ისევ დაათოვს თბილისის ქუჩებს, ჩამოიქროლებს დეკემბრის ქარი, ისე გაფრინდა ჩვენი ცხოვრება უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი. სიბერე, რომ ახლოვდება გულიც მიდარდიანდება, რატომ მოდის ასე ჩქარა რატომ არ აგვიანდება. რად შეჰკარი წყრომით წარბი, რად არ მითხარ სიტყვა წმინდა, თუ ჩემი ხარ საით გარბი და თუ სხვისი აქ რა გინდა. შენ ხომ ზღაპარი იყავი, ათას ერთი ღამიდან, მაგრამ რა ვქნა გრძნობა გაქრა ვერ დავიწყებ თავიდან.
ისევ დაათოვს თბილისის ქუჩებს,
ჩამოიქროლებს დეკემბრის ქარი,
ისე გაფრინდა ჩვენი ცხოვრება
უკან მოხედვაც ვერ მოვასწარი.
სიბერე, რომ ახლოვდება
გულიც მიდარდიანდება,
რატომ მოდის ასე ჩქარა
რატომ არ აგვიანდება.
რად შეჰკარი წყრომით
წარბი,
რად არ მითხარ სიტყვა წმინდა,
თუ ჩემი ხარ საით გარბი
და თუ სხვისი აქ რა გინდა.
შენ ხომ ზღაპარი იყავი,
ათას ერთი ღამიდან,
მაგრამ რა ვქნა გრძნობა გაქრა
ვერ დავიწყებ თავიდან.