JunO Yoga
JunO Yoga
  • 7
  • 18 043
ორსულთა იოგა ყველა ტრიმესტრისთვის | ზურგის ვარჯიშები
მოცემული ვიდეო აღებულია ორსულთა კურსიდან, რომელსაც უძღვება ჯუნო. გარდა ორსულებისა, ვიდეოთი სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს. ✔️
🧑‍⚕️ორსულთა კურსის ერთადერთი შეზღუდვაა სამედიცინო მიზეზით, აუცილებლად დაეკითხეთ თქვენს ექიმს იოგას ვარჯიშების დაწყებამდე .
ვიდეოში ნახავთ ზურგის სხვადასხვა მრავალფეროვან ვარჯიშებს , რომლებიც სრულდება მჯდომარე, მუხლებზე მდგონარე, ფეხზე მდგომარე და ასევე ზურგზე მწოლიარე პოზიციებიდან.
ჯუნო (ნათია ნათენაძე) იოგას ინსტრუქტორი. მას იოგას პრაქტიკის 8 წლიანი გამოცდილება აქვს, ინსტრუქტორობისა კი 5 წელი. ნათიამ სასერტიფიკატო აკადემიური კურსი გაიარა ინდოეთში, გამოცდილ იოგებთან. ნათიას აქვს რამდენიმე წლიანი ონლაინ მუშაობის გამოცდილებაც. მისი პროგრამების ძირითადი მიმართულება - ჰათჰა იოგაა.
ჯუნოს ორსულთა პროგრამა მოიცავს შესავალს (ინტრო) და 4 ძირითად ვიდეოს, სადაც ინსტრუქტორის გიდირებით ასრულებთ პარალელურად ვარჯიშს. უყურებთ ვარჯიშების დემონსტრაციას, ახსნას, სწორ სუნთქვას და ისმენთ დამატებით სასარგებლო ინფორმაციებს.
კურსის შესაძენად მოგვწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე (აქვე კომენტარებში | ფეისბუქზე | ინსტაგრამზე..) საფასური - 40 ლარი.
სავარჯიშოდ დაგჭირდებათ რეკვიზიტები - იოგას ხალიჩა, დამატებით სასურველია ნებისმიერი რეზინი და იოგას 2 აგური.
რეკომენდაცია - ვარჯიშამდე 2 საათით ადრე სასურველია არ მიიღოთ საკვები. ან მიიღოთ ძალიან მსუბუქად. ჩაიცვით თაივსუფალი სამოსი.
ორსულთა იოგას სარგებელი (ბენეფიტები) - მკვეთრად იზრდება ენერგია. სუნთქვა და ნერვული სისტემა ბალანსდება. ვემზადებით მშობიარობისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. რაც მთავარია ვაჯანსაღებთ ჩვენს საკუთარ სხეულს, კუნთებს, სახსრებსა და ორგანოებს. გაწელვების შედეგად გვეხსნება ტკივილი წელიდან, კისრიდან, მენჯებიდან, ფეხებიდან. სასუნთქი გზების გავარჯიშება კი გვმატებს თავდაჯერებულობას მშობიარობის პროცესის წარმატებით გასავლელად.
კურსის შეძენის შემთხვევაში ვიდეო-გაკვეთილებზე წვდომა უვადოა. შეგიძლიათ კვირის განმავლობაში გადაანაწილოთ სასურველი ვარჯიშები, თანდათან კი დამოუკიდებლადაც შეძლებთ ნებისმიერი ვარჯიშის განმეორებას.
ნამასტე
Переглядів: 280

Відео

დილის იოგა ყველასთვის ~ 15 წუთიდილის იოგა ყველასთვის ~ 15 წუთი
დილის იოგა ყველასთვის ~ 15 წუთი
Переглядів 549Рік тому
ვიდეოში წარმოგიდგენთ ვარჯიშებს იოგადან, რომლებიც იდეალურად გამოაღვიძებს მთელს სხეულს, ფილტვებს, გონებას, საყრდენ- მამოძრავებელ სისტემას. ალბათ გსმენიათ, რომ დილას მზის ამოსვლასთან ერთად პრაქტიკა, სხეულს ბევრად მეტ ენერგიას აძლევს და მთელი დღე სასიამოვნო შეგრძნებებით გვმუხტავს, ეს მართლაც ასეა. ვარჯიშამდე გაღვიძებიდან დაახლოებით 20-30 წუთი გამოყავი, რომ თავი ფხიზლად იგრძნო 🙏🏻 მსუბუქი და დასვენებ...
მუცლის ვაკუუმი | Uddiyana Bandha | დეტალური ახსნამუცლის ვაკუუმი | Uddiyana Bandha | დეტალური ახსნა
მუცლის ვაკუუმი | Uddiyana Bandha | დეტალური ახსნა
Переглядів 4,1 тис.Рік тому
ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ მუცლის შეკუმშვის ვარჯიშს - სანსკრიტულად “უდიანა ბანდჰა”, რაც ნიშნავს მუცლის შიგნით და მაღლა აწევას, შეკავებას, ჩაკეტვას. მუცლის ვაკუუმი ერთერთია სამი ბანდჰადან, მათი დანიშნულებაა, ენერგიის ჩაკეტვიყ სხეულის კონკრეტულ უბნებში, იგი მიმართოს სხეულის ზედა, მაღალ უბნებში, რაც შედეგად ბევრ სარგებელს აძლევს ადამიანს. ეს ტექნიკა აუცილებლად უზმოზე სრულდება, როდესაც ცარიელია მომნელ...
გიდირებული შავასანა ~ Guided Savasana ~ 14 minგიდირებული შავასანა ~ Guided Savasana ~ 14 min
გიდირებული შავასანა ~ Guided Savasana ~ 14 min
Переглядів 700Рік тому
შავასანა, იგივე გვამის პოზა, იოგაში წარმოადგენს სარელაქსაციო ტექნიკას, როდესაც სხეული ფიზიკურად მოდუნებულია, გონება და ცნობიერების სიფხიზლე კი შენარჩუნებულია აქ და ახლა. ტექნიკა გვეხმარება თვითშემეცნებაში, საკუთარი სხეულის აღქმასა და გაცნობიერებაში. შავასანა შეგიძლია შეასრულო ვარჯიშის საწყებამდე, ვარჯიშის პროცესში (1-2 წუთი) და ვარჯიშის დასასრულსაც. შეგიძლია შეასრულო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ...
მზის მისალმება | Surya Namaskar | Hatha Yogaმზის მისალმება | Surya Namaskar | Hatha Yoga
მზის მისალმება | Surya Namaskar | Hatha Yoga
Переглядів 383Рік тому
მოცემულ ვიდეოში წარმოგიდგენთ ჰათჰა იოგას სისტემიდან აღებულ ასანების დინამიურ ჯგუფს - მზის მისალმებას, დეტალური ინსტრუქციით. დაგჭირდებათ იოგას დასაფენი ხალიჩა, დამწყებთათვის (კომფორტული ვარჯიშისთვის) დამატებით - იოგას აგურები ☀️მზის მისალმების სისტემატიური ვარჯიში გვეხმარება : საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და შიდა ორგანოების გაწელვაში, ასევე ამასაჟებს და მოჰყავს ტონუსში მთლიანი სხეული. ამასთან...
იოგა სრულიად დამწყებთათვის ~ Yoga for Complete Beginners • მთლიანი სხეული•იოგა სრულიად დამწყებთათვის ~ Yoga for Complete Beginners • მთლიანი სხეული•
იოგა სრულიად დამწყებთათვის ~ Yoga for Complete Beginners • მთლიანი სხეული•
Переглядів 10 тис.Рік тому
ჯუნოს იოგა გთავაზობთ იოგას ვარჯიშების სხვადასხვა სერიას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი დონის მოვარჯიშესათვის სახლის პირობებში, დაგჭირდებათ მხოლოდ იოგას დასაფენი ხალიჩა და პრაქტიკის სურვილი. ამჯერად წარმოგიდგენთ ჯუნოს პროგრამას სრულიად დამწყებთათვის. მოცემული ვიდეო პირველ რიგში განკუთვნილია გამოუცდელთათვის, რომელთაც ხელს უწყობს ზოგადი ჯანმრთელობა პროგრამის შესასრულებლად. ასევე გაითვალისწინეთ, ...
დამწყებთა იოგა : მთლიანი სხეულის ვარჯიში ჯუნოსთან ერთადდამწყებთა იოგა : მთლიანი სხეულის ვარჯიში ჯუნოსთან ერთად
დამწყებთა იოგა : მთლიანი სხეულის ვარჯიში ჯუნოსთან ერთად
Переглядів 1,8 тис.Рік тому
ჯუნოს იოგა გთავაზობთ იოგას ვარჯიშების სხვადასხვა სერიას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი დონის მოვარჯიშესათვის სახლის პირობებში, დაგჭირდებათ მხოლოდ იოგას დასაფენი ხალიჩა და პრაქტიკის სურვილი. ამჯერად წარმოგიდგენთ დამწყებთა სერიას, კონკრეტულად მოვარჯიშეთა იმ დონისთვის, ვისაც გარკვეული შეხება მაინც ჰქონია ფიზიკურ აქტივობებთან (ანუ არაა სრულიად გამოუცდელი) და ხელს უწყობს ზოგადი ჯანმრთელობა მათ შეს...

КОМЕНТАРІ

  • @likakarelidze7057
    @likakarelidze7057 2 місяці тому

    მადლობა 💖💖💖

  • @stargirl_is_anna
    @stargirl_is_anna 4 місяці тому

    ❤ მარტივია და პროდუქტიული

    • @natianatenadze
      @natianatenadze 4 місяці тому

      დიდი მადლობა 🙏🥰

  • @irakliimnadze1535
    @irakliimnadze1535 8 місяців тому

    16:46 ზე მარჯვენა მხარეს წელის ზემოთ უკან მხართან თითქოს რაღაც გამიწყდა :D ისე მეტკინა ვერ ვდგები ფეხზე... :( ძალიან დავატანე ძალა :(

    • @natianatenadze
      @natianatenadze 8 місяців тому

      ფიზიკური აქტივობისას შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მით უმეტეს თუ არ გვაქვს ვარჯიშის დისციპლინა და ერთბაშად ვატანთ ძალას, ან კონცენტრაცია გაგვექცევა სხვაგან. იმედია სერიოზული არაა, მიმართეთ ექიმს ყოველი შემთხვევისთვის. ვიდეოს აღწერაშიც მითითებულია რომ სიფრთხილის ზომებია დასაცავი.

  • @tamarsologashvili9320
    @tamarsologashvili9320 8 місяців тому

    ძალიან სწრაფად გადადიხართ ერთი ვარჯიშიდან მეორეზე.

    • @natianatenadze
      @natianatenadze 8 місяців тому

      მადლობა უკუკავშირისთვის თქვენ. სისწრაფეს რაც შეეხება, სუბიექტურია.ზოგადად იოგა ინდივიდუალური პრაქტიკაა, როგორც კი პოზებს დაიმახსოვრებთ, საკუთარი სიჩქარით შეგიძლიათ შეასრულოთ.

  • @atheist.23
    @atheist.23 Рік тому

    კარგი სავარჯიშოებია მაგრამ ამ პოზაში მიჭირს ჯდომა. ხერხემალშიც მოხრილი ვარ და დისკომფორტი მაქვს

    • @natianatenadze
      @natianatenadze 11 місяців тому

      შეგიძლიათ კედელს მიეყრდნოთ, ან მაღალ ბალიშზე ჩამოჯდეთ. არაა აუცილებელი დამოუკიდებლად იჯდეთ, მთავარია ზურგი იყოს სწორი, ბუნებრივად და სასიამოვნოდ. თავიდან ცოტა დრო და ვარჯიში სჭირდება. შედეგს ნახავთ შემდეგ

  • @qeto10
    @qeto10 Рік тому

    ძალიან კარგია ❤ მადლობა

  • @maiababuadze1371
    @maiababuadze1371 Рік тому

    დამწყების პერიოდი რა დროს მოიცავს?

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მაია სალამი, დამწყები არის კატეგორია, ვისაც აქამდე არ უვარჯიშია, თუმცა სურვილი აქვს დაიწყოს შესწავლა. და ჯანმრთელობაც ხელს უწყობს. თუ რაიმე გაგიჭირდებათ, შეამცირეთ ვარჯიშების რაოდენობა და შეანელეთ. სუნთქვას მიაქციეთ ყურადღება.

  • @zura7FloW
    @zura7FloW Рік тому

    ❤❤❤

  • @natialomidze8566
    @natialomidze8566 Рік тому

    მადლობ ნათი

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მადლობა შენ ნათია💜

  • @natiamamatsashvili1243
    @natiamamatsashvili1243 Рік тому

    Მადლობა 💖

  • @GeoSkywalker
    @GeoSkywalker Рік тому

    ძალიან კარგია. მადლობაა 🙏🏻💫☀️

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      ძალიან მიხარია, პირიქით მადლობა ! :)

  • @user-wp9pf6rg5z
    @user-wp9pf6rg5z Рік тому

    👍 მომეწონა.❤

  • @SopoCh
    @SopoCh Рік тому

    მადლობა ნათი❤

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      სოფფ❤ მადლობა რომ სცადეე🎉

  • @natialomidze8566
    @natialomidze8566 Рік тому

    მადლობა❤️🙏

  • @lukakirtadze3302
    @lukakirtadze3302 Рік тому

  • @tatiagiunashvili8827
    @tatiagiunashvili8827 Рік тому

    👏🏽👏🏽👏🏽

  • @monikanadibaidze5378
    @monikanadibaidze5378 Рік тому

    ძალიან სასიამოვნო იყო🥰 მადლობა🙏(ნამასტე)❤️

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მონიკა, დიდი მადლობა ❤🙏🏻🙏🏻

  • @zura7FloW
    @zura7FloW Рік тому

    <3

  • @Jan-gf7lh
    @Jan-gf7lh Рік тому

    💯 promo sm

  • @ninnuca
    @ninnuca Рік тому

    ადვილად შესასრულებელი და თან ძალიან სასიამოვნო სავარჯიშოა ❤

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      დიდი მადლობა 🙏🏻🌞 ძალიან მიხარია

  • @zura7FloW
    @zura7FloW Рік тому

    კარგი ვარჯიშები იყო

  • @qeto10
    @qeto10 Рік тому

    ძალიან კარგი იყო ❤ გთხოვთ არ შეწყვიტოთ რაა ❤❤❤

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      ძალიან დიდი მადლობა ^^ სულ მალე დაემატება შემდეგი ვიდეოც <3

  • @user-cj4ru8hs6h
    @user-cj4ru8hs6h Рік тому

    ძალიან კარგი იყო ნათი, შემდეგსაც ველოდები ❤️❤️❤️

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      სალოო! დიდი მადლობა, მიხარია რომ ისიამოვნე <3 ^^

  • @seaofnothingness1051
    @seaofnothingness1051 Рік тому

    ჯუუუნნნ❤ რა მაგარია! ვლოგებსაც სიამოვნებით ვიხილავდი

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მადლობ!😊💛💛 ვნახოთ!

  • @zuzzuz5866
    @zuzzuz5866 Рік тому

  • @zura7FloW
    @zura7FloW Рік тому

    კარგია <3

  • @natialomidze8566
    @natialomidze8566 Рік тому

    რა კარგი იყო მადლობა ნათი🙏❤️

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მადლობა უკუკავშირისთვის🙏🏻🤩 ძალიან მიხარია!

  • @mariamtsulaia5333
    @mariamtsulaia5333 Рік тому

    ✨✨✨

  • @sopovarshalomidze9617
    @sopovarshalomidze9617 Рік тому

    რა კარგია❤მადლობა

  • @mariambarnovi3020
    @mariambarnovi3020 Рік тому

    ძალიან ვისიამოვნე ვარჯიშით 🥰🥰❤️ მადლობა ამ შესაძლებლობისთვის 😍😍😍

    • @natianatenadze
      @natianatenadze Рік тому

      მადლობა შენ 🫶 ძალიან მიხარია❤❤