კრემიანი ბლითები ( პონჩიკები ) ძველი საპონჩიკედან

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 21 лип 2022
  • კრემიანი ფუნჩულები
    "პონჩიკები " ძველი საპონჩიკედან
    📺 მომზადების ვიდეო ⤵️
    • კრემიანი ბლითები ( პონ...
    ინგრედიენტები
    1 კვერცხი
    1ლ. რძე
    250 გრ.შაქარი
    1ვანილი
    მარილი
    20 გრ. კარაქი
    800 გრ. ფქვილი
    300 მლ.ზეთი
    1ჩ.კ.საფუარი
    მომზადება
    1 კვერცხი, ნახ.ჩ.კ. მარილი, 2ს.კ.შაქარი ავურიოთ.
    დავამატოთ 500 მლ.თბილ რძეში გახსნილი 1ჩ.კ. საფუარი და 700 გრ. ფქვილი პორციებად .
    მოვზილოთ ცომი. როცა ამოფუვდება, დავყოთ გუნდებად და ჩავდოთ კრემი .მოვუკრათ თავი ხაჭაპურივით.
    ზეთში შეწვამდე ხელით ოდნავ გავაბრტყელოთ და შევწვათ ორივე მხრიდან ბლომად ზეთში.
    ნაკლები ზეთი რომ დაგეხარჯოთ, ერთი ხრიკი გამოიყენეთ, ტაფა ან ქვაბი იყოს ღრმა მაგრამ რადიუსში პატარა. რადგან განიერზე ჩაძირვამდე შეწვისთვის ლიტრამდე ზეთი უნდა, დარჩენილი ზეთი კი მოგეხსენებათ ტოქსიურია და მავნებელი , ამიტომ ღრმაში და პატარაში ნაკლები ზეთი გეხარჯებათ და ნაკლებივე გრჩევათ გადასაღვრელად.
    კრემი: 500 მლ.რძეში გავხსნათ 200 გრ. შაქარი , 1 ვანილი, მწიკვი მარილი, 4 ს.კ. ფქვილი და მოვხარშოთ ფაფა მორევით.
    ფაფა შევაგრილოთ, თბილში ავურიოთ 20 გრ. კარაქი.
    თითო სუფრის კოვზ კრემს ვდებთ თითო " პონჩიკში".
    ძალიან გემრიელია ,ზუსტად ისეთი როგორიც იყო ძველად ,ჩემ ბავშვობაში.

КОМЕНТАРІ • 6

  • @ninianinia5360
    @ninianinia5360 8 місяців тому +1

    არაჩვეულებრივი რეცეპტი და რჩევა❤მადლობა❤

    • @shinauruli
      @shinauruli  8 місяців тому

      მადლობა ❤️

  • @argotourkazan
    @argotourkazan Рік тому +1

    სწორედ ასეთ რეცეპტს ვეძებდი. მახსოვს რომ კრემიანს წვავდნენ და არა მერე დებდნენ შიგთავსს. ზუსტად კრემიანი უნდა შეიწვას. მადლობა, აუცილებლად გავაკეთებ!

    • @shinauruli
      @shinauruli  Рік тому +1

      დიახ, ასე აკეთებდნენ ძველად. მადლობა კომენტარისთვის 💖💖

  • @ninaQurxuli-jr7gm
    @ninaQurxuli-jr7gm 11 місяців тому +1

    რამდენი გამოდის ამ რეცეპტით

    • @shinauruli
      @shinauruli  11 місяців тому +1

      გააჩნია სიდიდესაც, თუმცა დიდები 16 ცალი გამოვა