სტოქსი... პოლკოვნიკის დახეული წერილები - მეხუთე სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 29 вер 2019
  • მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლში სარესტავრაციო სამუშაოების დროს მუშებმა ძველი, დახეული ფურცლები და სისხლიანი დოლბანდები აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიპლომატიური მიმოწერა და საიდუმლო დაშიფრული შეტყობინებების ფრაგმენტები. ეს ფურცლები ეკუთვნოდა კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კლოდ ბეიფილდ სტოქსს, რომელიც საქართველოში 1920 წელს მსახურობდა. დადგინდა, რომ ლონდონის საიმპერიო ომის მუზეუმში ინახება კლოდ სტოქსის პირადი არქივი, სადაც თავმოყრილი იყო საქართველოში ყოფნის დროს მისი პირადი ჩანაწერები და დიპლომატიურ-პოლიტიკური მიმოწერა. ამ არქივის შესწავლისას შესაძლებელი გახდა 1918-1921 წლების პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში სტოქსის როლის გამოკვეთა.
    როგორც ირკვევა, საბჭოთა აგრესიის დროს სწორედ სტოქსის მეშვეობით გადასცემდა საქართველოს მთავრობა დაშიფრულ ინფორმაციას ევროპაში.
    ფილმის ძირითადი ხაზი აგებულია დახეული ფურცლებიდან დაწყებული კვლევის პროცესზე, რომლის დროსაც იხატება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
    ფილმი ეყრდნობა საქართველოში, ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში დაცული არქივების მასალებს. გარდა საარქივო მასალისა, ფილმში გამოყენებულია იმ პერიოდის გაზეთებში მოძიებული ინფორმაცია და მემუარული ჩანაწერები.
    ფილმის მიზანია, ასახოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არსებული რეალური ვითარება და ის მიზეზები, რომლის გამოც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა.
    სცენარის ავტორი - მიხეილ ბასილაძე
    რეჟისორი - გიორგი ბარაბაძე
    კონსულტანტი - ბექა კობახიძე
    ოპერატორი - ლევან ლეკიაშვილი
    პროდიუსერი - ბექა ბარამიძე
    მხატვრები - ქეთი გალდავაძე, ოთარ მურაჩაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე-ჯაფარიძე
    მემონტაჟე - ალექსანდრე ერმაკოვი
    მსახიობები - აპოლონ კუბლაშვილი, ია ვახანია, ტატო ჩახუნაშვილი
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - pg/1stchanne...
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / @films-1tv
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 5

  • @alekogeorgia2728
    @alekogeorgia2728 3 роки тому +1

    ფილმის ყურების შედეგად (16-ვე სერია) ფაქტიურად აღმოვჩნდი 1918-1921 წლებში და თითქმის არაფრის მცოდნემ ძალიან დიდი ინფორმაცია შევიძინე ჟორდანიას საქართველოზე და მის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. მადლობა გუნდს ესეთი გრანდიოზული ფილმისთვის. მეტი ესეთი ფილმები-მეტი ცოდნა რეალურ წარსულზე, მეტი ცოდნა რეალური წარსულისა-მეტი გამოსწორებული შეცდომა!

  • @e.kaheli
    @e.kaheli 3 роки тому

    ისტორია მეორდება...ჭკუას მაინც ვერ ვსწავლობთ...

  • @gigagigaa9696
    @gigagigaa9696 4 роки тому

    ხვნა და შიმშილი

  • @gigagigaa9696
    @gigagigaa9696 4 роки тому +3

    ქოცობა ქართველის ბუნებრივი მდგომარეობაა, ასე იყო ყოველთვის და შეეცი