მწვანე ბარათის მოგების შემდეგ რა ხდება? ნაწილი 1 /DS 260 ბლანკი/Green Card/dvlottery2024

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 13 гру 2022
  • ამ ვიდეოდან შეიტყობთ რა პროცედურების გავლა მოგიწევთ მწვანე ბარათის ლატარიაში გამარჯვების შემდეგ. ასევე გაიგებთ ზუსტად რა საბუთების შეგროვება დაგჭირდებათ და სხვა ბევრ სასარგებლო ინფორმაციასაც მიიღებთ... როგორ შევამოწმოთ სტატუსი და ა. შ.
    ceac.state.gov/CEACStatTracke... სტატუსის შემოწმება საქმის ნომრით [გჭირდებათ case number].
    dvprogram.state.gov/ მოგების წერილი და ინტერვიუს წერილი ამ გვერდზე მოვა [დაგჭირდებათ confirmation number]

КОМЕНТАРІ • 177

  • @natiakhinkiladze6998
    @natiakhinkiladze6998 Рік тому +2

    ძალიან დიდი მადლობა, ველოდები შემდეგ ვიდეოს

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      გაიხარეთ ❣️😊

    • @borisijgamadze4727
      @borisijgamadze4727 3 місяці тому

      როდის იდება პასუხები რომელ თვეში ვინმემ ხომ.არიცით

  • @ninogejadze3451
    @ninogejadze3451 2 місяці тому +1

    madloba da warmatebebi ❤

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      გაიხარეთ❣️

  • @sopiomakharadze8920
    @sopiomakharadze8920 Рік тому +1

    ვაიმე როგორ მაინტერესებდა მადლობა ❤

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      ჩვენს არხზე ამ თემაზე სხვა კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები მიდევს. არ გამოტოვოთ, აუცილებლად გამოგადგებათ❤️

  • @natotetruashvili820
    @natotetruashvili820 Рік тому +3

    გულო უსაყვარლესო ადამიანო❤

  • @besikiremadze2248
    @besikiremadze2248 Рік тому +3

    საინტერესო ვიდეოებს დებთ ამერიკაზე...👍

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      დიდი მადლობა❤️

  • @mananajabieva9466
    @mananajabieva9466 Рік тому

    ❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @xatiashonia9269
    @xatiashonia9269 Рік тому +1

    🥰🥰🥰🥰

  • @mindiatsitslidze8962
    @mindiatsitslidze8962 Рік тому +2

    გაიხარეთ წარმატებებს გისურვებთ.შევავსე მეც პასუხს ველოდები მაისში

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      წარმატებებს გისურვებთ ❣️

    • @mindiatsitslidze8962
      @mindiatsitslidze8962 Рік тому

      @@jasper5183 მადლობა

  • @maiamakharadze8449
    @maiamakharadze8449 Рік тому +1

    რა კარგია საჯაროთ ,რომ აზიარებთ გამოცდილებას ახლა გავდივარ თქვენს გზას კარგია დს -260 შესახებ რომ მოგვიყევით

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      გვიხარია, თუ გადგებათ ჩვენი გამოცდილება. არ გამოტოვოთ ამის მომდევნო ვიდეოები❤️

  • @milanista555000
    @milanista555000 Рік тому +2

    მიხარია,რომ ყვებით თქვენს ისტორიას და უფრო უადვილებთ ადამიანებს და უფრო ზრდით ინფორმაციულად

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      გაიხარეთ ❣️ დიდი მადლობა გემრიელი სიტყვებისთვის ❣️

  • @gulnarachanturia4161
    @gulnarachanturia4161 Рік тому +4

    სასარგებლო ინფორმაცია მოგებულებისთვის განსაკუთრებით

  • @giopncv4762
    @giopncv4762 Рік тому

    წარმატებები იუთუბზე. ერთი კითხვა მაქ რამდეხნის ჩამოსულები ხართ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      მადლობა ❣️ 2 თვეა ზუსტად რაც ჩამოვედით

  • @blueflash686
    @blueflash686 Рік тому

    გამარჯობა, მადლობა ვიდეოსთვის. ასეთი კითხვა მაქვს, იმ შემთხვევაში თუ ამერიკაში ახლო ნაცნობი არ მყავს და პირველად ჩემი თავის იმედად მივდივარ, ამის გამო შეიძლება ინტერვიუზე უარი მითხრან? მადლობა წინასწარ.

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      ამის გამო არ გეტყვიან უარს. უბრალოდ იმ პიროვნების შესახებ ზუსტად უნდა იცოდეთ ის ინფორმაცია რაზეც ვიდეოში ვისაუბრეთ, კითხვებზე რომ სწორად უპასუხოთ.

  • @torniketatanshvili9903
    @torniketatanshvili9903 Рік тому

    მაფლობა ეაეთი საინტერესო ვიდეოებისთვის. შევავსე ds 260 და სამწუხაროდ გაგვეპარა მეუღლის მეილი არასწორად, მისამართი სადაც უნდა ვიცხოვროთ ერი სიტყვა არასწორად და ბავშვის ფაქტობრივი მისამართი ესეც არასწორედ. ათასი მითქმა-მოთქმაა ამ ჩასწორებასთან დაკავშირებით, ვითომ რიგის ნომერი იწევს, ზოგი იძახის მე საერთოთ არ გავრიაკავდი ჩასწორებასო. თქვენც აღნიშნეთ ვიდეოში რო ჩაასწორეთ სამუშაო ადგილი და პრობლემა არ გგქონიათ. ჩემს შემთხვევაში ამდენი შეცდომის მიუხედავად რა ზეგავლენას მოახდენს ჩასწორება?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      არანაირ გავლენას არ მოახდენს. მეილით მოითხოვეთ წვდომა ჩასწორებაზე. როგორც კი საკონსულო გაგიხსნით ბლანკს, ჩაასწორებთ და დახურავთ მალევე. არაფერია სანერვიულო

  • @user-mi4hk1sd5k
    @user-mi4hk1sd5k 5 місяців тому +1

    Madloba videostvis me mak 9 klasis adestati magram 1 wliani koleji mak damtavrebuli da mogebis shemtxvevashi waval tuicit madloba.

    • @jasper5183
      @jasper5183  5 місяців тому +1

      კოლეჯის დიპლომი უნდა უთანაბრდებოდეს სრულ საშუალო განათლებას. როგორც წესი 2-3 წლიანი სწავლის შემთხვევაში ხდება ხოლმე. ხარისხის ცენტრში წაიღეთ დიპლომი და გაიგებთ გააკეთებენ თუ არა გათანაბრებას

    • @jasper5183
      @jasper5183  5 місяців тому +1

      National Center for Educational Quality Enhancement
      +995 32 220 02 20

    • @jasper5183
      @jasper5183  5 місяців тому +1

      eqe.ge/ka

  • @salomegoduadze6617
    @salomegoduadze6617 Рік тому

    ძალიან მომეწონა თქვენ მიერ ინფორმაციის მოწოდება!დიდი მადლობა 🙏🙏😊😊🎈🎈🎈🎈
    პ.ს.ველოდებით ხარჯებთან დაკავშირებით ვიდეო ჩანაწერს და ასევე საინტერესო იქნება სამუშაოები,სად და რა საქმეზე მეტად არის მოთხოვნა "მუშახელის"

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      მადლობა ❣️ დიახ, აუცილებლად დავდებთ ვიდეოს ამ საკითხებზე, რაც თქვენ და ბევრს აინტერესებს

    • @salomegoduadze6617
      @salomegoduadze6617 Рік тому

      @@jasper5183 გაიხარე♥️

  • @natiachangelia6381
    @natiachangelia6381 Рік тому

    გულო❤🥰

  • @sopiomakharadze8920
    @sopiomakharadze8920 Рік тому

    გამარჯობათ. აუცილებელია მოგების შემთხვევაში რაიმე უძრავი ქონება იყოს ჩემს სახელზე? და კიდევ მაინტერესებს ბანკში ისტორია მაქვს გაფუჭებული და ეგ ხომ არ შემიქმნის პრობლემას?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      საერთოდ არაა აუცილებელი ქონება გქონდეთ. ბანკში თქვენი ისტორიაც არ აინტერესებთ. მთავარია იყოთ არანასამართლევი, ჯანმრთელი და მოტივირებული ადამიანი, რომელიც აშშ-ში შეძლებს თავის რჩენას.

  • @berdiaafciauri5858
    @berdiaafciauri5858 Рік тому +1

    მოკიხვა კიდობნიდან❤ნიკა მომიკითხე.

    • @berdiaafciauri5858
      @berdiaafciauri5858 Рік тому

      ფეისბუქზე დამიმატოს ნიკამ ამ სახელი გვარით ვარ.

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      დიდი მადლობა ბერდო.☺️ შენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. ნიკა მაინცდამაინც არ სარგებლობს ფეისბუქით. ეხლა შეიძლება გააკეთოს ფეისბუქ გვერდი ახლო ჟამებში და დაგამატებს❣️ მადლობა

    • @berdiaafciauri5858
      @berdiaafciauri5858 Рік тому

      @@jasper5183 ❤️❤️❤️

  • @UuuUsseerrr
    @UuuUsseerrr Рік тому

    მადლობა ინფორმაციული იყო ძალიან.თუ ამერიკაში არავინ არ გვყავს დამხვდური მაგ შემთხვევაში რას ვაკეთებთ ?წასვლის თანხმობას აღარ მოგვცემენ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      მწვანე ბარათის მოგებულს სპონსორი არ ჭირდება ამერიკაში. საჭიროა ლეგალურად მცხოვრები ადამიანის სრული სახელი, გვარი, ტელეფონი, მისამართი. მის მისამართზე მივა თქვენი ჩასვლის მერე სოციალური ნომერი და მწვანე ბარათი. თუ სულ არავის იცნობთ, მაინც მოგვარებადია ეგ საკითხი

    • @UuuUsseerrr
      @UuuUsseerrr Рік тому

      @@jasper5183 გაიხარეთ

  • @winterfel12
    @winterfel12 Рік тому +2

    მოვიგეე 2023 🎉🎉❤

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      🎊🎊🎉🎉🎉🎉🤩🤩🤩მაგარიააა, გილოცაააავთ! რამდენ ათასშია ქეის ნომერი?

    • @sofiabuziashvili646
      @sofiabuziashvili646 Рік тому +1

      გილოცავთ🎉 რომელი ნომერი ხართ?

  • @femie994
    @femie994 9 місяців тому +1

    გამარჯობათ! ანუ ვიზა მაქვს და მალე ვაპირებ წასვლას ამერიკაში და მწვანე ბართზე რო შევავსო რამე ხელის შემშლელი ფაქტორი ხომ არ იქნება?

    • @jasper5183
      @jasper5183  9 місяців тому

      ვიზა უკვე გაქვთ, ეს ძალიან კარგია. ხელს არ შეგიშლით მწვანე ბარათის ლატარიაში მონაწილეობაში. არ უნდა დაარღვიოთ სავიზო რეჟიმი თუ გინდათ რომ მწვანე ბარათის მოგების შემთხვევაში შეძლოთ მისი მიღება.

  • @lashacxobadze5442
    @lashacxobadze5442 Рік тому

    გთხოვთ მიპასუხოთ..არასრულწლოვნებზეც ის ხარჯებია საჭირო რაც დიდ ადამიანზე??ვგულისხმობ ყველა ხარჯს საელჩოდან თუ საბუთების შეგროვებაზე.მადლობა წინასწარ

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      დიახ, იგივე გამოდის ხარჯები არასრულწლოვანზეც. დაწვრილებით ხარჯების შესახებ ნახეთ მომდევნო ვიდეო

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      ua-cam.com/video/GdaWtr5XV-8/v-deo.html

  • @levka7610
    @levka7610 Рік тому

    გამარჯობათ. რა მაინტერესებს, დაბადების, ქორწინების მოწმობები და დანარჩენი ცნობები ყველა სათარგმნი იქნება ალბათ ინგლისურად. ამ დოკუმენტებს ნოტარიულად დამოწმება დაჭირდება თუ აპოსტოლით?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      დიახ, ესენი სათარგმნია ინგლისურად და ჭირდება ნოტარიული დამოწმება. აპოსტილს აღარ ითხოვენ.

    • @levka7610
      @levka7610 Рік тому

      @@jasper5183 დიდი მადლობა

  • @mananajabieva9466
    @mananajabieva9466 Рік тому

    Გულოოო გთხოვ მესენჯერზე მომწერეე, ძალიან, ძალიან მენატრები.. Და ინფორმაციაც მაინტერესეებს..

  • @guramshalikashvili8461
    @guramshalikashvili8461 3 місяці тому +1

    გამარჯობათ, DS-260 ის შესავსებად ვის გაუწევდით რეკომენდაციას?

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      სამთო ქიმიის შესასვლელში ირაკლისთან შევავსეთ ჩვენ პირადად.

  • @nikolozabesadze1615
    @nikolozabesadze1615 Рік тому

    მოგესალმებით..მაინტერესებს ესეთი რამ..მწვანე ბარათის შევსებისას შევიყვანე მონაცემები ჩემი მეუღლის და შვილების და ეხლა DS-260 ში მხოლოდ ჩემი მონაცემები რომ გადავაგზავნო შეუძლება?თუ აუცილებია მეუღლის და შვილებზეც გადავაგზავნო

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      რატომ ფიქრობთ ეგრე?! საერთოდ კი შეიძლება, თუ წაყვანას არ აპირებთ. მაგრამ თუ ყველა მიდიხართ აუცილებლად უნდა შეივსოს ყველას სახელზე. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ შანსს არ დავუკარგავდი არაფრის დიდებით.

  • @JubaLomadze
    @JubaLomadze 7 місяців тому +1

    intervius sad da ra pirobebshi gavdivart ?

    • @jasper5183
      @jasper5183  7 місяців тому +1

      ua-cam.com/video/1PfHJ-61QEw/v-deo.htmlsi=xze-C84i-kt_9R1z ამ ვიდეოდან შეიტყობთ დაწვრილებით. ვფიქრობ, უკვე ნანახი გაქვთ.

  • @zuragiorgadze6481
    @zuragiorgadze6481 Рік тому +1

    გამარჯობა :) ინტერვიუს შესახებ შეტყობინებაზე საიტები რომ ახსენეთ, შეგიძლიათ ჩალინკოთ? :) მადლობა

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +2

      გამარჯობათ. აღწერილობაში დავამატებთ ლინკებს.

  • @alekokukhianidze2948
    @alekokukhianidze2948 Рік тому

    აცრებთან დაკავდირებით რა ხდება თუ შეიძლება რომ გვითხრათ. კორონაზე აუცილებლად უნდა იყო აცრილი

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      ua-cam.com/video/GdaWtr5XV-8/v-deo.html ამ ვიდეოს აუცილებლად უყურეთ. ვიდეოში ციტოს ტელეფონი მაქვს მითითებული, დარეკეთ და გეტყვიან. აქამდე აააუუცილებელი იყო და ეხლა რახან პანდემია დასრულდა, შეიძლება რამე ცვლილება იყოს.

  • @nodaricxobadze7908
    @nodaricxobadze7908 Рік тому

    გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს. პიროვნებამ რომ შეავსოს მწვანე ბარათის გათამაშებაზე განაცხადი, ამის შემდეგ სხვა გზით წავიდეს ამერიკაში და იქ ყოფნის მომენტში მოიგოს მწვანე ბარათი. თუ შეუძლია და როგორ შეუძლია ისარგებლოს ამ მოგებით.

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      გაგიმარჯოთ, ნოდარ. უკვე გიპასუხეთ ზემოთ. თუ ვიზით წახვალთ და მოქმედი იქნება მოგების პერიოდში, მაშინ ისარგებლებთ. თუ არალეგალური გზით შეხვალთ ან დაარღვევთ ყოფნის რეჟიმს, ვეღარ ისარგებლებთ.

  • @noesabanadze4511
    @noesabanadze4511 Рік тому +1

    გამარჯობა.. ჯერ იმეილზე მოგვდის ხომ შეტყობინება გასაუბრების თარიღთან დაკავშირებით კენტუკიდან???

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      დიახ, იმეილზე მოდის. მაგრამ იშვიათად ხდება, რომ საერთოდ იკარგება ან არ მოდის მეილზე წერილი. ეს საიტი რაც აღწერილობაშია (ceac.gov) უტყუარია სტატუსის შესამოწმებლად და წერილიც მოვა მოგების გვერდზე აუცილებლად

    • @zuragiorgadze6481
      @zuragiorgadze6481 Рік тому

      მოკლედ ჯერ ვავსებთ DS-260-ს და შემდეგ ველოდებით უკვე გასაუბრების თარიღს, თუ ამ ორს შორის არის რამე პროცედურა კიდევ ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      @@zuragiorgadze6481 დიახ, სწორად ამბობთ. ავსებთ DS 260 ს და ნელ-ნელა აგროვებთ საბუთებს გასაუბრებისთვის ეტაპობრივად

    • @zuragiorgadze6481
      @zuragiorgadze6481 Рік тому

      @@jasper5183 გმადლობთ👏❤️

  • @natialortqifanidze2707
    @natialortqifanidze2707 Рік тому +1

    გამარჯობა მადლობა პირველ რიგში ყველაფრისთვის❤️თუ შეგიძლიათ მითხრათ 9 კლასის ატესტატი თუ მაქვს და მოვიგე გრინ კარტა შემეძლება წასვლა?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      9 კლასის ატესტატით შეიძლება მოიგოთ, მაგრამ საელჩო არ მოგცემთ ვიზას. უნდა იზრუნოთ სკოლაში ექსტერნად ჩაბარებაზე ან თუ კოლეჯის დიპლომი გაქვთ, ამის გათანაბრებაზე ატესტატთან.

    • @natialortqifanidze2707
      @natialortqifanidze2707 Рік тому

      Dzalian didi madloba

    • @natagazzaeva5955
      @natagazzaeva5955 Рік тому

      @@jasper5183 როგორ უნდა გავათანაბრო 9 კლასისი ატესტატი და კოლეჯის დიპლომი ვის უნდა მივმართო განათლების სამინისტროს?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@natagazzaeva5955 eqe.ge/ka ეს უნდა იყოს სავარაუდოდ. ჩვენ არ დაგვჭირვებია. დაურეკეთ და დააზუსტეთ ხარისხის მართვის ცენტრში

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@natagazzaeva5955 eqe.ge/ka

  • @sophikomanijashvili1226
    @sophikomanijashvili1226 8 місяців тому +1

    Ds 260 ის გადაგზავნა ამ დრომდე ისევ ვერ შევძელი არასაკმარისი საბუთების გამო . ქეისი მაქვს 56000 ახლა აქვს გადაგზავნას აზრი? 😢

    • @jasper5183
      @jasper5183  8 місяців тому

      დიახ, უნდა გადააგზავნოთ, მთავარია რიგითობამ მოგიწიოთ თორემ ამის გაგზავნა ჯერ არ არის დაგვიანებული თქვენთვის. ჩვენ ნოემბრის შუაში გადავაგზავნეთ. უბრალოდ, გული არ გვინდა დაგწყვიტოთ, მაგრამ მაღალი ქეის ნომერი გაქვთ. მაგრამ, მაინც არ დანებდეთ❣️

  • @teonaoqruashvili3772
    @teonaoqruashvili3772 Рік тому

    შეგიძლიათ გვირჩიოთ DS-260 ვის მივმართოთ? ვინარის კომპეტენტური ამ საკითხში და თქვენ ვის შეავსებინეთ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      ირაკლი. მუშაობს სამთო ქიმიის შენობაში. პირველი სართული, მთავარი შესასვლელიდან. მეოთხე -მეხუთე ოთახი მარჯვნივ. მისაღები ფასი ქონდა.

    • @ozidanjuna2548
      @ozidanjuna2548 Рік тому

      ​@@jasper5183 საკონტაქტო ხომ არ გაქვთ ?

  • @ozidanjuna2548
    @ozidanjuna2548 Рік тому

    რა ნომერი ქესის გქონდათ და შევსებიდან რამდენ ხანში დაგიბარეს საელჩოში

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      21500. DS 260 გავაგზავნეთ შუა ნოემბერში და გასაუბრება გვქონდა აგვისტოს 11ში

  • @maiajinjolava7037
    @maiajinjolava7037 Рік тому +1

    მოგესალმებით იცით რა მაინტერესებს რომ დაგიბარებენ გასაუბრებაზე რამდენ ხანში უნდა გამოცხადდე ?? მადლობა

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      გასაუბრებისთვის აუცილებლად კონკრეტულ დღესა და საათზე დაგიბარებენ, დაახლოებით თვე-თვენახევრით ადრე მიიღებთ იმეილზე შეტყობინებას. ამაზე ვიდეოშიც ვისაუბრე

    • @maiajinjolava7037
      @maiajinjolava7037 Рік тому +1

      @@jasper5183 უღრმესი მადლობა 😘

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      @@maiajinjolava7037 ua-cam.com/video/GdaWtr5XV-8/v-deo.html ამ ვიდეოდან უფრო მეტს გაიგებთ. უყურეთ აუცილებლად ❤️

    • @maiajinjolava7037
      @maiajinjolava7037 Рік тому +1

      @@jasper5183 ვუყურე უკვე მადლობა ძალიან ამომწურავად ყვებით ყველაფერს 👍❤️იქ ჩასვლის მერეც მოგვიყევით რა და როგორ ხდება საბუთების მოწესრიგება მადლობა 😘

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      @@maiajinjolava7037 დიახ, რათქმაუნდა აუცილებლად მოვყვებით ჩვენს გამოცდილებას 😍

  • @0xgug4
    @0xgug4 2 місяці тому +1

    DS-260 ფორმა როგორ ჩაასწორეთ გაგზავნის შემდეგ ? Kentucky Consular Center (KCC) მივწერო იმეილი რომ გამიხსნან ფორმა ? გაგზავნის შემდეგ იბლოკება ცვლილებები.

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      დიახ, კიბატონო უნდა მიწეროთ, გაგიხსნიან და რაც შეიძლება მალე ჩაასწოროთ.
      ჩვენ ძალიან უმნიშვნელო რაღაცები ჩავასწორეთ. ჯერ ისედაც ნოემბერში გვქონდა გაგზავნილი DS-260 და ჩასწორება კიდევ რამოდენიმე თვის მერე მოვითხოვეთ.

    • @0xgug4
      @0xgug4 2 місяці тому +1

      ​@@jasper5183 KCC მივწერე საღამოს და მეორე დღესვე გამიხსნეს ფორმა. მადლობა გამოხმაურებისთვის!

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      @@0xgug4 გაიხარეთ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდათ მოგვწერეთ აქ ან დაპოსტეთ ფბ ჯგუფში - მწვანე ამერიკა.

  • @xvintoran9124
    @xvintoran9124 Рік тому

    tu saertod ar gvimushavia iqneba problema?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      არ იქნება პრობლემა, მაგრამ გასაუბრებაზე უნდა დაანახოთ, რომ ნებისმიერი მძიმე და შრომატევადი საქმის შესასრულებლად იქნებით მზად აშშ-ში

  • @maiamakharadze8449
    @maiamakharadze8449 Рік тому

    გამარჯობა ,Green Card -ის თავდაპირველ რეგისტრაციაზე არ გვახსოვს მეუღლის განათლების ველი რომელი მივუთითეთ .შესაბამისად დს -ში სწორად ჩავწერეთ , რომ არ აქვს საშუალო განათლება მოგებული თავად არ არის .მოგებულ აპლიკანტს აქვს სრული განათლება ატესტატიც და დიპლომიც თქვენი აზრით ეს გახდება უარის მიზეზი?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      არა, ეგ არ შექმნის პრობლემას. განათლების ველში ჩვენც მგონი არ გვეწერა სწორად, ვერ გავიხსენეთ. მთავარია DS 260 სწორად შეავსოთ. გასაუბრებაზე მეუღლის ატესტატი მოითხოვეს მხოლოდ(ის იყო მთავარი აპლიკანტი) ჩემსას ზედაც არ შეხედეს.

    • @maiamakharadze8449
      @maiamakharadze8449 Рік тому +1

      @@jasper5183 ვგიჟდები თქვენზე მადლობა რომ გვიზიარებთ საჭირო ინფორმაციას წელს განსაკუთრებით მაღალი ქეისებია ეს ცალკე გვსტრესავს და გავშინებს მადლობა დიდი

  • @jonimatcharashvili4546
    @jonimatcharashvili4546 2 місяці тому +1

    ამერიკაში თუ არავინ მყავს,მაქვს შანსი ვიზის მიღების?

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      თქვენ გულისხმობთ მწვანე ბარათის ვიზის მიღებას თუ სხვა რომელიმე კატეგორიისას?
      სავარაუდოდ მწვანე ბარათს გულისხმობთ. იმიტომ რომ ამ ვიდეოზე გაქვთ დაკომენტარებული.
      აქაური ადამიანი და მისი მისამართის მითითება გჭირდებათ იმიტომ, რომ ჩამოსვლიდან მალე მის ფოსტაზე გამოგზავნიან თქვენს სოციალურ და მწვანე ბარათს. ანუ ერთჯერადი პროცესებია.
      თუ ნაცნობი არავინ გყავთ, მოგიწევთ ვინმე გამონახოთ (ლეგალური სტატუსის მქონე) ვისაც ენდობით და დაგთანხმდებათ ამ მომსახურებაზე.
      ამ ყველაფერს რომ მოახერხებთ, რათქმაუნდა, ხელი არ შეგეშლებათ ვიზის მიღებაში.

  • @user-iu2hc6rb7d
    @user-iu2hc6rb7d Рік тому

    და ატესტატი აუცილებელია?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      აუცილებელია!!!

  • @giopncv4762
    @giopncv4762 Рік тому

    გამარჯობათ მეგობრებო. სოუშელი მოგივიდათ უკვე? 1 დეკემბერს ჩამოვედი და ჯერ არმომსლია მისამარზე. გრინით ვარ მეც.

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      გაგიმარჯოთ. სოუშელი მოგვივიდა ჩამოსვლიდან 1 კვირაში, მწვანე - 17 დღეში. არ ინერვიულოთ, მოვა მალე. სხვებს ცოტა მეტი დრო დაჭირდათ

    • @giopncv4762
      @giopncv4762 Рік тому

      სადმე მიხვედით და რამე შეავსეთ თუ მისამართზე მოგივიდათ რაც მითითებული გქონდათ.მადლობა 😊

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@giopncv4762 დიახ, რა მისამართიც DS 260 ში გვქონდა იქ მოვიდა ორივე. გრინის საფასური თბილისში მალევე გადავიხადეთ პასპორტების მიღების შემდეგ

    • @giopncv4762
      @giopncv4762 Рік тому

      დიდი მადლობა. წარმატებები 🎉🎉🎉

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@giopncv4762 თქვენც დიდი წარმატები ახალ ცხოვრებაში

  • @niniucnobi8255
    @niniucnobi8255 Рік тому

    300 ლარი ნამეტანია , Თან რომ რეკავ პასუხს არ გცემენ.
    როცა დიპლომი მაქვს ატესტატი აუცილებელია მაინც ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      დიახ, ატესტატი აუცილებელია. კიი პასუხის გაცემა ძალიან “უჭირთ” 🫤

  • @badribagagoshvili7587
    @badribagagoshvili7587 10 місяців тому +1

    რამდენი გქონდათ ქეის ნომერი

    • @jasper5183
      @jasper5183  10 місяців тому

      21500 ეს წინა წელს ოღონდ

  • @natagazzaeva5955
    @natagazzaeva5955 Рік тому

    თუ ხართ იმფორმირებული მიპასუხოთ მოგების შემთხვევაში მყავს დეკორატიული ცუგა და რა საბუთები დამჭირდება მის წასაყვანად

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      ძალიან ყოჩაღი ხართ ცუგოს წაყვანაზე რომ ფიქრობთ. მოგებას გისურვებთ!!! წასაყვანად ყველაზე მნიშვნელოვანია ცოფის ანტისხეულებზე სისხლის ანალიზი, რომელიც იგზავნება გერმანიაში. შემდეგ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ჯანმრთელობის ცნობა. გალია, ბილეთი, აშშ ში CDC ბლანკის შევსება ონლაინ და ამ ყველაფრისთვის ფულები. დაწვრილებით როცა დაგჭირდებათ, მოგცემთ იმ ვეტექიმის კონტაქტებს საქართველოში, ვინც გამოცდილია ამ საკითხებში და დაგეხმარებათ.

  • @zypwer
    @zypwer Рік тому

    ამერიკაში ნაცნობი თუ არ მყავს ვერ გადავალ საცხოვრებლად?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      მწვანე ბარათის მოგების შემდეგ ნაცნობის არ ყოლა ხელს არ შეგიშლით წასვლაში. ვიღაცას მაინც გამოძებნით ლეგალურად მცხოვრებს ან მოქალაქეს, ვის მისამართს და მონაცემებსაც მიუთითებთ აშშ საელჩოს ბლანკში, რომ ჩასვლის მერე აი ზუსტად ამ მისამართზე ამერიკაში მოგივიდეთ თქვენი საბუთები.

  • @kakhaberkartvelishvili2495
    @kakhaberkartvelishvili2495 Рік тому

    ატესტატი .დაბადების მოწმობა და ქორწინების მოწმობა ახალი აღებული იუსტიციის სახლში ინგლისურად უნდა იყოს? მადლობა წინასწარ

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      მერე უნდა გადაათარგმნინოთ და დაამტკიცებინოთ ნოტარიულად. მხოლოდ ატესტატს არ დაჭირდა თარგმანი. ქართულ-ინგლისურად არის ახალი.

  • @nodarichxobadze225
    @nodarichxobadze225 Рік тому

    გამარჯობათ. აბა ამ კითხვაზე თუ შეგიძლიათ მიპასუხო.თუ პიროვნება საქართველოში შეავსებს მწვანე ბარათზე ანკეტას შემდეგ სხვა გზით მოხვდა ამერიკაში და იქ ყოფნის პერიოდში აღმოაჩინა რომ მოიგო მწვანე კარტა თუ შეუძლია ისარგებლოს ამ მოგებით

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      აბა ვეცადოთ პასუხის გაცემას😊
      თუ ამერიკაში მოხვდებით ლეგალური გზით და არ დაარღვევთ რეჟიმს (სავიზოს) მაშინ რათქმაუნდა ისარგებლებთ მწვანე ბარათის მოგებით. მაგრამ თუ არალეგალურად იქნებით, ან მოითხოვთ თავშესაფარს ან დაარღვევთ ვიზის პირობებს, ვერ შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი მწვანე ბარათი.

    • @nodarichxobadze225
      @nodarichxobadze225 Рік тому

      მადლობა რომ მალევე გამომეხმაურეთ. ანუ თუ ამერიკაში ლეგალურად მოხვდება, იქ ყოფნისას შეძლებს საბუთების და იმ პროცედურების მოგვარებას რაც საქართველოში უნდა გაეკეთებინა მოგების შემდეგ? და მეორეც ერთს აქვს შევსებული მწვანე ბარათზე ანკეტა. ფიქრობს თავშესაფრის თხოვნით მოხვდეს ამერიკაში და ამ სტატუსით ამერიკაში ყოფნისას რომ მოიგოს მწვანე ბარათი ანუ ვერ შეძლებს გამოიყენებას? მადლობა რომ ეხმარებით ხალხს

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@nodarichxobadze225 თავშესაფარს როცა მოითხოვს, ვეღარ შეძლებს მოგებული მწვანე ბარათით სარგებლობას. თუ მოქმედი ვიზით იმყოფება, ყველა პროცედურის გაკეთება შეეძლება კანონიერად. რათქმაუნდა მოგების შემთხვევაში ჯობს არ დაარღვიოს სავიზო რეჟიმი და დროულად დაბრუნდეს საქართველოში, იმიტომ რომ მწვანე ბარათი გააააცილებით პრივილეგირებული რამეა და არ გაუშვას ხელიდან

    • @nodarichxobadze225
      @nodarichxobadze225 Рік тому

      @@jasper5183 უღრმესი მადლობა.

  • @gvantsagamtsemlidze2894
    @gvantsagamtsemlidze2894 2 місяці тому

    გამარჯობა, გავაგზავნეთ DS 260, სადაც ბავშვებზე ჩავწერეთ other travel documents და რა პერიოდის განმავლობაში შეგვიძლია რომ მივწეროთ საკონსულოს რომ გაგვიხსნას ფორმა? როცა ავუღებთ პასპორტებს. ანუუ ინტერვიუმდე პერიოდში სულ შეგვიძლია ეს რომ ვქნათვ

    • @jasper5183
      @jasper5183  2 місяці тому

      დიახ, შეგიძლიათ.
      მაგრამ 2 რჩევა:
      1). ინტერვიუს ჩანიშვნამდე მოასწარით ჩასწორება. როგორც წესი დაახლოებით 1,5-2 თვით ადრე მიიღებთ შეტყობინებას ინტერვიუს თარიღზე.
      2). როგორც კი მოითხოვთ ფორმის გახსნას, მალევე დააკორექტირეთ, რომ დაიხუროს და არ შეფერხდეს პროცესი.

    • @gvantsagamtsemlidze2894
      @gvantsagamtsemlidze2894 2 місяці тому

      @@jasper5183 მადლობა

  • @ucnobii9180
    @ucnobii9180 Рік тому +1

    მოვიგეთთ!!!

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      გილოცააააავთ!!!!!!❤️😍🤩🎉

  • @gegsproduction
    @gegsproduction Рік тому

    რა დრო გვაქვს მოგებიდან დს260 შევსებამდე ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      გააჩნია ქეის ნომერს, ანუ რიგითობის ნომერს. მოგებიდან (მაისიდან) მინიმუმ ოქტომბრამდე მაინც გაქვთ დრო და მეტიც. თუ დაბალი რიგის ნომერია ჯობს მალევე შეავსოთ

    • @gegsproduction
      @gegsproduction Рік тому

      @@jasper5183 მადლობა დიდი

    • @gegsproduction
      @gegsproduction Рік тому

      @@jasper5183 კიდე ერთი კითხვა მაქვს შევსების დროს მეუღლის სახელში შემთხვევით მარიამ უნდა ჩამეწერა და მარიამი ჩავწერე ანუ პასპორტში მარიამ უწერია და პრობლემაა როგორ უნდა მოვიქცე დავუშვათ მოგების შემთხვევაში?

    • @gegsproduction
      @gegsproduction Рік тому

      @@jasper5183 ?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@gegsproduction ვფიქრობ არ უნდა იყოს დიდი პრობლემა. ზოგადად 1 ასოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ასე ამბობენ რომ მარიამი და მარიამ ერთიდაიგივეაო.

  • @user-bc8cv9mq7u
    @user-bc8cv9mq7u 10 місяців тому +1

    გამარჯობა... მოგების მერე ხელი მოვაწერეთ ჩემ მეუღლესთან პრობლემა ხომ არ იქნება?

    • @jasper5183
      @jasper5183  9 місяців тому

      გაგიმარჯოთ. რატომღაც თქვენი კომენტარი ეხლა აღმოვაჩინე. საერთოდ არ არის სასურველი, ეჭვი უჩნდებათ ხოლმე საკონსულოში. მაგრამ თუ თქვენი ქორწინება ნამდვილია, გაქვთ ამის დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, მიმოწერები და არ ვიცი კიდევ ბევრი სხვა ფაქტი, მაშინ არ გაგიჭირდებათ დამტკიცება. საერთო შვილები თუ გყავთ აქ კითხვები ზედმეტია, მე ხომ არ ვიცი თქვენი ოჯახური მდგომარეობა, ამას მარტივად დაამტკიცებთ. სხვა შემთხვევაში ბევრი რამე დამოკიდებული იქნება კონსულის კეთილგანწყობილებაზე და თქვენს დამაჯერებელ პასუხებზე, თქვენი სხეულის ენაც ბევრს “ილაპარაკებს”. შესაძლოა ძალიან “გაგწურონ” ინტერვიუზე. ერთმანეთზე დაგისვან კითხვები.

    • @jasper5183
      @jasper5183  9 місяців тому

      შემოუერთდით ჩვენს ფეისბუქ ჯგუფს “მწვანე ამერიკა”

  • @levanilevani5135
    @levanilevani5135 10 місяців тому

    ნასამართლები თუ ვარ შანსი არის მაინც ?

    • @jasper5183
      @jasper5183  10 місяців тому

      სისხლის სამართლის დანაშაულზე არამგონია რამე შანსი არსებობდეს. პირდაპირ რომ ვთქვათ აზრი არ აქვს. და სხვა სახის ნასამართლეობაზე მაინც ვცდიდი შანსს თქვენ ადგილზე

    • @levanilevani5135
      @levanilevani5135 10 місяців тому

      ესეიგი არ აქვს აზრი :( მადლობა პასუხისთვის@@jasper5183

  • @user-ww4sv8zp7x
    @user-ww4sv8zp7x Рік тому

    გამარჯობა თუ შეიძლება მიპასუხოთ.შეყვარებულმა მოიგო მწვანე ბარათი.დაქორწინების შემთხვევაში რა ხდება ნამდვილად რეალური ურთიერთობა გვაქ ფოტოები წინაწლების თარიღებით საბანკო გადარიცხვები მესენჯერის მიმოწერები.და თუარის შესაძლებლობა რო გაგვიშვან ერთად?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      ეგ კარგი არგუმენტებია, თუმცა ზოგადად სარისკოა ხოლმე მოგების მერე ქორწინება. აი პასუხების დადებამდე ძალიან კარგი იქნებოდა, მოგესწროთ ხელის მოწერა. ზუსტ პასუხს მაინც ვერავინ გეტყვით, საბოლოოდ კონსულის გადაწყვეტილებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. მე თქვენ ადგილას მოვაწერდი ხელს, იმიტომ რომ ძველი ბევრი ფაქტით შეგიძლიათ დაამტკიცოთ სიმართლე.

    • @user-ww4sv8zp7x
      @user-ww4sv8zp7x Рік тому

      ძაან დიდი მადლობა კი ვფიქრობთ ხელის მოწერას დაახლოებით ოქტომბერ ნოემბერში და ეხლა რო შავსოს დს260 და ხელის მოწერის შემდეგ ჩავასწოროდ რიგის ნომერი აირევა?გადაიწევს?თქვენ ამბობთ ვიდეოში ჩავასწოფეთო და რიგმა გადაიწია?29ათასი აქვს ნომერი

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      @@user-ww4sv8zp7x ჩვენ ნამდვილად ჩავასწორეთ. ქეის ნომერს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეგიცვლით, რიგითობაზეც მაინცდამაინც არ იმოქმედებს. მაგრამ თუ მოწერაა ეხლა უნდა მოაწეროთ და დროულად შეავსოთ ბლანკი დს260

  • @sabamatsaberidze134
    @sabamatsaberidze134 Рік тому +1

    დედაჩემმა მოიგო და მაინტერესებს თუ გადაწყვიტა წასვლა ოჯახის გაერთიანებით როდის შევძლებთ ჩვენც რო წავიდეთ? (მე შვილი ვარ, მაგრამ 24 წლის ვარ :((

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      დედას ვულოცავთ გამარჯვებას😍🤩🥳 ალბათ ეგ საკითხი ცოტა ინდივიდუალურია. რამოდენიმე წელი დასჭირდება. ყველაზე საშინელი და არაფრისმთქმელი პასუხით უნდა შემოვიფარგლო🤷‍♀️🫣

  • @tamarkobakhidze7148
    @tamarkobakhidze7148 Рік тому +1

    მოვიგეეეთ

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      🎉🎉🎉🎉🎊🎊🎊🎊🎊🎉🎉🎉🎉🎉❤️❤️❤️❤️💖💖💖💖გილოცააააავთ! რა მაგარიაააააა! ძალიან მაგარია! წარმომიდგენია თქვენი ემოციებიიიიი!😍😍😍😍🤩🤩🤩🤩🥳🥳🥳🥳🥳🥳🥳

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      როცა მოიცლით მიახლოებითი ქეის ნომერი გვითხარით, არ არის ძალიან დაკონკრეტება საჭირო

    • @tamarkobakhidze7148
      @tamarkobakhidze7148 Рік тому

      მადლობა ინფორმაციისთვის

    • @tamarkobakhidze7148
      @tamarkobakhidze7148 Рік тому +1

      შოკში ვაართ.სულ ძალით შევავსებინე მეე თან დაუყოლე კარგ ხელზე შეგევსოსთქო და აი შედეგიიი

    • @tamarkobakhidze7148
      @tamarkobakhidze7148 Рік тому +1

      @@jasper5183 ქეისების ვერაფერი გავიგე.მაღალი და დაბალი რას ნიშნავს

  • @luka0404mag
    @luka0404mag 8 місяців тому

    გამარჯობა, მთავარ აპლიკანტს სთხოვენ ნასამართლეობის ცნობას ?თუ ორივე მეუღლეს? გთხოვთ მიპასუხოთ😊

    • @jasper5183
      @jasper5183  8 місяців тому

      გაგიმარჯოთ. ორივეს სთხოვენ აუცილებლად😊

    • @luka0404mag
      @luka0404mag 8 місяців тому

      @@jasper5183 madloba

  • @qristinarashoeva892
    @qristinarashoeva892 Рік тому

    Jamshi ra jdeba kvela sabutebis mogroveba

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому +1

      სიმართლე გითხრათ ასე არ დავმსხდარვართ და არ დაგვითვლია. მაგრამ მალე გადავიღებთ ვიდეოს ამ თემაზე და იქ გამოჩნდება სიმართლე. ჩამოვთვლით ყველაფერს თავისი ხარჯებით

    • @qristinarashoeva892
      @qristinarashoeva892 Рік тому +1

      @@jasper5183 madlobaa 🥰

  • @emilaloevi3132
    @emilaloevi3132 10 місяців тому

    დაუშვად არავინ გვყავს ამერიკაში ამ შემთხვევაში რა ხდება ვის ვუთითებთ? 😅

    • @jasper5183
      @jasper5183  10 місяців тому

      ვიღაც უნდა “გამოვჩხრიკოთ” მაინც. ანუ ეს პიროვნება არ არის სპონსორი. უბრალოდ მისი მისამართია საჭირო სადაც მივა თქვენი მნიშვნელოვანი საბუთები და ამ ადამიანმა პასუხისმგებლობით უნდა აიღოს ეს წერილები ფოსტიდან და თქვენ გადმოგცეთ. არ უნდა დაკარგოს

    • @emilaloevi3132
      @emilaloevi3132 10 місяців тому

      @@jasper5183 მადლობა❤️

  • @mariaminibloshvili6658
    @mariaminibloshvili6658 Рік тому

    ძალიან მაღალი მაქვს ქეისის ნომერი 53474 მაქვს რაიმე შანსი?

    • @jasper5183
      @jasper5183  Рік тому

      ვერ გეტყვით. გააჩნია ევროპას რა ნომრები ერგო.