Soso Mikeladze - დავლოცოთ - სოსო მიქელაძე - Davlotsot ("ქალაქური")

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 22 вер 2020
  • #დავლოცოთ #საქეიფო #ქალაქური
    ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
    არანჟირება, ხმის რეჟისურა: ზაზა გოჩიტაშვილი
    დუდუკი: გიგა ლოლაშვილი (ჩაქო)
    გიტარა: აჩი შრედერი
    ბექ-ვოკალი: გიორგი ჩიტაური
    ფოტო/გარეკანი: ცისკარა უგრეხელიძე
    სტუდია: Z-Studio, 2020 აგვისტო/სექტემბერი
    სპეციალური მადლობა ირმა როსტიაშვილს
    სპეციალური მადლობა მირანდა ხარჩილავას
    სპეციალური მადლობა ვიკა ტარასოვას
    Written by: Soso Mikeladze
    Arrangement: Zaza Gochitashvili
    Duduk: Giga Lolashvili (Chako)
    Guitar: Achi Shredder
    Back-vocal: Giorgi Chitauri
    Cover Photo: Tsiskara Ugrekhelidze
    Studio: Z-Studio, 2020 August/September
    Русский дословный перевод: wp.me/p2yRJ1-28E
    ძვირფასო მეგობრებო,
    წარმოგიდგენთ ჩემს ახალ საავტორო სიმღერას „დავლოცოთ“.
    ეს სიმღერა არის ქალაქელი დარდიმანდის ფიქრი-მონოლოგი ჩვენი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, უკვე უჩინარ მაცხოვრებლებზე, ყარაჩოღლებზე, ხელოსნებზე და მუშებზე, ღირსეულ მამულიშვილებზე, გმირებზე თუ უბრალო მშრომელებზე, რომელთა ღწვითა და თავგანწირვით თბილისი ჩვენი ქვეყნის გამორჩეული ქალაქი იყო. ეს არის ფიქრი იმ ადამიანებზე, რომელთა წყალობით თბილისი უებრო კოლორიტს, უნიკალურ სულისკვეთებას, იერსახეს და ტრადიციებს იძენდა, ამაყად კაშკაშებდა საქართველოს ქალაქებსა შორის. „დავლოცოთ“ - ეს არის სიმღერა, სადაც ქალაქურ და საქეიფო მოტივებს ფილოსოფიური შინაარსი და მეტაფორები ერწყმის.
    სიმღერის არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზაზას ღირსეული და ამაგიანი შრომისთვის, რომელიც მან ამ ნამუშევარში ჩადო, რითაც მაქსიმალურად წარმოაჩინა ავტორისეული ჩანაფიქრი. სწორედ ზაზას ოსტატობის წყალობით სიმღერა გამორჩეული ფერებით, შინაარსით, სიკეთით, ტკბილი და თბილი ნოსტალგიური ტონებით აღივსო.
    დუდუკის პარტია შეასრულა გიგა ლოლაშვილმა (ჩაქო), რომლის მუსიკალური ოსტატობა ასევე არაჩვეულებრივად გასდევს ჩემს პირველ, მრავალთათვის საყვარელ სიმღერას - „მე და შენ“. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა ჩაქოსთან გაგრძელდა და მისი ხელწერა წინამდებარე ნამუშევარში ლამაზად და ლაზათიანად აღიბეჭდა.
    სიმღერაში რითმ-გიტარის პარტიას ნიჭიერი ქართველი გიტარისტი აჩი შრედერი ასრულებს. ამ მუსიკოსის გამოჩენა ჩემს სიმღერებში უკვე თავისებურ ხარისხის ნიშნად იქცა („საოცნებო ქალო“, „მოგონებები“). განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არჩილს იმ წვლილისთვის, რომელიც მან ჩემს მუსიკალურ შემოქმედებაში შეიტანა.
    ბექ-ვოკალი ეკუთვნის ახალგაზრდა პოპულარულ მომღერალს გიორგი ჩიტაურს.
    აქტიური მხარდაჭერისა და თანადგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირმა როსტიაშვილს.
    მადლობა აგრეთვე მინდა გადავუხადო ჩემი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თითოეულ ადამიანს, ვინც ლოცვით, სიყვარულით, სიკეთით, თითქოს შეუმჩნეველი მხარდაჭერით (გარედან უცნობი წვრილმანებში) ხელი შეუწყო იმას, რომ სიმღერამ „დავლოცოთ“ იხილა დღის შუქი.
    დიახ, ჩემო ძვირფასებო, მასშტაბური შრომა, რომელიც ჩვენმა მრავალრიცხოვანმა გუნდმა გასწია ამ სიმღერის გამოსაშვებად, დასრულებულია!
    და ახლა ჯერი თქვენზეა, ჩემო ძვირფასო მსმენელო. გთხოვთ აქტიურად გააზიაროთ, მოიწონოთ (განსაკუთრებით youtube-ზე), დააკომენტაროთ ეს სიმღერა. ეს ჩვენთვის ფრიად აუცილებელი და მეტად მნიშვნელოვანია საქმეა!
    უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი საქართველოს მფარველი!
    „დავლოცოთ“
    I ნაწილი
    ტივზე გავშალოთ მამა-პაპური,
    ეს სათვალიო ჩვენ პურ-მარილი,
    და ჩამოვასხათ ღვინო კახური,
    წინანდლისაო, ჯერ არ-დაღვრილი!
    დავაგუგუნოთ მრავალჟამიერ,
    და შევაწიოთ ქალაქს ჰანგები,
    და დავილოცოთ ამერ-იმიერ,
    და გავიხსენოთ ჩვენ წინაპრები!
    შენდობა გქონდეთ, ძველი ტფილისის
    აწ უჩინარო მაცხოვრებლებო,
    თქვენი ღაღადი ახდენას ელის,
    ქართველთ სინდისის მაყურებლებო!
    მისამღერი:
    დავლოცოთ, დავლოცოთ ქვეყნად სიკეთე,
    ყოველი სული და გული-მოკეთე!
    ფიქრებო, ფიქრებო, თქვენც მტკვარს მიჰყვებით,
    და ზეცას ეხება ჩემი სიტყვები!
    II ნაწილი
    რაც თვალით არ ჩანს, ის გულითა ჩანს,
    მაშ გული მივცეთ ლხინის სავანეს.
    არავინ ვიცით, ვის რა დრო დაგვრჩა,
    მაშ ჩავეხუტოთ, ძმებო, ერთმანეთს.
    შენც, ჩემო სატრფოვ, შუბლი გახსენი,
    მეც სიყვარულის მტანჯავს ეს სენი,
    მტკვრის წყალზე გიწერ დარდის წერილებს,
    დუდუკის კვნესით ხელმოწერილებს!
    ხელი ხელსა ჰბანს, თვალი თვალს ეძებს,
    სული სულსა სცნობს, სხვას არ იკარებს,
    უფალს დიდება, ჩვენ კი წყალობა -
    ეს მიწა-წყალი რომ გვიწყალობა!
    მისამღერი: (2-ჯერ)
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
    © საავტორო უფლებები დაცულია
    გთხოვთ, ნუ გადაამრავლებთ (მოიპარავთ) კლიპს/სიმღერას;
    ნუ ატვირთავთ აღებულ რგოლს თქვენს არხზე youtube-ზე ან facebook-ზე.
    ეს არის ჩვენი არხის, როგორც ვიდეორგოლის მფლობელის, პრინციპული პოზიცია!
    ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
    ვიდეოს ან სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად წაგეშლებათ რგოლი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არხის დაბლოკვა.
    • Soso Mikeladze - დავლო...
    დავლოცოთ - Soso Mikeladze - Let's Bless - Давай благословим

КОМЕНТАРІ • 39

  • @ninodidebashvili3248
    @ninodidebashvili3248 3 роки тому +8

    ძალიან თბილი ,ტკბილი ,სიკეთის სავსე, თბილისური დარბასიული შემართება და ქართული სუფრის სული-გული რომ სჩანს ისეთია..
    მადლოაბა ამ დიდი სიკეთის მოცემისთვის და იმ დიდი შრომისთვის რაც შეიძლება დღევანდელ ქართულ ხელოვნებაში ჩაიდოს.
    წარმატებები ულევი და კიდევ და კიდევ ველით თქვენგან გათამამებას ბევრი ბევრი სიტკბო სიმღერებით... მადლობა Soso Mikeladze ❤❤❤❤❤

  • @natalianamicheishvili2641
    @natalianamicheishvili2641 Рік тому +1

    საუკეთესო პატრიიტული სიმღერა ,შესანიშნავი შესრულებაა სოსო გაიხარეთ წარმატებები ძვირფასო!!❤❤❤🙏🙏🙏

  • @albertxachaturov7724
    @albertxachaturov7724 3 роки тому +2

    ოხხ რა დუდუკია 👏👏👏👏👏👏

  • @tamariodisherashvili1881
    @tamariodisherashvili1881 Рік тому +2

    ძალიან მიყვარს შენი სიმღერები. გაიხარე. ❤️❤️❤️❤️🙏🙏🙏

  • @tatabadridze5477
    @tatabadridze5477 3 роки тому +1

    მიყვარს კახეთი და კახური სუფრა,სოსო წარმატებები👌👌

  • @vanokhosmazarashvili4340
    @vanokhosmazarashvili4340 11 місяців тому +1

    იხარე,უფალმა დაგლოცოთ და გახაროთ მეგობარო

  • @tamro76
    @tamro76 3 роки тому +15

    ტკბილი ჰანგები, ცხოვრების ფილოსოფია და ქართული კულტურის ელემენტები ერთად ჩაქსოვილი ამ ლამაზ სიმღერაში ❤️

  • @MEMATIANEGE
    @MEMATIANEGE 3 роки тому +5

    მადლობა სოსო კიდევ ერთი საუკეთესო პროდუქტისათვის

  • @anaanuki9820
    @anaanuki9820 9 місяців тому +1

    Bravo❤❤👏👏👏

  • @alesandremwedlishvili8981
    @alesandremwedlishvili8981 3 роки тому +5

    ბრავო ჩემო კარგო მეგობარო გაფარავდეს უფალის ძალა და მადლი შენ და შენს ოჯახს ამისთანა კარგი სიმღერისათვის 👍👍👍👍👍👍👋👋👋👋👋👋👌👌👌👌👌😍😍😍😍

  • @user-qb6dg2qi5w
    @user-qb6dg2qi5w 3 роки тому +3

    ამ წუთას მოვისმინე და ძალიან მომეწონა და კიდევ რამდენიმეჯერ გავამეორე👍👍👏👏👏❤️❤️❤️ ბრავო👏👏👏👏

  • @user-yq7cb2yf6g
    @user-yq7cb2yf6g 3 роки тому +7

    დიდებულია, სხვაგვარად წარმოუდგენელია მღეროდეს ვინმე ქართული სულით!!! მინდა უსარულოდ ვუსმენდე, მეამაყებით!!!❣❣❣

  • @ingabenashvili5037
    @ingabenashvili5037 3 роки тому +5

    ძალიან მომეწონა!❤🇬🇪

  • @marineshisniashvili-metrev7863
    @marineshisniashvili-metrev7863 3 роки тому +1

    👍👍👍👍👍👍

    • @tamariodisherashvili1881
      @tamariodisherashvili1881 Рік тому +1

      გაიხარე .მიყვარს შენი სიმღერები. რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ❤️❤️❤️❤️❤️ ყველაზე მაგარი კახელები ვართ.❤️❤️❤️❤️❤️🌹🌹🌹🌹🌹🌹

  • @lidmilarzd6093
    @lidmilarzd6093 3 роки тому +4

    Красиво!!!!😊

  • @user-yr7xv6mo4h
    @user-yr7xv6mo4h 3 роки тому +3

    ♥️⭐🍷🍷🍷 არავინ ვიცით ვის რა დრო დაგვრჩა მაშ ჩავეხუტოთ ძმებო ერთმანეთს 🍷❤️❤️❤️❤️❤️❤️

  • @nelimeshveliani8297
    @nelimeshveliani8297 3 роки тому +5

    კარგია ,წარმატებები

  • @user-yr7xv6mo4h
    @user-yr7xv6mo4h 3 роки тому +4

    გენაცვალე როგორ მიყვარს ეს კაცი ყველა სიმღერა მაგარი აქვს გაიხარე სოსო

  • @lalimerabishvili1872
    @lalimerabishvili1872 3 роки тому +2

    რა მაგარიააა.ვრავოოო

  • @irmarostiashvili9130
    @irmarostiashvili9130 3 роки тому +2

    მიყვარს

  • @natalianamiheiwvili5520
    @natalianamiheiwvili5520 3 роки тому +5

    Gulshi chamegventa es tqveni tbili xma da saocari sityvebi ,gaixaret ufalma daglicot did bednierebebs gisurvebt meamayebit soso ,ulamazesia shesanishnavia!❤❤❤🙏🙏🙏

  • @mananabakhturidze
    @mananabakhturidze 2 місяці тому +1

    ❤❤❤❤❤

  • @user-ou9rr7bd6r
    @user-ou9rr7bd6r 3 роки тому +2

    Браво артисту👏👏👏Какие открытки замечательные в клипе.....❤️

  • @iana0808
    @iana0808 3 роки тому +6

    ქართული სულით გაჟღენთილი ულამაზესი სიმღერაა ❤ მადლობა 🙏

  • @katamze
    @katamze 3 роки тому +1

    👍👍👍💖🤗😍🇬🇪❤️

  • @user-zj9dk7zr7x
    @user-zj9dk7zr7x Рік тому +2

    🌈🎶
    🎵🥰

  • @tatiagurgenadze2171
    @tatiagurgenadze2171 3 роки тому +3

    usasrulod shemidzlia vusmino tqvens nebismier simgeras.momwons da uzomod mamshvidebs .madloba.madlobaaaa batono soso❤❤❤

  • @tatokurtanidze6356
    @tatokurtanidze6356 3 роки тому +5

    👍👍👍

  • @nonamiqeladze2053
    @nonamiqeladze2053 3 роки тому +4

    👍👍👍♥️

  • @tamar1028
    @tamar1028 3 роки тому +6

    Zalian momecona axali simgera. Shens sevdiani xmas mouxda duduki😍

  • @likadalaqishvili2249
    @likadalaqishvili2249 3 роки тому +5

    სასიამოვნო მოსასმენია ⭐♥️ მადლობთ .

  • @eteritetradze8512
    @eteritetradze8512 3 роки тому +5

    გაიხარე სოსო სიტყვები არ მკმარა იმდენად მიჩუყებ გულს ქართველი რომელიც ყოველი სიტყვის ჟღერადობის გახმოვანება გულიდან მოდის არ ივიწყებ ღირსეულ მამულიშვილებს დიდ წინაპრებს და რაც მთავარია ქართველობას. დაგლოცოს უფალმა გულით გისურვებ წარმატებებს გეგმიური სურვილების ასრულებით სულ გამარჯვებულს გევლოს მწვანეზე ვამაყობ შენით რომ კახელი და საქარველოში სიმართლის მოყვარული ქართველი ხარ ულევი სიხარული და წარმატებები თქვენ ცხოვრების მეგზურად ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @maikodzmanashvili4763
    @maikodzmanashvili4763 3 роки тому +9

    Magaria saswauli xmaa da simgerac. Sosos fani var wlebiaa

  • @user-nt6bq3pz2j
    @user-nt6bq3pz2j 3 роки тому +5

    👏👏👏👏👏 супер

  • @nanikogogoladze4425
    @nanikogogoladze4425 3 роки тому +2

    გაიხარეთ ვინც უკრავთ და ადევე მომღერალმა

  • @iliakukujanashvili789
    @iliakukujanashvili789 3 роки тому +5

    Kargia

    • @violagorozia3439
      @violagorozia3439 3 роки тому +2

      გილოცავთ წარმატებები