ვინ არიან იეზიდები?

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 24 чер 2023
  • ეზიდები, მოძველებული - იეზიდები - ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 2 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე - კურმანჯიზე.
    ეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. ეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც ეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.
    ეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა ეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები ეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. ეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).
    ჩვენი სხვა პროექტები:
    რუსულენოვანი UA-cam არხი - / @vis_geo
    არხის TikTok - www.tiktok.com/@important_his...

КОМЕНТАРІ • 21

  • @pantelemoni1
    @pantelemoni1 11 місяців тому +22

    მაგარი ხალხი ბოიშვილი ვიყო, ჯიგრები, უღალატო, ჩვენი ძმები.

    • @uchadvali4038
      @uchadvali4038 11 місяців тому +1

      პიროვნულად შეილება. მაგრამ ქურთისტანი ქართულ მიწებს ითხოვს რომელიც თურქეთშია

    • @VIS_GEO
      @VIS_GEO 11 місяців тому +8

      @@uchadvali4038 ქართულს არა, სომხურს კი. ტაოზე და ლაზეთზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა. ეს ბერძნები და სომხები ითხოვენ იმ მიწებს.

    • @user-tt5di8mi1f
      @user-tt5di8mi1f 11 місяців тому

      ​​@@uchadvali4038აც არ იცი იმას ნურც ამბობ და ავრცელებ არავითარ ქართულ მიწებზე არ აქვთ პრეტენზია პრეტენზია მათ აქვს ძველი როჟავის მიწისთვის რომელიც 1920_წლამდე ჰქონდათ და ფრანგების და ბრიტანელების ჯარმა სირიას ერაყს თურქეთს და ირანს გადაუფორმეს (ბიჟი როჟავა ჰერ ბიჟი ქურთისტანი)🤣🤣❤❤🇬🇪🇬🇪🧡💛💚.

    • @user-tt5di8mi1f
      @user-tt5di8mi1f 11 місяців тому +2

      სორანის ენაზეც საუბრობენ ქურთები სხვათა შორის ისე ცნობისთვის ყველაზე უღალატო ერია ქართველისთვის ჩვენს მხარდამხარ იომეს აფხაზეთში და სამაჩაბლოში😢😢❤❤.

    • @uchadvali4038
      @uchadvali4038 11 місяців тому

      @@VIS_GEO მერე ვინ გააბლატავა რო ითხოვენ რა ნამუსით, გონებაშიც კი არ უნდა ივლებდნენ? ყარსში თუ ბევრი ქურთი ცხოვრობს არ ნიშნავს რო ეს მათი მიწაა, მოსულები არიან იქ როგორც თურქები მოვიდნენ და არ არის მათი ისტორიული მიწა საქართველოს და სომხეთის ისტორიული ტერიტორია

  • @MarinaDjavoeva
    @MarinaDjavoeva 25 днів тому +2

    მე ვარ იეზიდი❤ და ვცხირობ საქართველოში რადგან საქართველო ერთ ერთი ეზიდების უსაყვარლესი ადგილია მე ვარ10 წლის ქართულიც ვიცი და ეზიდური ენაც❤❤❤❤

    • @user-fd3ei5lt6e
      @user-fd3ei5lt6e 23 дні тому

      კარგია , ტრადიციები არ დაკარგოთ

  • @mikheilgongadze8385
    @mikheilgongadze8385 7 місяців тому +5

    ძმები არიან 👍

  • @giorgiterunashvili2083
    @giorgiterunashvili2083 6 місяців тому +2

    ძაან უმაგრესი ხალხია!

  • @Tcl4k-fz2lp
    @Tcl4k-fz2lp 11 місяців тому +7

    იეზიდები ❤

  • @brilliance1231
    @brilliance1231 11 місяців тому +8

    არიან უძველესი მიდიელების შთამომავლები. ჩვენ გვაქვს ხურიტულ-ხეთური (G2-J2) გენები, მათ ხურიტულ-ირანული. საერთო გენეტიკის გადაკვეთა უეჭველია. G2 იქნება ჩვენი საერთო გენები.

    • @brilliance1231
      @brilliance1231 7 місяців тому +1

      @@lashagigashvili575 კაი კაცო :))) ჩვენი გენები ბევრ ერებშია შერეული, სომხებშიც კი. წადი წიგნები იკითხე ...

  • @MrIBERIELI
    @MrIBERIELI 11 місяців тому +28

    ნურავის ეწყიენბა , იეზიდები საუკეთესო ხალხია იმ უცხო ერებს შორის ვისაც კი საქართველოში უცხოვრია .

    • @DefenceGeorgoa
      @DefenceGeorgoa 4 місяці тому +2

      ხალხს ომი არ უყვარს და აფხაზეთში ყველაზე მეტმა იბრძოლა და კიდეც დაიღუპა ყველაზე მეტი პროცენტულად.

    • @teogeotbl7589
      @teogeotbl7589 3 місяці тому +2

      @@DefenceGeorgoa კი ასეთი მაგალითი მამაჩემია ბოლომდე იბრძოლა აფხაზეთის ომში და იცავდა თავის ქვეყანას❤ ამით ვამაყობ ძალიან

  • @gochakorogla
    @gochakorogla 8 місяців тому +4

    გაიხარეთ დძმებო იეზიდებო

  • @amorazmiashvili-dx7hp
    @amorazmiashvili-dx7hp 4 місяці тому +1

    კარგი ერია არ ეწყინოთ მაგრამ ვერასდროს გახდებიან ჩვენი ძმები ჩვენი ძმები ი გუშები არიან უფრო გენეტიკურად ტრაპიზონი ჩაითვლებოდა მაგრამ სამწუხაროდ ოსმალებმა დაიპყრეს და გადაარჯულეს დღეს მხოლოდ ინგუშები არიან ხვენი ძმები არავის ეწყინის ინგუშები💖💖💖💖💖💖

  • @zurabinasaridze
    @zurabinasaridze 11 місяців тому +1

    ჰმ... არის რაღაც სიმართლის ნაწილი მათ რწმენაში მგონი :) გამიგონია არის ერთი მთავარი რომელიც ხშირად ტირის ადამიანთა გამო...

    • @amooo7198
      @amooo7198 8 місяців тому +1

      Შეგიზლია მიტხრა რომელზე იზახი მე იეზიდი ვარ და მაგრატ ვცემ პატივს ქარᲗველებს და ჯემებს ❤