მშობელმა დედამ გამყიდა

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 25 бер 2024
  • ნაშვილები შვილების გულისტკივილს იწვევს უმეტესად საზოგადოებრივი აზრი: ის აკნინებს შვილად აყვანილს, იცოდებს მას, არადა ფაქტია: ამ ბავშვებს ბიოლოგიურმა დედამ მისცა სიცოცხლე, გამზრდელმა ოჯახმა კი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ბევრ ბავშვს მის საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახშიც არ ჰქონდა და აქვს. ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურმა დედამ ბავშვის გაშვილებისას ფულადი კონპენსაცია მიიღო, ნიშნავს, რომ ის იყო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. არსად არ განიკითხავენ ასეთ დედებს ისე, როგორც საქართველოში. ეს მიდგომა არასწორედ მიმაჩნია. ჩვენი ვალია, რომ ამ ბნელ მენტალიტეტს დავემშვიდობოთ, რეალობას დრამის ელემენტები მოვაცილოთ და ვაღიაროთ: თუ ქალს არ შეუძლია ბავშვის გაზრდა თვითონ და მას გააშვილებს უზრუნველყოფილ ოჯახზე, მას ამისათვის ფულადი კონპენსაციის მიღება ჩრდილს არ უნდა აყენებდეს. ეს მას ასევე ხელს არ უნდა უშლიდეს შემდგომში ბიოლოგიური შვილის გაცნობაში და მასთან ურთიერთობაში. უნდა შეწყდეს ბიოლოგიური დედების დამნაშავეებად მიჩნევა: მან ბავშვს სიცოცხლე მისცა და რიგი პრობლემების გამო მისი გაზრდა ვერ შეძლო. მორალისტების კვარცხლბეკზე ყოფნა ვისაც უყვარს, შევახსენებ: დანაშაული და ცოდვა არის ბიოლოგიურ დედას ხრიკებით და მოტყუებით მოპარო შვილი, დააჯერო რომ ის მკვდარია და ბავშვი გაყიდო. აი ამ უზარმაზარი მასშტაბის დანაშაულში იყო ათწლეულების განმავლობაში გარეული საქართველოს სამშობიაროების და კლინიკების დიდი ნაწილი! აი ეს არის დანაშაული, რომელმც ზიანი ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენა. ხოლო ბიოლოგიური დედა, რომელიც შვილს აშვილებს, შესაძლოა იღებს საუკეთესი გადაწყვეტლებას ბავშვისათვის, აძლევს მის გამზრდელ მშობლებს შვილის ყოლის საშუალებას და შესაძლოა და იმედია ამ აღებული თანხით ეხმარება საკუთარ თავს. უნდა შეწყდეს ამ ქალების დამუნათება!

КОМЕНТАРІ • 14

  • @Jonlving
    @Jonlving 14 днів тому +2

    ბრილიანტია საღად მოაზროვნე ადამიანი... მადლობა თქვენ! სასიამოვნოდ მოგისმინეთ.

  • @giulibolotashvili6830
    @giulibolotashvili6830 14 днів тому +1

    და მაინც მგონია რომ ფსიქოლოგიურად უფრო უჭირთ ასეთ დედებს

  • @qito9479
    @qito9479 21 день тому +2

    მაპატიეთ ქალბატონო ნანა მაგრამ შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს სადაც მე შევჭამ იქ ვაჭმევ ჩემ შვილს ლუიზა ჰეიმ თუ 80 წელზე მეტი იცოცხლა იქვე იცოცხლებდა მისი შვილიც ვერ მესმის შვილის სანაცვლოდ ფული აიღო და სახლი იყიდო თუ გაზრდა არ შეგიძლია სანაცვლოდ ფულს რატო იგებ გაყიდვაა აბა რა არის მაპატიეთ ეს ჩემი აზრია

  • @nanapkhaladze1115
    @nanapkhaladze1115 14 днів тому

    9 თვე ატარე მუცლით და თუ ადამიანად ხარ მოვლენილი ამ წუთისოფელში როგორ შეიძლება გამართლება ვეძიოთ მისი ვინც ფულიც აიღო და არ აიღო, ხომ მიატოვა ,ხომ გაძლო მან მასზე ზრუნვის გარეშე ცხოვრება, ნადირის ნაშიერს ვერ მიეკარები და ქალმა ეს როგორ უნდა დაუშვა მე ვერ მივიღებ და მომკალით, სადაც იყო იქ ჰყოლოდა როგორც სხვებს, ეგ სხვა საკითხია თუ როგორი ოჯახი ხვდებოდა იმ გაშვილებულებს.

  • @qetixuchua6226
    @qetixuchua6226 14 днів тому

    გეთანხმებით ... ❤

  • @user-ii4bx8fh7k
    @user-ii4bx8fh7k 14 днів тому +2

    თავიც გადაარჩინა და შვილიც გადაარჩინა

  • @tamarpopkhadze426

    როგორც ყოველთვის, საუკეთესო ახსნა გაქვთ.❤

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze9349 21 день тому

    სსრკ ს დროს სამუშაოს მეტი რა იყო

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze9349 21 день тому

    და კიდევ ბავშვტა სახლებიც არსებობდა