ზურაბ ჯაფარიძე, სამ თანაგუნდელთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას ადასტურებს

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 жов 2024
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში, პარტიის ოთხივე ყოფილი წევრის სახელით, ენმ-დან გასვლას ადასტურებს.
    „მე, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დავტოვეთ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა თანამდებობა, რომელიც გვეკავა პარტიასა თუ პარლამენტში. ოთხშაბათს მოხდება ამ ყველაფრის ფორმალურად გაფორმება.
    ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე. მეტიც, თანამოაზრეებთან ერთად, გაცილებით მეტი შემართებითა და ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში დასრულდეს ოლიგარქის მმართველობა, ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების დემოკრატიულ გზას და ეკონომიკურ წინსვლას.
    მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი, გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები „უპასუხისმგებლობასა“ და „წნეხის ვერ გაძლებასთან“ დაკავშირებით. ამ მიზეზების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ოთხშაბათს მივაწვდით“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
    შეგახსენებთ, პარტიის ოთხი წევრის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

КОМЕНТАРІ •