ი/მ თეიმურაზ ჟორჟოლიანი - მეცხვარეობის ფერმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 27 кві 2017
  • იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში დაფინანსებული ი/მ თეიმურაზ ჟორჟოლიანის მეცხვარეობის ფერმა ფუნქციონირებს. საწარმოს შესაქმნელად ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“ ისარგებლა. საწარმო 2015 წელს გაიხსნა, საწარმოში წელიწადის განმავლობაში საშუალოდ 11 ადამიანია დასაქმებული. ი/მ თეიმურაზ ჟორჟოლიანის მეცხვარეობის ფერმაში წელიწადში 630 ცალი იმერული ჯიშის ცხვარის რეალიზაციას ახდენენ. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება.
    „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში ხორციელდება ერთიანი აგროპროექტი, რომელიც, გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

КОМЕНТАРІ • 6

  • @giorgia602
    @giorgia602 3 роки тому

    Tsarmateba !

  • @nodochixladze1939
    @nodochixladze1939 Рік тому

    რა ღირს ბატკანი?

  • @user-ur7mr6pc3i
    @user-ur7mr6pc3i 2 роки тому

    მოგესალმებით, სამეგრელოში მინდა 20 მდე, როგორ შეეგუება, კონსულტაცია მჭირდება, როგორ დაგიკავშირდეთ

  • @lalaxarchilava7239
    @lalaxarchilava7239 3 роки тому

    რით პარსავთ ამდენ ცხვარს და სად შემიძლია ვიყიდო დენის საპარსი?

  • @user-ed7mq9po5y
    @user-ed7mq9po5y 6 років тому

    اخ