Doreuli - Detox

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 15 жов 2018
  • Verse 1:
    ნადიმის ეზოს , აქ ვერ ტოვებ ნადიმის ეზოს
    მე კიდევ აქ ძილი მეკიდება მაგრამ ისევ აქ აცხადებს ნადირი სეზონს
    შენს ფეხებს შორის აქ ნამდვილად ვერ ვხედავ მანდილის რეზონს
    მადლობა ნადიმის ეზოს , ვეცდები ზედმეტად არ წამიქეზო მე თავი
    არც დასაცავი , მოლაპარაკება მორჩა და დარჩა ზავი
    რა ფორტუნა მექნება ნაზასავი
    ფორმულა მექმნება ამ ნაზავით :
    ვარ ნაზად ავი თუ სავით , მაქ შეგრძნება გერის
    შეძლება მღერის , მეც არ ვიცი რჩევების ტარიფი
    ჩვევები თაღლითის , შეგნება ბერის
    აქ ისევ ვიკეცავ მკლავს
    თან ვატყობ რომ მტკიცება კლავს
    აქ ეს თემაც იცემა კვლავ
    აღება დღეს მერე მიცემა ხვალ
    თუ სუნთქავ ნისიად შენი დასრულდა მისია
    ეს სხვისი არე გადაყევი მის იარებს
    მეც გიზიარებ , თუ ამით გაგაბრაზე
    კი ვილაპარაკოთ აქ მაგრამ რაზე
    ან კიდევ რას მალავ გეტყობა ლაპარაკზე
    იმედი მოკვდა მე შევაერთე აპარატზე
    მკაცრი გამგონი ციდან არ ცვივა მგონი
    მეც ასე გავუღიმე კუპიდონს აქ მაცვია ბრონი
    Verse 2
    აქ აპირებენ ცირკში რემონტს
    ორი ჭიქა აბათილებს შიშის გემოს , მიზანია იქით ზემოთ
    შენც ვიცი რომ გეშინია გულის ცემის
    ხშირი პულსის ამ ტაშის და კულისების
    იქამდე ჯერ მოასწარი
    მომთაბარეს სახლს შენ აქ ვერ მიასწავლი
    ხომ იცი სხვისი უვიცობა შენი ნასწავლია
    აქ ისევ შიში ჭარბობს
    მცირე ჰოლოგრამის , მძიმე ფონოგრამის
    ჯიბეში დარჩენილი ისევ ისე ბოლო გრამის
    თუნდაც იმის , რაც შეგემთხვევა გაისად მაისს
    გაისმა მაინც მჯერა მოგონება დაიცავს რაინდს , დაიცა მაინც
    გაძარცვული ბანკი , ლედი
    სავსე ბაკი , ღვედი , ლამაზი ხედი
    ყ..ზე ბანტი- ლენტი , ხელზე რანგით ბრენდი
    ფონად ჰანგი ბენდი , მეც ასე გაგითენდი...

КОМЕНТАРІ •