კავაბატა იასუნარი | ლევან ბერძენიშვილი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 26 вер 2024
  • რადიო „თავისუფლების“ პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს იასუნარი კავაბატაზე, იაპონელ მწერალზე, იაპონიის ხელოვნების აკადემიის წევრზე (1953), რომელსაც 1968 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „მისი ოსტატური თხრობის სტილისათვის, რომელიც უდიდესი სიფაქიზით იაპონური აზროვნების არსს გამოხატავს.“
    კავაბატა პირველი იაპონელი ნობელიატი მწერალია. წიგნის კლუბის ნუსხაში მოხვდა მისი კლასიკური რომანი „მთის კვნესა“. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები „თოვლიანი მხარე“, „ათასფრთიანი წერო“ და მოთხრობა „მშვიდობის ბუდე“.ნობელის პრემიის მიღებისას კავაბატამ ისაუბრა ზძენ-ბუდიზმზე, იკებანასა და ბონსაიზე, როგორ ხელოვნების ფორმებზე და ხაზიგაუსვა, რომ მშვენიერება უბრალოებაში იბადება. ძენ-ბუდიზმისა და ხელოვნების გარდა კავაბატამ სუიციდზეც ისაუბრა დაგაიხსენა ცნობილი იაპონელი მწერლები, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს, მათ შორის რიუნოსკე აკუტაგავა.
    კავაბატამ თქვა, რომ იგი ცდილობდა თავის შემოქმედებაში სიკვდილის მშვენიერება და ადამიანს, ბუნებასა და სიცარიელეს შორის ჰარმონიის ძიება აესახა. სხვათა შორის, სიცოცხლე კავაბატამაც თვითმკვლელობით დაასრულა და მის უსაყვარლესი მეგობრის, იუკიო მიშიმას, სეპუკუს ბუნებრივი აირით გაგუდვით გამოეხმაურა.

КОМЕНТАРІ • 11

  • @maiagigineishvili2552
    @maiagigineishvili2552 Рік тому +2

    მადლობა ბატონო ლევან👍👍👍🤗🤗🤗

  • @achkhikvazde
    @achkhikvazde Рік тому +2

    მადლობა

  • @Nino_Mtvarelishvili
    @Nino_Mtvarelishvili 10 місяців тому

    კავაბატა ❤

  • @shorenakostava9906
    @shorenakostava9906 Рік тому +2

    ❤❤❤❤

  • @aleksandremeladze8309
    @aleksandremeladze8309 10 місяців тому

    გმადლობთ მაესტრო ახალი ავტორისთვის ამ წუთას დავიწყე კითხვა და პირველივე აბზაციდან მომხიბლა❤

  • @a.l.e.k.o
    @a.l.e.k.o Рік тому +2

    სიამოვნებით მოვისმენდი მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებიდან რომელიმე ნაწარმოების თქვენებურ განხილვას.

  • @khatiaberdzenishvili3352
    @khatiaberdzenishvili3352 Рік тому +2

  • @zazukaard1087
    @zazukaard1087 Рік тому +1

    ბელგიელ მწერალში ვის გულისხმობდით?

  • @rusikochanturia3639
    @rusikochanturia3639 Рік тому

    ❤❤❤