სინამდვილე პლატონისა და ნიცშეს ხედვით (ნაწილი II); მომხსენებელი: ანა ქირია
Вставка
- Опубліковано 10 лют 2025
- ფილოსოფოსი ანა ქირია ერთმანეთს უპირისპირებს პლატონისა და ნიცშეს ხედვას სინამდვილეზე. აღნიშნული თემა ორ შეხვედრაში იშლება.
პლატონი ანტიკურობის უდიდესი მოაზროვნეა, ნიცშე - ახალი დროისა. ამ ორი მოაზროვნის ხედვა სინამდვილისა რადიკალურად სხვაობს ერთმანეთისგან. პლატონი აღიარებს იდეალურს, ღვთაებრივს, ასევე ადამიანის უკვდავ სულს, რომელიც ღვთაებრივთან და იდეალურთანაა წილნაყარი. ნიცშესთვის კი ღმერთი მკვდარია; იდეათა წმინდა ყოფიერებას, რომელიც ილუზიად, პლატონის მიერ გამოგონილ "სხვა სამყაროდაა" გამოცხადებული, ქმნადობა ანაცვლებს; ხოლო სხეული "დიდ გონებად" იქცევა.
რას ნიშნავს იდეა პლატონისთვის? როგორი უნდა იყოს იდეალური ადამიანი მასთან? ნიცშე როგორღა ხედავს სინამდვილეს? რაში მდგომარეობს ღირებულებათა გადატრიალება? ვინ არის ნიცშეს ზეადამიანი, ზეკაცი? რას ნიშნავს ნება? შეგვიძლია თუ არა ვიპოვოთ პლატონსა და ნიცშეს შორის საერთო? მარადიული კვლავდაბრუნება რეალურია? ნუთუ ყოველივე რაც ხდება, იმიტომ ხდება, რომ უკვე მომხდარია?
❤ეს გოგო განძია!
namdvilad da udidesi pativi da siamovneba aris misi mosmena
რატოა ბანძი? შენ ლიჩნად რამე დაგიშავა?
განძი და არა ბანძი იკაკო:)@@Ika525
@@Gio99999 ბანძი შენ ხარ ეგ გოგო კი არა
გოგოს რომ იცავ კარგია და ვაფასებ ოგონდ ცუდი რაგაცეები ინტერნეტში არავის არასოდეს არ მიწერო იკაკო ეგ კაცური საქციელი არ არის . @@Ika525
რა კარგად ახსნა განსხვავება პლატონურს და ნიცშეანურს შორის. ჩემი აზრით ნიცშეს ადამიანი ზე კაცი შორია ჩვენგან, გაუგებარია როგორ უნდა გინდოდეს შენი ხვედრის მარადიულად განმეორება. გსნსაცდელი რომ გადაივლის, აღარასოდეს გინდა რომ ის დრო დაბრუნდეს. პლატონური უფრო ახლოსაა და გასაგებია. რა კარგი ქართულია, ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანია?
შორს არის ვისგან ადამიანთა ფართო რაოდენობაზე თუ საუბრობ მაშინ შორსაა რადგან უმრავლესობა უბრალოდ არ აზროვნებს ან არ შეუძლია რომ იაზროვნოს შესაბამისად ის ეძებს მარტივ იდეას რომელიც დაფუძნებულია ემოციაზე და ბუნებრივად მიდიხარ რელიგიამდე რადგან ის გამორიცხავს აზროვნებას იქ ყველა პასუხი მზად არის შენ უბრალოდ უნდა მიჰყვე შეისწავლე და შეასრულო ეს თავისთავად არ მოითხოვს აზროვნებას ფართო მაშტაბით
❤❤
❤❤❤❤❤❤❤❤
ანა იქნებ არისტოტელეზეც ისაუბრო? ძალიან საინტერესო იქნება შენეული ხედვა❤
❤❤❤
❤❤❤