარ,ემიგრანტებს რა მოუვათ♥️♥️♥️

  • @alikatalaxadze7147
    @alikatalaxadze7147 2 роки тому +5

    მეამაყები ქართველო ვაჟკაცო. ❤✊

  • @giorgigio885
    @giorgigio885 2 роки тому +1

    ეხ რა დასანანია 18 მეტი წლის შემდეგ მიწევს არჩევანის გაკეთება ოჯახსა და სამშობლოს შორის მთელი ჩემი ცხოვრება ჩემს ქვეყქნას შეველიე და აღარ მქვს შანსი რომ განვაგრძო გზა ქვეყნის სამსახურში მაპატიე ჩემო სამშობლო რომ მეტად ვერ გემსახურები მაგრამ თუ ჩემი სიცოცხლე დაგჭირდეს მე ყოველთვის შენთან ვიქნები ღმერთს გეფიცები❤❤❤

  • @angelinavaxtangishvili404
    @angelinavaxtangishvili404 3 роки тому +1

    @რჩეულთა ხვედრია სამშობლოს სიყვარული და თავდადება

  • @datotarxnishvili2109
    @datotarxnishvili2109 2 роки тому +2

    სულს და გულს რომ დებს თითოეულ სიტყვაში ❤️ შენ გენაცვალე ლომო, ნეტა შენთან ერთად მაქეიფა და მეტი არაფერი მინდა ✊✊✊

  • @lashakhotenashvili6921
    @lashakhotenashvili6921 3 роки тому +3

    ზურა გილოცავ, შენი ერთერთი შედევრია❤️❤️❤️❤️

  • @temurivashakidze5560
    @temurivashakidze5560 3 роки тому +1

    ზურა, მაგ ქართულ გულს დაგილოცავ, რომელიც საქართველოსათვის ძგერს. მაღალმა ღმერთმა დაგლოცოს. გ ა ი ხ ა რ ე!.

  • @cirapapavadze
    @cirapapavadze 8 місяців тому +1

    ჯერ არავის უმღერია საქარტველოსტვის, ისე ჯიგრიანად, როგორც შენ!

  • @angelinavaxtangishvili404
    @angelinavaxtangishvili404 3 роки тому +4

    @ღმერთმა გაგვაძლიოროს ღმერთის და სამშობლოს სიყვარულში ქართველები

  • @tamotamuna3880
    @tamotamuna3880 3 роки тому +23

    დღეიდან ეს სიმღერა ჩემთვის ყველაზე მაგარია ♥️💓💜

    • @iam3174
      @iam3174 3 роки тому +3

      იმედია ჩამოვალ და ფიზიკურად გაგიცნობ ქართველო კაცო . ხურჯინივით ვართ მთაზე გადაკიდებულნი აქეთიქიდან მოხევე

    • @vaxopapuashvili5871
      @vaxopapuashvili5871 3 роки тому +1

      ჩემთვისაც საუკეთესო სიმღერა ამიერიდან

    • @takotako724
      @takotako724 3 роки тому

      Sen Semogevle❤❤❤❤❤🙏🙏🙏

  • @FR-TEMO
    @FR-TEMO 7 місяців тому +2

    magari xar dzmao safrangetshi vcxovrob manqanit ro davdivar magal xmaze maqvs
    chartuli

  • @glaxobibila9644
    @glaxobibila9644 3 роки тому +5

    დაგლოცოს უფალმა ხაროვიჩ დალოცვილი ყოფილიყავ მაგარი კაცი ხარ