Giga papaskiri - ჰარი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 5 жов 2024
  • :))

КОМЕНТАРІ • 18

  • @VI-ib8oz
    @VI-ib8oz 5 років тому +17

    "ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ასეთ ამინდებში უფრო მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი. უკვე მერამდენედ ვწერ ჩემი ცხოვრების შესაძლო ფინალს და ვხვდები. რომ ყოველი მცდელობა. რაღაც დავასრულო, უსასრულობაში გადადის.
    სიგარეტს დღემდე ვეწევი. 5 წლის წინ ვცადე თავი დამენებებინა და იმის მერე ყოველ ახალ წელს,მარხვის დასაწყისში და ყოველ ორშაბათ დღეს, ფანჯრიდან ვისვრი სიგარეტის სავსე კოლოფს. შენ მოგწონდა ჩემი მავნე ჩვევები , რადგან თვლიდი, რომ ეს უფრო ქალურს მხდიდა.
    ჰარი, მე არ ვნანობ არაფერს ,გესმის?! არც თექვსმეტი წლის ასაკში დაკარგულ ქალიშვილობას, არც სამჯერ ნააბორტალ მუცელს და არც თვითმკვლელობის ხუთ მცდელობას. მე ყველაზე ამორალური ქალი ვარ, ჰარი, და ალბათ ყველაზე ამორალური ცოლი ვიქნებოდი შენთვის. მე ხომ სამი შვილი მოგიკალი...
    იცი, ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე,სიამოვნებას მანიჭებდა იმის წარმოდგენა,როგორ ვატკენდი გულს ჩემი გარდაცვალებით გარშემომყოფებს. მე სხვების სიყვარულში დარწმუნება მჭირდებოდა, ჰარი. სიკვდილი ხომ ყველაზე კარგად გამოაჩენს გრძნობას.
    ისუნთქე, ჰარი... ისუნთქე ...
    მე აქ ვარ. მხოლოდ ერთხელ შემომხედე და უკანასკნელად მითხარი,რომ არ ვარ ბოზი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ესეც გაივლის. მე ეს მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოცხლო, გესმის?! არ მოკვდე, ჰარი, შენ აღარ გაქვს ამის უფლება!
    ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ამ პალატაში კედლებიც მორფინითაა გაჟღენთილი. მე შენი ხელები მიჭირავს ზუსტად ისე, როგორც შენ გეჭირა ჩემი ხელები ,რკინიგზის სადგურზე, როცა ზაფხულის ბოლო დღეს ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს.
    ისუნთქე, ჰარი... ისუნთქე...
    ფილტვებზე ობივით მოდებული მეტასტაზები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს!
    ისუნთქე, ჰარი...
    მე არ მჯერა ამ ქალაქში დასმული დიაგნოზების.
    ისუნთქე, ჰარი...
    მე შენ მიყვარხარ!
    ისუნთქე...
    მე ხომ სიკვდილზე ფიქრს უკვე გადავეჩვიე."

  • @mr.two-face3752
    @mr.two-face3752 5 років тому +4

    ფიქრში რამდენჯერ საკინძე შევიხსენი სუნთქვა რომ არ მეყო😊 ბრავო მაგარიაააა...👏👏

  • @gulsummemmedova3229
    @gulsummemmedova3229 5 років тому +1

    ❤ from Baku. Thanks❤❤❤

  • @ბუბუ-ტ6ო
    @ბუბუ-ტ6ო 4 роки тому

    სუნთქვის შეწყვეტის მერეც უნდა ისუნთქო .👉

  • @istarnisland1346
    @istarnisland1346 5 років тому

    Uuuxrogorikargiaaa!!!!!!!! Amis mere unda isuntqo Hari !!! :D !

  • @ninoshishinashvili2484
    @ninoshishinashvili2484 5 років тому +3

    მადლობა რომ ატვირთეთ ❤️ თავად გიგამ დაიკიდა ფანების თხოვნა, რომ დაებრუნებინა სიმღერა, არადა როგორ მინდოდა მოსმენა ისევ ❤️

    • @gigapapaskiri
      @gigapapaskiri 5 років тому +3

      არ დამიკიდებია ნინო უბრალოდ მაიმასკომ არ ისურვა თავიდან ჩაწერა და ამიტომ ორგინილაზე გადაწერა მომიწია.

  • @salotsetskhladze5004
    @salotsetskhladze5004 5 років тому

    " მე არ ვნანობ არაფერს, გესმის?"

  • @puwia77
    @puwia77 5 років тому

    ❤️❤️❤️❤️

  • @Nutsa_natsarashvili
    @Nutsa_natsarashvili 5 років тому

    ✨❤️

  • @asmatchubinidze5871
    @asmatchubinidze5871 5 років тому

    არაჩვეულებრივია....

  • @ბუბუ-ტ6ო
    @ბუბუ-ტ6ო 4 роки тому

    😧😧😧😧💫💫🙏🙏

  • @thisistrue704
    @thisistrue704 5 років тому

    ეს ტექსტი საიდან არის შემახსენეთ რა !! :|

    • @vakobezhashvili9964
      @vakobezhashvili9964  5 років тому

      Nagdad arvici

    • @Zeuus173
      @Zeuus173 5 років тому +1

      ბებერი ნაბიჭვარი ბუკოვსკი))

    • @anukishanava1237
      @anukishanava1237 5 років тому +1

      მაიმასკო. 🙌🏾

  • @iam_Laroosh
    @iam_Laroosh 5 років тому

    ❤️❤️