აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“ - VIII სერია

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 6 лис 2020
  • ქართველ კათოლიკეთა გამორჩეული მწიგნობარის და მოღვაწის, ივანე გვარამაძის მრავალფეროვანი, ფიქრით, საქმითა და შემოქმედებით სავსე ცხოვრება, „რუსული“ მესხეთის ალბათ ყველაზე იმედისმომცემი ამბავია.
    სტუდია „ეპოქა“ - „დაკარგული წიგნები“ - აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
    პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
    მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
    „დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
    პროექტის ავტორები - აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი
    რეჟისორი - გიორგი ებრალიძე
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/show/dakarguli-wignebi/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/33kzDvm
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - bit.ly/33olCgk
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
  • Фільми й анімація

КОМЕНТАРІ • 7

  • @ekaterinegaldavadze2794
    @ekaterinegaldavadze2794 2 роки тому +5

    გააგრძელეთ ეს სერია, არ მომწყინდება არასდროს აკა მორჩილაძის მოსმენა და ამ ამბების, უკვე გადავიწყებულის თავიდან გახსენება.

  • @giorgigviniashvili9470
    @giorgigviniashvili9470 3 роки тому +8

    თხრობის მანერა აქ ა კაცს სასწაული😍

  • @teimurazchachua3750
    @teimurazchachua3750 2 роки тому +3

    ძლივს იმეთზე ორი სიტყვა გავიგე.
    )) დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ სერიებით მადლობა ზურა ქვია მგონი მორჩილაძეს ))

    • @davitsute9511
      @davitsute9511 Рік тому +1

      გიორგი ახვლედიანია აკა!🙏☝️❤

  • @daviddavid-jz4or
    @daviddavid-jz4or Рік тому +2

    70იან წლებში გურიაში დადიოდა ახალციხიდან ბერიკაცი, ბებიაჩემი საცერში თხილს გაუცვლიდა ხოლმე რამდენიც საცერში ჩაეტეოდა.

  • @besiktsamalashvili8123
    @besiktsamalashvili8123 9 місяців тому

    დაუფასებელი ხალხი....(( საქართველოს ისტორია მარტო პრავასლავიაში მოაქციეს ჩაჭუჭკეს..