ზედა ვარძია, დედათა და მამათა მონასტრები - "იმედის კვირა"

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 26 жов 2021
  • "ეს გამოქვაბულები მიწით იყო სავსე, გამოვასუფთავეთ და აქ დავიწყეთ ცხოვრება" - წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ქვაში ნაკვეთი ტაძარი საუკუნეების განმავლობაში მიტოვებული იყო.
    VII საუკუნის მონასტერი, რომელმაც XV საუკუნის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა, მხოლოდ გამვლელთა, მწყემსთა და მონადირეთა თავშესაფრად გამოიყენებოდა. ოთხი წლის წინ კი ვარძიის მამათა მონასტრის საძმოს ნაწილმა ისტორია აქ სასულიერო ცხოვრებით გააგრძელა.
    უძველესი მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა ბერბემა სამი წლის წინ დაიწყეს, სულ 6 ათასი ძირი ვაზი აქვთ: "ვაზთან ურთიერთობა ადამიანისთვის სიხარულია, ყოველდღიურად უნდა იფუსფუსო, იშრომო და შვილივით ეფერო... შვილივით უნდა გაზარდო, გაზარდო ისე, რომ მერე შენ გაგახაროს".
    ზედა ვარძიის დედათა მონასტერი 1998 წელს დაარსდა. მანამდე, საუკუნეების განმავლობაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის X-XII საუკუნეების ტაძარი საქონლის სადგომად იყო ქცეული, იმ დროს დაზიანდა ტაძრის მოხატულობაც.
    მონასტერში ყოველი დღე განსხვავებულია. მონაზვნები და მორჩილები მუშაობენ თექაზე, ხატწერაზე, ამზადებენ ჯვრებსა და ხატებს, სურვილის შემთხვევაში, აქ მოსულ სტუმარს სანთლის დამზადებასაც ასწავლიან. მისდევენ მეფუტკრეობას, მესაქონლეობას. მონასტრის კარი ყველასთვის ღიაა...
    წყარო: ტელეკომპანია "იმედი", გადაცემა "იმედის კვირა".
    05.07.2021.
    გამოიწერეთ ჩვენი არხი: / @user-mp5zh4kh5g
    FB: / sazupatriarchate

КОМЕНТАРІ • 7

  • @Orthodoxoffgrid
    @Orthodoxoffgrid Рік тому +2

    კარგი ხალხი არიან პირადად ვიცნობ თითქმის ყველას!
    შრომობენ და ლოცულობენ!
    მათი მანდ ყოფნით საქართველოს რომ სარგებელი აქვს ვინ დათვლის რამდენი! ვისაც თვალნი აქვს ხედვად ხედავს და ვისაც ყურნი აქვს სმენად ისმენს!

  • @UchaGogoladze
    @UchaGogoladze 2 місяці тому

    ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ❤❤❤

  • @carlogambino3365
    @carlogambino3365 2 роки тому

    ❤❤❤❤

  • @tamarbarsagiani2739
    @tamarbarsagiani2739 2 роки тому

    ❤️❤️❤️🇬🇪🇬🇪🇬🇪

  • @SosoSoso-bm3ir
    @SosoSoso-bm3ir Рік тому

    Дидеба шенда уфало дидеба да мадлоба картвелта модгмиствис

    • @anajapiashvili7567
      @anajapiashvili7567 8 місяців тому +1

      აუცილებელი იყო ეს ოკუპანტების ენით დაგეწერა????