"იეჰოვას მოწმეების" და მართლმადიდებლის დისპუტი

Поділитися
Вставка

КОМЕНТАРІ • 327

  • @ClashRoyale-oe2ll
    @ClashRoyale-oe2ll 4 роки тому +8

    Bravo martlmadideblebo❤️👏

  • @tatotato5153
    @tatotato5153 3 роки тому +4

    საგოლ ამ ბიჭებს მგონი მოაგციეს ეგ ადამიანი იქვე👏👏👏

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 7 років тому +2

    რაც შეეხება "პირმში ყველა ქმნილებისას" განმარტებას
    „მოწმეების“ განმარტებით, „პირმშო ყველა ქმნილებისა“ ნიშნავს პირველ ქმნილებას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა ყველა სხვა ქმნილება შექმნა. სწორედ ამ მიზნით აქვთ ჩამატებული კოლ. 1:16-ში და 17-ში სიტყვა: სხვა“ სიტყვა „ყველაფრის“ წინ, რომ ქრისტეს, როგორც შემოქმედის სტატუსი, დამცირდეს. ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ქრისტეს ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური.
    ღმერთმა იესოს, როგორც კაცს, მისცა ყველა ქმნილებაზე უზენაესი და აღმატებული სახელი. ის, როგორც კაცი, ღვთის ქმნილებების სათავეშია. ამავე დროს, ქმნილება ვერანაირი თვისებით ვერ შეედრება ქრისტეს, რადგან მან თვითონ შექმნა ყველა ქმნილება და არსებობდა ყველა [და არა „სხვა“ ყველა ქმნილებაზე უწინარეს - სიტყვა „სხვა“ ჩამატებულია საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“!]. თუ ვინმე იტყვის, რომ ღმერთმა ჯერ ლოგოსი შექმნა და ლოგოსის მეშვეობით სხვა ყველა დანარჩენი ქმნილებაო, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის მსჯელობას კოლ. 1:16,17-ში.
    ებრაული ფრაზა „იეჰოვა ბეკორო შელ ოლამ“ (בכורו של עולם) - მთელი სამყაროს ანუ ყველა ქმნილების პირმშო - ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შექმნა ანუ შვა ყველაფერი. იგივე ფრაზა გამოიყენება ქრისტეს მიმართაც, რასაც ადასტურებს კიდეც შემდგომი 16-17 მუხლები. ეს ებრაული ფრაზაა, რომელსაც იუდეველები იყენებენ უზენაესის მიმართ მისი მარადიული უწინარესობისა და არსებობის და ღმერთის, როგორც ყველა ქმნილების წარმოშობის მიზეზის, აღსანიშნავად. სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს მოც. პავლე ამ ფარაზას ქრისტესთან მიმართებით. ანუ, ღვთაებრივი ბუნმებით ქრისტე ყველაზე ქმნილებაზე, მათ შორის, დროზე უწინარეს არსებობდა.
    ამავე დროს, იესო, როგორც ადამიანი, იყო პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის. რატომ? კოლასელთა 1:18-ში პავლე მოციქული წერს: “და პირველად შობილი მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს” - რასაკვირველია იესო არ ყოფილა პირველი გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც მკვდრეთით აღდგა. ანუ ეს არ არის უბრალო ნუმერაცია. არამედ ეს არის ნუმერაციული პირველობა აღმატებულების ხარისხით.
    ანუ იესო პირველი გადარცვლილი ადამიანია, რომელიც გაცოცხლდა და აღარ მოკვდა, რომელიც გაცოცხლდა ახალი სხეულით, უხრწნელობით და უკვდავებით შემოსილი სხეულით. ამ მხრივ ის მართლაც ნუმერაციულად პირველია. ასევეა ქმნილებაზეც, იესო, როგორც კაცი, არის ღვთის პირველი ქმნილება, რომელმაც პირველმა მოიპოვა ღვთის ძეობა როგორც ადამიანმა, რომ იესო, როგორც ადამიანი, გახდა დასაწყისი ღვთის უკვდავი ძეებისა, რომლებიც მანამდე ადამის მოკვდავი ძეები იყვნენ (ანუ ახალ ქმნილებებს შორის პირველი ქმნილებაა კაცობრივი ბუნებით).
    ანუ იესო თავისი ადამიანური ბუნებით გახდა პირმშო ანუ პირველად შობილი თავის ძმებს შორის - რომაელთა 8:29 -„ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იგი იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის“.
    ისეთი ფრაზები, როგორიცაა "დღეს გშობე შენ" (ფსალმ. 2:7, საქმეები 13:32-33), "პირმშო ყოველ ქმნილებას შორის" (კოლ 1:15), „დასაწყისი ღვთის ქმნილებებისა“ (გამოცხ. 3:14) და ა.შ. ეხება ქრისტეს ადამიანურ ბუნებას. ანუ ღვთის ძე განკაცებით იყო პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის, აღდგომით იყო პირველად შობილი მკვდართა შორის. ორივე შემთხვევაში სრულდება წინასწარმეტყველება: "დღეს გშობე შენ" (ფსალმ. 2:7, საქმეები 13:32-33).

  • @LevanieLevanie
    @LevanieLevanie 7 років тому +7

    ყოჩაღთ ბიჭებო..

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +3

    ჯოჯოხეთის პრობლემები
    - მილიარდობით ადამიანი მშვიდად ათავსებს თავის მსოფლმხედველობაში მარადიულ ტანჯვასა და სამართლიან და მოსიყვარულე შემოქმედს.
    ბიბლიის ღმერთს აქვს ისეთი აღმატებული თვისებები, როგორებიცაა სიყვარული და სამართლიანობა (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 118:137). ქრისტიანული სამყაროს ღმერთს ისინი არ გააჩნია, ან, თუ გააჩნია, შერჩევით ავლენს მათ, იმიტომ რომ გადაწყვეტილი აქვს მარადიულად ტანჯოს ისინი ვინც თვითონ შექმნა. მან ამისათვის სპეციალური ადგილი შექმნა რომელსაც ჰქვია «ჯოჯოხეთი» და არ აპირებს მის გაუქმებას.
    ჯოჯოხეთს სხვა და სხვა ინტერპრეტაცია აქვს, პრიმიტიულ-ხალხურიდან დაწყებული - ეშმაკებით და გავარვარებული ტაფებით, და გააზრებულ-ღვთისმეტყველურამდე - რომელსაც აქცენტი მარადიული ტანჯვიდან გადააქვს აბსტრაქტულ, მარადიულად ღვთისგან ჩამოშორებაზე. ერთ კონფესიაშიც კი ჯოჯოხეთი შეიძლება სხვადასხვანაირად განმარტონ, იმის გათვალისწინებით როგორი აუდიტორია ისმენს ამას, ამისთვის იყენებენ სხვადასხვა წყაროს, ორატორის პირადი სურვილისამებრ. მაგრამ როგორც არ უნდა ახსნან ის, ჯოჯოხეთს მაინც რჩება სამი სერიოზული პრობლემა.
    პირველი პრობლემა: ესაა მონანიების შეუძლებლობა.
    ბიბლიის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს მონანიების, მოქცევის და პატიების მიღების საშუალება (ესაია 1:18).
    ამის შესაძლებლობა ყოველთვის აქვს ადამიანს, სანამ ის არსებობს. მაგრამ ჯოჯოხეთში მიტევება მოქმედებას წყვეტს: ადამიანი ძველებურად აგრძელებს არსებობას, მაგრამ ღმერთი აბსოლუტურად იგნორირებს მას. რატომ ხდება ასე? არსებობს რაიმე ბიბლიური ახსნა იმისა, თუ რატომ იგნორირებს ღმერთი თავის შექმნილს? მითუმეტეს, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი ცოდვილი მოინანიებს, თუ პირველივე წამში არა, ძალიან მოკლე დროში მაინც. მაგრამ არა, მას ეუბნებიან რომ მატარებელი წასულია. შედეგად ჩვენ ვიღებთ საშინელ სურათს: ღმერთის მილიარდობით შექმნილი, მილიონობით წლების განმავლობაში შეჰღაღადებს მას პატიებას - მაგრამ ყოველივე უშედეგოა, ის დაყრუვდა და დამუნჯდა. მას არა მხოლოდ ის არ უნდა რომ აპატიოს და სამოთხეში შეუშვას ისინი, არამედ არ სურს რომ უბრალოდ შეწყვიტოს მათი ტანჯული არსებობა, რაც მისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს
    . ამის გააზრება შეგიძლიათ ისე რომ ჟრუანტელმა არ დაგიაროთ? შეიძლება ასეთი ღმერთის განდიდება, მისი სიყვარულისა და მიმტევებლობისათვის?
    მეორე პრობლემა - ბოროტების მარადიულობაში მოთავსება(ფს30:5).
    თავიდან ღმერთის ყველა ქმნილება «ძალიან კარგი» იყო (დაბადება 1:31) საბოლოოდ ნებისმიერი ბოროტება მოისპობა და შემოქმედება ისევ გახდება «კარგი». ბიბლია პირდაპირ ლაპარაკობს დროზე, როდესაც აღარ იქნება «არც ტირილი, არც გოდება» (გამოცხადება 21:4). მაგრამ არა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ გოდება და ტირილი მარადიულად იქნებაო. ღმერთმა შექმნა გოდებისა და ტირილის ადგილი რომლის განადგურებაც შეუძლებელია, მოათავსა იგი მარადიულობაში და არასოდეს მოსპობსო მას. მაშინაც კი, თუ ეს უბედურები ფიზიკურად არ იტანჯებიან და უბრალოდ «ჩამოცილებული არიან ღვთისგან», ისინი ნებისმიერ შემთხვევაში განიცდიან გლოვას, დარდს და გაბოროტებას (ღმერთზე იმის გამო, რომ ის არ პატიობს მათ) და კიდევ მრავალ უარყოფით გრძნობას. ბოლოს და ბოლოს, როდესაც მიხვდებიან რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია, ისინი განრისხდებიან ღმერთზე და წყევლას დაუწყებენ მას - ასე ემატება მარადიული ღვთისგმობა, გამომავალი მილიარდობით ბაგიდან. მთელი ეს ბოროტება, დროებითიდან გადაიქცევა მუდმივად, ის გამყარდება და მოთავსდება მარადიულობაში როგორც ღვთის ქმნილების შეუცვლელი ატრიბუტი. უბრალოდ რომ მოისპონ ცოდვილები, ბოროტება წარსულს ჩაბარდებოდა; აქ კი ის მუდამ აწმყოშია, მუდამ, აქ და ამ წუთას. შემოქმედება აღარაა «ძალიან კარგი» და ასეთი აღარასოდეს იქნება.
    კეთილმა ღმერთმა შექმნა მარადიული ბოროტების წყარო. მიიღეთ ეს, შეეგუეთ ამას. რამდენად კეთილია თვითონ ღმერთი ამის შემდეგ? შემოქმედება ხომ - შემოქმედის თვისებების ანარეკლია. ეს გადაუჭრელი დილემაა, ფილოსოფიურადაც, თეოლოგიურადაც და ზნეობრივადაც.
    მესამე პრობლემა - არათანაბარი სასჯელი.
    სავსებით გაუგებარია, განსაზღვრულ დროში ჩადენილი ცოდვისთვის რატომ უნდა იტანჯოს პიროვნებამ განუსაზღვრელი ვადით. ადამიანმა, თუნდაც 100 წლის განმავლობაში რომ ჩაიდინოს უმძიმესი ცოდვები, სამართლიანია მისი დასჯა - მარტო დაუფიქრდით - მთელი მარადიულობის განმავლობაში? ეს არაა მილიარდი წელი, არც ტრილიონია, არც კვადრილიონი და არც კვადრილიონ კვადრილიონი, ეს განუსაზღვრელად მეტია - მარადიულობა.
    სამართლიანია ადამიანის დასჯა თუნდაც კვადრილიონი წლის განმავლობაში, ცოდვებისათვის რომელსაც ის 70 წლის განმავლობაში სჩადიოდა? ასეთი სასჯელი შეუფარდებელია. არასრულყოფილ ადამიანურ სისტემაშიც კი იშვიათია უვადო სასჯელები. ხოლო დამნაშავეებს კარგი საქციელის და გამოსწორების შემთხვევაში ამინისტიას უცხადებენ. გარდა ამისა არსებობს არასრულყოფილ სისტემაში დასჯის სიმძიმე დანაშაულის სიმძიმის მიხედვით ჯოჯოხეთის სწავლების თანახმად კი ყველა ერთნაირ სასჯელს იღებს განა ეს ღვტი სამართლიანობასა და სიყვარულზე მეტყველებს?
    ჯოჯოხეთის მომხრეები შეურაცხყოფენ ღვთისა და იესო ქრისტეს წმინდა სახელს - და ჩვენ ვხედავთ, რომ ქრისტიანული სამყაროს ღმერთს აშკარად არა აქვს სამართლიანობა. მან ან არ იცის როგორ დასაჯოს სამართლიანად, ან უბრალოდ არ უნდა ამის გაკეთება. სიყვარული და სამართლიანობა (1 იოანე 4:8; ფსალმუნი 118:137). ქრისტიანული სამყაროს ღმერთს, ისინი არ გააჩნია,
    სასჯელის უსამართლობა და არათანაფარდობა უბრალოდ შოკის მომგვრელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ცოდვილებმა უკვე მილიარდი წლების წინ «მოიხადეს სასჯელის ვადა», ყველაფერი მოინანიეს და ეხლა უბრალოდ სიკვდილი უნდათ, იმიტომ რომ სამოთხის კარი დაკეტილია მათთვის.
    თქვენ როგორ გგონიათ, რას სთხოვენ ღმერთს ის უბედური ტანჯულები, რომლებსაც არაა აქვთ სამოთხეში მოხვედრის შანსი? რა თქმა უნდა, სიკვდილს. ისინი ღმერთს ევედრებიან უბრალოდ შეწყვიტოს მათი არსებობა, გაუშვას არარაობაში - უბრალო მადლია, სულ იოლი. მაგრამ ღმერთი უარს ეუბნება მათ ამ მცირედზეც კი. ეს გვიჩვენებს რომ მას არ გააჩნია სიყვარული მისი შემოქმედების მიმართ.
    ეს მსჯელობა და ბიბლიური მუხლები სრულად შეესაბამება იმას, რასაც თქვენ, მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა ვფიქრობდეთ ღვთის პიროვნებისა და მისი თვისებების შესახებ. რა ვიცით ზეციერ მამაზე? ის არის სამართლიანი, ბრძენი, მოსიყვარულე და ძლევამოსილი. ყველა ქრისტიანი დაეთანხმება ამ აზრს. და თუ ეს ასეა, განა შეიძლება იმის თქმა, რომ სამართლიანი ღმერთი თავის ქმნილებას მონანიების შესაძლებლობას არ აძლევს მარადიული ტანჯვის ადგილი შექმნა და არათანაბარი სასჯელით
    მარადიულად ტანჯავს მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა?
    ჯოჯოხეთის შესახებ სწავლება სრულიად ამახინჯებს, სამყაროს, როგორც კარგი საცხოვრებელი ადგილის, კონცეფციას, რომელიც თავისი შემოქმედის კარგ თვისებებს ირეკლავს. ის სრულიად ანგრევს ყველა ზნეობრივ თვისებას, რომლებიც ბიბლიიდანაა ცნობილი: სამართლიანობა, შემწყნარებლობა, თანაგრძნობა, სიყვარული. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, და შეგვიძლია ეს თვისებები მსოფლმხედველობის სანაგვეზე გადავყაროთ, იმიტომ რომ მაშინ ბიბლიის ფურცლებზე ღმერთი წარმოდგენილია როგორც ფარისეველი. ის ერთს ამბობს, ხოლო სულ სხვას კი აკეთებს. ასეთი რელიგია სავსებით მოკლებულია აზრს. საკმარისია ვირწმუნოთ ჯოჯოხეთი, რომ ეს იქცევა საკმარის მიზეზად, რომ უარვყოთ რელიგია და ათეისტები გავხდეთ.
    ბიბლია რომ უდაოდ ასწავლიდეს ჯოჯოხეთის შესახებ, იმ სახით როგორი სახითაც დღეს ფართოდ სწამთ, მე უარს ვიტყოდი ასეთი რელიგიის წევრობაზე. საბედნიეროდ, ის ამას არ ასწავლის (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5,10; გამოცხადება 20: 13,14;) და მე შემიძლია სუფთა სინდისით მჯეროდეს შემოქმედების მარადიული სიკეთისა. იმიტომ რომ ესაა ადამიანის მთავარი სულიერი მოთხოვნილება, ასე არაა?

    • @dachikhoshtaria947
      @dachikhoshtaria947 5 років тому

      პირველ რიგში არასწორია როდესაც ამბობთ რომ ალოგიკურია ღმერთის (რომელიც სიყვარულია) და ამავდროულად ჯოჯოხეთის არსებობაც, ამის თქმა არასწორია რადგან ჯოჯოხეთი ეს არ არის ღვთის მიერ ქმნილი ადგილი ეს არის შედეგი თავისუფალი ნებისა, ანუ რას ვამბობ... ადამიანს აქვს არჩევანი მისი არჩევანი ესეთია სიკეთე ან ბოროტება(თუ განვაზოგადებთ) რას ნიშნავს სიკეთე ვფიქრობ თქვენი გაგებითაც სიკეთე არის ის რასაც ღმერთი ამბობს, და რასაც ღმერთი ამბობს ეგ სიკეთეა, მოკლედ ეგ მონეტის ორი მხარეა რომელთაგან არცერთი მხარის ცალკე აღება არ შეიძლება. ხოდა რას ვამბობდი, თუ სიკეთე ეს არის ღმერთი მაშინ ბოროტება არის უღმერთობა. უღმერთობისთვისაა დამახასიათებელი ყველანაირი სულიერი ტკივილი, (ეხლა არ თქვათ რომ ეგრე არაა, ეგრეა რადგან როგორ შეიძლება სულიერად ტკიოდეს იმას ვისთანაც ღმერთია) აქედან გამომდინარე ჯოჯოხეთი ეს არის უღმერთობა და სწორედ ეს ტკივა და ტანჯავს ადამიანს და ეს ტკივილი იმიტომ არის ჩუცხრელი რომ უსასრულობაშია გამოფენილი რადგან ადამიანის სულია უკვდავი. აი მაგალითად გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები, მიახლოებით ესეთ რაღაცას ამბობს, რომ იქნება ხალხი ვინებიც ვერ შევლენ სამოთხეში და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭენა, ასევე გავიხსენოთ ღარიბის და მდიდრის იგავი, ამ იგავში ღარიბს რომელიც სამოთხეშია ჯოჯოხეთში მყოფი მდიდარი ესაუბრება ასე რომ ჯოჯოხეთი არის და ის არა ღვთის ბოროტებას არამედ ჩვენს მიერ ჩვენი თავისუფლების არასწორ რეალიზებაზე მიუთითებს, ანუ ჩვენ არ ვირჩევთ იმ გზას რაც აცხონებს

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 7 років тому +1

    ვისზეა საუბარი გამოცხადების 4:11-ში?
    გამოცხადება 4: 11 - „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ.“
    რას ნიშნავს „ღირსია ღმერთი, რომ მიიღოს ძალა“? ვინ მისცა მას ეს ძალა? რა, აქამდე მას ეს ძალა არ ჰქონდა? ან აქამდე არ იყო ღირსი, რომ დიდება და პატივი მიეღო? ვისზეა აქ საუბარი და რა იგულისხმება იმაში, რომ იყო ღირსი დიდების, პატივისა და ძალის მიღებისა?
    გამოცხადების 5:12-ში ვკითხულობთ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“
    მათეს 28:12-ში წერია: „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება [ანუ ძალაუფლება] ზეცაში თუ დედამიწაზე.“
    სიტყვა „ღირსი“ ნიშნავს იმ თვისებების, უნარების ან/და საქმეების ქონას, რომლებიც აღიარებას და დაფასებას იმსახურებს.
    ლუკას 10:7 - „მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა.“ რატომ არის ღირსი? იმიტომ, რომ მან [მუშაკმა] კონკრეტული დავალება ან საქმე სათანადოდ, სრულად, უნაკლოდ შეასრულა.
    ანუ ღირსი ის არის, რომელიც ამა თუ იმ საქმეს სათანადოდ, სრულად, უნაკლოდ შეასრულებს.
    რას გვაუწყებს 1 ტიმოთეს 1:15? „ქრისტე მოვიდა სოფლად ცოდვილთა სახსნელად.“ როგორ შეასრულა ქრისტემ „ცოდვილთა გამოხსნის“ საქმე?
    გამოცხადების 5:9 - “შენ ღირსი ხარ აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლის გამოგვისყიდე ღვთისთვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.“
    გამოცხადების 1:5,6 - „მას [ქრისტეს], რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისგან და გაგვხადა ჩვენ მეფეებად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისთვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
    ანუ უფალი იესო ღირსია იმიტომ, რომ მან სათანადოდ, სრულად, უნაკლოდ შეასრულა კონკრეტული საქმე - საქმე ცოდვილი კაცობრიობის გამოხსნისა, გამოსყიდვისა და მომავალში განღმრთობისა.
    1 კორინთელთა 6:20 - „ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა.“
    იოანე 1:13 - „ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა“.
    1 კოლასელთა 1:16 - „ვინაიდან მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა.“
    ეს მუხლები იმას ადასტურებს, რომ უფალი იესო ყოველივე შექმნილის შემოქმედია და, რადგან ასეა, ის არა მარტო, როგორც ჩვენი გამომსყიდველი, არამედ როგორც შემოქმედიც, ღირსია მიიღოს „ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“
    მოდი, ერთმანეთს შევადაროთ გამოცხადების 5:12 და გამოცხადების 7:12:
    გამოცხადების 5:12 - „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“
    გამოცხადების 7:12 - „კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“
    ანუ, ამ მუხლების ერთმანეთთან შედარებით ვხედავთ, რომ:
    ღმერთი ღირსია მიიღოს დიდება - კრავიც ღირსია მიიღოს დიდება;
    ღმერთი ღირსია მიიღოს ძალა - კრავიც ღირსია მიიღოს ძალა;
    ღმერთი ღირსია მიიღოს კურთხევა - კრავიც ღირსია მიიღოს კურთხევა;
    ღმერთი ღირსია მიიღოს სიბრძნე - კრავიც ღირსია მიიღოს სიბრძნე;
    ღმერთი ღირსია მიიღოს სიმტკიცე - კრავიც ღირსია მიიღოს სიმტკიცე;
    ღმერთი ღირსია მიიღოს პატივი - კრავიც ღირსია მიიღოს პატივი.
    იოანეს 5:23-ში ვკითხულობთ: „რათა ყველამ სცეს პატივი ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს.“
    ანუ მამა და ძე ღირსია ერთნაირი პატივისა.
    ასე, რომ გამოცხადების 4:11-ში საუბარია იესოზე, როგორც ჩვენს მხსნელ და შემოქმედ უფალზე და ღმერთზე (იოანეს 1:1; იოანეს 1:3; იოანეს 20:28), რომელიც თაყვანისცემის ღირსია.

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 7 років тому +1

    აქ Givi Machitadze წერს, თითქოს "მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „არის მისი [ღვთის] დიდების ანარეკლი იესოს მიმართ" და ამიტომ ის არ არის მამა და შესაბამისად ღმერთი და ამიტომ არ იმსახურებს თაყვანისცემას. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ძის პრიოვნება არ არის მამის პიროვნება. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეში იგულისხმება კაცი იესო ქრისტე მისი ადამიანური ბუნებით, რადგან ჯვარცმისას მოკვდა კაცი იესო ქრისტე, როგორც ადამიანი, მაგრამ ის, როგორც ღმერთი (იოანე 1:1, იოანე 20:19) არ მომკვდარა, რადგან ღვთაებრივი ბუნება უკვდავია. ამიტომ, იესო, როგორც მკვდრეთით აღმდგარი "პირმშო მკვდართაგანი" არის განღმრთობილ და უკვდავებით შემოსილ ადამიანურ სხეულში და ის, როგორც ადამაიანი, არის ღვთის ანარეკლი. კიდევ ერთი: Givi Machitadze წერს, თითქოს "პროსკინეუს" ნიშნავს მხოლოდ პატივის მიგებას და არა თაყვანისცემას. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მოგვები, ქრისტეს მიერ განკურნებული ადმაინები, აგრეთვე მოციქულები არაერთხელ სცემენ ქრისტეს თაყვანს. მათეს სახარების 28:9-ში აღწერილია, რომ მკვდრეთით აღმდგარ იესოს თაყვანს სცემენ მოციქულები დაჩოქებით - ისინი ფეხებზე ეხვევიან უფალს და თაყვანს სცემენ მას. იგივე წერია მათეს 28:17-ში. გარდა ამისა, თუ ქრისტე ღმერთი არ არის, მაშინ რატომ ლოცულობს პავლე მოციქული ქრისტეზე? 2 კორინთელთა 12:8-9-ში პავლე ამბობს, რომ ის სამჯერ შეევედრა უფალს ანუ ქრისტეს და მის ლოცვას უპასუხა ქრისტემ. ლოცვა კი ღვთის მიმართ აღევლინება და ეს კარგად იცის პავლე მოციქულმა. სწორედ ამიტომ, მოციქუთა მიბაძვით მართლმადიდებელ ქრისტიანებს გვწამს, რომ იესო არის "უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი," ვლოცულობთ მასზე და თაყვანს ვცემთ მას.

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    გარდა ამისა თუ ამ მუხლს ისეთ ახსნას მივცემდით, რომ იესო თავად არის ყოვლისშემძლე ღმერთი, მაშინ ეს იქვე მოცემულ შემდეგ სიტყვებს ეწინააღმდეგება: „სიტყვა იყო ღმერთთან“. ის, ვინც ვინმესთან არის, შეუძლებელია თავად იყოს ის, ვისთანაც არისთუ ამ მუხლის პირველი ნაწილი ყოვლისშემძლე ღვთის მნიშვნელობით აიხსნებოდა ეს მაშინ უარყოფდა წინა ნაწილს რომელიც ამბობს რომ სიტყვა იყო ღმერთთან-სწორედაც ის იყო ყოვლისშემძლე ღმერთთან თვითონ კი იყო ღვთაებრივი! და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ როგორ შეიძლება სხვა პიროვნებასთან იყო და თვითონ იყო ეს პიროვნება? ასევე კონტექსტიც გვეხმარება ამის გაგებაში. (იოან1:2)(გამოც3:12) და როგორც აღნიშნულია ის დასაწყისში ღმერთთან იყო“. ვინაიდან იეჰოვა მარადიული და დაუსაბამოა (ფს. 90:2; გმც. 15:3), მაშასადამე „დასაწყისში“ უნდა იგულისხმებოდეს მისი შემოქმედებითი საქმიანობის დასაწყისი. ამას ადასტურებს სხვა მუხლებიც, სადაც იესოს ეწოდება „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ და „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (კლ. 1:15; გმც. 1:1; 3:14). ამგვარად, ბიბლია „სიტყვას“ (ანუ იესოს განკაცებამდე) აიგივებს ღვთის პირველ ქმნილებასთან, მის პირმშოსთან.
    თვით იესოს სიტყვებიც მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვა იყო მისი მამა ანუ სიცოცხლის მიმცემი და, აქედან გამომდინარე, იესო ღვთის ერთ-ერთი ქმნილება იყო. იესომ შემდეგი სიტყვებით აღიარა, რომ დასაბამი მას ღმერთმა მისცა: „მისით [მამით] ვცოცხლობ“. როგორც კონტექსტიდან ჩანს, ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ მისი სიცოცხლე მამაზე იყო დამოკიდებული, ისევე როგორც მოკვდავი ადამიანების სიცოცხლე იყო დამოკიდებული იმაზე, იწამებდნენ თუ არა იესოს მსხვერპლს (ინ. 6:56, 57).
    ბიბლიაში გვხვდება სხვა მუხლებიც, რომლებსაც ბერძნულ ენაზე იოანეს 1:1-ის მსგავსი კონსტრუქცია აქვს ანუ „ღმერთის“ წინ არ დგას განსაზღვრული არტიკლი. მათში სიტყვა „ღმერთი“ გამოყენებულია ადამიანების მიმართ. მაგალითად, ჰეროდე აგრიპა I-ის შესახებ ხალხი ყვიროდა: „ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისა“. როდესაც პავლე გველის ნაკბენისგან არ მოკვდა, ხალხმა თქვა: „ღმერთიაო“ (საქმეები 12:22; 28:3-6, სსგ). ასე რომ, ბერძნული გრამატიკისა და ბიბლიური სწავლების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ „სიტყვა“ არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი (იოანე 1:1). იმ ენებზე, რომლებსაც აქვს განსაზღვრული და განუსაზღვრელი არტიკლები და დიდი და პატარა ასოები იოანეს 1:1 შემდეგნაირად არის ნათარგმნი: „სიტყვა იყო ღმერთი“ (ღმერთი დაწერილია დიდი ასოთი და განუსაზღვრელი არტიკლით) და „ღმერთი (პატარა ასოთი) იყო სიტყვა“. იხილეთ ჯეიმზ თომანეკის „ახალი აღთქმა“; ბენჯამინ უილსონის „ემფატიკ დაიაგლოტის“ სტრიქონობრივი თარგმანი. მხედველობაში მივიღოთ, ისიც თუ რა არის იოანეს სახარების პირველ თავში იმის შესახებ ნათქვამი, თუ ვინ არის „სიტყვა“. „სიტყვა ხორცი გახდა და ჩვენ შორის დამკვიდრდა, - წერდა იოანე. - ის სავსე იყო წყალობითა და ჭეშმარიტებით. ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, მამისგან მხოლოდშობილი ძის [და არა ღვთის] დიდება“. ამგვარად, „სიტყვა“, რომელიც ხორცი გახდა (კაცი იესო), დედამიწაზე ცხოვრობდა და ხალხმა ნახა ის. ამიტომ შეუძლებელია იესო ყოფილიყო ყოვლისშემძლე ღმერთი, რომლის შესახებაც იოანე ამბობს: „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“ (იოანე 1:14, 18).
    ამ ფაქტთან დაკავშირებით ერნსტ ჰენხენი იოანეს სახარების (1-6 თ-ები) კომენტარში აღნიშნავს: „θεός [თეოს ღმერთი, ღვთაებრივი (უარტიკლოდ)] და ὁ θεός [ო თეოს ღმერთი (განსაზღვრული არტიკლით)] იმ დროს ერთი და იმავეს არ ნიშნავდა ... სინამდვილეში, სახარების დამწერისთვის მხოლოდ მამა იყო ღმერთი ([ო თეოს]; შდრ. 17:3). ძე მას ექვემდებარებოდა (შდრ. 14:28). მაგრამ ამ მუხლში ეს მხოლოდ ნაგულისხმევია, რადგან ამ შემთხვევაში ყურადღება მახვილდება ერთის მეორესთან სიახლოვეზე ... იუდაისტურ და ქრისტიანულ მონოთეიზმში სავსებით დასაშვები იყო
    აგრეთვე საინტერესოა, რომ ზოგი თარგმანი, როცა თარგმნის მუხლის ამ ნაწილს, სიტყვა „ღმერთის“ წინ იყენებს განუსაზღვრელ არტიკლს. მაგალითად, ეს ასეა შემდეგ თარგმანებში: „ახალი აღთქმა გაუმჯობესებულ თარგმანში“, არქიეპისკოპოს ნიუკამის ახალი თარგმანის საფუძველზე (The New Testament in an Improved Version, Upon the Basis of Archbishop Newcome’s New Translation: With a Corrected Text [1808]); „ემფატიკური ორენოვანი“, ბენჯამინ ვილსონის მიერ, სტრიქონშუა ტექსტი (The Emphatic Diaglott, by Benjamin Wilson [1864]); „; „ახალი აღთქმა“, ჯეიმზ ტომანეკის მიერ (The New Testament, by James L. Tomanek [1958]); „იოანეს სახარება“, ზიგფრიდ შულცის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Siegfried Schulz [1975]); ზოგ თარგმანში ეს ადგილი ასეა გადმოტანილი: „სიტყვა იყო ღვთაებრივი“. ამის მაგალითები მოიპოვება: „იოანეს სახარება“, მორის გოგელის მიერ (La Bible du Centenaire, L’Evangile selon Jean, by Maurice Goguel [1928]); „ბიბლია - ამერიკული თარგმანი“, სმითისა და გუდსპიდის მიერ (The Bible-An American Translation, by J. M. P. Smith and E. J. Goodspeed [1935]); „; „იოანეს სახარება“, ზიგფრიდ შულცის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Siegfried Schulz [1975]); „იოანეს სახარება“, იოჰანეს შნაიდერის მიერ (Das Evangelium nach Johannes, by Johannes Schneider [1978]
    ღვთაებრივი ან ღვთის მსგავსი, არ ნიშნავს იმას, რომ სიტყვა ის ღმერთია, ვისთანაც არის. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის ანუ ლოგოსის გარკვეულ თვისებაზეა და არა იმაზე, რომ ის თვითონ არის ღმერთი.ქართულ ენაში კი არც განსაზღვრული არტიკლი არსებობს, არც განუსაზღვრელი, და არც ასოთა ზომა უცვლის სიტყვებს მნიშვნელობას, რაც იოანეს 1:1-ში შეუძლებელს ხდის ბერძნულ დედანში ჩადებული აზრის ზუსტად გადმოცემას. ამიტომ შეუძლებელი იყო იოანეს 1:1-ში ჩადებული აზრის ისე გადმოტანა, რომ დამატებითი ახსნის გარეშე, ქართველ მკითხველს მასში ჩადებული აზრი სწორად გაეგო.
    როდესაც ქართულ ენაზე მზადდებოდა ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი, მთარგმნელებს არ სურდათ იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილში ["სიტყვა იყო 'ღმერთი'"], "სიტყვა იყო ღვთაებრივი"-თ შეეცვალად, რადგან მიუხედავად იმისა, ასეთი სახის თარგმანი, უფრო გასაგებად გადმოსცემდა ბერძნულ ენაზე დაწერილი იოანეს 1:1-ის ბოლო ნაწილის არსს, მთარგმნელების მიზანი იყო ზუსტი და თანმიმდევრული თარგმანი გაეკეთებინათ. ამისთვის მათ, ყოველგვარი არტიკლის გარეშე, პირდაპირ გადმოიტანეს იოანეს 1:1-ში ჩაწერილი სიტყვა "ღმერთი" და არ შეცვალეს ის სიტყვით "ღვთაებრივი". თუმცა, "ახ. ქვეყნ. თარგმანს" დანართში მათ დაურთეს დეტალური ახსნა-განმარტება იოანეს 1:1-ში ჩაწერილს, სადაც ბერძნული ენაზე დაწერილის დეტალურ განმარტებას აძლევენ გულწრფელ მკითხველს, და უხსნიან, თუ როგორ გაიგებოდა I საუკუნეში მცხოვრები ბერძნულ ენაზე მოსაუბრე ადმაიანებისთვის იოანეს 1:1-ში ჩაწერილი სიტყვა "ღმერთი". ამიტომაც ვინც არ იკვლევს ობოექტურად ის ვერც იგებს

  • @user-mf3qz2vr9d
    @user-mf3qz2vr9d 2 роки тому +1

    მამისაგან იშობა ძე და მამისაგან გამოდის სულიწმიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძის შობა ან სულიწმიდის გამოსვლა მოხდა როდისღაც, რაღაც დროში, ან გარკვეული პერიოდის გასვლის სემდეგ, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი მხოლოდ მამა არსებობდა და შემდგომ უკვე მამამ შვა ძე და მამისაგან გამოვიდა სულიწმიდა. ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა ერთხელ არ მოხდა რომელიღაც დროში - შობა და გამომავლობა მარადიულია, ანუ მამა მარადიულად შობს ძეს და მამისაგან მარადიულად გამოდის სულიწმიდა. ამის სრული გააზრება წარმოუდგენელია, მაგრამ გააზრებაში დასახმარებლად წმინდა მამებს მსგავსი მაგალითი მოჰყავთ: ,,ასევეა, როგორც მზისგან (ცეცხლისგან) მარადიულად იშობა სინათლე და მარადიულად გამოდის სითბო - ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზისგან, თავდაპირველად იშვა სინათლე და თავდაპირველად გამოვიდა სითბო და ახლა (ამჟამად) უკვე მზე აღარ ავლენს სინათლესა და სითბოს?. იყო მზე (ცეცხლი) ნიშნავს იმას, რომ იმავდროულად მისგან იშვებოდა სინათლე და გამოდიოდა სითბო. იყო მზე (ცეცხლი), მაგრამ მისგან არ იშვებოდა სინათლე და არ გამოდიოდა სითბო - ეს ხომ წარმოუდგენელია, თუ ცეცხლი არ ავლენს სინათლესა და სითბოს, ის რაღა ცეცხლია?." უნდა ვეცადოთ მსგავსად გავიაზროთ ღმერთის შემთხვევაშიც. იყო მამა, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყო ძე - ეს ხომ წარმოუდგენელია, მაშინ მამა აღარ ყოფილა ,,მამა", თუ ძე არ არსებობდა, აბა ვისი მამა იყო?. ღმერთი უცვალებელია: იყო მამა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავდროულად იყო ძეც და იმავდროულად იყო სულიწმიდაც. ღმერთში (წმინდა სამებაში) მოგვიანებით, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოხდა ცვილება (მაგალითად, მამა თავდაპირველად არ იყო ,,მამა" და როდესაც შვა ძე, მაშინ გახდა ,,მამა"), მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა უცვალებელი.
    მიუხედავად იმისა, რომ მამა წყაროა ყოვლისა (მისგან ხდება ძის მარადიული შობა და მისგან ხდება სულიწმიდის მარადიული გამოსვლა), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე და სულიწმიდა ნაკლებია მამაზე და ნაკლები პატივისცემა ეკუთვნის, რადგან მამას, ძესა და სულიწმიდას საერთო უნარ-თვისებები და საერთო შესაძლებლობა აქვთ.

  • @iresa700
    @iresa700 7 років тому +6

    იცით რა მაინტერესებს მოწმეებო ამას რომ უსმენთ რა ხდება თქვენს გულებში და გონებაში ნუთუ რაღაც არ იღვიძებს არ გაწუხებთ კითხვები არ გიჩნდებათ და თუ ეს არ ხდება იქნებ ჩაფიქრდეთ რამდენად სათნოა თქვენი ესეთი დამოკიდებულება ღმერთისათვის? წმ. პავლე მოციქული რამდენს წერს თავისუფლებაზე და არა მონურ და იდეოლოგიურ დამოკიდებულებაზე ვინმესი გარდა ღვთისა.

  • @achi9511
    @achi9511 3 роки тому

    ფილიპელთა 2. 10 რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც.. იესო არის ყოვლისთი

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +2

    გადახედეთ ავტორიტეტულ თარგმანებს და გაერკვევით ნათლად

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +3

    , ასწავლიდა თუ არა თავად ქრისტე, რომ მას ისე უნდა სცენ თაყვანი, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთს? არა. საუბრობდა თუ არა ის იმის შესახებ, რომ ღმერთი - ერთგვარი სამებაა? არა. ასწავლიდა თუ არა ის, რომ თაყვანი ეცათ და ლოცვით მიემართათ წმინდა სულისთვის? ისევ არა. მაშინ რაში შეიძლება იმ ქრისტიანებისთვის ბრალის წაყენება, რომლებსაც სამების შესახებ ადამიანური გადმოცემების არა სწამთ?
    ჭეშმარიტი ქრისტიანები იესოს აღიარებენ ღვთის ძედ და ქრისტედ, რომელმაც კაცობრიობა ცოდვის მონობისაგან იხსნა. ისინი მის მამას აღიარებენ ღმერთად, რომელმაც ძე მოავლინა ამ "სამაშველო" მისიის შესასრულებლად. ისინი იესოს ღმერთს ემსახურებიან და ძეს, როგორც მეფეს განადიდებენ!
    შემოქმედმა თავისი სიტყვა უბრალო და გასაგებ ენაზე დაწერა. ეს ლოგიკურიცაა, რადგან მას სურს, რომ ადამიანებს ესმოდეთ, თუ ვინ წარმოადგენს ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს (იოანე 17:3). მასში ის მრავალჯერ საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც მამაზე და ღმერთზე. მაგრამ შემოქმედს ბიბლიაში არსად მოუხსენიებია ფრაზები "ღმერთი იესო" ან "ძე-ღმერთი", ისევე, როგორც "სული წმინდა-ღმერთი". არც ისეთი სიტყვები არსებობს მასში, როგორებიცაა «სამება», «სამერთობა», «სამსახოვნება» და ა.შ.!
    იესო ქრისტეს როლი იმაში მდგომარეობდა, რომ ძის მიერ გაღებული მსხვერპლისადმი რწმენით, კაცობრიობა ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთთან მიეყვანა (იოანე 14:1,6; ფილიპელები 2:9-11; 1პეტრე 1:21). იესომ თავადვე აჩვენა ეს, როდესაც საკუთარ თავზე ისაუბრა, როგორც «მამამდე მისასვლელ… გზაზე» (იოანე 14:6). თუმცა სამებისადმი რწმენა ამგვარ ხსნას შეუძლებელს ხდის იმის გამო, რომ ცდილობს ადამიანი მხოლოდ «გზაზე» მდგომი დატოვოს და საშუალებას არ აძლევს, რომ ამ გზის საბოლოო მიზნამდე - იეჰოვა ღმერთამდე მივიდეს. საბოლოო ჯამში, ასეთი ადამიანები ძის დახმარებით ღმერთის რწმენას კი არ ავლენენ, არამედ არსებითად ღმერთს - ძით ცვლიან!
    გვქონდეს იესოსადმი რწმენა, მაგრამ ამასთანავე ვუარყოფდეთ მამას, რომელსაც თავად იესო ემსახურებოდა, - განა ესაა ჭეშმარიტება? განა ესაა ქრისტიანობა?
    ეს დოგმატი თანდათანობით რამდენიმე საუკუნის განმავლობაში განვითარდა რასაც თან ახლდა მწვავე დისკუსიები ის უცნობი იყო მეოთხე საუკუნემდე ამრიგად სამება არის ეკლესიის სწავლება და არა ქრისტესი
    როდესაც ტრინიტარულად განწყობილი მოსაუბრე გვეკითხება რატომ არ ვაღიარებთ ქრისტეს ღმერთად, რადგან მას რამოდენიმე მუხლში ეწოდება ეს ტიტული ისმის საპასუხო კითხვა: ის რატომ არ აღიარებს მოსეს ღმერთად? გამოსვლის 7:1-ში სავსებით ნათლადაა ნათქვამი, რომ მოსე - ღმერთია, [და თანაც მთავარი ასოთი (თავდაპირველ ტექსტში მთავარი ასო არ არსებობდა, ის მოგვიანებით შეიტანეს ბერძნულ ტექსტებში, რამაც ბევრი თავის ტკივილი გაუჩინა ბიბლეისტებსა და მთარგმნელებს). ასევე (გამ4:16) აგრეთვე (გამ12:12) ამრიგად ჩვენ თუ ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვა "ღმერთს" სადაც კი ის შეგვხვდება ყოველთვის ყოვლისშემძლე ღმერთად აღვიქვამთ, მაშინ ძალიან მცდარ დასკვნებს გააკეთებთ.

    • @giorgirgr6441
      @giorgirgr6441 6 років тому

      სამნი მოწმობენ ცაში : მ ა მ ა, ძ ე და ს უ ლ ი წ მ ი ნ დ ა ! და ეს ს ა მ ნ ი ე რ თ ნ ი ა რ ი ა ნ !!! სამნი ერთი ნიშნავს სამერთობას !!! ერთს სამსახოვანს !!! თქვენ რიყეზე ქვას ვერ ხედავთ. მე და მამა ერთი ვართ! შობილი და არა ქმნილი ძე ღვთისა! სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ! და რაც შეიქმნა, მისგან შეიქმნა !!! ადამიანის შვილი ადამიანია, ღმერთის შვილი-ძე ღმერთია !!!

    • @giorgirgr6441
      @giorgirgr6441 6 років тому

      განა არ წაგიკითხავს - თქვენ ღმერთები ხართ ! ოხ როგორ უვლი გვერდს იმას, რაც არ ,,გაწყობს,,

  • @achi9511
    @achi9511 3 роки тому

    ყოჩაღთ ბიჭებო

  • @Mananiko21
    @Mananiko21 3 місяці тому

    რა კარგად საუბრობ ძმაო შენ გაიხარე,როგორ გააჩუმე თვითმარქვიები❤ არხი თუ გაქვს რომ გამოვიწერო?

  • @user-rh8fz6vq9k
    @user-rh8fz6vq9k 5 місяців тому

    რატო არ გაეცით პასუხი ამ ქალს ერთია ღმერთსა და კაცს შირის შუამავალი რატო გადაიტანეთ სხვა თემაზე?

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 місяців тому

      ქრისტე არის ხორცსშესხმული ღმერთი . 1 ტიმ . 3-16 . ძე ღმერთმა ,თავი დაიმდაბლა, მონის სახე მიიღო და შესახედაობიტ კაცს დაემსგავსა. ფილიპ. 2-6. რათა მამა ღმერთს შეგვარიგოს

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ჩვენს თაყვანისცემას - რელიგიური ღრმა პატივისცემისა და სრული ერთგულების გაგებით - მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იმსახურებს. იესომ სამარიელ ქალს აღუწერა, როგორ უნდა ეცათ ადამიანებს თაყვანი ღვთისთვის - ამაში იგულისხმებოდა სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. სინამდვილეში „მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23, 24). დიახ, მოკრძალებითა და მოწიწებით მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი. ვინმე სხვისადმი ან რამისადმი თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც დაგმობილია როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში (გამოსვლა 20:4, 5; გალატელთა 5:19, 20).
    თავად იესომ ნათლად გაუსვა ხაზი იმას თუ ვინ იმსახურებს აბსოლიტურ თაყვანისცემას(მათ4:10)(გამოც15:3,4)(იოან4:23) -აქედან გამომდინარე, როცა „პროსკინეო“ ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, მასში განსაკუთრებული განწყობა და დამოკიდებულება იგულისხმება

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    როცა ხელთ გვაქვს ამდენი ბიბლიური არგუმენტები ბიბლიის სამეცნიერო თარგმანები, რომელთა უმრავლესობა შესრულებულია სამების დოგმატის მორწმუნე მთარგნელების მიერ და ამ დროს ზუსტად იმ შინაარსით გადმოსცემენ ებრაელთა 1:8-ე მუხლს, როგორც ის „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“, იბადება კითხვა: რა აღძრავთ სამების დოგმატის იმ მორწმუნეებს, რომლებიც გამალებით ებრძვიან და თავს ესხმიან „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანს“? პასუხი ნათელია, რომ ბრალდება, თითქოს და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ტენდენციურია, გახლავთ უსაფუძვლო, არამეცნიერული და არაობიექტური. ბიბლიის თარგმანზე და მთარგმნელებზე ამგვარი „თავდასხმა“, მხოლოდ აგრესიისა და არაპატიოსნების მაჩვენებელია, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს სამების მოხმრეების მხრიდან მტკიცებულებების მწვავე დეფიციტზე.
    აქვე იბადება რიტორიკული კითხვები: ნუთუ გადათარგმნიდნენ ზემოაღნიშნულ მუხლს უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელები თავიანთ ბიბლიებში ზუსტად იმ შნაარსით, როგორც ეს „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ არასწორი თარგმანი რომ ყოფილიყო? სამების დოგმატის მომხრე უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელებმა თუ შესძლეს ზუსტად იმ შინაარსით გადმოეცათ ებრაელების 1:8-ე მუხლი, როგორც „ახალი ქვეყნიერების თარგმანშია“ მოცემული, რატომ ვერ შეძლეს იგივეს გაკეთება ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელებმა, რომლებსაც ისევე სწამთ სამების დოგმატის, როგორც ზემოთ ჩამოწერილი უცხოენოვანი ბიბლიის მთარგმნელებს? ნუთუ მართებულია ბიბლიის სიტყვების შეცვლა ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ სამების დოგმატი ბიბლიურ სწავლებად წარმოაჩინონ?
    ერთი რამ ნათელია: მთარგმნელი არ უნდა ცდილობდეს ღვთის სიტყვის გადაეთებას, მითუმეტეს, საკუთარი მრწამსისთვის მოსარგების მიზნად. მსგავსი ქმედება, სულ ცოტა, არაპროფესიონალურია და ამავდროულად, ქრისტიანისთვის შეუფერებელი. (იგავი 16:13; კოლ. 3: 23-25).
    როგორც ჩანს ისინი ან არ ცდილობენ ობიექტურად გამოიკვლიონ ეს მუხლი, ან გააზრებულად უარყოფენ და ამახინჯებენ არსებულ ფაქტებს.
    მაგალითად ბიბლიის თარგმანებში ,მათეს24:36-ში ამოღებულია სიტყვები არც ძემ მაშინ როცა მარკ13:32-ში მარკოზი გვეუბნება რომ იესოიმ მართლაც თქვა რომ არ იცოდა .და ეს სიტყვები ამოიღეს რადგან ეწინააღმდეგება სამების დოგმატს იმის შესახებ რომ მამა და ძე თანაბარია
    იგივენაირად შეიცვალეს ებრ1:8-ც რომ თავიანთი დოგმატისთვის მოერგოთ და სიტყვების გადანაცვლებით მათთვის სასურველი აზრი მიიღეს
    2.ზოგი ამბობს ღმერთი ტახტი როგორაა? (ფსალ84:11)-მზე და ფარიაო ასევე(ფსალ78:35). ის ტახტი იმგაგებითაა რომ ტახტს აძლევს იესოს(ლუკ1:32)

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 6 років тому +5

    აი მხილება

  • @irakliqochua3961
    @irakliqochua3961 5 років тому +1

    იაჰვეს ტაძარი საბერძნეთში დავითის დროს ბიბლიაში კი დავითის დროს იეჰოვაა მოყვანილი
    იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი ვის გწამთ იეჰოვა ღვთის?

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +2

      იაჰვე ,ძე ღმერთი ,განკაცდა , თავისი ყოვლისშემძლეობით და ეწოდა იესო ქრისტე

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +1

      თუ მხოლოდ მამას უწოდებთ იეჰოვას თავშივე ვეწინააღმდეგებით ძე ღმერთს , მთ 11-27 არავინ იცის მამა, გარდა ძისა , იოან 8-55 თქვენ , არა იცით იგი, მე კი ვიცნობ მას , იოან 5-37 თქვენ კი ა რ ა ს ო დ ე ს მოგისმენიათ, მისი ხმა, და არც ხ ა ტ ი გიხილავთ მისი „ ამ დროს ეს ორგანიზაცია მამა ღმერთის მოწმედ აცხადებს თავს , რაც პირდაპირი ც რ უ მოწმეობაა

    • @user-mf3qz2vr9d
      @user-mf3qz2vr9d 2 роки тому

      მამისაგან იშობა ძე და მამისაგან გამოდის სულიწმიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძის შობა ან სულიწმიდის გამოსვლა მოხდა როდისღაც, რაღაც დროში, ან გარკვეული პერიოდის გასვლის სემდეგ, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი მხოლოდ მამა არსებობდა და შემდგომ უკვე მამამ შვა ძე და მამისაგან გამოვიდა სულიწმიდა. ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა ერთხელ არ მოხდა რომელიღაც დროში - შობა და გამომავლობა მარადიულია, ანუ მამა მარადიულად შობს ძეს და მამისაგან მარადიულად გამოდის სულიწმიდა. ამის სრული გააზრება წარმოუდგენელია, მაგრამ გააზრებაში დასახმარებლად წმინდა მამებს მსგავსი მაგალითი მოჰყავთ: ,,ასევეა, როგორც მზისგან (ცეცხლისგან) მარადიულად იშობა სინათლე და მარადიულად გამოდის სითბო - ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზისგან, თავდაპირველად იშვა სინათლე და თავდაპირველად გამოვიდა სითბო და ახლა (ამჟამად) უკვე მზე აღარ ავლენს სინათლესა და სითბოს?. იყო მზე (ცეცხლი) ნიშნავს იმას, რომ იმავდროულად მისგან იშვებოდა სინათლე და გამოდიოდა სითბო. იყო მზე (ცეცხლი), მაგრამ მისგან არ იშვებოდა სინათლე და არ გამოდიოდა სითბო - ეს ხომ წარმოუდგენელია, თუ ცეცხლი არ ავლენს სინათლესა და სითბოს, ის რაღა ცეცხლია?." უნდა ვეცადოთ მსგავსად გავიაზროთ ღმერთის შემთხვევაშიც. იყო მამა, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყო ძე - ეს ხომ წარმოუდგენელია, მაშინ მამა აღარ ყოფილა ,,მამა", თუ ძე არ არსებობდა, აბა ვისი მამა იყო?. ღმერთი უცვალებელია: იყო მამა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავდროულად იყო ძეც და იმავდროულად იყო სულიწმიდაც. ღმერთში (წმინდა სამებაში) მოგვიანებით, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოხდა ცვილება (მაგალითად, მამა თავდაპირველად არ იყო ,,მამა" და როდესაც შვა ძე, მაშინ გახდა ,,მამა"), მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა უცვალებელი.
      მიუხედავად იმისა, რომ მამა წყაროა ყოვლისა (მისგან ხდება ძის მარადიული შობა და მისგან ხდება სულიწმიდის მარადიული გამოსვლა), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე და სულიწმიდა ნაკლებია მამაზე და ნაკლები პატივისცემა ეკუთვნის, რადგან მამას, ძესა და სულიწმიდას საერთო უნარ-თვისებები და საერთო შესაძლებლობა აქვთ.

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 місяців тому

      Gmerti gamochna xorcshi 1 timote 3...

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +4

    რაც შეეხება ებრაელების 1:8
    (ებრ1:8)(ფს45:6)-V-[აქ-ში წერია: «თავის ძეზე კი ამბობს: „ღმერთია შენი ტახტი სამარადისოდ“» (სხვა ენებზე ზოგიერთ თარგმანში აზრი მსგავსად არის გადმოცემული-მაგალითად
    1. ოქსფორდის ცნობილი პროფესორი, დოქტორი ჯეიმს მოფატი, რომელიც სამების დოგმატის მომხრეა და რომელსაც სამეცნიერო წრეებში ‘ერთერთ უდიდეს სწავლულად’ მიიჩნევენ, ებრაელების 1:8-ე მუხლს თავის თარგმანში შემდეგნაირად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“. (James Moffatt New Testament, 1922 ed.).
    2. ახალი აღთქმის ბერძნულის სპეციალისტი, ბიბლიის ცნობილი მთარგმნელი ედგარ ს. გუდსპიდი თავის ამერიკულ თარგმანში (An American Translation, “Goodspeed”) ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.
    3. სტივენ ტ. ბაინგტონის ცნობილი თარგმანი „ბიბლია ცოცხალ ინგლისურზე“ (The Bible in Living English -Byington), მსგავსად თარგმნის:„ღმერთია შენი ტახტი“.
    4. დოქტორი ევგენი პატერსონი ბიბლიის თარგმანში „The Message: The Bible in Contemporary Language“, ზემოაღნიშნულ მუხლს ასე გადმოსცემს: „შენი ტახტი ღმერთის ტახტია“.
    5. „ახალი გადამუშავებული სტანდარტული ბიბლიის თარგმანი“ (New Revised Standard Version Bible, copyright 1989) ებრაელთა 1:8-ე მუხლის სქოლიოში აღნიშნავს: „ღმერთია შენი ტახტი“.
    6. ახალი აღთქმის ტექსტების სწავლული, დანიელ მეისის ბერძნულ- ინგლისური ახალი აღთქმა, ასე გადმოსცემს ებრაელთა 1:8-ე მუხლს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“. (Daniel Mace New Testament,1729 წლის გამოცემა.)
    7. ახალი აღთქმის „მეოცე საუკუნის თარგმანი“ (Twentieth Century Translation, 1904) ამ მუხლს ასე თარგმნის: „ღმერთია შენი ტახტი“.
    8. „ახალი გამარტივებული ბიბლია“ (New Simplified Bible) ამ მუხლს ასე გადმოსცემს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.
    9. ყველასათვის კარგად ცნობილი დოქტორი უილიამ ბარკლი, რომელიც დიდი პატიივსცემითა და რეპუტაციით სარგებლობს მეცნიერულ წრეებში (Translated with an Introduction and Interpretation by WILLIAM BARCLAY) და რომელიც სამების მომხრეა, თავისი ახალი აღთქმის თარგმანში და კომენტარებში, ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე გადმოსცემს: „ღმერთია შენი ტახტი მარადიულად და სამუდამოდ“.
    .„ადვილად საკითხავი ბიბლიის“ (Easy-to-read-Version-ის) თარგმანში, ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლების სქოლიოში ნათქვამია: „ამ მონაკვეთის დამწერი სიტყვა ‘ღმერთს’ ტიტულის სახით იყენებს მეფეზე“. (Cf. NIV Study Bible, Pss. 45:6 and 82:1, 6.).
    ფსალ45:6-ღმერთია შენი ტახტი გვხვდება ბაინგტონის თარგმანში,ბარკლეი,რობერტსონის ალტერნატიული თარგმანი,უესტკოტი და ასე შემდეგ
    რომელი თარგმანი შეესაბამება კონტექსტს?მე-9 მუხლიდან ჩანს, რომ მე-8 მუხლის სიტყვები მიმართულია არა უზენაესი ღვთის, არამედ მისი თაყვანისმცემლის მიმართ („ღმერთმა, შენმა ღმერთმა“, ბსგ, ბთი; „ღმერთმან ღმერთმან შენმან“, ასევე ძაან არასწორი თარგმანია კონტექსტის მიხედვით ტრინიტარების თარგმანი ჯერ მამა ეუბნება ძეს ღმერთო მერე ეუბნება რომ მისი ღმერთია .რა ენაა ეს ღვთის ღმერთი? (ასევე გასათვალისწინებელია რომ ტრინიტარების თარგმანშიც კი მერვე მუხლში მის ღმერთს არ უწოდებს ძეს მამა არც აქ და არც მთელ ბიბლიაში ძს არ ეწოდება იეჰოვას ღმერთი.ნეტა რატო?] აი როგორ მიდის მთელი კონტექსტი 1:4,5,8,13 ყველა ამბობს არსებითად იგივეს რომ მამა აღაზევებს ძეს და მერვე მ,უხლში ტრინიტარები აკეთებენ გადახტომას და მას გლეჯენ კონტექსტის ჩარჩოებიდან .ასევე 1:4 ში ვკითხულობთ მკვრეთით აღდგომის ანუ ზეცაში ასვლის შემდეგ იესო გახდა ანგელოზებზე უკეთესი-როგორ?ღმერთი ისედაცუკეთესი არუნდა იყოს?გარდა ამისა კონტექსტიდან ნათლად ჩანს, ებრაელების 1:8 ციტირებულია ფსალმუნის 44:7-დან (45:6, აქ) ამასთან ერთად, სამების მომხრე ეგზეგეტებიც აღიარებენ, რომ ფსალმუნის 45:6,7-ე მუხლებში საუბარია მეფე სოლომონზე. მაგალითისთვის იხილეთ მართლმადიდებელი სწავლულის ა. ლოპუხინის „ტალკოვაია ბიბლია“ (ანუ განმარტებები წმ. წერილზე]: (комментарий Ветхого и Нового Завета под редакцией А. П. Лопухина).
    . ეს სიტყვები თავდაპირველად მიმართული იყო ისრაელის მეფის მიმართ. და თუ ამ მუხლის იმ თარგმანს მივიჩნევდით სწორ თარგმანად, რომელსაც ‘სამების მომხრეები’ გვთავაზობენ თავიანთი ბიბლიის ქართულენოვან თარგმანებში (ანუ „ტახტი შენი, ღმერთო“), მაშინ გამოდის რომ მეფე სოლომონიც პირდაპირი გაგებით ღმერთია რადგან სამების მომხრეთა განმარტებით, ფალმუნის ეს სიტყვები: „ტახტი შენი, ღმერთო“ სოლომონს ეხება.(მაგალითის სახით იხილეთ ზედა აბზაცში მითითებული მართლმადიდებელი სწავლულის ა. ლოპუხინის განმარტებება).უდაოა, რომ ფსალმუნის დამწერისთვის - რომლის სიტყვებიც მოგვიანებით მოციქულმა პავლემ დააციტირა ებრაელთა 1:8-ში - დედამიწაზე მცხოვრები ისრაელის მეფე ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო. ფსალმუნის 45:6,7 და ებრაელთა 1:8-ე მუხლების მართლმადიდებლური გაგება, წინააღმდეგობაში მოდის ბიბლიის მონოთეისტურ სწავლებასთან, რომლის თანახმად, ჭეშმარიტი ღმერთი არის ერთი და არა რამოდენიმე (იხ. მარკოზი 12:28-30)..ამრიგად უდავოა, რომ ამ ფსალმუნის დამწერისთვის დედამიწაზე მცხოვრები ისრაელის მეფე ყოვლისშემძლე ღმერთი არ იყო. ამგვარად ისე არაა იესო ღმერთი როგორც ისრაელის მეფე არ არის! სსგ-გან განსხვავებით აქ-ში წერია: „ღმერთია შენი ტახტი“. 44-ე (45, აქ) ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები, როგორც ჩანს, სოლომონ მეფისადმი იყო მიმართული. ბიბლიაში მასზე ნათქვამია: „დაჯდა სოლომონი იეჰოვას ტახტზე“ (1 მატ. 29:23, აქ). ღმერთი იმ გაგებით არის ქრისტეს „ტახტი“, რომ ის აძლევს მას მეფობასა და ძალაუფლებას. ამ აზრს შეესაბამება დანიელის 7:13, 14 და ლუკას 1:32.
    ებრაელების 8:1 აჯამებს თუ რა არის ამ მსჯელობის არსი.და ეს ძალაუფლება მას უბოძ ღმერთმა ამიტომ ღერთი არის მისი ტახტი(ებრ1:3,13)(ებრ4:14-16)-(ებრ8:1;12:2;10:12)
    საყურადღებოა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქართულენოვანი ბიბლიის მთარგმნელთა ვარიანტს სწორ ვარიანტად მივიჩნევდით და ებრაელთა 1:8-ე მუხლს ასე ვთარგმნიდით „შენი ტაქტი, ღმერთო“, მაშინაც კი ვერ წარმოჩინდებოდა იესო ქრისტე ყოვლისშემლე ღმერთად, რადგან სიტყვა „ღმერთი“ (ებრ. „ელოჰიმ“ და ბერძ. „თეოს“) ბიბლიაში ღვთის ქმნილებების მიმართაც გამოიყენება ოღონდ პირობითად, და ამ შემთხვევაში იესოზეც პირობითად შეიძლება გამოიყენებულიყო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია ‘სამების მომხრეთა’ თარგმანი სწორ თარგმანად ჩაითვალოს. არც ის იქნებოდა მართებული რომ ქრისტესთან მიმართებაში პირდაპირი გაგებით გაგვეგო ფსალმუნის სიტყვები, ხოლო სოლომთან მიმართებაში კი პირობითად, რადგან ორმაგი სტანდარტები მიუღებელია ღვთისთვის.
    ამგვარად, ეს მუხლი, არანაირად არ უჭერს მხარს სამების მომხრეთა შეხედულებებს.
    ებრაელების 1:8, 9-ში ციტირებული ფსალმუნის 44:7, 8-ის (45:6, 7, აქ) ამის შესახებ ბიბლეისტი ბ. უესტკოტი აღნიშნავს: «სეპტუაგინტის მიხედვით დასაშვებია თარგმანის ორი ვარიანტი: [„ო თეოს“] შეიძლება ორივე შემთხვევაში ჩაისვას წოდებით ბრუნვაში („ტახტი შენი, ღმერთო . . . ამიტომაც ღმერთო, შენმა ღმერთმა“), ან პირველ შემთხვევაში შეიძლება იყოს [„ღმერთია შენი ტახტი“ ან „შენი ტახტია ღმერთი“] და მეორე შემთხვევაში [„ამიტომაც ღმერთმა, შენმა ღმერთმა“] . . . ძალიან რთულია იმის დაშვება, რომ [„ელოჰიმ“] თავდაპირველ ტექსტში მეფისადმი იყო მიმართული. აქედან გამომდინარე, „სეპტუაგინტაში“ [„ო თეოს“] არ არის მიმართვის ობიექტი. ასე რომ, პირველი წინადადებისთვის, როგორც ჩანს, საუკეთესო ვარიანტია: „ღმერთია შენი ტახტი“ (ან „შენი ტახტია ღმერთი“) ანუ „შენი სამეფო დაფუძნებულია ღმერთზე, სალ კლდეზე“» („The Epistle to the Hebrews“, ლონდონი, 1889, გვ. 25, 26).

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 5 років тому +4

      2 kor 4-14 დ ა ჩ ლ უ ნ გ დ ა მათი გონება ,„ ეს მუხლი თქვენს ორგანიზაციაზეა გამოწერილი , ებრ 1-8 თავის ძეზე, კი ამბობს „ ღ მ ე რ თ ი ა ,,,,, ტახტი მისი, უკუნითი უკუნისამდეა,. ეს თქვენი შეცვლილია, მაგრამ აზ რ ი იგივე გამოდის. ებრ , 1-8 ძეზე კი „ შენი ტახტი , ღ მ ე რ თ ო ,,,,,, უკუნითი უკუნისამდეა „

    • @user-mf3qz2vr9d
      @user-mf3qz2vr9d 2 роки тому +2

      მამისაგან იშობა ძე და მამისაგან გამოდის სულიწმიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძის შობა ან სულიწმიდის გამოსვლა მოხდა როდისღაც, რაღაც დროში, ან გარკვეული პერიოდის გასვლის სემდეგ, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი მხოლოდ მამა არსებობდა და შემდგომ უკვე მამამ შვა ძე და მამისაგან გამოვიდა სულიწმიდა. ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა ერთხელ არ მოხდა რომელიღაც დროში - შობა და გამომავლობა მარადიულია, ანუ მამა მარადიულად შობს ძეს და მამისაგან მარადიულად გამოდის სულიწმიდა. ამის სრული გააზრება წარმოუდგენელია, მაგრამ გააზრებაში დასახმარებლად წმინდა მამებს მსგავსი მაგალითი მოჰყავთ: ,,ასევეა, როგორც მზისგან (ცეცხლისგან) მარადიულად იშობა სინათლე და მარადიულად გამოდის სითბო - ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზისგან, თავდაპირველად იშვა სინათლე და თავდაპირველად გამოვიდა სითბო და ახლა (ამჟამად) უკვე მზე აღარ ავლენს სინათლესა და სითბოს?. იყო მზე (ცეცხლი) ნიშნავს იმას, რომ იმავდროულად მისგან იშვებოდა სინათლე და გამოდიოდა სითბო. იყო მზე (ცეცხლი), მაგრამ მისგან არ იშვებოდა სინათლე და არ გამოდიოდა სითბო - ეს ხომ წარმოუდგენელია, თუ ცეცხლი არ ავლენს სინათლესა და სითბოს, ის რაღა ცეცხლია?." უნდა ვეცადოთ მსგავსად გავიაზროთ ღმერთის შემთხვევაშიც. იყო მამა, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყო ძე - ეს ხომ წარმოუდგენელია, მაშინ მამა აღარ ყოფილა ,,მამა", თუ ძე არ არსებობდა, აბა ვისი მამა იყო?. ღმერთი უცვალებელია: იყო მამა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავდროულად იყო ძეც და იმავდროულად იყო სულიწმიდაც. ღმერთში (წმინდა სამებაში) მოგვიანებით, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოხდა ცვილება (მაგალითად, მამა თავდაპირველად არ იყო ,,მამა" და როდესაც შვა ძე, მაშინ გახდა ,,მამა"), მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა უცვალებელი.
      მიუხედავად იმისა, რომ მამა წყაროა ყოვლისა (მისგან ხდება ძის მარადიული შობა და მისგან ხდება სულიწმიდის მარადიული გამოსვლა), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე და სულიწმიდა ნაკლებია მამაზე და ნაკლები პატივისცემა ეკუთვნის, რადგან მამას, ძესა და სულიწმიდას საერთო უნარ-თვისებები და საერთო შესაძლებლობა აქვთ.

    • @GigaStudio
      @GigaStudio Рік тому +1

      @@user-mf3qz2vr9d რა კარგად ახსენი

  • @alexpeace7603
    @alexpeace7603 7 років тому +11

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს ე.წ. "იეჰოვას მოწმეები" კითხულობენ წმინდა წერილს და არ სწამთ მისი. ვერ გავიგე, ვინ არიან ესენი და რას წარმოადგენენ, როცა მოციქულები უფალს თაყვანს სცემენ, ანგელოზები თაყვანს სცემენ და ეს არის მამა ღმერთის ნება და ბრძანება, მაგრამ "იეჰოვას მოწმეები" ჯიუტად უარს აცხადებენ უფლის თაყვანისცემაზე. მიზეზი ის არის, რომ ისინი ქრისტეს კი არ ემორჩილებიან, არამედ თავიანთ ბრუკლინელ ლიდერებს და არიან უფრო კაცთმოშიშები, ვიდრე უფლის მოშიშები.

    • @zv1ad153
      @zv1ad153 6 років тому

      გენაცვალეთ , ამომწურავი პასუხი იყო ;)

    • @mikaelreyes5093
      @mikaelreyes5093 6 років тому

      Tkven kitxvas gavsem tkven anbobt iehovas mosmeebi ar semeno kristes takvans ratkmaunda shemo zmao kristes vsemt takvans kriste aris mxsneli shveni tu kristes ar sem takvans ursmunoa

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 6 років тому

      იცი, რას ნიშნავს ტაყვანისცემა - "პროსკინეუს"? შეგიძლია, ქრისტეს დაუჩოქო და თავი მიწაზე დაადო და უთხრა, უფალო იესო, შენ გცემ თაყვანს და შენ გიძღვნი მადლობას და ქება-დიდებას?

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    მეარ მითქვამს რო იოანეს 4:24 ში პროსკინეოა

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    a. ტარიელაას არგუმენტების კოპირება არგინდა გამოცხადების 4:11 ზე. გააზრებულად უნდა მივიღოთ ბიბლიაში ნაწერი
    რაც პატივი მამას იგივე ძესოV(1მატ29:20)-აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ რომ მეფე იგივე იეჰოვაა?(რომ16:27)
    ასევე(ფილ2:9-11)-იესოს იმიტომ უმღერიან სადიდებელ სიმღერას რომ ყველა ქმნილების წინაშე მან უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საკამათო საკითხის გადაჭრაში .და სიცოცხლე შესწირა მათთვის(გმც1:5,6) მაგრამ მხოლოდ ღმერთი იმსახურებს უზენაესი მმართველი წოდებას
    2.რა გაგებით იღებს ღმერთი ჩვენგან დიდებას პატივს და ძლიერებას?? (რმ1:20)(ფს139:14)-ჩვენ უნდა მივაგოთ პატივი მისი საქმეებისთვის. და რა გაგებით მივაგებთ ძლიერებას? -თუ ნამდვილად ვაფასებთ იმას რაც ღმერთმა ჩვენთვის გააკეთ ძალ ღონეს არ დავიშურებთ რომ პატივი და დიდება მივაგოთ მას იმის მაგივრად რომ საკუთარ კეთილდღეობას მოვახმაროთ ჩვენი ენერგია გვინდაა ღვთის თვის დავიხარჯოთ (მრ12:30)(ფილ2:11)(ფს150:1-6) თორემ თავად ღმერთი იძლევა ყველაფერს(1მატ29:12,13)

  • @GeoProgrammer
    @GeoProgrammer 7 років тому

    magrad moaketines xma tqven shemogevlet dzalian magari kacebi xart.

    • @GeoProgrammer
      @GeoProgrammer 7 років тому +1

      sainteresoa tqvenis mxridan kide sxva videoebi

  • @kotemachavariani7654
    @kotemachavariani7654 7 років тому +2

    sulis ukvdavebazec shevxvdeto da tu moaxerxebt rom chaiwerot isic.

  • @guguliperadze8453
    @guguliperadze8453 7 років тому +4

    ფარული ჩანაწერი!არის თუ არა დარღვევა?!

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    1

  • @givi1348
    @givi1348 7 років тому

    საფიქრებელი კითხვები
    2. იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე. კითხვა : ვინ განალაგა სამების სამი პირი ზუსტად ასეთი წყობით და რატომაა ის სწორი? რომელი პარამეტრითაა, ვთქვათ, პირი «მამა» პირველი - ასაკით, მეთაურობით, ბუნებით, როლით თუ კიდევ სხვა რამით?
    პირებს რომ ადგილი შევუცვალოთ, მაგალითად «სული» დავაყენოთ პირველ ადგილზე, ხოლო «მამა» - მესამეზე, ეს იქნება ბიბლიური სწავლების დარღვევა თუ არა?
    თუ ეს არ იქნება დარღვევა, შესაბამისად, პირთა თანმიმდევრობა პირობითია და მათი ცვლა თავისუფლად შეიძლება ხოლო თუ ეს დარღვევა იქნება, მაშინ პირები ვერანაირად ვერ არიან თანასწორნი, რადგან მათ შორის იერარქიული განსხვავება არსებობს.
    და მაშინ ღვთის ძე ხდება მეორე დამოუკიდებელი ღმერთი.
    იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე თუ რომელიმე ქრისტიანი იტყვის იესო არის მამაო ის ჩაითვლება ერესად
    3..როგორ შეიძლება : მამა იყოს ღმერთი, ძე იყოს ღმერთი, წმინდა სული იყოს ღმერთი
    მაგრამ ეს ყველა განა სამ ღმერთდ ითვლება? არამედ ერთად.როგორ შეიძლება სამი ღმერთი ერთი იყოს?(ეს46:9);(1ტიმ2:5)(1კორ8:6)(ეფ4:6). გასათვალისწინებელია ოა რო ღმერთი არ არის ბუნება მეტიც
    თუ სამი პირია რამდენი შემოქმედია?(ანუ სამი შემოქმედია მაგრამ მაინც ერთი ღმერთი? ან თუ სამი პირია რამდენი ყოვლისშემძლეა? ანუ სამი ყოვლისშემძლეა მაგრამ მაინც ერთი ღმერთი? თუ თითოული შემოქმედია თუ თითოეული ყოვლისშემძლეა და ჯამში სამი ყოვლისშემძლე და სამი შემოქმედი გამოდის ანალოგიურად როცა თითოეულს ცალკეულად ღმერთად თვლით აქ რატო აკეთებთ გამონაკლისს ორმაგი სტანდარტებია?
    ასევე:არის მამა არის ძე არის სულიწმინდა რა როლი უკავცია სულიწმინდას ძმის როლი თუ ვისი?
    4.თუ ღმერთი არის - სამება(ანუ ქრისტიან ტრინიტართა ღმერთი არის სამებადა არა ცალკეულად აღებული რომელიმე პირი ), ხოლო ქრისტე, ბიბლიის თანახმად, არის ღმერთის ძე.ანუ გამოდის რომ ქრისტე - სამების (ანუ ქრისტიან ტრინიტართა ღმერთის)ძეა?!
    კი მაგრამ, როგორ შეიძლება იესო იყოს ღმერთის (რომელიც არის განუყოფელი სამება)ძე; და მისი ნაწილიც ერთდროულად? როგორაა იესო სამების ნაწილი და ამავდროულად ქრისტიანთა ღმერთის რომელიც არის სამე ბა მისი ძე?(როგორ შეიძლება იყო ვინმეს ძე და ამავდროულად ის პიროვნება)
    5. ცნობილი ფაქტია რომ სხვადასხვა კონფესიებში სამებას სხვადასხვანაირად განმარტავენდა ასწავლიან კითხვა მათთვის ზოგადად ვისაც სამების სწამს.
    თუ გვინდა რომ ღმერთს მივმართოთ ლოცვით, ვის უნდა მივმართოთ - მამა-ღმერთს, ძე-ღმერთს თუ სულიწმინდა-ღმერთს? თუ მთლიანად წმინდა სამებას? ასევე, იმ შემთხვევაში თუ პასუხი იქნება ერთერთი ქვემოთმოყვანილთაგანი გააკეთეთ განმართება
    თუ თქვენი პასუხია: მთლიანად წმინდა სამებას, მაშინ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მამა, ძე და სულიწმინდა, თუ მათზე ცალკეულად ლოცვა არ შეიძლება, ცალკეულად არასრულფასოვან ღმერთებს წარმოადგენენ? და ჩვენ სათხოვარს ან მადლიერებას(ლოცვა მარტო სათხოვარს ხომარ მოიცავს არამედ მადლიერებასაც) ვერ მიღებენ ცალკეულად?
    თუ თქვენი პასუხია: თანმიმდევრობით ყველას, მაშინ ეს იმას ხომ არ აჩვენებს, რომ ჩვენ რამოდენიმე ღმერთი გვყავს?
    . თუ თქვენი პასუხია: მამას (ან ძეს; ან სულიწმინდას), მაშინ ხომ არ შევურაწყოფთ სამების ორ დარჩენილ პირს, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ თაყვანისცემას?
    თუ თქვენი პასუხია: ლოცვა მიმართულია არა პიროვნების (პირის) მიმართ, არამედ არსის მიმართ,(ღმერთი არის ერთი არსი და სამი პირიო) მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი ღმერთისა და ლოცვების მსმენელის პიროვნებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ან ჩვენთვის სულერთია არის თუ არა ჩვენი ღმერთი პიროვნება? თუ თქვენი პასუხია: მნიშვნელობა არა აქვს რომელ მათგანზე ილოცებ, მაშინ ნუთუ ლოცვისადმი და საერთოდ რელიგიისადმი ასეთი მდგომა არ უნდა გვაშფოთებდეს?
    ცნობილია რო იესომ სანამ აწამებდნენ მამას მიმართა ლოცვით მსგავსადვე ლოცვის ნიმუშ მამაოჩცენოში თქვენ კი სამი პირიდან ყველაზე ხშირად ვისზე ლოცულობთ და ვის ახსენებთ ? ისინი თუ ყველაფერში თანაბარნი არიან, და მათ შორის მათ მიმართ თქვენს სიყვარულში, მაშინ ყველას მიმართ თანაბრად უნდა ილოცოთ. როგორ ახდენთ ამის გამოთვლას?
    მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ ითვლის. ძირითადად ყველა ლოცულობს იესოზე, ხანდახან მამაზე და არასოდეს წმინდა სულზე. კიდევ ანგელოზებზე და მრავალრიცხოვან წმინდანებზე ლოცულობენ, თითქოს ისინიც ღმერთები იყვნენ.
    6. როგორ იქნა გადაწყვეტილი, თუ სამების რომელი პირი ჩამოვიდოდა დედამიწაზე და გახდებოდა იესო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამების სამივე პირი აბსოლუტურად ერთნაირნი არიან და თანაბარი უფლებებით შეეძლოთ დათანხმება დედამიწაზე ჩამოსვლაზე, და გამომსყიდველური მისიის შესრულება ან ასეთივე თანაბარი უფლებებით შეეძლოთ ამ საპატიო მისიის სხვისთვის დათმობა? (პასუხის შემთხვევაში საჭიროა მისი ბიბლიური მკიცებულების მოყვანა).
    7.თუ იესო ქრისტე სამების ნაწილია, ხომ არ ნიშნავს, რომ სიკვდილის დროს, ღმერთის რაღაც ნაწილი, დამცირებასა და ცვალებადობას დაექვემდებარა? დათუ ეს ასე არმომხდარა მაშინ ღვთაებრივი არაფერი შეწირულა
    8.კონკრეტულად რომელი ღმერთი მოკვდა? არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამების დოგმატის თანახმად, მხოლოდ ძე ღმერთი მოკვდა, ანუ სამების ერთი მესამედი. ამგვარად, მთლიანი ღმერთის სიკვდილზე საუბარი უკვე არანაირად არ შეიძლება.მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ძე ღმერთი, დედამიწაზე ყოფნისას, ორი ნაწილისაგან ან ბუნებისაგან შედგებოდა: ღვთაებრივი და ადამიანური. როდესაც ის მოკვდა, მხოლოდ ერთი ნაწილი მოკვდა, ადამიანური. როგორც ითქმება, ქრისტემ მხოლოდ ხორციელად იტანჯა. ტანჯვა და სიკვდილი ღვთაებრივ ნახევარს არ შეხებია. შესაბამისად, ღმერთის ერთი მესამედის სიკვდილზეც კი არ შეიძლება საუბარი. მხოლოდ ღვთის ერთი მეექვსედი, ანუ 17% მოკვდა (თუ უახლოეს მთელამდე დავამრგვალებთ). ნუთუ ეს სიკვდილია? ეს მაქსიმუმ ჭრილობაა. რა შეიძლება იყოს 17%-იანი სიკვდილის ილუსტრაცია რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, ხელის ამპუტაცია. და ბოლოს, ის ნაწილი რომელიც მოკვდა ღვთაებრივიც კი არ ყოფილა, ესე იგი, საერთოდ არაფერი ღვთაებრივი არ მომკვდარა. მაშ როგორღა შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ თავად ღმერთი მოკვდა ადამიანებისთვის, თუ ღმერთის ერთი მესამედის მხოლოდ ერთი ნახევარი მოკვდა, და თანაც ეს ნახევარი ღვთაებრივიც კი არ ყოფილა?. . გწამდეს სამების და ამავდროულად ღვთის სიკვდილის უბრალოდ არ შეიძლება. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ბიბლია არც ერთის შესახებ ასწავლის რამეს და არც მეორის შესახებ (იოანე 3:16).
    9. დაუკვირდით რომელი გაგებაა უფრო გონივრული და რეალური
    1.ღმერთი გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი დედამოწაზე ჩამოვიდა ადამიანის სახით, რომელმაც ასწავლა ხალხს ღმერთის მეორე ნაწილზე, რის შემდეგაც მოკვდა, მაგრამ მეორე ნახევარმა აღადგინა და შეარიგა ხალხი მასთან, შემდეგ ღმერთის ორი ნაწილი კვლავ შეერთდა ცაში, მეორე ნაწილი დაჯდა პირველი ნაწილის მარჯვნივ, ხოლო პირველმა ნაწილმა მეორეს მისცა ძალაუფლება.
    2.ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც ასწავლა ხალხს თავის მამაზე, მოკვდა, მაგრამ აღდგენილ იქნა მამისაგან და თავისი სიკვდილით ძემ ხალხი შეარიგა მამასთან, გახდა შუამავალი ხალხსა და ღმერთს შორის, რის შემდეგაც დაბრუნდა ზეცაში, დაჯდა მამის მარჯვნივ და მამისაგან მიიღო ძალაუფლება და სამეფო.ნათელია მეორე
    ჩვენ ვხედავთ რომ სამერთიანი ღმერთი დილემაა
    .10სამება“ თუ ღმერთია, უნდა ყოფილიყო თუ არა ის ერთხელ მაინც მოხსენიებული იმ სახელმძღვანელოში, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას თვითონ უბოძა? (2 ტიმოთე 3:16).
    11.ერთხელ მაინც თუ არის ბიბლიაში მოხსენიებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „სამება“, „ერთარსება“, „სამსახოვანი“, „სამპიროვანი“ „სამიპოსტასოვანი არსება; ერთღმრთეება“, „ „ გვამოვნება“, „მარადის შობილი“, „დაუსაბამოდ და უჟამოდ შობილი“, „შობილი და არა ქმნილი“, „დაუსრულებდლად შობა“, „ძე-ღმერთი“, ღმერთ-კაცი“ ანდა სულიწმინდა ღმერთი.და სხვა, ასეთი ტერმინები ბიბლიაში არ მოიძებნება მსგავს გამოთქმებს, მოსაზრებებსა თუ სწავლებებს, ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და არსობრივად შემუშავებული იქნა „ეკლესიის მამების“ მიერ და თუ არ მოიხსენიება, ბიბლიაში ნუთუ გამორჩა მის ავტორს თავისი ვინაობა და რაობა ერთხელ მაინც რომ მოეხსენებინა კაცობრიობის დამმოძღვრავ სახელმძღვანელოში? (2 ტიმ. 3:16).
    .ჭეშმარიტი ღმერთის აღსაწერად, რატომ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი სიტყვები ან აღწერილობა, რომელიც ერთხელაც კი არ გვხვდება ბიბლიაში? ღმერთი ხომ თვითონვე ამბობს ბიბლიაზე რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“? (2 ტიმოთე 3:16).მოცქული პავლე, რომელმაც ახალი აღთქმის წერილების ყველაზე დიდი ნაწილი დაწერა, რომელიც დიდი განათლებულობით გამოირჩეოდა როგორც იუდეველ ისე ქრისტიან მორწმუნეთა შორის და რომელიც ღვთისმეტყველების უდიდეს ცოდნას ფლობდა, თავის წერილებში მრავალ საჭირბოროტო, საკამათო და რთულ გასაგებ საკითხებს შეეხო და განმარტა კიდეც, მაგრამ რატომღაც სამიპოსტასოვანი ღვთაება სამების ვინაობა-რაობაზე კი არანაირი განმარტება არ დაწერა. რატომ? ნუთუ უძლიერეს ღვთისმეტყველს მხედველობიდან გამორჩა ყველაზე მთავარი საკითხის შესახებ რომ დაეწერა? ნუთუ მოციქული პავლე მათზე უკეთ ვერ განმარტავდა იპოსტასების ვინაობა-რაობას, ვიდრე ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე დამასკელი ან იოანე ოქროპირი? ნუთუ ამ „ეკლესიის მამებმა“ უკეთ იცოდნენ ღვთის ვინაობა ვიდრე მოციქულმა პავლემ? ანთვით ქრისტემ? მაგრამ ჩვენ ვკითხავთ ქრისტიანს რომ გვითხრას ღმერთის შესახებ ის იტყვის რომ ღმერთი ერთია მაგრამ სამი სახის. და ჩამოყვება იმ არაბიბლიურ ფილოსოფიურ ტერმინებსდა წოდებებს ამ დოგმატის ასახსნელად რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.თუ ისინი ხსნიან ამგვარად მაშინ რატო ასე არ მოიქცა იესო ქრისტე? მან თქვა ღმერთი ერთია და მორჩა, მეტი არაფერია (2სამ7:22). ნუთუ მოციქულებზე და თვით იოესოზე უკეთ შეიძლება ვინმემ გადმოგვცეს ქრისტიანული სწავლებები? (გალატელები 1:8,9)
    სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სამების მომხრეებმა საკუთარი "ღმერთი" შექმნეს "თავის ხატად და თავის მსგავსებად" (ანუ საკუთარი სურვილისამებრ) და ის საკუთარ აზროვნებაში განათავსეს. თუმცა, ნუთუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ბიბლიური ტექსტის, სხვა გართულებულ ენაზე ტრანსფორმირებას უნდა ვცდილობდეთ, იმისათვის, რათა ის იდეები გადმოსცეს, რომლებიც მსგავსი შეხედულებების ადამიანებს ახასიათებთ?
    აი სხვა მხრითაც რომ შევხედოთ საკითხს დამკვირვებელმა რომელსაც სურს შეისწავლოს ქრისტიანობა და ის აღმოაჩენს რომ ის წიგნი ბიბლია რომელსაც ღვთის უშეცდომო და წმინდა წიგნადაა აღიარებული ამ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს მთავარს
    შემოქმედის შესახებ განმარტება გაკეთოს და აგვიხსნას მისი ვინაობა ? რა დასკვნამდე მივა ის მიზიდავს ესეთი ეკლესია მათ? დანახვებს ბიბლისდა და ქრისტიანობის ჭეშმარიტებასა და უცდომლობას?

    • @user-mf3qz2vr9d
      @user-mf3qz2vr9d 2 роки тому

      მამისაგან იშობა ძე და მამისაგან გამოდის სულიწმიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძის შობა ან სულიწმიდის გამოსვლა მოხდა როდისღაც, რაღაც დროში, ან გარკვეული პერიოდის გასვლის სემდეგ, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი მხოლოდ მამა არსებობდა და შემდგომ უკვე მამამ შვა ძე და მამისაგან გამოვიდა სულიწმიდა. ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა ერთხელ არ მოხდა რომელიღაც დროში - შობა და გამომავლობა მარადიულია, ანუ მამა მარადიულად შობს ძეს და მამისაგან მარადიულად გამოდის სულიწმიდა. ამის სრული გააზრება წარმოუდგენელია, მაგრამ გააზრებაში დასახმარებლად წმინდა მამებს მსგავსი მაგალითი მოჰყავთ: ,,ასევეა, როგორც მზისგან (ცეცხლისგან) მარადიულად იშობა სინათლე და მარადიულად გამოდის სითბო - ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზისგან, თავდაპირველად იშვა სინათლე და თავდაპირველად გამოვიდა სითბო და ახლა (ამჟამად) უკვე მზე აღარ ავლენს სინათლესა და სითბოს?. იყო მზე (ცეცხლი) ნიშნავს იმას, რომ იმავდროულად მისგან იშვებოდა სინათლე და გამოდიოდა სითბო. იყო მზე (ცეცხლი), მაგრამ მისგან არ იშვებოდა სინათლე და არ გამოდიოდა სითბო - ეს ხომ წარმოუდგენელია, თუ ცეცხლი არ ავლენს სინათლესა და სითბოს, ის რაღა ცეცხლია?." უნდა ვეცადოთ მსგავსად გავიაზროთ ღმერთის შემთხვევაშიც. იყო მამა, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყო ძე - ეს ხომ წარმოუდგენელია, მაშინ მამა აღარ ყოფილა ,,მამა", თუ ძე არ არსებობდა, აბა ვისი მამა იყო?. ღმერთი უცვალებელია: იყო მამა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავდროულად იყო ძეც და იმავდროულად იყო სულიწმიდაც. ღმერთში (წმინდა სამებაში) მოგვიანებით, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოხდა ცვილება (მაგალითად, მამა თავდაპირველად არ იყო ,,მამა" და როდესაც შვა ძე, მაშინ გახდა ,,მამა"), მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა უცვალებელი.
      მიუხედავად იმისა, რომ მამა წყაროა ყოვლისა (მისგან ხდება ძის მარადიული შობა და მისგან ხდება სულიწმიდის მარადიული გამოსვლა), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე და სულიწმიდა ნაკლებია მამაზე და ნაკლები პატივისცემა ეკუთვნის, რადგან მამას, ძესა და სულიწმიდას საერთო უნარ-თვისებები და საერთო შესაძლებლობა აქვთ.

    • @GigaStudio
      @GigaStudio Рік тому

      მიზეზობრივად არის განლაგებული ... განლაგება სიტყვააც კი დროშია მოქცეული ... და ეს არასწორია ღმერთი უდროოა..ანუ მარადიულია... ანუ მამა შობს ძეს.. აქ მოქმედება კი არ იგულისხმობა ან მამა ავლენს სული წმინდას ეს მოქმედებაში კი არ ხდება ... ეს ადამიანების გამოა ესე წმ მოციქულების მიერ მოწოდებული თავის მოწაფეებზე და დღემე წმ მამების მიერ მოტანილი ... რომ ჩვენ გავიგოთ ცვენი 500 გრამიანი ტვინით თორე... უდროობაა ღმერთში რადგან ის გარეშეუწერელია და მარადიული წმ სამებაში არაფერი არ მოძრაობს არავითარი მოძრაობა არ ხდება სრული უცვლელობაა.. რადგან უდროოა ღმერთი . ამიტომ მამა მერე ძე და მერე სული წმინდა ... ეს ძირეულშივე შეცდომააა ... როგორც არ უნდა აბრუნო ... რადგან ჯერ არ იყო არცერთი , არც მამა არც ძე არც სულიწმინდა... და არც მერე არ გაჩნდა რომელიმე რომელიმეს მიყოლებით... ამას ჩვენი გონება ვერასდროს მიწვდება .. და თუ კი მიწვდა ესეიგი სხვა ღმერთსზეე ვსაუბრობთ რადგან ეს ღმერთი არ ყოფილა... არის მამა? ანუ არის ძე და სული . მამა მიწერად ანუ ჩვენი გაგებით რომ ვიმსჯელოთ იმიტომ ვამბობთ პირველად რომ მამაა მიზეზი ... ძის და სულის... მიზეზობრივი განსხვავებაა .. არა არსობრივი ... მამა მიზეზი ძის და სულის.. ეს კი არ ნიშნავს იმას რომ მამას მოუნდა და მაგიტო შობს ძეს და სულს.. რადგან ესეც დროა უკვე .. რადგან არ იყო ძე და სული როდესღაც. მამა მაშინაა მამა როცა ძე ყავს შესაბამისად, არასდროს არ იყო ჟამი როცა მამა ძისგარეშეა და სულის გარეშეა. ამას ვერასდროს დაიტევს ჩვენი გონება ამიტო წმინდა მამებს უნდა ვენდოთ ... ვგულისხმობ მოციქულებს მათ მოწაფეებს და ეკლესიის მამებს რომელ ეკლესიაძეც თქვა ზუსტად უფალმა რომ უკუნისამდე იქნება და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერასროს იმძლავრებენ მასზე ., გისურვებ შენ ინტელექტს ან ვინმეს ნააზრევს არ ენდო ...და შენებური ლოგიკით არ გაიგო წმ წერილი ..არამედ მოციქულების მათი მოწაფეების განმარტებები წაიკითხო... რადგან ჩვენ ისე დაშორებულები ვართ ღმერთს რომ ჩვენი გარყვნილი გონება და გული ვერ ისმენს და ვერ გებულობს ღვთის სიტყვას სწორად... ისევე როგორც ადამმა ვეღარ გაუგო ღმერთს როცა მასში ცოდვა შევიდა... როცა ეკითხებოდა უფალი რომ , ადამ სადა ხარ? და ადამს გონია რომ მდებარეობითად ეკითხება უფალი სადახარო და რასაც პასუხობს კი იცი .. არადა უფალი ეკითება სად ხარ ადამ რა მდგომარეობაში ხარ სად იყავი და ეხლა სადა ხარ... ბუკავლურად რო გაიგო სამყარომ სახარება მაგიტო არის მილიონი რელიგია... ამიტომ წმინდა მამები ღმერთით სუნთქავდნენ ეწირებოდნენ მისი სიყვარულის გამო ..მის მცნებების გამო იწამებოდნენ .. და მათი გული და გონმება განწმენდილი იყო ...და იმათი გადმოცემული წმინდა წერილი ... და განმარტებული ბიბლიააა უნდა ვიკითხოთ თორე... ჩვენ როცა საკმარისია რომ ერთი მოკლე კაბიანი გოგო დავინახოთ და ბრძოლაც კი არ გვეწყება ეგრევე შეიძლება დავეცეთ.. სირცხვილიაა რომ ჩვენ გვაქ ჩვენი თავის იმედი რომ სწორად გავიგებთ უფლის სიტყვებს ... უფლის ეესმის მხოლოდ წმინდას... ცოდვებში ამოსვრილ ადამიანს უფლის აღარ ესმის ... ვისაც ყური აქვს სმენად ისმინოს... ყველას კი აქ ყური და ყველას კი ესმოდა და ესმის უფლის სიტყვა ... მაგრამ აქ სხვა ყურზეა საუბარი.... გული წმინდა დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. მეფსალმუნეც კი ადასტურებს ამას რომ წმინდა გულის და წრფელი სულის გარეშე ღმერთისას ვერ გაიგებს კაცი..... ღმერთმა მოგვცეს მისი ეკლესიის მორჩილება

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    (იოან1:1)-V-პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ რომ ბერძნული ენის გრამატიკა და მუხლის კონტექსტი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ: „სიტყვაში“ მუხლის პირველ ნაწილში მოხსენიებული „ღმერთი“ არ იგულისხმება. ბერძნულ ტექსტში ფრაზაში სიტყვა იყო ღმერთთან (თეოს) ღმერთის წინ განსაზღვრული არტიკლი დგას მაგრამ ფრაზაში ღმერთი იყო სიტყვა არ გვხვდება ეს არტიკლი. არსებითი სახელი რომლის წინაც განსაზღვრული არტიკლი დგას გულისხმობს პიროვნებას ხოლო მხოლობით რიცხვში მდგარი უარტიკლო არსებითი სახელი როცა ის ზმნის წინაა (როგორც ეს ბერძნულ ტექსტშია: სიტყვა იყო ღმერთი -უარტიკლოდ) მიუთითებს პიროვნების თვისებაზე აქედან გამომდინარე ეს მუხლი სიტყვას(ლოგოსი) არ აიგივებს მამა ღმერთთან რომელთანაც ის იყო სიტყვა იყო ღვთაებრივი ღვთის მსგავსი და არა ღმერთი ამრიგად ამ მუხლში გამოყენებულია ბერძნული არსებითი სახელი თეოსის(ღმერთი) ორი ფორმა პირველ სიტყვას წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი -(ტონ) რაც იმაზე მიუთითებს რომ ის ეხება ყოვლისშემძლე ღმერთს . მეორე სიტყვას თეოსს კი წინ არა აქვს განსაზღვრული არტიკლი.შეცდომაა დაშვებული, რომ მეორე სიტყვას არტიკლი არ უძღვის? იოანეს სახარება დაიწერა კოინე ანუ საერთო ბერძნულ ენაზე, რომელზეც განსაზღვრული არტიკლის გამოყენების გარკვეული წესებია შემუშავებული თუ შემასმენლისა და ქვემდებარის წინ არტიკლები გამოიყენება, „ორივე არტიკლი განსაზღვრულია, ერთმანეთის იდენტურია და აბსოლუტურად ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს“. ამის მაგალითია( მათ--13:38--)სადაც . ბერძნული გრამატიკის ცოდნა გვეხმარება იმის გაგებაში, რომ სიტყვები „ქვეყნიერება“ და „მინდორი“ ერთი და იმავე მნიშვნელობას ატარებს. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას, თუ ქვემდებარეს წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, შემასმენელს კი არა, როგორც ეს იოანეს 1:1-შია? ბიბლეისტი ჯეიმს ჰიუეტი ამ მუხლის ციტირებისას ამბობს: „ამ შემთხვევაში ქვემდებარესა და შემასმენელს არა აქვს ერთი და იგივე მნიშვნელობა. ისინი არც იდენტურია და არც სხვა სახის მსგავსებაა მათ შორის“.ამის მაგალითია( 1 იოან 1:5) სადაც წერია: „ღმერთი სინათლეა“. ამ მუხლში სიტყვა „ღმერთს“ (ო თეოს) ბერძნულ ორიგინალში წინ უძღვის განსაზღვრული არტიკლი, სიტყვა „სინათლეს“ (ფოს) კი არა. ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ ღმერთი სინათლეა, მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ სინათლე ღმერთია“. მსგავსი მაგალითია ( იოან --4:24-) - „ღმერთი სულია“ და (1 იოან4:16)„ღმერთი სიყვარულია“. ორივე მუხლში ქვემდებარის წინ დგას განსაზღვრული არტიკლი, მაგრამ შემასმენლების წინ არ დგას. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ამ კონტექსტში ქვემდებარესა და შემასმენელს ერთი და იგივე მნიშვნელობა არა აქვს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ სინათლე ღმერთია „სული ღმერთია“ ან „სიყვარული ღმერთია“. ამიტომ ძველი ბერძნული ენის მრავალი სპეციალისტი და ბიბლიის მთარგმნელი აღიარებს, რომ იოანეს 1:1-ში „სიტყვის“ ვინაობაზე კი არ არის საუბარი, არამედ მის თვისებაზე. ბიბლიის მთარგმნელი უილიამ ბარკლეი ამბობს: «რამდენადაც [მოციქულმა იოანემ] სიტყვა თეოსის წინ განსაზღვრული არტიკლი არ გამოიყენა, ის განსაზღვრებაა . . . იოანე არ ამბობს, რომ „სიტყვა“ არის „ღმერთი“. მარტივად რომ ვთქვათ, მას არ უთქვამს, რომ იესო ღმერთია». რელიგიათმცოდნე ჯეისონ დეივიდ ბედუნი მსგავს აზრს გამოთქვამს: «ბერძნულში თუ სიტყვა თეოსის წინ არ გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი ისეთ წინადადებაში, როგორიცაა იოანეს 1:1გ, მკითხველი იფიქრებს, რომ აქ ნაგულისხმევია „ღვთის მსგავსი“ ანუ „ღვთაებრივი“ . . . სიტყვა თეოსთან არ გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი, ამიტომ მისი მნიშვნელობა სრულიად განსხვავდება ო თეოსისგან». შემდეგ ბედუნი დასძენს: «იოანეს 1:1-ში „სიტყვა“ არ არის ერთადერთი ღმერთი, არამედ ღვთაებრივი პიროვნებაა». პროფესორი ჯოზეფ ჰენრი ტეიერი, რომელიც ბიბლიის „ამერიკულ სტანდარტულ თარგმანზე“ მუშაობდა, ამბობს: „ლოგოსი [ანუ სიტყვა] იყო ღვთაებრივი და არა თავად ღმერთი“. ასე რომ ბერძნული ენის მრავალი სპეციალისტი და მთარგმნელი აღიარებს რომ იოანეს1:1-ში სიტყვის ვინაობაზე კი არ არის საუბარი არამედ მის თვისებაზე ამრიგად ლოგოსი (ანუ სიტყვა) იყო ღვთაებრივი (ღვთის მსგავსი) და არა ღმერთი (ებრ1:3)

    • @GigaStudio
      @GigaStudio Рік тому

      თომა მოციქული რომ ეუბნებია ქრისტეს .... უფალი ჩემი და ღმერთი ჩემიო ... ანუ თომა ცდება ? სიტყვა ნიშნავს პირდაპირ ძე ღმერთს... შეგიძლიათ გაეცნოთ წმ იოანე დამასკელის ნაშრომს .. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა.. ს ყველაფერზე ნახავთ პასუხს

  • @ekkaguci3076
    @ekkaguci3076 4 роки тому

    Rasac ver arkvevt gmerti garkvevs roca mova

    • @sofiasofia3550
      @sofiasofia3550 4 роки тому +2

      ჩვენ ყველაფერი გარჰვეული გვაქვს , 2000ნლის მანძილზე თქვენ სექტანტებმა , ანტიქრისტეებმა , გაარკვიეთ ,

  • @kobraqobuladze7057
    @kobraqobuladze7057 6 років тому

    yvela qartvelis da martmadideblis valia misi wvili sheitanos qristianulshi qartulshi da martmadideblurshi... es iehovas mowmeebi tuarmovlian azrze amati dedebic... isedac daqliavebuli arian da daprogramebuli da sacodavi virtxebia.... daprogramebulebi

  • @qartvelikande2382
    @qartvelikande2382 5 років тому

    qartveli kande1 წამის წინqartveli kande1 წამის წინqartveli kande1 დღის წინეს სახელი ვერ გამიგია მოწმე „მამა ღმერთი არ უხილავს არავის„ არავინ იცის მამა გარდა ძისა „ ხმაც არ სმენია მისი არავის„ძე ღმერთი მოციქულებს ეუბნება თქვენ იქნებით ჩემი მოწმეები სამარიიდან ქვეყნის კიდემდე „იოან მოც ამბობს მე ვარ ქრისტეს მოწმე ვინც ჩემმა თვალებმა იხილეს „ვისაც ჩემი ხელები შეეხო„-ეს ორგანიზაცია არის ჭეშმარიტი რასელის და რუტერფორდის მოწმე

  • @zramukguchmazov1379
    @zramukguchmazov1379 7 років тому +1

    aq upro kamatia vidre cheshmaritebis gagebaa.tu ici biblia ragas ekitxebi. mag sacyal levans romelsac tvini cauxes tyuilad.neta vitom martlmadideblebi ro xart da patriarqis.tkvenive cinamdzgoris mokvlas ro cdilobt.ra unda vicamo?qatmis shexebili kvercxi.?katmis kvercia qristianoba?eklesiac ro gaabindzuret tkveni qcevebit

  • @dachikhoshtaria947
    @dachikhoshtaria947 4 роки тому +1

    აუ ამათი სახელი გამაგებინა, გვარიც

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    არასწორად განმარტა თუ მართლმადიდებლები მაგ მუხლებს ცდებით და გაჩვენებთ რატომაც პირველ რიგში უნდა გავიგოთ თაყვანისცემაში რა იგულისხმება პავლემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა (პროსკინეო ) ანგერის ბიბლიის ლექსიკონში ნათქვამია რომ ეს სიტყვასიტყვით ნიშნავს ხელზე ეამბორო ვინმეს, პატივისცემის ნიშნად ან პატივი მიაგო ვაინის ახალი აღთქმის ლექსიკონში ნათქვამია ეს სიტყვა ნიშნავს ღრმა პატივისცემის მიგებას როგორც ადამიანისადმი ისე ღვთისადმი ბიბლიურ დროში სიტყვა პროსკინეო ხშირად პირდაპირ გულისხმობდა ისეთ პიროვნებისადმი მდაბლად თავის დაკვრას რომელსაც მაღალი მდგომარეოპბა ეკავა. დაფიქრდით იესოს მიერ მოყვანილ იგავზე მონის შესახებ, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ბატონისთვის სოლიდური თანხის უკან დაბრუნება. ზემოთ მოყვანილი ამ ბერძნული სიტყვის ერთ-ერთი ფორმა ამ იგავშიც არის გამოყენებული; „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ მიხედვით შემდეგნაირად არის ნათარგმნი ეს მონაკვეთი: „მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა [პროსკინეოს ერთ-ერთი ფორმა] [მეფეს] და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო“ (მათე 18:26; კურსივი ჩვენია). უტოლდებოდა ამ მამაკაცის მოქმედება კერპთაყვანისმცემლობას? სულაც არა. ის, უბრალოდ, მოკრძალებითა და პატივისცემით მოეპყრო მეფეს - თავის ბატონსა და უფრო მაღლა მდგომს.
    ამგვარად მდაბლად თავის დაკვრა ან სხვა სახით პატივისცემის გამოხატვა აღმოსავლეთში საყოველთაოდ მიღებული იყო ბიბლიურ დროში. თავის ძმასთან, ესავთან, შეხვედრისას იაკობმა შვიდგზის მდაბლად თაყვანი სცა მას (დაბადება 33:3). იოსების ძმები პირქვე დაემხნენ ანუ მდაბლად თაყვანის სცეს მას, რადგან ეგვიპტის მეფის კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა (დაბადება 42:6). ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით უკეთ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოხდა მაშინ, როცა ვარსკვლავთმრიცხველებმა იპოვეს პატარა იესო, რომელსაც ისინი ‘იუდეველთა ახალშობილ მეფედ’ მიიჩნევდნენ. „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ასეთნაირად გადმოგვცემს ამ ცნობას: ისინი „დაემხნენ და თაყვანი სცეს [პროსკინეო] მას“ (მათე 2:2, 11). მაშასადამე, ნათელია, რომ სიტყვა პროსკინეო, რომელიც ბიბლიის ზოგი თარგმანის მიხედვით „თაყვანისცემად“ ითარგმნება, არ გულისხმობს მხოლოდ თაყვანისცემას, რომელსაც იეჰოვა ღმერთი იმსახურებს. ეს აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს სხვა ადამიანისადმი პატივის მიგებასა და პატივისცემას.ვნახოთ მათეს14:33 როცა მოწაფეებმა პროსკინეოს ფორმის თაყვანისცემა და ს პატივმიგება გამოავლინეს რაუთხრეს შენ ღვთის ძე ხარო და არა ძე ღმერთი ხარო ამრიგადს მოწაფეებ მა პატივი მიაგეს და მიაგებდნენ სხვა შემთხვევებშიც არა როგორც ღმერთს არამედ ღვთის ძეს და იოანებ სახარების ბოლოს თქვარომ ესენი იმისთვის დავწერე რომ გაიგოით რო ქრისტეარის ღვთის ძე და არა ძე ღმერთიო (იოან20:31)
    (დაბ33:3,7)(დაბ42:3,6;43:28)(მათ18:26)(დაბ27:24,29)(1სამ25:40,41)(1სამ28:14)(2მეფ2:15)(2მეფ4:37)
    ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ჩვენს თაყვანისცემას - რელიგიური ღრმა პატივისცემისა და სრული ერთგულების გაგებით - მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იმსახურებს. იესომ სამარიელ ქალს აღუწერა, როგორ უნდა ეცათ ადამიანებს თაყვანი ღვთისთვის - ამაში იგულისხმებოდა სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. სინამდვილეში „მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23, 24). დიახ, მოკრძალებითა და მოწიწებით მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი. ვინმე სხვისადმი ან რამისადმი თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც დაგმობილია როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში (გამოსვლა 20:4, 5; გალატელთა 5:19, 20).
    და მოდი ეხლა უფრო ვრვლად განვმარტოთ ეს სიტყვა თუ როგორ გვხვდება წმინდა წერილში

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      givi, იმდენი რამ გიწერია მცდარად, რომ ყველაფრის გასწორებას რომ შევეცადო, კარგა დიდი ხანი დამჭირდება. უბრალოდ, იქნებ ეს მაინც დაგეხმაროს: შენ ციტირებული გაქვს იოანე 4:24 - ეხლა შეამოწმე ბერძნულში და ნახე, წერია მანდ თუ არა პროსკინეუ? ჩვენ ქრისტეს თაყვანს ვცემთ, როგორც შემოქმედს ("მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა" - იოანე 1:3). ანგელოზები მას თაყვანს სცემენ, როგორც შემოქმედს (ებრაელთა 1:1-8). ცხადია, ამ დროს ქრისტეში არ ვგულისხმობთ მის ადამიანურ ბუნებას, არამედ ღვთაებრივს (იოანე 1:1). ხოლო წოდება "ძე ღვთისა" უკვე ღმერთთან თავის გატოლებას ანუ ღმერთობას ნიშნავდა იუდაურ მსოფლმხედველობაში, სწორედ ამიტომ აიღეს იუდეველებმა ქვები უფლის ცასაქოლად, როცა მან თქვა, რომ ძე ღვთისა ანუ ბუნებით ღმერთი იყო.

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому +1

      Alex Peace ბიბლიურ დროში სიტყვა პროსკინეო ხშირად პირდაპირ გულისხმობდა ისეთ პიროვნებისადმი მდაბლად თავის დაკვრას რომელსაც მაღალი მდგომარეოპბა ეკავა. დაფიქრდით იესოს მიერ მოყვანილ იგავზე მონის შესახებ, რომელმაც ვერ შეძლო თავისი ბატონისთვის სოლიდური თანხის უკან დაბრუნება. ზემოთ მოყვანილი ამ ბერძნული სიტყვის ერთ-ერთი ფორმა ამ იგავშიც არის გამოყენებული; „ახალი აღთქმისა და ფსალმუნების“ მიხედვით შემდეგნაირად არის ნათარგმნი ეს მონაკვეთი: „მაშინ მონა დაემხო პირქვე, თაყვანი სცა [პროსკინეოს ერთ-ერთი ფორმა] [მეფეს] და უთხრა: სულგრძელი იყავი ჩემს მიმართ და ყველაფერს გადაგიხდიო“ (მათე 18:26; კურსივი ჩვენია). უტოლდებოდა ამ მამაკაცის მოქმედება კერპთაყვანისმცემლობას? სულაც არა. ის, უბრალოდ, მოკრძალებითა და პატივისცემით მოეპყრო მეფეს, როგორც ჩანს, ასე სცეს თაყვანი ასტროლოგებმა; ჰეროდესაც ასეთი თაყვანისცემა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც იესოს ნახვის სურვილი გამოთქვა; ჯარისკაცებმაც დაცინვით მსგავსად სცეს თაყვანი იესოს ძელზე გაკვრამდე, რადგან ცხადია, ისინი იესოს ღმერთად არ მიიჩნევდნენ (მთ. 2:2, 8; მრ. 15:19)
      ამგვარად მდაბლად თავის დაკვრა ან სხვა სახით პატივისცემის გამოხატვა საყოველთაოდ მიღებული იყო ბიბლიურ დროში. თავის ძმასთან, ესავთან, შეხვედრისას იაკობმა შვიდგზის მდაბლად თაყვანი სცა მას მსგავსადვე მოიქცნენ ესავს ლეა მისი შვილები იოსები და რასელი (დაბადება 33:3,7) და რა დასკვნა გამოვიტანოთ ესავი უეჭველი ღმერთია .მსგავსად ამისა იოსების ძმები პირქვე დაემხნენ ანუ მდაბლად თაყვანის სცეს მას, რადგან ეგვიპტის მეფის კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა (დაბადება 42:6) მსგავსად მოექცა აბიგაილი დავითის მსახურებს .(1სამ25:40,41მაგალითად, აბრაამმა მდაბლად თაყვანი სცა სრულიად უცხო პირებს ქანაანელი ხეთის ძეებს, ვისგანაც სამარხის ყიდვას აპირებდა (დბ. 19:1, 2).და ამით რა ხეთის ძეები ღმერთების?
      აი სხვა შემთხვევებიც
      1 მეფეების 1:23(დაბ43:28)(დაბ27:24,29)(2მეფ2:15)(2მეფ4:37) (დან2:46)9)(ეს45:14ასევე იხილეთ: ესაია 49:23; 60:14;მიზეზები, რის გამოც იესოს მდაბლად სცემდნენ თაყვანს, ხოლო მასზე ადრე - წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (მთ. 8:2; 9:18; 15:25; 20:20 შდრ. 1სმ. 25:23, 24; 2სმ. 14:4-7; 1მფ. 1:16; 2მფ. 4:36, 37-თან)
      ესეიგი ლოტი აბრაამი ისაკი იაკობი იოსები დავითი იესო ნავეს ძე ყველა სცოდავდა როცა პროსკინეოს ფორმით თაყვანოი სცეს სხვებს და უ8ფრო მეტიც მთელი ისრაელი სცოდავდა როცა საჯაროდ მეფეს და ღმერთს ცეს თაყვანი(1მატ29:20))ზემოხსენებული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მდაბლად თაყვანისცემის აღმნიშვნელი სიტყვა მაინცდამაინც რელიგიური მნიშვნელობით არ გამოიყენება და მხოლოდ თაყვანისცემას არ ნიშნავს . ებრაულ წერილებში აღწერილია შემთხვევები, როცა იეჰოვას მსახურები ანგელოზების წინაშე დაემხვნენ, მაგრამ არა როგორც ღმერთების, არამედ როგორც ღვთის წარმომადგენლების წინაშე (იეს. 5:13-15;
      (რიც22:31)(მსაჯ13:20) არც ანგელოზი შეეწინააღმდეგება იესო ბავშვს ძეს მარა რა ის ანგელოზი ღმერთად ჩავთვალოთ? .ამ ფაქტების მხედველობაში მიღებით უკეთ შეგვიძლია გავიგოთ, რა მოხდა მაშინ, როცა ვარსკვლავთმრიცხველებმა იპოვეს პატარა იესო, რომელსაც ისინი ‘იუდეველთა ახალშობილ მეფედ’ მიიჩნევდნენ. „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ ასეთნაირად გადმოგვცემს ამ ცნობას: ისინი „დაემხნენ და თაყვანი სცეს [პროსკინეო] მას“ (მათე 2:2, 11).მსგავსად სხვა შემთხვევებში მაშასადამე, ნათელია, რომ სიტყვა პროსკინეო, რომელიც ბიბლიის ზოგი თარგმანის მიხედვით „თაყვანისცემად“ ითარგმნება, არ გულისხმობს მხოლოდ თაყვანისცემას, რომელსაც იეჰოვა ღმერთი იმსახურებს. ეს აგრეთვე შეიძლება ნიშნავდეს სხვა ადამიანისადმი პატივის მიგებასა და პატივისცემას.ვნახოთ მათეს14:33 როცა მოწაფეებმა პროსკინეოს ფორმის თაყვანისცემა და ს პატივმიგება გამოავლინეს რაუთხრეს შენ ღვთის ძე ხარო და არა ძე ღმერთი ხარო ამრიგადს მოწაფეებ მა პატივი მიაგეს და მიაგებდნენ სხვა შემთხვევებშიც არა როგორც ღმერთს არამედ ღვთის ძეს და იოანემ სახარების ბოლოს თქვარომ ესენი იმისთვის დავწერე რომ გაიგოით რო ქრისტეარის ღვთის ძე და არა ძე ღმერთიო (იოან20:31)
      შეადარეთ:
      დაბადება 19:1,2
      1) ლოტმა რატომ სცა ანგელოზებს "მდაბლად" თაყვანი, მით უმეტეს, რომ ფიქრობდა ისინი ჩვეულებრივი მგზავრები იყვნენ?
      დაბადება 23:7,12
      1) რატომ სცა თაყვანი აბრაამა ხალხს?
      დაბადება 33:3-7
      1) რატომ სცემდნენ თაყვანს იაკობი და მისი ოჯახი ესავს?
      დაბადება 42:6; 43:28
      1) იოსების ძმები რატომ სცემდნენ მას მდაბლად თაყვანს?
      დაბადება 48:11,12
      1) იოსებმა რატომ სცა თაყვანი მამამისს?
      გამოსვლა 18:7
      1) მოსემ რატომ სცა თაყვანი თავის სიმამრს?
      რიცხვნი 22:31
      1) ამგელოზმა რატომ მიიღო ბალაამის თაყვანისცემა?
      იესო ნავეს ძე 5:13,14
      1) რატომ დაეცა პირქვე და თაყვანი რატომ სცა იესო ნავეს ძემ ანგელოზს?
      მსაჯული 13:20
      1) რატომ დაემხნენ მიწაზე მანოახი და მისი ცოლი ანგელოზის წინაშე?
      რუთი 2:10
      1) რატომ სცა მდაბლად თაყვანი რუთმა ბოყაზს?
      1 მეფეთა 24:8
      1) რატომ სცა თაყვანი დავითმა საულს?
      1 მეფეთა 25:40,41
      1) რა აზრის მატარებელი იყო აბიგაილის თაყვანისცემა დავითის მსახურების მიმართ?
      2 მეფეთა 14:4 და 16:4
      1) რატომ სცეს ამ ადამიანებმა დავითს თაყვანი?
      1მეფეთა 2:19
      1) რატომ მოიყარა მუხლი ორმოცდათისთავმა ელიას წინაშე?
      2 მეფეთა 2:15
      1) რატომ სცეს თაყვანი წინასწარმეტყველთა ძეებმა ელისეს?
      2 მეფეთა 4:36,37
      1) რატომ სცა ელისეს თაყვანი ქალმა?
      1 მატიანე 29:20
      1) რატომ სცა ხალხმა თაყვანი არამარტო იეჰოვას, არამედ მეფე დავითსაც?
      2) მიაჩნდათ თუ არა ისრაელებს დავითი იეჰოვას სწორად?
      მათე 18:26
      1) რატომ გამოიყენა იესომ იგავში ერთი ადამიანის - მეორე ადამიანისადმი თაყვანისცემის მაგალითი?
      გამოცხადება 3:9
      1) როგორ გავიგოთ ის, რომ ეს ადამიანები ღვთის მითითებით ანგელოზს სცემენ თაყვანს?
      ზემოხსენებული მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ მდაბლად თაყვანისცემის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა მაინცდამაინც რელიგიური მნიშვნელობით არ გამოიყენება და მხოლოდ თაყვანისცემას არ ნიშნავს, თუმცაღა ბევრგან იგი ჭეშმარიტი ღმერთის (გმ. 24:1; ფს. 95:6; ეს. 27:13; 66:23) ან ცრუ ღმერთების თაყვანისცემის აღსანიშნავადაც იხმარება (კნ. 4:19; 8:19; 11:16). ადამიანები ლოცვისას ღმერთს მდაბლად სცემდნენ თაყვანს (გმ. 34:8; იობ. 1:20, 21); პირქვე ემხობოდნენ მადლიერების, მოწიწებისა და მორჩილების ნიშნად, როცა ღვთისგან გამოცხადებას იღებდნენ ან მის კეთილგანწყობას გრძნობდნენ (დბ. 24:23-26, 50-52; გმ. 4:31; 12:27, 28; 2მტ. 7:3; 20:14-19; შდრ. 1კრ. 14:25; გმც. 19:1-4).

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace ბიბლიაში ნათლად არის ნაჩვენები, რომ ჩვენს თაყვანისცემას - რელიგიური ღრმა პატივისცემისა და სრული ერთგულების გაგებით - მხოლოდ და მხოლოდ ღმერთი იმსახურებს. იესომ სამარიელ ქალს აღუწერა, როგორ უნდა ეცათ ადამიანებს თაყვანი ღვთისთვის - ამაში იგულისხმებოდა სულითა და ჭეშმარიტებით თაყვანისცემა. სინამდვილეში „მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოანე 4:23, 24). დიახ, მოკრძალებითა და მოწიწებით მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ თაყვანი. ვინმე სხვისადმი ან რამისადმი თაყვანისცემა კერპთაყვანისმცემლობის ფორმაა, რაც დაგმობილია როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ წერილებში (გამოსვლა 20:4, 5; გალატელთა 5:19, 20).
      თავად იესომ ნათლად გაუსვა ხაზი იმას თუ ვინ იმსახურებს აბსოლიტურ თაყვანისცემას(მათ4:10)(გამოც15:3,4)(იოან4:23) -აქედან გამომდინარე, როცა „პროსკინეო“ ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება, მასში განსაკუთრებული განწყობა და დამოკიდებულება იგულისხმება
      მოსემ დაახასიათა ის, როგორც „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ (აქ). და ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ‘თაყვანი ვცეთ ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს’ (მეორე რჯული 4:24; გამოცხადება 14:7).
      იესოს, უდავოდ, მთავარი ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, რის გამოც დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს (2 კორინთელთა 1:20, 21; 1 ტიმოთე 2:5). ის არის ერთადერთი პიროვნება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მივუახლოვდეთ იეჰოვა ღმერთს (იოანე 14:6). მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანები სწორად იქცევიან, რომ თაყვანს სცემენ ერთადერთ ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას. და იესოს კიდე დიდ პატივს
      ზოგმა მთარგმნელმა სიტყვა პროსკინეო „თაყვანისცემად“ თარგმნა თითქმის ყველგან, სადაც ეს სიტყვა იესოს მიმართ გამოიყენება, მაგრამ ამგვარი ინტერპრეტაცია საფუძველს მოკლებულია. მიზეზები, რის გამოც იესოს მდაბლად სცემდნენ თაყვანს, ხოლო მასზე ადრე - წინასწარმეტყველებსა და მეფეებს, ძალიან ჰგავს ერთმანეთს (მთ. 8:2; 9:18; 15:25; 20:20 შდრ. 1სმ. 25:23, 24; 2სმ. 14:4-7; 1მფ. 1:16; 2მფ. 4:36, 37-თან). ხშირ შემთხვევაში მათი სიტყვები, ვინც იესოს მდაბლად თაყვანს სცემდა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი მას ღვთის წარმომადგენლად აღიარებდნენ და მდაბლად თაყვანს სცემდნენ არა როგორც ღმერთს ან ღვთაებას, არამედ როგორც „ღვთის ძეს“, ნაწინასწარმეტყველებ „კაცის ძეს“ და ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლების მქონე მესიას. როგორც უწინ, მდაბლად თაყვანისცემა ამ შემთხვევებშიც მადლიერების გამოხატულება იყო ღვთიური გამოცხადებისა და კეთილგანწყობისთვის (მთ. 14:32, 33; 28:5-10, 16-18; ლკ. 24:50-52; ინ. 9:35, 38).

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      ქრისტე არ არის უბრალოდ მიწიერი მომაკვდავი ბატონი ან მეფე. ქრისტე არის თვით სიცოცხლე, რომელიც სხვებს და მთელ წუთისოფელს აძლევს სიცოცხლეს (იოანე 1:4), ყველა ქმნილების შემოქმედი, რადგან მისით შეიქმნა ყოველივე, რაც ცაში და მიწაზეა (კოლას. 1:16) და მის გარეშე არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილა (იოანე 1:3). ამიტომ განსხვავდება ქრისტესადმი თაყვანისცემა (პროსკინეო) სხვა იმ თაყვანისცემებისგან, შენ რომ ციტირებ. მათგან, ვისაც შენ ციტირებ, არავისთვის უწოდებიათ: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი" (იოანე 20:28). არც რომელიმე ანგელოზს უცია თაყვანი მათთვის. იესოს თაყვანისცემა კი ანგელოზებს ნაბრძანები აქვთ (ებრ. 1:6)? სწორედ ამას აკეთებენ მოციქულებიც - თაყვანს სცემენ იესოს, როგორც თავიანთ უფალს და ღმერთს თავის მიწაზე დადებით (მათე 28:9). ეხლა ამაზე დაფიქრდი: ოდესმე ამ ფორმით - გნებავს თაყვანისცემა დაარქვი, გნებავს მდაბლად თაყვანისცემა - დაგიჩოქია და გიცია თაყვანი იესოსთვის? ოდესმე ყოფილა შენს შესაკრებელში მოწოდება: ძმებო, მოდი დავუჩოქოთ ქრისტეს და თაყვანი ვცეთ მას ისევე, როგორც მოციქულები სცემდნენ თაყვანს და ანგელოზები სცემენ თაყვანს? ლცოულობ თუ არა ქრისტეზე ისევე, როგორც თუნდაც ჩაქოლვისას სტეფანე ლოცულობდა (საქმეები 7:59,60)? ლოცულობ თუ არა ქრისტეზე ისე, როგორც თუნდაც პავლე მოციქული ლოცულობდა (2 კორ. 12:8,9)? და თუ არა, რატომ განსხვავდება იესოს თაყვანისცემის საკითხში შენი დამოკიდებულება მოციქულთა და ანგელოზთა დამოკიდებულებისგან? ძმურად მითხარი, ქრისტეს წინაშე: ეს საკითხი არ გაწუხებს?

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      და გთხოვ, პასუხის გაცემისას ნუ დააკოპირებ თქვენი ჟურნალებიდან, შენი გულიდან გამომდინარე ქრისტეს წინაშე მდგომმა მითხარი სათქმელი, დამიჯერე, ეს უფრო ნაღდია, ვიდრე ის, რომ დააკოპირო, რადგან ეს დაკოპირებული სინამდვილეში ხელს გიშლის აზროვნებაში და ამ დაკოპირებულში ჩადებული აზრის იქით უკვე ვეღარ მიდიხარ (არ გეწყინოს, ალალად გეუბნები). წმინდა წერილი გადაშალე და შენით, რაც შენს გულში განცდები და ფიქრები გაივლის, ასე მესაუბრე. დამიჯერე, ვიგრძნობ ამას. ქრისტე შეგეწიოს, გიო.

  • @ekkaguci3076
    @ekkaguci3076 4 роки тому

    Dideba iehovas

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 4 роки тому

      კითხვას გაეცი პასუხი „ პირველი მცნებას აძლევს ღმერთი„, იაჰვე„,იეჰოვა „ რჯულში „, გიყვარდეს ღმერთი შენი„ იეჰოვა„, ყოვლითა , გონებითა ,ყოვლითა გულითა , ყოვლითა სულითა და სხვ .თუ ქრისტე ღმერთი, მამის, თანასწორი„ იაჰვე„იეჰოვა„ არაა, რატომ„ გ ვ ი ბ რ ბ ძ ა ნ ე ბ ს „მის სიყვარულს , შვილზე და ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ზ ე მეტად , და თვით სამარცხვინო სიკვდილზე„ ჯვარზე„წასვლას ,მისი გულისთის, მთ 10-37. 38 . გაეცი პასუხი „ ან აღიარეთ რომ ხართ, ცრუ მოწმეები

    • @user-mf3qz2vr9d
      @user-mf3qz2vr9d 2 роки тому

      მამისაგან იშობა ძე და მამისაგან გამოდის სულიწმიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძის შობა ან სულიწმიდის გამოსვლა მოხდა როდისღაც, რაღაც დროში, ან გარკვეული პერიოდის გასვლის სემდეგ, ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა პერიოდი მხოლოდ მამა არსებობდა და შემდგომ უკვე მამამ შვა ძე და მამისაგან გამოვიდა სულიწმიდა. ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა ერთხელ არ მოხდა რომელიღაც დროში - შობა და გამომავლობა მარადიულია, ანუ მამა მარადიულად შობს ძეს და მამისაგან მარადიულად გამოდის სულიწმიდა. ამის სრული გააზრება წარმოუდგენელია, მაგრამ გააზრებაში დასახმარებლად წმინდა მამებს მსგავსი მაგალითი მოჰყავთ: ,,ასევეა, როგორც მზისგან (ცეცხლისგან) მარადიულად იშობა სინათლე და მარადიულად გამოდის სითბო - ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზისგან, თავდაპირველად იშვა სინათლე და თავდაპირველად გამოვიდა სითბო და ახლა (ამჟამად) უკვე მზე აღარ ავლენს სინათლესა და სითბოს?. იყო მზე (ცეცხლი) ნიშნავს იმას, რომ იმავდროულად მისგან იშვებოდა სინათლე და გამოდიოდა სითბო. იყო მზე (ცეცხლი), მაგრამ მისგან არ იშვებოდა სინათლე და არ გამოდიოდა სითბო - ეს ხომ წარმოუდგენელია, თუ ცეცხლი არ ავლენს სინათლესა და სითბოს, ის რაღა ცეცხლია?." უნდა ვეცადოთ მსგავსად გავიაზროთ ღმერთის შემთხვევაშიც. იყო მამა, მაგრამ რაღაც პერიოდი არ იყო ძე - ეს ხომ წარმოუდგენელია, მაშინ მამა აღარ ყოფილა ,,მამა", თუ ძე არ არსებობდა, აბა ვისი მამა იყო?. ღმერთი უცვალებელია: იყო მამა, ეს იმას ნიშნავს, რომ იმავდროულად იყო ძეც და იმავდროულად იყო სულიწმიდაც. ღმერთში (წმინდა სამებაში) მოგვიანებით, ანუ რაღაც პერიოდის შემდეგ, თუ მოხდა ცვილება (მაგალითად, მამა თავდაპირველად არ იყო ,,მამა" და როდესაც შვა ძე, მაშინ გახდა ,,მამა"), მაშინ ღმერთი აღარ ყოფილა უცვალებელი.
      მიუხედავად იმისა, რომ მამა წყაროა ყოვლისა (მისგან ხდება ძის მარადიული შობა და მისგან ხდება სულიწმიდის მარადიული გამოსვლა), ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძე და სულიწმიდა ნაკლებია მამაზე და ნაკლები პატივისცემა ეკუთვნის, რადგან მამას, ძესა და სულიწმიდას საერთო უნარ-თვისებები და საერთო შესაძლებლობა აქვთ.

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    რაც შეეხება კოლასელბის 1:16,17. „ყოველი“ და „ყველაფერი“ ნათარგმნია ბერძნული სიტყვიდან „პანტა“, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან „პას“. ეს სიტყვა ლუკას 13:2-ში (ბთი, აფ) ნათარგმნია როგორც „ყველა სხვა (იხილეთ აგრეთვე ლუკას 21:29 სსგ-ში და ფილიპელების 2:21(2ნეშთ31:5სსგ)-როგორც აქ-შია კოლ1:16-ში,ასევე2ნეშთას4:16;(ნეემ9:2)(დან3:5-ყველა-სსგ). იმის გათვალისწინებით, რასაც ბიბლია საერთო ჯამში ამბობს ძეზე, აქ-ში სიტყვა „პანტა“ კოლოსელების 1:16, 17-შიც ასეა ნათარგმნი: „მისი მონაწილეობით(ებრ1:2) (1ტიმ6:13)შეიქმნა სხვა ყველაფერი [და მე-17 -ის არის ყველაფერზე უწინ (მისი მონაწილეობით შექმნილზე უწინ გაჩენილი) (იოან17:5)]ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის შეიქმნა“. ამრიგად, ძეც ქმნილებაა, ის ღვთის მიერ არის შექმნილი.(იოან3:16,18)1იოან4:9)(გამოც3:14)(იოან5:26) [გარდა ამისა(კოლ1:15)-ში( სსგ)ვკითხულობთ:რომელიც [იესო ქრისტე] არის ხატი უხილავი ღმრთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარეს დაბადებული სამების დოგმატის მხარდამჭერთა აზრით, ფრაზა „უწინარეს დაბადებული“ მიუთითებს იმაზე, რომ იესო განსხვავდება ქმნილებებისგან და ყველაზე აღმატებული და გამორჩეულია, რადგან ის არ არის შექმნილი. თუ ეს ასეა და სამების დოგმატი ჭეშმარიტია, მაშინ მამაზე და წმინდა სულზე რატომ არ არის ნათქვამი, რომ ყველა ქმნილებაზე უწინარეს არიან დაბადებულნი? ბიბლია ამას მხოლოდ ძეზე ამბობს. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა იესო შექმნა სხვა სულიერი ძეების შექმნამდე. ის არის იეჰოვას პირველი ძე. ჩვეულებრივ, სიტყვა „პირმშოს“ სწორედ ამ მნიშვნელობით ვიყენებთ. 2) კოლოსელების 1:15-მდე სიტყვა „პირმშო“ ბიბლიაში მრავალჯერ არის მოხსენიებული. როცა ცოცხალ ქმნილებებს ეხება, „პირმშო“ ყოველთვის გულისხმობს პირველს მის მსგავსთა შორის. „ისრაელის პირმშო“ ისრაელის ერთ-ერთი ვაჟია, „ფარაონის პირმშო“ - ფარაონის ერთ-ერთი ვაჟი, „ცხოველის პირმშო“ - ცხოველის ერთ-ერთი ნაშიერი. რატომ ანიჭებს ზოგი სიტყვა „პირმშოს“ სხვა მნიშვნელობას კოლოსელების 1:15-ში? რა არის ამის მიზეზი? ბიბლიური საფუძველი თუ იმის სურვილი, რომ საკუთარ მრწამსს ახსნა მოუძებნონ? ისინი, რომლებიც ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ იმიტომ აკრიტიკებენ, რომ ეს თარგმანი სიტყვა „პანტა“-ს ზოგ შემთხვევაში გადმოსცემს როგორც „სხვა ყველაფერი“ და „ყველა სხვა“, ან არ იციან რომ ბიბლიის სხვა თარგმანებიც (საეკლესიო თარგმანებიც კი) მსგავსადვე გადმოსცემენ ამ სიტყვას და არაფერია ამაში არასწორი, ან მიზანიმართულად ცდილობენ ბიბლიის ამ ზუსტი თარგმანის წინააღმდეგ ბრძოლას.

    • @giorgirgr6441
      @giorgirgr6441 6 років тому +1

      ისე მკრეხელობ, რომ უკვე მამის დაბადებაზე მსჯელობ. ცოფი გაქვს პირზე, ცოფი. სწერია: დღეს გშობე მე და იქნებ შობაც ადამიანურად გაიაზრო და ... ასევე, რაც შეიქმნა , ყველაფერი მისგან შეიქმნა. ძე - სიტყვა შემოქმედია !!! უწინარეს საუკუნეთა ნიშნავს იმ პერიოდს, როცა დრო არ არსებობდა. და ამას შენ კი არა ანგელოზები ვერ ჩაწვდნენ და არც სიტყვები არსებობს ამ ქმედებათა გამოსახატავად. და ნუ ილტვი მარგალიტებისაკენ. არ არის ეს შენი საქმე. შენნაირებზე დაიწერა: ნუ დაუყრით მარგალიტებსო... ბოლო ჟამს მოინდომეთ ბიბლიის რევიზია(?) და ვინ მოდის ბოლო ჟამს? იქნებ მას უმზადებთ ბილიკებს...

  • @pedromayer6693
    @pedromayer6693 7 років тому +5

    ტიპიური „იაღოველები“ გამოვიდნენ სანადიროდ
    დახვდათ მათზე უფრო „მეტი“ მოატეხეს რქები და ეგრევე შემოიცვეს წამებული მანტია

    • @pedromayer6693
      @pedromayer6693 5 років тому

      @@mariammindiashvili2481 ვინ ? მართლმადიდებლები ვართ რქიანები? რატომ?

    • @ClashRoyale-oe2ll
      @ClashRoyale-oe2ll 4 роки тому

      @@pedromayer6693 magari gamisworda,albat mixvdnen ro mihqares dzalian iaghovelebma.

    • @tamaokereselidze2534
      @tamaokereselidze2534 4 роки тому

      @@mariammindiashvili2481 გააჯვით ჩვენი ქვეყნიდან

  • @user-fc2nq3jw7q
    @user-fc2nq3jw7q 2 роки тому

    ერთსაც და მეორე მხარესაც გაქვთ არამყარი არგუმენტები

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 5 місяців тому

      ალფა და ომეგა ქმნილებას არ შეიძლება ეწოდოს,რა არგუმენტი გინდა მეტი

  • @givi1348
    @givi1348 7 років тому

    14.თუ სამების პირველი ორი პირი ანუ „მამა“ და „ძე“ თანასწორნი არიან, მაშინ მათ აღსაწერისთვის რატომ გამოიყენება მამა შვილის ანალოგია და არა ვთქვათ„ორი ძმის? რით ხელმძღვანელობდა ღმერთი, როდესაც ტერმინ «მამა»-ს და ტერმინ «ძე»-ს ქმნიდა? თუ მამა და ძე აბსოლუტურად თანასწორნი არიან, მაშინ რატომ არ გამოიყენა ღმერთმა უფრო გასაგები და ხალხისათვის უფრო ჩვეული გამოთქმა «ძმა» და «ძმა»? ნუთუ სიტყვა „ძმები“ უფრო შესაბამისად არ აღწერდა თანასწორობას, ვიდრე „მამა და ძე“?
    17.რატომ ვერ ვკითხულობთ სადმე ბიბლიაში, რომ ქრისტეს მიეცეს დავალება და განკარგულება ღმერთისთვის?ან რატო არასდროს მიუმართავს მამას ძისთვის როგორც თავისი ღმერთისთვის? ძისგან განსხვავებით?(გმც3:12)
    18.სამების განმარტების თანახმად მამა უშობელია,ძე შობილია,სულიწმინდა მამისგან გამომავალია:კითხვა:რით განირჩევა ძის შობა სულიწმინდის გამოსვლისგან?(ამას ვერ წვდებიან და თუ ამას ვერ წვდებიან ღვთის ბუნებას როგორღა წვდებით და როგორღა ასკვნით იმას რომ ქრისტე ღვთიური ბუნების მქონეა? ) .თუ ქრისტე ღვთისგანაა შობილი, როგორღა გამოდის იმის თანასწორი ანდა იმის ერთარსი, ვისგანაც იშვა? (საქმეები 13:33; 1 იოანე 5:1; ებრაელთა 5:5).
    ასევე რატოა მამისგან გამომავალი და არა ძისგან ?
    მამა ყოფილა ორივეს მიზეზი ძის შობის და სულიწმინდის გამომავლობის ეს აკნინებს დანარჩენ ორ პირს თანაც თუ იმას დავუმატებთ რომ ორივეს აქვს მიზეზი თანაც მამისგან მამა კი არც შობილი და არც გამომავალია არავისგან არამედ დაუსაბამო და არშობილი ეს აკნინებს ორ პირს მამას კი მათზე აღმატებულს ხდის სამების მომხრეებს არაქვთ არანაირი საფუძველი რომ ძესა და სულიწმინდაზე მეტად არ ადიდონ მამა ღმერთი თვით მათი განმარტებების თანახმადაც რაც სამწუხაროდ პირიქითააა ძეა ყველაზედა ყველაფერზე აღმატებული რაც კიდევ ერთი უკიდურესობაა და დარღვევაა მათი სამერთიანი ღმერთის გაგებისა
    19„სამების“ სწავლების თანახმად, ღვთის ძე იესო ქრისტე ღვთის თანასწორია ყველაფერში. თუ ასეა, იბადება შემდეგი ლოგიკური კითხვები. ნუთუ სწავლება რომელსაც ქრისტე ასწავლიდა, ისევე არ უნდა ყოფილიყო ქრისტესთვისაც, როგორც ის ღვთისა იყო? მაშ რაღატომ ამბობდა ღვთის ძე, რომ ეს სწავლება მისი არაა, არამედ ღვთისაა? (იოანე 7:16).
    22..ბიბლიის ზოგ ადგილას მოსე და სხვა ხალხი იწოდებიან ღმერთებად (გამოსვლა 7:1; ფსალ 81:6)(იოან10:34-36). ეს იმას მიშნავს რომ ისინიც სამების ნაწილი არიან? ნუთუ ისინი, ვისაც ბიბლიაში ღმერთი ეწოდება, სამების იპოსტასებად უნდა მივიჩნიოთ?
    სამების მოძღვრება ბიბლიის წერის დასრულებიდან საუკუნეების შემდეგ ჩამოყალიბდა ამრიგად სამება არის ეკლესიის სწავლება და არა იესოსი
    სამების მომხრეები ამბობენ, რომ ამ დოქტრინისადმი რწმენის არქონა ადამიანს გადარჩენის შესაძლებლობას ართმევს. თუმცა, როგორც ცნობილია, სამების, არც ძველ ისრაელებს სწამდათ! თუ «სამება» გადარჩენისათვის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა, მაშინ რატომ არ იქნა ის "გახსნილი" ებრაელებისათვის? ან იქნებ ისრაელი ღვთის ერი არ იყო? ან იქნებ ისრაელიანთაგან არავინ გადარჩება? არც აბრაამი, არც იობი, არც მოსე, არც დავითი… აკი არცერთ მათგანს არ სწამდა სამების!
    ხოლო თუ ვინმეს სურს იმაში დაგვარწმუნოს, რომ ადამიანის გადარჩენა დამოკიდებულია იმის რწმენაზე, რომ ღვთის ძე - ეს კიდევ ერთი ყოვლისშემძლე ღმერთია, ან, რომ წმინდა სული - ეს იგივე ღმერთია, მაშინ დაე მან წარმოადგინოს კონკრეტული და ნათელი ბიბლიური მუხლი, რომელიც ამას ადასტურებს! მუხლი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ამ «სამმაგი» სწავლებების არმიღებას სიკვდილისაკენ მივყავართ. მაგრამ ასეთი უცნაური პირობები ბიბლიაში არ არის მოცემული. ეს მხოლოდ სამების მომხრეების გაუგებარი სურვილის ნაყოფია, სურვილისა, რომ საკუთარი, ბიბლიისაგან განსხვავებული შეხედულება მოგვახვიონ თავს ღმერთის არსის შესახებ.

    • @GigaStudio
      @GigaStudio Рік тому

      ძმა და ძმა ვერ იქნებოდა რადგან ძმა ძმას ვერ შობს ... მამაა უშობელი ძეა შობილი ...ამიტომ განკაცდა ძე და არა მამა ან წმინდა სული ... სამება არის ერთი ღმერთი ბუნებით და პიროვნებით 3 . ერთ არსი ანუ არსება მათი ერთია... პიროვნება 3 . ერთი ძალა ერთი მოქმედება ... უბრალოდ ისენი განსხვავდებიან მხოლოდ მიზეზობრივად .... მამაა უშობელია და არ გამომავლობს.. ძე შობილია და სული წმინდა გამომავალია.. მხოლოდ ეს სხვაობაა... ღმერთი არის ერთი ბუნებით და არა ჰიპოსტასობით ...

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    რაც შეეხება იოანეს 1:3 იოანეს 1:3-ში ჩვენ ვკითხულობთ: «ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა». ყურადღება მიაქციე სიტყვას «მის მიერ». ბერძნული სიტყვა დუა რომელიც აქ თარგმნილია როგორც "მის მიერ", ნიშნავს «მისით, შუამდგომლობით, დახმარებით». ეს სიტყვა მიუთითებს შუამავლის ფუნქციაზე, და არა პირველწყაროზე. ძალიან ძნელია თქვა: სამყარო შეიქმნა ღმერთის დახმარებით, ღმერთის შუამავლობით. მაგრამ ეს ფრაზა სავსებით მიესადაგება მის მიერ შექმნილ რომელიმე არსებას, იმას ვინც მას ეხმარებოდა.

    • @artlife5799
      @artlife5799 7 років тому

      1. გიო, კონტექსტის მიხედვით შეიძლება თუ არა არსებობდეს ერთი ქმნილება მაინც, რომელიც ქმნილებაა მაგრამ იესოს არ შეუქმნია?
      2. თუ ავიღებთ ორ კატეგორისა: ქმნილებასა და უქმნელ შემოქმედს, რომელ ნაწილს უნდა მივაკუთნოთ იესო, თუ კი ყველა ქმნილების შემოქმედი თვითონაა? (კონტექსტში კი ყველა ქმნილებისა, რაც ქმნილებაა)
      3. თუ სიტყვა „დია“ იაჰვესთან მიმართებაშიც არის გამოყენებული, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ იგი ქმნილებაა და რომ ვერ იქნება ღმერთი? რამდენად „ძნელი“ იქნება შენთვის ამის თქმა? ( რომ.11:34-36, ებრ. 2:10, იესონავ. 11:20(სეპტუაგენტა)

    • @givi1348
      @givi1348 7 років тому

      Gio 1 ვინთქვაჩსიტყვ ა დუა ქმნილების აღმნიშვნელიაო. მისი შუამდგომლობით დახნარებით ნიშნავს ამ მუხლიდან იმას კიარ ვასკვნით რო იესო ან იეჰოვა მნილებაა არაედ იმის თქმის საფუძველს არ გვაძლევ რასაც თქვენ ამბობთ რო იესოს მეშვრობით შეიქმნა ყველაფერიო აქ უბდა ეწეროს მისი მონაწილეობით და ამ სიტყვის არასწორი თარგმანი არ უადვილევა ადამიანს აზრის აღქმას და ესაა რობკემა. ებრ 1:2 მისი მეშვეობიათ შექმნა ღმერთმაო და არა იედომ თავისი ინიციატივით. ან როგორ დააყენა ყოვლის მემკვიდრედ თუ იესოც მისი სწოტი იყო 1:6 ებრაელების. კვლავ შემოყავსო სადიყო შემოყვანამდე იესო? მასრო სიცოცხლე მიეცა გვამცნობს იოან 5:26 იოან 6:57

    • @artlife5799
      @artlife5799 7 років тому

      გივი არ ვარ დარწმუნიბული რომ ტექსტი და მისი შინაარსი ზუსტად წავიკითხე, მაგრამ დაახლოვებით მგონი ვხედავ ზოგად საკითხს რასაც ეხები, თუმცა თუ ჩემი პასუხი ამას არ დაემთხვევა იმედია შემისწორებ.
      ის რომ „დია“ ქმნილების აღმნიშვნელია, ეს არც მითქვია, გიოს ტექსტში წერია, რომ ეს სიტყვა პირველწყაროზე (სავარაუდოდ იაჰვეზე) არ მიუთითებსო, და რომ ძნელია ღმერთთან მიმართებაში იყოს გამოყენებული ეს სიტყვაო. ამიტომაც კითხვაში მიწერია „რამდენად ძნელია“-თქო. რადგან არაერთი ადგილია სადაც იგივე სიტყვა იაჰვესთან მიმართებაშიცაა გამოყენებული, მათშორის მსგავს კონტექსტშიც, რისი ადგილებიც ზედა კომენტარშიც მივუთითე (რომ.11:34-36, ებრ. 2:10, იესონავ. 11:20(სეპტუაგენტა))
      რაც შეეხება შენს სიტყვებს, „არასწორ თარგმანზე“ იმასთან დაგავშირებით, რომ „მეშვეობის“ ნაცვლად უნდა ეწეროს „მონაწილეობითო“, (თუ სწორად აღვიქვი დაწერილი) აქ ალბათ კარგი იქნება მოგეყვანა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც არასწორად თვლი „დიას“ თარგმნას „მეშვეობის“ ფორმით. იგივე სიტყვა ა.ქ.თ.-შიცვე იესოსთან მიმართებაში, „მეშვეობით“ არის თარგმნილი. მათ შორის მსგავსი შინაარსის კონტექსტშიც (მაგ. 1კორ. 8:6 ) რაც შენთვის პრობლემა არ უნდა იყოს ალბათ, ხომ ასეა?
      ბოლო ადგილებს რაც შეეხება( ებრ. 1:2,6/ ინ. 5:26,6:57) ამაზე მოკლედ მოგწერ, რადგან მთავარი თემის კონტექსტს არ ავცდეთ. ის აზრი, რომ სამყარო შეიქმნა მამისაგან ძის მიერ, ეს ერთ-ერთი საფუძვლად დადებული სწავლებაა მართლმადიდებლობისთვის, ასევე ისიც რომ ძე თავისი დამოუკიდებელი ნებით არ მოქმედებს, მამისგან განცალკევებით, რადგან მათ ერთი ნება აქვთ. ასევე ისიც რომ ძე ყოვლისმემკვიდრეა, იმისა რასაც მამა აძლევს, თავის მხრივ კი მამა ყველაფერს ძეს გადასცემს, მათ შორის სიცოცხლესაც, რაც მარადისობაში ხდება, და არა კონკრეტულად დროის რომელიმე ეტაპზე. იმასთან დაკავშირებით კი „სად იყო შემოსვლამდე იესო“? ამაზეც ასევე მოკლედ გეტყვი, რომ იესო, როგორც ღმერთი, შემოსვლამდე და შემოსვლის შემდეგაც ყველგანმყოფია, როგორც ადამიანი კი შემოვიდა ისე რომ მას ღვთაებრივი ბუნება არ დაუკარგია. როგორც პავლე მოციქული ამბობს: „მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.“ ( 2კორ. 8:9 ) აქ მდიდართან გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „ონ“ რაც აწმყო დროში მყოფს აღნიშნავს, ანუ აზრი იმას კი არ ამბობს რომ იესო მდიდარი იყო გაღარიბებამდე, არამედ იმას რომ იგი გაყატაკების შემდეგაც მდიდარი არისო. ვიცი ეს შეიძლება არ მოდიოდეს ადამიანურ ყოფით ტერმინოლოგიასთან თანხვედრაში, მათშორის არც „იეჰოვას მოწმთა“ სწავლებასთან, მაგრამ მართლმადიდებლურ სწავლებასთან, ქრისტეს ორი ბუნების შესახებ, ჩვეულებრივად თანხმობაშია.
      ეს შესაძლოა არ იყოს შენთვის ამომწურავი პასუხი და არც მე მაქვს იმის თვითმიზანი რომ დამმოძღვრელის ფუნქცია შევასრულო. აქ დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ კითხვები მაქვს ავტორის დაწერილ ზემოთ არნიშნულ ტექსტებთან, რაზეც იმედია მიპასუხებს. თუმცა თუ შენ სხვა თემებთან დაკავშირებით გაქვს კითხვები ალბათ აჯობებს ცალკე კომენტარი გააკეთო, რომლის ქვეშაც გავაგრძელებთ იმ კონკრეთულ თემაზე მსჯელობას, რასაც დაპოსტავ.
      იოანეს 1:3თან დაკავშირებით კი თუ რაიმე კითხვის დასმა ან პასუხის გაცემა გინდა ჩემთვის, ჩვეულებრივ აქ გავაგრძელოთ მიმოწერა.

    • @givi1348
      @givi1348 7 років тому

      +art life ჩემი პოსტია ეგ უბრალოდ სახელი შევასწორე გივი მქვია.
      ბიბლიის ზუსტ თარგმანებში ეგ სიტყვა კონტექსტის შესაბამისად ითარგმნება და არა ისე როგორც სამების მომხრეები თარგმნიან ხოლმე. ასე რომ იოანეს 1:3-ში "მიერ" არ უნდა ჩაგეწერათ მართლმადიდებლებს თქვენს სახარებაში არამედ უნდა ჩაგეწერათ "მონაწილეობით" ან "მეშვეობით", როგორც ეს არაერთ ავტორიტეტულ ბიბლიის თარგმანებშია მოცემულიმაგალითად, რუსული თარგმანი:
      “Все через Него на́чало быть, и без Него ничто не на́чало быть, что на́чало быть.” (RSTB).
      იოანეს 1:3-ე მუხლის დასაწყისშივე გადაკეთებული გაქვთ მართლმადიდებლებს ტექსტი.
      ბერძნულში წერია: "პანტა დი აუტოუ ეგენეტო". ანუ წერია: ყველაფერი მისი მონაწილეობით (მეშვეობით) გაჩნდა". ეს სიტყვები კი სათქვენოდ გაქვთ გადაკეთებული: "ყველაფერი მის მიერ შეიქმნა".
      მკითხველი ხედავს რაც გაქვთ დამახინჯებული ტექსტში. ანუ დავაკონკრეტებ: "დი" ნიშნავს მეშვეობით, მონაწილეობით. ხოლო "ეგენეტო" ნიშნავს "გაჩენას" და არა შექმნას. შექმნა ბერძნულად "კტიზო", ეკტიზენ" არის და არა ეგენეტო.
      მართლმადიდებლურ თარგმანში კი სიტყვა "შექმნა" წერია.
      მაგალითად ავიღოთ კონტექსტი იოანე 1:17,თქვენ გიწერიათ რჯული მოცემულია მოსეს მიერ სწორი თარგმანია "კანონი გადაეცა მოსეს მეშვეობით". - NASB . გამ31:18 ღვთისგან იყო მოსეს მეშვეობითკანონი ის აშკარად არ მოსულა მოსეს.მიერ მოსე არ იყო წყარო. წყარო იყო ღმერთი, მიუხედავად იმისა, რომ ის მიეცა ( დია ) მოსე. (შეადარეთ საქმეების 19:11 - "ღმერთი ასრულებდა ... სასწაულები [ დიას " მეშვეობით "პავლეს ხელით" ( NASB ). და თქვენეული თარგმანით დავასკვნათ რო მადლი მხოლოდ იესოს მიერ იქნა ხოლო რჯული მხოლოდ მოსეს მიერ? როგორადაც იესოსთან მიმართებაში იყენებთ ლოგიკას ხო ხედავთ რო მეშვეობით თარგმნა აადვილებს აღქმას აზრისას ხოლო მის მიერ სულ სხვა კუთხით წარმართავს თანაც თუ მივიღებთ მხედველობაში ებრ 1:2 ნათლად ამბობს პავლე ღმერთმა შექმნა იესოს მეშვეობით ანუ პირველწყარო ინიციატორი იყო მამა იესო არხი იყო დამხმარე
      ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, რომ მამა მხოლოდ წყაროა მისი მხოლოდშობილი ძე, არხია, რომლის მეშვეობითაც მან შექმნა ყველა დანარჩენი ქმნილება. "მისი ვაჟი, რომელიც მან დანიშნა მემკვიდრე ყოველისა
      რმ11:36 ში მონაწილეობით რატო არ წერია
      საქმე იმაშია, რომ ბიბლიის ზუსტ თარგმანებში ეგ სიტყვა კონტექსტის შესაბამისად ითარგმნება და არა ისე როგორც სამების მომხრეები თარგმნიან ხოლმე. ასე რომ იოანეს 1:3-ში "მიერ" არ უნდა ჩაგეწერათ მართლმადიდებლებს თქვენს სახარებაში, smile.gif არამედ უნდა ჩაგეწერათ "მონაწილეობით" ან "მეშვეობით", ხოლო რომ 11:33 ღმერთზე საუბრობს ყოვლისშემძლე შემქმნელ ღმერთზე და მართებულია მასზე ესე საუბარი 34 მუხლი რასამბობს დავუკვირდეთ ვინ შეიცნოვო ღვთის გონება? აბა შეადარე 1კორ 2:16 ვისზეა აქ საუბარი ქრისტეს მამაზე. ღვთის გონება შეუცნობელია იესოსი კი ჰვაქვსო იესოსგქნ განსხვავრბით მამა ბიბლიაში შემოქმედათაა წარმოდგენილი და მართებულია იმის თქმა რო ყველაფერი მისით და მისთვისაა და მისგანაა იესოც ებრ1:2 ამას იესონაც გაუსვა ხაზი მათ 19: 4 რო მამაა პირველწყარო ხოლო იოანეს 1 თავში ბიბლია სიტყვაზე კიარ ლაპარაკობს მარტო არამედ იმაზე რო სიტყვა როიყო დასაწყისში ამ დასაწყის ში ის ღმერთთან იყო 1:2 მარტო იესოზე როიყოს ამ თავში ლაპარაკი კიდე მესმის
      რომც იყოს ვიგულისხმოთ რო სიტყვები ყველაფერი მის მიერ შეიქმაარანაირად არ დასტურდება ამით ის რო რადგანაც იესომ შექმნა ყველაფერი, ეს ნიშნავს, რომ თვითონ ვერ იქნება შექმნილი
      არც იოანესთან და არც მთელ ბიბლიაში არ არსებობს ასეთი მტკიცებულების საფუძველი. თუ ითქმება, რომ «ქარხნის დირექტორმა დაითხოვა ყველა თანამშრომელი», ეს არ მიშნავს, რომ მან თავიც გაინთავისუფლა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ქარხნის თანამშრომელია. თუ მე ვამბობ: «მე ყველაფერი გავარკვიე», ეს არ ნიშნავს, რომ მე ყველაფერი გავარკვიე ამ ქვეყანაზე - მე გავარკვიე ის ინფორმაცია, რომელიც მოცემულ სიტუაციაში იყო საჭირო. ნუ გავიგებთ სიტყვა «ყველაფერი»-ს აბსოლუტური მნიშვნელობით, ეს სიტყვა ასეთი მნიშვნელობით თითქმის არ გამოიყენება. ვიყენებთ რა ამ სიტყვას (ბერძნულად პას), ჩვენ მხედველობაში გვაქვს განსაზღვრული რიგი საკითხები. ეს შეიძლება იყოს «ყველაფერი, რაც საჭიროა», «ყველაფერი, რაც საქმეს ეხება» ან «ყველაფერი გარდა მოცემულისა».
      მაგალითად, ლუკას 21:29 ამბობს: «შეხედეთ ლეღვს და ყველა (პას) ხეს». აქ ნათელია, რომ ნაგულისხმებია «ლეღვის გარდა, სხვა ხეები». საქმეების 2:17 ამბობს: «და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მოვაფენ ჩემი სულისგან ყველა (პას) ხორციელს». აქ ნათელია, რომ ღმერთი თავის სულს მოაფენს არა ყველას, არამედ მხოლოდ მართლებს, მისთვის მოსაწონს. ხოლო 1 კორინთელთა 15:27-ში მოციქული პირაპირ გამოთქვავს ამ სიტყვის არსს: «ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი (პას) მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას».
      ამგვარად, ბერძნული სიტყვა პას და ქართული «ყველაფერი (ყველა, ყოველი)» უნდა გავიგოთ კონტექსტის მიხედვით, და არა აბსოლუტურ ფართო-ფილოსოფიური მნიშვნელობით. იმიტომ არ ეწინააღმდეგება, მტკიცებულება «იესომ შექმნა ყველაფერი», იმ ფაქტს რომ იესო თავად შექმნილია, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს «ყველაფერ დანარჩენს» ან «ყველაფერს საკუთარი თავის გარდა». მისი წარმომავლობის საკითხი აქ უბრალოდ არ დგას. ის შეიძლება იყოს ყველაზე ყოვლისშემძლე ღმერთი, მეორე ღმერთი, პირველის სწორი, ერთერთი ანგელოზი ან კიდევ სხვა - იოანე უბრალოდ არ აზუსტებს ამას.
      ამრიგად ძე შემოქმედი კი არა, შემოქმედის ანუ იეჰოვას დამხმარე იყო. ყოველივეს შემოქმედად იესო ღმერთს თვლიდა. ამ აზრს მთელი წმინდა წერილიც უჭერს მხარს (მთ. 19:4-6;

    • @artlife5799
      @artlife5799 7 років тому

      გივი, როდესაც საუბრობ: „ზუსტ თარგმანებზე“, „დამახინჯებულ ტექსტებზე“, „რა არ უნდა ჩაწერილიყო“, აქ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებ და მიუწერ იმ კრიტერიუმებს, რის გამოც არ არის ზუსტი თარგმანი. მაგალითად იმის თქმა რომ: „ბიბლიის ზუსტ თარგმანებში ეგ სიტყვა კონტექსტის შესაბამისად ითარგმნება და არა ისე როგორც სამების მომხრეები თარგმნიან ხოლმე.“ ეს თავისთავად არანაირ კრიტერიუმს არ შეიცავს იმისათვის, რომ ამის თქმის შემდეგ ტექსტის წერა გააგრძელო სიტყვებით: „საე რომ...“ და ჩამოთვალო ის ადგილები რაც არასწორად მიგაჩნია.
      რის მიხედვით ასკვნი, რომ თუ „მიერის“ ფორმით მოხდება თარგმანი ეს იმის დასკვნის საფუძველს გვაძლევს, რომ გააზრებული უნდა გვქომდეს იმ მნიშვნელობით, რო „მხოლოდ“, იმ პირმა გააკეთა რაიმე საქმე, ვის მიმართაც არის გამოყენებული „მიერ“? ჩვენთან რა მხრივ არის „დამახინჯებული“? ბერძნულიდან სიტყვა „დია“ არ ითარგმნება „მიერის“ ფორმით თუ გრამატიკულად უნდა გამომდინარეობდეს, სინტაქსის მიხედვით? თუ ასეა მიუთითე არგუმენტები. ეს შენი დაწერილი ტექსტისთვისვე იქნება კარგი.
      შენს პირველივე პოსტში, როდესაც „დია“-ზე საუბრობდი, ცალსახად წერდი, ყოველგვარი კონტექსტის მითითების გარე: „ეს სიტყვა მიუთითებს შუამავლის ფუნქციაზე, და არა პირველწყაროზე.“ ბოლო ტექსტში კი ამბობ, რომ: „რომ 11:33 ღმერთზე საუბრობს ყოვლისშემძლე შემქმნელ ღმერთზე და მართებულია მასზე ესე საუბარი“. აქედან კი რა დასკვნა შემიძლია გავაკეთო გულახდილად მითხარი? არ არის ყოვლისშემძლე ღმერთი პირველწყარო?
      ცხადია რომ „დია“-ს გამოყენებით ბერძნული ტექსტი არ განარჩევს ერთმანეთისგან ღვთაებასა და ქმნილებას, რაშიც საერთო აზრიც გვქონია. თუმცა აქ კიდევ ერთი რამ არის დარჩენილი, რაზეც ჯერ არ ვარ დარწმუნებული შენი კომენტარებიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა აზრთა თანხვედრა გვქონდეს. რადგან თვლი რომ „მეშვეობის“ ნაცვლად „მიერის“-ის დავწერთ, მკითხველი შეიძლება შეცდომაში შევიდეს, მაშინ თუ იაჰვესთან მიმართებით „მეშვეობით“ დაიწერება, „დია“-ს თარგმნისას, იგივე აზრი არ გექნება? წინაზეც მქონდა მოტანილი და ახლაც მიგითითებ, ებრაელთა 2:10-ში თქვენივე თარგმანებში, ვის მიმართ არის „დია“ თარგმნილი: ქართულად „მეშვეობით“, ინგლისურად „through“ და რუსულად „через“?
      რაც შეეხება შენს მიერ მოყვანილ მაგალითებს „პას“-თან მიმართებით, ვერ ვიტყვი რომ ცალსახად მიუღებელია ჩემთვის, რასაც გულისხმობ და მესმის კიდეც გარკვეულ წილად შენი ლოგიკა. მაგრამ ჩვენს მიერ განსახილველ მაგალითთან მაინც თვალსაჩინოა კონტექსტუალური განსხვავებები. მაგალითად ლუკ. 21:29: როდესაც საუბარია: შეხედვაზე, ლეღვისა და ყველა ხის მიმართ, ეს არის მარტივი ინდუქციური ფორმის წინადადება, ანუ კონკრეტული მაგალითიდან ხდება ზოგადზე გადასვლა. აქ კი სწორი დასკვნა იქნება: შევხედოთ კონკრეტულთან ერთად ზოგადს, და არა კონკრეტულის „გარდა“ ზოგადს. მოცემულ მაგალითში „და“ მაკავშირებელია და არა განმასხვავებელი.(იმისგან რაც შესახედია). მეორე მაგალითს რაც შეეხება საქ.2:17-ში აქ სულის გადმოღვრა უბრალოდ არ არის გამოყოფილი „მხოლოდ მართალი“ ადამიანების მიმართ, უფლის სული და მისი ნიჭები ყველასთვის არის განკუთვნილი, თუმცა მათ მიმღებთა მხრივ, ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ყველას წინასწარმეტყველებისა თუ ხილვების ნიჭი ექნებოდა, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად შეუძლია ადამიანს მათი დატევნა. ვიცი ამ მხრივ შეიძლება განსხვავებულ სწავლებას ემხრობოდე, მაგრამ თუ ამ მიმართულებითაც გსურს საუბარი, ცოტა ვრცელი თემაა და აჯობებს ცალკე პოსტი გავაკეთოთ მაგისთვის. 1კორ. 15:27-დთან დაკავშირებით კი საქმე მარტივადაა, პირდაპირ, იმავე მუხლის კონტექსტშივეა მითითებული განმასხვავებელი სიტყვა: „გარდა“.
      აქვე ინფორმაციისთვის პატარა დეტალსაც დავურთავ, რომ ბერძნულად, როდესა ასოასოთ წერია „პანტა“ გამოითქმის როგორც „პანდა“ და საერთოდ, როგორც წესი ყველა სიტყვაში, როდესაც ასო „ტაუს“ წინ წერია „ნიუ“ გამოითქმის, როგორც „ნდ“ ; ) ეს ვიცი რომ მარტო შენი გადმოთარგმნილი არ არის ასეთი ფურმით, „იეჰოვას მოწმეთა“ ოფიციალურ საიტზეც და კერძო პირების ბლოგებზე იგივე ფორმით არის ქართულად გადმოტანილი და თუ მოისურვებ შეგიძლია მათაც გააგებინო ( აბა სულ მარტო თეოლოგიაზე ხომ არ ვისაუბრებთ : ) )
      „გენეტოსთან“ დაკავშირებით კი გეტყვი რომ, თავად სიტყვა გულისხმომს არსებობაში ყოფნას რაიმე მიზეზის ქონით და თუ რაიმეს არსებობაში ყოფნას აქვს დასაწყისი დროში, იგი ქმნილების კატეგორიას განეკუთნება. საერთოდ ბერძნულ ენაში ძირითადად, როდესაც საუბარია შექმნილზე გამოიყენება „გენეტო“ ხოლლო შობილის მიმართ „გენნეტო“ (ორი „ნიუ“-თ), მსგავსად ამისა „კტოძნო“ არის შექმნა, „კნოსი“ კი შობა, თუმცა მიუხედავად შინაარსობრივი განსხვავებისა მათ წარმომავლობას საერთო ძირები აქვთ. რაც შემდგომში თანდათან გაიმიჯნა. მაგრამ თუ ნახავ იმ პარალელურ მუხლებს, რაც მითითებული აქვს ა.ქ.თ-საცვე, დაინახავ რომ შინაარსობრივად იგივე სიტყვა „ქმნილებაა“ ნაგულისხმები.
      ქარხნის მაგალითზე კი რა გითხრა?! : ) ეგ განმარტებ ადრეც მინახავს, მაგრამ მის დამწერთან ამაზე შეკითხვის დასმის შესაძლებლობა არ მქონია. აქ პირველ რიგში ალბათ დაგეხმარებოდა სიტყვა თანა-მშრომელის არსის გაგება. წინსართი „თანა“ გულისხმობს რაიმე ს ა ე რ თ ო ს. როდესაც ადამიანი მუშაობს სხვებთან ერთად საერთო საქმეში ან საერთო მიზნისთვის, მასზე ითქმის, რომ იგი თანა-მშრომელია, ანუ სხვებთან ერთად მომუშავე. ერთი პირის შემთხვევაში კი ვისთან ერთად მომუშავე ითქმის? მომუშავე და თანამშრომელი განსხვავებული შინაარსობრივი კატეგორიის სიტყვებია, მიუხედავად იმისა, რომ შენს მაგალითში მომუშავის ადგილას სიტყვა „თანამშრომელი“ დატოვე, ეს შინაარსობრივად არ მართავს აზრს. ჩვენს მაგალითში კი სამივე ერი კატეგორიის სიტყვა უნდა იყოს. მაგალითად: ამ წინადადებაში გვაქვს მკაფიო კონტექსტი, და თუ ვიტყვით, რომ: , ეს როგორ შეიძლება მოდიოდეს აზრთან თანხვედრაში?
      ანუ შეგიძლია ნებისმიერი სფეროდან, რომ მოიყვანო მსგავსი მაგალითი? რომელშიც სამივე ერთი კატეგორიის სიტყვა იქნება გამოყენებლი, ისე რომ შინაარსობრივად არ იყოს აზრი დარღვეული, იმის თქმით, რასაც „მოწმეები“ ამბობენ, იესოს ქმნილებასთან გაიგივების გზით?
      იოანეს 1:3-ში გამოყენებულია სამივე სიტყვა ერთი კატეგორიის არის: 1.ἐγένετο,/შეიქმნა 2. ἐγένετο/შეიქმნა და 3. γέγονεν./შექმნილა.
      მათი შექმნის დ ა ს ა წ ყ ი ს ი კი მითითებული არის პირველ მუხლში, რომლის პერიფრაზიც დაახლოვებით ასეთი იქნება: სამყაროს შექმნის დასაწყისში, ანუ ქმნილებათა არსებობის დასაწყისში, სიტყვა-იესო იყო მამა ღმერთთან ერთად. და მამისაგან მის მიერ შეიქმნა ყოველი ქმნილება და მის გარეშე არც ერთი(οὐδὲ ἕν ) ქმნილება არ შექმნილა რაც კი ქმნილება ანუ ის, რაც ქმნილების კატეკორიაში გადის. ბოლო ადგილი: „რაც კი შექმნილა“, ა.ქ.თ.-ში ქართულად არ არის შეტანილი, მაგრამ შეგიძლია ნახო ინგლისურ ვერსიაში: „What has come into existence.“
      შესაბამისად არ კრიტერიუმით ხელმძღვანელობ, როდესაც ამბობ, რომ იესო ქმნილების ნაწილს უნდა მივაკუთნოთ? მამა ღმერთთან ყოფნით საიდან ჩანს რომ იგი ვერ იქნებოდა მასთან ართად მარადიულად?
      გივი შეიძლება ბევრი რაღაც მტკიცებით ფორმაში მქონდეს დაწერილი, მაგრამ ამით არ ჩათვალო, რომ ჩემი აზრის მოხვევა მინდა შენთვის, და როგორც გითხარი არც ის ყოფილა ჩემი მიზანი, რომ შენ დამემოძღვრე. უბრალოდ შენ მაიძულებ დაბრუნებული კითხვებითა და ბრალდებებით, და რა ვქნა აბა? : )
      კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ შენგან ყველაზე ძალიან რისი ნახვის სურვილიც მაქვს, ესაა უშუალო არგუნენტები და არა ის ფრაზები რომ „არა არის ბიბლიური“ და „დამახინკებულია“, ეგ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იძაზოს ყოველგვარი არგუმენტების გარეში. შეგვიძლია ამაზე შევთანხმდეთ?

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    რაც შეეხება ებრაელების 1:6. განდიდებული იესო ქრისტეს მდაბლად თაყვანისცემა. მამამ აამაღლა იესო ქრისტე და მას სამყაროში მეორე ადგილი უბოძა, „რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფლ. 2:9-11; შდრ. დნ. 7:13, 14, 27). ებრაელების 1:6-დან ვიგებთ, რომ თვით ანგელოზები მდაბლად სცემენ თაყვანს მკვდრეთით აღმდგარ იესოს. ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა პროსკინეო მრავალ ბიბლიაში თაყვანისცემად არის ნათარგმნი. ზოგიერთ თარგმანში ეს სიტყვა გადმოტანილია პირქვე დამხობად (AT, Yg) და პატივის მიგებად (NE). მნიშვნელობა არა აქვს, როგორ არის ეს ბერძნული სიტყვა ნათარგმნი სხვა ენებზე, მისი მნიშვნელობა უნდა შეესაბამებოდეს მთელ წმინდა წერილს. იესომ სატანას გასაგებად უთხრა: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი [პროსკინეოს ერთ-ერთი ფორმა] და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მთ. 4:8-10; ლკ. 4:7, 8). იესოს მკვდრეთით აღდგომისა და ამაღლების შემდეგ ანგელოზმა (ანგელოზებმა) იოანესაც იგივე უთხრა (გმც. 19:10; 22:9), რაც იმაზე მიუთითებს, რომ თაყვანისცემა ღმერთს ეკუთვნის და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა.
    ებრაელების 1:6-ში მოციქული პავლე ციტირებს 97-ე ფსალმუნს და მას იესო ქრისტეს უკავშირებს, თუმცა ფსალმუნში მდაბლად თაყვანისცემის ობიექტი იეჰოვაა (ფს. 97:1, 7). მანამდე მოციქულმა ახსნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „არის მისი [ღვთის] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მას“ (ებ. 1:1-3). ასე რომ, ამ სიტყვას მხოლოდ თაყვანისცემის დატვირთვაც რომ მივცეთ და ვივარაუდოთ, რომ ანგელოზები ღვთის ძეს სცემენ თაყვანს, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ სინამდვილეში ეს არის იეჰოვა ღმერთის, უზენაესი მმართველის, „ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელის“ თაყვანისცემა იესოს მეშვეობით (გმც. 14:7; 4:10, 11; 7:11, 12; 11:16, 17; შდრ. 1მტ. 29:20; გმც. 5:13, 14; 21:22). მეორე მხრივ, ფსალმუნის 97:7-ში გამოყენებული ებრაული სიტყვა ჰიშთახავაჰისა და ებრაელების 1:6-ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა პროსკინეოს დამხობად და პატივის მიგებად (და არა თაყვანისცემად) თარგმნა ამ დედნისეული სიტყვების მნიშვნელობას შეესაბამება.
    ამრიგად იმისათვის, რომ არასწორად გაგებული არ იქნეს ამ სიტყვის მნიშვნელობა, ბიბლიის ზოგი თარგმანის მიხედვით ებრაელთა 1:6-ში სიტყვა პროსკინეო ითარგმნება როგორც „პატივი მიაგო“ („ახალი იერუსალიმის ბიბლია“), „პატივი სცა“ („თანამედროვე სრული ბიბლია“), „მდაბლად დაუკრა თავი“ (მეოცე საუკუნის ახალი აღთქმა“) ან „მდაბლად თაყვანი სცა“ („ახალი ქვეყნიერების თარგმანი“).
    გარდა ამისა . .თუ იესო ქრისტე ღვთის თანასწორი, ერთარსია და განუყოფელია, სად იყო ის ქვეყნად შემოყვანამდე? და თუ ქრისტე ყოველთვის სამპიროვანი ღმერთის თანასწორია, როგორღა შემოჰყავს ის ქვეყნად ღმერთს? და.იყო თუ არა ღმერთი სამარსება მანამ, სანამ ქრისტეს შემოიყვანდა ქვეყნად? ან რატომ ვერ შეძლო თავად შემოსვლა რატომ მოხდა ღვთის დახმარებით?

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      "ქვეყნად შემოყვანაში" იგულისხმება მისი კაცად შობა ისევე, როგორც ფრაზებში "დღეს გშობე შენ" ან "დღეს გავხდი შენი მამა" იგულისხმება ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ განკაცებული იესო ამავე დროს ღვთაებრივი ბუნების არის. სწორედ ამიტომ ებრძანება ანგელოზებს მისი თაყვანისცემა.

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace რატო შემოყავს მამას და არა თავისით შემოდის ყველაფერი მამაზე როგორაა დამოკიდებული რასაინტერესოა
      და ორბუნებიანობის ჰიპოთეზა საიდან მოიტანეთ საინტერესოა ბიბლიური არგუმენტი სჭირდება რაც არმოიპოვება

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace ებრ1:2) .თუ ქრისტე ღვთის ტოლია, და ერთდ იყვნენ მარადისობაში როგორ შეეძლო ღმერთს ის ?

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace (ებრ1:3)-თუ იესო ღმერთია როგორ შეიძლება ის იყოს ღვთის ხატი?

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      იოანე სახარების პირველი მუხლიდან ჩანს, რომ ძეს აქვს ღვთაებრივი ბუნება. ძე განკაცდა ანუ მიიღო ადამიანური ბუნება. მოიკლა ადამიანური ბუნებით, აღდგა ადამიანური ბუნებით და ამაღლდა ადამიანური ბუნებით, ღვთაებრივი ბუნება კი არც განუშორებია, რადგან ღვთაებრივი ბუნებს ვნება, დაზიანება ან განშორება შეუძლებელია. ამიტომ, როცა ამბობს, დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მასო (იოანე 2:19-22), გულისხმობს იმას, რომ იესო აღადგინა ღმერთმა ანუ ადამიანური ბუნება აღადგინა ღვთაებრივმა ბუნებამ. თუ ქრისტეს ორბუნებიანობა არ გესმის (საიდან მოიტანეო, რომ წერ), მაშინ საერთოდ არ გესმის წმინდა წერილი, რომელიც პირდაპირ გასწავლის, რომ ის არის ღმერთი (იოანე 1:1; "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი - იოანე 20:28) და ამავე დროს კაცი, რომელიც მოკვდა და აღდგა (და რომ ის არ არის მიქაელ მთავარანგელოზი, რა შემთხვევაშიც მკვდრეთით აღდგომა ანუ მკვდრის გაცოცხლება კი არ გამოდის, არამედ ხელახლა შექმნა, რასაც წმინდა წერილი იესოზე არ გვასწავლის - ის გვასწავლის იესოს აღდგომას და არა მიქაელის ხელახლა შექმნას).

  • @katherine8244
    @katherine8244 2 роки тому

    Iehovaa cheshmariti gmerti, ieso misi dzea naxet mates 16.16.
    Mere ieremias 10.10.
    Gaaxilet tvalebi da daafaset sasicocxlo suntkva, rac iehova gmertma gibodzat. Mxolod iehovas ekutvnis keba da dideba. Iehovas yovlis shemdzle gmerts didad sheuracxyops figurebze, xatebze tu msgavs sagnebze tayvaniscema.
    Dzalian kargad ician, Rom iehovaa yovlis shemdzle gmerti da dzalian kargad ician, Rom mxolod isaa locvebis momsmeni, magram dabrmavebuli akvt tvalebi amkveyniuri gmertit - satanisgan.
    Iehovas madzieblebs araferi moakldebat.
    Dideba iehovas!

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 Рік тому

      იოან 14-6 უთხრა იესომ „ მე ვარ ჭ ე შ მ ა რ ი ტ ე ბ ა და სიცოცხლე

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 5 місяців тому

      1.ხატებს თაყვანს არ ვცემთ 2.იაჰვე კი ღმერთის სახელია მაგრამ არა ერთადერთი

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 10 днів тому

      @@NikaGoqadze-do1do თაყვანს ვსცემთ , არა ხეს და კრასკას ,არამედ განკაცემულ„ ხორცსესხმულ „ ღ მ ე რ თ ს „ 1 ტიმ 3-16 . „იესო ქრისტეს„ და ღმერთი გარდა ქრისტესი , - ანტიქრისტეა „ და ბოლო ჯოჯოხეთი

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 10 днів тому

      @@qartvelikande2382 კიბატონო,ხატებს არა,იმას რაც ხატზეა გამოსახული მაგრამ თაყვანის ცემა ღმერთს ეკუთვნის და არა წმინდანებს მე ასე ვიცი

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 7 днів тому

      @@NikaGoqadze-do1do წმინდანებს , პატივს მივაგებთ და ვინც მათ თაყვანს სცემს ეს დაგმობილიოა მართმადიდებლობაში , პატივს მივაგებთ , როგორც მოწამეებს ქრისტესთვის , ეგნატე ღმერთშემოსილი და იპოლიტე რომაელი, ლომებს შეაჭმევინეს ქრისტეს არ უარყოფისთვის , მათ ჩვენ ,დიდ პატივს მივაგებთ მოწიწებით ,და ღმერთთან შემწეობას ვთხოვთ .გამოცხ 20-4 . ვიხილე „ იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა ს უ ლ ე ბ ი , რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    სამარე
    ჯოჯოხეთი ანუ სამარე არ არის ცალკეული საფლავი ის გაცილებით მეტს ნიშნავს(ეს5:14)(იგ27:20)(იგ30:15,16)და არა ცალკეული სამარხი ან საფლავი (ებრ. კევერ, მსჯ. 16:31; კევურაჰ, დბ. 35:20; გადიშ, იობ. 21:32). ჯოჯოხეთში პირდაპირი გაგებით რომელიმე ადგილი არ იგულისხმება ჯოჯოხეთი არის კკაცობრიობის საერთო სამარე გარდაცვლილ ადამიანთა უმრავლესობის სიმბოლური ადგილსამყოფელი (ეკლ3:20)სადაც ცნობიერება არ არის იქ ვერაფერს გრძნობენ(ეკლ9:10)ღვთის სიტყვის თანახმად ის ვინც ჯოჯოხეთშია აღდგება(გმც20:13)(საქ24:15)ამის საპირისპიროდ ის მკვდრები რომლებიც არ იქნებიან აღდგენილნი ჯოჯოხეთის(სამარის)ნაცვლად გეენაში არიან(მათ10:280(გმც20:14,15)
    მთელ ღვთივშთაგონებულ სიტყვაში შეოლი(სამარე) სიკვდილთან ასოცირდება და არა სიცოცხლესთან 2სმ. 22:6; ფს. 18:4, 5; 49:7-10, 14, 15; . მასზე ნათქვამია, რომ ის არის უკუნი სიბნელით მოცული მიწა (იობ. 10:21) და მდუმარების ადგილი (ფს. 115:17). როგორც ჩანს, აბელი იყო შეოლში მოხვედრილთაგან პირველი. მას შემდეგ მას მილიონობით მიცვალებული შეუერთდა და მასავით მიწის მტვრად იქცა.
    ასევე შეუძლებელია იმის თქმაც, რომ ის „ღვთისგან გაუცხოებული მდგომარეობაა“. ასეთი სწავლება საფუძველს მოკლებულია, რადგან ბიბლიიდან ჩანს, რომ შეოლი ღვთის „წინაშეა“ და ღმერთი „იქაც“ არის (იგ. 15:11; ფს. 139:7, 8; ამ. 9:1, 2). ამიტომ იობი, რომელსაც ტანჯვისგან გათავისუფლება სურდა, ღმერთს ლოცვაში სთხოვდა, მისთვის სამარეში ანუ შეოლში ჩასვლის უფლება მიეცა, მოგვიანებით კი გაეხსენებინა და მოეხმო (იობ. 14:12-15).
    ებრაული სიტყვა შეʼოლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი იწარმოება ებრაული ზმნისგან შაʼალ, რაც თხოვნას ან მოთხოვნას ნიშნავს. შეოლის შესახებ სემიუელ პაიკი აღნიშნავს, რომ ის არის „მიცვალებულთა საერთო საცავი ან სამყოფელი; მას ასე ეწოდება იმიტომ, რომ სამარე გაუმაძღარია და თითქოს ყოველთვი სუფრო მეტს და მეტს ითხოვს“ (A Compendious Hebrew Lexicon, კემბრიჯი, 1811, გვ. 148). ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეოლი ადგილია და არა მდგომარეობა. ის განურჩევლად ყველას „ითხოვს“ და ყველა მიცვალებულს იღებს (დბ. 37:35, სქ.; იგ. 30:15, 16).
    „მოციქულთა საქმეების“ ღვთივშთაგონებულმა დამწერმა ლუკამ (ფსალმუნის 16:10)-დან პეტრეს მიერ მოყვანილი ციტატის ბერძნულად თარგმნისას ცხადყო, რომ ჰადესი შეოლის ბერძნული ეკვივალენტია (სქ. 2:27). და კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს იგი განსხვავდება ბერძნული სიტყვისაგან(ტაფოს)რაც ცალკეულ საფლავს ნიშნავს აგრეთვე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ცხრა თანამედროვე ებრაულ თარგმანში გამოცხადების 20:13, 14-ში ჰადესის ეკვივალენტად გამოყენებულია შეოლი. სირიულ თარგმანში კი გამოყენებულია მონათესავე სიტყვა შიულ.
    გადატანითი მნიშვნელობით.
    გამოცხადების 6:8-ში ჰადესზე გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამია, რომ ის მიჰყვებოდა ფერმიხდილი ცხენის მხედარს, გაპიროვნებულ სიკვდილს, რათა მიეღო ომით, შიმშილით, ჭირითა და მხეცებით დახოცილები.
    ჰადესთან (საერთო სამარე მიწაში) მოიხსენიება ზღვაც (რომელიც ზოგისთვის სამარხად იქცა) იმის აღსანიშნავად, რომ გამოცხადების 20:13, 14-ში იგულისხმება ყველა მკვდარი, რადგან ამ მუხლებში ნათქვამია, რომ ზღვამ, სიკვდილმა და სამარემ მისცეს მათში მყოფი ყველა მკვდარი. ამის შემდეგ სიკვდილი და ჰადესი (თუმცა ზღვა არა) ჩაყრილ იქნა „ცეცხლის ტბაში“, რაც „მეორე სიკვდილს ნიშნავს“. ამგვარად, მათ ბოლო მოეღება, ანუ ჰადესი (შეოლი), რომელიც კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს, და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი აღარ იარსებებს.
    კიდევ ერთი მონაკვეთი, სადაც ჰადესი მოიხსენიება, არის ლუკას 16:22-26-ში მდიდარ კაცსა და ლაზარეზე მოყვანილი იგავი. ამ იგავში აშკარად ალეგორიული ენაა გამოყენებული და კონტექსტიდან ჩანს, რომ ის პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. თუმცა აღსანიშნავია მდიდარ კაცზე იგავში ნათქვამი სიტყვები, რომ ის ჰადესში დაიმარხა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჰადესი კაცობრიობის საერთო სამარეს ნიშნავს (იხ. გეენა; ტარტაროზი).
    ბიბლიის მრავალ თარგმანში შე’ოლი „საფლავად“ და „ორმოდ“ არის გადმოთარგმნილი. ეს არის ადგილი, სადაც მკვდრები ხვდებიან
    ებრაულისიტყვაშეʼოლ 65-ჯერ გვხვდება მასორეტულ ტექსტში. „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ ის 29-ჯერ ითარგმნა შავეთად, 17-ჯერ - ჯოჯოხეთად, 17-ჯერ - ქვესკნელად, ერთხელ - სულეთად და ერთხელ - საფლავად. გარდა ამისა, შეʼოლ ებრაულ დედანში ესაიას 7:11-ში გვხვდება და აკვილას, სიმაქუსისა და თეოდოტიონის ძველბერძნულ თარგმანებში ჰადესად ითარგმნა (იხ. სქ., Rbi 8 )
    გეენა
    ბერძნული სიტყვა „გეენა“ ბიბლიაში 12-ჯერ არის მოხსენიებული. ცეცხლის ტბის მსგავსად, ესეც მარადიული განადგურების სიმბოლოა. მართალია, ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „ჯოჯოხეთი“, მაგრამ სინამდვილეში გეენა განსხვავდება ჯოჯოხეთისგან (ებრაულად შეოლ, ბერძნულად ჰადეს).
    -ჯოჯოხეთის(სამარის) მსგავსად არც გეენაა პირდაპირი გაგებით რაიმე ადგილი გეენა ებრაული სიტყვის გე-ჰინომის ბერძნული ეკვივალენტია და ჰინომის ველს ნიშნავს ჰინომის ველი ძველი იერუსალიმის გალავნის გარეთ მდებარეობდა (იეს15:18)გარკვეული დროის განმავლობაში ამ ადგილზე კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ და ბავშვებსაც კი სწირავდნენ(2მატ33:6)(იერ7:31-33)ასეთი რელიგიური მიზნით რომ არ გამოეყენებინათ ერთგულმა მეფე იოშიამ წაბილწა ეს ველი და აღარ დაუშვა ასეთი შემზარავი საქმიანობა (2მეფ23:10)და ამის შემდეგ ის ადგილი გადაიქცა უზარმაზარ ნაგავსაყრელად ცოცხალ არსებას ცხოველსა თუ ადამიანს არ აგდებდნენ გეენაში დასაწვავად ან საწამებლად
    ნაგვის გასანადგურებლად იქ მუდმივად ენთო ცეცხლი; ხოლო იმას, რასაც ცეცხლი ვერ შთანთქავდა, მატლი ჭამდა.
    იესომ გეენა მარადიული განადგურების სიმბოლოდ გამოიყენა (მათე 23:33). მან თქვა, რომ გეენაში „მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება“ (მარკოზი 9:47, 48). ამ სიტყვებით იესო გულისხმობდა ჰინომის ველს და ესაიას 66:24-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას: „გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება“. იესომ ამ მაგალითით მარადიული განადგურება აღწერა და არა წამება. ბიბლიაში მოხსენიებული მატლი და ცეცხლი უკვე მკვდარ სხეულს ანუ გვამს ანადგურებდა და არა ცოცხალ ადამიანს.
    ვინაიდან გეენაში იმ დამნაშავეთა გვამებს ყრიდნენ რომლებიც სამარხში(რაც მკვდრეთით აღდგომის სიმბოლო იყო) დასვენების ღირსნი არ იყვნენ იესო და მისი მოწაფეები სიტყვა გეენას მარადიული განადგურების ღვთის სამყაროდან მოწყვეტის სიმბოლოდ იყენებდნენ საიდანაც არ ხდება აღდგომამისი თავდაპირველი მნიშვნელობა საფუძვლად დაედო სიმბოლურ გამოთქმას ტბა რომელიც ცეცხლითა და გოგირდით იწვის ამრიგად გეენა და ცეცხლის ტბა ერთი და იგივეა(მათ10:28)(გმც20:14,15)-მეორე სიკვდილი(გმც21:8) ამრიგად იერუსალიმის მცხოვრებლებისთვის რადგან იცოდნენ ამ სანაგვის არსებობა გასაგები იყო თუ რას გულისხმობდა იესო როდესაც მიმართავდა ბოროტ რელიგიურ ბელადეებს (მათ23:33)აშკარაა რომ იესოს ამ სიტყვებით არ უთქვამს რომ იმ რელიგიურ ბელადებს აწამებდნენ არამედ ის გულისხმობდა რომ ბოროტი რელიგიური ბელადები არ იყვნენ აღდგენის ღირსნიიესოს მსმენელებისთვის გასაგები იქნებოდა რომ გეენაში მოხვედრილები იქნებოდნენ იმ ნაგვის მსგავსნი რომელიც სამუდამოდ ნადგურდებაასე რომჯოჯოხეთი და გეენა(იგივე ცეცხლის ტბა ერთიდაიგივე არ არის)რამეთუ ჯოჯოხეთი ძჩაგდებულ იქნა ცეცხლის ტბაში! გავიხსენოთ როდესაც ისრაელები თავიანთ ბავშვებს ჰინომის ველზე ცეცხლში წვავდნენ რა თქვა ღმერთმა (იერ32:35)როგორ ექნება ღმერთს საწამებელი ადგილი თუკი მას ასეთი რამ გულშიც კი არ გაუვლია? ბიბლია გვეუბნება ღმერთი სიყვარულია(1იოან4:18)ნუთუ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად აწამებდა ადამიანებს?(მათ18:14)(იოან3:16)
    ბიბლიაში არსად არის მითითება, რომ გეენაში მყოფი პიროვნება აღდგება. „ცეცხლის ტბა“ და „ცეცხლოვანი გეენა“ - ორივე მარადიულ, სამუდამო განადგურებას ნიშნავს (გამოცხადება 20:14, 15; 21:8; მათე 18:9).
    სწავლება ჯოჯოხეთის შესახებ ბიბლიიდან არ მომდინარეობს ეს სწავლება ქრისტიანულად შენიღბული წარმართული შეხედულებაა!

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    ჯოჯოხეთის წარმოშობა
    სიტყვა ჯოჯოხეთის დღევანდელი გაგება შეესაბამება დანტეს „ღვთაებრივ კომედიასა“ და მილტონის „დაკარგულ სამოთხეში“ აღწერილს, რაც სრულიად განსხვავდებ აბიბლიაში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობისგან. თუმცა ჯოჯოხეთის, როგორც ცეცხლში სატანჯველი ადგილის, ცნება დანტესა და მილტონის დრომდე გაცილებით ადრე გაჩნდა. ერთ-ერთ ენციკლოპედიაში სტატია „ჯოჯოხეთში“ ნათქვამია: „ინდუსები და ბუდისტები ჯოჯოხეთს სულიერი განწმენდისა და საბოლოო აღდგენის ადგილად მიიჩნევენ. ისლამური ტრადიციის თანახმად, ეს არის მარადიული ტანჯვის ადგილი“ (Grolier Universal Encyclopedia, 1971, ტ. 9, გვ. 205). სიკვდილის შემდეგ ტანჯვის ცნება ძველი ბაბილონისა და ეგვიპტის წარმართულ სწავლებებშიც გვხვდება. ბაბილონელებსა და ასურელებს სწამდათ, რომ „ქვესკნელი ... იყო საშინელი ადგილი ... რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ეგვიპტური რელიგიური ტექსტებიდან არ ჩანს სწავლება ადამიანის ცეცხლში მარადიულად დაწვის შესახებ, მათში აღწერილია საიქიო, სადაც წყეულთათვის ცეცხლოვანი ორმოებია გამზადებული (The Religion of Babylonia and Assyria, მორისჯესტროუ, 1898, გვ. 581; The Book of the Dead, შესავალიე. უოლისბაჯისა, 1960, გვ. 135, 144, 149, 151, 153, 161, 200).
    სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ქრისტიანულ სამყაროში საუკუნეების მანძილზე ძირითად სწავლებას წარმოადგენს. ერთენციკლოპედიაში მართებულად არის აღნიშნული: «აზრთა სხვაობასა და მცდარი შეხედულების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ბიბლიის პირველი მთარგმნელები ებრაულ სიტყვა „შეოლს“, აგრეთვე ბერძნულ სიტყვებს „ჰადესსა“ და „გეენას“, ხშირ შემთხვევაში ჯოჯოხეთად თარგმნიდნენ. ბიბლიის გადამუშავებულ ვერსიებში მთარგმნელებმა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია გადმოიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აზრთა სხვაობისა და არასწორი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად» (The Encyclopedia Americana, 1956, ტ. XIV, გვ. 81). თუმცა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია და ერთი და იმავე სიტყვით თარგმნა ეხმარება ბიბლიის მკვლევარს, ერთმანეთთან შეადაროს მუხლები, სადაც ეს დედნისეული სიტყვები გვხვდება, მიუკერძოებლად მივიდეს სწორ დასკვნამდე და გაიგოს მათი ნამდვილი მნიშვნელობა

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    ბიბლია გვპასუხობს:
    ჯოჯოხეთი (ბიბლიის ორიგინალის ენებზე „შეოლი“ და „ჰადესი“) იგივე სამარეა და არა ცეცხლოვანი საწამებელი. ვინ მიდის ჯოჯოხეთში? როგორც კარგი, ისე ცუდი ადამიანები (იობი 14:13; ფსალმუნი 9:17). ბიბლიაში ნათქვამია, რომ კაცობრიობის საერთო სამარე „ყველა ცოცხლის შესაკრებელი სახლია“ (იობი 30:23).
    . ერთგულმა მამაკაცებმა, იაკობმა და იობმა, იცოდნენ, რომ ერთხელაც მოკვდებოდნენ და სამარეში მოხვდებოდნენ (დაბადება 37:35; იობი 14:13).
    იესოც კი, როცა მოკვდა, ჯოჯოხეთში მოხვდა. მაგრამ ის „მიტოვებული არ იყო ჯოჯოხეთში“, რადგან ღმერთმა აღადგინა (საქმეები 2:31, 32, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, ზ. კიკნაძისა და მ. სონღულაშვილის თარგმანი).
    მარადიული საწამებელია ჯოჯოხეთი?
    ყველა, ვინც ჯოჯოხეთში მიდის, მკვდრეთით აღდგება - იესო მათ ღვთის ძალით სიცოცხლეს დაუბრუნებს (საქმეები 24:15). მომავალ აღდგომასთან დაკავშირებით გამოცხადების 20:13-ში ვკითხულობთ: „სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში“ („საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“). ერთხელაც ჯოჯოხეთში აღარავინ დარჩება და იქ აღარასდროს არავინ მოხვდება, რადგან „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:3, 4; 20:14).თუ აღადგენს რაღატო აწამებს
    ისინი, ვინც ჯოჯოხეთში ანუ სამარეში არიან, არაფერს გრძნობენ. „არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:10).
    ცოდვის საზღაური სიკვდილია და არა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში წამება. „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7).
    თუ არსებობს მარადიული საწამებელი, ღმერთი არ ყოფილა სამართლიანი (კანონი 32:4). როდესაც პირველმა კაცმა, ადამმა, შესცოდა, ღმერთმა უთხრა მას, რომ დაისჯებოდა და შეწყვეტდა არსებობას: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). თუ ღმერთმა ცეცხლოვან ჯოჯოხეთში საწამებლად გაიმეტა ადამი, გამოდის, რომ სიცრუე უთქვამს.
    ღმერთს აზრადაც არ მოსვლია, რომ ვინმე ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ეწამებინა. მხოლოდ ის აზრიც კი, რომ ღმერთი ადამიანებს ცეცხლოვან ჯოჯოხეთში ტანჯავს, ეწინააღმდეგება ბიბლიას, სადაც ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8; იერემია 7:31).
    თუმცა, ყველა, ვინც კვდება, არ მიდის ჯოჯოხეთში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი იმდენად გაბოროტდა, რომ ვერასდროს შეიცვლება (ებრაელები 10:26, 27). როდესაც ასეთები კვდებიან, ჯოჯოხეთში კი არა, „გეენაში“ ხვდებიან, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (მათე 5:29, 30). მაგალითად, იესომ თქვა, რომ ზოგი თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლი იესოს დღეებში გეენაში მოხვდებოდა (მათე 23:27-33).
    მოდი საფუძვლიქნად გამოვიკვლიოთ რას ნიშნავს ის სიტყვები რომლებსაც ჯოჯოხეთად თარგმნიან

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +1

    ქრისტიანებს სიყვარულისთვის არ სცალიათ
    ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვწერო სხვა რელიგიების ნაკლოვანებებზე, მაგრამ ზოგიერთი რამის გვერდის ავლა უბრალოდ შეუძლებელია. ცოტა ხნის წინ ანტიოქიის საპატრიარქომ იერუსალიმის საპატრიარქოსთან ურთიერთობის «სრული გაწყვეტის» შესახებ გააკეთა განცხადება. ალბათ, ამ უკანასკნელმა რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვა, იტყვით თქვენ. არა, მიზეზი ასე გამოიყურება: იერუსალიმმა თავისი ეპისკოპოსი დანიშნა ყატარში, ყატარს კი ანტიოქია საკუთარ "კანონიკურ ტერიტორიად" თვლის.
    იმ მართლმადიდებლებისთვის, ვინც გარკვეული არ არის: ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოები - მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური და კანონიკური წევრები არიან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად. ეს არიან თქვენი ძმები, რომლებმაც ერთმანეთში კონკურირება დაიწყეს ტერიტორიებისა და გავლენის სფეროებისათვის, როგორც ამ ქვეყნიერებაშია მიღებული, და იქამდე "მიკონკურირდნენ" რომ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. განა არ უნდა უხაროდეთ ქრისტიანებს ის, რომ სადღაც ახალი ეპისკოპოსი გამოჩნდა, თუ ეს ეპისკოპოსი - კარგი ქრისტიანია? არა, შეურიგებელი ბრძოლა მიდის გავლენის სფეროების გამო და სენტიმენტებისათვის არავის სცალია. ეს ხდება ყველაზე მაღალ დონეზე, სრულიად ოფიციალურად. ეს ცალკეული რიგითი მორწმუნეების ცალკეული რიგითი შეცდომები როდია. ეს იგივეა, ვთქვათ, მოციქულ პავლეს რომ განეცხადებინა მოციქულ პეტრესთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, იმის გამო რომ პეტრემ სადღაც "თავისი ეპისკოპოსი" დანიშნა. ბიბლიის მკითხველისთვის ძნელია ასეთი რამის წარმოდგენა, მაგრამ ეს დღევანდელი "საეკლესიო დიპლომატიის" ნორმაა.
    ოდესღაც ერთმა რელიგიურმა მასწავლებელმა თქვა: «ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ» (იოანე 13:35). თუ ამ კრიტერიუმებს არ გამოვიყენებთ, აბა რისთვის იქნა ისინი მოცემული? რა საჭიროა ბიბლიაში ისეთი პრინციპის არსებობა, რომელსაც არავინ იყენებს? დღეს ქრისტეს მოწაფეობის განსაზღვრა ეროვნული კუთვნილებით, მოციქულთა გადმოცემებით, ღვთაებრივი ცეცხლითა და უძრავი ქონების რაოდენობითაც კი ხდება - ყველანაირად, ოღონდ არა სიყვარულით.
    რა უნდა გააკეთონ ეკლესიებმა ისეთი, რათა მათმა მრევლმა, თუნდაც არა უმრავლესობამ, მაგრამ თუნდაც მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა თქვას: «იცით, თქვენს შორის არ არის სიყვარული, ამიტომ თქვენ არ ხართ ქრისტეს მოწაფეები»? გავრისკავ და ვიტყვი, რომ ასეთი საქციელი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს.

    • @pedromayer6693
      @pedromayer6693 7 років тому +1

      ეს ყველაფერი შენი საკუთარი აზრია თუ საგუშაგო კოშკის ფურცლებიდან კოპირებული ტექსტი?
      ამბობ ვცდილობ ნაკლები ვწერო სხვის ნაკლზეო და იტყუები
      კი არ ცდილობ პირიქით აქცენტს აკეთებთ მოწმეები ყოველთვის ამაზე რათა საკუთარი თავი (ორგანიზაცია) უკეთესი გამოჩნდეს
      ჩვენ მართლმადიდებლები არ ვმალავთ და ვლაპარაკობთ ჩვენს შეცდომებზე და დანაშაულზეც
      თქვენ კი საგულდაგულოთ მალავთ თქვენს „გრეხებს“
      მალავთ იმას რომ წამდაუწუმ ცვლით სწავლებებს მალავთ რომ ორგანიზაციას ბნელი წარსული აქვს მალავტ 1000-მდე პედოფილიის შემთხვევას
      სასამართლოს პროცესის ვიდეო მაქვს და უყურე
      თქვენ არ გიყვართ ერთმანეთი თქვენ გჭირდებათ და იმიტომ ხართ ერთად
      ეგ ზღაპრები კი შეგიძლია წაშალო მერწმუნე კაციშვილი არაა მაგის წამკითხავი

    • @gio1262
      @gio1262 7 років тому

      Gio 1 როგორ გეტყობა რო საერთოდ არ იცი იაჰვეს მოწმეების შესახებ ეგრო იცოდე მეცოდინებოდა რო არათუ სწავლებების გადახედვას ვმალავთ არამედ 1870 წლიდან დგემდე თუ რამე შეცვლილა ყველაზე საუბარი ჩვენ საიტზე კატეგორიაში სწავლებებს მეტი ნათელი ეფინება ეს ერთი რაშიც ცრუობ
      მეორე რომელ შავბნელნწარსულზე ლაპარაკობს მართლმადიდებლები რომლებიც კათოლიკებათან განხეთქილებაში მყოფი სექტახართ 11 საუკუნეში ჩამოყალიბებული და თუ ვინმეს ერესად აცხადებდით სასტიკად უსწორდებოდით. ნამდვილი ქრისტიანობა შეუძლებელია იყოს ეროვნული რელიგია ქრისტესა მიისი ეკლესია სძულს ქვეყნიერებას
      თუ მართლმადიდებლებს გაიარეთ თქვენი უცდომლობა. ყველა საგად მოაზროვნე მიხვდება რო თვითაგიარება არაა საკმარისი და თუ ქვეყნიერებას აგიარა მთლიანად მცდარია რადგან მას სძულს ქრისტეს ეკლესია
      რაც შეეხება. 1000 შემთხვევას ეს იმ მტრების ნამოქმედარი ვისაც ორგანიზაციიდან წასვლა უნდოდა და ისე არ წავიდნენ რო სახელის გატეხა მცდელობა ბა აქმრქონოდათ თქვენ მონასტრებში რახდება იმას შეხედეთ გირჩევნიაათ

    • @gio1262
      @gio1262 7 років тому

      Gio 1
      სიმართლე საშინელ სექტა მართლმადიდებლებზე

      რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებსაც ერთი ნაბიჯის გადადგმის უფლებაც კი არა აქვთ მათი წინამძღოლების ნებართვის გარეშე, რომლებიც ვალდებულები არიან დაემორჩილონ და ხელები უკოცნონ მათ?
      რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც სჩადიან საშინელ დანაშაულებს, ისეთებს როგორიცაა აბორტი?
      რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებსაც ეკრძალებათ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება, ჩვეულებრივი ჭამა და ნორმალური ტანსაცმლის ტარებაც კი, რის ნაცვლადაც ვალდებულები არიან ატარონ მოუხერხებელი, არა მოდური და ტიპიური მუქი ტანსაცმელი?
      რას იტყოდით სექტაზე, რომელიც აიძულებს თავის წევრებს იცხოვრონ წარმოუდგენელ სივიწროვეში, საერთო საცხოვრებლებში, სადაც კომფორტის მინიმუმია, გათანაბრებულია ლამის ბომჟურ ცხოვრებასთან?
      რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს ქორწინებას და ბავშვების ყოლას, ანგრევს ოჯახებს, რითაც უტევს ყველაზე მთავარ, ყველაზე წმინდა ოჯახურ ფასეულობებს, პროპაგანდას უწევს დაუქორწინებლობასა და უშვილობას, რითაც აუარესებს ისედაც გაუარესებულ დემოგრაფიულ სიტუაციას საქართველოში?
      რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს მაღალანაზღაურებად სამსახურში მოწყობას, ბიზნესის წამოწყებას, სწავლასა და კარგი განათლების მიღებას, რის სანაცვლოდაც აიძულებს თავის წევრებს დაკავდნენ მხოლოდ ყველაზე მდაბიო, ყველაზე ბინძური შრომით, რისთვისაც უხდიან საცოდავ თეთრებს ან საერთოდ არ უხდიან არაფერს?
      რას იტყოდით სექტაზე, რომელიც კრძალავს ტელევიზორის ყურებას, დღესასწაულების აღნიშვნას, დისკოთეკებზე სიარულს, შვებულებაში წასვლას და სხვა ნორმალური საშუალებებით გართობას?
      რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც ვალდებულნი არიან პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში, შეასრულონ რელიგიური რიტუალები, რის გამოც მათ აღარ რჩებათ თავისუფალი დრო პირადი ცხოვრებისათვის?
      რას იტყოდით სექტაზე, რომლის წევრებიც ვალდებულნი არიან სიღარიბეში იცხოვრონ, მაშინ როდესაც უყურებენ, როგორ დასეირნობენ მათი ხელმძღვანელები ძვირადღირებული მანქანებით?
      რას იტყოდით სექტაზე, რომელიც ზღუდავს თავისი წევრების რიგ კონსტიტუციურ უფლებებს, მაგალითად: თავისუფალი გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებას (კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი), მართვის ორგანოებში არჩევის უფლებას, ბიზნესის წამოწყებისა და ქონის უფლებას, კარიერისა და პროფესიის არჩევის უფლებას და სხვა?
      აღშფოთდი ძვირფასო მკითხველო? სურვილი დაგეუფლათ რაიმე გააკეთოთ მზგავსი საშინელი სექტისაგან საზოგადოების დასაცავად? ამ შემთხვევაში მოიკრიბეთ გამბედაობა და მოემზადეთ იმის შესატყობად, რომ საქართველოში ასეთი სექტების მთელი ქსელი მოქმედებს, რომლის რიცხვიც 138-ს აღწევს. მაგრამ ნუ შეეცდებით მიმართოთ პრესას, პროკურატურას ან პარლამენტს: თქვენ მიმართვას იგნორირებას გაუკეთებენ, იმიტომ რომ ამ ქსელის წინამძღოლებს კავშირები აქვთ სახელმწიფო მმართველობის ყველაზე მაღალ ეშელონებში. ეს სექტები კანონიერ საფუძველზე მოქმედებენ, მათ წინააღმდეგ არ აღძრავენ საქმეებს და არ უწყობენ საპროტესტო გამოსვლებს, ისინი არ ხდებიან თავდასხმისა და პრესაში შავი სტატიების მსხვერპლნი. მათთან სიამოვნებით მიდიან ტურისტები, რითაც საკმაო შემოსავალი მოაქვთ მათთვის, ასევე მათ ხშირად სტუმრობენ საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, რითაც ამაღლებენ მათ პრესტიჟს. ეს ხომ - მართლმადიდებლური მონასტრებია!

    • @pedromayer6693
      @pedromayer6693 7 років тому +1

      შენ ძმაო აზრის ჩამოყალიბებაც გიჭირს ცოტა დაფიქრდი და გარკვევიტ დაწერე რისი თქმაც გინდა.
      რა იხვეწებოდა რას ეფინებოდა ნათელი? თალახი შეიძლება გაწმინდო?
      მეთერთმეტე საუკუნეში გაიყო მართლმადიდებლობა და ლათოლიკობა?
      აბა რა უნდა გიპასუხო ამაზე? ხუმრობად ჩავთვალოთ და გავიცინოთ
      პედოფილობის შემთხვევას კი რაც შეეხება მოგცემ ვიდეოს თუ გაინტერესებს სასამართლო პროცესის სადაც ორგანიზაციის პრეზიდენტი (დღევანდელი) აღიარებს რომ ვიცოდით და ვმალავდითო

    • @pedromayer6693
      @pedromayer6693 7 років тому +1

      ტყუილად არ მითქვამს შენთვის ტიპიური იაღოველი ხარ გალსტუკიანი „ჭეშმარიტ ღმერთზე“ მქადაგებელი
      სასაცილო მდგომარეუბაში ნუ იგდებ თავს

  • @ekkaguci3076
    @ekkaguci3076 4 роки тому

    Ara sachiro aseti kuchuri razborkebi bibliaze

    • @sofiasofia3550
      @sofiasofia3550 4 роки тому +2

      მიზეზი , თქვენი რასელისტების წოწიალია

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 місяців тому

      Tvlis es xalxi ro xalxis cduneba ar sheileba da moqmedebas iwyeben,argumentirebul pasuxs txoven razec saboloo jamshi pasuxxs ver igeben esaa sul

  • @SW-zb1uk
    @SW-zb1uk 5 років тому

    ღვთის "შემოქმედების დასაწყისი" ეწოდება ქრისტეს და მამას მრავალჯერ ეწოდება იესოს მამა და ღმერთი. იესო მრავალგზის აღნიშნავს, რომ ის მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა და არა საკუთარი ნების, რომ მისი სწავლება მამას ეკუთვნის და არა მას...

    • @user-jm5zf9um4p
      @user-jm5zf9um4p 4 роки тому

      კაითქო უთხარი და შეეშვი...

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому +2

    მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან , სიკვდილის შემდეგ ადამიანი არსებობას წყვეტს:
    1.(ეკლ9:5,6)-ასე რომ მკვდრები უგრძნობ და უმოქმედო მდგომარეობაში არიან ამით სოლომონმა ახსნა რას ნიშნავს სიკვდილი
    5.(იობ10:19)-იობი ამბობს რომ სიკვდილის შემდეგ იქნება როგორც არარსებული. ასევე .(იობ3:11,13,17) ის(სიკვდილი) -შეუგნებელი მდგომარეობაა ამასვე ამბობს შემდეგი მუხლებიც
    7.(ფს6:4,5)(დან12:13)
    3(ფს39:13)
    4.(ფს103:14-16)
    6.(ეს38:18,19)
    18(ფსალ49:8-10)ამრიგად სამარადისოდ რჩება ცოცხალი ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანი და არა ზეცაში ამავალი სუბსტანცია
    10.(დაბ3:19)-ღვთის სიტყვის თანახმად რას დაუბრუნდებოდა ადამი? მიწის მტვერს ზუსტად ასეა. რაიმე რომ თავის ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს თავდაპირველად ამ მდგომარეობაში უნდა იყოს . მაშ სად იყო ადამი სანამ ღმერთი შექმნიდა? იგი არ არსებობდა! ამრიგად სიკვდილ;ის შემდეგ ადამი დაუბრუნდა პირვანდელ მდგომარეობას ანუ ის აღარ არსებობდა. ამგვარად ღმერთმა გასაგებად ახსნა თუ რა მნიშვნრლობა ექნებოდა სიკვდილს ცოდვილი ადამიანისთვის!
    11.(იოან11:23,24)-მართას არ გამოუთქვამს აზრი უკვდავი სულის შესახებ რომელიც სიკვდილის შემდეგ სადღაც ცოცხლობს მას არ სწამდა რომ ლაზარე წავიდა სადღაც სულთა სამყაროში მართასთვის სარწმუნო იყო აღდგომის შესანიშნავი იმედი მას ესმოდა რომ ლაზარეს სხეულს არ გამოჰყოფია უკვდავი სული არამედ მისმა ძმამ არსებობა შეწყვიტა და სიკვდილიდან ხსნის საშუალება იქნებოდა მისი ძმის აღდგომა. აგრეთვე დავფიქრდეთ ნუთუ სიკეთის გამოვლენა იქნებოდა ლაზარეს მსგავსად ვინმეს აღდგომა დედამიწაზე თუ მან უკვე მიიღო შესანიშნავი ზეციური ჯილდო? მასაღარშეაწუხებდნენდაავადებები, საქმეაღარექნებოდაცოდვილადამიანებთან, განთავისუფლდებოდაყოველგვარიადამიანურისატანჯველისაგან... დამოულოდნელად... ისევმიწაზედაბრუნდა. იესომისმიწიერსიცოცხლეშიდააბრუნა. იმყოველივესდაუბრუნა, რისგანაცის, თითქოსდაუკვეროგორციქნაგანთავისუფლდა. დაგარდაიმისა, რომლაზარესკვლავმოუწიამიწიერიცხოვრებისყველა «მშვენიერებასთან» შეჯახება, მასკიდევერთხელმოუწევდასიკვდილი. თუდავუშვებთ, რომსაიქიოცხოვრებაარსებობს, მაშინიესოსლაზარესათვის «დათვურისამსახური» გაუწევია. მაგრამბიბლიაშიმცირედიმინიშნებაცკიარარისიმაზე, რომვინმესამმკვდრეთითაღდგომისგამოგულიგაუტყდა. ლაზარედამისიოჯახი, უდაოდხარობდნენიმისგამო, რომმას, თუნდაცდროებით, საშინელიმტერი-სიკვდილიჩამოაცილეს.
    მაშასე, ჩვენვხედავთ, რომუკვდავისულისშესახებსწავლებაოპოზიციაშიუდგასიმსუფთაჭეშმარიტებას, რომელიცბიბლიაშიაგადმოცემული
    12.(იოან11:43,44)-აღდგომის შემდეგ ლაზარეს არ მოუყოლია თუ რა გადახდა თავს სიკვდილის შემდეგ ის უბრალოდ მკვდარი იყო და უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფებოდა
    13(ლუკ14:13,14)-აქ სავსებით ნათლად არის ნაჩვენები რომ ადამიანი სიკეთისთვის ჯილდოვდება არა სულიერ სამოთხეში წასვლით არამედ დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომით
    14.(მათ5:5)-აქ არ არის ნათქვამი რომ მათი სული ცისკენ გაემგზავრება
    15(ეკლ3:19,20)
    17(ფს146:3,4)
    19(რუთ1:17) აქედან ნათელი აზრის დანახვა შეიძლება, კონკრეტულად კი იმის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არ არის და რომ მკვდრები - ეს ის მკვდრებია რომელთაც არ აქვთ გრძნობები და არსად არ აგრძელებენ სიცოცხლესა და არსებობას... ეს რუთის სიტყვებიდან ჩანს, რომელმაც ნათლად თქვა, რომ მხოლოდ სიკვდილს შეეძლო მათი დაშორება.
    22(ეზ28:18,19)-ანგელოზი სატანაც კი აღარ იარსებებს და მითუმეტეს ადამიანი (ებრ2:14)
    2.(რომ4:17)
    ღმერთმა პირველ კაცს, ადამს, აუხსნა, თუ რა ხდება სიკვდილის დროს. ვინაიდან ადამმა დაუმორჩილებლობა გამოავლინა, ღმერთმა უთხრა მას: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). ადამი არ არსებობდა მანამ, სანამ ღმერთი შექმნიდა მას „მიწის მტვრისგან“ (დაბადება 2:7). ამიტომ, როცა ადამი მოკვდა, ის ისევ მტვრად იქცა და შეწყვიტა არსებობა.
    იგივე ემართება მათ, ვინც დღეს კვდება. ბიბლია როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველებზე ამბობს: „ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:19, 20).
    სიკვდილი ძილთან არის შედარებული ის ღრმა ძილს ჰგავს
    1.(იოან11:11-13)-იესომ სიკვდილი ძილს შეადარა მკვდრეთით აღდგომა კი გაღვიძებას
    3(საქ13:36)-იესოს მიმდევრებისთვის სიკვდილი იყო ძილის მდგომარეობა სამარხი კი მოსასვენებელი ადგილი
    4.(საქ7:60)
    5.(იობ3:11,13,17)
    ყველა კარგი ადამიანი ზეცაში არ მიდის
    1(საქ2:34)
    2(მათ5:5)
    3(იგ2:21,22)
    4(მათ11:11)
    შეჯამება
    1იყო პირველი კაცი ადამი უკვდავი?(დაბ2:16,17)-(2პტრ3:8)(ფს90:4)
    2.რა დაემართა ადამს შეცოდების შემდეგ?(დაბ3:19)
    3აქვს ადამიანს უკვდავი სული?(ეზეკ13:19)(ეზ18:4,20)
    4იცის მკვდარმა სულმა რამე ან გრძნობს რამეს?(ეკლ9:5,6)(ფს39:13)
    5რა იმედი არსებობს მათთვის?(საქ24:15)(1კორ15:26)
    და მაინცფრატომააასეპოპულარულისწავლებაადამიანისუკვდავისულისშესახებ? ვინიღებსმისგანსარგებელს?
    თუ ბიბლიასთუყურადღებითგამოვიკვლევთნათელიხდება, რომამსწავლებიდანძირითადსარგებელსისიღებს, ვისაცბიბლია «სიცრუისმამას» უწოდებს (იოანე 8:44).
    დაბადებისმესამეთავშიჩვენვპოულობთმომენტს, როდესაცეშმაკიპირველადნერგავს
    ადამიანთააზროვნებაშიაზრსიმისშესახებ, რომმათშეუძლიათუკვდავებიიყვნენ. როდესაცპირველმაქალმა, ღვთისადმიგანდგომისშედეგებისშესახებღვთისგაფრთხილებაგაიმეორა, რომელთაშედეგიცსიკვდილიგახდებოდა, რაუთხრაეშმაკმა? «ამაზეგველმაუთხრაქალს: არა, არმოკვდებით» (დაბადება 3:4). იმუშავაამმოჯანყისხრიკმა? ყოველჩვენთაგანსშეუძლიასაკუთართავზეშეიგრძნოს, თურამწარეშედეგებიმოიტანაამცრუსწავლებამ!
    როგორცკაცობრიობისისტორიისდასაწყისშიშეძლოსატანამუკვდავებისმითისშექმნა, დაამგვარადადამიანებისღვთისაგანჩამოცილება, ზუსტადასევედღესაცმილიონობითადამიანიაგრძელებსიმავესატყუარის «კენკვას», რაციმასნიშნავს, რომპირველიადამიანებისმსგავსადისინიცშორდებიანღმერთს...

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      „ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“ (რომაელები 6:7) - ეს არის საგუშაგო კოშკისეული მცდარი თარგმანი შესაბამისად მცდარი ინტერპრეტაციით, თითქოს თუ მოკვდი, ცოდვები აღარ მოგეკითხება და მოგეხსნა ისინი. ამ მუხლის ამგვარი გაგება პირდაპირ ეწინააღმდეგება წმინდა წერილის არაერთ მუხლს, კერძოდ: უფლის სწავლებას განკითხვის შესახებ მატეს 16:27-ში: „ვინაიდან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულ კაცს მისი ნამოქმედარის მიხედვით.“ ამგვარი გაგება ასევე ეწინააღმდეგება უფლის სწავლებას მათეს 25:31-ში, სადაც უფალი არაორაზროვნად მიუთითებს, სად წავლენ უმართლონი - „საუკუნო წარწყმედაში,“ იგივე „გარესკნელის ბნელში, სადაც იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა“ (მათე 25:30), ან „გოდება და კბილთა ღრჭენა“ (მათე 24:51), ან „საუკუნო გმობა და შერცხვენა“ (დანიელი 12:2). ამგვარი გაგება ასევე პირდაპირ ეწინააღმდეგება 2 კორინთელთა 5:10-ს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სიკვდილის შემდეგ ცოდვები კი არ ეხსნება ადამიანს, არამედ მოეკითხება და გასამართლდება მათ გამო: „ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა - კეთილს თუ ბოროტს.“ სიკვდილის შემდეგ განკითხვა, ამ შემთხვევაში ცოდვების გამო პასუხისგება თვით უფალ იესო ქრისტეს სწავლებაა და ამ სწავლების გამო ეკლესიას უბრალოდ ამაოდ ადანაშაულებთ.
      აბა, მაშ როგორ უნდა გავიგოთ რომაელთა 6:7 - „ვინაიდან ვინც მოკვდა, ცოდვებისგან თავისუფალია“? ამ მუხლის სწორედ გაგებაში ისევ კონტექსტი გვეხმარება (და არა მისი კონტექსტიდან ამოგლეჯვა და სექტის ცრუსწავლებასთან ამაო მისადაგება): აქ პავლე მოციქული იმაზე კი არ საუბრობს, რომ ცოდვილს სიკვდილის შემდეგ პასუხისმგებლობა ეხსნება და არ დაისჯება, არამედ იმაზე, რომ ისინი, ვინც ქრისტეში ინათლებიან, ცოდვას უკვდებიან და ცოდვისგან თავისუფლდებიან ანუ ცოდვა მათზე უკვე ვეღარ ბატონობს. რომაელთა 6:2-4-ში ჩანს, რა სიკვდილზეა საუბარი: ცოდვისთვის სიკვდილზე - „ჩვენ, რომელნიც მ-ო-ვ-უ-კ-ვ-დ-ი-თ ც-ო-დ-ვ-ა-ს, როგორღა ვიცოცხლოთ მასში? ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა იესო, ჩვენს ვიაროთ ს-ი-ც-ო-ც-ხ-ლ-ი-ს გ-ა-ნ-ა-ხ-ლ-ე-ბ-ი-თ.“ - რომაელთა 6:6 - ნათქვამია: „რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და ა-ღ-ა-რ ვ-ი-ყ-ო-თ ც-ო-დ-ვ-ი-ს მ-ო-ნ-ე-ბ-ი.“ რომაელთა 6:11-13-ში ვკითხულობთ: „თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ც-ო-დ-ვ-ი-ს-თ-ვ-ი-ს მ-კ-ვ-დ-რ-ე-ბ-ა-დ და ღვთისთვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნ-უ-ღ-ა-რ ი-მ-ე-ფ-ე-ბ-ს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად. ნურც მისცემთ თქვენს ასოებს ცოდვას უსამართლობის იარაღად...“ კონტექსტიდან აშკარაა, რომ პავლე მოციქული საუბრობს არა იმაზე, რომ ცოდვილს სიკვდილის შემდეგ პასუხისმგებლობა ეხსნება და არ დაისჯება, არამედ იმაზე, რომ ისინი, ვინც ქრისტეში ინათლებიან, ცოდვას უკვდებიან და ცოდვისგან თავისუფლდებიან ანუ ცოდვა მათზე უკვე ვეღარ ბატონობს.
      რაც შეეხება მარადიული ტანჯვის წინააღმდეგ გიო 1-ის მიერ მოყვანილ სამ არგუმენტს:
      (1) მონანიების შეუძლებლობა; (2) ბოროტების მარადიულობაში მოთავსება; (3) არათანაბარი სასჯელი.
      მონანიების შეუძლებლობასთან დაკავშირებით გიო 1 წერს: „მაგრამ ჯოჯოხეთში მიტევება მოქმედებას წყვეტს: ადამიანი ძველებურად აგრძელებს არსებობას, მაგრამ ღმერთი აბსოლუტურად იგნორირებს მას. რატომ ხდება ასე? არსებობს რაიმე ბიბლიური ახსნა იმისა, თუ რატომ იგნორირებს ღმერთი თავის შექმნილს? მითუმეტეს, რომ ჯოჯოხეთში ნებისმიერი ცოდვილი მოინანიებს, თუ პირველივე წამში არა, ძალიან მოკლე დროში მაინც. მაგრამ არა, მას ეუბნებიან რომ მატარებელი წასულია. შედეგად ჩვენ ვიღებთ საშინელ სურათს: ღმერთის მილიარდობით შექმნილი, მილიონობით წლების განმავლობაში შეჰღაღადებს მას პატიებას - მაგრამ ყოველივე უშედეგოა, ის დაყრუვდა და დამუნჯდა.“
      ის, რომ ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ჩადენილი ქმედებების გამო შეიძლება მარადიულად დაისაჯოს ანუ მოწყდეს ქრისტეს, არაერთხელ არის ნათქვამი თვით უფლის მიერ: ათი ქალწულის იგავში ხუთ უგუნურ ქალწულს, რომლებიც ჩაკეტილ კარს მიღმა დარჩნენ, უფალი კარს არ უღებს მიუხედავად მათი მუდარისა: „უფალო, უფალო, გაგვიღე.“ ალბათ თქვენთვის საკვირველია, რომ ნაცვლად თანაგრძნობისა, უფალი მათ საკმაოდ მკაცრად და პრინციპულად მიუგებს: “არ გიცნობთ!“ ანუ, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „მატარებელი წასულია.“ იგავში ტალანტებზე უფალი უვარგის მონას არ იბრალებს: „ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.“ არც იმათ მიმართ ავლენს სიბრალულს, ვინც უფლის სახელით ქადაგებდა და სასწაულებს ახდენდა, თუმცა ღვთის სიყვარულის რჯულს არ აღასრულებდა. მათ უფალი საკმაოდ მკაცრად მიუგებს: „არ გიცნობთ! გამშორდით, მოქმედნო ურჯულოებისა!“ ასევე „მკაცრია“ უფალი მათ მიმართ, ვინც დაკავდა სხვადასხვა საქმეებით, მაგრამ მშიერს საჭმელი არ აჭამა, მწყურვალს წყალი არ დაალევინა, შიშველი არ შემოსა, საავადმყოფოებში და ციხეებში მყოფნი არ მოინახულა: „წადით ჩემგან წყეულნო, ს-ა-უ-კ-უ-ნ-ო ც-ე-ც-ხ-ლ-შ-ი, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.“ ასევე შეუვალია უფალი იმ მოწვეულთა მიმართ, ვინც უარი განაცხადეს ნადიმზე მისვლაზე: „ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!“
      არანაკლებ პრინციპულია უფალი იმ მდიდრის მიმართ, რომელიც უპოვარ ლაზარეს არ განიკითხავდა. მიუხედავად მდიდრის ჯოჯოხეთში ტანჯვისა და მიუხედავად იმისა, რომ მდიდარი მთლად მონსტრი არ არის (ის თავისი ძმების მომავალ ხვედრზე წუხს და არ ფიქრობს ასე: „თუ მე არ ვიქნები, სხვები წყალსაც წაუღიაო“): „ყოველივე ამის გარდა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული ისე, რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.“ აშკარაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგს გადმოსვლის სურვილი აქვს, უფალი თავის გადაწყვეტილებას აღარ ცვლის და ამიტომ უნდა თქვათ, რომ ის „დაყრუვდა და დამუნჯდა?“

    • @alexpeace7603
      @alexpeace7603 7 років тому

      რაც შეეხება სენტიმენტალურ განცხადებას, თითქოს მოსიყვარულე ღმერთი ცეცხლით არავის დაწვავას და დატანჯავს: მეგობარო, ნუ დაივიწყებთ, რომ ღმერთმა წარღვნით დასაჯა ნოეს დროინდელი უღვთო ქვეყნიერება, ცეცხლით დასაჯა სოდომი და გომორა, გავარვარებული ღუმლით დასაჯა ისინი, ვინც შედრაქის, მეშაქისა და აბედ-ნეგოს ღუმელში ჩაყრას ცდილობდნენ, ცეცხლით დასაჯა ბაალის თაყვანისმცემლები და, პეტრე მოციქულის თანახმად, საცეცხლოდ არის გამზადებული დღევანდელი უღვთო ქვეყნიერებაც.
      რაც შეეხება ბრალდებას იმაზე, თითქოს ღმერთი ვინმეს ტანჯავს (ტანჯავს - არ ტანჯავს - სიტყვებზე არ გამომეკიდო, იმედი მაქვს, ჩაწვდები, რატომ ვამბობ ანტინომიურად) - ეს ან განზრახ შეთითხნილი ბრალდებაა, ან საკითხში გაურკვევლობა: ღმერთი არის ისეთი, როგორიც არის, და პავლე მოციქულის მიხედვით, ის არის მჭამელი ცეცხლი. თუმცა მორწმუნისთვის ეს ცეცხლი ისევე უვნებელია, როგორც მოსეს დროს მაყვლის ბუჩქისთვის: უფალი თავისი მოქმედებით არავის ტანჯავს, მითუმეტეს მარადიულად. უფალთან შეხებაა ზოგისთვის მწველი ცეცხლი და ზოგისთვის ოქროდ გადამდნობი. მაგალითად, მზე თავისი ბუნებით მზეა, ერთგვარია და მიუკერძოებელია. თუმცა, ზოგი ყვავილი დღის სინათლეზე იშლება, ზოგი ჩრდილში ხარობს, ზოგს კი დღის სინათლე საერთოდ არ სიამოვნებს და მხოლოდ ღამე იშლება. დელფინი ზღვის ზედაპირზე ცხოვრობს, ზოგი თევზი კი მხოლოდ ზღვის ნბელ სიღრმეში ცხოვრობს, სიბნელე და სიცივე სიამოვნებას ანიჭებს და მზეზე რომ ამოიყვანო, სითბოთი და სინათლით დაიტანჯება და მოკვდება. როდესაც ღადარინელთა ქვეყნისკენ მიმავალი უფალი ეშმაკეულს შეხვდება, მასში მყოფი ეშმაკნი იტანჯებიან მიუხედავად იმისა, რომ უფალი მათ არ ტანჯავს. ეშმაკნი იტანჯებიან თავიანთი მდგომარეობის გამო და მათი ტანჯვა უფრო მძაფრდება უფალთან - უსასრულო სიწმინდესთან, უსასრულო სიმდაბლესთან და უსასრულო სიყვარულთან - მიახლოებისას. ამიტომ უფალი მათ წყალობას უყოფს, როცა მათ მისგან განშორების საშუალებას აძლევს. ზოგადად, უწმიდურთათვის წმიდათა საზოგადოებაში ყოფნა უფრო მტანჯველია, ვიდრე წმიდათაგან შორს ყოფნა. აქედან გამომდინარე, ჯოჯოხეთი ეს არის უპირველესად მდგომარეობა - უქრისტეობა, ქრისტესგან განშორებულობა, ქრისტესთან სიახლოვით ტანჯვა, რაც უფლის მიერ სხვადასხვა ფრაზით აღიწერება: „მათი მატლი არ კვდება“; „ტირილი და კბილთა ღრჭენა“, „გოდება და კბილთა ღრჭენა“; „ცეცხლისა და გოგირდის ტბა“; „დაიტანჯებიან საუკუნო ცეცხლში.“ ზუსტად რა არის ეს, ამის დაკონკრეტება არ იქნებოდა მიზანშეწონილი, თუმცა სასიამოვნო და შვებისმომგვრელი რომ არ არის, ეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის თავისთავად ცხადია.
      საკითხი არ დგას ისე, თითქოს ქრისტე დგას სასუფევლის კართან და ერთს ეუბნება: შენ შემოდი! ხოლო მეორეს: შენ არ შემოხვიდე! ანუ საქმე შეშვება-არშეშვებაზე არ არის. აბა რაზეა? საქმე ჩემზეა: სასუფეველი არის ისეთი სიყვარულის მდგომარეობა, სადაც დედა თავისი შვილის მკვლელს უნდა გადაეხვიოს, კაცი - თავის დედის მაგინებელს, ხოლო თავმოკვეთილი - მისთვის თავის მომკვეთს. ამიტომ მე მზარავს ეს კითხვა: მე რომ ქრისტემ ეხლა სასწაულებრივად სასუფეველში თუ სამოთხეში მომათავსოს, შევძლებ უსასრულო სიწმინდეში, უსასრულო სიმდაბლეში ცხოვრებას? ხომ არ მოვიწყენ ადამივით? და ვხვდები, რომ საქმე ჩემშია: დავიტევ უფალს, როგორც უსასრულო სიყვარულისა და უსასრულო სიწმინდის წყაროს და მუდამ მასთან ყოფნას? (შემთხვევითი არ არის, რომ „მოწმეებს“ ზეციური ცხოვრება არ აინტერესებთ, როგორც ხშირაც თვითონვე აღიარებენ ხოლმე). მინდა მე უსასრულო სიწმინდე? უსასრულო სიმდაბლე? უსასრულოდ სხვისთვის უანგაროდ მსახურება? და ვგრძნობ, რომ თუ არა უფლის წყალობით და მადლით, ეს ჩემთვის შეუძლებელია. ამიტომ, ნუ წარმოვიდგენთ ისე, თითქოს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ღმერთი წარმოჩენილია სასტიკ, მრისხანე მსჯულად, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს სხვათა მარადიული ცეცხლში ყოფნა - ეს ცეცხლი მოუნანიებელი ადამიანის ვნებებია, რომელიც ტანჯავს მას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ღმერთი ჩვენს თავისუფალ ნებაზე და არჩევანზე არ ძალადობს. ამიტომ, ის, რასაც ადამიანი ამ სხეულში ყოფნისას აირჩევს, განსაზღვრავს მის მარადიულობას აღდგომისა და სამსჯავროს შემდეგ: უფლისგან მარჯვნივ მდგომნი საუკუნო სიცოცხლეში მიდიან, რასაც პავლე მოციქული „მარადის უფალთან ყოფნას“ უწოდებს (1 თეს. 4:17), ხოლო მარცხნივ მდგომნი საუკუნო წარწყმედაში ანუ წაწყვეტაში (ქრისტესგან, როგორც სიცოცხლის ვაზისგან, მოწყვეტაში) მიდიან. ანუ ჭეშმარიტი სიცოცხლე, იგივე სამოთხე, არის სიცოცხლე ქრისტეში ქრისტესთან ერთად (ლუკა 23:43; იოანე 6:50-58).
      რაც შეეხება არათანაბარი სასჯელის არგუმენტს, რომ თითქოს უსამართლობაა იტანჯოს ადამიანმა მარადიულად მისი რამდენიმეწლიანი ცოდვილი ცხოვრების გამო. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ღმერთი ადამიანს მარადიულ ხვედრს ისე არ განუჩენს, რომ არჩევანის შესაძლებლობა არ მისცეს - ეს ასე მოხდა ადამისა და ევას შემთხვევაში, ასე მოხდა ლოტის შემთხვევაში, ასე მოხდა ნოეს დროინდელი ხალხის შემთხვევაში და ასეა მას შემდეგაც. ამიტომ არჩევანს ადამიანი აკეთებს - მას ან სურს უფალთან ყოფნა, ან არ სურს და არც აწუხებს ეს. რაც შეეხება უსამართლობის არგუმენტს, აქ ერთი კონტრ-კითხვა მიჩნდება: „საგუშაგო კოშკის“ ორგანიზაციის სწავლებით, ისინი, ვინც იეჰოვას არ აირჩევენ, მარადიულად განადგურდებიან, ხოლო ვინც იეჰოვა არ აირჩია ან იეჰოვას მოწმეებს დევნიდა და უკვე გარდაიცვალა, აღდგომისას აღარც კი აღდგება, მის ტანჯვაზე და პასუხისგებაში მიცემაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ავიღოთ ორი ასეთი ადამიანი: ერთი 20 წლის ახალგაზრდა, რომელმაც შეგნებულად და გააზრებულად არ აირჩია იეჰოვას მოწმეების რელიგია, თუმცა მათთვის რაიმე ქმედითი წინააღმდეგობა არ გაუწევია, და ავიღოთ ჰიტლერი, რომელმაც იეჰოვას მოწმეებიც დევნა, მართლმადიდებლებიც, და 50 მილიონამდე ადამიანის სიკვდილი და ასევე მილიონობით ადამიანის ტანჯვა-წამება გამოიწვია. ამ ორი ტიპის ადამიანიდან არცერთი აღდგება და ორივე ერთი და იმავე სასჯელით ისჯება მაშინ, როცა მეორემ უზარმაზარი მასშტაბის დანაშაული ჩაიდინა, ხოლო პირველმა უბრალოდ არ ირწმუნა „იეჰოვას მოწმეების“ და ცხოვრების ბოლომდე მართლმადიდებელი ან კათოლიკე დარჩა. არ არის ეს უსამართლობა? რატომ ისჯება ერთი და იმავე სასჯელით ეს ორი ადამიანი, როცა მეორის ბრალეულობა განუზომლად აღემატება პირველისას? ასე, რომ არათანაბარი სასჯელის არგუმენტი დაუსაბუთებელია და სავარაუდოდ საკითხის ცალმხრივად შეფასებით არის გამოწვეული.

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace ერთ მუხზე ერთწინადადებას გამოყევი სალააპარო ომარერი გავ მარLმდიდებლბლებს
      მოციქული პავლე ამბობს, რომ მას, ვინც მოკვდა, „ცოდვა მოეხსნა [დიკეოოს ერთ-ერთი ფორმა]“, რადგან ცოდვებისთვის საკუთარი სიცოცხლით ზღო (რმ. 6:7, 23).
      სწორედ სიკვდილის მაგალითზე ამბობს პავლე თამამად რო მ მსგავსად განვთავისუფლდით 6:2 და როცა დაიმარხნენ ქრისტესთან ანუ ძველი ცხოვრებისთვის მოკვდნენ 6:4 უკვე ახალი ცხოვრებით ცხოვრობნენ ზუსტად იმის ანალოგზე როგორც ფიზიკურად მკვდარი ადამიანი ს შემთხვევაში მოხდებოდა .
      დამატებით ამ აზრს ამყარებს რომაელების 6:23 იგივე კონტექსი გვეუბნება რომ სწორედ ვოდვის შედეგია სიკვდილი ამადამიანმა გადაიხადა და მართლმადიდებლები მაინც ადანშაულებთ მ აამიანებს დააყენთ მიწაში ოსხალხი
      გავრცელებული შეხედულების საპირისპიროდ, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანები გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოიმოქმედებენ (წაიკითხეთ რომაელების 6:7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიკვდილი აბათილებს სიცოცხლეში ჩადენილ ნებისმიერ ცოდვას.
      მიუკერძოებლად გასამართლდებიან. ისინი გასამართლდებიან „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“, რომლებიც იმ დროს გაიშლება. ამ გრაგნილებში არც მათი წარსულია ჩაწერილი და არც ის კანონები, რომელთა მიხედვითაც ადრინდელი საქმეებისთვის გასამართლდებიან, ვინაიდან „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. მათ სიკვდილით უკვე მიეზღოთ წარსულში ჩადენილი ცოდვებისთვის (რმ. 6:7, 23). აღდგომა მათ საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ღვთის მიმართ და აჩვენონ, სურთ თუ არა ყველასთვის გაღებული იესო ქრისტეს გამოსასყიდის დაფასება (მთ. 20:28; ინ. 3:16).
      ასე რომ, სამოთხეში ისინი სიკვდილამდე ჩადენილი ცოდვების გამო კი არ გასამართლდებიან, არამედ იმ საქმეების გამო, რასაც აღდგომის შემდგომ გააკეთებენ.
      გამოცხადების 20:12-ში აღწერილია, რა მოხდება დედამიწაზე გასამართლების პერიოდში და ნათქვამია, რომ მკვდრეთით აღდგენილები „გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით ... თავიანთი საქმეებისამებრ“ გასამართლდებიან. ისინი არ გასამართლდებიან ძველი საქმეების მიხედვით,
      აღდგომის შემდეგ უმართლოებს ღვთის კანონების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ, როდესაც მათ წინ გაიშლება სიმბოლური გრაგნილები. ამის შემდეგ ისინი გასამართლდებიან „თავიანთი საქმეებისამებრ“, ანუ იმის მიხედვით, იცხოვრებენ თუ არა ღვთის პრინციპების თანახმად (გამოცხადება 20:12, 13). ბევრ უმართლოს პირველად მიეცემა იმის რეალური შანსი, რომ გაეცნოს ღმერთს, შეასრულოს მისი ნება და იცხოვროს მარადიულად დედამიწაზე.
      გარდა ამისა, აზრს მოკლებული იქნება ხალხის აღდგენა გასანადგურებლად. იოანეს 5:28, 29ა-ში იესომ დაგვანახვა, რომ მომავალში იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა. 29-ე მუხლის მეორე ნაწილში კი მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მათი აღდგომა გასრულყოფილებისა და გასამართლების შემდეგ.
      იოან5:29იოან. 5:28, 29: ბერძნულ ტექსტში არ არის გამოყენებული სიტყვა „ტაფოს“ [სამარე, ცალკეული საფლავი] ან „ჰადეს“ [კაცობრიობის საერთო სამარე] მრავლობით რიცხვში. ნაცვლად ამისა, „სამარხებად“ ნათარგმნია სიტყვა „მნემეიონ“ [ხსოვნა, სამახსოვრო სამარხი], რომელიც დატივუს [მიცემით] ბრუნვაში და მრავლობით რიცხვშია. ეს სიტყვა ყურადღებას ამახვილებს გარდაცვლილის ხსოვნაზე. ამ „სამარხებში“ ვერ იქნებიან მიუტევებელი ცოდვების გამო „გეენაში“ მოხვედრილები. „სამარხებში“ არიან ისინი, ვინც ღმერთს ახსოვს. სწორედ ისინი აღდგებიან და ღმერთი მისცემს მათ მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას (მათ. 10:28; მარ. 3:29; ებრ. 10:26; მალ. 3:16).
      სიცოცხლის აღდგომისა და სასამართლოს აღდგომის დროის დადგენაში დიდ დახმარებას გვიწევს იოანეს 5:25, რომელშიც იესო საუბრობს ფიზიკურად ცოცხალ, მაგრამ სულიერად მკვდარ ადამიანებზე (განხილულია ქვესათაურში „სიკვდილიდან სიცოცხლეში გადასვლა“): „მოდის საათი და უკვე მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს [სიტყვასიტყვით „ვინც მოისმენს“, Int], იცოცხლებს“. იესო აქ მხოლოდ ყურით მოსმენას კი არ გულისხმობდა, არამედ მოსმენილის ჭეშმარიტებად აღიარებასა და შესმენას. სიტყვები „გაგონება“ და „მოსმენა“ ბიბლიაში ხშირად გამოიყენება ყურის გდებისა და მორჩილების მნიშვნელობით (იხ. მორჩილება). ვინც მორჩილი აღმოჩნდება, იცოცხლებს (იხ. ინ. 6:60; 8:43, 47; 10:3, 27, რომლებშიც გამოყენებულია იგივე ბერძნული სიტყვა [აკუო], „გაგონება, მოსმენა“). ისინი გასამართლდებიან არა იმის საფუძველზე, რასაც იესოს ხმის მოსმენამდე აკეთებდნენ, არამედ იმის მიხედვით, რასაც მოსმენის შემდეგ აკეთებენ.
      ზემოხსენებულიდან გამომდინარე, იესო „კარგის მოქმედთა“ და „ცუდის მოქმედთა“ ქმედებებს სასამართლოს დასასრულის გადმოსახედიდან აფასებს ანუ იმის მიხედვით, რას აკეთებდნენ ისინი მას შემდეგ, რაც „გრაგნილებში ჩაწერილის“ დაცვის შესაძლებლობა მიეცათ. მხოლოდ ამ სასამართლოს დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ აკეთებდა კარგს და ვინ ცუდს. „კარგის მოქმედნი“ („გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით“) სიცოცხლით დაჯილდოვდებიან, „ცუდის მოქმედთ კი“ მსჯავრი დაედებათ. აღდგომა ზოგისთვის სიცოცხლის მომტანი იქნება, ზოგისთვის კი - მსჯავრის.
      რაც შეეხება მათეს 16:27-ს აქ მეორედ მოსვლზეა საუბარი და ვინც ცოცხლები არიან მათ იეზღვებათ.ა აა ვრებზე რომლებსც სიკვდილმა ცოდვ მოუხსნა ისევე როგორც პავლეს ქრისტეში სიკვდილმა ცოდვა იგივეს ამბობს მათეს 25:31 ა დმაგოგიას ნუ წეწევი ქრისეს სწავლება თქვენ არ გაქვთ გაგებულიცეცხლი სამუდამო განადგურების სიმბოლოა და არა სამუდამო ტანჯვის ბოროტები აქსე ვთქვათ სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან(რმ6:23)ცოდვის საზღაური სიკვდილია და არა მარადიული ტანჯვატანჯვაშეადარე-(ეკლ9:5,10)-თუ მკვდრებმა არაფერი იციან და მათი ფიქრებიც ქრება როგორ შეიძლება იტანჯონ?„ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია: «სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს 1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების; 2) შეზღუდვას, შეკავებას . . . 3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა - ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9
      ბრმდმადიდებლებს ბრმად გწამთ
      2კრ5:10. ყველა არახელსაყრელი განაჩენი არ ნიშნავს სიკვდილს. ეს კარგად ჩანს 1 კორინთელების 11:27-32-დან, სადაც პავლე უფლის გახსენების საღამოს აღნიშვნაზე საუბრობს. მისი სიტყვების თანახმად, თუ ადამიანი არ უკვირდება თავის საქმეებს, ის შეიძლება „საკუთარი თავის გასასამართლებლად“ ჭამდეს და სვამდეს. პავლე დასძენს: „როცა ვსამართლდებით, იეჰოვა გვსჯის, რათა ქვეყნიერებასთან ერთად არ დაგვედოს მსჯავრი“. ასე რომ, იეჰოვამ შეიძლება ადამიანს არახელსაყრელი განაჩენი გამოუტანოს, მაგრამ თუ მოინანიებს, არ განადგურდება.
      განაჩენი რომ ყოველთვის გამამტყუნებელი არ არის, 2 კორინთელების 5:10-დანაც ჩანს. მათზე, ვინც სასამართლო ტახტის წინაშე წარდგებიან, ნათქვამია: „თითოეულმა [უნდა] მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც ... აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი“ ის ცხებულები კი, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ მიწიერი სიცოცხლე, ყველანაირად ცდილობენ, ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგომის საშუალებით „საზღაურს“ - ზეცაში სულიერ სიცოცხლეს - მიიღებენ (2 კორინთელები 5:1-3, 6-8, 10; 1 კორინთელები 15:51, 52; გამოცხადება 14:13). „

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      Alex Peace მარადიული ტქნჯვა და განადგურება არაა ერთიდაიგივე უყურო ტანჯვა წამებას და ასეთი ადგილი შექმნა ეს არაა სიყვარული და არც ამას ასწავლის ბიბლია. როგორც კეთილები ისე ბოროტები ხვდებიან იქ
      1(საქ2:31)(ეს53:9)
      2(იობ14:13;იობ1:8)
      3(ეკლ3:20) ასერო ტყუილად წერ ამდენს თეორიული გაგებებით მას ე კათოლიკები უფრო გონიერები არიან ლიმბოდა განსაწმენდელი რო დააბრეხვეს

    • @Gio-um1lr
      @Gio-um1lr 7 років тому

      მაგას არ ასწავლიან არაღდგებაო ვინც დევნიდაა. ყველა აღდგებაა ასერო ცილს გვწამებ
      და როცა იძახი რო ვინც არ ირწმუნებს მოწმეების სწავლებასო ის ნადგურდება და არა იტანჯება ამას ვე რ ასხვავებთ
      მაგალითად მომაკვდავმა ცხოველმა რომარ იტანჯოს ადამიანები ზოგჯერ გადაწყვეტენ რომ მოკვდეს მალევე ვიდრე იტანჯოს ესუფრო ლმობიეტეებაა თუ განგებ მოუწყო სატანჯველი და მერე სიამოვნებით უყურო
      მაგჯტოა ნათქვამი წაართვი ქრისტიანს ჯოჯოხეთის შიში და მას წაართმევ რწმენას

  • @ekkaguci3076
    @ekkaguci3076 4 роки тому

    იერუსალიმის ტაძარზე აწერია იეჰოვა და ქურდულად მგვდლებს ურციეთ საქმები სახელს რო მალავენ ღმერის

    • @qartvelikande2382
      @qartvelikande2382 4 роки тому +1

      იესო ქრისტე , ებრ. იეჰოშუა ,იჰვჰ, გ ა დ ა მ რ ჩ ე ნ ი . გიხსნი „ რომ. 10 -9 . თ უ შენი ბაგით აღიარებ , რომ იესო უფალია „იჰვჰ„ გ ა დ ა რ ჩ ე ბ ი . რომ. 10-.13 . ყოველი ვინც უფლის„იესოს, ,იჰვჰ „ სახელს „ მოუხმობს გ ა დ ა რ ჩ ე ბ ა. სქ. მოც.4-12 . არც არის ცის ქვეშ ,მიცემული სხვა ს ა ხ ე ლი რომლითაც გ ა დ ა ვ რ ჩ ე ბ ი თ , იესო ქრისტე „ იჰვჰ „ ქრისტე ღმერთმა გონება გაგიხსნას , ქრისტეა„ იჰვჰ , იეჰოვა„მხსნელი მარადიული სიკვდილისაგან ,მამის თანასწორი ღმერთი .მთ 28-19

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 місяців тому

      Ierusalimi im qveyanashi arari sadac qriste jvars acves?:⁠-⁠(:⁠-⁠(

  • @hermitff7973
    @hermitff7973 2 роки тому

    biwo erti ragac mainteresebs rato ubnevt xalxs gzas zog zogi ertebi rodesac bibliashi yvelaferi garkvevit weria rato xlartavt es martmadideblebi da zog zogi ertebi ragaceebs ertmanetshi. iahoves mowmeebi arian gmertis xalxi da gmertis principebit cxovroben da martmadideblebis umetesi nawili ariqcevit gmertis mosawonad jer simartles tvals ver usworebt wesivrad . rato scemt xatebs tayvans aris sadme bibliashi natqvami rom eklesiisgan wmindanad sheracxul xalxis suratebs tayvani ecito? piriqit gmerti ambobs rom adamianisgan xelit qmnil nivts tayvani arunda vcet. martmadideblebma marto icit iagovelebis tqma da dacinva magatze roca martmadideblad moyavt tavebi da arcician martmadidebloba ras nishnavs da zalian cudi cxovrebit cxovroben amdros iahoves mowmeebi gmertis principebs icaven da swori cxovrebit cxovroben. jer sityva sameba bibliashi arsadaa moxseniebuli esec martmadideblebma moigonet. ieso aris mama gmertis anu iehovas ze. ieso da mama gmerti ertni arian im gagebit rogorc mama da shvili magram ara im gagebit rom ieso tanasworia. anu rogorc martmadideblebi ambobt mama ze da suli wminda erti gmertia magram es bibliashi arsac weria rom es sami ertad unda mivigot rogorc erti gmerti. kargit tu es sami erti gmertia mashin ieso ratom ambobs aravin icis is dro garda mamisao mashin tu ertni arian gamodis rom iesomac unda icodes meored mosvlis zusti dro rogorc martmadideblebis tqmit mamis tanasworma. iahoves mowmeebis religia seqta araris piriqit iahoves mowmeebi arian sufta qristianebi da damimtkicet vinmem rom ararian sufta qristianebi da seqtaa. rames rom ityvit xolme ubralod arunda tqvat argumentebi unda gqondet da ese uazrot arunda ezaxot iagovelebi da arunda dascinot zaan did codvas aketebt da dafiqrdit cota. rato amoshala eklesiam gmertis saxeli iehova 1992 wels ? rato arunda icodes xalxma simartle? iehovam tqva rom chem saxels qvebic ki igagadebeno. yvelas moetxoveba tavis droze tavis chadenili codvebi da yvela yvelafers gaigebt im dros vin yofila martali da mtyuani

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 місяців тому

      Modi am religiis da dajgufebis satave davinaxot da ganvasxvaot,martlmadidebloba 1 saukunidan dgemde modis,iehovas mowmeebi ki mat mogvianebit gamoeyofian anu eresi warmoishva ,me mirchevnia dzveli droidan moyolebul weshmarit religiaze davrche vidre eresshi gadavvarde

    • @hermitff7973
      @hermitff7973 9 місяців тому

      @@NikaGoqadze-do1do ცუდია რომ ასე გგონია რომ რახან მართმადიდებლობა უფრო ძველი რელიგიაა ჭეშმარიტია, საქმეებში წერია რომ მათი ანუ მოციქულების წასვლის შემდეგ ცრუ სწავლებებით ჩაანაცვლებდნენ მალევე და მასეც მოხდა 300 წლისკენ უკვე ცრუ სწავლებით დამახინჯდა ჭეშმარიტი ქრისტიანობა რაც იესო ქრისტემ დაამყარა, და დანიელში კი წერია რომ ბოლო დღეებში ჭეშმარიტი ცოდნა გავრცელდებოდა, ასევე ბიბლიური წინასწარმეტყველებები მაგალითად სასიხარულო ცნობის ქადაგება სამეფოს შესახებ რომელსაც მხოლოდ იეჰოვას მოწმეები აკეთებენ მართმადიდებლობას ამ წინასწარმეტყველებებთან არანაირი საქმე აქვს, მოციქულებმა მთელი თავაანთი ცხოვრება ქრისტეს და სასიხარულო ცნობის ქადაგებაში დახარჯეს ისინი სახალხოდ თუ კარდაკარ ყველგან ქადაგებდნენ და ჩვენც ასე უნდა გავაკეთოთ

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 5 місяців тому

      ​@@hermitff7973ბევრს არაბიბლიურს ასწავლიან!
      P.s ხატებს თაყვანს არ ვცემთ,თუ ფიქრობთ რომ თაყვანს ვცემთ გამოიკვლიეთ ,რავი კითხეთ მღვდელს,ან იუთუბში მონახეთ ან კატეხიზმო წაიკითხეთ ,დაუფიქრებლად და გამოუკვლევლად ბრალდებები და რაიმეს ძახილი ცუდია

  • @SW-zb1uk
    @SW-zb1uk 5 років тому

    გიორგი, ყველა შენ კითხვაზე შეიძლება პასუხის გაცემა ბიბლიიდან, თუ მართლა გულწრფელად გაინტერესებს, მათ შორის ტიტულ "ალფასა და ომეგაზეც", რომელიც, დიახაც დასაწყისსა და დასასრულს ნიშნავს და სწორედ ამიტომ, იესო სამართლიანად იზიარებს ამ ტიტულს მამასთან ერთად.მეტსაც გეტყვით, დიახაც, ღვთაებრივია, მეტიც , ღმერთია იესო, ღმერთი ძლიერი, მაგრამ არა ღმერთი ყოვლისშემძლე და არა ღმერთი უსაწყისო! იესოს ღვთის შემოქმედების დასაწყისი ეწოდება ( კიდევ ერთხელ გადახედეთ გამოცხადების წიგნს) რაც შეეხება მიქაელ ანგელოზისა და იესოს იგივეობას- ამის დასადასტურებლად შეადარეთ მუხლები: გამ.2:7-- გამ.19:14-16 ; დან.2:1--რომ.8:34--1ტიმ.2:5; იუდა9--1თეს.4:16. აგრეთვე იუდა9--ზაქ.3:2--გალ.4:14 რა კითხვებიც თქვენ დასვით, იგივე შეკითხვები მქონდა 7 წლის წინ მოწმეებთან და რა თქმა უნდა, ყველა რიგით მორწმუნეს არ აქვს პასუხი ასეთ კითხვებზე, მაგრამ პასუხების პოვნა მაინც შესაძლოა , თუ მოძებნით საკვლევ სახელმძღვანელოებში . გმადლობთ.

    • @sofiasofia3550
      @sofiasofia3550 4 роки тому

      თუ მკვდრებს აღადგენს იესო, ყოვლისშემძლე როგორ არაა?

    • @sofiasofia3550
      @sofiasofia3550 4 роки тому

      თუ მკვდრებს აღადგენს იესო , ყოვლისშემძლე როგორ არაა/

    • @SW-zb1uk
      @SW-zb1uk 4 роки тому

      @@sofiasofia3550 ყოველგვარი ძალა და ძალაუფლება იესოს მამისგან აქვს მიღებული, მაგრამ ტიტული "ყოვლისშემძლე ღმერთი" მხოლოდ მამას ეკუთვნის.ეს ბიბლიიდან არის ცნობილი და უბრალო ადამიანურ ვარაუდს არ წარმოადგენს.

    • @sofiasofia3550
      @sofiasofia3550 4 роки тому +1

      @@SW-zb1uk თუ ძე შემოქმედია , აბ ა ყოვლისშემძლეობა რა არის ?

    • @SW-zb1uk
      @SW-zb1uk 4 роки тому

      @@sofiasofia3550 ძე მამის ხელმძღვანელობით და მის მიერ ბოძებული წმინდა სულის მეშვეობით ქმნიდა, იგავების 22:8ში, სადაც ბიბლია იესოს წარმოგვიდგენს , როგორც ღვთის სიბრძნეს, დედამიწაზე ადამიანად დაბადებამდე (გამოყენებულია მხატვრული ხერხი "გაპიროვნება"),იგი ,ანუ იესო, თავის თავს ოსტატს უწოდებს, გამოცხადების 3:14 მას "ღვთის შემოქმედების დასაწყისს" უწოდებს, ხოლო კოლოსელთა 1:15 "პირმშოს ყველა ქმნილებას შორის" , ანუ იესო ღვთის პირველი ქმნილებაა და შემდგომ, როგორც ბიბლია განგვიმარტავს, ყველაფერი მისი მეშვეობით შეიქმნა , ხოლო იოანე 1:2,3 გვასწავლის: "
      2 ის დასაწყისში+ღმერთთან+ იყო.3 ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა,+ მის გარეშე არაფერი გაჩენილა.
      4 მისი მონაწილეობით გაჩნდა სიცოცხლე+და სიცოცხლე იყო ადამიანთა სინათლე.+" ანუ კითხვები აღარ რჩება- იესო არის მამის "პირმშო", უშუალოდ მამისგან შექმნილი, მისი "შემოქმედების დასაწყისი" , ხოლო ყველაფერი და ყველა დანარჩენი მამის ხელმძღვანელობით იესოს მეშვეობით და მონაწილეობით შექმნილი

  • @Gio-um1lr
    @Gio-um1lr 7 років тому

    როგორი ბუნება აქვს იესო ქრისტეს
    სამების მტკიცებულებები ხშირადაა აგებული სიტყვაზე «ბუნება» და გაგებაზე «ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება». . ეს ძალიან უცნაური არგუმენტაციაა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, გაუგებარია, რა არის ეს - «ღვთაებრივი ბუნება». ? რა არის?(სიტყვა არსს თავი დავანებოთ მსგავსი სიტყვა არ გვხვდება ბიბლიაში) ამ ტერმინით სარგებლობა, ყოველგვარი ნათელი განსაზღვრების გარეშე შეიძლება და განსაზღვრებისას კი კითხვა უფრო მეტი იბადება ვიდრე პასუხი. განვიხილოთ მისი განსაზღვრების სამი ვარიანტი.
    1) «ღმერთის ბუნება».
    ზუსტად რა იგულისხმება რაიმეს ბუნების ქვეშ: აგებულება, ფუნქციები, როლი, სტატუსი, შესაძლებლობები, ტიტული, თვისებები, პიროვნება და კიდევ რაღაც თუ ეს ყველაფერი ერთად? მაგალითად, მე რომ ვთქვა «ჩემი მეზობლის ბუნება», რა უნდა ვიგულისხმოთ ამაში: მისი ქიმიური შემადგენლობა, ბიოლოგიური სახეობა, სქესი, სამუშაო ადგილი, ოჯახური მდგომარეობა, პიროვნული თვისებები, მისი პიროვნება როგორც ასეთი თუ მისი, როგორც ჩემი მეზობლის სტატუსი - რა? როგორი ფაქტორები წარმოადგენენ «ბუნების» ჩამომყალიბლებლებს და როგორი - არა? ზოგი პარამეტრით, იესოსა და იეჰოვას ბუნება შეიძლება ემთხვეოდეს, ზოგით განსხვავდებოდეს - ზუსტად ისევე, როგორც ორი ნებისმიერი სხვა პირის შემთხვევაში, მათ შორის იეჰოვასა და ადამოანის (მაგალითად, ადამიანს შეუძლია ღვთიური თვისებების გამოვლინება). გაგება «ვიღაცის ბუნება» უბრალოდ ძალიან ფართოა.
    2) «ისეთივე ბუნება, როგორც ღმერთს აქვს». მთლად იგივე არაა, მაგრამ ანალოგიურია.
    აქაც მსგავსი პრობლემაა. კონკრეტულად რომელი პარამეტრითაა ქრისტეს ბუნება ღვთის ბუნების ანალოგიური? ყოვლისშემძლეობით? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შეუქმნელობით? ანალოგიურად. საწყისის არ ქონით (დაუსაბამობით, მარადიულობით)? ანალოგიურად. ან იქნებ მას სულიერი ბუნება აქვს? მაგრამ ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ ანგელოზებს, დემონებს და ციური ცხოვრებისათვის აღდგენილ ქრისტისნებს. ბიბლიაში არ არის ისეთი ატრიბუტები ან მახასიათებლები, რომლებიც იესოს რაიმე უნიკალურს გახდიდნენ და მკვეთრად განასხვავებდნენ სხვა ქმნილებებისაგან.
    3) «ბუნება სახელწოდებით ღმერთი», ანუ ტრინიტარული ტერმინი «თანაარსის» გაგებით.
    კი მაგრამ «ღმერთი» - ეს ბუნების სახელწოდება არაა. ლინგვისტიკის თვალსაზრისით ესაა ტიტული ან სტატუსი, როგორც «პრეზიდენტი». პრაქტიკაში, ჩვენ ამ სახით უფრო ხშირად ავღნიშნავთ პიროვნებას, რომელიც კონტექსტით წინასწარ ცნობილია. ვთქვათ, საქართველოში მოცემულ მომენტში, როდესაც ვამბობთ «პრეზიდენტი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვამთ, მაგრამ ვგულისხმობთ გიორგი მარგველაშვილს, თუნდაც პირდაპირ არც კი ვახსენოთ ის (თუმცა გამონაკლისები არსებობს, მაგალითად კომპანიის პრეზიდენტი - ყველაფერი გამოთქმის კონტექსტზეა დამოკიდებული). ზუსტად ასევეა ქრისტიანობაშიც, როდესაც ვამბობთ «ღმერთი», ჩვენ ტიტულს კი წარმოვთქვავთ, მაგრამ ვგულისხმობთ ყოვლისშემძლე შემოქმედის პიროვნებას სახელად იეჰოვა (ისევ და ისევ რამოდენიმე გამონაკლისით სხვა კონტექსტისას). როგორც არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით პრეზიდენტი», ასევე არ არსებობს «ბუნება სახელწოდებით ღმერთი». როგორც არ არსებობს «ბუნება გიორგი მარგველაშვილი», ასევე არ არსებობს «ბუნება იეჰოვა». ყველა ამ შემთხვევაში ესაა ერთი კონკრეტული პიროვნების აღმნიშვნელი და არა საერთო რიგითი გაგება, რომელიც პიროვნებათა ჯგუფს ახასიათებს. პრეზიდენტის ძე ავტომატურად პრეზიდენტი არ ხდება, ისევე როგორც ღმერთის ძე არ ხდება ავტომატურად ღმერთი.
    შემდეგ, ბიბლიაში აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ არის ქრისტეს ბუნებაზე. მაგალითად, ავიღოთ საპატრიარქოს თარგმანი, სიტყვა «ბუნება» (და მისი ბრუნვითი ფორმები) ახალ აღთქმაში 8-ჯერ გვხვდება, მაგრამ არცერთ მათგანში, არცერთხელ არაა ქრისტე ნახსენები: 2 პეტრე 2:12; იუდა 1:10; რომაელები 2:14; 2:27; 11:24; 1 კორინთელთა 11:14; გალატელთა 2:15; ეფესელთა 2:3 (ღმერთიც კი არაა ნახსენები). ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, როგორი «ბუნება» აქვს მას - ღვთაებრივი, არაღვთაებრივი, ნაწილობრივ ღვთაებრივი თუ კიდევ რამენაირი. ძალიან უცნაურია, იმის ყურება, თუ როგორ ბჭობენ ადამიანები ჭკვიანური სახით იმის შესახებ, რის შესახებაც ჩვენ არც ბიბლიური და არც მეცნიერული მონაცემები არ გვაქვს. ამის შესახებ ასობით სამეცნიერო ნაშრომის დაწერა შეიძლება, მაგრამ ეს ერთი მილიმეტრითაც ვერ მიგვაახლოვებს ჭეშმარიტებასთან, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია იმისათვის, რომ ჩვენი შეგრძნების ორგანოებით ან ლოგიკით განვსაზღვროთ ეს ჭეშმარიტება. ასეთ საკითხებში ჩვენ სრულიად ღვთის სიტყვაზე ვართ დამოკიდებული, ის კი ამ თემაზე სდუმს. ეს 100%-ით ფილოსოფიური სპეკულაციაა.
    და რაც უფრო საკვირველია, იგივე ადამიანები შესაძლოა ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი - საიდუმლოა და მისი შეცნობა შეუძლებელია. მაგრამ ღმერთი თუ საიდუმლოა, ესე იგი მისი ბუნებაც საიდუმლოა და მაშინ საიდან ვიცით, აქვს თუ არა ის ქრისტეს?ბიბლია რატომ სდუმს ამის თაობაზე? იმიტომ, რომ თვითონ ამ საკითხს არავითარი აზრი არ აქვს. ქრისტიანობაში ბუნების საკითხებზე, ბიბლიის დაწერიდან საკმაოდ მოგვიანებით დაიწყეს ბჭობა, მოციქულები მისით არც დაინტერესებულან და არც თვლიდნენ მას მნიშვნელოვნად. ამ საკითხს შეხება არ აქვს არაფერ ისეთთან, რაც ქრისტიანობაში მნიშვნელოვნად ითვლება. ესაა ხელოვნურად შექმნილი გაგება, რომლის, აბსოლუტურად საჭიროების გარეშე, ქრისტიანობაში ჩანერგვასაც ცდილობენ. ქრისტიანობაში არის ღმერთი და არის მისი ძე, რომელიც მან მოუვლინა კაცობრიობას, და ეს საკმარისია ყველა თვალსაზრისით.ზოგჯერ «ღვთაებრივი ბუნების» დამტკიცებას ცდილობენ სიტყვა «ხატით», და ამისათვის მოჰყავთ მუხლები 2 კორინთელთა 4:4 და კოლოსელთა 1:15, სადაც იესოს «ღვთის ხატი» ეწოდება. მაგრამ ადამიანიც ღვთის ხატს წარმოადგენს (1 კორინთელთა 11:7; დაბადება 1:26). «ღვთის ხატი» - ესაა უბრალოდ ღვთის მსგავსი, რაიმეში ღვთის მსგავსება (გავიხსენოთ ფრაზა «ღვთის ხატად და მზგავსებად»). შეიძლება ადამიანის პორტრეტი დავხატოთ, რომელიც მისი «ხატი» იქნება, მაგრამ ადამიანისა და პორტრეტის «ბუნება» ძლიერ განსხვავდება.ტრინიტარებს არ ვურჩევდი სამების ბუნებრივი არგუმენტების დახმარებით მტკიცებას, და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი არალოგიკური და არაბიბლიურია. თვითონ გაგება, ღვთაებრივი ბუნების შესახებ - ძალიან აბსტრაქტული და ბუნდოვანი ფილოსოფიური ტერმინია და როგორც ნებისმიერი ფილოსოფიური ტერმინი, ის დიდად დამოკიდებულია კონტექსტზე, თვალსაზრისზე, საავტორო ინტენციაზე და სხვა გარე ფაქტორებზე
    . მაგალითად, პანთეიზმის თვალსაზრისით ღვთაებრივი ბუნება აბსოლუტურად ყველაფერს გააჩნია, იმიტომ რომ ყველაფერი ღვთის შექმნილია და ამ თვალსაზრისს აქვს თავისი ლოგიკა. ადამიანებს და ანგელოზებს რაღა ვუყოთ? ისინი აშკარად განსხვავდებიან, ასე ვთქვათ, თავისი ყოფით, მაგრამ ერთიც და მეორეც ღვთის შემოქმედებას წარმოადგენენ. მათ განსხვავებული, ერთნაირი თუ ნაწილობრივ ერთნაირი ბუნება აქვთ? ადამიანების შემთხვევაშიც კი არაა ყველაფერი ნათელი: თუ დედა ბიჭს აჩენს, მაშინ მათი ბუნება უკვე სავსებით არა-ერთნაირია, მათი სქესობრივი განსხვავების გამო. ან ბავშვი რომ კიდურების გარეშე დაიბადოს ან საერთოდ სიამის ტყუპები? ცაში აღდგომისას ადამიანი ახალ ბუნებას იღებს თუ არა? რა ვქნათ ადამიანებისა და ცხოველების შემთხვევაში - მათ ერთნაირი ბუნება აქვთ თუ განსხვავებული? მათ შორის მსგავსებაც ბევრია და განსხვავებაც, თანაც ერთიც და მეორეც სავსებით არსებითი.თუ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი ასე რთულია, რატომ ვფიქრობთ, რომ სულიერში ყველაფერი იოლადაა? იქნებ იქ გაცილებით უფრო რთულადაა? იქნებ იესოს ბუნება ღვთის ბუნებისგანაც განსხვავდება და ანგელოზებისგანაც? და რატომ აქვს სამების სამივე პირს ერთი ბუნება, რათომ არ შეიძლება რომ მათ სამი განსხვავებული ჰქონდეთ? საიდან ასეთი გულუბრყვილო მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია ასეთ საკითხებში გარკვევა?
    ბუნება - ესაა მაქსიმალურად აბსტრაქტული ფილოსოფიური ტერმინის მაგალითი, რომლითაც უსასრულობამდე შეიძლება მანიპულირება და სპეკულირება, შეგიძლია ისე შეაბრუნო, როგორც გჭირდება. ბიბლია აქ უსარგებლოა, ის არც ადასტურებს და არც უარყოფს ბუნების საკითხებს, უბრალოდ იმიტომ რომ ეს საკითხები მასში უბრალოდ არ განიხილება. ბიბლიის მწერლებს ეს არ აინტერესებდათ. მოციქულმა პავლემ მთელი თავები მიუძღვნა ცოდვის, გამოსყიდვის, მოსეს კანონის და საკვების პრობლემებსაც კი, მაგრამ არაფერი დაუწერია ქრისტეს ბუნების პრობლემაზე. ჩვენ მხოლოდ მადლობა შეგვიძლია გადავუხადოთ ბიბლიის მწერლებს იმისათვის, რომ არ ჩაძვრნენ ამ დაბურულ ტყეებში.
    «წმინდა მამებს» სჯობდა რომ მათგან აეღოთ მაგალითი, მაგრამ ისინი ზუსტად საპირისპიროთი დაკავდნენ. თავიდან მათ ბუნება დასჭირდათ, შემდეგ ერთ ადამიანში ორი ბუნების პრობლემის მოგვარება მოუწიათ, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბუნებათა ერთმანეთთან ურთიერთქმედების საკითხების გარკვევა იყო საჭირო და ა.შ. და ა.შ. - მუდმივად ზრდადი სირთულეების ზვავი. წარმოიშვა აბსურდული პარადოქსები, როდესაც გაგებას ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლები მიეწერება, მაგალითად იესოს ორი ბუნების «შეურწყმელობა» და «განუყუფლობა» ქალკედონური რწმენის სიმბოლოში (პლიუს ტიპიური ბუდისტური მიდგომა, სადაც ნირვანა მხოლოდ იმით განისაზღვრება, რასაც ის არ წარმოადგენს: ეს არც ისაა, არც ეს და არც სხვა და ა.შ.). შედეგად ჩვენ მივიღეთ რელიგია, რომლის აღსარებაც შეუძლებელია მასში არსებული კოლოსალური სირთულეების გამო. გასაკვირი არცაა, რომ უბრალო ხალხს წმინდანების თაყვანისცემა უფრო უადვილდება.
    იოან 17:3- თუ ღმერთის ბუნება ნამდვილად არის საიდუმლო მაშინ იოანეს17:3 ხდება დამაბნეველი.ღმერთი კიდე არ გვემალება პარადოქსების უკან
    ადამიანური ბუნება ყველას გვაქვს, მაგრამ ჩენ ერთმანეთთან არ ვაიგივებთ მათ და არც ეთნაირი ასაკის გვგონია და ერთნაირი შესაძლებლობების.
    და ღვთიური ბუნება მარტო ღმერთს აქვს? ნამდვილად არა.. ღვთიური ბუნება აქვს ანგელოზებსაც.. უფრო მეტიც ღვტიურიბუნება ჯილდოა იმ ერთგული ქრისტიანებისთვის, ვინც ზეცაში იმეფებენ ქრისტესთანერთად:
    "ამ ყველაფრის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები გულუხვად მოგვცა, რათა მათი დახმარებით ღვთის ბუნების მოზიარენი გახდეთ". (2პეტრე1:4)...
    ბუნების მოზიარეობა ნიშნავს გქონდეს ღვთიური ბუნება, შენ ეზიარო მას...
    ტერმინების თამაშით არაფერი გამოვა...
    ღმერთი არ არის ბუნება

    • @artlife5799
      @artlife5799 7 років тому

      1. გიო რომ წერ „არსს“ თავი დავანებოთო და ბუნების მნიშვნელობას განიხილავ, შენ თვლი რომ ეს ორი ცნება განსხვავდება ერთმანეთისგან?
      2. შენს პირველ საკითხად დასმული გქონდა, თუ რა იგულისხმება სიტყვა „ბუნებაში“, მოდი პატარა მაგალითი მოვიყვანოთ: რა არის ცისარტყელას არსი? ამაზე ალბათ მარტივი პასუხი იქნება, რომ მას აქვს შვიდი ფერი და რკალისებრი ფორმა, ხომ ასეა? თუ კი, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ არსს, იგივე ბუნებას, ანუ ყველა იმ მახასიათებლის ე რ თ ო ბ ლ ი ო ბ ა ს, რაც მხოლოდ ცისარტყელას აქვს. შეგვიძლია ამაზე რომ შევთანხმდეთ?
      3. მეორე საკითხში თუ სწორად გავიგე, საუბრობ ერთის მხრივ რაიმე ბუნების მქონე არსებაზე, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ბუნების ნაწილების ნახვაზე, სხვა არსებებში, ასეა? მოდი ისევ წინა მაგალითი მოვიშველიოთ: თუ რაიმეს აქვს მხოლოდ წითელი, ან ყვითელი, ან თუნდაც ორივე ფერი ერთად, შეიძლება მასზე ითქვას, რომ ის არსით ცისარტყელაა? თუ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ის ნაწილობრივ ცისარტყელის არსის არის? მსგავსი მაგალითები ბევრი ვნახე ამ წერილში: სადაც ღვთაებრივი თვისებების ქონა გაიგივებულია ღვთაებრივი ბუნების ქონასთან, თუნდაც ბოლო მაგალითში. გიო ბუნების მოზიარენი გავხდით იმას ნიშნავს რომ ეს ბუნება გვაქვს? მოზიარეობა ქართულშიც და კოინონოი ბერძნულშიც გულისხმობს რაიმეს ნაწილის ქონას, ეთანხმები? რაც შეეხება ქრისტეს ბუნებას მართალი გითხრა ძალიან გამიკვირდა როდესაც გეწერა, რომ არ იცით აქვს თუ არა მას ღვთაებრივი ბუნება. როგორც ვიცით ზუსტად ქრისტეშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის/ღვთაებრივი ბუნების მთელი სისავსე. (კოლასელთა 2:9) ამაზე პასუზის მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს ნაწილისა და მთელის გარჩევა ერთმანეთისგან. და ისევ ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ შესაძლოა რაიმეს ჰქონდეს ცისარტყელის ყველა თვისება და იგი არ იყოს არსით ცისარტყელა? მსგავსად ამისა შეიძლება იესოს ჰქონდეს ღვთაებრიობის მთელი სისავსე და ის არ იყოს სრული ღმერთი?
      4. რაც შეეხება მესამე საკითხს მართალი გითხრა ნამდვილად არ მოველოდი. როდესაც ამბობ: „«ღმერთი» - ეს ბუნების სახელწოდება არაა. ლინგვისტიკის თვალსაზრისით ესაა ტიტული ან სტატუსი“, რომელ ლინგვისტურ თვალსაზრისზე საუბროთ? „იეჰოვას მოწმეთა“ გამომცემლობებშიც კი უამრავი განმარტებაა სადაც სიტყვა ღმერთი ასევე ბუნების აღმნიშვნელია. გიო შენ ნამდვილად „იეჰოვას მოწმე“ ხარ?
      5. P.S. რაც შეეხება მაგალითებს: ასაკზე, სქესზე, ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ... ესენი არ არის ადამიანური ბუნების განმსაზღვრელი ნაწილები, რაც შენ თვითონვე თქვი, უბრალოდ გაუგებარია ჩემთვის, რის არგუმენტად მოგყავს ისინი, თუ ბუნებად გვინდა დავყოთ, ასეთ შემთხვევაში ვყოფთ უფრო ვიწრო ბუნებებად, სიტყვაზე: ქალის ბუნებად და კაცის ბუნებად, და არა: ადამიანის ბუნებად, ან არაადამიანის ბუნებად ან ნაწილობრივ ადამიანის ბუნებად. ხომ არ თვლი, რომ თუ ნაწილს ნაწილის სახელს დავარქმევთ და მთელს მთელისას, ეს „ფილოსოფიური სპეკულაცია იქნება“?

    • @givi1348
      @givi1348 7 років тому

      Gio 1 - თუ ყველა დეტალს გულისხმობ მაშინ ბიჰლია არ გვაწვდის ინფორმაციას მამისა და ძის ყცელა დეტალის თანხვედრაზე რომაგარაფერი ვთქვათ სულიწმინდაზე მეტიც ის ისეთ ატრიბუტებც მოიხსენიებს მამასთან მიმართებით როგორსაც არ ვხვდებით ძესთან და წმინდა სულთან ზოგი პარამეტრით, იესოსა და იეჰოვას ბუნება შეიძლება ემთხვეოდეს, ზოგით განსხვავდებოდეს - ზუსტად ისევე, როგორც ორი ნებისმიერი სხვა პირის შემთხვევაში, ერთი ადრე დაბადებოლი მეორე არა ერთი მეტად ძლიერი მეორე არა ერთი მეტად გაბრეყინებული მეორე არა და ასე შემდეგ მათ შორის იეჰოვასა და ადამოანის (მაგალითად, ადამიანს შეუძლია ღვთიური თვისებების გამოვლინება). გაგება ფართოა ის ბუნება» უბრალოდ ძალიან ფართოა შეიძლება ათლეტს პროფესიონალს და უბრალო ადამიანს ეეთიდაიგივე შესაძლებლობა ქონდეს? თუ ადამიანი კიდურების გარეშწ დაიბადა ხისარტყელას პრინციპით თუ ვიმსჰელებთ ის არ ყოფილაადამიანი არამედ რაღაც ამოუცნობი არსება
      2.აქ უსულოსაგნებზე არამაქ ყურადღება მე და თუ ციდარტყელას მაგალითი მოგყავს Dენივე არგუმენტის წინააღმდეგ ხარ რადგან კონკრეტულად რომელი პარამეტრითაა ქრისტეს ბუნება ღვთის ბუნების ანალოგიური? ყოვლისშემძლეობით? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შეუქმნელობით? ანალოგიურად. საწყისის არ ქონით (დაუსაბამობით, მარადიულობით)? ანალოგიურად. ან იქნებ მას სულიერი ბუნება აქვს? მაგრამ ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ ანგელოზებს, დემონებს და ციური ცხოვრებისათვის აღდგენილ ქრისტისნებს.
      3.კოლ2:9)(ეფ1:23) -V-(კოლ1:19)-ამ მუხლიდან გამომდინარე თავისთავად ჰქონდა ქრისტესეს სავსება თუ ვიღაცის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული ის? რასაკვირველია ღმერთის სურვილით იყო მასში დამკვიდრებული სისავსე მას თავისთავად არ ჰქონია ის ანუ სასურველი იყო მამისთვის რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება. მსგავსად ამისა ღვთის სურვილით ხდებიან ღვთის ცხებული მიმდევრები ღვთიური ბუნების ზიარნი (2პეტ1:4) -და ოსითგანე თავისთავდ ის არ ქონიათ ისევე როგორც ქრისტეს რომელშიც დამკვიდრდა დაარა ყოველთვის ქონდა აქ ვკითხულობთ რომ ეს ქრისტიანები ეზიარებიან ღვთაებრივ ბუნებას მოდი ბიბლიიდან ვუპასუხოთ რას ნიშნავს ეს სიტყვა(1პეტრ4:13;5:1)თუ მივყვებით სამების უცნაურ ლოგიკასკოლ2:9 სთან დაკავშირებით მაშინ აუცილებელია 2პეტრეს1:4 აღქმულ იიყოს იგივე გზითდაგაგებით.განსაკუთრებით ამ უკანასკნელ ტექსტში მკაფიოდ აღნიშნულია ზიარება ღვთაებრივი ბუნების ანუ ღვთაებრივი ბუნების ქონაა აღნიშნული. მაგრამ ყველა ეთანხმება იმა ზრს რომა ქ ქრისტიანები უნდა მიხვდნენ რომ ისინი პრდაპირი გაგებით ღმერთები არ ხდებიან და მათ ამ ბუნების მიღების შემდეგ ღმერთები კი არ ეწოდებათ არამედ ისინი გახდებიან ახალი ქმნილება(2კრ5:17)ამრიგად საღი აზრი გვეუბნება რომ მსგავსი აზრები ბიბლიაში პორდაპირი გაგებით არუნდა იქნეს აღქ მული და აზრის გასაგებად საჭიროა კონტექსტის გათვალისწინება.რასგვეუბნებაკონტექსტი? განვიხილოთ6-10 მუხლის ჩათვლით.მე-6 ,7მუხლები ქრისტიანებს მოუწოდებს რომ დარჩნენქრისტეს სწავლებებშიმე-8მუხლი აფრთხილებს რომ გარეშე გავლენამ შეიძლება დაგვაკარგვინოს ქრისტიანულისახემე-9 ხაზს უსვამს ქრისტესმ აგალითს რომელიც გამოხატავს ამ სისრულეს მაგრამშემდეგ ყურადღება გავამახვილოთ მე-10 მუხლზეი სშეახსენებს ქრისტიანებს რომთქვენც გაქვთო ესსისავსე ამასთან დაკავშირებით ასევე ვნახოთ( ეფ3:19) (კოლ1:10) (2კრ3:17,18)(იოან17:22,23)ოღონდროგორცმე-8 მუხლი გვეუბნებ ამას შენარჩუნებასჭირდება.აქედანგამომდინარეთუფილიპელების2:9 უნდა იქნეს გაგებული იმისმტკიცებად რომქრისტე ღმერთია მაშინ ნუთუ იგივენაირად არ უნდა იყოსგაგებული 2:10-იც? თუ მას სხვა მნიშვნელობა აქ?
      ,4.
      იეჰოვას მოწმევარ. და ეს იმიტომ წრტია იქ რო ჩვენ ღმრრთში ვგულისხმობთ ერთ პირს მხოლოდ თუმცა გაგება მისი ფართოა ამიტო ხშორად იეჰოვად მოვიხსენიებთ ამ ღმერთს
      5. P.S. რაც შეეხება მაგალითებს: ასაკზე, სქესზე, ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ... ესენი არ არის ადამიანური ბუნების განმსაზღვრელი ნაწნაწილები
      აბა რაარის განმსაზღვრელი?რატო ამბობენ მართლმადიდებლები თუ იესო შექმნილი იქნებოდა ანუ ასაკით არიქნებოდა მამის სწორი ის არიქნებოდა ღმერთი ?
      ზიარება თუ რაღრაც ნაწილის მიღებას ნიშნავს ეკლესიაში რიეზიარებით იესოს სისხლსა და ხორცს ეზიარებით თუ მისი ხორცისა და სისხლის რაღაც პროცენტრბს? პავლე ამბობს ღმერთის მსგავსი ვიქნებითო 1იოანეს 3:2,3. როგორც ის არისოო
      ან თუ იესო ადამოანირი დხ ღვღიური ბუნების გან შედგებოდა. ვინ მოკვდა ჩვენთვის ღმერთი? ის ვერ მოკვდებოდა მკვდა ადამიანური ბუნება ანუ ღმერთი ეწირება ჩვენთვის ღმერთმა გამოგვისყიდა ბლეფია

    • @artlife5799
      @artlife5799 7 років тому

      გივი, ნებისმიერი რამე შეიძლება დაიყოს, როგორც რაღაცასთან საერთო, ასევე განმასხვავებელი ნიშნით, რაზე საუბარიც ხშირ შემთხვევაში არც სრულდება. ამიტომ არსებობს სიტყვები, რომელთაგანაც ზოგი აღნიშნავს საერთო თვისებებს, ზოგი კი განსხვავებულს, ამ მხრივ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ თეოლოგიაზე ვისაუბრებთ თუ კულინარიაზე, ყველაფერზე, რაზეც ვსაუბრობთ, აქვს თავისი არსი და მისი აღმნიშვნელი სახელი. და როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, ჩვენ ვიცით რომ ამაში არ იგულისხმება დელფინი, მიუხედავად იმისა, რომ საერთო თვისებებზე აქაც ვრცლად შეგვიძლია საუბარი, ჩვენ არ ვამბობთ რომ დელფინი არის არსით ადამიანი.
      მსგავსად ამისა არც იმას ვამბობთ, რომ პირობნება ქალია თუ კაცი ამით განისაზღვრება, არის თუ არა იგი ადამიანი. ამით შეიძლება განისაზღვროს სქესი და ითქვას რომ ერთი არის არსით მდედრობითი მეორე კი არსით მამრობითი. შეიძლება პიროვნება ერთდროულად იყოს არსით: ქმნილებაც, ადამიანიც, კაციც, ასაკოვანიც, ბრმაც, ძლიერიც, ჭკვიანიც და ასე შემდეგ... აქ არაფერია ურთიერთგამომრიცხავი და ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელზე შეიძლება ითქვას რომ ეს პირი, არსით ესა და ეს არის... აქ მთავარია ერთმანეთში არ ვურევდეთ და არ ვამბობდეთ იმას, რომ ეს პირი ვერ იქნება არსით ჭკვიანი რადგან იგი არსით ასაკოვანიაო. მსგავსი რამ შენი და გიოს ტექსტშიც წავიკითხე, მაგრამ ის არის ჩემთვის გაუგებარი, რომ თუ ეთანხმებით იმას, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ამ ნიშნებით არ განისაზღვრება ადამიანური ბუნება, მაშინ რაღატომ მოგყავთ მსგავსი მაგალითები ადამიანის ბუნების განმსაზღვრელ კრიტერიუმებად და რისთვის მეკითხებით: ”აბა რაარის განმსაზღვრელი?“-ო .
      ეს იგივე იქნებოდა, რომ ერთი მათემატიკური ამოცანის პასუხი, რომელშიც X ტოლია 1-ს, ავურიო მეორე ამოცანის პასუხში სადაც X უდრის 75-ს, და არგუმენტად მოვიყვანო ის, რომ ორივეში X იყო ნახსენებიო. ანალოოგიურად დგას საკითხი არსთან დაკავშირებითაც და თუ ამას ავურევთ ერთმანეთში, გარანტირებულად ღრმა ცდომილებაში აღმოვჩნდებით.
      ამიტომ მოდი დავწეროთ განსაზღვრება, იმისა თუ რას ნიშნავს სიტყვა არსი ანუ ბუნება, ამაზე მოკლედ ასე შეგვიძლია ვთქვათ:
      შეგვიძლია ამაზე რომ შევთანხმდეთ?
      ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ბაზისურია, რის გარეშეც ჩვენ ვერ გავუგებთ ერთმანეთს, რადგან თუ მე ერთ ისტყვას ვიტყვი შენ კი სხვა მნიშვნელობით მოიაზრებ მას, ეს ორივესთვის უბრალოდ უქმად მეტყველება იქნება, რაც არამგონია რომელიმეს გვინდოდეს.
      შენს კომენტარში ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხე, რაც ეხება ისეთ ცნებებს როგორებიცაა: ღვთის ბუნება, სისავსის ქონა სხვადასხვა კონტექსტებში, ზიარება და ა.შ... რაზეც მიუხედავად დიდი სურვილისა, ჯერ პასუხს ვერ მოგწერ, რადგან თუ მე გესაუბრები საღვღო ბუნებაზე, მაშინ როდესაც საერთო აზრი არ გვაქვს იმაზე თუ რა იგულისხმება ზოგადად სიტყვა ბუნებაში, ეს უბრალოდ ცარიელ სიტყვებად დარჩება.
      ამისათვის კი შენგან მჭირდება პასუხი,(ან თანხმობა) ორ პატარა კითხვაზე:
      1. რას არის არსი?
      2. რა განსხვავებაა მთელისა და ნაწილის ქონას შორის?
      ამაზე არ გთხოვ მაინცადამაინც ღრმა თეოლოგიურ პასუხებს რაიმე კონგრეტულ საკითხთან მიმართებაში, უბრალოდ ზოგადი განმარტებაც საკმარისი იქნება, რომელიც შემდეგ უკვე დაგვეხმარება იმ საკითხების დაკონკრეტებაში, რაზეც გვექნება საუბარი. თუ მე მეცოდინება შენ რა მნიშვნელობითაც გესმის ეს სიტყვები, ჩემთვის უკვე ადვილი გახდება შენი სათქმელის გაგებაც და ისიც თუ როგორი პასუხი უნდა მოგწერო შენს მიერ დასმულ კითხვებზე.
      აქვე ბოლოს ერთი პატარა თხოვნაც მექნება, რომ ტექსტის სწრაფად შეყვანას ნუ იჩქარებ, რადგად ტექსტში არსებული ტექნიკური შეცდომების გამო ზოგ შემთხვევაში გამიჭირდა აზრის გარჩევა.

    • @givi1348
      @givi1348 7 років тому

      ჩვენ თეოლოგიაზე ვისაუბრებთ თუ კულინარიაზე, ყველაფერზე, რაზეც ვსაუბრობთ, აქვს თავისი არსი და მისი აღმნიშვნელი სახელი. და როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, ჩვენ ვიცით რომ ამაში არ იგულისხმება დელფინი, მიუხედავად იმისა, რომ საერთო თვისებებზე აქაც ვრცლად შეგვიძლია საუბარი, ჩვენ არ ვამბობთ რომ დელფინი არის არსით ადამიანი.
      :
      შენივე პირით ამბობ რო თვისებაათა ერთობლიობააო არსიო. .არსით ერთი" არიანო ამბობენ. ახსენით როგორ გესმით "არსით ერთად ყოფნა"?კონკრეტულად რით განისაზღვრება ღმერთისბუნება არსი როგორც განსხვავებული მკვეთრად გამორჩეული სხვებისგან? და ბიბლიური მტკოცებულებები მომიყვანე იმისა რო მსგავაად გამოირჩევა იესოც
      თქვე დალოცვილებო ყველა მახასიათებელს თუგულისხმობ ბუნებაში აბა ჩამომოთვალე რა მახასიათებლებით გამოარჩევ ღვთაებრივ ბინებასადამიანურისგან და და მერე ეს მახასიათებლები შეადარე ძისას დათუ ამბობ რო ნაწილობრივი მახასიათებლები არნიშნავს იმას რო ის მთელია ანალოგიაო მაგალითად ცისარტყელა არ არის თუ ორი ფერია მხოლოდ რაიმეშიო შენივე მრწამსის წინააღმდეგხრ რადგან გამოდის იესოს ნაწილობრივ ღვთაებრივი ბუნრბა ქონია რადგან ყველა პარამეტრით მამის სწორი არაა კონკრეტულად რომელი პარამეტრითაა ქრისტეს ბუნება ღვთის ბუნების ანალოგიური? ყოვლისშემძლეობით? ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი. შეუქმნელობით? ანალოგიურად. საწყისის არ ქონით (დაუსაბამობით, მარადიულობით)? ანალოგიურად. ან იქნებ მას სულიერი ბუნება აქვს? მაგრამ ზუსტად ასეთივე ბუნება აქვთ ანგელოზებს, დემონებს და ციური ცხოვრებისათვის აღდგენილ ქრისტისნებს
      .
      რომც იყვნენ ბუნებით ერთი ჰიპოსტასური თვისებებით განსხვავდებიან როგორც ადამიანები ერთი ადრე დაბადებოლი მეორე არა ერთი მეტად ძლიერი მეორე არა ერთი მეტად გაბრეყინებული მეორე არა და ასე შემდეგ
      ბუნებითი ღმერთი არის არამხოლოდ შეუქმნელი, არამედ ასევე უშობელიც, ანუ ისევე როგორც ღმერთის შექმნაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელია მისი შობაც. შობილს ბუნებრივია ყავს მშობელი, ანუ წყარო, და ამ წყაროს გარეშე იგი ვერ იარსებებდა. რადგანაც შობილი ყოველთვის მოსდევს თავის მშობელს, იგი არ შეიძლება ყოველთვის არსებულიყო ანუ მშობელი ყოველთვის შვილის უწინარესია. ღმერთი დაუსაბამოა, ხოლო ძეს დასაბამი აქვს მამისგან,( უშობელ უქმნელი მამისგან განსხვავებით შობილია )ამიტომ იგი არ შეიძლება იყოს ღმერთი.
      ხვავებით?(გმც3:12)
      .სამების განმარტების თანახმად მამა უშობელია,ძე შობილია,სულიწმინდა მამისგან გამომავალია:კითხვა:რით განირჩევა ძის შობა სულიწმინდის გამოსვლისგან? თუ არსით ერთნი ქრიან რატოა ძე შობილი? მამა უშობელი სულიწმინდა გამომავალი წესით მათ თუ ერთი ბუნრბა აქვთ აბსოლიტურად იდებტურები უნდა იუბნენ წინააღმდეგ Dემთხვევაში მზად უნდა ვიუოთ იმის მისა ღებათ რო აბსოლიტურად სხვადასხვა ბინება და არსი შეიძლება ქონდეთ
      ასევე რატოა მამისგან გამომავალი და არა ძისგან ?
      მამა ყოფილა ორივეს მიზეზი ძის შობის და სულიწმინდის გამომავლობის ეს აკნინებს დანარჩენ ორ პირს თანაც თუ იმას დავუმატებთ რომ ორივეს აქვს მიზეზი თანაც მამისგან მამა კი არც შობილი და არც გამომავალია არავისგან არამედ დაუსაბამო და არშობილი ეს აკნინებს ორ პირს მამას კი მათზე აღმატებულს ხდის სამების მომხრეებს არაქვთ არანაირი საფუძველი რომ ძესა და სულიწმინდაზე მეტად არ ადიდონ მამა ღმერთი თვით მათი განმარტებების თანახმადაც რაც სამწუხაროდ პირიქითააა ძეა ყველაზედა ყველაფერზე აღმატებული რაც კიდევ ერთი უკიდურესობაა და დარღვევაა მათი სამერთიანი ღმერთის გაგებისა
      .სამება“ თუ ღმერთია, უნდა ყოფილიყო თუ არა ის ერთხელ მაინც მოხსენიებული იმ სახელმძღვანელოში, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას თვითონ უბოძა? (2 ტიმოთე 3:16).
      ერთხელ მაინც თუ არის ბიბლიაში მოხსენიებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „სამება“, „ერთარსება“, „სამსახოვანი“, „სამპიროვანი“ „სამიპოსტასოვანი არსება; ერთღმრთეება“, „ „ გვამოვნება“, „მარადის შობილი“, „დაუსაბამოდ და უჟამოდ შობილი“, „შობილი და არა ქმნილი“, „დაუსრულებდლად შობა“, „ძე-ღმერთი“, ღმერთ-კაცი“ ანდა სულიწმინდა ღმერთი.და სხვა, ასეთი ტერმინები ბიბლიაში არ მოიძებნება მსგავს გამოთქმებს, მოსაზრებებსა თუ სწავლებებს, ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და არსობრივად შემუშავებული იქნა „ეკლესიის მამების“ მიერ და თუ არ მოიხსენიება, ბიბლიაში ნუთუ გამორჩა მის ავტორს თავისი ვინაობა და რაობა ერთხელ მაინც რომ მოეხსენებინა კაცობრიობის დამმოძღვრავ სახელმძღვანელოში? (2 ტიმ. 3:16).
      .ჭეშმარიტი ღმერთის აღსაწერად, რატომ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი სიტყვები ან აღწერილობა, რომელიც ერთხელაც კი არ გვხვდება ბიბლიაში? ღმერთი ხომ თვითონვე ამბობს ბიბლიაზე რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“? (2 ტიმოთე 3:16).მოცქული პავლე, რომელმაც ახალი აღთქმის წერილების ყველაზე დიდი ნაწილი დაწერა, რომელიც დიდი განათლებულობით გამოირჩეოდა როგორც იუდეველ ისე ქრისტიან მორწმუნეთა შორის და რომელიც ღვთისმეტყველების უდიდეს ცოდნას ფლობდა, თავის წერილებში მრავალ საჭირბოროტო, საკამათო და რთულ გასაგებ საკითხებს შეეხო და განმარტა კიდეც, მაგრამ რატომღაც სამიპოსტასოვანი ღვთაება სამების ვინაობა-რაობაზე კი არანაირი განმარტება არ დაწერა. რატომ? ნუთუ უძლიერეს ღვთისმეტყველს მხედველობიდან გამორჩა ყველაზე მთავარი საკითხის შესახებ რომ დაეწერა? ნუთუ მოციქული პავლე მათზე უკეთ ვერ განმარტავდა იპოსტასების ვინაობა-რაობას, ვიდრე ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე დამასკელი ან იოანე ოქროპირი? ნუთუ ამ „ეკლესიის მამებმა“ უკეთ იცოდნენ ღვთის ვინაობა ვიდრე მოციქულმა პავლემ? ანთვით ქრისტემ? მაგრამ ჩვენ ვკითხავთ ქრისტიანს რომ გვითხრას ღმერთის შესახებ ის იტყვის რომ ღმერთი ერთია მაგრამ სამი სახის. და ჩამოყვება იმ არაბიბლიურ ფილოსოფიურ ტერმინებსდა წოდებებს ამ დოგმატის ასახსნელად რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.თუ ისინი ხსნიან ამგვარად მაშინ რატო ასე არ მოიქცა იესო ქრისტე? მან თქვა ღმერთი ერთია და მორჩა, მეტი არაფერია (2სამ7:22). ნუთუ მოციქულებზე და თვით იოესოზე უკეთ შეიძლება ვინმემ გადმოგვცეს ქრისტიანული სწავლებები? (გალატელები 1:8,9)
      სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სამების მომხრეებმა საკუთარი "ღმერთი" შექმნეს "თავის ხატად და თავის მსგავსებად" (ანუ საკუთარი სურვილისამებრ) და ის საკუთარ აზროვნებაში განათავსეს. თუმცა, ნუთუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ბიბლიური ტექსტის, სხვა გართულებულ ენაზე ტრანსფორმირებას უნდა ვცდილობდეთ, იმისათვის, რათა ის იდეები გადმოსცეს, რომლებიც მსგავსი შეხედულებების ადამიანებს ახასიათებთ?
      აი სხვა მხრითაც რომ შევხედოთ საკითხს დამკვირვებელმა რომელსაც სურს შეისწავლოს ქრისტიანობა და ის აღმოაჩენს რომ ის წიგნი ბიბლია რომელსაც ღვთის უშეცდომო და წმინდა წიგნადაა აღიარებული ამ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს მთავარს
      შემოქმედის შესახებ განმარტება გაკეთოს და აგვიხსნას მისი ვინაობა ? რა დასკვნამდე მივა ის მიზიდავს ესეთი ეკლესია მათ? დანახვებს ბიბლისდა და ქრისტიანობის ჭეშმარიტებასა და უცდომლობას?
      თქვენი ეგ სწავლება არაბიბლიურია! ამიტომ მას მილიონობით ადამიანი უარყოფს (მათ შორის მეც). გიმეორებ, რომ იმ არაბიბლიური სწავლებიდან, რომელიც თქვენი რელიგიის მღვდლებმა (იგივე ეკლესიის მამებმა) მოიგონეს, გამოდის რომ ერთ დროს თავისი არსით მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების იყო თქვენი სამება, შემდეგ დგება ისეთი დრო როცა, ღვთაებრივი ბინების მქონე საამება ღმერთი იცვლება და ხდება ორბუნებოვანი. მანამდე არ ჰქონდაო ორი ბუნებაო ამბობთ.
      ასე რომ თქვენი დოგნატური სწავლების თანახმად ერთბუნებოვანი (ღვთაებრივი) არსება გადაქცეულა ორბუნებოვან (ღვთაებრივ და ადამიანურ) არსებად; ოღონდ ეს ცვლილება ღმერთში პირველ საუკუნეში მომხდარა!
      ფაქტია, რომ მართლმადიდებლების ღმერთი ჩვენს ღმერთს ეთაყვანება, ჩვენს ღმერთს ემსახურება, ჩვენი ღმერთის ნების შესრულებაა მისთვის პრიორიტეტი და ზეცად ამაღლების შემდეგაც ასეა. ვერ გააკეთეთ გონივრული არჩევანი როცა ღმერთად ის აირჩიეთ, რომელსაც ღმერთი ჰყავს, ემორცილება მას და მის ნებას ასრულებს. ფაქტია, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, მართლმადიდებლების ღმერთის ღმერთს ვეთაყვანებით. მე კი ამ მდგომარეობასი ყოფნა, სიამოვნებას მგვრის, იმიტომ რომ ყოვლისშემძლე ღმერთს ვეთაყვანები, ხოლო თქვენ კი მას, ვინც ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთის ნების სემსრულებელია
      მართლმადიდებლობაში ადამიანის არსი=სული+სხეული=ადამიანური ბუნება
      მიაფიზიტობაში ადამიანის არსი=სული+სხეული... ხოლო ადამიანური ბუნება=სულის ქონა+სხეულის ქონა
      ანუ მიაფიზიტობაში ადამიანის არსს აღწერს ადამიანური ბუნება. ის რაც დამახასიათებელია ერთი არსებისთვის ეს ყველაფერი მისი ბუნებაა, ანუ თვისობრიობათა ნაკრები წარმოადგენს მის ბუნებას და არა თვითონ ის რაც აღიწერება.
      ამრიგად როცა ღვთის შესახევ განმარტება გინდა უნდა მიმართო ბინლიას ის კი ბუნებაზე დუმს

    • @givi1348
      @givi1348 7 років тому

      საფიქრებელი კითხვები
      2. იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე. კითხვა : ვინ განალაგა სამების სამი პირი ზუსტად ასეთი წყობით და რატომაა ის სწორი? რომელი პარამეტრითაა, ვთქვათ, პირი «მამა» პირველი - ასაკით, მეთაურობით, ბუნებით, როლით თუ კიდევ სხვა რამით?
      პირებს რომ ადგილი შევუცვალოთ, მაგალითად «სული» დავაყენოთ პირველ ადგილზე, ხოლო «მამა» - მესამეზე, ეს იქნება ბიბლიური სწავლების დარღვევა თუ არა?
      თუ ეს არ იქნება დარღვევა, შესაბამისად, პირთა თანმიმდევრობა პირობითია და მათი ცვლა თავისუფლად შეიძლება ხოლო თუ ეს დარღვევა იქნება, მაშინ პირები ვერანაირად ვერ არიან თანასწორნი, რადგან მათ შორის იერარქიული განსხვავება არსებობს.
      და მაშინ ღვთის ძე ხდება მეორე დამოუკიდებელი ღმერთი.
      იესო სამებაში ყოველთვის არის მეორე სახე თუ რომელიმე ქრისტიანი იტყვის იესო არის მამაო ის ჩაითვლება ერესად
      3..როგორ შეიძლება : მამა იყოს ღმერთი, ძე იყოს ღმერთი, წმინდა სული იყოს ღმერთი
      მაგრამ ეს ყველა განა სამ ღმერთდ ითვლება? არამედ ერთად.როგორ შეიძლება სამი ღმერთი ერთი იყოს?(ეს46:9);(1ტიმ2:5)(1კორ8:6)(ეფ4:6). გასათვალისწინებელია ოა რო ღმერთი არ არის ბუნება მეტიც
      თუ სამი პირია რამდენი შემოქმედია?(ანუ სამი შემოქმედია მაგრამ მაინც ერთი ღმერთი? ან თუ სამი პირია რამდენი ყოვლისშემძლეა? ანუ სამი ყოვლისშემძლეა მაგრამ მაინც ერთი ღმერთი? თუ თითოული შემოქმედია თუ თითოეული ყოვლისშემძლეა და ჯამში სამი ყოვლისშემძლე და სამი შემოქმედი გამოდის ანალოგიურად როცა თითოეულს ცალკეულად ღმერთად თვლით აქ რატო აკეთებთ გამონაკლისს ორმაგი სტანდარტებია?
      ასევე:არის მამა არის ძე არის სულიწმინდა რა როლი უკავცია სულიწმინდას ძმის როლი თუ ვისი?
      4.თუ ღმერთი არის - სამება(ანუ ქრისტიან ტრინიტართა ღმერთი არის სამებადა არა ცალკეულად აღებული რომელიმე პირი ), ხოლო ქრისტე, ბიბლიის თანახმად, არის ღმერთის ძე.ანუ გამოდის რომ ქრისტე - სამების (ანუ ქრისტიან ტრინიტართა ღმერთის)ძეა?!
      კი მაგრამ, როგორ შეიძლება იესო იყოს ღმერთის (რომელიც არის განუყოფელი სამება)ძე; და მისი ნაწილიც ერთდროულად? როგორაა იესო სამების ნაწილი და ამავდროულად ქრისტიანთა ღმერთის რომელიც არის სამე ბა მისი ძე?(როგორ შეიძლება იყო ვინმეს ძე და ამავდროულად ის პიროვნება)
      5. ცნობილი ფაქტია რომ სხვადასხვა კონფესიებში სამებას სხვადასხვანაირად განმარტავენდა ასწავლიან კითხვა მათთვის ზოგადად ვისაც სამების სწამს.
      თუ გვინდა რომ ღმერთს მივმართოთ ლოცვით, ვის უნდა მივმართოთ - მამა-ღმერთს, ძე-ღმერთს თუ სულიწმინდა-ღმერთს? თუ მთლიანად წმინდა სამებას? ასევე, იმ შემთხვევაში თუ პასუხი იქნება ერთერთი ქვემოთმოყვანილთაგანი გააკეთეთ განმართება
      თუ თქვენი პასუხია: მთლიანად წმინდა სამებას, მაშინ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მამა, ძე და სულიწმინდა, თუ მათზე ცალკეულად ლოცვა არ შეიძლება, ცალკეულად არასრულფასოვან ღმერთებს წარმოადგენენ? და ჩვენ სათხოვარს ან მადლიერებას(ლოცვა მარტო სათხოვარს ხომარ მოიცავს არამედ მადლიერებასაც) ვერ მიღებენ ცალკეულად?
      თუ თქვენი პასუხია: თანმიმდევრობით ყველას, მაშინ ეს იმას ხომ არ აჩვენებს, რომ ჩვენ რამოდენიმე ღმერთი გვყავს?
      . თუ თქვენი პასუხია: მამას (ან ძეს; ან სულიწმინდას), მაშინ ხომ არ შევურაწყოფთ სამების ორ დარჩენილ პირს, რომლებიც არანაკლებ იმსახურებენ თაყვანისცემას?
      თუ თქვენი პასუხია: ლოცვა მიმართულია არა პიროვნების (პირის) მიმართ, არამედ არსის მიმართ,(ღმერთი არის ერთი არსი და სამი პირიო) მაშინ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენი ღმერთისა და ლოცვების მსმენელის პიროვნებას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ან ჩვენთვის სულერთია არის თუ არა ჩვენი ღმერთი პიროვნება? თუ თქვენი პასუხია: მნიშვნელობა არა აქვს რომელ მათგანზე ილოცებ, მაშინ ნუთუ ლოცვისადმი და საერთოდ რელიგიისადმი ასეთი მდგომა არ უნდა გვაშფოთებდეს?
      ცნობილია რო იესომ სანამ აწამებდნენ მამას მიმართა ლოცვით მსგავსადვე ლოცვის ნიმუშ მამაოჩცენოში თქვენ კი სამი პირიდან ყველაზე ხშირად ვისზე ლოცულობთ და ვის ახსენებთ ? ისინი თუ ყველაფერში თანაბარნი არიან, და მათ შორის მათ მიმართ თქვენს სიყვარულში, მაშინ ყველას მიმართ თანაბრად უნდა ილოცოთ. როგორ ახდენთ ამის გამოთვლას?
      მაგრამ, რა თქმა უნდა, არავინ არაფერს არ ითვლის. ძირითადად ყველა ლოცულობს იესოზე, ხანდახან მამაზე და არასოდეს წმინდა სულზე. კიდევ ანგელოზებზე და მრავალრიცხოვან წმინდანებზე ლოცულობენ, თითქოს ისინიც ღმერთები იყვნენ.
      6. როგორ იქნა გადაწყვეტილი, თუ სამების რომელი პირი ჩამოვიდოდა დედამიწაზე და გახდებოდა იესო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამების სამივე პირი აბსოლუტურად ერთნაირნი არიან და თანაბარი უფლებებით შეეძლოთ დათანხმება დედამიწაზე ჩამოსვლაზე, და გამომსყიდველური მისიის შესრულება ან ასეთივე თანაბარი უფლებებით შეეძლოთ ამ საპატიო მისიის სხვისთვის დათმობა? (პასუხის შემთხვევაში საჭიროა მისი ბიბლიური მკიცებულების მოყვანა).
      7.თუ იესო ქრისტე სამების ნაწილია, ხომ არ ნიშნავს, რომ სიკვდილის დროს, ღმერთის რაღაც ნაწილი, დამცირებასა და ცვალებადობას დაექვემდებარა? დათუ ეს ასე არმომხდარა მაშინ ღვთაებრივი არაფერი შეწირულა
      8.კონკრეტულად რომელი ღმერთი მოკვდა? არის მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. სამების დოგმატის თანახმად, მხოლოდ ძე ღმერთი მოკვდა, ანუ სამების ერთი მესამედი. ამგვარად, მთლიანი ღმერთის სიკვდილზე საუბარი უკვე არანაირად არ შეიძლება.მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი როდია. ძე ღმერთი, დედამიწაზე ყოფნისას, ორი ნაწილისაგან ან ბუნებისაგან შედგებოდა: ღვთაებრივი და ადამიანური. როდესაც ის მოკვდა, მხოლოდ ერთი ნაწილი მოკვდა, ადამიანური. როგორც ითქმება, ქრისტემ მხოლოდ ხორციელად იტანჯა. ტანჯვა და სიკვდილი ღვთაებრივ ნახევარს არ შეხებია. შესაბამისად, ღმერთის ერთი მესამედის სიკვდილზეც კი არ შეიძლება საუბარი. მხოლოდ ღვთის ერთი მეექვსედი, ანუ 17% მოკვდა (თუ უახლოეს მთელამდე დავამრგვალებთ). ნუთუ ეს სიკვდილია? ეს მაქსიმუმ ჭრილობაა. რა შეიძლება იყოს 17%-იანი სიკვდილის ილუსტრაცია რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, ხელის ამპუტაცია. და ბოლოს, ის ნაწილი რომელიც მოკვდა ღვთაებრივიც კი არ ყოფილა, ესე იგი, საერთოდ არაფერი ღვთაებრივი არ მომკვდარა. მაშ როგორღა შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ თავად ღმერთი მოკვდა ადამიანებისთვის, თუ ღმერთის ერთი მესამედის მხოლოდ ერთი ნახევარი მოკვდა, და თანაც ეს ნახევარი ღვთაებრივიც კი არ ყოფილა?. . გწამდეს სამების და ამავდროულად ღვთის სიკვდილის უბრალოდ არ შეიძლება. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ბიბლია არც ერთის შესახებ ასწავლის რამეს და არც მეორის შესახებ (იოანე 3:16).
      9. დაუკვირდით რომელი გაგებაა უფრო გონივრული და რეალური
      1.ღმერთი გაიყო ორ ნაწილად, ერთი ნაწილი დედამოწაზე ჩამოვიდა ადამიანის სახით, რომელმაც ასწავლა ხალხს ღმერთის მეორე ნაწილზე, რის შემდეგაც მოკვდა, მაგრამ მეორე ნახევარმა აღადგინა და შეარიგა ხალხი მასთან, შემდეგ ღმერთის ორი ნაწილი კვლავ შეერთდა ცაში, მეორე ნაწილი დაჯდა პირველი ნაწილის მარჯვნივ, ხოლო პირველმა ნაწილმა მეორეს მისცა ძალაუფლება.
      2.ღმერთმა გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც ასწავლა ხალხს თავის მამაზე, მოკვდა, მაგრამ აღდგენილ იქნა მამისაგან და თავისი სიკვდილით ძემ ხალხი შეარიგა მამასთან, გახდა შუამავალი ხალხსა და ღმერთს შორის, რის შემდეგაც დაბრუნდა ზეცაში, დაჯდა მამის მარჯვნივ და მამისაგან მიიღო ძალაუფლება და სამეფო.ნათელია მეორე
      ჩვენ ვხედავთ რომ სამერთიანი ღმერთი დილემაა
      .10სამება“ თუ ღმერთია, უნდა ყოფილიყო თუ არა ის ერთხელ მაინც მოხსენიებული იმ სახელმძღვანელოში, რომელიც ღმერთმა კაცობრიობას თვითონ უბოძა? (2 ტიმოთე 3:16).
      11.ერთხელ მაინც თუ არის ბიბლიაში მოხსენიებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „სამება“, „ერთარსება“, „სამსახოვანი“, „სამპიროვანი“ „სამიპოსტასოვანი არსება; ერთღმრთეება“, „ „ გვამოვნება“, „მარადის შობილი“, „დაუსაბამოდ და უჟამოდ შობილი“, „შობილი და არა ქმნილი“, „დაუსრულებდლად შობა“, „ძე-ღმერთი“, ღმერთ-კაცი“ ანდა სულიწმინდა ღმერთი.და სხვა, ასეთი ტერმინები ბიბლიაში არ მოიძებნება მსგავს გამოთქმებს, მოსაზრებებსა თუ სწავლებებს, ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და არსობრივად შემუშავებული იქნა „ეკლესიის მამების“ მიერ და თუ არ მოიხსენიება, ბიბლიაში ნუთუ გამორჩა მის ავტორს თავისი ვინაობა და რაობა ერთხელ მაინც რომ მოეხსენებინა კაცობრიობის დამმოძღვრავ სახელმძღვანელოში? (2 ტიმ. 3:16).
      .ჭეშმარიტი ღმერთის აღსაწერად, რატომ უნდა გამოიყენებოდეს ისეთი სიტყვები ან აღწერილობა, რომელიც ერთხელაც კი არ გვხვდება ბიბლიაში? ღმერთი ხომ თვითონვე ამბობს ბიბლიაზე რომ ბიბლია „ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“? (2 ტიმოთე 3:16).მოცქული პავლე, რომელმაც ახალი აღთქმის წერილების ყველაზე დიდი ნაწილი დაწერა, რომელიც დიდი განათლებულობით გამოირჩეოდა როგორც იუდეველ ისე ქრისტიან მორწმუნეთა შორის და რომელიც ღვთისმეტყველების უდიდეს ცოდნას ფლობდა, თავის წერილებში მრავალ საჭირბოროტო, საკამათო და რთულ გასაგებ საკითხებს შეეხო და განმარტა კიდეც, მაგრამ რატომღაც სამიპოსტასოვანი ღვთაება სამების ვინაობა-რაობაზე კი არანაირი განმარტება არ დაწერა. რატომ? ნუთუ უძლიერეს ღვთისმეტყველს მხედველობიდან გამორჩა ყველაზე მთავარი საკითხის შესახებ რომ დაეწერა? ნუთუ მოციქული პავლე მათზე უკეთ ვერ განმარტავდა იპოსტასების ვინაობა-რაობას, ვიდრე ბასილი კესარიელი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი, იოანე დამასკელი ან იოანე ოქროპირი? ნუთუ ამ „ეკლესიის მამებმა“ უკეთ იცოდნენ ღვთის ვინაობა ვიდრე მოციქულმა პავლემ? ანთვით ქრისტემ? მაგრამ ჩვენ ვკითხავთ ქრისტიანს რომ გვითხრას ღმერთის შესახებ ის იტყვის რომ ღმერთი ერთია მაგრამ სამი სახის. და ჩამოყვება იმ არაბიბლიურ ფილოსოფიურ ტერმინებსდა წოდებებს ამ დოგმატის ასახსნელად რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.თუ ისინი ხსნიან ამგვარად მაშინ რატო ასე არ მოიქცა იესო ქრისტე? მან თქვა ღმერთი ერთია და მორჩა, მეტი არაფერია (2სამ7:22). ნუთუ მოციქულებზე და თვით იოესოზე უკეთ შეიძლება ვინმემ გადმოგვცეს ქრისტიანული სწავლებები? (გალატელები 1:8,9)
      სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სამების მომხრეებმა საკუთარი "ღმერთი" შექმნეს "თავის ხატად და თავის მსგავსებად" (ანუ საკუთარი სურვილისამებრ) და ის საკუთარ აზროვნებაში განათავსეს. თუმცა, ნუთუ ადამიანისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ბიბლიური ტექსტის, სხვა გართულებულ ენაზე ტრანსფორმირებას უნდა ვცდილობდეთ, იმისათვის, რათა ის იდეები გადმოსცეს, რომლებიც მსგავსი შეხედულებების ადამიანებს ახასიათებთ?
      აი სხვა მხრითაც რომ შევხედოთ საკითხს დამკვირვებელმა რომელსაც სურს შეისწავლოს ქრისტიანობა და ის აღმოაჩენს რომ ის წიგნი ბიბლია რომელსაც ღვთის უშეცდომო და წმინდა წიგნადაა აღიარებული ამ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებს მთავარს
      შემოქმედის შესახებ განმარტება გაკეთოს და აგვიხსნას მისი ვინაობა ? რა დასკვნამდე მივა ის მიზიდავს ესეთი ეკლესია მათ? დანახვებს ბიბლისდა და ქრისტიანობის ჭეშმარიტებასა და უცდომლობას?