გამარჯობა, ქართულ სივრცეში უდაოდ ხარისხიან და საინტერესო პროდუქტს ქმნით , რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ! საინტერეს იქნებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი თქვენეული ვერსია , ფაქტებით და მოცემულობით, მადლობა
დასავლეთ საქართველოში და ზოგადად დასავლეთ კავკასიაში ტყვეთა სყიდვის თემას თუ განიხილავთ საინტერესო იქნება. მგონი ეს თემა დღევანდელი კონტექსტიდან არასწორად გვაქვს გაგებული. ზოგიერთი ცნობის წაკითხვისას განცდა მიჩნდება, რო მაშინ ეს რაღაც ემიგრაციაში წასვლის საშუალება იყო)) ასევე დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ამავე პერიოდის და გამომწვევი მიზეზები. მადლობა
ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა. მადლობა ამისთვის ❤ შოთა რუსთაველის ვინაობაზე, პიროვნებაზეც კარგი იქნებოდა პოდკასტი. მისი ფრესკის ნამდვილობაზე და ა.შ.
ძალიან საინტერესო გამოდგა 🤟🙏 მადლობა ალბათ ცალკე პოდკასტის თემაა მაგრამ მგონია საინტერესო იქნება ქრისტიანობის შემოსვლა გავრცელების პოლიტიკური მდგენელის განხილვა მეტად ან მხოლოდ პოლიტიკური მიზნის.. წარმატებები 🤟
მთაში როდის შევიდა (ვთქვათ, თუშეთში) ქრისტიანობა, მაგაზე არ გისაუბრიათ. საერთოდ, თუშეთში ფხოველები გადავიდნენ თუ "ყუარელნი"? და თუშეთი როდის შემოუერთდა საქართველოს? ვინ არიან და საიდან მოდიან წოვა-თუშები? მოკლედ, თუშეთზე გვჭირდება ეპიზოდი.
კორნელი კეკელიძე იყენებდა მზის დაბნელებას დასათარიღებლად, მაგრამ არასწორია მზის დაბნელებით დათარიღება. უძველეს წყაროებში საუბარია ხშირ ბურუსზე, რომელმაც მირიან მეფის ნადირობისას ტყე მოიცვა და არა მზის დაბნელებაზე. მზის დაბნლება საერთოდ არაა ნახსენები.
მზის დაბნელებას ვერ გამოვიყენებთ თარიღისთვის, იმიტომ რომ უძველეს წყაროებში, გელასისთან, რუფინუსთან და სხვებთან, მზის დაბნელება საერთოდ არ იხსენიება, იხსენიება მხოლოდ ხშირი ბურუსი, რომელიც ტყეში ჩამოწვა მირიან მეფის ნადირობისას, ასე რომ არავითარი მზის დაბნელება არ მომხდარა.
ცალკე ერთმა ან ორმა სატრაპიამ როგორ უნდა აღიაროს ქრისტიანობა? თან სატრაპიები ირანის დაქვემდებარებაში არსებული იყო, ისინი საერთოდ მეტროპოლიის გარეშე როგორ აღიარებდნენ ქრისტიანობას ან ვინ მისცემდა მაგის უფლებას🤔
საინტერესო იქნებოდა ამ თემიდან გამომდინარე, ქრისტიანობა და საქართველო, აგრეთვე რომის(ბიზანტიის) და სპარსეთის დაპირისპირების კონტექსტში საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ორიენტაციაზე ჩაგეწერათ პოდკასტი.
საერთოდ, ისე დებდნენ გვამებს ზოროასტრიზმში რომ მალე გახრწნილიყო და ნადირ-ფრინველს ეჯიჯგნა. მაგრამ, ირანს გარეთ, სხვა კულტურებში საცა შევიდა ეს რელიგია, შეიძლება ზოგგან რაიმე სახის ტრანსფორმაცია განიცადა ამ წესმა.
საქმე ისაა რომ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ორთოდოქსული ზოროასტრიზმი, როგორც სპარსეთის სამეფოს ოფიციალური იდეოლოგია, და ქართული მაზდეანობა. ქართული მაზდეანობა განსხვავდებოდა სპარსული ზოროასტრიზმისგან, მათ შორის, დაკრძალვის რიტუალებშიც. თემა ძალიან დიდია, ამიტომ ყველაფერზე ვერ მოვახერხეთ საუბარი.
რამდენიმე ქვეყანაში არის იგივე ლეგენდა, რომლის მიხედვით იქაა ასეთი სიწმინდეები. რადგან ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურად და პრესტიჟისთვის ქრისტიანულ სამყაროში.
ამავე ტრადიციის მიხედვით, მოციქული მატათა საქართველოში უნდა იყოს დაკრძალული, ეს ფაქტები უნდა ადასტურებდეს ჩვენს ქვეყანაში მოციქულთა ქადაგებას... ანდრიამ აჭარის შემდეგ, სვანეთში იქადაგა და აფხაზეთის გავლით გადავიდა დღევანდელ უკრაინაში...ამასთან თქვენივე პიზიცია ჭყონდიდის ეპარქიის არსებობაზე ამყარებს ამ ვარაუდებს...
ძაან საინტერესოა. ეს წილკანში აღმოჩენილი უმნიშველოვანესი აკლდამა, გაზაფხულზე რომ ჩვენი მე5 საუკუნის წინეპრების ძვლწბი წყალში ტივტივებს, ამაზე ჩვენი მთავრობა რა ჯანდაბას აკეთებს
საინტერესო ეპიზოდი როგორც ყოველთვის. ისე თუ აპირებ ისტორიასთან დაკავშირებულ თამაშებზე ეპიზოდს მომავალში? მაგალითად ასასინის ისტორიული კონტექსტით განხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ რა თქმა უნდა შეხება გქონია.
საინტერესოა რამ გამოიწვია ქრისტიანული რელილგიის ასეთი წარმატებდა იმ დროინდელ ბერძნულ-რომაულ (ანტიკურ) სამყაროში. ფაქტობრივად ამ რეალიგიამ და მისმა მონათესავე ისლამმა განსაზღვრა შუასაუკუნეების იდელოგოია და იმდროინდელი კაცობრიობის იდელოგია
თქვენ პოდკასტს სრულიად შემთხვვევით "გადავეყარე" რამდენიმე თვის წინ - ალექსანდრე მიქაბერიძე გყავდათ სტუმრად მის წიგნზე სასაუბროდ. მას შემდეგ, როგორც კი დროს ჩავიგდებ ხელში, ვუსმენ - გიორგი სააკაძე, ახლა ეს თემა. ძალიან კარგია. სუფთა ჰაერივითაა. მადლობა.
ჯავახიშვილს უნდოდა, რომ არ ჩამორჩენოდა მაშინდელ აკადემიურ ტენდენციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მართალი იყო ან სხვები იყვნენ მართლები. ეგეთი სკეპტიკოსების აზრით, ტროაც არ არსებობდა; ზუსტად მაგ ტენდენციურობის გამო, დღეს ჯავახიშვილი საკმაოდ მოძველებულია. ეს ერთი და მეორე, წყაროებისადმი ასეთი კრიტიკული მიდგომიდან გამომდინარე, სტუმარი ეჭვის ქვეშ უნდა აყენებდეს ქრისტეს არსებობას და შესაბამისად მოციქულებისას. თუ ეს ასეა, მაშინ რაზეა მსჯელობა და თუ არა, მაშინ თანმიმდევრულობაა ჯერ დასაცავი მიდგომებში.
ჯავახიშვილს უნდოდა, რომ სიმართლე გაერკვია. ტროას არსებობა არქეოლოგიურად დადასტურდა (არ ვარ ახლა ტროას სპეციალისტი, თავს ვერ დავდებ), მოციქულების ქადაგებას საქართველოში რა ადასტურებს? 900 წლის მერე შექმნილი წყაროები და ლეგენდები? მოძველებული და მცდარი ივანე ჯავახიშვილის კი არა, იმ ისტორიკოსების მოსაზრებებია, რომლებიც თავიანთი ჭკუით ჯავახიშვილს აკრიტიკებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, ეტყობა ვერ ვთქვი გასაგებად და სამსჯერ მიწევს გამეორება, მეოცე საუკუნეში, ოცდაათი და ორმოცი წლისწინანდელ წყაროებს ვერ ვენდობით და ვერ გაგვირკვევია ბევრი რამ და მოციქულების ქადაგების რანაირად დავიჯეროთ? თუ ისიც დავიჯეროთ, ელიოზ მცხეთელზე რომ წერია ,,ქართლის მოქცევაში'', სამ დღეში მოასწროო მცხეთიდან იერუსალიმში ჩასვლა და მერე იქიდან დაბრუნება 🤣ესეც დასაჯერებელია? ისტორია სასწაულების და ზღაპრების ადგილი არაა და ივანე ჯავახიშვილის მთავარი დამსახურება ეგ იყო, საქართველოს ისტორია საბოლოოდ გაათავისუფლა ამ ლეგენდების ტყვეობისგან.
ისტორიკოსსა და გადამწერს შორის განსხვავება ესაა, ტექსტის გადაწერა ნებისმიერ წერის მცოდნე ადამიანს შეუძლია,წყაროების კრიტიკულად გაანალიზება განსაკუთრებულ ინტელექტს და ცოდნას მოითხოვს, ამიტომაა ურთულესი პროფესია. ისე ტროაზეც უამრავი კითხვის ნიშანი აქვთ მკვლევარებს. ბევრი იმასაც ეჭვობს, შლიმანის ნაპოვნი ადგილი, არის თუ არა ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა. ილაპარაკა ისტორიკოსმა ამაზე, 5 საუკუნის შემდეგი ამბავი კი არა, 30 წლის წინანდელ ისტორიულ ამბებზეა მილიონი რამე დაუზუსტებელი და უპასუხო კითხვები.
@@BitterPodcast ასეთი მკვლევრის პოვნა, დიდი ალბათობით, შეუძლებელია და შესაძლოა ღირდეს გასხვავებული ფორმატის გამოძებნა, მაგალითად, ორი პოდკასტის ჩაწერა. პირველი იყოს აფხაზური ხედვა, ცხადია, არა სეპარატისტების ზღაპრები, არამედ მეცნიერის პოზიცია, თუნდაც, ზურაბ ანჩაბაძის. მეორე პოდკასტი უკვე ქართველ მეცნიერს დაეთმოს...
ძალიან ახრეული წყაროები არ ვიცი და ზოგადად რაც ისწავლებოდა ჩემ დროს სკოლებსა და უნივერსიტეტებში იმის მიხედვით სვანები ვართ ძირძველი აფხაზები, მესხები მეორე ქართული შტოა. უფრო სწორად პირველი ენის კვლევებს თუ დავეყრდნობით მესხეთი იყო და სვანეთი. წყაროები უამრქვია მსგავსი რაღაცეებია ნებისმიერი ძველი მწერლობის ნიმუში რომ ამოიღო და წაიკითხო მაგ დასკვნამდე მიხვალ და ისედაც უბრალოდ აღმაშენებლის და თამარის პერიოდი რომ აიღო ანუ საქართველოს ოქროს ხანა ანუ აღორძინების ეპოქის დასაწყისი ევროპაში იქაც კი სვანები ანუ სვანური გვარის ადამიანები ფიგურირებენ აფხაზეთში.
ახლა ჩავრთე, მაგრამ წინასწარ ვხედავ ტროლებს, ბოტებს და ღმერთის სახელით თქვენი ჩაქოლვის ( რა თქმა უნდა, ღვთისმიერი სიყვარულით ) მსურველ ადამიანისმაგვარ ბრადმადიდებელ არსებებს. გამძლეობა გისურვებთ.
რაღაცა ჩუმად არიან ამ ბოლო დროს😁😁😁😁 ქრისტიანიბ იმიტომ გავრცელდა მსოფლიოში რომ ქრისტე იყო ძალიან განათლებული ადამიანი რომელმაც დასვა თორმეტი მოწააფე ასწავლა ია რაც წაიკითხა წიგნებში გადამწერად მუშაობისას და დაავალა წადით და გაავრცელეთ განათკებაო. უბრალოდ ეცადა ხალხი ამეყვანა უცოდინარობის და გაჭირვების უკიდურესობიდან.
რთმადიდებელივარ და არც მე მევასებიან ეგეთი გრუზუნები იგივე ათეისტები არიან მე გამიხარდა ისტორიული მოყოლა მარა საქართველოში ფარისევლები არიან და არა მართმადიდებლები ეგ ივოდეთ რაა😁😁😁😁
მეხუთე საუკუნეში გვაქვს საოცრება შუშანიკის წამების სახით. რომელთანაც სანდოობით ახლოსაც ვერ მოვა ვერც პარპეცი ვერც ხორენაცი და ვერც ელიშე. იქ ყველაფერი წერია. ნინოზეც, მირიანზეც, გორგასალზეც. უბრალოდ ყურადღებით წაიკითხეთ. სხვათაშორის პარპეცი და ცურტაველი ორივე სომხები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ მცხეთაში ვაჰანთან და ვარდანთან ერთად. .აბოციც სომხური დესანტი იყო და იოანეც. საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის ბოლოს შემოიტანეს სომხებმა და მთლიანად მათი მართვის ქვეშ იყო სანამ ვარსქენმა არ შეუმცირათ ძალაუფლება. ამიტომაც არის სომხეთის ისტორიაში ვახტანგი მატყუარად და ლაჩრად წარმოჩენილი. მადლობთ საუკეთესო პოდკასტები გაქვთ ისტორიაზე
@@BitterPodcast სოციალურ ქსელებში განსაჯუთრებით ტიკტოკზე უკვე ძალიან ბევრი ლაივებია ამ თემაზე, რამდენჯერ მოვისმინე აფხაზის და ქართველის პოლემიკა ამ ომზე და ტერიტორიაზე, სამწუხაროდ ქართველები ძირითად შემთხვევაში იჭრებიან პოლემიკაში და ისინი ამით სარგებლობენ. ყველაზე იდეალურარ შენ შეგიძლია ამის ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა, და მწარე სიმართლის თქმა. ერთხელდასამუდამოდ ხალხმა ბოლომდე უნდა გაიგოს სიმართლე. გთხოვ იქნებ რამო გამასავალი იპოვო.
ამათმა სულ გადმოაბრუნეს ჩვენი წარმომავლობის და ქრისტიანულობის შემეცნება გონებაში. ვერ გავიგე, გამოდის, რომ ქრისტიანობამდე და მის მერეც , ჩვენ არავინ ვყოფილვართ და დამწერლობაც ახალი გვქონია... ხოლო ქრისტე და წილხვედრობაც სიცრუე ყოფილა. ანდრიაობაც მითის დონეზეა და ნინონს განმნათვლელობაც... არა, კი მესმის, რომ ჟამთაღმწერელნი ყოველთვის აზვიადებდნენ ისტორიულ მოვლენებს, მაგრამ ასე გაქარწყლება ყველაფრის სერიოზულ პესიმისმზს და ნიჰილიზმს ბადებს პატრიოტულ სულიკვეთებაში. საერთოდ სომხები, რომ არა, ჩვენ საიდან??! რაღაც დივერსიას აქვს საქმე, ამ ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ეპოქაში, ახლა ესნი გამოვიდნენ ცეცხლზე ნავთის დამსხმელები. მითუმეთეს ისეთ თემებით, რაზეც ცნობიერება, გენეტიკური კოდი და სულიერებაა დაფუძნებული. ისე ლოიალურად გვანადგურებენ, შეუმჩნევლად, რომ აქეთ ტაშს ვუკრავთ და სამადლობელ წერილებსაც ვუგზავნით ასეთი "ჭეშმარიტი სიმართლისათვის" არადა ყველაფერი ვარაუდის დონეზე აქვთ აგებული:_ არ მგონია-მგონიაზე... კი ბატონო, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლად ვუარყოთ ყველაფერი და დამაჯერებლად ვამტკიცო ჩვენი თვითმარქვიობა და ისტორიის მითვისება.
ეროვნული მითოლოგია სულ იქნება. ნუ გეშინიათ, ამ პოდკასტით მთლად მასეც ვერ შეუდგება წყალი საბჭოთა ეთნონაციონალიზმს, ეროვნულ იდეოლოგიად რომ ასაღებენ დღეს. ისტორიკოსი მეცნიერია და მეცნიერული კვლევის მეთოდებს ეყრდნობა, ფაქტებსა და კრიტიკულ ანალიზს. თქვენ არავინ გაძალებთ და გახვევთ თავს იმას რაც არ გინდათ. რაც გსიამოვნებთ იმას მოუსმინეთ, რა პრობლემაა?
ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც ისეა რომ რის გაგონებაც მსურს, იმას ვისმენდე... უბრალოდ , მსურს, რომ გავერკვე;-გამოდის, რომ საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული (ოპიუმი ხალხისათვის) ან დამწერლობა, მართლა ის არ არის რასაც გვასწავლიან, ან გვიმტკიცებენ... რომ თავდადება ჩვენი წმინდანებისა ფუჭი და უსაფუძვლო ყოფილა.ან როცა ბერძნებმა აღიარეს საწმისის გატაცება, ან უცხოელ მეცნიერთა დასკვნები პრექართულ ტომებზე, თუნდაც, რომ რკინის და ოქროს მოპოვებაში არ გვქონია ჩვენი წვლილი შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რასაც საყდრისის აფეთქებული მაღარო ცხადყოფს? მეკი, მგონია, რომ ის ძირითადი დამახასიათებელი თვისებები ჩვენი ენდემობისა , გაუთავებელი შემოსევების შედეგად არის განადგურებული,შესაზლოა კატაკლიზმებისაგანაც, ან მიჩქმალული არა კეთილ მოსურნეთაგან და თავიანთ სასაეგებლოდ აქვთ გადაკეთებული. რაც გვაშორებს ფუძიდან და არა რელურ სურათს გვიხატავს.ამას ყველაფერს ძირეული გამოძიება სჭირდება და მერე გამჟღავნება ყოველივისა. თორე მხოლოდ მე-9-მე-10 საუკუნეების ცნობებზე დაყრდნობით ხომ არ განისაზღვრება ჩვენი წარმომავლობა?... მანამდე?.. წარმოუდგენელია უბრალოდ. და, რომ არა მროველი, ჯუანშერი, ზოსიმე... ალბათ, გამოსაკვლევიც არ გვექნებოდა და არც გვეცოდინებოდა არც ნოე, იაფეტი, შეთე, თარგამოსი... და ა. შ.
ძალიან ბევრი რამ უტრირებული და იდეოლოგიზებულია განზრახ რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანას აქვს ასეთივე იდეოლოგიზებული ისტორია. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად; ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ზოგს პატარა ქვეყნის სინდრომი აწუხებს, ზოგს იმპერიული ამიციები და ა.შ. მკვლევარისთვის როგორ ჩანს ისტორია, ყველაზე რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, აქ ისეა ნაჩვენები.
პატრიოტიზმს სულ არ სჭირდება ზღაპრები და ლეგენდები. კანადა აგერ გუშინდელი სახელმწიფოა, სულ არ სჯერათ იქ ღვთისმშობლის წილხვედრილობის და ოცდაათსაუკუნოვანი კანადური ანბანის, მერე რა? რა დაკარგეს რო? რა დააკლდა? ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, სარგის კაკაბაძე და სხვები აკრიტიკიბენ ამ წყაროებს. მაგათზე დიდი პატრიოტი ხართ? ასერ რომ, დავანებოთ თავი ამ ზღაპრებს, ნორმალური ქვეყნის აშენება ზღაპრების გარეშეც შეიძლება. სომხები რა შუაშია? სომხებსაც თავიანთი ზღაპრების რომ სჯერათ, იმიტომ აქვთ საქმე კარგად :)
@@BitterPodcast სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორია ამირანის ლეგენდასავით არის ბურუსით მოსილი . ჩვენმა ქვეყანამ თავისი განვითარების მანძილზე ისეთი ქარტეხილები გამოიარა რომ არყოფილიყო ღერთის რწმენა აქამდე არც მოვაღწევდით. კარგია ასეთ პოდკასტებს რომ აქვეყნებთ და ზოგადად მგონია რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია ჯერკიდევ ბოლომდე არც არის გამოკვლეული და გასაღები სადღაც სხვა და სახვა ქვეყნების ისტორიის მუზუმებში და სპეცსამსახურების არქივებში დევს რომელსაც ცხრაკლიტულის ბოქლომი ადევს.
სომხეთის გაქრისტიანების ძველ თარიღად 301 წელი ითვლება, ახალ სამეცნიერო ლიტერატურაში 314 წელია, ქართლის გაქრისტიანების თარიღად დიდი ხნის მანძილზე ივანე ჯავახიშვილის მიერ დადგენილი თარიღი, 337 წელი, ითვლებოდა, რასაც მეც ვემხრობი.
დაწყნარდით ათეისყები სიხარულისგან დახტიან იმენა იმაზე იფიქრეთ როდის გაათეისტდა საქართველო სსრკს დროს იმენა კომენტარებში სიხარულისგან დახტიან ჩემიიიიი ისე კარგი პოტკასტი იყო მადლობა დიდი🌶🔥🔥🔥
კი დაიგმო ნიკეის კრებაზე, მაგრამ ეგ არიანელობის გაქრობას სულ არ ნიშნავდა. კონსტანტინე ნიკეის კრების მერე სულ უფრო მეტად იხრებოდა არიანელობისკენ (მისი მოძღვრის, ევსები ნიკომედიელის გავლენით). არიანელობასთან მებრძოლი ათანასე ალექსანდრიელი გადაასახლა კიდევაც. საბოლოოდ არიანელობა 381 წლის კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო და მაგის მერე დაკარგა გავლენა.
მეათე საუკუნის წყაროების აღიარება რა შუაშია? ისე, აშკარაა რომ ისტორიასთან ახლოს არ გაგივლიათ, მეათე საუკუნის წყაროებით პირველი საუკუნის მოვლენების შესწავლა კარგი ისტორიკოსება თუ გგონიათ 😂😂
@@shotamatitashvili9000 ისტორიასთან თქვენ არ გაგივლიათ ზუსტად 😀😀 ორიგინალი პირველი საუკუნის წყაროები რომ გექნებათ, მაშინ ილაპარაკეთ რამეზე 😀😀😀😀😀 მანამდე ხმა არ ამოიღოთ
„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერისთვის
საქ. ბანკი: #GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
patreon.com/BitterPodcast515
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
ვაახ!! ძლივს მოვისმინე,რელიგიური ფანატიზმისგან დაცლილი, რაციონალური მსჯელობა ამ საკითხზე.
მადლობა თქვენ!!.
დაძებნე მსგავსი პოტკასტიც არის ისიც საინტერესოა ქრისტე ისტორიულად მგონი ასე აწერია
@@GugaPataridze ისტორიული ქრისტე ასე ქვია
მადლობა მწარე პოდკასტის არსებობისთვის და ასეთი საინტერესო თემების განხილვისთვის
ძაან კარგი იყო, კარგია რომ არსებობს ეს პოდკასტი და უფრო კარგია რომ ის მწარეა.
გამარჯობა, ქართულ სივრცეში უდაოდ ხარისხიან და საინტერესო პროდუქტს ქმნით , რისთვისაც უღრმესი მადლობა თქვენ! საინტერეს იქნებოდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ანალიზი თქვენეული ვერსია , ფაქტებით და მოცემულობით, მადლობა
ძალიან საინტერესოა. ფანატიზმისგან და ეთნიკური ნაციონალიზმისგან დაცლილი მეცნიერება.
დასავლეთ საქართველოში და ზოგადად დასავლეთ კავკასიაში ტყვეთა სყიდვის თემას თუ განიხილავთ საინტერესო იქნება. მგონი ეს თემა დღევანდელი კონტექსტიდან არასწორად გვაქვს გაგებული. ზოგიერთი ცნობის წაკითხვისას განცდა მიჩნდება, რო მაშინ ეს რაღაც ემიგრაციაში წასვლის საშუალება იყო)) ასევე დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ამავე პერიოდის და გამომწვევი მიზეზები. მადლობა
ძალიან საინტერესო მოსასმენია 🙏 ❤
დიდი მადლობა ნიკა.
დიდი ინტერესით ველი ყველა მომდევნო პოდკასტს❤
თითოეული მათგანი რამდენჯერმე მაქვს მოსმენილი ❤
ძალიან სასიამუვნოა პატივცემული სტუმრის მოსმენა და დიდად მოხარული ვარ რო ასეთი კარგი ისტორიკოსები გვყავხართ ამ ეპოქაში ❤
მაწავლებელი ვარ და თქენ რომ გისმენთ, აღარ ვიცი უკვე როგორ ვასწავლო მოსწავლეებს.
სანამ სწორ ისტორიას არ ვასწავლით სკოლებში ბავშვებს,არაფერი გვეშველება
ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა. მადლობა ამისთვის ❤
შოთა რუსთაველის ვინაობაზე, პიროვნებაზეც კარგი იქნებოდა პოდკასტი. მისი ფრესკის ნამდვილობაზე და ა.შ.
გამორჩეულად კარგი სტუმარია, კიდევ უნდა მოიწვიო
ძალიან საინტერესო გამოდგა 🤟🙏
მადლობა
ალბათ ცალკე პოდკასტის თემაა მაგრამ მგონია საინტერესო იქნება ქრისტიანობის შემოსვლა გავრცელების პოლიტიკური მდგენელის განხილვა მეტად ან მხოლოდ პოლიტიკური მიზნის..
წარმატებები 🤟
ძალიან საინტერესო იყო, დიდი მადლობა.
საქართველოს სამთავროებად დაყოფაც განიხილეთ თუ შეიძლება
აბსოლიტურად ლოგიკური და თანმიმდევრული განხილვაა.!
მთაში როდის შევიდა (ვთქვათ, თუშეთში) ქრისტიანობა, მაგაზე არ გისაუბრიათ. საერთოდ, თუშეთში ფხოველები გადავიდნენ თუ "ყუარელნი"? და თუშეთი როდის შემოუერთდა საქართველოს? ვინ არიან და საიდან მოდიან წოვა-თუშები? მოკლედ, თუშეთზე გვჭირდება ეპიზოდი.
როგორც ყოველთვის 👍👍
შოთა მათითაშვილის სადოქტორო დისერტაცია „ქართული ბერმონაზვნობა IV-VIII საუკუნეებში" press.tsu.edu.ge/data/image_db_innova/მათითაშვილი%20დისერტაცია%20(1).pdf
მეგობარო,სოლომონ პირველზე პოდკასტი ჩაწერე ძალიან გთხოვ , ძალიან საინტერესო იქნება.
გაიხატეთ ძალიან კარგი საუბრები გამოგივიდათ, მადლობა
დიდებული ეპიზოდი იყო
მადლობა, მეცნიერული მეთოდით ასეთი საინტერესო თემის განხილვისთვის
ქართულ იუთუბ (და არამარტო იუთუბ) სივრცეში ყვეეელაზე ღირებული პოდკასტი გაქვთ. უდიდესი მადლობა ამ საქმისთვის! 🫶🏻
👏👏👏👏
არქეოლოგია უნდა იყოს კარგად განვითარებული და შესწავლილი ისტორიული თვალსაზრისით
მზის დაბნელება თუ შეილება გამოვიყენოთ დასათარიღებლად? მირიანს ნადირობისას დააღამდაო
მეც დამაკლდა.. მაგ თემის მეტად განხილვა მაინტერესებს ძალიან 🙄
კორნელი კეკელიძე იყენებდა მზის დაბნელებას დასათარიღებლად, მაგრამ არასწორია მზის დაბნელებით დათარიღება. უძველეს წყაროებში საუბარია ხშირ ბურუსზე, რომელმაც მირიან მეფის ნადირობისას ტყე მოიცვა და არა მზის დაბნელებაზე. მზის დაბნლება საერთოდ არაა ნახსენები.
მზის დაბნელებას ვერ გამოვიყენებთ თარიღისთვის, იმიტომ რომ უძველეს წყაროებში, გელასისთან, რუფინუსთან და სხვებთან, მზის დაბნელება საერთოდ არ იხსენიება, იხსენიება მხოლოდ ხშირი ბურუსი, რომელიც ტყეში ჩამოწვა მირიან მეფის ნადირობისას, ასე რომ არავითარი მზის დაბნელება არ მომხდარა.
ცალკე ერთმა ან ორმა სატრაპიამ როგორ უნდა აღიაროს ქრისტიანობა? თან სატრაპიები ირანის დაქვემდებარებაში არსებული იყო, ისინი საერთოდ მეტროპოლიის გარეშე როგორ აღიარებდნენ ქრისტიანობას ან ვინ მისცემდა მაგის უფლებას🤔
საინტერესო იქნებოდა ამ თემიდან გამომდინარე, ქრისტიანობა და საქართველო, აგრეთვე რომის(ბიზანტიის) და სპარსეთის დაპირისპირების კონტექსტში საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ორიენტაციაზე ჩაგეწერათ პოდკასტი.
კი, შეიძლება
😊😊😊😊😊😊
ძალიან დიდი მადლობა.
ზოროასტრიზმის მიმდევრებს მიწაში მარხავდნენ?
საერთოდ, ისე დებდნენ გვამებს ზოროასტრიზმში რომ მალე გახრწნილიყო და ნადირ-ფრინველს ეჯიჯგნა. მაგრამ, ირანს გარეთ, სხვა კულტურებში საცა შევიდა ეს რელიგია, შეიძლება ზოგგან რაიმე სახის ტრანსფორმაცია განიცადა ამ წესმა.
საქმე ისაა რომ ერთმანეთისგან უნდა გავარჩიოთ ორთოდოქსული ზოროასტრიზმი, როგორც სპარსეთის სამეფოს ოფიციალური იდეოლოგია, და ქართული მაზდეანობა. ქართული მაზდეანობა განსხვავდებოდა სპარსული ზოროასტრიზმისგან, მათ შორის, დაკრძალვის რიტუალებშიც. თემა ძალიან დიდია, ამიტომ ყველაფერზე ვერ მოვახერხეთ საუბარი.
არც ელიოზს ჩამოუტანია უფლის პერანგი?
რამდენიმე ქვეყანაში არის იგივე ლეგენდა, რომლის მიხედვით იქაა ასეთი სიწმინდეები. რადგან ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკურად და პრესტიჟისთვის ქრისტიანულ სამყაროში.
არა.
სვიმონ კანანელი სად არის დაკრძალული?@@BitterPodcast
@@vladimerlobzhanidze8396ქრისტიანული ტრადიციით, ნიკოფსიაში, ძველ ლაზიკეში.
ამავე ტრადიციის მიხედვით, მოციქული მატათა საქართველოში
უნდა იყოს დაკრძალული, ეს ფაქტები უნდა ადასტურებდეს ჩვენს ქვეყანაში მოციქულთა ქადაგებას... ანდრიამ აჭარის შემდეგ, სვანეთში იქადაგა და აფხაზეთის გავლით გადავიდა დღევანდელ უკრაინაში...ამასთან თქვენივე პიზიცია ჭყონდიდის ეპარქიის არსებობაზე ამყარებს ამ ვარაუდებს...
ძაან საინტერესოა. ეს წილკანში აღმოჩენილი უმნიშველოვანესი აკლდამა, გაზაფხულზე რომ ჩვენი მე5 საუკუნის წინეპრების ძვლწბი წყალში ტივტივებს, ამაზე ჩვენი მთავრობა რა ჯანდაბას აკეთებს
საინტერესო ეპიზოდი როგორც ყოველთვის. ისე თუ აპირებ ისტორიასთან დაკავშირებულ თამაშებზე ეპიზოდს მომავალში? მაგალითად ასასინის ისტორიული კონტექსტით განხილვა ძალიან საინტერესო იქნებოდა თუ რა თქმა უნდა შეხება გქონია.
კირიონ პირველს რომ მიადექით მეგონა კიროს ფაზისელ-ალექსანდრიელსაც ახსენებდით. ( კარგი პოდკასტი იყო, ალბათ ერთერთი საუკეთესო.
ბოლოსკენ მივდიოდით უკვე, გაგრძელდა საუბარი და მოვაკვარახჭინეთ, მივამთავრეთ მერე. სადმე ცალკე ვახსენებთ მაგას სხვა დროს.
ჩინეთში ნაპოვნ ჯვარცმაზე რას იტვით, თავზე აქვს სვასტიკა, არტეფაქტი ქრისტეს შობამდე 4700 წლით დაათარიღეს ))
დაგვილინკეთ აბა წყარო
საინტერესოა რამ გამოიწვია ქრისტიანული რელილგიის ასეთი წარმატებდა იმ დროინდელ ბერძნულ-რომაულ (ანტიკურ) სამყაროში. ფაქტობრივად ამ რეალიგიამ და მისმა მონათესავე ისლამმა განსაზღვრა შუასაუკუნეების იდელოგოია და იმდროინდელი კაცობრიობის იდელოგია
მითები უკვე საინტერესოა ❤
საქართველოს ცხოვრებაში მთის ხალხის როლზე რო ჩაწეროთ პოდკასტი თუ არის შესაძლებელი.
სადმე ქვეყნდება თუ არა ტექსტური ვერსია თქვენი პოდკასტების? ყველასი თუ არა, ზოგიერთის მაინც.
არა, სამწუხაროდ მაგის დრო არ მაქვს ფიზიკურად რომ გავატექსტო ეპიზოდები.
თქვენ პოდკასტს სრულიად შემთხვვევით "გადავეყარე" რამდენიმე თვის წინ - ალექსანდრე მიქაბერიძე გყავდათ სტუმრად მის წიგნზე სასაუბროდ. მას შემდეგ, როგორც კი დროს ჩავიგდებ ხელში, ვუსმენ - გიორგი სააკაძე, ახლა ეს თემა. ძალიან კარგია. სუფთა ჰაერივითაა. მადლობა.
არქეოლოგია დაადასტურა ზოგიერთი .მითების რეალობა.მაგ ტროა.
საღოლ თემა. ჯერ არ ჩამირთავს 🎉 მარა თემა მაგარია
ჯავახიშვილს უნდოდა, რომ არ ჩამორჩენოდა მაშინდელ აკადემიურ ტენდენციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მართალი იყო ან სხვები იყვნენ მართლები. ეგეთი სკეპტიკოსების აზრით, ტროაც არ არსებობდა; ზუსტად მაგ ტენდენციურობის გამო, დღეს ჯავახიშვილი საკმაოდ მოძველებულია. ეს ერთი და მეორე, წყაროებისადმი ასეთი კრიტიკული მიდგომიდან გამომდინარე, სტუმარი ეჭვის ქვეშ უნდა აყენებდეს ქრისტეს არსებობას და შესაბამისად მოციქულებისას. თუ ეს ასეა, მაშინ რაზეა მსჯელობა და თუ არა, მაშინ თანმიმდევრულობაა ჯერ დასაცავი მიდგომებში.
არ მოგისმენიათ აშკარად კარგად.
ჯავახიშვილს უნდოდა, რომ სიმართლე გაერკვია. ტროას არსებობა არქეოლოგიურად დადასტურდა (არ ვარ ახლა ტროას სპეციალისტი, თავს ვერ დავდებ), მოციქულების ქადაგებას საქართველოში რა ადასტურებს? 900 წლის მერე შექმნილი წყაროები და ლეგენდები? მოძველებული და მცდარი ივანე ჯავახიშვილის კი არა, იმ ისტორიკოსების მოსაზრებებია, რომლებიც თავიანთი ჭკუით ჯავახიშვილს აკრიტიკებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, ეტყობა ვერ ვთქვი გასაგებად და სამსჯერ მიწევს გამეორება, მეოცე საუკუნეში, ოცდაათი და ორმოცი წლისწინანდელ წყაროებს ვერ ვენდობით და ვერ გაგვირკვევია ბევრი რამ და მოციქულების ქადაგების რანაირად დავიჯეროთ? თუ ისიც დავიჯეროთ, ელიოზ მცხეთელზე რომ წერია ,,ქართლის მოქცევაში'', სამ დღეში მოასწროო მცხეთიდან იერუსალიმში ჩასვლა და მერე იქიდან დაბრუნება 🤣ესეც დასაჯერებელია? ისტორია სასწაულების და ზღაპრების ადგილი არაა და ივანე ჯავახიშვილის მთავარი დამსახურება ეგ იყო, საქართველოს ისტორია საბოლოოდ გაათავისუფლა ამ ლეგენდების ტყვეობისგან.
ისტორიკოსსა და გადამწერს შორის განსხვავება ესაა, ტექსტის გადაწერა ნებისმიერ წერის მცოდნე ადამიანს შეუძლია,წყაროების კრიტიკულად გაანალიზება განსაკუთრებულ ინტელექტს და ცოდნას მოითხოვს, ამიტომაა ურთულესი პროფესია. ისე ტროაზეც უამრავი კითხვის ნიშანი აქვთ მკვლევარებს. ბევრი იმასაც ეჭვობს, შლიმანის ნაპოვნი ადგილი, არის თუ არა ჰომეროსის მიერ აღწერილი ტროა. ილაპარაკა ისტორიკოსმა ამაზე, 5 საუკუნის შემდეგი ამბავი კი არა, 30 წლის წინანდელ ისტორიულ ამბებზეა მილიონი რამე დაუზუსტებელი და უპასუხო კითხვები.
კრიტიკული მიდგომის გარეშე რაიმეს კვლევას და ზოგადად მეცნიერებას რა აზრი აქვს. მაგისთვის არსებობს ფსევდო და ცრუ მეცნიერებები.
ბელისარიუსზე და იუსტინიანზე იქნებ ჩაწეროთ პოდკასტი ჩემი აზრით ბევრს დააინტერესებს
კავკასიურ ტომებზე ერთი პოდკასტი მოგვაშველეთ. გახურებულ კამათს. აფხაზებზე და ასე შემდეგ
მე მაგ საკითხის სპეციალისტი არ ვარ და ვინ მოვიწვიო ვერ ვიპოვე ობიექტური და მცოდნე მკვლევარი სამწუხაროდ, თორემ ჩავწერდი.
@@BitterPodcast ასეთი მკვლევრის პოვნა, დიდი ალბათობით, შეუძლებელია და შესაძლოა ღირდეს გასხვავებული ფორმატის გამოძებნა, მაგალითად, ორი პოდკასტის ჩაწერა. პირველი იყოს აფხაზური ხედვა, ცხადია, არა სეპარატისტების ზღაპრები, არამედ მეცნიერის პოზიცია, თუნდაც, ზურაბ ანჩაბაძის. მეორე პოდკასტი უკვე ქართველ მეცნიერს დაეთმოს...
ძალიან ახრეული წყაროები არ ვიცი და ზოგადად რაც ისწავლებოდა ჩემ დროს სკოლებსა და უნივერსიტეტებში იმის მიხედვით სვანები ვართ ძირძველი აფხაზები, მესხები მეორე ქართული შტოა. უფრო სწორად პირველი ენის კვლევებს თუ დავეყრდნობით მესხეთი იყო და სვანეთი. წყაროები უამრქვია მსგავსი რაღაცეებია ნებისმიერი ძველი მწერლობის ნიმუში რომ ამოიღო და წაიკითხო მაგ დასკვნამდე მიხვალ და ისედაც უბრალოდ აღმაშენებლის და თამარის პერიოდი რომ აიღო ანუ საქართველოს ოქროს ხანა ანუ აღორძინების ეპოქის დასაწყისი ევროპაში იქაც კი სვანები ანუ სვანური გვარის ადამიანები ფიგურირებენ აფხაზეთში.
ყველაზე საინტერესოა კავკასია,იქნებ მოახერხოთ რაა❤❤@@BitterPodcast
სამეგრელოშ არის ესეთი რაიონი ჯვარი სვანეთთან ახლოს თუ ძაან გაინტერესებთ შეგიძლიათ გაიგოთ ამ კუთხის ისტორიული წარმოშობა და რატომ ეწოდა ამ ადგილს ჯვარი.
სიამოვნებით. I-II საუკუნეების რომელ ისტორიულ წყაროებს მიუთითებდით რომ შევისწავლოთ?
@@BitterPodcast😂
ძალიან კარგი თემაა ❤
თუ გაქვთ მასალები ივანე ჯავახიშვილის, მოციქულთა საქართველოში ყოფნის კრიტიკის შესახებ, დამავალებთ თუ გამიზიარებთ
ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულის და წ-ა ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 6
@@BitterPodcast მადლობა !
ახლა ჩავრთე, მაგრამ წინასწარ ვხედავ ტროლებს, ბოტებს და ღმერთის სახელით თქვენი ჩაქოლვის ( რა თქმა უნდა, ღვთისმიერი სიყვარულით ) მსურველ ადამიანისმაგვარ ბრადმადიდებელ არსებებს.
გამძლეობა გისურვებთ.
რაღაცა ჩუმად არიან ამ ბოლო დროს😁😁😁😁 ქრისტიანიბ იმიტომ გავრცელდა მსოფლიოში რომ ქრისტე იყო ძალიან განათლებული ადამიანი რომელმაც დასვა თორმეტი მოწააფე ასწავლა ია რაც წაიკითხა წიგნებში გადამწერად მუშაობისას და დაავალა წადით და გაავრცელეთ განათკებაო. უბრალოდ ეცადა ხალხი ამეყვანა უცოდინარობის და გაჭირვების უკიდურესობიდან.
არ ცალიათ ჯერ რთული წელი აქვთ მაგათაც :))) მოიცლიან მოვლენ :))
რთმადიდებელივარ და არც მე მევასებიან ეგეთი გრუზუნები იგივე ათეისტები არიან მე გამიხარდა ისტორიული მოყოლა მარა საქართველოში ფარისევლები არიან და არა მართმადიდებლები ეგ ივოდეთ რაა😁😁😁😁
@@ima-rik სისულელე 😀😀
@@ima-rik შენ მაგარი ვინმე ხარ )
მეხუთე საუკუნეში გვაქვს საოცრება შუშანიკის წამების სახით. რომელთანაც სანდოობით ახლოსაც ვერ მოვა ვერც პარპეცი ვერც ხორენაცი და ვერც ელიშე. იქ ყველაფერი წერია. ნინოზეც, მირიანზეც, გორგასალზეც. უბრალოდ ყურადღებით წაიკითხეთ. სხვათაშორის პარპეცი და ცურტაველი ორივე სომხები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ მცხეთაში ვაჰანთან და ვარდანთან ერთად. .აბოციც სომხური დესანტი იყო და იოანეც. საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნის ბოლოს შემოიტანეს სომხებმა და მთლიანად მათი მართვის ქვეშ იყო სანამ ვარსქენმა არ შეუმცირათ ძალაუფლება. ამიტომაც არის სომხეთის ისტორიაში ვახტანგი მატყუარად და ლაჩრად წარმოჩენილი. მადლობთ საუკეთესო პოდკასტები გაქვთ ისტორიაზე
ისემც შენ დედას შსცა სურენა სააკიანმა რომ იტყუები შე ჯიშ მტყნლო
იაკობ ცურტაველის ბავშობის შესახებ სად მოიპოვეთ ფაქტები?! ასევე მაინტერესებს საიდან ინფორმაცია მისი სომხური წარმოშობის შესახებ?
Katolike misionerebze. Tu gaaketebt. Rames. Mariamis. Tmebis. Moparva gelatidan. Da tqven. Uket. Icit.
Saqartvelos da kviprosis
Istoriaze marketer articles potkasti
ნიკა გთხოვ, აფხაზეთის კომფლიქტზე, აფხაზი ხალხის წარნომავლობაზე, ანუ აფსუების ტომზე და მათი ცზოვრება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამაზე ჩაწერეთ რა პოდკასტი,
არ ვიცი ვინ მოვიწვიო და მე თვითონ არ ვარ მაგ საკითხის მკვლევარი.
@@BitterPodcast სოციალურ ქსელებში განსაჯუთრებით ტიკტოკზე უკვე ძალიან ბევრი ლაივებია ამ თემაზე, რამდენჯერ მოვისმინე აფხაზის და ქართველის პოლემიკა ამ ომზე და ტერიტორიაზე, სამწუხაროდ ქართველები ძირითად შემთხვევაში იჭრებიან პოლემიკაში და ისინი ამით სარგებლობენ. ყველაზე იდეალურარ შენ შეგიძლია ამის ერთხელ და სამუდამოდ წერტილის დასმა, და მწარე სიმართლის თქმა. ერთხელდასამუდამოდ ხალხმა ბოლომდე უნდა გაიგოს სიმართლე. გთხოვ იქნებ რამო გამასავალი იპოვო.
ეს რა არხი ვნახე როგორც იქნა არაა რაღაც დებილური პროპაგანდით გაჯერებული საღოლ ბიჭებო
ამათმა სულ გადმოაბრუნეს ჩვენი წარმომავლობის და ქრისტიანულობის შემეცნება გონებაში. ვერ გავიგე, გამოდის, რომ ქრისტიანობამდე და მის მერეც , ჩვენ არავინ ვყოფილვართ და დამწერლობაც ახალი გვქონია... ხოლო ქრისტე და წილხვედრობაც სიცრუე ყოფილა. ანდრიაობაც მითის დონეზეა და ნინონს განმნათვლელობაც... არა, კი მესმის, რომ ჟამთაღმწერელნი ყოველთვის აზვიადებდნენ ისტორიულ მოვლენებს, მაგრამ ასე გაქარწყლება ყველაფრის სერიოზულ პესიმისმზს და ნიჰილიზმს ბადებს პატრიოტულ სულიკვეთებაში. საერთოდ სომხები, რომ არა, ჩვენ საიდან??! რაღაც დივერსიას აქვს საქმე, ამ ანტიქართულ და ანტიმართლმადიდებლურ ეპოქაში, ახლა ესნი გამოვიდნენ ცეცხლზე ნავთის დამსხმელები. მითუმეთეს ისეთ თემებით, რაზეც ცნობიერება, გენეტიკური კოდი და სულიერებაა დაფუძნებული. ისე ლოიალურად გვანადგურებენ, შეუმჩნევლად, რომ აქეთ ტაშს ვუკრავთ და სამადლობელ წერილებსაც ვუგზავნით ასეთი "ჭეშმარიტი სიმართლისათვის" არადა ყველაფერი ვარაუდის დონეზე აქვთ აგებული:_ არ მგონია-მგონიაზე... კი ბატონო, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლად ვუარყოთ ყველაფერი და დამაჯერებლად ვამტკიცო ჩვენი თვითმარქვიობა და ისტორიის მითვისება.
ეროვნული მითოლოგია სულ იქნება. ნუ გეშინიათ, ამ პოდკასტით მთლად მასეც ვერ შეუდგება წყალი საბჭოთა ეთნონაციონალიზმს, ეროვნულ იდეოლოგიად რომ ასაღებენ დღეს. ისტორიკოსი მეცნიერია და მეცნიერული კვლევის მეთოდებს ეყრდნობა, ფაქტებსა და კრიტიკულ ანალიზს. თქვენ არავინ გაძალებთ და გახვევთ თავს იმას რაც არ გინდათ. რაც გსიამოვნებთ იმას მოუსმინეთ, რა პრობლემაა?
ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს და არც ისეა რომ რის გაგონებაც მსურს, იმას ვისმენდე... უბრალოდ , მსურს, რომ გავერკვე;-გამოდის, რომ საეკლესიო დღესასწაულების აღნიშვნა სიცრუეზე და სიყალბეზეა აგებული (ოპიუმი ხალხისათვის) ან დამწერლობა, მართლა ის არ არის რასაც გვასწავლიან, ან გვიმტკიცებენ... რომ თავდადება ჩვენი წმინდანებისა ფუჭი და უსაფუძვლო ყოფილა.ან როცა ბერძნებმა აღიარეს საწმისის გატაცება, ან უცხოელ მეცნიერთა დასკვნები პრექართულ ტომებზე, თუნდაც, რომ რკინის და ოქროს მოპოვებაში არ გვქონია ჩვენი წვლილი შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში, რასაც საყდრისის აფეთქებული მაღარო ცხადყოფს? მეკი, მგონია, რომ ის ძირითადი დამახასიათებელი თვისებები ჩვენი ენდემობისა , გაუთავებელი შემოსევების შედეგად არის განადგურებული,შესაზლოა კატაკლიზმებისაგანაც, ან მიჩქმალული არა კეთილ მოსურნეთაგან და თავიანთ სასაეგებლოდ აქვთ გადაკეთებული. რაც გვაშორებს ფუძიდან და არა რელურ სურათს გვიხატავს.ამას ყველაფერს ძირეული გამოძიება სჭირდება და მერე გამჟღავნება ყოველივისა. თორე მხოლოდ მე-9-მე-10 საუკუნეების ცნობებზე დაყრდნობით ხომ არ განისაზღვრება ჩვენი წარმომავლობა?... მანამდე?.. წარმოუდგენელია უბრალოდ. და, რომ არა მროველი, ჯუანშერი, ზოსიმე... ალბათ, გამოსაკვლევიც არ გვექნებოდა და არც გვეცოდინებოდა არც ნოე, იაფეტი, შეთე, თარგამოსი... და ა. შ.
ძალიან ბევრი რამ უტრირებული და იდეოლოგიზებულია განზრახ რა თქმა უნდა. ყველა ქვეყანას აქვს ასეთივე იდეოლოგიზებული ისტორია. ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად; ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ზოგს პატარა ქვეყნის სინდრომი აწუხებს, ზოგს იმპერიული ამიციები და ა.შ. მკვლევარისთვის როგორ ჩანს ისტორია, ყველაზე რეალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, აქ ისეა ნაჩვენები.
პატრიოტიზმს სულ არ სჭირდება ზღაპრები და ლეგენდები. კანადა აგერ გუშინდელი სახელმწიფოა, სულ არ სჯერათ იქ ღვთისმშობლის წილხვედრილობის და ოცდაათსაუკუნოვანი კანადური ანბანის, მერე რა? რა დაკარგეს რო? რა დააკლდა? ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, სარგის კაკაბაძე და სხვები აკრიტიკიბენ ამ წყაროებს. მაგათზე დიდი პატრიოტი ხართ? ასერ რომ, დავანებოთ თავი ამ ზღაპრებს, ნორმალური ქვეყნის აშენება ზღაპრების გარეშეც შეიძლება. სომხები რა შუაშია? სომხებსაც თავიანთი ზღაპრების რომ სჯერათ, იმიტომ აქვთ საქმე კარგად :)
ასე მგონია სომხურ რადიოს უსმენ...
პროვოკატორები არიან ჩვეულებრივი
ისტორიკოსები მუცლითმეზღაპრეები ხართ. პირადად რაც მინახავს და გადამხდენია იმაზე ისეთ სისულელეებს ასწავლით ბავშვებს წარმომიდგენია წარსული რა დღეშია
რა გაქვს პირადად ნანახი, მეხუთე საუკუნეში მოღვაწეობდი?
იოანე ნათლისმცემელიც არ იყო ნამყოფი საქართველოშ ))))
იოანე ნათლისმცემელი რა შუაშია?
@@BitterPodcast ბოდოიში შემეშალა ოქეოპირი უნდა მიმეთითებინა?
ოქროპირი იყო კი, აფხაზეთში გადაასახლეს.
@@BitterPodcast სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორია ამირანის ლეგენდასავით არის ბურუსით მოსილი . ჩვენმა ქვეყანამ თავისი განვითარების მანძილზე ისეთი ქარტეხილები გამოიარა რომ არყოფილიყო ღერთის რწმენა აქამდე არც მოვაღწევდით. კარგია ასეთ პოდკასტებს რომ აქვეყნებთ და ზოგადად მგონია რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია ჯერკიდევ ბოლომდე არც არის გამოკვლეული და გასაღები სადღაც სხვა და სახვა ქვეყნების ისტორიის მუზუმებში და სპეცსამსახურების არქივებში დევს რომელსაც ცხრაკლიტულის ბოქლომი ადევს.
რელიგიური რელიქვიების ძირძველ ბიზნესზე კარგი ვიდეოა ესა ua-cam.com/video/GI8VLXEXTjA/v-deo.html
ვაი,ვაი,ვაი,სიკვდილს არ აპირებთ?
ჯერ არა, თქვენ?
ისე მათითაშვილები ებრაელები არიან და იმედია ეს სტუმრის ტენდენციურობას არ გამოიწვევს :)))
ტეხავს
როგორც წყაროებიდან ვიცი, დავით წინასწარმეტყველის პირდაპირი შთამომავლები ვართ. არა, როგორ გეკადრებათ, არავითარ ტენდენციურობას არ იწვევს ნამდვილად.
ბაგრატიონებივით ყოფილხართ 😂 @@shotamatitashvili9000
სომხეთი გაქრისტიანდა მაქსიმუმ 321 წლამდე, ქართლი 336 წლისთვის (კონსტანტინე იმპერატორის დროს)
არის საუბარი მაგაზე პოდკასტში.
სომხეთის გაქრისტიანების ძველ თარიღად 301 წელი ითვლება, ახალ სამეცნიერო ლიტერატურაში 314 წელია, ქართლის გაქრისტიანების თარიღად დიდი ხნის მანძილზე ივანე ჯავახიშვილის მიერ დადგენილი თარიღი, 337 წელი, ითვლებოდა, რასაც მეც ვემხრობი.
დაწყნარდით ათეისყები სიხარულისგან დახტიან იმენა იმაზე იფიქრეთ როდის გაათეისტდა საქართველო სსრკს დროს იმენა კომენტარებში სიხარულისგან დახტიან ჩემიიიიი ისე კარგი პოტკასტი იყო მადლობა დიდი🌶🔥🔥🔥
არიანელობა ნკეის პირველ საეკლესიო კრებაზე არ დაიგმო 325 წელს როცა კოსტანტინე იმპერატორი იყო, არიანელობა საიდან მერე?
ნიკეის კრების მერე რამდენიმე იმპერატორი იყო არიანელი
კი დაიგმო ნიკეის კრებაზე, მაგრამ ეგ არიანელობის გაქრობას სულ არ ნიშნავდა. კონსტანტინე ნიკეის კრების მერე სულ უფრო მეტად იხრებოდა არიანელობისკენ (მისი მოძღვრის, ევსები ნიკომედიელის გავლენით). არიანელობასთან მებრძოლი ათანასე ალექსანდრიელი გადაასახლა კიდევაც. საბოლოოდ არიანელობა 381 წლის კონსტანტინეპოლის მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაიგმო და მაგის მერე დაკარგა გავლენა.
სტუმარი თუ მე-10 საუკუნის წყაროებს არ აღიარებს, მაშინ პროფესიაში აღარაფერი დარჩენია, შეუძლია ფიოდოროვის სექტაში გადავიდეს )))))))))))))))))))))
გეთანხმებით, I საუკუნის მოვლენის შესასწავლად X საუკუნის წყაროების კრიტიკის და ანალიზის გარეშე გამოყენებაა ისტორიკოსისთვის შესაფერისი.
მეათე საუკუნის წყაროების აღიარება რა შუაშია? ისე, აშკარაა რომ ისტორიასთან ახლოს არ გაგივლიათ, მეათე საუკუნის წყაროებით პირველი საუკუნის მოვლენების შესწავლა კარგი ისტორიკოსება თუ გგონიათ 😂😂
@@shotamatitashvili9000 ისტორიასთან თქვენ არ გაგივლიათ ზუსტად 😀😀 ორიგინალი პირველი საუკუნის წყაროები რომ გექნებათ, მაშინ ილაპარაკეთ რამეზე 😀😀😀😀😀 მანამდე ხმა არ ამოიღოთ
პოდკასტი, ეს სიტყვა რას ნიშნავს?
ua-cam.com/video/6qtlAp2ljnU/v-deo.htmlsi=DvatRGoBYvzU1jPM
ქართული დამწერლობის შექმნაზეც ჩაწერეთ თუ შეძლებთ, როგორც ამბობენ სომხურისგან წარმოიშვაო
საქართველო არასდროს არ იყო ქრისტიანული....