ზარზმის მამათა მონასტერი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 жов 2024
  • აქ დღე მზის ამოსვლამდე იწყება.... დილის 6ის ნახევარზე ზარის ხმა გაისმის... ბერები ლოცვისთვის ემზადებიან.... 6 საათიდან სამლოცველო ოთახში იკრიბებიან... ისინი დღეში რამდენიმეჯერ ლოცულობენ...
    ზარზმის მონასტერი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი სილამაზით, ისტორიით, სულიერებით. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც აქაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს - ამ მონასტრის საძმოს წევრებს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი აქვთ.
    ქართული საგალობლები ყოველთვის იყო და არის ყველაზე ლამაზი, მდიდარი სულიერებით გამორჩეული და სიღრმისეული მუსიკა, ღვთის მიმართ მოწყალებისა და მშვიდობის სავედრებელი. ქართული პოლიფონიური ჟღერადობა უნიკალურია მსოფლიო მუსიკალურ მემკვიდრეობაში. ზარზმელი ბერების მიერ შესრულებული საგალობლები თუ ხალხური სიმღერები განსაკუთრებულია... მათი შესრულება მრავალ ადამიანს უთბობს გულს.
    ზარზმის მამათა მონასტერში ამზადებენ საკმევლის 12 სახეობას. ათონის მთის ვატოპედის მონასტრის გუნდრუკის საიდუმლოც საქართველოში მხოლოდ აქ იციან. ამ საკმევლის ორიგინალი სწორედ ათონის მთაზე ვატოპედის მამათა მონასტერში მზადდება... ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა ზარზმის საძმოს მისცა კურთხევა ეწარმოებინათ ამ განსაკუთრებული საკმევლის ასლი. ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში გუნდრუკის კმევას სიმბოლური დატვირთვა აქვს. „საკმეველი მიემსგავსება ლოცვას, რომელიც ღვთის საყდრამდე აღწევს.
    საკმეველს ზარზმის მონასტერში წლებია ერთი ბერი, მამა დიონისე ამზადებს. სამი ინგრედიენტიდან ის უდაბნოს ყვავილს, ქოქოსს, ვარდს, მიროს და საკმევლის სხვა სახეობებს იღებს. ზარზმის საკმევლით საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია-მონასტერი მარაგდება. ბიბლიის მიხედვით, საკმევლის მომზადების წესი მოსეს უფალმა უკარნახა.
    ზარზმის მამათა მონასტრის ბერები სოფლის სკოლაში, სადაც მოსწავლეების უმრავლესობა მუსლიმია, რუსულს, ინგლისურს, მათემატიკასა და მუსიკას ასწავლიან. ბავშვებს განსაკუთრებულად უხარიათ მათთან ურთიერთობა... ბერები კი ცდილობენ, მაღალი დონის განათლებასთან ერთად, სითბო და სიყვარული გადასცენ, კარგ ადამიანებად აღზარდონ.... გაკვეთილების დასრულების შემდეგ, როგორც მართლმადიდებელი, ისე მუსლიმი მოსწავლეები, ზარზმის მონასტერს ხშირად სტუმრობენ. აქ ბავშვები მეცადინებენ და სხვადასხვა დავალებას ასრულებენ.
    ბერდიაკვანი ნაზარი ზარზმის საბაზისო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. გაკვეთილებს ათის ნახევარზე იწყებს, მას შემდეგ, რაც ცისკრის ლოცვას დაასრულებს და სამონასტრო საქმეებსაც მოილევს. სკოლაში მუშაობა, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წლების წინ დაიწყო, მაშინ, როდესაც სოფელს მათემატიკის მასწავლებელი არ ჰყავდა.
    2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

КОМЕНТАРІ • 13

  • @alisadeghi873
    @alisadeghi873 2 роки тому +1

    Hi Mariam, l am a kartveli from Iran. Your channel is very interesting.
    მიყვარხარ ჩემო ძვირფასო.

  • @ТатьянаШтульман
    @ТатьянаШтульман 10 місяців тому

    ❤❤❤любимый монастырь

  • @xatunadavitiani4024
    @xatunadavitiani4024 Рік тому

    🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

  • @НатальяХахалина-п4щ

    Давно уже слежу за тем, как восстанавливали этот замечательный монастырь. В этом роли🌷ке увидела модели храма и колокольни , высеченные из камня. Никогда такого раньше не видела. Интересно, какого они века? Были в земле или в древнем храме?
    Всегда слушаю записи прекрасных песнопений ваших монахов, смотрела большой фильм о монастыре.
    Вам всем добра и Христос Воскресе, дорогие братья!

  • @LavroLavro-vq8lu
    @LavroLavro-vq8lu 4 місяці тому +1

    მადობაᲗბერებოყველანიმიყვარხარᲗ❤❤❤

  • @nikolozberidze4401
    @nikolozberidze4401 3 роки тому

    ჩემი ზარზმა და ბერები ♥️

  • @kemaljincharadze6598
    @kemaljincharadze6598 3 роки тому

    Был в этом замечательном монастыре ,он назывался имени Серапиона Зарзмели и в то время был закрыт.Он находится в Адигенском районе в красивом месте.

  • @СветланаКивкова-я1ы

    Хорошо было бы с переводом. хотя бы с субтитрами

  • @tinikoshainidze7592
    @tinikoshainidze7592 Рік тому

    ჩემი ზარზმა

  • @მარინეჯანიაშვილი

    ტიხროვანი მინანქრის (მინის)პალიტრა,შუა საუკუნეების ტექნოლოგიების მიხედვით(ზუსტი წესით )აღადგინა ერმილე მაღრაძემ