Full Moon Talks: ჩემი ისტორია, დეპრესიის მრავალი სახე, eating disorders, recovery

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 жов 2024
  • follow me on instagram: @mgebsthegreat
    / mgebsthegreat
    თუ გსურთ პირადი კონსულტაცია უცხოეთში (ამერიკასა თუ ევროპაში) უნივერსიტეტის აპლიკაციების შესახებ, ჩაეწერეთ კონსულტაციაზე ჩემს მიერ დაარსებულ საგანმანათლებლო საკონსულტაციო ორგანიზაცია ად ასტრას შეხვედრებზე: forms.gle/YgMf...

КОМЕНТАРІ • 289

  • @mgebsthegreat
    @mgebsthegreat  3 місяці тому +148

    You guys know i cant stop yapping და 3 საათიანი ვიდეო გამომივიდა, მერე იქამდე ვჭერი სანამ 1 სთზე არ ჩამოვედი, მაგრამ იმდენ ხანს ვაედითებდი რომ თავგზა ამერია და მოკლედ, საუკეთესო ედითი არაა მარა i just couldnt edit anymoreeee

    • @kristinetsereteli5091
      @kristinetsereteli5091 2 місяці тому +5

      მარიამ , გააგრძელე ვიდეოების ჩაწერა ^^

    • @mariamchkheidze7791
      @mariamchkheidze7791 2 місяці тому +4

      Never stop yapping 🙏♥️🫂

    • @tutivashakidze8748
      @tutivashakidze8748 2 місяці тому +2

      3საათიანსაც ერთი ამოსუნთქვით ვნახავდი.

    • @qetichimchiuri5712
      @qetichimchiuri5712 2 місяці тому

      მარიამ ძაან კაი ვიდეოა ყურება მსიამოვნებდა მეც მსგავსი პრობლემები მქონია და მიჭირდა საუბარი, ასევე კარგი იქნებოდა კიდევ ერთი სრული ვიდეო რომ ჩაწერო eating disorder ზეც❤

    • @luka_75
      @luka_75 2 місяці тому +1

      @@mgebsthegreat i wish to see no edit one

  • @ele9875
    @ele9875 2 місяці тому +44

    "შეიძლება დღეს არაფერი მიღწევა არ გქონია მაგრამ გადარჩი და ეს საკმარისია" ❤ მადლობა

  • @instantcrush3606
    @instantcrush3606 2 місяці тому +26

    ბევრი ვიტირე შენი დამსახურებით, მაგრამ საჭირო და აუცილებელი იყო❤‍🩹❤‍🩹❤‍🩹 მინდა იცოდე რომ ტყუილად არ ჩაგიწერია ეს ვიდეო და მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც დაეხმარე ჩემი სახით❤‍🩹

  • @tamtakaraulashvili3776
    @tamtakaraulashvili3776 3 місяці тому +25

    მე როგორც ახლახანს საშინელი დეპრესიაგამოვლილი ადამიანი რომელსაც ყველა ეს ემოცია ესმის, უბრალოდ გეტყვი მადლობას, რომ მოერიე❤️

  • @venturous123
    @venturous123 2 місяці тому +9

    when i was on my lowest point in my life mentally (i mean წუმპე) მაგ დროს ვუყურე შენს ვიდეოს 25 საუკეთესო გადაწყვეტილების შესახებ და მაგან გამიხსნა მეორე სუნთქვა დავიწყე სწორი რთულისკენ სიარული and here i am month away from my destination point. და მე მართლა ვთვლი რომ იმ შენს ვიდეოს 50% აქვს ამაში რომ მე ჯერ მიზანი ამოვიღე და მერე რომ მივაღწიე. i really owe you.

  • @deesse4522
    @deesse4522 3 місяці тому +31

    შენთან ერთად ვტირი❤️
    ,,You are not a failure.
    You just happened to fall.
    You can still rise like never before!”

  • @guga_lutidze
    @guga_lutidze 2 місяці тому +15

    მადლობა , საოცარი გზაა რასაც ყველა ადამიანი გავდივართ. საბოლოოდ ყველა გზა საკუთარ თავამდე მიდის. უბრალოდ ვინც დაკარგული ხართ და პასუხებს ეძებთ მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველა შეკითხვაზე პასუხი თქვენშია.

  • @aang_1529
    @aang_1529 2 місяці тому +58

    ძალიან ახლო არის ჩემთვის ეს ისტორია. ღრმა ბავშვობიდან ვიცოდი რომ რაღაც ვერ იყო ჩემს ტვინში ისე როგორც უნდა ყოფილიყო და 22 წლის ასაკამდე ეს საკუთარ თავთანაც კი არ მქონდა ბოლომდე ნაღიარები. სულ მეგონა რომ თუ გავიგებდი და პროფესიონალისგან მოვისმენდი კონკრეტულად რა მჭირდა და რა იყო ჩემი პრობლემა ეს უფრო დამთრგუნავდა და ჩარჩოებში მომაქცევდა მაგრამ რეალურად ჩემი უკეთ გახდომა იმ წამიდან დაიწყო როცა ფსიქიატრისგან მოვისმინე რა მჭირდა, რა იყო პრობლემა და როგორ შემეძლო ამ პრობლემასთამ ბრძოლა. ჩემი condition ობსესიურ-კომპულსიური აშლილობაა და იყო დღეები როცა გულრწფელად მეგონა რომ ვგიჟდებოდი, რეალობასთან კავშირს ვკარგავდი…იყო პერიოდი როცა თვეების მანძილზე სახლიდან კი არა, ოთახიდან გასვლის შიში მქონდა…იყო დღეები როცა ფანჯარასთან ვდგებოდი და გულრწფელად ვდებატობდი ტვინში უკეთესი ხომ არ იქნებოდა რომ დამემთავრებინა ჩემი განუწყვეტელი ტანჯვა. ალბათ იმიტომ არ მივიღე ეს გადაწყვეტილება და იმიტომ ვარ დღეს აქ რომ ჯერ კიდევ არის ამ დედამიწაზე რაღაც, რისი გამოცდაც მინდა ან რისი იმედიც მაქვს ან რისკენაც მივისწრაფი. არასდროს შემრცხვება იმის თქმა რომ სისტემატიურად ვიღებ მედიკამენტს ჩემს OCD-სთან საბრძოლველად. მედიკამენტის წყალობით ამ პრობლემის წინაშე მარტო აღარ ვარ, we are in it together. დღეს ბევრ ისეთ რამეს ვაკეთებ რასაც მეგონა ვერასდროს შევძლებდი, ბევრი ისეთი რამ გავაკეთე რასაც მეგონა რომ მხოლოდ ოცნებაში თუ გავაკეთებდი. ჩემი კომფორტის ზონა ნელ-ნელა ფართოვდება და იმ ადამიანს ოთახის ზღურბლს რომ ვერ ცდებოდა და ყველა იმ ადამიანს ვინც ახლა ვერ ცდება ამ ზღურბლს, მინდა ვუთხრა: იმაზე ბევრად ძლიერი ხარ ვიდრე გგონია, შენი ტვინი ხშირად გატყუებს, ბევრი რამ არის ამქვეყნად რისთვისაც ღირს ცხოვრება, პირველი ნაბიჯები ყოველთვის ყველაზე რთულია. “It gets easier, you just have to do it everyday, that’s the hard part, but it does get easier.”

    • @mgebsthegreat
      @mgebsthegreat  2 місяці тому +1

      🫶

    • @memindia100
      @memindia100 2 місяці тому +1

      Just do it, believe tomorrow will be a better day than today! Why? Because you want to! Because you want to! Good Luck!

  • @marigongadze5418
    @marigongadze5418 2 місяці тому +9

    მარიამ , ულამაზესო და უნიჭიერესო😇. ჯერ მარტო მაშინ მოვიხიბლე შენით როცა შენი ისტორია მოყევი თუ როგორ გაიარე ურთულესი გზა და როგორ მოხვდი იქ სადაც მოხვდი. ის ვიდეო ჩემთვის დღემდე მოტივაციის წყაროა და არაერთხელ მინახავს. როცა რამე შეუძლებელი მგონია შენი ისტორია მახსენდება ოღონდ მართლა არ ვაჭარბებ. შემდეგი შენი 25 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო რაც საზეპირო გახდა ჩემთვის. სიმართლე გითხრა მიკვირდა ვფიქრობდი სად გაქრა ეს გოგო. come back ასეთი ჰქვია მადლობა რომ გაგვიზიარე ეს ყველაფერი იცოდე რომ უამრავ ადამიანს დაეხმარები შენი ისტორიით. ნებისმიერი სიღრმის ფსკერიდან შეიძლება ამოსვლა. შენ კი უდიდეს წარმატებას, ჯანმრთელობას და ყველაფერს ყველაფერს კარგს გისურვებ. არ გიცნობ მაგრამ იცოდე რომ შორიდან გგულშემატკივრობ 💕

  • @evaphajishvili5315
    @evaphajishvili5315 2 місяці тому

    ეს ვიდეო guiding light იქნება ბევრი ადამიანისთვის. მადლობა. I wish you all the very best in life ❤

  • @takochkhaidze3951
    @takochkhaidze3951 2 місяці тому +3

    მიხარია შენი დანახვა❤❤❤ნაცნობია ყველა თემა რასაც შეეხე💫💫💫რატომღაც ისე გავიზარდეთ რომ საკუთარი თავის სიყვარული ტეხავს 🫠არა და ყველაზე მნიშვნელოვანია❤❤❤

  • @Azhra00
    @Azhra00 2 місяці тому

    ყოველდღიურად ყველაზე რთულ სიტყვებს ვუმეორებ ჩემ თავს love myself! love myself!
    მადლობა გაზიარებისთვის ❤

  • @nn_tasHa
    @nn_tasHa 2 місяці тому +2

    მარიამ,პირველ რიგში მართლა ძალიან მიხარია რომ ახლა უკვე კარგად ხარ,ასეთი რაღაცის გაზიარება საზოგადოებისთვის იმხელა გამბედაობას მოითხოვს …მადლობა ამისთვის.რაღაც მომენტში ვტიროდი იმდენად შევიგრძენი შენი მდგომარეობა,ისე გადმოსცემდი და ისე გულწრფელად საუბრობდი.
    შენი ყოველი ვიდეოდან რაღაც ახალს ვსწავლობ.
    საოცარი ადამიანი ხარ,ბედნიერებას გისურვებ და მიყვარხარ❤you’re the sister i never had🫂

  • @salome_gamgebeli
    @salome_gamgebeli 2 місяці тому +2

    მადლობა რომ ასეთი პირადული ამბები გაგვიზიარე❤️ i felt seen and hope i will be better too

  • @anashavlokhova6640
    @anashavlokhova6640 2 місяці тому +2

    ♥️♥️♥️♥️ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ამ ვიდეოს გაზიარება 🫰🏼 მადლობა!

  • @izapapalashvili2752
    @izapapalashvili2752 2 місяці тому +5

    სულ სულ პირველი ვიდეობიდან გიყურებდი და ბევრი რამ გავიაზრე შენთან ერთად, მაგრამ that video is another level, მადლობა, მაადლობა, მადლობა ამ ვიდეოსთვის, I have just found out a lot, ბოლო ხმაზე ვტიროდი, like, I was sobbing while watching, იმდენად ახლოს მოვიდა . ძალიან კარგად მინდა რომ იყო.

  • @pandudi3905
    @pandudi3905 2 місяці тому

    ნაცნობი თემაა ჩემთვის. ერთადერთი გამოსავალი რაც ვიპოვე ეს ფსოქოლოგთან თერაპიია . საერთოდ სხვა ადამიანი გავხდი , ცხოვრებას სხვა თვალით ვხედავ ❤ წარმატებები ყველას

  • @ნინიმაისურაძე-ჭ8რ

    Girlll you have no idea how wonderful, strong and beautiful you are inside out, I'm happy for you that you're survived, i don't know you but i love you as a human being,you're the sweetest person, wish you get better and better all day, send you love, peace and kindness ♥️♥️✨never forget that god is always within you, guiding you and love you!

  • @mariamgura
    @mariamgura 2 місяці тому +1

    თითქოს ყველანი რაღაც მორბენალ ბორბალში ვართ და არ შეგვიძლია გავჩერდეთ. ყველაზე მთავარია,რომ ჯანმრთელები დავრჩეთ,არ აქვს მნიშვნელობა ვინ ჩაგვთლის ლუზერად უბრალოდ მთავარია გვჯეროდეს,რომ ყველა გვირაბიდან გამოვაღწევთ.თუ წავიქცევით არაუშავს დაე გვიყურონ და ისწავლონ,წაქცევის შემდეგ ფეხზე დადგომა როგორია. გილოცავ სულიერი სიმშვიდის მოპოვებას☘️☘️☘️

  • @konstantinekhurodze1194
    @konstantinekhurodze1194 2 місяці тому

    უსაყვარლესი ხარ 🥰
    ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ვიდეოები და ინფორმაცია.
    ახლა ვუსმენ ამ ვიდეოს და ზუსტად ანალოგიური გრძნობები მაქვს გავლილი. თან რთულია როდესაც ვერ ხსნი ამ ყველაფერს და ძალიან გამეხარდა რომ თურმე მარტო არ ვარ.
    სამწუხაროდ ჩვენს თავს მხოლოდ ჩვენ ვერჩით...
    სხვათაშორის თვეებია რომ ერთი და იგივე საკითხს ვერ ვუჩერდები და სულ დავხტივარ სხვა და სხვა თემებზე.. ეს იყო ვიდეო, რომელიც ერთი ამოსუნთქვით ვუნახე და არ გადამირთავს :)
    ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო.

  • @Wadiplavidadgi
    @Wadiplavidadgi 2 місяці тому +2

    მარიამ, დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი გაგვიზიარე. ამისთვის ძალიან დიდი გამბედაობაა საჭირო და უბრალოდ ვაუ. ძალიან ძლიერი გოგო ხარ. ეს ვიდეო ნამდვილად მჭირდებოდა. მადლობა🤍

  • @mariamkakalashvili3860
    @mariamkakalashvili3860 Місяць тому

    მადლობა რომ ამის შესახებ ასე ღიად ლაპარაკობ

  • @elektraa1
    @elektraa1 2 місяці тому +3

    არადა იმ , თურმე რთული, პერიოდის ვიდეოების შემყურე, როდესაც სულ მუშაობაზე და მეცადინეობაზე , მიზნებზე საუბრობდი და ფიქრობდი, მე პირადად მიჩნდებოდა განცდა რომ მე არ ვიყავი შრომისმოყვარე ;- ხალხი რამდენს შრომობს და მეცადინეობს, ღამეებს ათევს… ამ დროს მე ძალიან არხეინად რომ მეძინა, აი მაგაზე გამიჩნდა კითხვები და ქონსერნები ჩემს თავთან =D ვიღაცისთვის შეიძლება მოტივატორიც იყო იმდროინდელი ვიდეოები და არც fake ყოფილხარ დარმწუნებული ვარ, მაგრამ გამოდის რომ მთლად რეალობის და სიჯანსაღის ამსახველი არ ყოფილა ის პერიოდი. კიდევ კარგი, წამიერად გაგრძელდა ჩემი წუხილები =D
    anyway, you are adorable ❤

  • @mariias____
    @mariias____ 2 місяці тому

    ძალიან მაგარი გოგო ხარ რო ამაზე საჯაროდ ისაუბრე ❤ ყველა ემოცია მესმის, ყველა ფაზა მესმის და მადლობა, რომ ამაზე ილაპარაკე ამდენი ადამიანთან და შექმენი პრეცენდენტი ❤

  • @tamarvarshalomidze98
    @tamarvarshalomidze98 2 місяці тому +1

    ძალიან დიდი მადლობა რომ ამ თემაზე ღიად ისაუბრე❤ კარგი გოგო ხარ, ძალიან ყოჩაღი და გისურვებ, მალე იგრძნო რომ კიდევ და კიდევ უფრო უკეთ ხარ ❤
    ყველაფერი მოიცდის, მთავარია შენ იყო კარგად!🫶

  • @ninodvali7699
    @ninodvali7699 2 місяці тому +1

    აღიარება მართლა პირველი საფეხურია. მეც მიმიყვანია თავი eating disorder-მდე და წლების მერე გავაანალიზე რა ხდებოდა ჩემს თავს მაშინ. გარემო გამოვიცვალე, ვხოვრების სტილი შევცვალე და თავისით დალაგდა, თუმცა, იმდენი წელი ვიტანჯე რომ, უნდა მივსულიყავი ფსიქიატრთან არ იქნებოდა ურიგო. სამწუხაროდ იმ მომენტში ვერ აღვიქვამთ რომ ფსიქიატრი გვჭირდება. (თან ხო ტეხავ) მიხარია რომ კარგად ხარ! ❤

  • @ნინონიცაგაგნიძე

    მარიამ❤ მართალია ჩვენ გვჭირდება იმის გააზრება რომ ფსიქიკას/ ტვინს ჭირდება ისეთივე მკურნალობა, როგორც სხვა ნებისმიერ ორგანოს და ამაში ტაბუდადებული არაფერი არ უნდა იყოს, რადგან ჩვენ ჰიპერტენზიაზე ვსაუბრობთ ღიათ, მაგრამ მენტალურ ჯანმრთელობაზე არა. ასევე ვიმედოვნებ იმსაც რომ ფსიაქტრია მიმართულება, მიდგომა, მკურნალობა ისე როგორც ეგ მანდაა, რადგან ხშირად ექიმების , ფსიატრების მიდგომა, პრობლემიდან იწყება ეგ ყველაფერი. წარმატებები ❤❤

  • @vakhtangpirtskhalava7397
    @vakhtangpirtskhalava7397 Місяць тому

    I just wanna make a film about it!
    🥲
    gurl, სლეი! I feel you! I am proud of you!

  • @Weedy
    @Weedy 2 місяці тому

    You're not alone Mariam, ძაან relatable საათი და 56 წამი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ კიდე ძაან ბევრი ადამიანისთვისაც. მიყვარხარ და მეიმედები იმიტომ რომ გეყო იმის გამბედაობა რომ ესეთი რთული ვიდეო ჩაგეწერა და აგეტვირთა. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ 💗💗💗

  • @Viceversaview
    @Viceversaview 2 місяці тому +2

    სამი წელი მეც საზღვარგარეთ.
    Cancer - moon :))
    - ბევრი მსგავსი ეპიზოდებით რაც მოყევი.
    მადლობა, მარიამ, ღიად რომ ისაუბრე. ❤

  • @ruso581
    @ruso581 2 місяці тому

    აუ🥺
    ძაან მჭირდებოდა ახლა ასეთი რამის მოსმენა. ეს ვიდეო არის იმედი! უდიდესი მადლობა და წარმატებები❤

  • @ekamikeladze8126
    @ekamikeladze8126 2 місяці тому +2

    Thanks for speaking up, you are loved,we love you.

  • @nikajiqia7422
    @nikajiqia7422 2 місяці тому +5

    იმედია ახლა ხვდები რომ ამ
    ვიდეოში რა პრობლემებზეც საუბრობ,არცერთი მათგანი შენგან არ გამომდინარეობს,ყველაფერი იმ სისტემი,ყოველდღიურობის და უაზრო ფასეულობების ბრალია რაც ადამიანებმა შევქმენით,ანუ დღევანდელობის,რომელმაც მოიტანა ის მენტალური პრობლემები რაც შენ და უამრავს გტანჯავდათ.
    შენ კიდეგ უამგრესი გოგო ხარ!💙💙💙💙💙💙

  • @atlantida6865
    @atlantida6865 2 місяці тому +4

    პირველ რიგში იმას გეტყვი რომ ძალიან ლამაზი და მეტყველი თვალები გაქვს და რადგან სულ აქეთ იქით იხედები ყველა მხარეს დავხატე კარგი ვარჯიში გამომივიდა )))))) მეორე რაც შეეხება თემას, რაღაცეები თვთონაც მშვენივრად გაგიაზრებია მაგრამ მეც ჩემი მხრიდან რჩევას მოგცემ საკუთარი გამოცდილებიდან, მსგავსი პერიოდი მეც მაქვს გავლილი. ესეიგი ზოგადად რაც უფრო გონიერია ადამიანი (და შენ აშკარად აქტიური მოუსვენარი გონება გაქვს ბევრის ათვისება შეგიძლია და მოკლედ გონიერი ხარ თან ემოციური) მით უფრო საკუთარი გონება ტვინს უბურღავს, ცდილობს ყველაფერზე ათასგზის ინერვიულოს შესაბამისად რაც მეტი ფანტაზია გაქვს უფრო მრავალფეროვნად გიხატავს პრობლემებს, პირველყოფილებიდან მოყოლებული ადამიანს უამრავი საფრთხეები ქონდა ამიტომ ტვინი მუდმივად რაღაცეებზე ნერვიულობისკენ არის მიმართული. შენი ტვინი ხდება რეჯისორი მაგრამ ჰორორის ჟანრის, როცა შეგიძლია ტვინი საკუთარ ადგილას მოსვა და საერთოდ აუკრძალო ნეგატივზე ფიქრი. ტვინი შენ უნდა გემორჩილებოდ და არა შენ მას ზოგჯერ ის ცალკე ტიპი ხდება და ისე გამაიმუნებს ვერც იაზრებ, მაგალითად თუ გეტყვი რომ არ იფიქრო მაიმუნზე შენი ტვინი აუცილებლად იფიქრებს მაიმუნზე )) ერთი მარტივი მეთოდს გასწავლი როცა რაიმი სანერვიულოა კონცენტრირდი მოიკრიფე გონება მაგ თემაზე დაალაგე შენი აზრი და მას შემდეგ რამდენჯერაც შენი გონება შეეცდება ახლიდან დაუბრუნდეს და ემოციურად გაგტანჯოს ერთიდაიგივე სტრესული ფიქრის მრავალფეროვანი ვარიაციებით, (აი მაგალითად შენ ძაღლზე როგორც ნერვიულობდი) აიღე ყვითელი წვრილი რეზინები რომ არის ქაღალდის შესაკვრელი ეგ გეკეთოს მაჯაზე და რამდენიც ნეგატიურ არაფრის მომცემ ფიქრს დაუბრუნდები გაწელე და გაიტკაცუნე :დდდ ნუ ეხლა თავსაც ნუ იწამებ მაგრამ ტვინი რომ შეეჩვიოს ქვეცნობიერში რომ დალაგდეს ის თემა რომ მუდმივად ნეგატივზე ფიქრი კი არ გეხმარება არამედ ფიზიკურ დისკომფორტს იწვევს. შენ მაგალითად ამ ზედმეტი ფიქრებისგან გასაქცევად არაბუნებრივად დაიტვირთე თავი შრომით რომ ფიქრის დრო აღარ დაგრჩენოდა. ნარკოტიკს და სხვა მსგავს თრობას ტვინის გასათიშად ნამდვილად ჯობია მაგრამ ეგაც ანგრევს ადამიანს. ერთი რამეა კიდე ადამიანის ორგანიზმი მანქანასავით არის, როგორც მანქანას ბენზინი ზეთი და სხვადასხვა ნივთიერებები ამოძრავებს ისე ადამიანის ორგანიზმი ვერასდროს იქნება ბედნიერი თუ სწორად არ გამოიმუშავებს მაგალითად სერატონინს ენდორფინებს რაც ყველაზე კარგად ღამის ძილის დროს 12 დან 3 საათამდე გამოიყოფა ორგანიზმში და მზგავს კიდე უამრავ ნივთიერებებზეა დამოკიდებული განწყობა ამის დასარეგულირებლად უკვე ექიმია საჭირო. ბოდიშით რომ სიტყვა გამიგრძელდა იქნებ გამოგადგეს ჩემი რჩევა შენ ან შენს აუდიტორიას. მოკლედ ხალხნო ტვინი მართედ და მას არ ამართინოთ თავი თორე შეუძლია სერიოზულ პარაზიტად იქცეს.

  • @salojavakhishvili4488
    @salojavakhishvili4488 2 місяці тому

    ძაან მესმის შენი, თან მე cancer sun ვარ საერთოდ და ძაან ახლოს მივიტანე რაც მოყევი. ჩემი თავი წავიკითხე შენი საუბრიდან. მეც გამოვიარე 2 წლიანი დეპრესია მინიმუმ, რომელსაც პირველი კრიტიკული თვეების შემდეგ ისე ვნიღბავდი ვერავინ ამჩნევდა. აპათიურობის პერიოდი, რა ძალიან კარგად მესმის, დაახლოებით 1 წელი საერთოდ ვერაფერს ვგრძნობდი, არანაირი ემოცია არ მქონდა, თითქოს იმ ადგილას არც ვიყავი, მე არ ვიყავი და ეს ჩემს თავს არ ხდებოდა. ვერიდებოდი საუბარს, არ მსურდა/მეზარებოდა კონტაქტი. აღნიშნე, რომ ყველას ის მაგალითი მოჰყავდა შენთვის აი შენ რა განერვიულებს ყველაფერი გაქვს და ხალხი საშინელებებს გადის. მათ ეგონათ ეს უკეთესად გამხდიდა. არა, უარესად გავხდი, უფრო ვიკეტებოდი ჩემს თავში, დავიწყე ფიქრი, რომ რაც მეტს ვილაპარაკებდი მით მეტად დამაზიანებდა ეს, რაც მეტად ვიგებდი იმავე არგუმენტებს, ვფიქრობდი, ნუთუ ასეთი სუსტი ვარ, მაშინ მომავალში რა მეშველება, როდესაც ასაკთან ერთად ცხოვრებაც გართულდება და მეტი პასუხისმგებლობები დამეკისრება. მაშინ ამას საერთოდ ვეღარ გავუმკლავდები თქო. არც ვიცი ამ დრომ როგორ გაიარა, როგორ დასრულდა ის პანიკური შეტევები რაც მქონდა და არც ის მახსოვს როგორ წამოვაყენე საკუთარი თავი ფეხზე. შეგრძნებები დამიბრუნდა, ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, თუმცა სპეციალისტის დახმარება არ მიმიღია. სამწუხაროდ დამრჩა შიში, ამ ყველაფრის გამეორების, იმედია საბოლოოდ გადავლახავ ამ მდგომარეობას და შენც ჯანმრთელობას გისურვებ, ასე მგონია სულიერი ჯანმრთელობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური. დეპრესიას შეუძლია ყველაფერი გააუფერულოს და არავის ვუსურვებ ამის გამოცდას

  • @maryshansho3368
    @maryshansho3368 2 місяці тому

    Girl you have done enough! You are enough! Just continue living ❤ madloba!

  • @annbibb7222
    @annbibb7222 2 місяці тому

    I know it was difficult to upload but dont have any regrets, both side needed this, you to express yourself and for us (especially me) to think what we are doing wrong. THANK YOU beautiful soul you are so strong

  • @baghashvili
    @baghashvili 2 місяці тому +1

    ამერიკაში ვისწავლე მაგისტრატურაზე და ზუსტად მესმის რაზეც საუბრობ, მარიამ. ქრონიკული anxiety, imposter syndrome და mental breakdown მქონდა. ჩემ შემთხვევაში eating disorder bingeing-ში გამოიხატებოდა, რის გამოც ძალიან მოვიმატე წონაში..anyways, მადლობა რომ შენი ისტორია გაგვიზიარე ❤მაგარი გოგო ხარ და წარმატებებს გისურვებ!☺

  • @KOSH-
    @KOSH- 2 місяці тому +1

    you just needed a relationship and now as well ! you said ,,i love you" at the end, its a catch : u need to love someone who will love you and take care of you, relationships... girl.. calm dawn

  • @Nino-Ga
    @Nino-Ga 2 місяці тому +1

    მარიამ, ამ ვიდეოს ჩასაწერად იმხელა მენტალური სიძლიერეა საჭირო, ასეთი მაგარი უბრალოდ როგორ ხარ! ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ! ❤ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ ვიდეოსგან და მადლობა ამისთვის 🙏 ასეთი უშუალო რომ ხარ, მეგონა უბრალოდ საუკეთესო მეგობართან ერთად გავატარე ერთი საათი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის ჩემი.

  • @tamunaberiashvili191
    @tamunaberiashvili191 2 місяці тому

    იმდენი ვიტირე😭😭😭 მადლობა გაზიარებისთვის❤️❤️❤️
    თავს გაუფრთხილდი✨🫂❤️

  • @Jei_______
    @Jei_______ 3 місяці тому +3

    Beautiful inside and out! Love you 🤍🤍🤍

  • @MariYaraula
    @MariYaraula 2 місяці тому

    ახლა ჩემი სახე რომ დაინახოთ სულ სველი მაქვს. მგონია რომ ქრონიკულ დეპრესია მაქვს,მგონია და სულ იმის ფიქრში ვარ რომ ვერასდროს ამოვალ ამ დეპრესიის ჭაობიდან. ძალიან ახლოს იყო ყველაფერი რაც ილაპარაკე მარიამ. ზედმეტადაც კი… და ყველაზე დამღლელი ნიღბის მორგებაა გეთანხმები. არავის ვუსურვებ არც ფიზიკურ და არც მენტალურ აშლილობას. ვისურვებდი რომ ყველა იყოს ჯანმრთელი, გაწონასწორებული, ჰქონდეთ ბედნიერი დღეები და თუ მოწყენილი დღეები ექნებათ ცხოვრებაში ესეც ნორმალური იყოს მათთვის. ძალიან რთულია ილაპარაკო საზოგადოებასთან შენი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ და მე მადლიერი ვარ ამ ვიდეოს გაზიარებისთვის, იმ ნაბიჯისთვის რაც გადადგი, იმისთვისაც რომ საკუთარ თავს შემოუძახე და მიმართე პროფესიონალს და ნელ-ნელა ფეხზე წამოდექი. ❤️‍🔥 მადლობა კიდევ ერთხელ. 🪄 დიდი წარმატებები შენ და ასევე ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას გისურვებ მთელი გულით. 🤗💋

  • @mariamgoginashvili4613
    @mariamgoginashvili4613 2 місяці тому

    მარიამ!
    რამდენად რეალურ პრობლემებზე საუბრობ და როგორ გულწრფელად!
    მადლობა ამ ვიდეოსთვის და მჯერა, ძალიან ბევრი ფერადი დღე გელოდება❤

  • @queenofmysticism2000
    @queenofmysticism2000 2 місяці тому

    მარიამ, ამ ვიდეოთი გაგიცანი მე პირადად და შემიყვარდი აი ასეთი ფასადების გარეშე და შენი ინდივიდუალურობით, როგორი საინტერესო პერსონა ხარ, გილოცავ იმ კარის შეხსნას, რომელსაც საკუთარი თავის შეცნობა-დამეგობრებასთან მივყავართ, ეს გამოცდილება ჩათვალე რომ არის შენი ოქროს გასაღები, ჯანსაღი მენტალური სიძლიერის შესაძენად, რასაც დღითი დღე უფრო მეტად მიუახლოვდები.❤❤❤❤❤❤❤❤

  • @tutivashakidze8748
    @tutivashakidze8748 2 місяці тому

    იცით ეს ყველაფერი გეტყობოდათ ხოლმე ვლოგებში, ეს ემოციური rollercoaster და ვფიქრობდი, ნეტა როგორ უჭირს ახლა თქო 🥹 ძალიან მაგარი გოგო ხარ ❤❤❤

  • @MariamTodua-e5r
    @MariamTodua-e5r 2 місяці тому

    ვფიქრობდი რა დამეწერა..ბევრი რამის თქმა მინდოდა შენთვის❤
    თუმცა მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოვიფარგლები❤
    გილოცავ ახლად დაბადებას❤❤❤

  • @ketevanbolkvadze4041
    @ketevanbolkvadze4041 2 місяці тому +1

    მარიამ, დიდი მადლობა ამ ყველაფრის გაზიარებისთვის❤❤
    Really helped me

  • @mariamchokheli6679
    @mariamchokheli6679 3 місяці тому +1

    i just want to thank you for this honestly i have been watching you on tiktok, youtube for motive since start of this year, im in london and going throught the same girll, aq chamovedi 2013shi da dzalian bevri ram gadamxda da dzalian gamixarda is rom marto me ar var vinc damoukideblad laxavs tavis cxovrebas, you are fully my motivation bro.😃

  • @Penelopa1317
    @Penelopa1317 2 місяці тому

    ბედნიერებას გისურვებ მარიამ და სულიერ სიმშვიდეს ❤❤❤❤ მადლობა ამ ვიდეოსთვის, ჩემი ისტორიაც მოყევი ❤

  • @ingabakuradze3115
    @ingabakuradze3115 2 місяці тому

    მეც გამოჯანმრთელების გზაზე ვარ და ბევრი რამ რეზონანსში მოვიდა ჩემთან. მადლობა გაზიარებისთვის მარიამ ❤

  • @ninnakhomeriki562
    @ninnakhomeriki562 2 місяці тому

    მადლობა მარიამ, საოცრად მჭირდებოდა ამ ყველაფრის მოსმენა❤️🫂 და მიხარია, რომ უკეთ ხარ❤

  • @irinabagauri9181
    @irinabagauri9181 2 місяці тому

    მასე სასწავლად წასვლის შემდეგ დამეწყო მეც მსგავსი დეპრესია.მგონია, ჩემს ამბავს ყვები. მადლობა, რომ გაგვიზიარე. მაგარი გოგო ხარ და ეს გამოცდილება გასწავლის ზუსტად ბედნიერებას. ასე რომ წინ სულ მზიანი დღეები! შორიდან, ასე ძალიან მიყვარხარ!

  • @MariamJaparidze-et9mg
    @MariamJaparidze-et9mg 2 місяці тому +1

    ვიდეო გავწყვიტე, უბრალოდ, კომენტარის დაწერა მომინდა. ვაკვირდები დიდი ხანია და ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ზედმეტად იდეალისტები არიან და მუდმივად საკუთარ თავს ისჯიან იმისთვის, რომ 5 წთ დაისვენეს და სულ საკუთარი თავის იძულებაში იმყოფებიან, კი, ფსიქიკურ-ფსიქოლოგიური პრობლემები ეწყებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზუსტად ეგეთი ადამიანები იპყრობენ მწვერვალებს. თან აცნობიერებენ, რომ წნეხში ამყოფებენ თავს და ეს ზედმეტია და თან იმასაც ადასტურებენ, რომ ზუსტად ეგ თვისება აღწევინებთ მათ მიზნებს. კი, ნამდვილად პასიური შური გამოსჭვივის ამ ჩემი დასკვნიდან, რადგან, ალბათ, ჩემს გენში და ჩემი აღზრდისას არ ჩადებულა პერფექციონისტობა, სამწუხაროდ, რის გამოც ჩემი შედეგები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ხოლმე, საშუალო სტატისტიკურობას ვერ სცდება, ეგეც იმიტომ, რომ დადასტურებული ADHD მაქვს, რაც დედლაინამდე უკანასკნელ დღეებსა და საათებში მიაქტიურებს ხოლმე ტვინს და მაკეთებინებს გასაკეთებელს, ოღონდ, როგორც ყოველთვის, იდეალისგან შორს, რადგან დრო არასდროს არ მყოფნის ყველაფრის მოსასწრებად. ამიტომ, სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ეგ ძალიან მაგარი თვისება გაქვთ, ებრძოლოთ თავს, იყოთ მაქსიმალისტები და აღწევდეთ მიზნებს! მიუხედვად იმისა, რომ ბრძოლა საკუთარ თავთან არაა მისასალმებელი და სჯობს იმას აკეთებდე, რაც სიამოვნებასთან ერთად, ფინანსურ კეთილდღეობასაც მოგიტანს, მაინც, ეგ ძალიან რთული შესასრულებელია, როცა შენი სიამოვნება შეიძლება, არც ისე სასიამოვნო გზის გავლას გიქადდეს. ანუ სწავლებები ყველა სიტუაციას ვერ მოერგება, ბუნებრივია. ამიტომ, ვისაც გაქვთ ეგ თვისება, მოსალოცად გქონიათ საქმე, მგონი. მენტალური ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, მაგრამ მასეთ პიროვნებებს ცხოვრება გასწავლით ბალანსის დაჭერასაც და საბოლოოდ ჰარმონიასაც მიგაღწევინებთ. ჩემნაირებს აქვთ საქმე დასანანად, თორემ თქვენ გაგმართლებიათ. ბოდიში, უბრალოდ ძალიან მაწუხებს ეს ფაქტი და ცოტა თავიც კი მეცოდება ამის გამო. 😢 ვცდილობ და იმედია, მეც ვასწავლი საკუთარ თავს თვითდისციპლინას. წარმატებები ყველას!❤

  • @bubblegum447
    @bubblegum447 2 місяці тому

    მარიამ, დიდი მადლობა ყველა ემოციისთვის, ინსპირაციისთვის და იმედისთვის ❤

  • @TsiraMamaladze
    @TsiraMamaladze 2 місяці тому

    ძალიან ბევრი მომენტი დავიჭირე ჩემს თავში... საკუთარი თავის ბულინგი და სინდისის ქეჯნა განსაკუთრებით. და ეს ყველაფერი იმის მერე რაც სასწავლებლად წამოვედი კანადაში 39 წლის ასაკში ოჯახთან ერთად. ზედმეტები ავიღე ჩემს თავზე მენტალურად და შედეგიც ის იყო, რომ საკუთარი მე დავივიწყე. მუდმივად მეტს ვთხოვდი და ვსტრესავდი. 1 წლის თავზე მივხვდი რომ ასე არ უნდა გამეგრძელებინა.

  • @NiniCo_Co
    @NiniCo_Co 2 місяці тому

    საოცარი გოგო ხარ, მარიამ (ბოდიში, შენობით რომ გელაპარაკები, ძალიან ახლობლად გთვლი), ძლიერი და ყველაფერი კარგად გექნება

  • @tamoafciauri6825
    @tamoafciauri6825 2 місяці тому

    ❤უკარგესი გოგო ხარ,ამ წუთას ჩემი მეუღლე გადის ამ პერიოდს და დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ დროს ვინმე დგას თუარა შენს გვერდით,მე რომ შევამჩნიე როგორ ეფლობოდა დეპრესიის ჭაობში დავიწყე გზების ძიება როგორ დავხმარებოდი ამ წუთას შედეგი ნამდვილად არის უბრალოდ ამ ყველაფერს უფლება მივეცით რომ სიღრმეში წასულიყო,შენმა ვიდეომ უფრო მეტი მოტივაცია მომცა იმის რომ მეტად დავეხმარო❤️ეს არის დიდი და რთული გზა სადაც მარტო არ უნდა იყო

  • @embryella6249
    @embryella6249 2 місяці тому

    მეც შევწყვიტე ვლოგების დადება იგივე მიზეზით. 🤦🏻‍♀️ მასე გამომეცალა ფარიც, ხმალიც და გავაანალიზე რომ სულ მარტო დავრჩი 4 მილიონიანი LA-ის ჯუნგლებში.
    ზუსტად გადმოსცემ რასაც აქ გავდივართ. მე ჯერ ბოლომდე ვერ გამოვედი, რომ “გავბედო” ისევ გაგრძელება ჩემი სთორების მოყოლის. 💜 Good luck baby. We are in the process.

  • @tinatindadunashvili2993
    @tinatindadunashvili2993 2 місяці тому

    დაისვენე მარიამ

  • @ellakay.9771
    @ellakay.9771 2 місяці тому

    ახლა ამ ვიდეოს რომ ვუსმენ, მიხარია რომ I am also survivor და წარსულშია ეს, მაგრამ როგორ ყველა სიტყვა მესმის, u have no idea ❤

  • @magdatutberidze3735
    @magdatutberidze3735 2 місяці тому

    მარიამ საოცარი გოგო ხარ . ასეთი დიდი სიამოვნება და თავისი განვითარებით დასაწყისით მერე ჩავარდნა და დარქ მხარე და მერე ზღაპრის ბოლო რომ კეთილია, ისევ შენი ვიდეო მახსენდება ამერიკაში წასვლაზე🩵 ყველაფერი კარგად იქნება მჯერა 🩵🙏მადლობა ამ ვიდეოსთვის

  • @Gvantsa-hb4lv
    @Gvantsa-hb4lv 2 місяці тому

    Gurl u are absolutely brave and strong person🩷thank u so much for this video🥹just to know, you are doing great✨

  • @ENDLESSMORE
    @ENDLESSMORE Місяць тому

    Don't try to be someone else, be yourself and know that that's good enough

  • @tatulikapanadze1900
    @tatulikapanadze1900 2 місяці тому

    madloba am videos gaziarebistvis. dzalian mnishvnelovania mentalur jamrtelobaze saubari!

  • @_Sakartvelo_
    @_Sakartvelo_ 2 місяці тому

    როგორ სიცილ-სიცილით მოყევი შენი პრობლემის შესახებ, სულიერ სიმშვიდეს გისურვებ მარიამ❤️

  • @1515sally
    @1515sally 2 місяці тому

    ესე მგონია ჩემზე ყვები❤ აი guilty conscience დამყვებწ მუდამ, ქუჩაში ვიღაცა რო წაიქცეს ეგრევე ვფიქრობ ჩემი ბრალია. სამსახურში ვინმეს პრობლემა თუ შეექმნება ეგრევე “ ჩემი ბრალია”, ან სარტთოდ არაფერი რო არ მოხდეს ვფიწტობ მოხდევა რამე მალე რაც ჩემი ბრალი იქნრბა❤😢

  • @ხატიაგრემელაშვილი

    პირველ რიგში მადლობა ძალიან დიდი ასე ღიად საუბრისთვის , ბევრს დაეხმარება ეს ვიდეო❤️მარტო არხარ 😂 Oldest child syndrome ✨

  • @Anna-ty6ey
    @Anna-ty6ey 2 місяці тому

    მადლობა❤ბევრს დაეხმარება/დაგვეხმარება ეს ვიდეო ❤❤eating disorder ზეც თუ ისაუბრებ კარგია ხშირი პრობლემაა🥹

  • @mariturmanidze-ez1lg
    @mariturmanidze-ez1lg 2 місяці тому

    ici rogor mexmareba sheni rchevebi. you are my motivation. proud of u gurl.
    pirvel rigshi janmrteloba danarcheni mere. you're not week you are strong woman.❤
    Love you❤

  • @gurandamikava9011
    @gurandamikava9011 2 місяці тому

    მადლობა☀️❤️

  • @tkhinvaleli
    @tkhinvaleli 2 місяці тому

    ❤❤❤მადლობა მარიამ გულწრფელობისთვის❤❤❤❤

  • @mariamgigineishvili1987
    @mariamgigineishvili1987 2 місяці тому

    მარიამ, ძლიერი და მაგარი გოგო ხარ. ამ ყველაფრის გადატანა და მერე სხვებისთვის გაზიარება მარტივი არ არის და ყოჩაღი ხარ ძალიან

  • @Tamari2526
    @Tamari2526 2 місяці тому

    მადლობა შენ ამ ვიდეოსთვის. ძალიან მაგარი გოგო ხარ!♥️

  • @AnaBeridze-h2v
    @AnaBeridze-h2v 3 місяці тому

    მარიამ, thank you so much for sharing 🤍 take care of yourself 💫

  • @sallytkhilaishvili2549
    @sallytkhilaishvili2549 2 місяці тому

    ძალიან გულახდილი და საინტერესო თემაა😊 მადლობა გულწრფელობისთვის❤

  • @vivien2656
    @vivien2656 2 місяці тому

    “You can heal your life” by Louise Hay
    მარიამ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შენი თავია და მისი სიყვარული, ასევე ძველი patternებისგან განთავისუფლება როგორ? ამაზე პასუხებს მანდ იპოვით

  • @ekashavdatuashvili4499
    @ekashavdatuashvili4499 3 місяці тому +1

    მარიამ, შენ ხარ სამაგალითო გოგო! მადლობა ❤

  • @tamarimgebrishvili4846
    @tamarimgebrishvili4846 2 місяці тому

    ძალიან მამაცი და ძლიერი ხარ, რომ საუბრობ შენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ❤

  • @shokaninointexas
    @shokaninointexas 2 місяці тому

    Thank you for sharing your experience ❤

  • @nelikodavituliani2045
    @nelikodavituliani2045 Місяць тому

    მადლობა მადლობა მადლობა 🤍🤍🤍

  • @KetevanSaakadze
    @KetevanSaakadze 2 місяці тому

    მადლობა! Same here in NYC :)

  • @tatiakartvelishvili9506
    @tatiakartvelishvili9506 2 місяці тому

    aaaah....been there, done that... Stay strong...long way ahead ;)

  • @tatulishervashidze7969
    @tatulishervashidze7969 2 місяці тому +1

    ძალიან შემთხვევით მოვხვდი ამ ვიდეოსთან. თავიდან ვიფიქრე, რიგითი ლამაზი და attention seeking გოგო დაგვიწყებს თავის შეცოდებას და წუწუნს რაღაც გაბზარულ ფრჩხილზე. შევცდი.
    სერიოზული ბიპოლარული დაავადების და overachiever კარგი გოგოს ვაიბი მოდის, ძალიან ბუნებრივია, რომ ამას მარტო ვერ გაუმკლავდი.
    ძალიან კარგი, გულწრფელი და სწორი ვიდეოა.
    იდეაში, მენტალურ დაავადებასთან დაკავშირებულ ერთ ხშირ შეცდომას დავამატებდი: თუ ადამიანს მიზეზი აქვს რომ იყოს ცუდად, ეს რეაქციაა და არა დეპრესია. ადამიანმა თუ ყველაფერი დაკარგა, ან დაემართა რაღაც დიდი და ცუდადაა, ძალიან ბუნებრივია.
    "რატოომ უნდა ვიყოო ცუდაად" ძალიან ბევრი იტანჯავს თავს ამის გამო. 😕
    წარმატებები ყველას, ვიდეოს ავტორიან-დამკომენტარებლებიანად.

    • @mgebsthegreat
      @mgebsthegreat  2 місяці тому

      Very accurate დიაგნოზები 🫡

  • @khatiamelikidze8227
    @khatiamelikidze8227 3 місяці тому

    რამდენი რამის დაწერა მომინდა ეხლა, თუმცა ვეცდები შევამოკლო მაქსიმუმადე .
    უცებ გულზე შემომაწვა ეს მდომარეობა , რადგან რაღაც ეპიზოდები ამოვიცანი . მეორე ისაა, რომ ამ საკითხს პროფესიული თვალით შევხედე . მთავარი ამ საკითხში არის პრობლემის აღიარება და შემდეგ დახმარების აღამოჩენა . ყველაზე მაგარი ისაა, რომ საკუთარ თავს შენ თვითონ მიუსწარი გადასარჩენად .
    ასეთ მდგომარეობამდე მისვლა ბევრი წლის შედეგია , თუნაც ბრძოლა საიდანაც დაიწყე იმ დღიდან .
    ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი თერაპიაა: როგორც მედიკამენტური ასევე არამედიკამეტური .
    არსებობს რამოდენიმე მნიშვნელოვანი რამ რაც ნამდვილად ეფექტურია დეპრესიულ განწყიბასთან გასამკლავებლად .
    1.ძვირფასი ადამიანებთან დროის გატარება.
    2.გარემოს ცვლილება , თუნდაც რომელიმე ახალ ქყვეყანაში მოგზაურობა .წელიწადში 2 ჯერ მაინც .
    3.კატა შეგიძლია მოიყვანო სახლში , ძალიან კარგი ანტიდეპრესანტია . თან ვიცი რომ გიყვარს .
    4.ძილი მოიწესრიგე აუცილებლად ! დილით ადრე ადექი და საღამოს 11 დან ეცადე დაიძინო. ნუ მე 9 ზე ვიძინებ რაც ემიგრანტის სიას მივემატე 😂.
    5. კვირაში 1 დღე მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას დაუთმე , არანაირი სწავლა არანაირი მეცადინეობა , გააქრე ფიქრებიდან ვალდებუკების გრძნობა 1 დღე .
    6 . ისიამოვნე საკვებით, თუნდაც 1 ხელ კვირაში გადი სადმე დააგემოვნე საინტეტესო კერძი , რომელიც ჯერ არ გაგისინჯავს .
    7 . უი ხის ჩახუტების მეთოდი ისეთი მაგარია , ისეთი მაგარი შეგრძნება .....აუცილებლად სცადე , უბრალოდ ჩაეხუტე ხეს და შეგრძნებები მერე მოგვიყევი .
    არ ვიცი, შეიძლება უადგილოდ ჩათვალო ეს ტექსტი თუმცა, ჩემი ბევრი გამიცდილება მოგიყევი , ფსიქიატრიასთანაც მაქვს შეხება და შესაბამისად გთხოვ რომ გაუფრთხილდე თავს ! რადგან ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია .
    ❤❤❤❤❤

  • @anajalaghonia2307
    @anajalaghonia2307 2 місяці тому

    მადლობააა!❤

  • @ankagranger7747
    @ankagranger7747 2 місяці тому

    იმდენად მეტკინა ბოლომდე ვერ მოვუსმინე. ახლა გავდივარ ამ გზას... so happy that you are out...

  • @Николя-м6л
    @Николя-м6л 2 місяці тому

    thanks so much for sharing your thoughts and experience!! Very related
    You are just bestie
    wish you all the best :3

  • @aniealiite
    @aniealiite 2 місяці тому

    მარიამ პირველ რიგში მადლობა ამ ვიდეოსთვის და წესით ჩემი თქმა არც გჭირდება მარა ძალიან მაგარი გოგო ხარ, ამ ვიდეოს ყურებისას გამახსენდა inside out 2 განსაკუთრებით ვიდეოს პირველი ნაწილი თუ არ გაქვს ნანახი ეს ანიმაცია მართლა ძალიან გირჩევ. მერე შენ რომ mood swings ზე საუბრობდი რაპუნცელი გამახსენდა და წინ შენ წარმომიდექი მოკლედ ყველანაირად მაგარი ხარ და მადლობა ასეთი ვიდეოსებისთვის, ვთვლი რომ მსგავს რაღაცეებზე საჯაროდ საუბარი არის ძალიან რთული თემა და ამავდროულად ძალიან საჭიროც და მეც იგივე სურვილი მაქვს მომავალი მთავრობის მიმართ რომ იყოს უფასო ყველა ადამიანისთვის ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან სიარული ვთვლი რომ ეს საკითხი ძალიან აქტუალურია მოზარდებშიც და უნდა დაინერგოს ისეთი მექანიზმები რისი საშუალებითაც მოხდება მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება, მე პირადად ვარ სკოლის მოსწავლე და ძალიან ბევრ არასრულწლოვანს შევხვედრივარ ვისაც სჭირდება პროფესიონალის დახმარება. მადლობა ამ ყველაფერზე ასე საჯაროდ რომ ისაუბრე ბოლოს კი იმით დავასრულებ რომ stupid things have good outcomes all the time.✨🌟⭐️💫🌚❤️

  • @anagluck4802
    @anagluck4802 2 місяці тому

    As a cancer moon I can relate :( მადლობა რომ ამ თემაზე ისაუბრე

  • @mariavsajanishvili2217
    @mariavsajanishvili2217 2 місяці тому

    მადლობა❤ ამ თემაზე საუბრისთვის ❤

  • @Marooo119
    @Marooo119 2 місяці тому

    ძალიან საინტერესო ვლოგია,როგორც ყოველთვის.ნეთფლიქსზე არის კორეული სერიალი, Daily dose of sunshine რომელიც,ზუსტად ფსიქიატრიულ სტერეოტიპებს და ზოგადად ფსიქოლოგიურ თემებს ეხება აი ისეთი სერიალია კარგად,რომ ხარ სწორედ მაშინ,რომ უნდა,ნახო თანაც ისე კარგად აქვთ გადმოცემული დეპრესიის ნიშნები,ვფიქრობ მოგეწონება,ყოველ შემთხვევაში ჩემზე გავლენა ნამდვილად იქონია და ამ სერილის ნახვის შემდეგ სულ სხვანაირად დავიწყე სამყაროს აღქმა.იგივე შემიძლია ვთქვა ამ ვლოგზეც, მეც გამოცდილი მაქვს ეს შეგრძნებები(არაერთხელ) და ძალიან ახლოს მოვიდა ეს ვლოგი ჩემთანაც,მადლობა,რომ ამაზე საუბრობ თანაც ამხელა აუდიტორიისთვის.

  • @tatiamarkelia4914
    @tatiamarkelia4914 2 місяці тому

    თითქოს ხელახლა დაბადების ტოლფასია ის რასაც recoveryს დროს გადიხარ. Been there და მესმის რა ტკივილი გაქვს გადატანილი. უძლიერესი ხარ არა მარტო იმიტომ რომ საკუთარ თავს შეურიგდი და უვლი არამედ იმიტიმომაც რომ ასე საჯაროდ საუბრობ და აჩვენებ ხალხს რომ მარტო არ არიან. ❤️❤️❤️

  • @ninish2
    @ninish2 3 місяці тому

    Felt every single word deep down in my soul❤️ Thank you🫂

  • @sky389
    @sky389 2 місяці тому

    THE BEST GIRL IN THE WORLD!!! 💌

  • @etunakontridze3570
    @etunakontridze3570 2 місяці тому

    მადლობა ამ ვიდეოსთვის❤️

  • @sani-mg1ve
    @sani-mg1ve 2 місяці тому

    U can be proud of yourself 💪🏽 👏🏼❤️

  • @niniochigava7773
    @niniochigava7773 2 місяці тому

    ახლა აღმოვაჩინე რომ მეც ვსჯი ჩემს თავს და სტრესში ვამყოფებ 4წელია იმავე მიზეზით🤯 პ.ს უსაყვარლესი ხარ ,ვგიჟდები შენს ვიდეოებზე🫶🏻🫶🏻🫶🏻❤️❤️

  • @elili6790
    @elili6790 2 місяці тому

    მადლობა❤

  • @САКАРТВЕЛО-и5ф
    @САКАРТВЕЛО-и5ф 2 місяці тому +1

    სომეხი ბლოგერია ერთი და ამერიკულ სომხურად ლაპარაკობს ისიც და სასაცილოა ძაან