აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - I სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 11 вер 2020
  • ალექსანდრე ყიფშიძე (ფრონელი) ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი თავისი დროისა, მაფიქრალი და მოღვაწე კაცი, რომელმაც რამდენიმე წელიწადს იმსახურა სამხრეთ საქართველოში და შეიყვარა, შეისწავლა და განიცადა მესხეთის დიადი და უბედურებით სავსე ისტორია.
    სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
    პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
    მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
    „დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
    პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
    რეჟისორი - გიორგი ებრალიძე
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/33kzDvm
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/33olCgk
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 25

  • @valeritabatadze1188
    @valeritabatadze1188 2 роки тому +9

    ეს კაცი თანამედროვეობის ძალიან დიდი წარმომადგენელია , ისე ძალიან მიყვარხართ და აბსოლუტურად ყველა სერია მაქვს ნანახი განა ერთხელ და ორჯერ ,მრავალჯერ, ისე გემრიელად გადმოსცემთ თან . გააგრძელეთ რა ნუ გაჩერდებით .პატივის ცემით ემიგრანტი .

  • @indirakuchukhidze8109
    @indirakuchukhidze8109 2 місяці тому

    უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო თხრობისთვის🙌👏😊

  • @mananachikvanaia8100
    @mananachikvanaia8100 2 роки тому +5

    უღრმესი მადლობისა და კეთილი სურვილების გარდა არ რჩება არფრის ალაგი...დიდი მადლობა კიდევ

  • @gulugr5143
    @gulugr5143 2 роки тому +4

    მესხეთი ყველა დროში დაკარგული მხარე იყო საქართველოში და დღესაც იგივე გრძელდება არადა რამხელა ისტორიის მქონე მხარეა მადლობა ბატონო აკა ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ თქვენი გადაცემებით

  • @zz-ci8uu
    @zz-ci8uu 3 роки тому +9

    ყველაზე კარგი მთხრობელი ხართ საქართველოში. მადლობა

  • @user-yy7uk9dk4j
    @user-yy7uk9dk4j 4 місяці тому

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @ketitkhilaishvili746
    @ketitkhilaishvili746 Місяць тому

    🌟

  • @Dato995
    @Dato995 3 роки тому +3

    აკა, მადლობა :)

  • @zz-ci8uu
    @zz-ci8uu 3 роки тому +4

    ფრონელის ეს წიგნი, ერთ-ერთი პირველი იყო რაც ბავშვობაში წავიკითხე, ნუ ზღაპრების ასაკის შემდეგ :) და დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა.. ამის შემდეგ უფრო დავინტერესდი..

  • @tinatini3940
    @tinatini3940 2 роки тому +1

    დიდი მადლობა❤️

  • @zz-ci8uu
    @zz-ci8uu 3 роки тому +2

    მართალია.. ყველაზე ტრაგიკული მხარეა მესხეთი საქართველოშ.. რამდენჯერ გაპარტახებული. რამდენჯერ მოსახლეობისგან სამუდამოდ დაცლილი..

    • @tsialagudushauri4602
      @tsialagudushauri4602 3 роки тому +1

      Გეთანხმებით. Ამაზე თადარიგის დაჭერაა საჭირო, თორემ სომხები მართლა იჯერებენ რომ მსოფლიო მაგათი ტერიტორიებია

  • @lolasaxuria3684
    @lolasaxuria3684 3 роки тому +4

    მადლობა დიდი,არაჩვეულებრივი მტხრობელი ბრძანდებით, სულგანაბული გისმენტ

  • @kingdomofgeorgia1751
    @kingdomofgeorgia1751 3 роки тому +5

    @ 20:40 აბა დააკვირდით რა წერია. "ამ საერისთოს ეკუთვნოდა აგრეთვე ჯავახეთი..." "...რომ არტანი ააშენა მცხეთის მამასახლისის შვილმა ჯავახმა."
    - -- -- მერე ზოგიერთი სომეხი ამტკიცებს რომ სტალინმა შეუერთა ჯავახეთი საქართველოს.

  • @coolgiga
    @coolgiga 3 роки тому +2

    👍👍👌

  • @user-to4ds8rq5g
    @user-to4ds8rq5g 3 роки тому +10

    განაგრძეთ სიკეთის სიყვარული. არშეშინდეთ მტრისგან

  • @user-rz9xk7hh6g
    @user-rz9xk7hh6g 3 роки тому +1

    👍👏

  • @lashaananidze8483
    @lashaananidze8483 3 роки тому +1

    👍

  • @giorgigio7651
    @giorgigio7651 3 роки тому +8

    ისე ყვებით, რომ ხალისს არ აკლებთ თხრობას. გაიხარეთ

  • @user-de3rr2di1b
    @user-de3rr2di1b 2 роки тому +1

    ეს რა ციხე სიმაგრეა ?

  • @muharibalshayt
    @muharibalshayt 3 роки тому +3

    ძლივს საზმაუმ რაღაც ნორმალური გადაიღო)))

    • @zz-ci8uu
      @zz-ci8uu 3 роки тому +2

      ასეთი ბევრი აქვს საზმაუს, მოიძიეთ

    • @besiktsamalashvili8123
      @besiktsamalashvili8123 2 роки тому +1

      საზმაუ რეალურად ყველაზე კარგი ტელევიზიაა

    • @nodovicosettembrini7936
      @nodovicosettembrini7936 2 роки тому

      @@zz-ci8uu მაგალითად?

  • @tinatini3940
    @tinatini3940 2 роки тому +1

    დიდი მადლობა❤️