ბაჟე Bazhe

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 вер 2024
  • ბაჟე
    📺 მომზადების ვიდეორეცეპტი ⤵️
    • ბაჟე Bazhe #bazhe #ბაჟ...
    მომზადება
    ქათამს ან ინდაურს ხარშვისას მოვხადოთ ქაფი, რომ ბულიონი სუფთა იყოს. შემდეგ ჩავაგდოთ 1 დიდი ხახვი და გავაგრძელოთ ხარშვა. როცა ქათამს ან ინდაურს ოდნავ აკლია საბოლოო მოხარშვამდე, ამოვიღებთ ბულიონიდან, დავამარილებთ და შევაწითლებთ ღუმელში.
    სანამ ქათამი შეიწვება, გავატაროთ ნიგოზი.სასურველია თეთრი და ცხიმიანი. თუ თეთრი არაა, მაშინ მოხალეთ და კანი გააცალეთ. გატარებულ ნიგოზს დამატებით წვრილ საცერშიც ატარებენ.რადგან არ მაქვს წვრილი საცერი, სუნელებთან და ბულიონში გახსნილ ნიგოზს ვაბლებდერებ ,რომ წვენი საცივისთვის იყოს კრიალა და სუფთა .
    შემდეგ ვათხელებთ სასურველ სისქემდე ბულიონის დამატებით. სუნელები კი დაგვჭირდება წითელი წიწაკა გემოვნებით, უცხო სუნელი, ხმელი დაფქული ქინძი, ყვითელი ყვავილი და მარილი გემოვნებით. ნახარშ ბულიონს დასხმამდე აუცილებლად ვწურავთ .
    მიღებულ ბაჟეში ვალაგებთ დაჭრილ შემწვარ- შეწითლებულ ქათმის ან ინდაურის ნაჭრებს.
    ბაჟეს ზემოდან ასხამენ ნიგვზის ზეთს.
    ბაჟე განსაკუთრებით გემრიელია ღომთან. ღომის რეცეპტი ნახეთ აქ ⤵️
    • ღომი პიტნიანი ყველით, ...
    📝მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად გადადით ⤵️⤵️
    ➡️იუთუბზე
    bit.ly/3FL42ok
    ➡️ფეისბუკზე
    / shin2975
    ➡️ინსტაგრამზე
    / shinauruli

КОМЕНТАРІ • 6

  • @irinejikidze8673
    @irinejikidze8673 Рік тому +1

    მადლობა, ძალიან კარგი რეცეპტია და როგორ მიყვარს

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      გაიხარეთ ❤️

  • @kristikristigugu1599
    @kristikristigugu1599 Рік тому +1

    Gaixaret.Didi madloba,mokled da gemrielad mowodebuli receptistvs.

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      მადლობა თქვენ რომ უყურებთ ჩემ არხს. მრავალ ახალ წელს, გილოცავთ ❤️

  • @mziaqatamadze3047
    @mziaqatamadze3047 Рік тому +1

    💞💕

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому

      გილოცავთ ახალ წელს 🌲