სად უფრო ადვილია ქართველისთვის, ა.შ.შ-ში თუ საქართველოში?! 🇺🇸 🇬🇪

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 3 гру 2024

КОМЕНТАРІ • 216

  • @luckyman6807
    @luckyman6807 2 роки тому +31

    ეს ვიდეო არის საუკეთესო მაგალითი იმისა რომ ხალხმა თვალები გაახილოს, სანამ ყველას და ყველაფერს მოიძულებთ თქვენს ქვეყანაში. მადლობა ვალერი ამ ვიდეოსთვის.

  • @akakitsartsidze5266
    @akakitsartsidze5266 2 роки тому +41

    ვალერი ბატონო აქ მყოფმა ადამიანმა 100 000💰 ბინა რომ იყიდოს,რამდენ ხანს უნდა იმუშაოს თვეში 1000 ლარის გადადება რომ მოახერხოს?საზღვარგარეთ წასვლით კი 2 -3 წელიწადში ყიდულობენ.აქ კი 2 ადამიანმა რომ იმუშაოს მაქსიმუმ 3000 ლარია შემოსავალი.საიდანაც უნდა გადაიხადო ქირა რომელიც მინიმუმ 800 ლარია, უნდა დაფაროს კომუნალურები 150 ლარი საშუალო ტრანსპორტის ხარჯები სამსახურში(არანორმალური გრაფიკით მუშაობა) რომ იარო ფეხით 300 ლარი. საკვები და სიგარეტი დღეში 50 ლარი.ცუდად არ უნდა გახდე და ექიმი არ უნდა დაგჭირდეს წამლები მითუმეტეს.დალევაზე და გართობაზე ზედმეტია საუბარი.ნათესავებს ვერ ნახულობს უსახსრობის გამო ვინაიდან ფული მხოლოდ არსებობისთვის არის საკმარის

    • @ninikhetaguri9509
      @ninikhetaguri9509 2 роки тому +2

      გეთანხმებით, ჩემი საახლობიდან ძალიან ბევრი არის ემიგრაციაში, აქედან უმეტესობას სამსამი ბინა აქბთ ნაყიდი თბილისში თუ ბათუმში, მაგრამ მაინც წუწუნით კვდებიან რომ არაფრის ფული არ აქვთ და ოჯახს უჭირს 🤷 და ყველას გვირჩევენ რომ არ წავიდეთ სხვა ქვეყანაში..არავინ მიდის დალხენილი აქედან, მაგრამ ზოგი ისეთი ხამი არის ვერ ძღება

    • @giorgigelashvili2929
      @giorgigelashvili2929 Рік тому

      ნუ აზვიადებ ქირას☝️ მე ვაქირავებ პირადად 200 ლარში ოთახებს

  • @limestonecrafter9044
    @limestonecrafter9044 2 роки тому +60

    გამარჯობა ვალერი. დიდი მადლობა რომ შენ პირად დროს თმობ და ქართველ ხალხს ეხმარები. ამ ინფორმაციით ბევრ ქართულ ოჯახს გადაარჩენ.
    მე 15 წლის ჩამოვედი ტურისტული ვიზით დედასთან ერთად 1998 წელს. არანაირი ინფორმაცია არ იყო, არც ინტერნეტი არ იყო განვითარებული. საქართველოში დარეკვა $ 1.5 წუთი ღირდა და ამის გამო მანჰეტენზე დავდიდიოდით დასარეკად და თითქმის მთელი დასვენების დღე მაგაში მიდიოდა. მე 15 წლის პირდაპირ ფაბრიკაში წავედი სამუშაოდ , ინგლისური ქუჩაში ვისწავლე.
    რა თქმა უნდა ვალით ჩამოვედით ორიათას მე და ორი დედაჩემს მართებდა და ხელფასი მაშინ შავ მუშაზე $4 იყო. 2 წელი მარტო მაგის გადახდას და სტატუსის შენარჩუნებას მოუნდი და ამასობაში მამაჩემი ტელეფონიდან ყვიროდა და ათი ათასობით ფულების გამოგზავნას მოთხოვდა რომელიც მე არ მქონდა. ყველაფერს რასაც შენ ყვები მე უყვებოდი მაგრამ არ ჯეროდა, ჩემი არ ჯეროდა მაგრამ სხვის მოყოლილ ზღაპრების ჯეროდა. მატყუებ და ფულს არ მიგზავნი სხვა რაღაცეებში ხარჯავო. მერე ერთი შანსი გომოჩდა ას დოლარიანი სამუშაო მაგრამ მანქანა ჭირდებოდა, ვისესხე ფული (რომ 3 საათი ერთ მხარეს დამეზოგა) ვიყიდე მანქანა, რომ უთხარი სულ გააფრინა "შენ მანდ მანქანით დაგრიალობო" ვიჩხუბეთ და 22 წელია აღარ დავლაპარკებულვართ. ის სამუშაო ჩაფლავდა და მანქანის ვალი დამედო რომელიც ძლივს გადავიხადე. მაგის გარდა კიდე ბევრი პრობლემიბი იყო ოჯახში და ყველაფერი ერთმანეზე დაემატა.
    მოკლედ მხოლოდ 4 წლის შემდეგ შევძელით ფეხის მოკიდება და პირველად ცალკე ბინის ქირაობა და ნელ ნელა ცხოვრების ნულიდან დაწყება.
    დღევანდელ ემიგრანტებს აქვთ უზარმაზარი ინფორმაცია, დახმარება და შანსები მაგრამ მე ყველას ურჩევ რომ თუ ძალიან ღარიბი არა ხარ დარჩი სახლში და ეცადე ცხოვრება მანდ შენ ქვეყანაში და შენს ნათესავ მეგობრებში ოფრო ბედნიერად გაატარო.
    თუ გადაწყვეტ ემიგრაციაში წამოსვლას მომზადე იმდენი იმუშაო რომ არასდროს გიმუშავია. თუ გრინ კარტა გაქ და თუ სწორ ნაბიჯებს გადადგავ ნორმალურ ცხოვრების დონეს 10 წელიწადში მიაღწევ , თუ გრინ კარტა არ გაქ მომზადე იწვალო 15-20 წელი რომ ნორმალურ დონეს მიაღწიო.
    დიდ მადლობა ვალერი და გისურვებ წარმატებას . დიდი მადლობა ღმერთს რომ შენსავით კეთილი ადამიანები არსებობენ.

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому +3

      ღმერთმა გაგაძლიეროთ

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому

      @@ПарсманФерФерПарсман ვის აგინებ? რა გინდა საერთოდ, ვერ გავიგე.

    • @ПарсманФерФерПарсман
      @ПарсманФерФерПарсман 2 роки тому

      @@shrosha მეც ვერ გავიგე შენ რა გინდა ?...

    • @ПарсманФерФерПарсман
      @ПарсманФерФерПарсман 2 роки тому

      @@shrosha დათაგე, მითაგე, მოთაგე, რამე გაგია მსგავსი ?? რა შუაში ხარ ჩემს კომენტართან ????

    • @anakurtsikidze1673
      @anakurtsikidze1673 2 роки тому +3

      გეთახნმებით სრულიად. მწავე ბარათი რომ არ მქონოდა მეც და ჩემს ოჯახსაც არ წავიდოდი. ბოლო დღემდე ვფიქრობდით წასვლაზე 9 წლის წინ. 9 წელი ვიმუშავეთ ჩვენი პროფესიით ამერიკაში -არქიტექტორებად მე და ჩემმა მეუღლემ. ბავშვიც გაგვიჩდა, ასევე ჩემი მშობლებივ მანდ იყვნენ (იმათაც ქონდათ მწვანე ბარათი) მაგრამ ძალიან ძალიან გამიჭირდა 4-5 წელი. ბავშვი რომ მეყოლა მაინც ვმუშაობდი სახლიდან, დეკრეტული აქ ხომ რეალურად არ არსებობს. მიუხედავად იმისა რომ ძალიან აქტიურ ცხოვრებას ვეწევით ამერიკაში, ვმუშაობთ ჩვენი პროფესიით , საკმაოდ წინ წავედით კარიერული თვალსაზრისით , მაინც საქართველოში მირჩევნია ცხოვრება.
      ახლა თბილისში ვართ და აღარ გვინდა აქედან წამოსვლა.

  • @datoqvrivishvili2067
    @datoqvrivishvili2067 2 роки тому +6

    არასოდეს დამიწერია ასეთი კომენტარი მაგრამ უნდა დავწერო, 1997 წელს დავიბადე 25 წლის ვარ კარგად ვსწავლობდი უამრავი ოლიმპიადა მაქვს მოგებული მაგრამ არავინ მყავდა ყურადღება მიექცია რადგან მამა ადრე 8 წლისას გარდამეცვალა და დედა არც ისე განვითარებული ქალია და ვერ შეძლო ჩემზე განათლების თვალსაზრისით სათანადოდ ეზრუნა, მოკლედ 14 წლისამ დავიწყე სოფელში მუშაობა ხან ვაზის ორმოებს ვთხრიდი ხან ვკრეფდი ხან მტვირთავად ვმუშაობფი ხან საზამთროს მკრეფავად, მოკლედ რაც შემეძლო ვაკეთებდი თან სკოლაში დავდიოდი ნახევრად, მერე 16 წლისამ დავიწყე ავტო სამრეცხაოში მუშაობა 1 წელი ვიმუშავე, და რადგან განვითარება ვერ ვნახე მერე პურის ცხობა ვისწავლე, ამ დროს უკვე სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი, 17 წლისამ გადავწყვიტე თბილისში წავსულიყავი და მემუშა ა ისევ მრეცხავად, მერე პურის მცხობელადაც ვიმუშავე, მერე რესტორანში მიმტანად ასე გავხდი 19 წლის ავიღე მართვის მოწმობა, ჩემით ვიმეცადინე სახლში, ცოტა ფული დავზოგე და მანქანა ჩამოვიყვანე იაპონიიდან დავიწყე ტაქსზე მუშაობა, 20 წლის დავქორწინდი, ჩემს მეუღლე ს 18 წლის რომ ვიყავი 700 კარი გადავუხადე შეყვარებულობის დროს რომ რაც უყვარდა ესწავლა მანიკურის კეთება, მანაც ისწავლა.
    20 წლისამ ტელეფონების გამოწერა დავიწყე ამერიკიდან მეორადების და ვყიდდი, დაშლა აწყობაც ვისწავლე ტელეფონების, რაღაცეებს ვუკეთებდი და ვყიდდი თან ტაქსიზეც ვმუშაობდი, ჩემი მეუღლე კი მუშაობდა მანიკურის სპეციალისტად, ასე ნელ ნელა ფულის შეგროვება დავიწყეთ ვყიდდი საათებსაც ფეისბუქის ონლაინ მაღაზიით მაგრამ უცებ დაიწყო პანდემია და ყველაფერი ჩაფლავდა დამეწყო იმედგაცრუებაის დეპრესია მთელი 3 თვე ძალიან ცუდად ვიყავი არა ფული არა სამუშოა არა პერსპექტივა, ყველაფერს ცუდ შუქში ვხედავდი და ვდარდობდი ძალიან ცუდად გავხდი ემოციურად დანგრეული და ცუდი სანახავი ვიყავი სუიციდმაც კი გამიელვა თავში რომ ასეთი ცუდი ცხოვრება რათ მინდათქო, ბოლოს ამ მდგომარეობამ რომ მაგრად დამღალა ვუთხარი თავს რომელი დათა ჯობდა მიზანდასახული შეუპოვარი ძლერი ჭკვიანი ნავარჯიშები წარმატებისკენ მიმავალი თუ ეს შეშინებული სუსტი დათრგუნული და საცოდავი ბავშვივითთქო და ვთქვი ან იცოცხლე ან მოკვდითქო, ავირჩიე სიცოცხლე, აი აქ იწყება მთავარი, დავიწყე შანსების ძებნა სამასხური მჭირდებოდა ხო და ყველა შანსს ვიყენებდი და გამოჩნდა ადგილი დასუფთავების სამსახურში ქუჩის დამგველად მე ამ დროს 23 წლის ვიყავი არაფერი მითაკილია დავიწყე მუშაობა 392 ლარად ეს იყო ხელფასი 2020 წელს !დილის 6 ზე ვდგებოდი 06:30 ზე უკვე სამსახურში ვიყავი ვმუშაობდი მერე მეორე სამსახური ვნახე გაზონების მიწესრიგება გამწვანება დარგვა მოფოცხვა და ასე შემდეგ, მერე დასუფთავებაში ჩემმა ცოლმაც დაიწყო მუშაობა 23 წლის გოგომ არ ითაკილა და გვერდში დამიდგა. მერე ყველაფერი გავაკეთე რომ ავეყვანე კომპანია wolt ს კურიერად რათა მეორე სამსახური ძალიან მღლიდა და მინდოდა შემეცვალა მიზანს მივაღწიე ამიყვანეს დავიწყე მუშაობა მანქანით 4 თვეში შევაგროვე ფული ვიყიდე მოტოციკლეტი ახალი ცენტრიდან ქეშად, განვადება არ გამიკეთებია არ მიყვარს ვალები, გავაგრზელე მუშაობა მოტოციკლით, არ ვიზარებდი არაფერს დღეში 16 საათიც მიმუშავია და ზოგჯერ 18 იც სტანდარტულად კი 12-14 ს ვმუშაობ ორ სამსახურში,
    მესამე წელია მე და ჩემი მეუღლე დასუფთავების სამსახურში ვართ ქუჩებს ვგვით (ერთად ვართ) მერე მეორე სამსახურებში მივდივართ მე კურიერად ის მანიკურისტად, მე მოტო აქსესუარებიც ჩამოვიტანე ჩინეთიდან და ვყიდი პარალელურად,
    მეორე მოტოციკლიეტიც ვიყიდე ცენტრიდან ახალი წესად რომ ჩამენაცვლებინა ძველი ახლით, და ახლა უკვე იმდენი გამოვიმუშავეთ მე და ჩემმა ცოლმა რომ ბინაც ვიგირავეთ ქირით აღარ ვართ. ინგლისურის სწავლა დავიწყეთ, მეექვსე წელია დავქორწინდთ მაგრამ ბავშვი ჯერ არ გვინდა, გვინდა რო განვვითარდეთ, გავზარდოთ ჩვენი შემოსავლების მიღების საშუალებები და განვივითაროთ უნარები და შეგნება, მე უკვე B1 დონეზე ვარ ინგლისურ ენაში მეუღლეც ცდილობს სწავლობს,
    ვიცი დარწმუნებული ვარ რომ მივაღწევთ დასახულ მიზნებს, თუ მოვიგეთ მწვანე ბარათი ხომ კარგი თუ არა და აუცილებლად ვისწავლი web development ს პითონს ჯავა სკრიპტს და ა.შ

    • @datoqvrivishvili2067
      @datoqvrivishvili2067 2 роки тому

      გაგრძელება --------> თუ არ გეზარება და მართლა გინდა შეძლო რაიმე მაშინ იპოვი გამოსავალს და ძალას საკუთარ თავში და აუცილებლად გამოგივა, თუ გეზარება იპოვი მიზეზს რომ თავი იმართლო, მე დავიწყე 0 დან არავინ დამხმარებია მალე თბილისში სახლს ვიყიდი ერთი სოფლელი უმამო ბიჭი ვარ ჯერ 25 ის ვარ და დავრწმუნდი რომ ცხოვრება მას უღიმის ვინც თავად ცხოვრებას უღიმის და უყვარს ცხოვრება და შრომა არ ეზარება, უკვე დავრწმუნდი ძალებში და აღარ ვაპირებ ხელები ჩამოვყარო ორობლემებს ვიყენებ იმისთვის რომ ვისწავლო მისგან რაიმე და არა იმისთვის რომ ცხვირი ჩამოვუშვა, ინგლისურის შემდეგ ჩინურის და გერმანულის სწავლას ვაპირებ, და ვიცი აუცილებლად გამომივა

  • @makarberulava1019
    @makarberulava1019 2 роки тому +26

    ამ ვიდეოდან შეიძლება დავასკვნათ: ეკონომიკური მაჩვენებლები მაგალითად, GDP სულ მოსახლეზე საქართველოს აქვს 5 000$, გერმანიას 50 000$, ამერიკას 70 000$ ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა : ))) და დედამიწაზე ყველა ქვეყნის მოსახლეობა ერთ დონეზე ცხოვრობს.
    კარგი იქნება ერთი ვიდეო სადაც ნაჩვენები იქნება, როგორ ცხოვრობს ერთი და იგივე პროფესიის ქართველი, ევროპელი და ამერიკელი. გარდერობში ვის რამდენი ტანსაცმელი აქვს, მაცივარში ვის რა პროდუქტები აქვს და როგორი ავტომობილებით დადიან.
    რიგით ევროპელ და ამერიკელს შეუძლია 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში დაისვენოს ცნობილ კურორტებზე ოჯახით, მაშინ როცა ქართველი იმაზე ფიქრობს დღე როგორ გადააგოროს. და თურმე ამ ყველაფრის შემდეგ საქართველო სჯობს ცივილიზებულ ქვეყნებს : )))
    ესეთი პროპაგანდა ალბათ საბჭოთა კავშირშიც კი არ იყო თავის დროზე.

  • @hvstlegod
    @hvstlegod 2 роки тому +18

    და მაგ ჯგუფიდან 21% ამერიკაშია, 79% საქართველოში, Grass is greener on the other side.

  • @NObody13777
    @NObody13777 2 роки тому +37

    ვალერ მანდ 150 მაინც მოგრჩება და საქართველოში რო ათასობით ვალი გვედება იმისთვის რომ ვიარსებოთ ეგ არის აღსანიშნავი და ზუსტად მაგაშია განსხვავება...ასევე მანდ დროთა განმავლობაში კაცი თუ ტრაკს გაანძრევს არის საშუალება რომ შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდოს საქართველო კი ჭაობია რაც მეტად ფართხალებ უფრო იძირები

    • @mariami2670
      @mariami2670 2 роки тому +1

      💯 ზუსტად ეგრეა

    • @ANIMEMANIA2023
      @ANIMEMANIA2023 2 роки тому +1

      სამწუხაროდ მართალი ხართ

    • @tinagvaramia9626
      @tinagvaramia9626 Рік тому

      აფსოლუტურად გეთანხმები👍💯

  • @TheBoko7
    @TheBoko7 2 роки тому +31

    საქართველოში ცხოვრება არის გადარჩენისთვის! ამერიკასთან შედარება საერთოდ არ შეიძლება.

  • @nato8484
    @nato8484 2 роки тому +11

    გუშინწინ გავხდი 60 წლის, იქიდან 42 წელიწადი ხალხნო ვარ ემიგრაციაში, სიამოვნებით ვიქნებოდი სახლში, მაგრამ ყოველთვის უბედურება, ომი და ქართული კორუფცია! რასაც ამბობთ ნათესავების არმია მოვა, კი მოვა მხოლოდ იმისთვის რომ ვაი ვაი ეს რა დაგემართა, თუ ორ შაურს იშოვი ფრთხილად უნდა იყო სხვებს არ გაუსწრო და უეკეთესად არ იცხოვრო! ყველა განაჩენს გამოგიტანს როგორც ის მამა ამ კომენტარებში!

    • @mamukamirianashvili6745
      @mamukamirianashvili6745 Рік тому

      ვიმედოვნოთ ეგეთი საზოგადოება უმცირესობაში მოვიხილვოთ🇬🇪🇬🇪❤️

  • @ratirati3245
    @ratirati3245 2 роки тому

    Valeri magari adamiani xar.imedia gaitvaliswineben shen saubars da uazro nabijebs avar gadadgaven!!!wqrmatebebi da janmrtelobas gisurvebt

  • @ეკაწიკლაური
    @ეკაწიკლაური 2 роки тому +1

    კითხვა მაქვს თუ შეიძლება
    თქვენ სად ცხოვრობთ საქართველოში?

  • @Nikoloz-yd1rz
    @Nikoloz-yd1rz 2 роки тому +7

    ძალიან მაგარი კაციხარ

  • @giagvelesiani6633
    @giagvelesiani6633 2 роки тому +5

    მადლობა სიმართლისთვის!🖒🍷

  • @letloverule6721
    @letloverule6721 2 роки тому +4

    კანადაში ჩამოვედით მე და ჩემჯ მეუღლე საბუთებით (პროგრამით) და ყველაფერი რაც ვალერიმ ილაპარაკა კანადასაც ეხება. ეს არის სრული ჭეშმარიტება. 30 წლის ვარ და ბავშვი გვინდა გავაჩინოთ და ვეღარ მოგვიხერხებია.

  • @mariaturmanidze6368
    @mariaturmanidze6368 2 роки тому +12

    აგაშენა ღმერთმა სიმართლის
    თქმისთვის.

  • @nocomentgeorgia4569
    @nocomentgeorgia4569 2 роки тому +10

    ვალერ რატო ითვლით 15 დილარს საათში ჩემი ძმააა ნიუორკში უბერზე დღეში 9ნსაათს მუშაობს 250 350 დოლარამდე აკეთებს

    • @greatman4425
      @greatman4425 2 роки тому +1

      საქართველოშიც ტაქსისტები მინიმუმ დღეში 200 ლარს შოულობენ. მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს,რომ ჩვეულებრივ სამსახურში დღეში 200ლარს უხდიან🤔 ჩვენთან საშუალოდ დღიური ანაზღაურება 40₾. არის რაც საათში 5 ₾.გამოდის .ამერიკაში 15 $ არის საშუალოდ საათში.

    • @mimdiajojadze5566
      @mimdiajojadze5566 2 роки тому +1

      es verari too.chemi ojaxis cevric iqaa ds dgesgi 9 saats mushaobs.da 250 dolari gamodis.arc mushaobis uplebaaqvs.da amavdroulad kviras isvenebs .igic tuunda ar daisvenebs.aman amoucura xalxs imedevi😂😂😂

    • @amo9494
      @amo9494 2 роки тому

      @@greatman4425 რომელი ტაქსისტი აკეთებს 200 ლარს დღეში?? ან სად ნახე დღიური ანაზღაურება 40 ლარად??

    • @lukiona
      @lukiona 2 роки тому

      @@amo9494 10-12 საათი ტაქსზე, პრიუსი გაზზე და ხარ 150-170 ლარიანი

    • @amo9494
      @amo9494 2 роки тому

      @@lukiona 10-12 საათი რომ იმუშავებ და 150/200 გააკეთებ ეგ სუფთა თანხა არაა ხარჯებით ჩამოხვალ 100 ლარზე რაც იმას ნიშნავს რომ საათში 10 ან 8.3 გექნება შემოსავალი რაც ძალიან ცოტაა, მერე პრიუსი გაზზე რა უბედურებაა?? 🤣

  • @zurab81
    @zurab81 2 роки тому +10

    ჩემს გულში იჯექი ვალერი რა კარგად დაალაგე რეალობის მხარე. სიმართლე სინათლეო,😊👍

  • @gialo1777
    @gialo1777 2 роки тому

    ძალიან დიდი მადლობა

  • @martell.xo3338
    @martell.xo3338 2 роки тому

    Magari video👍Getanxmebit

  • @jonimaisashvili1853
    @jonimaisashvili1853 2 роки тому +6

    რა 2000$ ქირა 950$ად იქირავებ მშვენიერ ბინას და არც საკვებში გჭირდება მაგდენი ძაან გაწელილი და უაზრო ფასებია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს როდესაც ხელმომჭირნედ ცხოვრობ

  • @goldenhoneyimereti661
    @goldenhoneyimereti661 Рік тому

    გამარჯობა,თუ შეიძლება ამერიკაში მოიძიო სამუშაო საფუტკრე მეურნეობაში? ან რომელ საიტზე?

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  Рік тому +1

      საიტი არ ვიცი, მაგრამ ქართველი მეფუტკრეები არიან აქ

  • @TM-14-03
    @TM-14-03 2 роки тому +22

    ჩემი სამაობლო იქაა სადაც მე ვარ ბედნიერი, ღმერთმა დალოცოს ამერიკა და ამერიკელი ხალხი ❤

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому +3

      ასევე ღმერთმა დალოცოს საქართველო და ქართველი ხალხი, ასევე ჩვენთან ერთად მცხოვრები სხვა ეროვნების ხალხი.

  • @natojmukhadze1555
    @natojmukhadze1555 2 роки тому +1

    მე ვისაც ვიცნობ ემიგრანტს, არც ერთს არ დასჭირვებია ასეთი გაჭირვების გადატანა, თანაც ფულით ყველაფერს ახერხებენ ადამიანები, სამუშაო ნებართვის საბუთებსაც მშვენივრად აკეთებენ და რამდენიმე წელიწადში ისე მდიდრდებიან თბილისში ორ სამ ბინას ყიდულობენ და დოლარებზე აქირავებენ რუსებზე. აი სწორედ ასეთი მაგალითების შემხედვარე გამორბის ხალხი მანდ, კი გეთახმებით რომ ყველას არ აქვს უნარი განვითარდეს და ცხოვრება აიწყოს, მაგრამ დამიჯერეთ იმ შრომით რასაც საქართველოში შრომობს ადამიანი მანდ რომ იმუშაოს უფრო რეალიზებულად და კმაყოფილად ჩათვლის თავის ჯაფას ვიდრე აქ. და კიდევ ერთი, მანდ პერსპექტივა უფრო ჩანს, იცი რომ თუ ხელს გაანძრევ რამდენიმე წელიწადში დაგიფასდება შრომა, აქ კი იმის პერსპექტივაც არ გვაქვს რომ ხვალ რუსეთი არ დაგვესხმება თავს და არ ამოგვაყირავებს თავისი ბომბებით. მხოლოდ ფინანსური კეთილდღეობა არ ერეკება ხალხს აქედან, გაურკვეველი მომავალია უიმედობის საფუძველი :(

  • @pridonijiqia6134
    @pridonijiqia6134 2 роки тому

    ძმურად ეს მექსიკის ტურიზმის საბუთი ბლეფია თუ ნაღდია?

  • @akakitsartsidze5266
    @akakitsartsidze5266 2 роки тому +8

    აქ ხელფასი 300 ლარიდან იწყება და ამით ყველაფერია ნათქვამი

    • @ninob5771
      @ninob5771 Рік тому

      მეც ეგ ვიფიქრე, სადსც არ უნდა იყო, თუ ნორმალური ხელფასი არ გექნება, ყველგან ბომჟი იქნები და არც ეგ სანათასეაო გიშველის და არც სამეგობრო. ფული თუ არ გაქვს, არავის არ უნდიხარ დიდი ხნით.

  • @nikolozkakauridze9289
    @nikolozkakauridze9289 2 роки тому

    თუ შეილება რომ მიპასუხოთ მწვანე ბარათს საქართველოში შეავსებ თუ აშშში შეავსებინებ ვინმეს შენზე ააქვს აზრი?

  • @ALIENSSS
    @ALIENSSS 2 роки тому +4

    ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტად ის ტეხავს რო საკუთარ ქვეყანაში ხარ როგორც არარეგალური მაცხოვრებელი, ისეთი დამოკიდებულებაა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის

  • @teonatsiskarashvili8009
    @teonatsiskarashvili8009 2 роки тому

    გაიხარე . მომწონს სიმართლეს რომ ლაპარაკობ

  • @nikaburduli7178
    @nikaburduli7178 2 роки тому +4

    ვალერი მოგიწოდებთ რომ არ წახვიდეთ ამერიკაში.ნეტავ რას ემსახურება მისი ვიდეოები ემიგრანტებზე?

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому +3

      😄 ეგ აზრი გამოიტანეთ ამ ჩანაწერიდან?

    • @ninikogates965
      @ninikogates965 2 роки тому +2

      აბსოლუტურ რეალობას გეუბნებათ,უბრალოდ არ გინდათ რომ გაიგოთ,მოკლედ ამერიკა ყველასთვის არ არის.

  • @greatman4425
    @greatman4425 2 роки тому +5

    ძმა მანდ 4800 დოლარი იგივე არის რაც აქა საქართველოში 4800 ლარი.2800 ლარს საქართ ელოშიც შოულობენ

    • @davidj.gumberidze5901
      @davidj.gumberidze5901 2 роки тому +1

      მიმასწავლე სამსახური სადაც 2800 ლარს იხდიან... 2000 ლარი იყოს წინააღმდეგი არ ვარ.

  • @shalvashalva9138
    @shalvashalva9138 2 роки тому +6

    ბაზარი არარი ძმაო ზოგი მონაყოლით ჩადის უცხოეთში და ხვდებათ სხვა. გფარავდეთ უფალი თქვენ ოჯახთან ერთად❤❤❤

  • @levankvezereli315
    @levankvezereli315 2 роки тому +11

    სადაც არ ხარ იქ უკეთესი გგონიაო

  • @davitdzamukashvili6479
    @davitdzamukashvili6479 2 роки тому +1

    ემიგრაციაში ყოფნის დროს ადამიანური დეფიციტი ყველაზე დიდი პრობლემაა. საკუთარ თავზე გამოვცადე. ეს არაა ვინმეს შესაშინებლად ნათქვამი. ჯობია წასვლამდე იცოდეს ყველამ, რომ უფრო მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს. მადლობა ვალერ, რომ ამაზე გაამახვილე ყურადღება!🙏 ვინც აპირებთ ემიგრაციაში წასვლას, ყველას წარმატებებს გისურვებთ, მთელი გულით!❤❤❤

  • @autolovers1
    @autolovers1 2 роки тому +4

    მაგარიხარ ძაან! 💪🫶🏻👏

  • @Ailen3256
    @Ailen3256 2 роки тому +2

    ვალერი, თუ შეგიძლიათ ერთი გადაცემა მიუძღვნათ ბავშვების თემას? შვილებთან ერთად რომ ჩამოვიდე, რა არის გასათვალისწინებელი? (ხარჯები, სკოლის თემა და ა. შ.)
    ასევე ქმარი თუ უკრაინის მოქალაქეა და ცოლი - საქართველოს მოქალაქე, მოქმედებს თუ არა უკრაინელებზე დაწესებული შეღავათები, თუ ქორწინება შედგა ომის დაწყების შემდეგ და თუ მოქმედებს, რა შეღავათებია ეს?
    დიდი მადლობა საინტერესო და სასარგებლო ვიდეოებისთვის.

  • @gogaze5804
    @gogaze5804 2 роки тому +4

    რაც არ უნდა იყოს და როგორი რთულიც არ უნდა იყოს აქ მაინც წინ ვერ წავედი ვშოულობ იმდენს რო ოჯახს ლუკმა პური არ მოაკლდეს მეტი ვერაფერს და მე მწვანე ბილეთით მინდა ჩამოსვლა არალეგალად არა. უნდა გავრისკო სხვა გზა არ მაქვს

    • @davidj.gumberidze5901
      @davidj.gumberidze5901 2 роки тому

      გეგმა იქონიე ძმის, მჯერა რომ მიზანი თუ გაქვს ყველაფერი გამოგივა.

  • @zurachakvetadze5440
    @zurachakvetadze5440 2 роки тому +4

    გეთანხმები,ამერიკაში პირველი თაობის ემიგრანტის ცხოვრება დაბალი ხარისხისაა..ჯოჯოხეთია

  • @marijavakhishvili301
    @marijavakhishvili301 2 роки тому +2

    აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმები. ამიტომაც ვერ გავაჩინე აქ შვილი, სამწუხაროდ. ეხლა კი როცა საბუთები მოვაწესრიგეთ და ის საკითხი დადგა, ბავშვები ჩამოვიყვანოთ თუ არა, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ბავშვებიანად საქართველოში ვიცხოვრო და ქმარი დარჩეს აქ. მიუხედავად იმისა რიმ ძალიან კარგი შემოსავალი გვაქვს მე და ჩემ მეუღლეს, მაინც ვერ გავწვდებით 2 ბავშვის აქ ცხოვრებას, ისე რომ არც დაზღვევა მოაკლდეთ, არც განათლება, არც საჭმელი და არც დასვენება

    • @ninob5771
      @ninob5771 Рік тому

      ბავშვები სად საქართველოში გააჩინეთ ანუ? მეც ესე ვარ, ამერიკაში ვარ და ვერ გამიჩენია, ვალების მეშინია :(

  • @greatman4425
    @greatman4425 2 роки тому +6

    ჭამის და ფულის შოვნის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს🤔 ამერიკაში ქართველების 90% ჩვეულებრივი მონები არიან როგორც ყველგან

    • @autolovers1
      @autolovers1 2 роки тому

      მათხოვრობას ჯობია.

  • @gagi_khomeriki
    @gagi_khomeriki 2 роки тому +2

    მოტივაციას რომ მოგისპობს და გაგინადგურებს ასეთი ვიდეო გამოვიდა, არ ველოდი თუმცა საბედნიეროდ ეს მხოლოდ არაობიექტური შეფასებაა ❤ წარმატებები ვინც გრინ ქარდს თამაშობს ,ყველაფერი შესაძლებელია მთავარია მუშაობა არ გეთაკილებოდეს და არ გეზარებოდეს დანარჩენი დროთა განმავლობაში აეწყობა

  • @sopomchedlishvili9947
    @sopomchedlishvili9947 2 роки тому +4

    ჩამოდი ვალერ ! აქ იმუშავე თუ მანდ არ მოგწონს 🙌🏻

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      სადმე მოისმინე რომ მეთქვას არ მომწონსთქო? 🙂

  • @akakitsartsidze5266
    @akakitsartsidze5266 2 роки тому +3

    აქ ვინც შემოვდივართ 90% წასასვლელ გზებს და ქვეყნებს ვეძებთ ჩვენი სამშობლოდან შორს,რათა გავექცეთ რთულ ეკონომიკურ და ადამიანის ღირსებისთვის შეუფერებელ პირობებს და უსამართლობას. ჩვენს ქვეყანაში უფრო ნაკლები უფლებები აქვს მოქალაქეს ვინემ ევროპის ქვეყნებში არალეგალურად მცხოვრებს და მომუშავეს.მაღალ თანამდებობებზე და სამთავრობო სტრუქტურებში მოკალათებული ბიზნესმენები არასოდეს მიიღებენ ჩვენთვის სასარგებლო კანონს ვინაიდან ეს მათ შემოსავლებს შეამცირებს.სჯობს აქ მოვითხოვოთ ის რაც გვეკუთნის ხალხი ძალა ვართ და არა ბრბო, დავუპირისპირდეთ ძირ გამომპალ წესწყობილებას.განვითარებულ ქვეყნებში შრომითი კოდექსი მოწესრიგებული და დალაგებულია,სწორედ ეს არის სახელმწიფოს მშენებლობის ქვაკუთხედი.ქვეყანა იცლება ქართველებისგან გავრბივართ რადგან არ ვიცით რომელს მოგვდევს უსამართლობა, რომ მოვტრიალდეთ თვითონ ექნებათ გასაქცევად საქმე."და ბძოლა წაგებულია" ეს ამერიკული ფილმი 1930 წლის მოვლენებზეა ამ წლებში ხალხმა მოიპოვა ღირსეული შრომის და ცხოვრების უფლება

  • @Wolfmotherify
    @Wolfmotherify 2 роки тому +2

    ანუ რისთვის მიდისხალხი აქუფრო მეტი რჩებათ თურმე ხელფასი

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому

      თან ყოველ წელს მეტი და მეტი მიდის

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      🙂 კარგად უყურეთ ჩანაწერს და აზრსაც გამოიტანთ ალბათ

  • @МихаилМайсурадзе-б9у

    ჩამოდით საქართველოში , რა გინდათ მანდ .
    800 ლარი იმყოფინე აქ.

  • @g.badex1201
    @g.badex1201 Рік тому

    esenig aazrebuli ro maq mito mkidi evropa amerika. gaixare valer

  • @autolovers1
    @autolovers1 2 роки тому +1

    2400$ თუ აკეთებ აქ ამერიკაში სხვა ქვეყანაში ჯობია წასვლა , აქ მინიმუმ 6-7 უნდა იშოვო რო გეყოს რამეში

  • @gigikopadze001
    @gigikopadze001 2 роки тому +1

    ძაან დიდი ხარჯებია წარმომიდგენია თავიდან რა რთული იქნება

  • @sofogelishvili2794
    @sofogelishvili2794 2 роки тому

    აბსოლუტურად გეთანხმებით. ამასთანავე როდესაც მოახერხებ შემოსავლის გაზრდას პარალელურად გეზრდება მოთხოვნილებები და ხარჯები. ბავშვი როცა გყავს რა მნიშვნელოვანია კარგ ადგილას ცხოვრება კარგი სკოლების გამო და ამ კარგ ადგილას როგორი კარგი ფასი აქვს სახლებს. რომ ყველაზე მინიმალური 30$ საათში მაინც უნდა გაითვალისწინო თუ გინდა რომ ბავშვი ატარო ცურვაზე, ცეკვაზე, უცხო ენაზე და ა.შ. მოკლედ ცხოვრების ნორმალური ხარისხი რასაც ქვია აქ გაცილებით ძვირია.

  • @usasopa
    @usasopa 2 роки тому

    chemi azrit makana tito kacs unda 400 da ara or kacs da es dalian minimumia yvelapershi

  • @geoge6781
    @geoge6781 2 роки тому +2

    ქართველების უმეტესის კითხვაა რამდენია ხელფასი და იმას ამრავლებენ 12ზე,ხარჯს არავინ ანგარიშობს არადა ეგ არის მთავარი შენ რა გრჩება თვის ბოლოს,თან ამერიკაში უნდა იყო ცხოვრების აზრზე უბრალოდ ტაქსაობა ავიღოთ ენის ბარიერი აპლიკაციით მუშაობა მოწესრიგებული ეს ყველაფერი უნარებთან არის დაკავშირებული,დამადევი მეშოკი ზურგზე აღარაა დღეს არსად.იმის თქმა მინდა რომ ყველა ადამიანი მისებურად მუშაობს ზოგი 15 დოლარად ზოგი 150 და მეტიც.იქ ჩასული ვალებით სწავლის დრო აღარაა,ამას წლები ჭირდება რომ აზრზე მოხვიდე.წარმატებები ყველა ქართველს მაგრამ წინასწარ კოშკებს ნუ ააგებთ 17 წელია ესპანეთში ვცხოვრობ და ვიცი ახალ ჩამოსული არალეგალი რასაც ნიშნავს.

  • @levanilagvilava5427
    @levanilagvilava5427 2 роки тому

    ზოგადად უკეთესი იქნება თუ ვიდეოს ბოლომდე უყურებთ. სწორად აღნიშნა ყველაფერი ჩემი აზრით.

  • @levaniqobelashvili5060
    @levaniqobelashvili5060 2 роки тому

    👍

  • @fionateo1035
    @fionateo1035 2 роки тому +5

    რა სისულელეა , ამერიკაში ცხოვრებას და საქართველოში ცხოვრებას როგორ უნდა ადარებდეთ და თან ბოლოში გააკეთოთ დასკვნა რომ ვითომ საქართველოში ცხოვრება ჯობია ...... 10 წელია საქართველოდან რაც წავედი და ერთი წუთი არ მინანია.. რასაც თქვენ ყვებით არის ძალიან გაზვიადებული.

  • @Perzita
    @Perzita 2 роки тому +1

    ვალერი, ერთ რომელიმე ვიდეოს ინგლისურ ენაზე არ გადაიღებ? აი მაგალითად რაიმე ვლოგს ან ისეთ რამეს სადაც აუცილებლად საჭირო ინფორმაციას არ მოგვაწვდი...

  • @giorgikhurodze6075
    @giorgikhurodze6075 2 роки тому +7

    უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი ამერიკულ ცხოვრებაზე და სიტუაციაზე და მე მივხვდი რო მანდაც რთულია და ეხლა უფრო გართულდა ცხოვრება.რასაცქვია 0დან უნდა დაიწყო ყველაფერი და უმეტესობას გონია რო ჩავლენ და დახვდებათ სახლიან სამსახურიან მანქანიანად ყველაფერი და არაა ეგრე.ლეგალებსაც კი საკმაოდ უჭირთ ყოველ შემთხვევაში პირველი წელი მაინც ცხოვრების დაწყება.რავიცი,წარმატებები და დაფასება ქონოდეთ ყველას ვინც შრომობს და იმსახურებს ❤️

  • @mimisvan6339
    @mimisvan6339 2 роки тому

    💯

  • @zura9209
    @zura9209 2 роки тому +2

    Aq iseti komentarebi ceria zogma saertod ver gaigo ra tqva am kacma. Rac dges xdeba amerikashi is tqva da yvelaze cudi magaliti moiyvana radgan realurad masea. Bevri vici cavida da ukan dabrundanradgan is situacia agaraa rac iyo 2 an 3 clis ukan

  • @nikakakhetelidze2668
    @nikakakhetelidze2668 2 роки тому +2

    მე თუ მკითხავთ ამერიკაში წასვლას და 5000$ ად მუშაობას ჯობია დისტანციური სამსახური ნახო მაგ ხელფასად ამერიკაში და საქართველოში იცხოვრო უფრო მაღალ დონეზე იცხოვრებ.

  • @motivational9999
    @motivational9999 2 роки тому +1

    ლარს ძალა არაქვს ყველაფერი გაძვირდა 😩 1100 ლარი მაქვს ხელფასი კომუნალური. საგზავრო. საჭმელი. ტასაცმელი. ბანკის გადასახდელი. ხურდაც არმჩება ... ბიძინა სენი წეწა მოყდა

  • @mamukamirianashvili6745
    @mamukamirianashvili6745 Рік тому

    რთული წასაკითხი იყო მამოს სმბავმა შემაშინა მამაჩემთან რო
    მქონოდათქო ეგეთი ირთიერთობა. ვწუხვარ მეგობარო❤️ მე შერიგებისთვის მოგიწოდებთ პატებისყბის ეთმანეთის მიმართ. ეს ნაბიჯი შენ უნდა გადადგა და უნდა დაურეკო მამას. ვწიხვარ სანამ ცოცხლები არიან მშობლები მოვეფეროთ❤️❤️🇬🇪 მერე შეიძლება მაგრად ვინანოთ მე ესე ვფიქრობ. და მე რას ვაკეთებ ეხლა მშობლები მირელავენ 4 თბე იქმება უკვე და არ ვპასუხობ რადგან ნარკოტიკის ზემოქმედებაში ავრ და ხვდება დედაჩემი ეგრევე მატყობს არ მინდა ვანერვიყკო მაჰრამ მგონი ესე უფტო ცუდად გამომდის მთელი ცხოვრენა დავტანჯე და ძლაიან ვნანობ უსინდისოდ ვექცეოდი სულ ნერვიულობს ჩემზე თინეიჯერის ასაკიდან რაც ნაკოტიკების მოხმარება დავიწყე. ეს იმიტომ ვთქვი რომ თუ ნაკოდამოკიდებული ხარ მანდ არ ეამოხვიდეთ დიდ შრცხომას დაუშვრბთ რადგან აქ ვერ გადაგდებთ პორიქით ახალ უბედურებებს გადაეყრებით. ნუ რამდენი ადამიანი გამოვაგზავნეთ ცინკის სასახლში უკვე ვეღარ ვითვლი რაც აქ ვარ მე თან 3 წელი გამიხდება. თავიდან სუფთა ჩამოვესი და წელიწადნახევარი ჭკვიანად ვიყავი ვმუშაობდი და კაი ფულიც გამომდიოდა. ეხლა მანქანის ფული არ გადამიხდია 5 თვე იწნება არც ინშურენსის არც წელეფონის აარც ქოროს ფული ვაღ ჩემი ძმოს კისერზე და აქეათ ვართქმევ ნარკოტიკებისთვის ფულს ამას მხოლოდ უნამუსო თი გაკეთებს უთამოყავეობა ქვია. საბუთს ველოდები და უნდა წავიდე დავბრუნდე დავწყნარდრ სხვა ძალებით სხვა გეგმებით დავბრუნდე ტორონტოში❤️❤️ კაი ქალაქია მეგობრენო საბუთებშიც მოგვარდებით საკმალოდ ველქამ ქვეყამა თუ სასწაულებს არ ჩაიდენთ მოიპოვრბთ ცხოვრების უფლებს,🇨🇦🇨🇦. მაფლობა თქვენი გულახდილობოსთვის❤️❤️

  • @giokedeladze8163
    @giokedeladze8163 2 роки тому +1

    თქვენ თუ დაგიჯერებთ, მაშინ ამდენი ადამიანი ვინც აშშ წავიდა, ვინც დღე-დღეზე წასვლას აპირებს უჭკუო და წინდაუხედავი ყოფილა მაშინ რავიცი. 🤷🏻‍♂️ არა და ჩემ გარშემო(და არამარტო) ვინც ემიგრაციაშია აბსოლიტური უმრავლესობა, ბევრად უკეთ ცხოვრობს. დღეს ვიდრე წასვლამდე.

  • @RGCreativePresets
    @RGCreativePresets 2 роки тому +1

    აბა საართველოში ცხოვრების ხარჯებიც დათვლე და მერე ქართულ მინიმალურ ხელფასებს შეადარე... 😂
    12 საათი ვირივით 500 ლარზე რომ უწევს ადამიანს მუშაობა და ამ 500 ლარით ბინას კიარა ბოსელსაც რომ ვეღარ იქირავებ, სხვა დანარჩენზე ზედმეტია საუბარი...
    ნახევარი საქართველო სწორედ ამერიკაში და ევროპაში წასული ემიგრანტების გამოგზავნილი ფულებით ცხოვრობს, ოჯახის წევრების და ნათესავების დახმარებაში თუ ამას გულისხმობ კი მასეთებისთვის ადვილი იქნება საქართველოში ცხოვრება...
    ეს ცალხმრივად დახატული რეალობის გადმოცემა და იმედის ჩაკვლა ადამიანებისთვის, ვინც საქართველოდან წასვლას და ცხოვრების გაუმჯობესებას აპირებს არაა სწორი საქციელი.
    სადაც არ უნდა იყო ყველგან ხელი რომ უნდა გაანძრიო და ციდან არაფერს ჩამოგიყრიან ეს ყველამ იცის..
    შრომა სად გიფასდება და სად შრომის მიუხედავად მთელი ცხოვრება ვირად რჩები აი ამაზე ისაუბრეთ, თუ ადამიანების დახმარება გინდათ...

  • @alikabeinashvili1793
    @alikabeinashvili1793 2 роки тому

    💯✋👍🏻

  • @makoivanidze8346
    @makoivanidze8346 2 роки тому

    საქართველოში ვართ და ბავშვი 5 წუთით არ დაუტოვებია არც ერთ ნათესავს, 🤷‍♀️ ამ მხრივ არაფერი ახალი არ იქნება ამერიკაში. სქინტერესოა ბაღის ასაკის ბავშვებზე რა ხდება? რამდენად რეალურია მთელი დღით ბავშვი ბაღში/სკოლაში იყოს და ორივე მშობელმა სრულ განაკვეთზე იმუშავოს?

    • @AnriTchelidze
      @AnriTchelidze 2 роки тому

      ბაღი საშუალოდ 8-9 შუალედში იწყება და რჩება 2-3ისკენ. ერთი მშობლი თუ სრულ განაკვეთზე მუშაობს, მეორეს ნახევარ განაკვეთზე მაინც შეუძლია ამ პერიოდში დაკავება.

  • @datomolodoi5360
    @datomolodoi5360 2 роки тому +3

    ээээй эткоба дзалиан шорсахар дгевандел сакартвелосган ))

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому +2

      სადღაც 15000 კილომეტრში, თქვენ უფრო შორს ხართ რუსული ნაწერის მიხედვით, საქართველოდან არა მარტო, სავარაუდოდ ცივილიზაციისგანაც 🙂

  • @davidj.gumberidze5901
    @davidj.gumberidze5901 2 роки тому +13

    გამარჯობა ვალერი.
    ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი და ყველგან ნეგატივი... ნეგატივი არ დაილია შენს ვიდეოებში.
    თუ ესეთი რთულია ამერიკაში ცხოვრება მაშინ ჩამობრძანდი საქართველოში, იმაზე მეტ ხელფასს გადაგიხდიან ვიდრე მანდ იღებ, თან სახლში იქნები და ყველა ის ფუფუნება გექნება რაც ვიდეოში განიხილე...
    საუკუნის წინ ირლანდიელებისთვის ან მოგვიანებით ებრაელებისთვის ეგრე რომ ეძახათ თავის თანამემამულეებს დღეს ყოველი ამერიკის პრეზიდენტს ირლანდიული სისხლი არ ექნებოდა, დღეს მსოფლიოს კინოინდუსტრია არ ექნებოდა ებრაელებისგან, ლას ვეგასი და მრავალი სხვა, რითაც დღეს ამერიკა იწონებს თავს.
    იმის მაგივრად რომ მეტი მოტივაცია მისცე ადამიანებს ვინც ემზადება ამერიკაში ახალი თააგადასავლების და ახალი ცხოვრების საძიებლად, ცელს უსვავ ფეხებში ვალერი მაგ მათემატიკური ანგარიშობებით...
    პირიქით - მეტი და მეტი ქართველი ამერიკაში, ყველამ ნახოს შეერთებული შტატები, ნახვაც უდიდესი სარგებელია მათთვის, რადგან ეს ერთ ერთი მექანიზმია საბჭოთა ლეგენდებს მოსცილდეს ბევრის ფიქრები ისევ იქ რომ დასტრიალებს.
    ვაუქმებ არხის გამოწერას.
    ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებ არც პრაქტიკულს და არც ემოციურს, გარდა ნეგატიურისა.

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      🙂 მემგონი სხვა არხს უყურებ და მე გგონივარ, მე და ნეგატივი შორს

  • @mamukamirianashvili6745
    @mamukamirianashvili6745 Рік тому

    ნამდვილად გასათვალისწინებელია ეგ ყველაფეეი რაც ილაპარაკე.

  • @gio4517
    @gio4517 2 роки тому +4

    აბა რისთვის მოდის მანდ ხალხი? ან ვინც კარგად ხართ როგორ აეწყეთ? 25 დოლარიც რომ გქონდეს საათში ისეთი ძვირი ცხოვრება ყოფილა მანდ სრულფასოვნად ვერ იქნები კარგად, რასაც კარგად ყოფნა ქვია. თვითონ ამერიკელების უმრავლესობაც ანუ ასეთი გაჭირვებით ცხოვრობს?! ისე გამოვიდა ვალერ აღწერა, რომ პოლონეთში ჯობია თურმე წასვლა და მუშაობა, 200 ევრო მაინც დაგრჩება ხარჯების გარდა რომ გადადო🤣🤣

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      თუ ბოლომდე უყურეთ ჩანაწერს თქვენს კითხვაზე პასუხსაც იპოვით 🙂

    • @makarberulava1019
      @makarberulava1019 2 роки тому +2

      საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებში რომ არ ვყოფილიყავი და არ მეცხოვრა გარკვეული პერიოდით, ამ ვიდეოდან დავასკვნიდი რომ დედამიწაზე ყველა ქვეყნის მოსახლეობა ერთნაირ გაჭირვებაში ცხოვრობს : ))
      1 წელიწადი ვცხოვრობდი ნიდერლანდებში ადგილობრივ ოჯახში. 2 დიდი მაცივარი ჰქონდათ რომელიც გატენილი იყო მაღალი ხარისხის პროდუქტებით. წელიწადში ორჯერ ცნობილ კურორტებზე დადიოდნენ, ასევე 3 მანქანა ჰყავდათ.
      ეს ოჯახი იყო საშუალო ფენა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის 80% ს შეადგენს.
      თუ საქართველოში ხალხი იგივე დონეზე ცხოვრობს, კარგად ვყოფილვართ და რაღაზე ვწუწუნებთ.

  • @achiko-sh
    @achiko-sh 2 роки тому +2

    არასდროს მიფიქრია ამერიკაში ცხოვრებაზე მაგრამ ისე კარგად საუბრობ მაინც გისმენ ხოლმე 🤣

  • @dimarivas5137
    @dimarivas5137 2 роки тому +1

    Dgesdgeobit samwuxarod ar vart konkurent unarianebi emigraciashi!! Ar gvaq iseti ganatleba, rom ucxoelebs konkurencia gavuwiot da tavi kargad davimkvidrot da ar viyot wlebis mandzilze musha monebi. Procentulad bevri qartveli ver axwevs warmatebas ucxoetshi, es mgoni gaunatleblobis da mentalitetis bralia, ver vamyarebt maspindzlebtan kavshirs da mat zemodan vuyurebt titqos matze magali done vart., Mentalitetis bralia. Diadi udzlieresebi vart nomer pirveli qveyana maoflioshi, yvelam xalicha unda gagvishalos. Es mcdari mentalitetia chvens shesazeb bevrma arc icis, aranaeri udzlieresebi ar vart, sanam am iluziebidan ar gamivalt araferi ar gveshveleba. Chveulebrivi patara garibi okupirebuli qveyana vart.

  • @dimdeme3623
    @dimdeme3623 2 роки тому +2

    თუ ასე ცუდათ არი მანდ ხველაფერი რას ზიხარ მანდ.ადე ჩამოდი საქართველოში.

  • @tsiram789
    @tsiram789 2 роки тому

    როგორ მიყვარხარ

  • @alcs999
    @alcs999 Рік тому

    ვალერი ხომ არ იცი რა ჯდება პატენტის აღება გამოგონებაზე, მე ვცხოვრობ მოსკოვში აქ ავიღე პატენტი მაგრამ რუსეთში არავის არ აინტერესებს

  • @paoloferre3164
    @paoloferre3164 2 роки тому

    საქართველოში პენსია რამდენია? ხო და ასეთ პირობებში როცა მიაღწიე საპენსიო ასაკს და ვთქვათ შვილიც არ გამოგადგა ამ შემთხვევაში რა უნდა ქნა? ხომ ხარ განწირული გარდაუვალი შიმშილისთვის? ხოდა 80% დან ბევრი მაგასაც ფიქრობს, რომ საპენსიო ასაკს რომ მიაღწევენ მერე რა უნდა ქნან? ამიტომ ჯობია გაიჭირვო და სიბერე მაინც დაიყენო ჩადი მერე ჯორჯიაში და ახურდავე და იცხოვრე ნორმალურად, თორე ივერია გაბრწყინდება და ზღაპრების არავის ჯერავს, ისტორიას რომ გადახედო სულ ბრწყინდება და დღემდე ვერ გასხივოსნდა 😂 საქართველოში სულ მასე იყო და მასე იქნება მუდამ, ჯერ სიკოს ტყ***ვდა დომენტი და მერე სიკომ შეუტრიალა და დადიან წრეზე 😂 თორე ხალხი სულ მაგრად კიდიათ. თუ ჩემი არ გჯერავთ და აგერ ფაქტი 30 წელზე მეტია ქვეყანა ვერ შექმნეს.

  • @mindiamindelauri3820
    @mindiamindelauri3820 2 роки тому

    ვალერი თუ გაქვთ ამაზე ინფორმაციას რომ მითხრათ. მეუღლეზე(ცოლზე) შევსებისას დამატების დროს ჩემს მონაცემებში ანუ როგორც ხდება მეუღლის და შვილების დამატება ყველაფერი გავაკეთე სწორედ გარდა ერთი დეტალის: მეუღლეს პირადობაში დაბადების ადგილი უწერია signagi და მე ჩავწერე sighnaghi. რამდენად იქნება ეს შეცდომა განმსაზღვრელი მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში და თუ იმოქმედებს უარყოფითად?

  • @heaventimee3987
    @heaventimee3987 2 роки тому +2

    შენ მაგარი ჭკვიანი ყოფილხარ სხვას რო მოუწოდებ საქართელოში უკეთესობა არისო და ადვილი არისო და შენ თვითონ მანდ ხარ რამდენი ხანია და თუ ეგრეა წამოდი და იცხოვრე და ვისაც რა უნდა ეგ გააკეთოს :დ საქართველოშიც არაფრის გაკმეთებელი თუ ხარ მანდაც ვერაფერს იზავ ესეთებზეა ეს ვიდეო და ყველას ერთ ქვაბში ნუ ხარშავ არ იცი ვინ როგორ განვითარდება და რას იზავს და ხალხსსურვილს ნუ ართმევ რო რაიმე შეცვალოს ცხოვრებაში და ახალი გამოწვევვები მიიღონ.

  • @davitdzamukashvili6479
    @davitdzamukashvili6479 2 роки тому

    1_ლი ვარ!!! წარმატებები ვალერ! 😇🇬🇪🇺🇸

  • @marikasaralidze9176
    @marikasaralidze9176 Рік тому

    იცი რამაინტერესებ თუ მასეთი საშინელება ამდენი ხალხი რატო გამორბის მანდ და ვინც ვიცი გადასარევად ცხოვრობ ჩვენგან განსხვავებით

  • @დავითბათაძე-ჭ1ც

    მხოლოდ ამერიკაში არა, ევროპაშიც ზუსტად ეგრეა და სამწუხაროდ ძალიან ბევრი ფიქრობს, თითქოს ჩვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვართ, ევროპაში, ამერიკაში, აზიაში და ხალხი ფიქრობს რომ ფული თავზე საყრელად გვაქვს და სად წავიღოთ არ ვიცით, მაგრამ რეალურად სულ სხვა რამ ხდება. სახეს ვიხევ რომ თვის ბოლოს რაღაც დამრჩეს და ელემენტარულად რამე რომ მომინდეს საკუთარი თავის პატივსაცემად, წავიდე და ვიყიდო. 8 საათიანი გრაფიკით ევროპაში უკვე ცხოვრებას აზრი არ აქვს. ამიტომ ყველა ქართველს მივმართავ ნუ გგონიათ რომ დაქცეულია ჩვენი ქვეყანა და ცხოვრებას აზრი არ აქვს. ყველა ემიგრანტის ოცნებაა სამშობლოში დაბრუნება

  • @davitgeorgia1202
    @davitgeorgia1202 2 роки тому

    🇬🇪🇬🇪👍🏻👍🏻✊🏻✊🏻🇬🇪🇬🇪

  • @i.t.9015
    @i.t.9015 2 роки тому

    მადლობა ვალერ კარგი ვიდეოსთვის, მაგრამ საბოლლო შეჯამებისთვის ერთერთი მთავარი გამოგრჩა:
    საოჯახო ტექნიკა, ავტომობილი, გაჯეტები და ა.შ. - ამ ყველაფერში ამერიკაში მყოფიც და საქართველოში მყოფიც ფაქტიურად იხდის USD-ს, მაშინ, როდესაც პირველის შემოსავალი არის USD და მეორის GEL.
    ეს უკვე იძლევა თითქმის 3-ჯერ მეტ ხარჯს მხოლოდ და მხოლოდ ხელფასის ვალუტის გამო.
    ამ სიძვირის გამო რომ ბანკის სესხის აღება უწევს ქართველს და ბანკი რა პროცენტშიც იძლევა ამ სესხს ესეც ხომ ვიცით?!..
    + აქ ჩამოტანილი ნებისმიერი ასეთი ნივთი რომ მინიმუმ 18%-ით ძვირი ღირს ესეც ხომ ვიცით?!..
    ვფიქრობ წლიური შემოსავლიდან ერთერთი ყველაზე დიდი წილი სწორედ ასეთ ნივთებში იხარჯება, რაც საბოლოო სურათ დრამატულად ცვლის.
    ამიტომაც არ მიმაჩნია საქართველოში ცხოვრება უფრო "ეკონომიური", ვიდრე ამერიკაში.

  • @nanagrigolia6901
    @nanagrigolia6901 2 роки тому

    სწორედ ესაა განსხვავება საქართველოში ცხოვრებასა და ამერიკაში ცხოვრებას შორის, რომ მაქ შეგიძლია განვითარდე საკუთარი ჭკუის და მიზანსწრაფულობის ხარჯზე და საქართველოში ამას „კარგი“ ნათესავები სჭირდება

  • @estebantorprades8582
    @estebantorprades8582 2 роки тому

    Es mejor sakuartelo viva 🇬🇪🇪🇦

  • @mamukamirianashvili6745
    @mamukamirianashvili6745 Рік тому

    ამოტომ გადმოდამ კანადაში აქეთ ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის ამერიკიდან უკმაყოფილო. 🇨🇦🇨🇦

  • @sndbdkdbdhdkdndjdjbdudjdbjdjdj
    @sndbdkdbdhdkdndjdjbdudjdbjdjdj 7 місяців тому

    გამარჯობა ვალერ მე Შენი ახალი მეგობარი ვარ

  • @GimNinio
    @GimNinio Рік тому

    100 procentit getanxmeb megobaro gushin gavacile washigtoida chamosuli chemi bavshvis natlia ojaxtan ertad mitumetes zalian ganatlebulebi arian mteliojaxi 40 saatis magivrad gogo niuorkshi mushaobs kredit bankshi 40 saatis magivrad 70 80 saati gvamushavebeno da xmasac ver amoigepo visac ar gindat wadito 20 welia ukve mand cxovroben da mitumetes kidev vambob zalian ganatlebulebi arian saxlic iyides magram manamde wenashi cxovrobdnen 12 weli da ukan chamodian sacxovreblad ar darchnenmashin imitom rom mushaobis upleba ar misces 12 weli elodnen da ver aiges. Magalitad avstriashi yvelaperi upasoa dazgvevas vgulisxmb yvelastvis upasoa tundac ar mushaobde da milionis operaciebic rom dagchirdes upasoa sashualod 2500 dan 4000 samde gaqvs xelpasi da mshieri da upatronod ert kacsac ver naxav sul rom ar imushavo 1300 evromde gixdian da rogorc avgnishne dazgveva yvelas aaqvs me 20 welia aq vcxovrop da 25 wlis win vapirebdi amerikashi chamosvlas da kidev kargi ar chamovedi da aq davrchi rasac chemi bavshvis natlia da chemi natliac niujersishia 30 welia miyvebian avstri da shveicaria bevrad sjobia shedarebac araa tundac is rom sakutari saxli maqvs wenashi sakmaod didi da vixdi tveshi 60 evros da aranairi gadasaxadebi ar maqvs amerikashi rogorc vici da matebit gadasaxadebia wliurad minimum 4000 dolari gaachnia rogori saxligaqvs grzeli saubari gamomivida magram shedarebistvis evropashi bevrad kargad icxovrebs kaci mshvidad da stresebis gareshi tu mindoma cota gamartlebac ginda.

  • @iia3043
    @iia3043 2 роки тому

    თითქმის იგივე ატმოსფეროში საუბრობთ დანარჩენ ქვეყნებზეც. ყველა ქვეყანას თავისებურება აქვს მაგრამ ძირითადი მაინც ერთია

  • @dimarivas5137
    @dimarivas5137 2 роки тому +2

    Karoche karieristi tu xar amerika shentvisaa araa sheqmnili😁 meocnebe zarmaci, chaidzireba mag qveyanashi, sheidzleba Amerikeli bomjic gaxdes!! Adamianma tu ar icis ra specifikis qvevanashi midis jobs ar wavides. QARTVELEBS MGONI Italia an espaneti ufro mouxdebat mentalurad ))))

  • @gogasakva3631
    @gogasakva3631 2 роки тому

    1000$ kvebaze waan cota, minimym 1500$

  • @giorgidalaqishvili8449
    @giorgidalaqishvili8449 2 роки тому

    თავიდან ყველგან ჭირს ჩემოძმაო.ხალხი მომავლის პერსპექტივაზე ფიქრობს.აქ ეგ არაა და ისეთ ქვეყნებს ეტანება სადაც უფრო მეტი პერსპექტივაა.ეხლა არ მითხრა თავიდან რო მანდ ჩახვედი არ მიჭირდაო.ხალიჩებით არავის არსად არ ხვდებიან.

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      არ მითქვამს 🙂 უფრო მეტიც, გასაჯაროვებული მაქვს ჩემი ისტორია 🙂

  • @marinagabunia
    @marinagabunia 2 роки тому

    გაიხარე ყველას გონია რომ აქ ხეზე კრიფავ ფულს

  • @sauketesokerdzebi
    @sauketesokerdzebi 2 роки тому +1

    მართალი ხარ

  • @giga2355
    @giga2355 2 роки тому +1

    ძლივს სიმართლე ითქვა რა!

  • @zaurinaskidashvili5329
    @zaurinaskidashvili5329 2 роки тому +3

    ესეიგი გადავწყვიტე რო შენი ვიდეოსათვის მეყურებინა მაგრამ იმდენ სისულელეს ამბობ რო ბოლომდე ვერ გიყურე რა, ჯერ დავიწყოთ იქიდან რო საქართველიდან ასიათასობით გარბიან შტატებში და გიჟები ყოფილან ესეიგი რა, საქართველოში ასეთი კარგი ცხოვრება ყოფილა რო ბოლობოლო ნათესავები და მეზობლები შეგინახავენ თურმე და ეს ათასობით ხალხი სამოთხიდან ამერიკაში ჯოჯოხეთში გარბიან ხო, არ საუბრობ სწორად, თუ საქართველოში ასე კარგია ჩამოდი შენ რატო ხარ შტატებში, მე პირადად ვისაც ვიცნობ ამერიკაში მყოფს, ყველამ აიწყო ცხოვრება და შენ ამბობ რო საქართველოში ცხოვრება სჯობს, კი სამშობლო ყველაფერს მირჩევნია მაგრამ ფინანსების საშოვნელად რო ამერიკა მაგარია ამას რა თქმა უნდა.

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому +1

      ბოლომდე რომ არ უყურეთ ვიდეოს, არ ისწავლეთ სკოლაში, არ წაიკითხეთ წიგნი, არ მოუსმინეთ თქვენზე ჭკვიან ადამიანებს ამიტომაც არის პრობლემა მოსმენილიდან აზრის გამოტანის, გირჩევთ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ და მერე განსაჯოთ თუ გაანალიზოთ საკითხი 🙂 ეს ნახევრად გაკეთებული არაფერი ვარგა ხომ ხედავთ?!

    • @zaurinaskidashvili5329
      @zaurinaskidashvili5329 2 роки тому +1

      @@GeorgianAmericaofficial ვისწავლე კიდეც ვმუშაობ კიხეც და ბევრიც მიკითხია შენ წარმოიდგინე რა, უბრალოდ ამდენი ადამიანი მანდ რომ მოდის ესეიგი აქ არ აქვთ ისეთი პირობები და ვერც ნათესავ ნეზობლები ეხმარებიან, უბრალოდ უკეთესი იქნებოდა თუ იტყოდით რომ ყველა ჩამოსულს ღმერთმა ხელი მოგიმართოთო რა, და არა ის რო ამერიკაში არ გამოდის არაფერი და ერთი ორს თუ უმართლებს მხოლოდ, თან დაჟე ვინც ლეგალურად წამოვა თურმე ვერც ის ხეირობს რა, ხოდა თუ ასეთი რთული და ძნელია თქვენ რატომ ხართ, დაბრუნდით საქართველოში😆

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      ზაური, სავარაუდოდ არ იცნობ ჩემს იუთუბ არხს, მოტივაცია და ხალხის ხელშეწყობა ნამდვილად არ აკლია ჩემს მაყურებელს, არსებობს მრავალი მხარე ემიგრაციის და ამ ჩანაწერის დატვირთვაც ეს არის 🙂

  • @lashaqecbaia7287
    @lashaqecbaia7287 2 роки тому

    Да, сакартвело, 💯 да миси потенцяли европули квекнебис мимарт, да миси танамшромлоба европул квекнебтан.

  • @laligambarashvili9466
    @laligambarashvili9466 2 роки тому

    გადევნებთ თვალს და ყურადღებით გისმენთ. მაგრამ ერთი ფაქტია რომ რაღაც არის მაინც გამოსავალი მაგ ქვეყანაში თორემ რატომ გამორბის ხალხი???გული მტკივა ოჯახები ლამის გაითიშა თუმცა ვინც წლებია მანდაა იმის ოჯახებს საქართველოში ბევრად უჯეთესი პირობები აქვთ და ვისაც შრომა არ ეზარება რომ იტყვიან წელებზე ფეხს იდგამსო მხოლოდ თვიდან თვემდე საჭმელით თუ იკმაყოფილებს თავს
    ანალიზი ისევ თქვენთვის მომინდია 😔

  • @iraklikajaia7936
    @iraklikajaia7936 2 роки тому +1

    ძაან ლაითად აღწერს…
    აშშ-ში თუ შენი შემოსავალი თვეში 7000$-ზე ნაკლებია ღარიბ ფენას ეკუთვნი…
    ახალ ჩასული მინიმუმ 2 წელი ამ ღარიბი ფენის წარმომადგენელი იქნები და მოგიწევს ვირივით მუშაობა ამ ფენას თავი დააღწიო… ნუ თუ ამოძვერი მაშინ გაცილებით ფართო პერსპექტივები გეჯღანება…
    ასე რომ უნდა იცოდე სად და რაზე მიდიხარ

  • @aldosino22
    @aldosino22 Рік тому

    გეთანხმები

  • @sopiodolidze1857
    @sopiodolidze1857 2 роки тому

    იმედია მიპასუხებ!ბავშვი მყავს მძიმე სენით და ვიცი მანდ ძალიან წინაა მედიცინა,ვიმყოფები საფრანგეთში და მინდა წამოვიყვანო მანდ ბავშვი.მაინტერესებს რა იქნება საჭირო პირველ ეტაპზე? და კიდევ შვილი უფროსი მყავს მოჭიდავე ევროპის პრიზიორი საქართველოს ჩემპიონი ვფიქრობ მანდ უფრო დიდი მომავალი ექნება ვიდრე საქართვრლოში✌იმედია ჩემს კითხვებზე მოკლედ მიპასუხებ მადლობა დიდი წინასწარ❤

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому +1

      ღმერთმა გამოგიჯანმრთელოთ ბავშვი

    • @sopiodolidze1857
      @sopiodolidze1857 2 роки тому

      @@shrosha მადლობა გაიხარეთ❤

    • @BichobaY4k
      @BichobaY4k 2 роки тому +1

      ამერიკაში მედიცინა კი ძალიან წინაა,მაგრამ თუ ჯანმრთელობის დაზღვევა არ აქვს ადამიანს მთავრობა არანაირ მკურნალობას არ ფარავს არცერთ შტატში, ჯანმრთელობის დაზღვევა რომ გააკეთო ადამიანზე მინიმუმ გრინ ქარდი მაინც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, პლიუს უკვე ავადმყოფ ადამიანებზე ჯანმრთელობის დაზღვევის გაკეთება ძალიან რთულია,რადგან უმეტესობა სადაზღვევო არ აზღვევს უკვე ავადმყოფ ადამიანებს.

    • @shrosha
      @shrosha 2 роки тому

      @@BichobaY4k ხო, მეც მსმენია ეგ. მაგ მხრივ გერმანია და სკანდინავიის ქვეყნებია ყველაზე წინ.

    • @sopiodolidze1857
      @sopiodolidze1857 2 роки тому

      @@BichobaY4k არ ვიცი რამდენად მართალია ვუსმენხოლმე ამერიკაში ქართველებს ანუ ბლოგერებს და ამბობენ რო შეუძლია ნებისმიერს დაზღვევა გააკეთოს.რაც არ უნდა დამიჯდეს ჩემი შვილისთვის ყველაფერს ვიზამ მადლობა პასუხისთვის

  • @qetevanichabashvili7151
    @qetevanichabashvili7151 2 роки тому +1

    ღმერთო.. რა დაგემართა? ასეთი სიმართლე არასდროს გისაუბრია... ამიტომ ვამბობ, ქართველისთვის დიდი სტრესია ამერიკაში ცხოვრება.. ასეთი ვიდოები გაშალე.. რომ კარგად გაიგონ ამერიკაში ფული არ იკრიფება ხეზე.. და კარგად უნდა გაიაზრონ და ისე გადაწყვიტონ წასვლა... მადლობა ამ ვიდეოსთვის..

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      აქამდე რას ვამბოვდი ტყუილს? 🙂

    • @qetevanichabashvili7151
      @qetevanichabashvili7151 2 роки тому

      @@GeorgianAmericaofficial ტყუილს არა.. თითქოს მოუწოდებდი რომ ყველაფერი მისაწვდომი და ადვილად მიღწევადი იყო... და დიდი ინტერესით ახალგაგზრდები კითხულობდნენ როგორ მოხვდებოდნენ ამერიკაში.. ჩემი აზრით ისედაც ბევრი ტოვებს სამშობლოს და მერე უარესი სტრესებში ხვდებიან.

    • @GeorgianAmericaofficial
      @GeorgianAmericaofficial  2 роки тому

      შტატებში რომ მიღწევადია ალბათ არცერთ სხვა ქვეყანაში არ არის მასე, მაგრამ ვისთვის და რა მდგომარეობაში, მაგას ააქვს მნიშვნელობა, ამიტომ ვცდილობ ორივე მხარის აღწერას, თუმცა ბევრი ნაწყენი რჩება, არ მოსწონთ რეალობა 🙂

    • @qetevanichabashvili7151
      @qetevanichabashvili7151 2 роки тому

      @@GeorgianAmericaofficial კი. თუ სადმე წასვლა გადაწყვიტეს და უნდა დატოვო ქვეყანა... ამერიკა ყველაზე კარგი არჩევანია... მაგრამ უნდა იცოდეს ყველამ ურთულესია როდესაც ენა არ იცი... უბრალოდ წინ ვერ წახვალ.. ვერაფერს მიაღწევ, მაგრამ მაინც იმუშავებ და ის ცოტა დოლარიც საქართველოში მაინც კარგი ფულია...მადლობა..