გამარჯობათ, შევიძინე ესეთი პურის საცხობი, მეორეთ გამოვაცხვე თქვენი ვიდეოს თანახმად, გამოვიდა ჩაცომებული შიგნიდან.გარედან ძალიან კარგად გამოცხვა. რა მიზეზი შეიძლება იყოს? თქვენს ინსტრუქციას ზედმიწევნით მივსდიე. მეორე ჯერზე უკეთესი გამოვიდა, მაგრამ მაინც შიგნიდან ვერ გამოცხვა. გთხოვთ განმიმარტოთ, თორემ ყკვე ვნანობ ყიდვას.
გამარჯობა წყალი დაასხით 360 მილილიტრი და ფქვილი 600 გრამი,წყალი იქნება მეტი.თუ მაინც არ გამოვიდა იყიდეთ ლა ფემილიას ფქვილი-პურსაცხობი და იმით სცადეთ,შეიძლება ფქვილის ბრალია.
პურის გამოცხობის რეცეპტი და რეკომენდაციები ავიღოთ პურსაცხობის ყალიბი, ჩავასხათ მასში 2 პლასტმასის ჭიქა ნელთბილი წყალი ისე რომ ბოლომდე სავსე ჭიქას 2 სმ დააკლდეს სიმაღლეში (350 მლ წყალი), ჩავასხათ ერთი სუფრის კოვზი ზეთი, დავამატოთ პლასტმასის საზომის 1 პატარა კოვზი მარილი, ერთი პლასტმასის დიდი კოვზი შაქრის ფხვნილი, ჩავყაროთ 4 გადალესილი ჭიქა პირველი ხარისხის ფქვილი, დავაყაროთ 1 პატარა კოვზი საფუარი( ყურადღება მიაქციეთ, რომ საფუარს ეწეროს მყისიერი და არა აქტიური დავაყენოთ მე-2 ან მე-3 რეჟიმზე მუქი დაბრაწვით. მიიღებთ ფანტასტიურად გემრიელ პურს. გემოვნებით შეიძლება დაამატოთ- რძის ფხვნილი, ძირა, ქინძის თესლი, სელის თესლი ან ფქვილი, დაჭყლეტილი ნიორი, კოჭა და სხვა. წყლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან ასკილის ნახარში. პურის წონა დაახლოვებით 1 კგ-ს შეადგენს. გინდათ უფრო დიდი პურის გამოცხობა დაამატეთ წყალი და ფქვილი პროპორციული მოცულობით(მაგრამ არაუმეტეს ზემოთმოცემული დოზის ნახევარი მოცულობისა). თუ გამოცხობის შემდეგ კიდევ გინდა ახალი პურის გამოცხობა პურსაცხობი არ ჩაირთვება (დაგიწერთ HHH). ეს ნიშნავს რომ სპირალი კარგად არ არის გაგრილებული. ამიტომ ამოიღეთ ყალიბი და გააგრილეთ პურსაცხობი. გაუფრთხილდით ყალიბს, არ იხმაროთ რკინის ნივთები პურის ამოსაღებად. თუ პური არ ამოდის მაშინ დააცადეთ 10-15 წუთი და ისე დაბერტყეთ ყალიბი პურის ამოსაღებად. გამოცხობის შემდეგ როდესაც პურს ამოიღებთ, ყალიბის გაგრილების შემდეგ მოხსენით საზელი დანა და ყალიბში ცოტა ხნით ჩააყენეთ წყალი რათა ამძრავის თავაკზე შემორჩენილი მიმწვარი ნარჩენები ადვილად მოსცილდეს. ყალიბის და დანის გასარეცხად იხმარეთ ნაზი გასარეცხი საშუალებები ლითონის ბურბუშელის გარეშე. ყალიბი ამოატრიალეთ და ისე გააშრეთ ან გაამშრალეთ ძალიან ნაზი ტილოთი. ნუ ახდით პურსაცხობს სახურავს გაფუებისა და გამოცხობის პროცესში. თითქმის ყველა საცხობს აქვს თბილად შენახვის რეჟიმი (50-60 წუთი)- იმ შემთხვევისთვის, რომ თუ დაგავიწყდათ პურის ამოღება არ ჩაცომდეს. ამიტომ როდესაც გაიგებთ ცხობის დამთავრების სიგნალს ამ რეჟიმის გამოსართველად ღილაკს Start დააწექით რამოდენიმე წამის განმავლობაში სანამ არ გაიგებთ დაწრიპინებას და ტაბლოზე არ დაეწერება ცხობის პირველი რეჟიმი. პურსაცხობი მხოლოდ ამის შემდეგ ითიშება. თუ ცხობის პროცესში დენი გამოირთო უმეტეს პურსაცხობებს აქვს რამოდენიმეწუთიანი მახსოვრობა, რომელიც უზრუნველყოფს დენის მოსვლის შემდეგ პროგრამის გაგრძელებას. თუ დენი მეტი ხნით გამოირთო (ტაბლოზე დაეწერება პირველი პროგრამა) და ჯერ არ დაწყებულა ცხობა გაუშვით მთლიანი ციკლით ცხობის შედარებით მოკლე პროგრამა და თუ ცხობა დაწყებულია მაშინ მხოლოდ ცხობის პროგრამა.
გამარჯობათ!თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ როგორ უნდა გამოვაცხოთ პური რომ პურის ზედა თავიც შეიბრაწოს.თეთრად ცხვება.ჰუნდაის ფირმის პურსაცხობი აპარატია.მადლობა
პროგრამის ხანგრძლივობა გაზარდეთ, მიეცით სრული დაბრაწვა და დააყარეთ შაქრის ფხვნილი.
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ მასწავლეთ PRINGESS საცხობში პური როგორ გამოვაცხო
გამარჯობა .ამ ბლოგის გარდა კიდევ არის ასეთი ბლოგი -პურის საცხობში პურის გამოცხობის ვიდეო ინსტრუქცია.ნახეთ და მისდიეთ რეკომენდაციებს.
შაქრის და რძის გარეშე ხო შეიძლება გამოყენება? და სწრაფ რეჟიმზე რამდენად ეფექტურად აცხობს?
კი შეიძლება, სწრაფ რეჟიმზე კარგად ამოფუებული პური არ გამოდის-ცოტა მაგარია.
გამარჯობათ, შევიძინე ესეთი პურის საცხობი, მეორეთ გამოვაცხვე თქვენი ვიდეოს თანახმად, გამოვიდა ჩაცომებული შიგნიდან.გარედან ძალიან კარგად გამოცხვა.
რა მიზეზი შეიძლება იყოს? თქვენს ინსტრუქციას ზედმიწევნით მივსდიე. მეორე ჯერზე უკეთესი გამოვიდა, მაგრამ მაინც შიგნიდან ვერ გამოცხვა. გთხოვთ განმიმარტოთ, თორემ ყკვე ვნანობ ყიდვას.
გამარჯობა წყალი დაასხით 360 მილილიტრი და ფქვილი 600 გრამი,წყალი იქნება მეტი.თუ მაინც არ გამოვიდა იყიდეთ ლა ფემილიას ფქვილი-პურსაცხობი და იმით სცადეთ,შეიძლება ფქვილის ბრალია.
ცეხვილი პურის გამოცხობა შესაძლებელია?
დიახ შეიძლება. ნახევარი ცეხვილი ფქვილი დააყარეთ და ცეხვილი გამოვა.
როგორ დავაცხო პასკა და ხობში
პურის საოჯახო საცხობი დაზიანდა აღარ ხელს ცომს,სად შეიძლება მივიტანო შესაკეთებლად გთხოვთ შემატყობინეთ?
555940045 დაგვირეკეთ
Rogor gamovacxo erti gamagebinet mec maqvs da mgoni kargad ver vaketeb piradhi momceret gtxovt
პურის გამოცხობის რეცეპტი და რეკომენდაციები
ავიღოთ პურსაცხობის ყალიბი, ჩავასხათ მასში 2 პლასტმასის ჭიქა ნელთბილი წყალი ისე რომ ბოლომდე სავსე ჭიქას 2 სმ დააკლდეს სიმაღლეში (350 მლ წყალი), ჩავასხათ ერთი სუფრის კოვზი ზეთი, დავამატოთ პლასტმასის საზომის 1 პატარა კოვზი მარილი, ერთი პლასტმასის დიდი კოვზი შაქრის ფხვნილი, ჩავყაროთ 4 გადალესილი ჭიქა პირველი ხარისხის ფქვილი, დავაყაროთ 1 პატარა კოვზი საფუარი( ყურადღება მიაქციეთ, რომ საფუარს ეწეროს მყისიერი და არა აქტიური დავაყენოთ მე-2 ან მე-3 რეჟიმზე მუქი დაბრაწვით. მიიღებთ ფანტასტიურად გემრიელ პურს. გემოვნებით შეიძლება დაამატოთ- რძის ფხვნილი, ძირა, ქინძის თესლი, სელის თესლი ან ფქვილი, დაჭყლეტილი ნიორი, კოჭა და სხვა. წყლის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან ასკილის ნახარში. პურის წონა დაახლოვებით 1 კგ-ს შეადგენს. გინდათ უფრო დიდი პურის გამოცხობა დაამატეთ წყალი და ფქვილი პროპორციული მოცულობით(მაგრამ არაუმეტეს ზემოთმოცემული დოზის ნახევარი მოცულობისა).
თუ გამოცხობის შემდეგ კიდევ გინდა ახალი პურის გამოცხობა პურსაცხობი არ ჩაირთვება (დაგიწერთ HHH). ეს ნიშნავს რომ სპირალი კარგად არ არის გაგრილებული. ამიტომ ამოიღეთ ყალიბი და გააგრილეთ პურსაცხობი.
გაუფრთხილდით ყალიბს, არ იხმაროთ რკინის ნივთები პურის ამოსაღებად. თუ პური არ ამოდის მაშინ დააცადეთ 10-15 წუთი და ისე დაბერტყეთ ყალიბი პურის ამოსაღებად. გამოცხობის შემდეგ როდესაც პურს ამოიღებთ, ყალიბის გაგრილების შემდეგ მოხსენით საზელი დანა და ყალიბში ცოტა ხნით ჩააყენეთ წყალი რათა ამძრავის თავაკზე შემორჩენილი მიმწვარი ნარჩენები ადვილად მოსცილდეს.
ყალიბის და დანის გასარეცხად იხმარეთ ნაზი გასარეცხი საშუალებები ლითონის ბურბუშელის გარეშე. ყალიბი ამოატრიალეთ და ისე გააშრეთ ან გაამშრალეთ ძალიან ნაზი ტილოთი.
ნუ ახდით პურსაცხობს სახურავს გაფუებისა და გამოცხობის პროცესში.
თითქმის ყველა საცხობს აქვს თბილად შენახვის რეჟიმი (50-60 წუთი)- იმ შემთხვევისთვის, რომ თუ დაგავიწყდათ პურის ამოღება არ ჩაცომდეს. ამიტომ როდესაც გაიგებთ ცხობის დამთავრების სიგნალს ამ რეჟიმის გამოსართველად ღილაკს Start დააწექით რამოდენიმე წამის განმავლობაში სანამ არ გაიგებთ დაწრიპინებას და ტაბლოზე არ დაეწერება ცხობის პირველი რეჟიმი. პურსაცხობი მხოლოდ ამის შემდეგ ითიშება.
თუ ცხობის პროცესში დენი გამოირთო უმეტეს პურსაცხობებს აქვს რამოდენიმეწუთიანი მახსოვრობა, რომელიც უზრუნველყოფს დენის მოსვლის შემდეგ პროგრამის გაგრძელებას. თუ დენი მეტი ხნით გამოირთო (ტაბლოზე დაეწერება პირველი პროგრამა) და ჯერ არ დაწყებულა ცხობა გაუშვით მთლიანი ციკლით ცხობის შედარებით მოკლე პროგრამა და თუ ცხობა დაწყებულია მაშინ მხოლოდ ცხობის პროგრამა.
ფქვილი უნდა იყოს 600 გრამი
@@zazaqartvelishvili8626 გამოვაცხვე ერთი, მეორე დღეს ვეღარ ჩავრთე რომ გამომეცხო
ამსაცხოვის რემიჟიმევი კარგად როაგვიხსნათ პირველზე ვცადე ჯერ
პირველ რეჟიმზე საკმაოდ კარგ პურს აცხობს .შემდეგ უფრო ხანგრძლივ პროგრამაზე სცადეთ, უფრო ამოფუებული და ფაფუკი პური გამოვა.