ვარსკვლავთა პულსაციის მოდელირება | ადიაბატური მუდმივა | რხევის პერიოდი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 20 вер 2024
  • გამარჯობა ამ ვიდეოში ვისაუბრე ვარსკვლავთა პულსაციაზე. განვიხილე ერთ-ერთი მარტივი მოდელი.
    მოთავსებულია ცენტრალური მასა და მისგან დაშორებულია R მანძილით m მასის მქონე შრე, მათ შორის კი მოთავსებულია P წნევის მქონე გაზი.
    გაზის წნევის მიერ წარმოებული ძალა გარე შრეზე აბალანსებს გრავიტაციულ ძალას და m მასის მქონე შრე არის წონასწორობაში.
    რა მოხდება თუ p და R სიდიდეები მცირედით შეიცვლებიან?
    მივიღეთ, რომ დაიწყება რხევა და გამოვთვალეთ მისი პერიოდი.
    პასუხი დამოკიდებული გამოვიდა : ადიაბატურ მუდმივაზე, ცენტრალურ მასაზე და წონასწორობის დროს არსებულ რადიუსზე.
    Fb :
    / ako.chkhaidze.5
    Ig:
    / akochkhaidze

КОМЕНТАРІ • 6

  • @aramkitkhemoambe9801
    @aramkitkhemoambe9801 4 місяці тому

    ეს ბიჭი როგორი სექსუალურია. მინდა გავიცნო

  • @lukamosiashvili1604
    @lukamosiashvili1604 5 місяців тому +2

    მადლობა პირველ რიგში საინტერესო ლექციისთვის, მაინტერესებს დელტაR /R0 ზე რადგანას პატარაა უბრალოდ რატო არ ვანულებთ? და მნიშვნელში დაგვრჩება Ro^2 * 1^2.

    • @akakichkhaidze1
      @akakichkhaidze1  5 місяців тому +2

      ეგ წევრი პატარა, მაგრამ პირველი რიგის სიმცირეა და დავიტოვებთ. თუ მაგ სიმცირეებსაც არ გავითვალისწომებდით მაშინ დელტა R და დელტა p-ს აზრი ეკარგება და ისევ წონასწორობის პირობას მივიღებთ.
      მაგრამ სადაც დელტა R და დელტა p-ს ნამრავლები, კვადრატები ან უფრო მაღალი რიგის წევრები იქნება იმას გადავყრით.
      რიგობრივად დაახლოებით ასე რომ წარმოიდგინო, R რომ 10 იყოს და დელტა R = 0.1.
      ამ დროს დელტა R ჯერ R არის 1 მაგრამ დელტა R^2 ჯერ R უკვე 0.1

  • @bangstar719
    @bangstar719 5 місяців тому

    0:58 აქ წევრების ნიშნების აღებას ვერ მივხვდი. რომელ ღერძზე დააგეგმილეთ?
    11:19 ამ ფორმულიდან გამომდინარე, თუ ვარსკლავი შევაშფოთეთ და რხევა არ დაიწყო ანუ 3 ან ზე მეტ ატომიანი ნივთიერებები ადგენენ გაზს? (გამა=4/3 ზე განტოლებაში აჩქარება ნულდება)

    • @akakichkhaidze1
      @akakichkhaidze1  5 місяців тому +2

      გარე შრის პატარა ნაწილებს რომ დავაკვირდეთ. თითოეულ მასაზე რადიალური მიმართულებით (ცენტრალური მასიდან გარე შრისკენ) მოქმედებს წნევის მიერ წარმოებული ძალა და ცენტრისკენ მიმართული გრავიტაციული ძალა.
      ძალების ტოლქმედი უტოლდება ცენტრიდან გარე შრის ნაწილამდე მანძილის (ანუ რადიუსის) მეორე წარმოებულს დროით.
      ყველა ნაწილისთვის ჯამურად გამოდის, რომ გარე შრის მასა გამრავლებული რადიუსის მეორე წარმოებულზე დროში იქნება ჯამური ძალა რადიალური მიმართულებით (ანუ გაზის მიერ გამოწვეულ ძალას - გრავიტაციული ძალა)
      გამა = 4/3 -ზე ეგ წევრი ნულდება, თუმცა აბსოლუტურად გაჩერებული მაინც არ იქნება. ამოხსნის წინა ნაწილებში არ გავითვალისწინეთ მეორე რიგის და უფრო მაღალი რიგის სიმცირეები. გამა = 4/3-ზე ეგ პატარა წევრები ახალ ფიზიკურ პროცესებს მაინც დაიწყებენ. ზუსტად რა მოხდება, მაგის გასაგებად, უფრო საფუძვლიანი ანალიზი იქნება საჭირო.
      ჩემი აზრით, განსხვავებული შემთხვევები მიიღება და დამოკიდებული იქნება წნევა და რადიუსი როგორი შევაშფოთეთ.
      ყოველ შეთხვევაში მადლობა საინტერესო კითხვებისთვის!

    • @bangstar719
      @bangstar719 5 місяців тому

      @@akakichkhaidze1 მადლობა საფუძვლიანი პასუხისთვის. ახლა მივხვი რომ შრის პატარ-პატარა ნაწილებად დაყოფით მიიღება ეგ შედეგი, უბრალოდ ახლა მაინტერესებს ma-ს ნიშანი დადებითი რატომ ავიღეთ? აჩქარების მიმართულება ხომ არ ვიცით წინასწარ?