სანდრო ჯეჯელავა - ვის უყვარხართ?

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 2 лис 2020
  • flowmaster.online-ის ციკლის "ცხოვრების მეორე სერია" ვიდეო "სანდრო ჯეჯელავა - ვის უყვარხართ?"
    წინა ვიდეოები:
    1. სიცოცხლე 40-ის შემდეგ (აზროვნების აკადემია) - • „life.part.2 - სიცოცხლ...
    2. რამდენ ოთახიანში ცხოვრობ (აზროვნების აკადემია, ფასიანი) - onlineacademia.ge/
    3. თქვენი ცნოებიერება სახიფათო ადგილია და იქ მარტო არ წახვიდეთ - • რატომ მჭირდება სხვა ად...
    4. სხვისთვის მიძღვნილი ცხოვრება - მზადდება
    5. მომაკვდავთა 5 სინანული - • რას ნანობენ ადამიანები...
    6. Lifelong Learning - სწავლა სიბერემდე - • რატომ უნდა ვისწავლო სი...
    ვიდეო სერიები flowmaster.online-ის არხზე:
    1. ლიდერობა
    2. პროფესიის არჩევა (მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის)
    3. პროდუქტიულობა და სტრესი
    4. კარიერა და წარმატება
    5. ცხოვრების მეორე სერია
    6. PMP სერტიფიფიცირება
    7. ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები

КОМЕНТАРІ • 84

  • @meritukhashvili1516
    @meritukhashvili1516 3 роки тому +5

    მოგესალმებით ბატონო სანდრო. ძალიან კარგი თემა წამოჭერით. გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას თხოვნისამებრ. ჩემი თავი შევიყვარე მაშინ, როდესაც გავხდი დედა❤️ მივხვდი, რომ ჩემს შვილს დავაკლდებოდი, თუ ჯანმრთელობას არ გავუფრთხილდებოდი(საკუთარი თავის სიყვარული, დიდ სირცხვილად ითვლებოდა ჩემს ბავშვობაში) . ვიყავი ძალიან მომთხოვნი მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ, მქონდა მაღალი სტანდარტები. დავიწყე წერა შესასრულებელი საქმეების. შემდეგ კი დავიწყე ანალიზი დროის რა მონაკვეთში, რამდენი რამ შევძელი. არ მომეწონა შედეგები😏 თუმცა, როცა ჩავუღრმავდი, იმ კონკრეტულ მოცემულობაში, რომელშიც მე ვცხოვრობდი ვინმე "სხვა"ამდენს მაინც თუ შეძლებდა მივხვდი, რომ არ უნდა ვყოფილიყავი უკმაყოფილო საკუთარი თავის, რადგან ვშრომობდი იმაზე მეტს ვიდრე შეიძლებოდა ადამიანისათვის. ხშირად ვახსენებ საკუთარ თავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობ და შესაბამისად ვუყენებ მოთხოვნილებებს ბოლო დროს. მომეშვა გულზე და ცხოვრებაც გამიმარტივდა😊 ადამიანები ხშირად ვერ ვიაზრებთ მოცემულობას. ერთიდაიგივე გემის სიჩქარე დინების მიმართულებით და დინების საწინააღმდეგოდ ხომ სხვადასხვაა😊

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +3

      მერი, დიდი მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის! ნამდვილად საყურადღებოა თქვენი რჩევა. მე ასეთი "ხრიკი" მაქვს ჩემი თავისთვის. რაც წარსულშია, ყველაფერს "გაგებით ვეკიდები", ჩემ თავს ვეუბნები "ყოჩაღ სანდრო, რომ ეს გააკეთე", მაგრამ მერე ვამატებ "მომავალში კი უკეთ შეიძლება". ნახეთ ჩვენი ვიდეო "განმავითარებელი თვითშეფასება" იქ არის ამ თემაზე საუბარი. წარმატებას გისურვებთ!

  • @giorgiastamadze167
    @giorgiastamadze167 3 роки тому +5

    მადლობა ესე ხშირად რო დებთ საინტერესო ვიდეოებს.

  • @ninomodebadze6443
    @ninomodebadze6443 Місяць тому

    სალამი. ფასდაუდებელია თქვენი სრომა.დიდი მადლობა თქვენ+

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  Місяць тому

      ნინო, დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის ❤ გვიხარია, რომ გვიყურებთ!

  • @ekaterinegaldavadze2794
    @ekaterinegaldavadze2794 2 роки тому +1

    მადლობა ასეთი საინტერესო ვიდეოებისთვის და ზოგადად, თქვენი საინტერესო და მრავალფეროვანი გამოცდილების გაზიარებისთვის.🤝

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому +1

      ეკატერინე, დიდი მადლობა თქვენ!

  • @mariamgelashvili780
    @mariamgelashvili780 3 роки тому +2

    დიდი მადლობა!!! ❤️❤️❤️❤️

  • @maiatsertsvadze9303
    @maiatsertsvadze9303 5 місяців тому

    ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, მადლობა ❤

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 місяці тому

      მადლობა, რომ გვიყურებთ! ❤

  • @atheist.23
    @atheist.23 2 роки тому +7

    ზედმეტი არაფერი ვარგა როგორც იტყვიან, მათ შორის არც თვითკრიტიკა. თუმცა ზოგს სამყაროს ცენტრად რომ მიაჩნია საკუთარი თავი ეგეც ძალიან გულის ამრევია ბატონო სანდრო. შემხვედრიან ასეთებიც.

  • @georgekhutsishvili6
    @georgekhutsishvili6 2 роки тому

    მადლობა! ❤️

  • @zazajachvadze7355
    @zazajachvadze7355 2 роки тому +3

    და არა მარტო სიყვარული, საკუთარი თავი, საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა❤

  • @nicepew931
    @nicepew931 3 роки тому

    მადლობა დიდი თქვენი ვიდეოების დამსახურება ჩემი პიროვნული წინსვლა და განვითარება
    უღრმესი მადლობა❤️

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому

      nice pew, მადლობა კომენტარისთვის! ძალიან გვიხარია, რომ გამოგადგათ ჩვენი ნაშრომი!

  • @gvantsaliparteliani5709
    @gvantsaliparteliani5709 2 роки тому

    მადლობა

  • @giorgiaptsiauri9037
    @giorgiaptsiauri9037 Рік тому

  • @natelamgeladze4549
    @natelamgeladze4549 Рік тому

    👍🏻👍🏻👍🏻👍🏻

  • @giorgirekhviashvili8159
    @giorgirekhviashvili8159 Рік тому

    1000%👍🏻

  • @ketevanbabukhadia4346
    @ketevanbabukhadia4346 4 місяці тому

    რა საინტერესოა, კი ვაქებ ჩემს თავს ხშირად, მაგრამ მიყვარხართქო, მგონი არასოდეს მითქვამს საკუთარი თავისთვის. მივხედავ მაგ ამბავს, მადლობა🤩😍

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 місяці тому +1

      მადლობა, რომ გვიყურებთ! ❤

  • @tamariaslanishvili9544
    @tamariaslanishvili9544 3 роки тому +1

    მიყვარს ჩემი თავი და ცხოვრების ყველა ეტაპზე, ყოველდღე საქმეების დასრულების შემდეგ კომპლიმენტს ვეუბნები ჩემ თავს და ვაქებ ❤️ ნამდვილად თვითსიყვარულია ბედნიერების საწყისი ❤️ მადლობა საინტერესო ვიდეოსთვის, თქვენი მოსმენა არასოდეს მომბეზრდება🥰

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому

      თამარ, მადლობა გაზიარებისთვის! ნამდვილად! საკუთარი თავის სიყვარული და პატივისცემა არის წარნატების და ბედნიერების ერთ-ერთი დასაყრდენი!

    • @tamunaomarashvili9242
      @tamunaomarashvili9242 Рік тому

      👏👌❣️

  • @stepforward98
    @stepforward98 2 роки тому +1

    მყავს კრიტიკოსი, რომელიც იშვიათად ისვენებს. ვფიქრობ ამას კარგი მხარეც აქვს და ცუდიც, ეს ცუდი წარსულს უნდა მივაბარო

  • @tikatina1523
    @tikatina1523 3 роки тому +12

    მე როცა ჩემი თავი შევიყვარე ( მანამდე ადგილი არ მქონდა გულში, იმდენად მთელი სამყარო მიყვარდა) და მივხვდი რომ საკუთარ თავზე დავიწყე ზრუნვა, დროის გამონახვა საკუთარი სიამოვნებისთვის, ცოტა ფულის დახარჯვაც და ა. შ როცა გვერდზე მოვიხედე სრულიად მარტო აღმოვჩდი!!!!! რა საოცარია ცხოვრება არა? შეიძლება თავიდან გამიჭირდა ამის გააზრება და საკუთატ თავს დავუწყე დადანაშაულება თუ რა შემეშალა ურთიერთობაში, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი, დავტანჯე ჩემი თავი ამ ფიქრებით და მერე ყველას და ყველაფერს შევეშვი, აღარავის და არაფერს ვეძებდი, ხოდა საოცრება მოხდა ისეთი სიმშვიდე მოვიპოვე, ისე წყნარად და კომფორტულად ვარ, აი ამ სიმშვიდეს უკვე ვეღარავის დავარღვევინებ ვინც არ უნდა იყოს...

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому

      t. basch'eri, მადლობა გაზიარებისთვის! საკუთარი თავის სიყვარულით იწყება ყველა სიყვარული

    • @tamunaomarashvili9242
      @tamunaomarashvili9242 Рік тому

      👌👌👌

  • @user-ep9vh4xx4k
    @user-ep9vh4xx4k 2 роки тому

    დამაფიქრებელი თემაა🎯

  • @teabadurashvili3251
    @teabadurashvili3251 3 роки тому +3

    არაჩვეულებრივი ბატონი ბრძანდებით,ვუსმენ და ვოდები ახალ ვიდეოს,მეორე წელია ვუსმენ აზროვნების აკადემიის ბევრ პროფესორს და მადლობა თქვენ რომ გამაძლიერეთ და მაპოვინეთ თავი აქ ამ დედამიწაზე და ყოველივე დღეში. არასდროს გისმენთ,მე ესევე გრძნობა მეუფლება რომ ჩემზე საუბრობთ და ვმოქმეებ რასაც მირჩევთ...საინტერესოა,ნეტა შემეძლოს და ვესწრებოდე ამ საუბრებს. მადლობთ

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +1

      თეა, მადლობა კომენტარისთვის! გვიხარია, რომ გეხმარებით! მოგვწერეთ, კიდევ რა თემებზე გაინტერესებთ ვიდეოები და შევეცდებით, გავითვალისწინოთ. წარმატებას გისურვებთ!

    • @teabadurashvili3251
      @teabadurashvili3251 3 роки тому +1

      უი. ეხლა ვნახე კომენტარი. გაიხარეთ უფალმა მოგცეთ ენერგია და ძალა რომ ყველა ჩენგანს დაგვეხმაროთ. ძალიან სასიამოვნო იქნებოდა პირადად მომეყოლა ის პატარ პატარა ისტორიები რაც გადამხდენია და ამჟამად თქვენი და თქვენი კოლეგების წყალობით და ცოდნოთ როგორც ვერევი ამ ცხოვრებას და მდგომარრობას.11 წელია ემიგრანტი ვარ,ბოლო ხუთი წლია დავიწყე მართლა ცხოვრება,მაგრამ მანამდე ძალიან დიდი ტკივილი,შიში,სიკვდილის მცდელობა და ფაქტიურად უკვე საიქიოში ვსაუბრობდი მამასთან, ძნელია იმის წარმოსახვა რასაც ადამიანები შინაგანად განვიცდით მაგრამ გარრგნულად ბედნიერებას და სიყვარულს ვაფრქვევთ და ვატარებთ. ... დღეს ფაქტიურად მე ჩემთავზე ვმუშაობ ყოველთვის, დღეს აღარ მიჭირს უფლის და თქვენი წყალობით ცხოვრება მაგრამ დღემდე ახალ ახალ მდგომარეობებში ვარ, ერთს დავძლევ მეორეს ვებრძვი და საინტერესოცაა მინდა გითხრათ. დიდი ნიჭიერებით დიდი მცხოდნეობით არ გამოვირჩევი განათლება დიდი არ მაქვს მაგრამ ,ვფიქრობ ის განათლება მაქვს რაც ბევრს აკლია და გამოადგება ამ დედამიწაზე საცხოვრებლად. საინტერესო და დიდი პატივი იქნებოდა პირადად თქვენ გაკვეთილებზე ამ.არაჩვეუკებრივ საუბარს დავსწრებოდი მაგრამ,სამწუხაროდ ვერ შევძლებ რადგან შორს ვარ.❤️🥰🙋🌹😘დიდი პატივის ცემა თქვენ ჩემგან, ბევრ ემიგრანტს დაეხმარებით ვიცი.

  • @Deasi_
    @Deasi_ 3 роки тому +6

    მე თქვენ მიყვარხართ ძალიან ❤️ საკმაოდ დამაფიქრებელი თემაა, ზედმეტად ხშირადაც კი ვარ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული და ხშირად ხელს მიშლის ეს მიყვარდეს ჩემი თავი 🥺❤️

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому

      დეა, დიდი მადლობა კომენტარისთვის! ჩვენც გვიყვარხართ!

  • @ninogoginashvili5248
    @ninogoginashvili5248 Рік тому

    დიდი მადლობა. ძალიან კარგი ვიდეოა. გამახარა მისმა მოსმენამ. აღზრდის პროცესში სულ მაკრიტიკებდნენ და არაფერი მოსწონდათ რაც არ უნდა გამეკეთებინა იმის მიუხედავად რომ სულ ბევრი გამომდიოდა. ბევრჯერ მარტო აღმოვჩენილვარ. მაგრამ როცა მართლა მარტო აღმოვჩნდი შევიყვარე და დავუმეგობრდი ჩემს თავს. ეხლა რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში მაინც გამომდის ვიგრძნო ბედნიერება, იმიტომ რომ ჩემს თავს ენერგიით და სიხარულით ვავსებ. ამ ვიდეომ იმედი მომცა რომ კიდევ ბევრს შევძლებ. დიდი მადლობა

  • @user-nk8os9cb4m
    @user-nk8os9cb4m 2 роки тому +1

    ვგიჟდები ისე მიყვარს ჩემი თავი🤗🤭

  • @Mariambezh
    @Mariambezh 2 роки тому

    ❣️

  • @user-ce7eu6fe4d
    @user-ce7eu6fe4d 3 місяці тому

    Zalian, zaluan saintereso da damafiqrebelia kvela tqveni video, diiidiii madloba tqven. Tu sheizleba danashaulis shegrznebaze videos chacera?

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 місяці тому

      მადლობა, გვახარებს თქვენი დადებითი შეფასება. ვეცდებით, გავითვალისწინოთ თქვენი სურვილი. ❤

    • @user-ce7eu6fe4d
      @user-ce7eu6fe4d 2 місяці тому

      @@flowmasteronline diiidiiii madloba💕💕💕

  • @darkotto5150
    @darkotto5150 3 місяці тому

    ჯერჯერობით ვსწავლობ ჩემი თავის სიყვარულს

  • @ninoqebadze2445
    @ninoqebadze2445 3 роки тому +1

    🤦🏻‍♀️❤️ 100%.

  • @lalibajadze
    @lalibajadze 3 роки тому +1

    💙💚💛

  • @shorenasikharulidze4184
    @shorenasikharulidze4184 3 роки тому

    იქმებ გამიზიაროთ თქვენეული რეცეპტი,როგორ შევიყვარო საკუთარი თავი

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +2

      შორენა, მადლობა კომენტარისთვის და გილოცავთ ახალ წელს! ძირითადი ინსტრუმენტი, ჩემი აზრით, არის პოზიტიური საუბარი საკუთარ თავთან (positive self talk). ნახეთ ჩემი ვიდეო "განმავითარებელი თვითშეფასება" ამავე youtube არხზე.

  • @khatiakhorguashvili4441
    @khatiakhorguashvili4441 Рік тому +1

    კი, დიდი კრიტიკოსი, ზედმეტი არაფერი ვარგა😂

  • @liakirkitadze1734
    @liakirkitadze1734 2 роки тому

    დედაჩემს ვუყვარვარ ჩემს შვილს და ღმერთს ვუყვარვარ კიდევ მადლობააააა🙂

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому +1

      ლია, მადლობა კომენტარისთვის! ერთი ადამიანიც დაამატეთ ამ სიაში (თქვენი თავი) და "გავდივართ"! წარმატებას გისურვებთ!

  • @vato8611
    @vato8611 3 роки тому

    ადრე ძალიან კრიტიკული ვიყავი საკუთარი თავის მიმართ, საყვარელი ადამიანის დახმარებით საკუთარი თავის დადებითი თვისებების წინა პლანზე გადმოტანა ვისწავლე და ძალიან დამეხმარა განვითარებაში.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому

      ვატო, მადლობა გაზიარებისთვის! დიდი ბარიერი გადაგილახავთ! წარმატებას გისურვებთ!

  • @teabadurashvili3251
    @teabadurashvili3251 3 роки тому

    ადამიანებს ბერი რამ შეგვიძლია,რწმენაა საჭირო.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +1

      თეა, მადლობა კომენტარისთვის! ნამდვილად ასეა!

  • @lelamalishka107
    @lelamalishka107 Рік тому

    ფიქრობ ალბათ უფრო კრიტიკული ვარ ჩემს მიმართ და ამ კრიტიკულობამ ბევრი რამე გამაკეთებინა, თუმცა ხანდახან შეიძლება ზედმეტიც მომდის და საჭიროა იყო ლაღი თავისუფალი ნაკლებათ თვითკრიტიკული და მიუშვა ვხოვრებისეული სიტუაცია

  • @ketiketevan2501
    @ketiketevan2501 3 роки тому +1

    მე ვიზიარებ ვიკტორ ფრანკელის თვითტრანსცედენცისს იდეას. ყველას ურჩევდი ფრანკელის წაკითხვას

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +1

      ქეთი, მადლობა რჩევისთვის!

  • @user-bl2vm6fn9h
    @user-bl2vm6fn9h Рік тому

    ასეთი შეკითხვა დამებადა:
    1 . თქვენ როდისმე ბრაზდებით თუ არა?
    და
    2. რომელი ბაზისური ემოცია გაბრკოლებთ და როგორ მოიხმაროთ ეს ემოციები?
    (ბრაზი,სიხარული,შიში, სევდა და გაოცება,- ესენია ემოციები)

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  8 місяців тому

      რა თქმა უნდა, ვბრაზდები კიდეც და ემოციებიც მომეძალება ხოლმე. მთავარი გასაღები ჩემთვის აღმოჩნდა გამოთქმა "ემოციასა და ჩვენ რეაქციას შორის არის ერთი წამი და ეს ერთი წამი გვაქცევს ადამიანად". ანუ, ემოციები, დიდწილად, ავტომატურად გენერირდება, თუმცა, სანამ რეაქციას მოვახდენთ, გვაქვს საშუალება დავფიქრდეთ და ჩვენი ფასეულობების, შეხედულებების და სიტუაციის შესაბამისად მოვიქცეთ. ამას აკეთებენ ყველაზე ძლიერი და ეფექტური ადამიანები. წარმატებას გისურვებთ!

  • @lubamaisuradze3896
    @lubamaisuradze3896 2 роки тому

    👍👍👍 რელიგიის იდეოლოგიამ და საბჭოთა მენტალობამ საკუთარი “ ეგო “ ს წინ წამოწევა გახადა მიუღებელი და კარგია რომ ამ თემას ეხებით უფრო ძირეულ თვალსაზრისით . არ გიყვარს შენი მე , არც და ვერც სხვას და ვერც სამყაროს შეიყვარებ და არც ეს სამყარო შეგიყვარებს შენ …

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому

      ლუბა, მადლობა კომენტარისთვის! აბსოლუტურად გეთანხმებით. რელიგიის შემთხვევაში, მგონი, არასწორად გაგებასთან გვაქვს საქმე (რაც ასე ხშირად ხდება).

  • @asmatilomidze4214
    @asmatilomidze4214 3 роки тому +2

    საკუთარი თავის ცოტა კრიტიკა არ გვაწყენს, ისე ვერ გავიზრდებით სულიერად, მაგრამ ზედმეტი არაფერი ვარგა, არ მომწონს ვინმე სულ თავს რომ იქებს ან მე მაქებს. ადრე უფრო კრიტიკული ვიყავი ჩემი თავის მიმართ, ასაკის მატებასთან ერთად უფრო შევიყვარე ჩემი თავი. ყველას ვერ ვეყვარები, ესეც კარგად გავითავისე. ვცდილობ რაც მაქვს იმით ვიყო ბედნიერი და კმაყოფილი.

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +2

      ასმათ, მადლობა კომენტარისთვის! რაც გვაქვს, მხოლოდ იმის შეყვარებით გავხდებით ბედნიერი!

  • @JinaNia2022
    @JinaNia2022 3 роки тому +1

    ბატონო სანდრო, მე ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და საბოლოო დასკვნა ვერასოდეს გამოვიტანე. ვერც ის მივხვდი როცა ამბობენ, შეიყვარე შენი თავი, -ეს როგორ უნდა მოხდეს. რას ნიშნავს შეიყვარე შენითავი.?
    მოკლედ მე ალბათ ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. ისეთი სიზუსტით და იმ ხარისხში როგორც მე მინდა, არასოდეს არაფერი გამომდის და ეს ძალიან მაწუხებს. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და ვერასოდეს ვიღებ სიამოვნებას იმით, რაც მაქვს ან რასაც ვქმნი.
    ასეთივე მომთხოვნი ვარ იმ ადამიანების მიმართ ვინც ძალიან მიყვარს, მხოლოდ მათ მიმართ თორემ, სხვების, ნეიტრალური ნაცნობების და ახლობლების მიმართ ეს გრძნობა არა მაქვს, პირიქით.
    ასეთივე უყურადღებო ვარ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართაც, ყოველთვის მგონია რომ, მე არაფერი არ დამემართება სერიოზული და თუ ცოტ-ცოტა რამე მაწუხებს ეს არაფერია. ასეთი დამოკიდებულების გამო ბევრჯერ ძალიან ცუდი შედეგი მივიღე მაგრამ, იგივეს ვაგრძელებ. სამაგიეროდ, პანიკაში მაგდებს ახლობლების სულ მცირე ტკივილიც კი.
    ამასთან ერთად უნდა ავღნიშნო რომ, სხვა შემთხვევებში საკუთარ თავს ყველა სურვილს და კაპრიზს ვუსრულებ.
    ვინ ვარ, რა მინდა, ვერ გამიგია... მთელი ცხოვრება დაბნეული ვარ

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +8

      ნინო, დიდი მადლობა თქვენი მოსაზრების გაზიარებისთვის! მე ბევრ ადამიანთან მიწევს შეხება და თითოეული, რა თქმა უნდა, უნიკალურია. მეორე მხრივ, საქართველოში აღზრდილ ქალბატონებს ძალიან ხშირად აწუხებთ დაბალი თვითშეფასებასთან (ან გარე შეფასების საჭიროებასთან) და პერფექციონიზმთან დაკავშირებული ამბები. "შენ თავზე კარგი შენ არ ილაპარაკო", "სხვამ უნდა შეგაფასოს", "თავი დაბლა", "მეტი შეგიძლია", "თავში არ აგივარდეს" იყო და, ხანდახან, სამწუხაროდ, არის გოგონების აღზრდის ერთ-ერთი ლეიტმოტივი.
      მე მგონი თვითშეფასების "ჯადოსნური" გასაღები არის უკვე მომხდარისა და მოსახდენის გაყოფა. მე ვურჩევ ჩემ მეგობრებს, რომ იმასთან დაკავშირებით, რაც უკვე მოხდა (და, შესაბამისად, ვერ შეცვლი) იყვნენ ძალიან ლმობიერი თავის თავის მიმართ. ხოლო, იმაში, რაც ხვალ უნდა გავაკეთოთ, დავრჩეთ, მაქსიმალურად მომთხოვნი. ანუ, ამ ვიდეოს მაგალითზე სანდრო შეაქებს თავის თავს, მაგრამ, იქვე ეტყვის, რომ შემდეგი ვიდეო უკეთესი უნდა იყოს (თანაც, კონრეტული რჩევებით).
      და კიდევ ერთი. ყურადღებით მოუსმინეთ იმათ, ვისაც უყვარხართ. საკუთარი თავის (და, შესაბამისად, ქების) უგულვებელყოფა არაა თავმდაბლობა. მიეცით ადამიანებს საშუალება, რომ "დაგარწმუნონ" თქვენს სიკეთეებში. მათაც ძალიან ესიამოვნებათ და თქვენც.
      ჯანმრთელობას, წარმატებას და სიყვარულს გისურვებთ!

  • @ladogoglichadze5643
    @ladogoglichadze5643 2 роки тому

    ლადო10

  • @VioletEvergarden0110
    @VioletEvergarden0110 Рік тому

    მე მგონი რომ არა რადგან უფრო მომთხოვნი ვარ საკუთარ თავთან და უფრო მეტს ვთხოვ. ხოლო როცა რაღაცა მიზანს მივაღწევ რატომღაც ვთვლი რომ ეს დავალება შესრულებულია და ეხლა სხვა დავალებაა რიგში😑 რა თქმა უნდა არც ვაჯილდოვებ მიღწევებისთბის საკუთარ თავს, მქონდა მცდელობა რომ წამეხალისებინა თავი მაგრამ, თითქოს რაღაცა დამკვირვებელი მაკონტროლებდა ამ დროს და ძალიან შემაწუხებელია

  • @natela498
    @natela498 Рік тому

    ბატონო სანდრო ცოტა ხმა დაბალია და რაᲦაც...

  • @teabadurashvili3251
    @teabadurashvili3251 3 роки тому

    მე მიყვარს თავი,მაგრამ სხვებისთვის როცა ვიხაჯები ,უფრო ბედნიერი ვარ. მიყვარს ჩემი ყოველი დღე ,დილიდან ადრე ვიწყებ ხალისიანად ადგომას მუშაობას,ვგრძნობ და ვუყვარვარ სხვებსაც ,მაგრამ ხანდახან რათქმაუნდა მაქვს დღე საშინელი როცა რაღაც სხვა უფრო სხვა სიყვარულის ნაკლებობას,ზურგს ,ძალას განვიცდი. იმისმიუხედავად რომ ვმუშაობ და კარგად ნორმალურად ვცხოვრობ ,მაინც რაღაც მაკლია🥰😁 ადამიანები უმადურები ვართ,გვაქვს მაინც ვემდურებით ბედს და არ გვაქვს ვემდურებით,რაღა ჯანდაბა და დოზანა გვინდა ბოლოსდაბოლოს ხო უნდა დავფიქრდეთ. ვიტყვი რომ მე მიყვარს თავი🥰

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  3 роки тому +1

      თეა, მადლობა კომენტარისთვის და თქვენი მოსაზრების გაზიარებისთვის! ცხოვრების და თქვენი თავის მადლიერება ისეთივე გამომუშავებადი უნარია, როგორც სხვები და აუცილებლად შეძლებთ დახვეწას, თუ შეეცდებით. ჩვენ ვერ შევცვლით გარემოებებს, მაგრამ აუცილებლად შევცვლით ჩვენ დამოკიდებულებას მათ მიმართ! წარმატებას გისურვებთ!

  • @tatia585
    @tatia585 2 роки тому

    ადრე არასდროს ვფიქრობდი მიყვარდა თუ არა ჩემი თავი საერთოდ, მარა ხშირად მქონდა ისეთი სიტუაციები აი სხვები რო მაქებდნენ ან აღნიშნავდნენ ჩემ სიყუაციების: " ხო აი შენ მაგის გაკეთება არ გაგიჭირდებოდა", "ნუ შენ ისეთი ხარ როგორ ვერ გააკეთებდი" და მისთნაირნი 😑😑😑 აი ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრება რომელსაც ასე ყველასგან რო ვმალავდი ასეთი კომენტარების გამო "ბებიების" მხრიდან მაინც რო "პიარდებოდა" და მეც რა უნდა მექნა ასეთ კომენტარებზე, მეგობარი იყო თუ ასაკით უფროსი რო ამბობდა იმის ახსნას რო "ეს ჩემი ჩვეულებრივი ცხოვრებაა და არ ღირს ასე მნიშვნელობის მინიჭება და მერე მე უფრო უხერხულად ვარ.... " რა თქმა უნდა ვერ ვახერხებდი ხოდა კაი გამოსავალი ვნახე ხუმრობით "ვიფერებდი" ვეთანხმებოდი და თან უფრო ჰიპერბოლაშიც გადამყავდა.... ხოდა ამ ხუმრობა ხუმრობაში მართლა შემომეყვარა ჩემი თავი 😂😂😂😂😂

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому

      თათია, მადლობა გაზიარებისთვის! ნამდვილად ასეა! ამბობენ fake it till you make it. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის სიყვარულის გამოხატვაც და სხვების დაფასების "შეფერებაც", სანამ, მართლა არ შეგვიყვარდება ჩვენი თავი!

  • @nukrisharadze9713
    @nukrisharadze9713 2 роки тому

    მართალია, მე ასე მგონია ჩემი თავი არავის არ უყვარს მხოლოდ ჰამორჩენის გულისთვის

  • @iamanizhashvili4939
    @iamanizhashvili4939 2 роки тому

    ისეთ ეპოქაში - კომუნიზმში გავიზარდეთ რაღაცნაირად ამპატრავნებად , ცუდ ტონად ითვლებოდა საკუთარი თავის სიყვარულიც, მოწონებაც..… არადა ზუსტად საკუთარი თავის სიყვარულიდან იწყება ყველაფერი. ,, გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა საკუთარი თავი შენი! ანუ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს ,ვერც სხვას შეიყვარებ ესე გამოდის ან სხვები როგორც გიყვარს იქიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ რამდენად კარგ დამოკიდებულებაში ხარ საკუთარ თავთან. … მოკლედ საკუთარი თავის არ სიყვარულს უპატივცემულობას , უპასუხისმგებლობას ძალიან ცუდი შედეგებამდე მიყავს ადამიანები …

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  2 роки тому +1

      ია, მადლობა კომენტარისთვის და მოსაზრების გაზიარებისთვის! აბსოლუტურად გეთანხმებით!

  • @maridavitashvili9384
    @maridavitashvili9384 23 дні тому

    საკუთარი თავის სიყვარული აუცილებელია, ამ საკითხს მაშინ ეხები, როდესაც რაღაც სერიოზული შემთხვევა მოხდება შენს ცხოვრებაში.. უბრალოდ ჩაკეტილი ნაცისული მდომარეობაც არაა სასურველი.. საკუთარი თავის სიყვარული მართლა მნიშვნელოვანია..

    • @flowmasteronline
      @flowmasteronline  15 днів тому

      მარი, მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისთვის. ❤

  • @georgilemonjava302
    @georgilemonjava302 3 роки тому

    ამ Თემაზე არასდროს მიფიქრია,ვწერივარ Თუ არა იმ Სიაში ვისაც ვუყვარ..
    პატარა ასაკიდან სულ Გამაჩნდა ეს Გრძნობა,Ჩემზე კარგი არასდროს არუნდა Მეთქვა და ეს უფრო გაᲫიერებდა და Ძალას Შემმატებდა საბრᲫოლოს.არასდროს კომპლიმენტს არ ვეუბნებოდი და Თუ ვინმე მეუბნებოდა Ყოველთვის ვეწინააᲦმდეგებოდი)

    • @sandrojejelava
      @sandrojejelava 3 роки тому

      გიორგი, მადლობა გაზიარებისთვის! სწორედ ასეთი იყო ჩვენი პროგრამირება აღზრდისას. ალბათ დრო მოვიდა, რომივცეთ ჩვენ თავს შანსი, თუ შევძელით :)

    • @georgilemonjava302
      @georgilemonjava302 3 роки тому

      @@sandrojejelava მგონი გვიან არასდროს არაფერი არ არის მაგრამ გარდაქმნა Ძალიან Გაჭირდება მგონი)Თან Თუ გარემკცვაც მაგ დᲦეᲨია...

    • @patigrdzelidze4117
      @patigrdzelidze4117 3 роки тому

      Zalian kargi temaa. Tqveni videos mosmenis shemdeg davfiqrdi sakutar tavze da pataraobidanve sxvaze( ojaxze )ufro mifiqria vidre sakutar tavze. Chems tavs yoveltvis vakritikebdi da zalian gvian mivxvdi imas rom amit titqos sakutar tavs vuaryofdi. Zalian karg temebs archevt , madlobt.