10 საინტერესო ფაქტი Avengers: Infinity War-ის შესახებ ★ ტოპ ფაქტები ★

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 12 кві 2018
  • ► გამოიწერეთ ჩვენი არხი: ua-cam.com/users/TopFaqtebi?...
    ► ფეისბუქი: / topfaqtebi
    ► ინსტაგრამი: / topfaqtebi
    ► მაივიდეო: www.myvideo.ge/TopFaqtebi
    ----------
    მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ 10 საინტერესო ფაქტს Avengers: Infinity War-ის შესახებ:
    10. წინა ორი ევენჯერსისგან განსხვავებით, რომლებიც ჯოს ვიდონმა გადაიღო, Infinity War-ის რეჟისორები ენტონი და ჯო რუსოები არიან. რუსოების გადაღებულია კაპიტანი ამერიკას მეორე და მესამე ნაწილიც, და თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილმი საიმედო ხელშია. Infinity War-ის ქრონომეტრაჟი, გავრცელებული ინფორმაციით, 156 წუთია, ანუ 2 საათი და 36 წუთი, რაც მას მარველის ყველაზე ხანგრძლივ ფილმად აქცევს.
    9. ფილმი თავიდან ბოლომდე Imax-ის ვიდეოკამერებით იქნება გადაღებული. მარველმა აიმაქსის ტექნოლოგია პირველად 2016 წლის Captain America: Civil War-ში გამოიყენა, თუმცა მხოლოდ აეროპორტის სცენისთვის. Infinity War-ი იქნება პირველი არადოკუმენტური ფილმი, რომელიც სრულად აიმაქსის კამერითაა გადაღებული.
    8. ფილმის პირველმა ტრეილერმა, მარველის თანახმად, გამოსვლიდან 24 საათში 230 000 000 ნახვა დააგროვა და ტრეილერის 1 დღეში დაგროვებული ნახვების მსოფლიო რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდსმენი ამავე პარამეტრების თანახმად 2017 წლის It-ის ტიზერს ეკუთვნოდა, რომელმაც 197 მილიონი ნახვა დააგროვა.
    7. ფილმის გამოსვლა Marvel Cinematic Universe-ის ჩამოყალიბების 10 წლის იუბილეს ემთხვევა. მიუხედავად იმისა, რომ მარველის პერსონაჟები უკვე რამდენიმე ათწლეულია სხვადასხვა ეკრანიზაციებში ჩნდებიან, მარველის კინემატოგრაფიული სამყარო 2008 წლის მაისში, პირველი Iron Man-ის გამოსვლასთან ერთად შეიქმნა.
    6. ფილმის გადაღება 2017 წლის იანვარში დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდა. Infinity War და მისი სიქველი, რომელსაც 2019 წელს ვიხილავთ დიდ ეკრანებზე, ერთდროულად გადაიღეს. მეორე ნაწილის სახელი ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მისი ცენტრალური ანტაგონისტიც შეშლილი ტიტანი თანოსი იქნება.
    5. Avengers: Infinity War-ი და მისი მეორე ნაწილი, რომელიც 2019 წელს გამოვა, შურისმაძიებლების ისტორიის 2 ფინალურ ფილმადაა ჩაფიქრებული, თუმცა სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, როგორც მაგალითად ჰარი პოტერისა და შიმშილის თამაშების ფინალური ფილმების ორად გაყოფის დროს მოხდა, Infinity War-ის ორივე ფილმი ორ სხვადასხვა ისტორიას მოგვიყვება და არა ერთ, შუაზე გაჭრილ ამბავს.
    4. ფილმში შურისმაძიებლები პირველად შეხვდებიან გალაქტიკის მცველებს. მიუხედავად იმისა, რომ გალაქტიკის მცველების პირველი ნაწილი 2014, მეორე კი - 2017 წელს გამოვიდა, ორივე ფილმის მოქმედება ერთსა და იმავე წელს ხდება. Avengers: Infinity War-ის მოქმედება კი გალაქტიკის მცველებიდან 4 წლის შემდეგ ვითარდება. საინტერესოა, თუ რას აკეთებდნენ პიტერ ქუილი და მეგობრები ამ პერიოდის განმავლობაში.
    3. ადამიანი-ობობას როლის შემსრულებელ ტომ ჰოლანდს სცენარის იმ ნაწილების წაკითხვა აუკრძალეს, რომელშიც ის არ მონაწილეობდა. ამის მიზეზი ისაა, რომ Spider-Man: Homecoming-ის ეკრანებზე გამოსვლამდე ტომს არაერთი საიდუმლო და სპოილერი წამოსცდა ინტერვიუებისას.
    2. რობერტ დაუნი ჯუნიორი და კრის ევანსი უკვე მეცხრედ განასახიერებენ საკუთარ პერსონაჟებს. ამ მაჩვენებლით ისინი ჰიუ ჯეკმანს გაუტოლდებიან, რომელმაც აგრეთვე ცხრაჯერ განასახიერა ვულვერინი. ამის გასაკეთებლად ავსტრალიელ მსახიობს 17 წელი დასჭირდა. რობერტ დაუნის - 10 წელი, ხოლო კრის ევანსს - 7 წელი.
    1. ჰიუ ჯეკმანმა რამდენჯერმე გამოთქვა ინტერესი Infinity War-ში მონაწილეობის თაობაზე, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვულვერინი მარველის კინემატოგრაფიულ სამყაროში გამოჩნდებოდა. 2017 წლის დეკემბერში მან განაცხადა, რომ ლოგანის როლს აღარ ითამაშებდა და დიდი სიამოვნებით იხილავდა სხვა მსახიობს კანადელი სუპერგმირის როლში.
    2017 წელს გამოსული ლოგანი ჰიუ ჯეკმანის ბოლო ფილმი იყო ვულვერინის როლში.
    ----------
    ჩვენი ფლეილისტები:
    უჩვეულო ფაქტები: • უჩვეულო ფაქტები
    უჩვეულო ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
    ცხოველები და მცენარეები: • ცხოველები და მცენარეები
    ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპ...
    გეოგრაფია: • გეოგრაფია
    თამაშები: • თამაშები
    ისტორია: • ისტორია
    სპორტი: • სპორტი
    ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
    ინტერნეტი: • ინტერნეტი
  • Розваги

КОМЕНТАРІ • 26

  • @thefilmorigin408
    @thefilmorigin408 6 років тому +3

    წარმატებები მომეწონა!

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    მაგარიხარ

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    ველოდები

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    მაგარიქნება

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    მაგარუქნება

  • @not1786
    @not1786 5 років тому

    მეორე ნაწილი არ გამოვა პრემიერა 1 მარტს იყო მარველის მეოთხე ფაზა ფინალი endgame

  • @totosmile650
    @totosmile650 6 років тому

    warmatebebi dzma 2 var :D

  • @no_more_kaxeti
    @no_more_kaxeti 6 років тому

    yvelaze magari marvelis filmebi aris ULTIMATE spider man da avengers asemmble , es tviton marvelma tqva ;)) da vetanxmebi

  • @macacodemetrashvili3351
    @macacodemetrashvili3351 6 років тому

    მაინტერესებს რაც ვიხილო შურისმაძიებლების მესამე ეპიზოტი

  • @eleonora05
    @eleonora05 6 років тому

    დასაწყისში უცნაური ამბების(სერიალი)-საუნდრექი გაქვთ გამოყენებული ჰო ?

  • @Officialsaba669
    @Officialsaba669 6 років тому +1

    ისე კაი იქნებოდა ჰიუ ჯეკმანი ავენჯრში

    • @user-lc7zt7vk7i
      @user-lc7zt7vk7i 6 років тому

      კაი კი იქნებოდა მარა ძაან აიზილებოდა ყველაფერი მერე ვორნებ ბრაზერსიდან ბეტმენს სუპერმენს და ქალსაოცრებასაც დაუძახებენ და იქნება ერთი დიდი გრუპავოი

    • @gigiiosava8509
      @gigiiosava8509 5 років тому

      რა ქალი საცრება რა ბეტმენი და რა სუპერმენი ეგენი დისი ში არიან ძმა

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    ჟრუნტელმადამიარა

  • @aliveghost6973
    @aliveghost6973 6 років тому

    1

  • @no_more_kaxeti
    @no_more_kaxeti 6 років тому

    marvelshi is momwons ro aertianebs gmirebs )

  • @user-pn2bp9xy3g
    @user-pn2bp9xy3g 4 місяці тому

    მაგარუქნებარომდავწერეწეღან ბოდიშიშემეშალა

  • @miniadventure6212
    @miniadventure6212 6 років тому +1

    მარველის ფილმებიდან ყველაზე მეტად გალაქტიკის მცველები მომწონს

    • @no_more_kaxeti
      @no_more_kaxeti 6 років тому

      auuu eg vafshe glijavs

    • @not1786
      @not1786 5 років тому

      Super Facts / სუპერ ფაქტები კი ძაან მაგარია მე starlord მიყვარს

  • @demna3075
    @demna3075 6 років тому

    Dc comics mirchevnia

    • @not1786
      @not1786 5 років тому

      დემნა სოხაძე ჯოკერის პონტში ხო მეც

  • @tomatosauce1529
    @tomatosauce1529 6 років тому +1

    ra kargi inglisuri aqcenti gaq

  • @akakigetiashvili5575
    @akakigetiashvili5575 6 років тому

    მაგრამ ინფინიტი ვარი 156 წუთი იყო დედპული 2 კი ახალი გამოსულია და 159 წუთიანია

    • @TopFaqtebi
      @TopFaqtebi  6 років тому

      დედპული MCU-ს ნაწილი არაა

    • @not1786
      @not1786 5 років тому

      Akaki Getiashvili მოდი აღარასოდეს დაწერო ქართული კლავიატურით კაი?