ჩვენი მისამართია ნაგავსაყარი

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 19 лип 2021
  • #Landfill #Batumi #Georgia
    მათი საცხოვრებელი მისამართია ნაგავსაყარი - აეროპორტთან, გონიოსკენ. სულ 22 ოჯახია. მათი სახლიც და სამუშაო ადგილიც ნაგავსაყარია.
    მაგრამ... მალე ნაგავსაყარი სამუდამოდ დაიხურება. აქ მაცხოვრებლებმა კი არ იციან, რა უნდა გააკეთონ მერე - სად შეიძლება იპოვონ ახალი სამუშაო?
    „აგვიყვანს კი ვინმე სამსახურში, როდესაც გაიგებენ სად ვმუშაობდით?“ - სვამენ ისინი კითხვას.
    ნაგავსაყარი შავიზღვისპირა ბრჭყვიალა ქალაქის გარეუბანშია. ბათუმში, სადაც ყოველდღე ასობით დეველოპერი ათასობით კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობს ყიდის.

КОМЕНТАРІ • 9

  • @EB-li5om
    @EB-li5om 2 місяці тому +1

    გულის დამწველი რეპორტაჟია😢😢 ნეტავ ღმერთო გადმოხედე ამ პატიოსან მშრომელ ხალხს და პირობები ქონდეთ ადამიანური🙏 😢 ესენი ყველაზე სუფთები არიან სულით-ხორცამდე❤❤❤❤❤❤❤

  • @Nina-de9ir
    @Nina-de9ir Рік тому +2

    ასეთი მართლა თავისუფალი ხალხი, სუფთა სულით მე ჯერ არ მენახა… მადლობა რეჟისორს❤️ გოჩა უდაოდ საინტერესო ადამიანია❤️

  • @NChibirova
    @NChibirova 2 роки тому +1

    კეთილი ადამიანები. მადლობა ფილმისთვის!

  • @sullykoarjevanidze5339
    @sullykoarjevanidze5339 2 роки тому +1

    უძვირფასესი ნაშრომია! სულშიჩამწვდომი
    ამდენი ზეკეთილი ადამიანი ერთბაშად, 40 წუთში, ჯერ არ გამიცვნია. რა კარგი ვინმეა გოჩა ❤️
    მე-18 წუთზე, ძაღლების მანქანა მოვიდა, ეტყობა ახლები მოიყვანესო. სპეციალურ სამსახურს იქ მიჰყავს მაწანწალა ძაღლები?
    უღრმესი მადლობა, მანანას და ბათუმელების გუნდს 💕

  • @EB-li5om
    @EB-li5om 2 місяці тому +1

    მიიტანეთ ეს რეპორტაჟი ცენტრალურ არხებზე გააშუქონ სრულად.. აქ ცოტა ნახვები აქვს იქნებ შერცხვეთ და მიაქციონ ყურადღება მთავრობაში😢😢😢 2 წელია გასული და კიდევ გვანახეთ ეხლა როგორ არიან?? შეიცვალა ცოტა რამე მაინც??😢😢

  • @zuradugladze3626
    @zuradugladze3626 2 роки тому +1

    სად არის ეს ნაგავსაყრელი?

    • @Batumelebi_ge
      @Batumelebi_ge  2 роки тому +1

      ბათუმში, აეროპორტის დასახლებაში

  • @sandro9109
    @sandro9109 2 роки тому

    არავინ ხარ რა ამ ქვეყანაში :) მიდი და გასწირე ომში თავი ჰა!

  • @ValeriZelensky
    @ValeriZelensky 2 роки тому +1

    О чем тут ??