ჟურნალისტი სოსო სიმონიშვილი PKTV-ის"დიდ გარღვევაში" : საქართველოს ინდუსტრიის განადგურების ავანტიურა!

Поділитися
Вставка
  • Опубліковано 28 лют 2024
  • ● გვესტუმრეთ: pktvgeorgia.ge/index.php
    ● შემოგვიერთდით: / pktv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი PKTV . მოგვწერეთ შეკითხვები, დატოვეთ კომენტარები. ტელეკომპანია PKTV თქვენს სამსახურშია!
    მსგავს თემაზე იხ. გადაცემა ამ ბმულზე დაკლიკებით: • როგორ და რატომ ანადგურ...
    "რატომ გაანადგურა საქართველოს ინდუსტრია ქონების გადასახდის გაუაზრებელმა შემოღებამ და ვინ იდგა ამ ავანტიურის უკან?
    რატომ უნდა დაიწეროს თავიდან საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის?
    რატომ გვევლინება საქართველოს ეროვნული ბანკი იმ მსაჯის ფუნქციით, რომელიც შეთავსებით გუნდის კაპიტანიცაა? -
    უვიცობა თუ მიზანმიმართული თაღლითობა? - რასთან გვაქვს რეალურად საქმე?"
    აი კითხვები და მთავარი თემა გადაცემისა, რომელიც 2024 წლის 21თებერვალს გავიდა ტელეკომპანია PKTV -ის პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო პროგრამაში" დიდი გარღვევა PKTV-ზე".
    ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც ტელეკომპანია PKTV- ის ეთერში მედიალოგისა და პროფესორის, პუბლიცისტ გიგლა გობეჩიას საავტორო პროგრამაში - ,,დიდი გარღვევა“ - მოისმენთ.
    ',დიდ გარღვევაში“ დღეს შეხვდებით მრავალმხრივ საინტერესო ავტორსა და მოაზროვნეს, პუბლიცისტს, ეკონომისტს, ჟურნალისტ-გენერალისტს ეკონომიკის მიმართულებით, ბატონ სოსო სიმონიშვილს.
    ფაქტობრივად ესაა გაგრძელება იმ დიდი თემისა, რომელიც ტელეკომპანიამ ეს-ესაა წამოიწყო. საუბარია იმ კატასტროფულ ეკონომიკურ გადაცდომებზე, შეცდომებსა თუ დანაშაულობებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა ბოლო სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. რისი შედეგიც არის დღევანდელი ლობომორყეული ეკონომიკა, რის გამოც საქართველოს მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის.
    პირდაპირ ვიტყვით, შეგძრავთ ჩვენი სტუმრის სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი ეკონომიკურ პარტახიზაციაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, ეკონომიკური ელიტის თავმოკიტრებაზე, სიყეყეჩესა და უსულგულობაზე. იმაზეც, რომ თურმე საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის უპირველესი კანონია, არა მის აღმშენებლობაზე, არამედ მის დაქცევაზეა მომართული.
    გადაცემაში მოისმენთ არგუმენტირებულ მსჯელობას საქართველოს ეროვნული (SIC) ბანკის საქმიანობაზე, რომელიც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და ამაზე ეკონომიკური ელიტა ყურსაც არ იბარტყუნებს.
    ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსვამთ უმწვავეს კითხვას - თუ ეს ყველაფერი იცოდა და დღესაც კარგად იცის ქართულმა ეკონომიკურმა საზოგადოებამ, ე.წ. ეკოელიტამ, მაშინ რატომ დუმდა და დუმს დღესაც? რატომ არ არისხებდა და არ არისხებს ახლაც განგაშის ზარებს?
    და მაინც, ჯიუტად ვსვამთ კითხვას - რასთან გვაქვს საქმე, ბატონებო და ქალბატონებო, ელემენტარულ უცოდინარობასთან თუ საქართველოს ეკონომიკური ელიტის მიერ ქვეყნის ეკონომიკის, საქვეყნო ქონების მიზანმიმართულ გაძარცვასთან?
    და კვლავაც ჯიუტად ვიმეორებთ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გულშემატკივარმა და არა ლიბერალურმა ნარჩენებმა, სერიოზულმა და მოაზროვნე სამოქალაქო საზოგადოებამ არგუმენტირებული პასუხი უნდა მოსთხოვოს ქვეყნის სათავეში მდგარ ეკონომიკურ გუნდს მთელი 30-32 წლის მანძილზე.
    მოგვისმინეთ, გვიყურეთ და განსაზღვრეთ, რა დონეზე გვაქვს თავში ხელები წასაშენი ან მათთვის დასაშენი, ვინც ეს გააკეთა!
    დროა, გამოფხიზლებისა და დიდი-დიადი გარღვევისა, სხვანაირად ჩვენ
    დიდ და დიად სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ!
    ფაქტია, ბოლო სამ ათეულ წელზე მეტია საქართველოს ხელისუფლება, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა, ნებით თუ უნებლიეთ, მონაწილეობს ქართველი ხალხის გენოციდში. ჩვენი ხალხის დღევანდელი მდგომარეობა მრავალი კუთხით და მრავალ სასიცოცხლო სფეროში კარგა ხანია გასცდა საგანგაშო ნიშნულს.
    ჩვენი სტუმარი ძალიან მძაფრად აფასებს განვლილ სამ ათეულ წელს და აცხადებს, რომ შევარდნაძის რეჟიმიდან მოყოლებული ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ ქართული ეკონომიკა ჩაძირულიყო, თუმცა არა საბოლოოდ. გამოსავალი არსებობს, მაგრამ მის განსახორციელებლად სახელმწიფოს ნებაა საჭირო და ახალი ტიპის მოაზროვნე ეკონომისტთა, მაკროეკონომისტთა, გაერთიანება.
    მოკლედ, ეს და სხვა მრავალი საკითხია წამოწეული თუ წამოსაწევი იმ დიალოგში, რომელიც ცოტა ხნის წინათ ბატონ ნასყიდა დარბუაშვილთან ერთად დავიწყეთ და რომელსაც ახლა ბატონ სოსო სიმონიშვილთან ერთად ტელეკომპანია PKTV -ის ეთერში და ვაგრძელებთ.
    დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.
    გადაცემის ავტორი და წამყვანი - მედიალოგი, გიგლა გობეჩია;
    სტუმარი - ცნობილი ჟურნალისტი, პუბლიცისტი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი .;
    ოპერატორი _ გიორგი ფრანგიშვილი;
    მიმართულების ხელმძღვანელი და პროდუსერი - ქეთი სესიაშვილი.
    მონტაჟი - ქეთი სესიაშვილი.
    ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება...
    ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით: / pktv.ge .
    მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, - ტელეკომპანია PKTV-ის, ჩვენ არ მოგატყუებთ.
    გამოიწერეთ ჩვენი არხი pk tv2; გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ყოველთვიურად სულ მცირე 1 ლარს . ისევე თქვენს სასარგებლოდ, რადგან ჩვენ მართლა გულწრფელად გემსახურებით მართალი სიტყვითა და ინფორმაციებით
    ● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

КОМЕНТАРІ • 1

  • @natalialetodiani1259
    @natalialetodiani1259 3 місяці тому +1

    Mizani qveknis zarzva da mitisveba iko sakutari miznebistvis samshoblo da xalxi ar ainyeresebt agrzeleben zarzvas raz farca gamsaxurdia amas ar daushvebda fa moiziles kidez ganzirulebi vart